пятница, 12 сентября 2014 г.

«გთხოვ» ღმერთთან

ახალი ქვეყნიერების თარგმანის მკითხველები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მასში ღმერთი არცთუ იშვიათად იყენებს სიტყვას «გთხოვ». ზოგიერთი უფრო შორს მიდის და ამ სიტყვის ებრაულ ტექსტში პოვნას ცდილობს (მაგალითად სტრონგის ლექსიკონების დახმარებით), მაგრამ ხშირად ვერ პოულობენ. რატომ ხდება ასე? რაშია აქ საქმე?

ასეთი სიტყვა სინამდვილეში არსებობს. ებრაულ ენაზე ის წარმოითქმება როგორც ნა და ისე გამოიყურება როგორც ზემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები. თუმცაღა ის მთლად სიტყვა კი არაა, არამედ ნაწილაკია, რომელიც ზმნებს უერთდება სიტყვის ბოლოში. მაგალითად: ამარი-ნა(გვითხარი), სა-ნა (ასწიე). ეს არა ორი სიტყვა, არამედ ერთია, რომელშიც ნაწილაკი ნა ზმნის მოდიფიცირებას ახდენს, რითაც მას თხოვნის ელფერს სძენს. ზუსტად ამის გამო არ ფიქსირდება ის ხშირად ბიბლიურ ლექსიკონებში, ისეთებში როგორიცაა სტრონგის ლექსიკონი. ხანდახან მას «ფარულ თხოვნასაც» უწოდებენ.


«სურვებისა და თხოვნის პრიმიტიული ნაწილაკი» – ასეთი განსაზღვრებაა მოცემული ლექსიკონში The NAS Old Testament Hebrew Lexicon. აქვეა მოცემული თარგმნის ვარიანტები: «მე (ჩვენ) გთხოვ; ეხლა; გეთაყვა».

ძალიან ცნობილი ბიბლიური სიტყვაც არის ამ ნაწილაკით: ოსანა (ჰოშია-ნა). ქართულად ის შეიძლება ითარგმნოს როგორც გადაგვარჩინე, გთხოვ; გადაგვარჩინე, გევედრები; ან უბრალოდ გადაგვარჩინე, იმის მიხედვით თუ როგორ მოითხოვს კონტექსტი. აი როგორ გამოიყურება ეს ნაწილაკი ფსალმუნის 117:25-ში (საპატრიარქოს თარგმანი), თანაც შემდეგ კიდევ ერთი ზმნა მოსდევს ამავე ნაწილაკით. სკრინშოტი Hebrew Interlinear Bible -დან (წითლად შემოხაზვა ჩემია):



საინტერესოა, რომ გარდა სიტყვებისა გთხოვ და გევედრები ეს სიტყვა ასევე შეიძლება ნიშნავდეს ეხლა, და მრავალ თარგმანებში, ღვთის პირით წარმოთქმული, ზუსტად ასე ითარგმნება, ან უბრალოდ საერთოდ ამოღებულია ტექსტიდან, როგორც ეს საპატრიარქოს თარგმანშია. როგორც ჩანს, მთარგმნელებს ჰგონიათ, რომ ღმერთს არანაირად არ შეუძლია თქვას გთხოვ ადამიანებთან ურთიერთობისას, ადამიანთა საუბრებში კი ისინი იოლად თარგმნიან მას როგორც გთხოვ ან გევედრები. თუმცა ყველა თარგმანი როდი მისდევს ასეთ სტერეოტიპს, და ახალი ქვეყნიერების თარგმანი აქ ერთადერთი არ არის. მაგალითად, აი როგორ ჟღერს ღმერთისა და აბრაამის დიალოგი თარგმანში Young's Literal Translation დაბადების 15:5-ში: «გთხოვ, ყურადღებით დააკვირდი ზეცას, და ვარსკვლავები დათვალე, თუ შეძლებ მათ დათვლას…». აი ამ მუხლის დასაწყისი Hebrew Interlinear Bible-ში:



სულ ებრაულ წერილებში ნა  403-ჯერ გვხვდება, რომელთაგანაც 60-ზე მეტჯერ მხოლოდ დაბადების წიგნში. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ. აი ღვთის მიერ ამ სიტყვის გამოყენების კიდევ რამოდენიმე მაგალითი: დაბადება 13:14; 22:2; გამოსვლა 11:2; ესაია 7:3. ახალი ქვეყნიერების თარგმანი, როგორც ყოველთვის, ძალიან ყურადღებიანია დეტალების მიმართ.

რა თქმა უნდა, ადამიანებთან საუბრისას ღვთის მიერ ასეთი სიტყვების გამოყენება მის მშვენიერ თვისებებზე მეტყველებს, ისეთებზე როგორებიცაა სიყვარული და თავმდაბლობა. მას რა თქმა უნდა შეეძლო გამუდმებით ჭექა-ქუხილით ებრძანებინა ჩვენთვის, და ვერავინ იტყვის რომ მას არ აქვს ამის უფლება. მაგრამ ის ჩვენს დონემდე იწევს და ისე მოგვმართავს თხოვნით, როგორც თანასწორებს. ეს ასევე გვეხმარება რომ უკეთესად დავინახოთ იეჰოვა როგორც პიროვნება და არა როგორც აბსტრაქტული და ცივი «უზენაესი გონება». მას თავის ქმნილებებთან თბილი და მეგობრული მანერით შეუძლია საუბარი. განა დიდებული მამა არ გვყავს?

------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

ახალი ქვეყნიერების თარგმანზე

«რა გავლენას ახდენს ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატება ბიბლიის თარგმანზე»

თქვენი ბიბლია?

Комментариев нет:

Отправить комментарий