среда, 2 сентября 2015 г.

აბორიგენები

- რატომ ჭამენ აბორიგენები ხელით? - იმიტომ რომ ჩანგლების გარეცხვა ეზარებათ. (ხუმრობა)
ერთხელ, ერთ არც თუ ისე ცივილიზებულ კუნძულთან, სადაც ჯერ ცივილიზაციის სიკეთეებიდან არაფერს არ მიუღწევია , შტორმმა ქაღალდის ფურცელი მიიტანა. ეს რომელიღაცა მოთხრობის ნაწყვეტი გახლდათ. აბორიგენებმა რომლებმაც ის იპოვეს, აბზაც-აბზაც დაიწყეს იმის კითხვა რაც ზედ ეწერა:
"სამზარეულოში მაგიდასთან ბიძია დათო იჯდა, საჭმელს გეახლებოდათ და უსმენდა, თუ როგორ საუბრობდა რადიო იმის შესახებ, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება."
Аборигены


ვინ არის ეს "რადიო", გაიფიქრეს აბორიგენებმა მუმბა-მამბას ტომიდან?  "რადიო" - ეს, უეჭველად, ადამიანის სახელია, რომელიც ძია დათოს გვერდით ზის და მას რაღაცას უყვება. მაგრამ აი აბორიგენებმა კითხვა განაგრძეს:
"უცბათ რადიომ ხრიალი დაიწყო და მიჩუმდა. დათო ძია მაშინვე ადგა, მასთან მივიდა და ძლიერად დასცხო მას მუშტი. რადიომ საუბარი გააგრძელა."
აბორიგენები მიხვდნენ: რადიო - დათო ძიას მონაა, და ზუსტად ამიტომ ექცევა ის მას ასე მკაცრად. აბორიგენებმა კითხვა განაგრძეს.
"ძია დათომ ჭამა დაამთავრა, თეფში გარეცხა, რადიო როზეტიდან გამოაძრო და სამზარეულოდან გავიდა. სამზარეულოში სიჩუმემ დაისადგურა."
აი აქ კი აბორიგენები ძლიერ ჩაფიქრდნენ: რას ნიშნავს "რადიო როზეტიდან გამოაძრო"? როგორ შეიძლება ადამიანი საიდანმე გამოაძრო?
მაგრამ, რადგან აბორიგენებმა პასუხი მაშინვე ვერ იპოვეს, ბევრ ფიქრს კი ისინი მიჩვეულები არ იყვნენ, მაშინ გადაწყვიტეს რომ პირველი ვარიანტისთვის არ ეღალატათ: რადიო - ეს მაინც ადამიანია, შესაძლოა, დათო ძიას მონა.
მსოფლიოში არსებობენ მრავალი ადამიანები, რომლებიც, როდესაც ბიბლიას კითხულობენ, ისევე აზროვნებენ, როგორც ეს აბორიგენები. როდესაც ყველაზე უბრალო მნიშვნელობას დაინახავენ, რომლის მიღებაც მათ ძალზე იოლად შეუძლიათ, ისინი საკუთარ თავს იმაში არწმუნებენ, რომ ესაა ყველაზე სწორი გაგება, და სხვა ვარიანტები შეუძლებელია რომ არსებობდეს. თუ ამის შემდეგ ისინი კიდეც პოულობენ წმინდა წერილების ისეთ ადგილებს, რომლებიც მათ დასკვნებს ეწინააღმდეგებიან, ისინი მათ თავიდან იცილებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მათ "თეოლოგიას" დაამსხვრევდნენ.
იმის ყველაზე იოლი და თვალსაჩინო მაგალითი თუ როგორ ხდება ეს, გახლავთ - იმის გაგება, თუ რა არის ან ვინ არის "წმინდა სული".
თეოლოგი-აბორიგენები კითხულობენ:


... წმინდა სულმა სწორად უთხრა თქვენს მამა-პაპას ესაია წინასწარმეტყველის პირით... (საქმეები.28:25)
და აბორიგენები მაშინვე დასკვნას აკეთებენ: წმიდა სული - ესაა პიროვნება, იმიტომ რომ ის ადამიანებს ელაპარაკებოდა.
გარკვეულწილად ჩვენ ყველა იმ აბორიგენებს ვგევართ: როგორც მათ არ უნახავთ არასოდეს რადიო და წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ რა იყო ის, ასევე ჩვენც არასოდეს გვინახავს წმინდა სული და მის შესახებ მსჯელობა მხოლოდ იმის საფუძველზე შეგვიძლია, რაც მის შესახებ ბიბლიაშია დაწერილი.
дух в Библии
მასზე კი ცოტა როდია დაწერილი, და თუ ყველა ამ მუხლებს ერთ სვეტად ამოვწერთ, ჩვენ შევძლებთ იმის გაგებას, რომ წმინდა სული არა მხოლოდ ლაპარაკობს.


ადამიანი შეიძლება წმინდა სულით აივსოს, წმინდა სული შეიძლება გადმოვიდეს მასზე და მოიცვას ის. (გამოსვლა 31:3; მსაჯულები 3:10; 6:34)


ღვთის წმინდა სულის ნაწილი შეიძლება აღებული იქნას ერთი პირისაგან და მეორეს გადაეცეს. (რიცხვები 11:17, 25)


წმინდა სული შეიძლება ვინმეზე ამოქმედდეს და მას სასწაულების მოხდენის შესაძლებლობა მისცეს. (მსაჯულები 14:6; 1 სამუელი 10:6)
მოკლედ, წმინდა სული "ეძლეოდა", "იღვრებოდა" და "ეფინებოდა", როგორც ნივთი ან ნივთიერება. განა შეიძლება ასეთი სიტყვების გამოყენება პიროვნების მიმართ, მით უმეტეს, თუ ის ღმერთია?
ამასთანავე მრავალი მუხლი ნათლად აჩვენებს, რომ წმინდა სული ღვთის დაქვემდებარებაშია, რაც სამერთიანობის ჰიპოტეზას ანგრევს.


თუ სულს გაუშვებ, წარმოიქმნებიან. შენ აახლებ მიწის პირს. (ფსალმუნები 103:30)
მაშ რა არის "წმინდა სული"? აი როგორაა ეს ახსნილი კათოლიკურ ლექსიკონში:


«საერთო ჯამში ახალ აღთქმაში, ისევე როგორც ძველში, წმინდა სულზე საუბარია როგორც ღვთის ენერგიაზე ან ძალაზე.»
святой дух сила бога
«ახალი კათოლიკური ენციკლოპედია» აღიარებს:


«ახალი აღთქმის მუხლების უმრავლესობაში ღვთის სული წარმოდგენილია როგორც რაღაცა, და არა როგორც ვიღაცა; ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს სულისა და ღვთის ძალის პარალელიზმში.» (New Catholic Encyclopedia. 1967. ტ. 13. გვ. 575).
ეს აბორიგენები, რა თქმა უნდა, ცუდი ბიჭები არ არიან, მაგრამ ჭეშმარიტების "ამოსათხრელად", საკმარისი არ არის დიდი ნიჩბისა და ძლიერი ხელების ქონა. წმინდა წერილების ისეთი გულმოდგინე მკვლევარი, როგორიც იყო მეფე დავითი, წერდა:


სიკეთეს ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს, და სიმართლეს - გულმართლებს. (ფსალმუნები 36:10)
მართალი გული ან, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, "ინტელექტუალური პატიოსნება" - ესაა ის, რის გარეშეც შეუძლებელია ჭეშმარიტების "ამოთხრა", მიუხედავად იმისა, თუ იცით კიდეც სად არის ის დამარხული.
ройте глубже



ასე რომ უფრო ღრმად ეძებეთ, "ბატონო" აბორიგენებო...




თარგმნილია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий