пятница, 5 сентября 2014 г.

სიკვდილი 17%-ით

მე გამუდმებით მესმის და ვკითხულობ იმის შესახებ, რომ ღმერთი თავად მოკვდა, პირადად. უფრო მეტიც, თვითონ რომ არ მომკვდარიყო, არ მოხდებოდა ცოდვის გამოსყიდვა. ღვთის სიკვდილის შესაძლებლობის იდეას თუ ბრჩხილებში დავტოვებთ (პირადად მე არანაირი სურვილი არ მაქვს მომაკვდავ ღმერთს ვემსახურო), აქ სხვა საინტერესო შეკითხვა ჩნდება: კონკრეტულად რომელი ღმერთი მოკვდა? არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ნათელია, რომ მამა ღმერთი არ მომკვდარა, ასევე არც სულიწმინდა. სამების დოგმატის თანახმად, მხოლოდ ძე ღმერთი მოკვდა, ანუ სამების ერთი მესამედი. ამგვარად, მთლიანი ღმერთის სიკვდილზე საუბარი უკვე არანაირად არ შეიძლება.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. ძე ღმერთი, დედამიწაზე ყოფნისას, ორი ნაწილისაგან ან ბუნებისაგან შედგებოდა: ღვთაებრივი და ადამიანური. როდესაც ის მოკვდა, მხოლოდ ერთი ნაწილი მოკვდა, ადამიანური. როგორც ითქმება, ქრისტემ მხოლოდ ხორციელად იტანჯა. ტანჯვა და სიკვდილი ღვთაებრივ ნახევარს არ შეხებია. შესაბამისად, ღმერთის ერთი მესამედის სიკვდილზეც კი არ შეიძლება საუბარი. მხოლოდ ღვთის ერთი მეექვსედი, ანუ 17% მოკვდა (თუ უახლოეს მთელამდე დავამრგვალებთ). ნუთუ ეს სიკვდილია? ეს მაქსიმუმ ჭრილობაა. რა შეიძლება იყოს 17%-იანი სიკვდილის ილუსტრაცია რეალურ ცხოვრებაში? მაგალითად, ხელის ამპუტაცია. და ბოლოს, ის ნაწილი რომელიც მოკვდა ღვთაებრივიც კი არ ყოფილა, ესე იგი, საერთოდ არაფერი ღვთაებრივი არ მომკვდარა. მაშ როგორღა შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ თავად ღმერთი მოკვდა ადამიანებისთვის, თუ ღმერთის ერთი მესამედის მხოლოდ ერთი ნახევარი მოკვდა, და თანაც ეს ნახევარი ღვთაებრივიც კი არ ყოფილა? 
დაე ნურავის ეწყინება ჩემი მსჯელობა. მე უბრალოდ იმაზე ვმსჯელობ, თუ როგორ ეთანხმება ღვთის სიკვდილის პოპულარული იდეა სამების დოგმატს. და მე ნათლად ვხედავ, რომ ეს იდეა და ეს დოგმატი სრულიად ურთიერთგამომრიცხავები არიან. გწამდეს სამების და ამავდროულად ღვთის სიკვდილის უბრალოდ არ შეიძლება. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ბიბლია არც ერთის შესახებ ასწავლის რამეს და არც მეორის შესახებ (იოანე 3:16).

-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий