суббота, 9 января 2016 г.

გაფუჭებული ტელეფონი

თარგმნილია: teonote.ru

"გაფუჭებული ტელეფონი" - ესაა როდესაც ჭორის ამოცნობა მის ავტორსაც კი აღარ შეუძლია.
გითამაშიათ ბავშვობაში «გაფუჭებული ტელეფონი»? მაშინ თქვენ გეცოდინებათ, თუ რა იოლად იკარგება და მახინჯდება ინფორმაცია, მას შემდეგ რაც სულ რამოდენიმე ადამიანს "გაივლის". და ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ადამიანი კომპიუტერი არ არის და არ შეუძლია ინფორმაციის იდეალურად დამახსოვრება და გადაცემა.

ზრდასრულ ცხოვრებაში ამ თამაშის ანალოგია - გაგონილი ამბები და ჭორები.


თუმცა მრავალ ადამიანს, სამწუხაროდ, ეს არ ესმის და ამიტომ აგრძელებენ გაგონილი ამბების, ჭორებისა და მათი შვილობილების დაჯერებას ყვითელი პრესის საშუალებით. მაგრამ გაცილებით უარესია, როდესაც "გაფუჭებული ტელეფონი" გარდაიქმნება მნიშვნელოვანი "რელიგიური ჭეშმარიტების" წყაროდ. როგორაა ეს შესაძლებელი?
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობა თავის რწმენას, დოგმატებს და წეს-ჩვეულებებს აგებს საეჭვო საეკლესიო გადმოცემებზე.
რა არის საერთოდ ეს წმინდა გადმოცემა? აი როგორაა ის განმარტებული ერთ-ერთ საეკლესიო წყაროში:



"წმინდა გადმოცემა - ესაა ღვთაებრივი სწავლება, რომელიც არ ყოფილა ჩაწერილი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ, არამედ მათგან ზეპირსიტყვიერად გადმოეცემოდა და მხოლოდ შემდგომ იქნა ჩაწერილი ეკლესიის მწყემსებისა და მასწავლებლების მიერ. წმინდა გადმოცემა საკუთარ თავში მოიცავს კანონებს, ეკლესიების მიერ ავტორიზებულ ლიტურგიულ ტექსტებს, ეკლესიის მამების ნაშრომებს, წმინდანთა ცხოვრებას და ასევე საეკლესიო ჩვეულებებს."

"მართლმადიდებლობის მამა" ბასილი დიდი (დაახ. 330-379 წ.) ერთ-ერთ თავის ნაშრომში წერს:



"მაგალითად, პირველ ყოვლისა მოვიხსენიებ პირველს და ყველაზე საერთოს, რათა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელზე დაიმედებულები პირჯვარს ისახავდნენ - ვინ ასწავლიდა ამის შესახებ წმინდა წერილებში? ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ მიბრუნება რომელმა წმინდა წერილმა გვასწავლა?
ევქარისტიისას, პურისა და ღვინის გაცხადებისას წარმოსათქმელი სიტყვები, რომელმა წმინდამ დაგვიტოვა წერილობით? რადგან ჩვენ არ ვკმაყოფილდებით იმ სიტყვებით, რომლებიც მოციქულმა და სახარებამ მოიხსენია, არამედ როგორც ადრე, ასევე მას შემდეგ სხვებსაც მოვიხსენიებთ, როგორც საიდუმლოებაში დიდი ძალის მქონეთ, რომლებიც დაუწერელი სწავლებით მივიღეთ.
რომელი წერილების მიხედვით ვაკურთხებთ ასევე გასანათლ წყალს, საცხებ ზეთს და თავად მოსანათლს; განა გადმოცემის მიხედვით არა, დამალულისა და საიდუმლოსი? და კიდევ რა; თავად ზეთის ცხება რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდანაა ასევე ადამიანის წყალში სამჯერ ჩაძირვა და კიდევ სხვა ბევრი რამ, რაც ნათლობისას კეთდება: სატანისა და მისი ანგელოზების უარყოფა რომელი წერილებიდანაა აღებული?"
როგორც თავადვე ამბობს საეკლესიო გადმოცემის ეს დამცველი, იმ სწავლებებისა და წეს-ჩვეულებების უმრავლესობა, რომელსაც დღეს ეკლესიებში იყენებენ, არც კი მოიხსენიებიან ბიბლიაში. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან იმ დროისთვის, როდესაც ბიძია ბასილი "დიდი" ცხოვრობდა, ქრისტიანობა უკვე გახდა სახელმწიფო რელიგია და მასში მრავალმა წარმართულმა სწავლებებმა და წეს-ჩვეულებებმა შეაღწია.
испорченный телефон
და იმისათვის, რომ რამენაირად გაემართლებინათ წმინდა წერილებისაგან განდგომა, ზოგიერთმა განსაკუთრებით განათლებულმა "ბატონებმა" ასობით წიგნი დაწერეს "თეოლოგიური დემაგოგიით", გაამჟღავნეს ყველა "დაფარული წერილები" ან აპოკრიფები, რომლებიც ვითომდა მოციქულთა დროიდან კაციდან კაცს გადაეცემოდა ზეპირად, სინამდვილეში კი ქრისტიანობის გნოსტიკოსი სექტების მიერ იქნენ დაწერილი, და, უწოდეს რა ყველაფერ ამას "წმინდა გადმოცემა", ის უმთავრეს ჭეშმარიტებად გამოაცხადეს.
გულწრფელ მსმენელს მაშინვე შეკითხვა უჩნდება: თუ ეს გამოცხადებები ასე მნიშვნელოვანია, მაშინათვე რატომ არ დაწერეს ისინი და რატომ გადმოსცემდნენ ზეპირად დაახლოებით 300 წლის განმავლობაში? თუ ეს გადმოცემები ასეთი "ჭეშმარიტნი და მართალნი" არიან, მაშინ რატომ არ ჩართეს ის საეკლესიო მამებმა ბიბლიის კანონში, ის ხომ ზუსტად იმ დროს იქმნებოდა?
მრავალი კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ უბრალო და ნათელი პასუხების მოსმენა, ძალიან რთულია.
როგორ იმართლებენ თავს "წმინდა გადმოცემის" მხარდამჭერები?
მაგალითად ისინი ამბობენ, რომ ზუსტად ბიბლია გვასწავლის, რომ "წმინდა წერილების" გარდა მნიშვნელოვანია "წმინდა გადმოცემების" გამოყენებაც.
და, მართლაც, ბიბლიაში რამოდენიმეჯერ ვხვდებით სიტყვა "გადმოცემას". და გადმოცემების მომხრეებს მოჰყავთ, მაგალითად, წმინდა წერილების აი ასეთი ადგილები თავისი სიმართლის დასამტკიცებლად:



მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით. (2 თესალონიკელები 2:15)




იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. (1 კორინთოელები 11:2 )

თითქოსდა მყარი საბუთებია. მაგრამ...
თუ წმინდა წერილის ყველა იმ ადგილს ავიღებთ, სადაც არის სიტყვა "გადმოცემა", მაშინ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ ეს სიტყვა გამოიყენება როგორც დადებითი მნიშვნელობით, როგორც 2 თესალონიკელების 2:15-ში და 1 კორინთოელების 11:2-ში, ასევე უარყოფითი მნიშვნელობით.
მაგალითად, იესო მკაცრად განიკითხავდა ფარისეველებს ზუსტად იმის გამო, რომ ისინი მკაცრად იცავდნენ თავის გადმოცემებს.



ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემის გამო? (მათე 15:3 სბს-2013)

რა განსხვავებაა იმ გადმოცემას შორის რომელზეც პავლე საუბრობდა და იმ გადმოცემას შორის, რომლებსაც ფარისეველები მისდევდნენ?
პასუხის პოვნა თვითონ ამ სიტყვის განსაზღვრებაშია შესაძლებელი:
გადმოცემა, ესაა სწავლება, რომელსაც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადასცემენ. და აქ მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ «გაფუჭებული ტელეფონი».
იმ გადმოცემებმა, რომლებზეც პავლე საუბრობდა, მხოლოდ ერთი შუალედური სტადია გაიარეს: ქრისტე - პავლე - კრება.
რადგან ის თავად წერს თუ რომელი წყაროდან აქვს მიღებული ის ცოდნა, რომელსაც ის კრებებს "გადასცემდა":



რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით.... (1 კორინთოელები 11:23)


გამოდის, რომ ეს გადმოცემები პრაქტიკულად არ იყო დამახინჯებული, ფარისევლებისა და საეკლესიო გადმოცემებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ასობით წლები და ასობით ბაგე გამოიარეს და შეუძლებელია დაუმახინჯებელი დარჩენილიყვნენ. ანუ როგორც იესომ უთხრა ფარისეველებს, მათ ზეპირ გადმოცემებს ადამიანური სწავლებები "მიეკრა", როგორც გემს ეკრობიან მოლუსკები, ზღვებში და ოკეანეებში მრავალი მილის ცურვის შემდეგ. და, როგორც ზედაპირული გამოკვლევაც კი აჩვენებს, "წმინდა გადმოცემები" მრავალ საკითხში ეწინააღმდეგებიან "წმინდა წერილებს", ღვთის უბრალო და ბრძნულ მცნებებს ცვლიან ჩახლართულ ადამიანურ ფილოსოფიაზე და სულელურ წარმართულ ცრურწმენებზე.
ტელეფონმა დამირეკა. ვინ საუბრობს? პლატონი! ორიგენე, ავგუსტინე და მათთან ერთად კიდევ უამრავი ფილოსოფოსი.მაშ რა საჭიროა ამ "გაფუჭებული ტელეფონის" გამოყენება, თუ წმინდა წერილი ნათლად გვასწავლის:



გაფრთხილდით, არავინ დაგატყვევოთ სიბრძნისმოყვარეობითა და უაზრო ტყუილებით, ადამიანთა გადმოცემის მიხედვით, ამქვეყნიურ სტიქიათა და არა ქრისტეს მიხედვით (კოლოსელები 2:8 სბს-2013)




საკითხი ღია რჩება იმ გულწრფელი ადამიანებისათვის, რომლებიც მართლა ეძებენ ჭეშმარიტებას. მაგრამ, როგორც ჩანს, ის უკვე დახურულია მათთვის, ვინც რაღაც სხვას ეძებს...

Комментариев нет:

Отправить комментарий