четверг, 14 января 2016 г.

საფეხურები ჭეშმარიტებისაკენ

ნათარგმნია: www.teonote.ru

მათ, ვინც იმაზე ნაღვლობს, რომ ცოტა რამ ისწავლეს, – დაე საკუთარი ყურადღება შემდეგ გამონათქვამს მიაბყრონ: "განათლების ყოველ საფეხურზე, გასაღები მუდამ თავად მაძიებელშია."
ყველა ნამდვილად მორწმუნე ადამიანს სიამოვნებს სხვებთან საკუთარ რწმენაზე საუბარი. მაგრამ ხშირად ისე ხდება, საუბრის დაწყებისთანავე ხვდები, რომ ყველაფერი ისე გამოდის, როგორც იმ ანდაზაშია: "მე ალთას ველაპარაკებოდი, ის კი ბალთაზე ფიქრობდაო!"
შენი გასაგები სიტყვები ადამიანის გონებამდე ვერ აღწევენ, მას თითქოს არ ესმის შენი, თუმცა შენ ისეთი შთაბეჭდილება გაქვს, რომ ისე უხსნი მას ყველაფერს როგორც ბავშვს. რატომ ხდება ასე, და როგორ ჩავწვდეთ ადამიანის გულს? ჭეშმარიტების სწავლების ოთხი საფეხური არსებობს და ძალზე მნიშვნელოვანია მათი თანმიმდევრობის დაცვა!
ступени обучения
ამ პრობლემის არსი კარგად განმარტა ჯერ კიდევ მოციქულმა პავლემ, კორინთელების მიმართ მიწერილ ერთ-ერთ წერილში:

ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, და ვერც იგებს, რადგან ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო. (1 კორინთოელები 2:14)
როგორც ვხედავთ, ის კი არაა ურთიერთგაუგებრობის მიზეზი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არამედ ადამიანში სულიერი გაგების შესაძლებლობების არარსებობა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენმა გამჭრიახობამ შეიძლება რაღაც დონეზე დაანგრიოს ეს გაუგებრობის კედელი. როგორაა ეს შესაძლებელი?
თქვენ, ალბათ, ისევე როგორც მე არ გჯერათ ევოლუციის თეორიის - და ეს გონივრულია. მაგრამ სხვა ევოლუციაც არსებობს - სულიერი. და ყოველი ადამიანი თავისი "სულიერი ევოლუციის ან განვითარების" გარკვეულ საფეხურზე იმყოფება.
ступени обучения истине
თუ საუბრის დაწყებისასვე შეძლებთ იმის განსაზღვრას, თუ "ევოლუციის" კონკრეტულად რომელ საფეხურზე იმყოფება ადამიანი, მაშინ მასთან საერთო ენის გამონახვა გაცილებით იოლი იქნება.
ეს რომ უკეთესად გაიაზროთ წარმოიდგინეთ სკოლა. პირველ კლასში ბავშვებს პირველი კლასის წიგნებს აძლევენ. მათი დახმარებით ისინი თავიდან ხაზების ხატვას სწავლობენ, შემდგომ ასოებისა და ციფრების, შემდგომ კი ასოების მეშვეობით სიტყვების შედგენას. ეს პირველი საფეხურია.
მაგრამ რა მოხდება, თუ ამ პირველკლასელებს მაშინვე მეორე კლასის წიგნებს დაურიგებენ? ან იქნებ მესამე ან მეოთხე, ან მაშინვე მეათე კლასის? საეჭვოა, რომ ყველაზე საუკეთესო მასწავლებელმაც კი გაართვას თავი ისეთ რთულ ამოცანას, როგორიცაა, მაგალითად, მას ვინც ჯერ კითხვაც კი არ იცის ტრიგონომეტრია ასწავლოს!
четыре ступени обучения


კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით(იოანე 16:12)
და პირიქით, მეათეკლასელს რომ მივცეთ პირველი კლასის წიგნები, ის მოწყენილობისაგან მოკვდება.
ამის მსგავსად სულიერი სწავლების დროსაც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ "რომელ კლასში" სწავლობს თქვენი თანამოსაუბრე, ანუ სულიერი განვითარების რომელ საფეხურზე დგას ის.
ჩემი დაკვირვებით ოთხი საფეხურის გამოყოფა შეიძლება.

ჭეშმარიტების სწავლების ოთხი საფეხური:


ნული საფეხური, სულიერი განათლების ყველაზე დაბალი საფეხური - ესაა როდესაც ადამიანს საერთოდ არ სწამს ღმერთის არსებობის. არამედ იმის სწამს, რომ ბრმა შემთხვევამ შექმნა ჩვენი საკვირველი სამყარო.
პირველი საფეხური - ესაა როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ არსებობს უზენაესი გონება, რომელმაც ყველაფერი შექმნა. მაგრამ ის მისთვის ჯერჯერობით უპიროვნო ძალაა.
შემდეგია, მეორე საფეხური - ესაა როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ უნდა არსებობდეს წიგნი, რომელიც ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. მაგრამ ის ჯერ კიდევ ძიებაშია: რომელია ის? ბიბლია, ყურანი თუ ვედები? ან იქნებ სულ სხვა რამ?
მესამე საფეხური - ესაა როდესაც ადამაიანი დარწმუნდა, რომ ბიბლია - ღვთის სიტყვაა. მაგრამ ჯერ ვერ გაურკვევია, რომელი ეკლესია ან კონფესიაა ჭეშმარიტების მხარეს? შეუძლებელია ყველა მათგანი ჭეშმარიტებას ლაპარაკობდეს მათ შორის არსებული სხვაობებიდან გამომდინარე!
მეოთხე საფეხური - ესაა როდესაც ადამიანმა რელიგია აირჩია და დარწმუნებულია, რომ მან ჭეშმარიტება იცის. (მაშინაც კი თუ რამეში ცდება.)
ступени к Богу
თუ მივხვდებით, "სულიერი ევოლუციის" რომელ საფეხურზე დგას ადამიანი, უფრო ადვილად მივაღწევთ მასთან ურთიერთგაგებას.
ვინაიდან თქვენ თუ მასთან, ვინც ყველაზე "დაბალ საფეხურზე" დგას, ღვთის სამეფოს შესახებ დაიწყებთ საუბარს, მაშინ ის უბრალოდ ვერ გაგიგებთ, იმიტომ რომ მისთვის ღმერთი არ არსებობს, და შესაბამისად, არ არსებობს მისი სამეფოც. და თქვენი სიტყვები მის ცოდნაში არსებულ ბზარებში დაიკარგება.
ხოლო თუ, პირიქით, იმ ადამიანთან, რომელიც ყველაზე "მაღალ საფეხურზე" დგას, იმაზე დაიწყებთ საუბარს, რომ სამყარო შემოქმედების ნაყოფია და არა ევოლუციის, მაშინ, დიდი ალბათობით, ეს მისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება - მისთვის ეს გავლილი საფეხურებია.
ყველაზე საუკეთესო - ზუსტად იმაზე საუბარია, რაც მისი განვითარების დონესთან შედარებით ზუსტად ერთი საფეხურით მაღლა დგას.
ათეისტთან - შემოქმედებაზე, სუსტად მორწმუნესთან - იმის შესახებ, რომ უნდა არსებობდეს წიგნი ღვთისაგან, მასთან ვინც ბიბლიას ენდობა - იმის შესახებ, თუ როგორ იპოვოს ჭეშმარიტი რელიგია. მასთან კი ვინც დარწმუნებულია, რომ უკვე იპოვა ჭეშმარიტება, შეგვიძლია მისი მრწამსის შესახებ ვიმსჯელოთ წმინდა წერილების საფუძველზე.



კარგი მასწავლებელი ის კი არაა, ვინც ბევრი იცის, არამედ ისაა, ვისაც კარგად ესმის მათი, ვისაც ის ასწავლის!

Комментариев нет:

Отправить комментарий