вторник, 29 сентября 2015 г.

"დიდი ბაბილონი": წყლების შრობის პროცესი მოქმედებაშია




«წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი, თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს, სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება. ქალი კი, შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე» (გამოცხადება 17:15-18).


უნდა ვაღიარო, ბიბლიური წინასწარმეტყველების ეს ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა ჩემში გარკვეულ შეკითხვებს. ბიბლიური ცნობის თანახმად, ცრუ რელიგიას საყოველთაო განადგურება ელის. ეს ყველაფერი გასაგებია. მე სხვა რამ არ მესმოდა. ვხედავდი რა, თუ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში რა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას, უნებლიედ კითხვა მებადებოდა: რამ უნდა აღძრას ადამიანთა მასები, შეიცვალონ თავისი შეხედულება ისეთი ავტორიტეტის მქონე წყობის მიმართ, როგორიც რელიგიური სისტემაა? რა გახდებოდა გლობალური ცვლილებების მიზეზი საზოგადოების აზროვნებაში?



ნათელია, რომ ნებისმიერი მთავრობა, მიუხედავად მთელი თავისი ავტორიტეტისა, სახელმწიფო სისტემის მხოლოდ ზედა შრეს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების ძირითადი განწყობის არეკლვას ახდენს. ისეთ უპრეცენდენტო ნაბიჯზე წასასვლელად, როგორიცაა რელიგიური ინსტიტუტების დაშლა, ამ ქვეყნიერების ძლიერთათვის მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის. მმართველები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ელექტორატი ძირეულად მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს. მით უმეტეს, თუ საუბარია საუკუნეების განმავლობაში არსებული სისტემის დამხობაზე, რომელსაც ძალაუფლება აქვს «ყველა ხალხზე» და მილიონობით მიმდევარი ჰყავს. (გამოცხადება 18:3).

ბიბლია იმ კლიმატის ნათელ განმარტებას არ იძლევა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ადამიანთა აზროვნების ფორმირებას მოახდენს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში უნებლიედ იჭერ საკუთარ თავს აზრზე, რომ ეს პროცესი, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. ასეთი შეგრძება გვიჩნდება სულ უფრო ხშირი ტენდენციების გამო, რომლებსაც საერთო ანტიკლერიკალური განვითარების ვექტორი აქვს. თანაც, ეს ტენდენციები სულ უფრო მეტი რაოდენობის ქვეყნებს ახასიათებთ, რელიგიის მიმართ ტრადიციული ფუნდამენტალური დამოკიდებულების მქონე სახელმწიფოების ჩათვლითაც კი.

რამდენად მაღალიც არ უნდა გვეჩვენებოდეს რელიგიური ოფიციოზის დონე, საზოგადოების მიერ რელიგიური სტრუქტურების მიმართ დამოკიდებულება უდავოდ იცვლება. როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე რუსეთში, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს ეკლესიის აქტიურ წევრად თვლის, განუხრელად ეცემა. კერძოდ, ანალიტიკური ლევადა-ცენტრის სამეცნიერო მუშაკის, ნატალია ზორკინას დასკვნების თანახმად, «მთელი ჩვენი მონაცემები ბოლო 20 წლის განმავლობაში იმაზე მეტყველებენ, რომ ეკლესიურ ადამიანებად შეიძლება ჩაითვალოს არა უმეტეს 5%-სა, ეს ის ხალხია, რომლებიც იცავენ მცნებებს, მონაწილეობას იღებენ ზიარებებში და წეს-ჩვეულებებში. ამ ადამიანთა პროცენტული წილი არ იზრდება».  

თავად მღვდლის პროფესიაც სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდება. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, აკადემიებში და სემინარიებში აბიტურიენტთა რაოდენობა კლებას განაგრძობს. როგორც ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საიტზე აღიარებენ, «მღვდლის პროფესიის პოპულარობის დაცემა უკვე არ გამოიყურება არალოგიკურ და მოულოდნელ რამედ».   

რელიგიური ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ინტერესის მნიშვნელოვნად გაციების მიზეზებს ხშირად თავად ამ ინსტიტუტების მხრიდან თვითდისკრედიტაციას ასახელებენ. პრესაში და საზოგადოებრივ დისკუსიებზე კლერიკალური სტრუქტურები ხშირად ხდებიან კრიტიკის სამიზნეები, პოლიტიკაში მათი ჩარევის, ძალაუფლებისაკენ სწრაფვის, საზოგადოებისადმი რელიგიური პოსტულატების თავზე მოხვევის გამო, დაწყებული საბავშვო და სასკოლო დაწესებულებებიდან. სახელმწიფო რელიგიები თავისი ფუფუნებითა და საეკლესიო ვაჭრობით კიდევ უფრო მეტად ასხავენ ამ ცეცხლზე ნავთს.




რელიგიის მიმართ ადამიანების საერთო დამოკიდებულებაზე ასევე მოქმედებს კლერიკალების პოზიცია საბრძოლო კონფლიქტებთან მიმართებაში. საომარი კონფლიქტების ადგილებში შეიარაღებული ფორმირებების აქტიური რელიგიური მხარდაჭერა, თანაც, მხარდაჭერა ბარიკადის ორივე მხარეს, მოაზროვნე ადამიანების გონებაში სერიოზულ კითხვებს ბადებს. სავსებით უაზროდ გამოიყურება სურათი, როდესაც ერთი და იგივე რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს ეომებიან, ცდილობენ იმაში დაგარწმუნონ, რომ ღმერთი მხოლოდ მათ მხარესაა. სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ერთიდაიგივე ღმერთს მიმართავენ ლოცვით და პრაქტიკულად იდენტურ რელიგიურ სიმბოლოებს ეთაყვანებიან, რელიგიური ვალის მოხდის გრძნობით ანადგურებენ მეზობელი ქალაქების ინფრასტრუქტურას, ერთმანეთს ხოცავენ და ფიცს დებენ, რომ შურს იძიებენ მათზე, ვისი მოკვლაც ჯერ ვერ მოასწრეს… რბილად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე რელიგიისადმი ნდობას ნამდვილად არ ზრდის…




სამღვდელოების ზნეობრივი მდგომარეობა დისკუსიის ცალკე თემა გახდა. თანამედროვე საზოგადოებაში ვერავის ვერ გააკვირვებ სენსაციებით სამღვდელოებაში ჰომოსექსუალისტების არსებობის შესახებ. თანაც, ეს მხოლოდ კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს კი არ ეხება, არამედ მართლმადიდებლობასაც. თავგამოდებულმა პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა აღიარა, რომ მარტო რუსეთის უმაღლეს საეპისკოპოსო წრეში ჰომოსექსუალიზმში ეჭვმიტანილნი არიან «სამასიდან არა ნაკლებ ორმოცდაათი ეპისკოპოსისა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ჰომოსექსუალისტების საშუალო პროცენტი მოქალაქეებსა და ელიტას შორისაც კი». 

მსგავსი ფაქტები, როდესაც საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი, შეუძლებელია არ აისახოს ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან რელიგიური სისტემების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამის შედეგად, სულ უფრო მეტ ადამიანს უქრება იმის სურვილი, რომ ღვთისმსახურებებს დაესწროს. დასავლეთის ქვეყნებში, განსაზღვრული კონფესიისადმი კუთვნილებისაგან ოფიციალურად უარის თქმის ტენდენციაც კი გაჩნდა. ეკლესიების დიდი რაოდენობა იძულებულია დაიხუროს, ან აბსოლუტურად საზოგადოებრივ დაწესებულებად გადაკეთდეს, კლუბად, კაფედ, საცეკვაო მოედნად ან საწყობად. 


ეს ყველაფერი – რეალური ფაქტებია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს. ის, რომ ბაბილონის წყლები შრება – სულაც არ წარმოადგენს ვიღაცის ოცნების საგანს, ეს თვალნათელია. როგორც წესი, ზოგიერთი დიდი დღესასწაულის გარდა, ეკლესიებში ვერ ნახავთ ადამიანთა დიდ რაოდენობას. ხალხი მიდის, მაგრამ სად?

საგულისხმოა, რომ მრავალ ქვეყანაში აქტიური რელიგიური ცხოვრებისადმი საერთო ინტერესის გაციებასთან ერთად, პირიქით, არარელიგიური ცხოვრების წესისა და შეხედულებების ზრდა შეიმჩნევა. პოპულარობას იხვეჭს არარელიგიურობის მოდა. საზოგადოებაში იზრდება მათი რიცხვი, ვინც თავს აგნოსტიკოსს ეძახის. ამავე ნიადაგზე შეიძინეს ათეისტურმა იდეებმა მეორე სუნთქვა.

კლერიკალური ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაში თავის წილ ბზარს აჩენს ასევე შეხედულებების ლიბერალიზაცია. საზოგადოება სულ უფრო მიდრეკილი ხდება მომხმარებლური განწყობის ქონისაკენ, რომლის ფონზეც რელიგიურ საკითხებში რაიმე სახის მსხვერპლზე წასვლა, უფრო პირობით ხასიათს იძენს. კისერზე რელიგიური სიმბოლო – უკვე პირადი რწმენის ნიშანი კი აღარაა, არამედ უფრო მოდა. მით უმეტეს, როდესაც ეს სიმბოლო რომელიმე ძვირადღირებულ საიუველირო მაღაზიაშია ნაყიდი. ავტომობილის პანელზე ხატები და გამოსახულებები – მძღოლის გულწრფელი ლოცვების მაჩვენებელი კი არაა, არამედ მხოლოდ ავტოავარიის მიმართ ცრურწმენებზე დაფუძნებული შიშის მაგალითია. და ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ მეზობლობენ ერთ ადგილას პროტესტანტული ჯვარი, მართლმადიდებლური ხატი, ბუდას ქანდაკება და ბაყაყი ფენ-შუის მიხედვით… 

ლიბერალური მეინსტრიმი უცილობლად აისახება ასევე საეკლესიო ლიდერების პოზიციებზეც. დღეს მქადაგებელი ათასჯერ დაფიქრდება, თუ რა თქვას ღვთისმსახურებისას, რათა შემთხვევით განებივრებული მრევლის გრძნობებს არ შეეხოს, რომელთაგანაც ეკლესიის ხაზინაში ისედაც სულ უფრო ნაკლები ფული შედის. თუ წინათ მღვდელს გაბედულად შეეძლო მრუშის მხილება ან ლოთისთვის ეკლესიიდან განკვეთით დამუქრება, დღეს ასეთ სიტყვებზე მრევლი მხოლოდ ცერად გაიღიმება, უდარდელად ჩაიწყობს ხელებს ჯიბეებში და თავად გაემართება გასასვლელისაკენ. დღეისათვის ეკლესიიდან წამოსვლა აღარ წარმოადგენს დიდ დანაკარგს.




როგორც ჩანს, ანალოგიური მიზეზით იმავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შეგნებულად თქვეს უარი, ერთ დროს შეუქცევად საეკლესიო წესების მთელ რიგზე. მაგალითად, VI მსოფლიო კრების მე-80 წესის თანახმად (680-681 წწ.), ეკლესიის ნებისმიერი მონათლული წევრი უნდა მოიკვეთოს ეკლესიიდან, თუ ის სამი კვირის განმავლობაში არ ესწრება ღვთისმსახურებას. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ რატომ ცდილობს ეკლესია დღეს ამ მკაცრი წესის დამალვას. მან რომ არ წესის მიყოლა გადაწყვიტოს, ეკლესიიდან იმ ადამიანთა ლომის წილის გაყრა გახდება საჭირო, ვინც «მართლმადიდებლებად» ითვლებიან. მაგრამ ვინღა დარჩება მაშინ მას? ვინღა დაუჭერს მხარს? ან ხელისუფლებიდან ვისღა დასჭირდება ასეთი ეკლესია? ამიტომ, როგორც ჩანს, ეკლესიას იმის გარდა არაფერი დარჩენია, რომ გაჩუმდეს. გასაკვირი არაა, რომ, როდესაც მსგავს საკითხს ეხება, პროტოდიაკვანი ანდრეი კურაევი ჩივის: «არავითარი გასაგები და მით უმეტეს «ოფიციალური» ახსნა იმისა, თუ რამოდენიმე ასეული საეკლესიო კანონებიდან, რატომ ითვლება მიღებულად მხოლოდ რამოდენიმე ათეული – არ არსებობს».

საზოგადოებრივი პროექტირების ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი, სოციოლოგი მ.ა. ტარუსინი აცხადებს «მართლმადიდებელი» ადამიანების მასის ლომის წილის რელიგიური მდგომარეობის რეალურ მიზეზებს: «ეს ციფრები ნაკლებად საუბრობენ ადამიანის რელიგიურობაზე... [მათი უმეტესობა] თუ დადიან კიდეც ტაძარში, ისიც წელიწადში რამოდენიმეჯერ, როგორც საყოფაცხოვრებო მომსახურების სამსახურში – პასკის საკურთხებლად, ნაკურთხი წყლის ასაღებად... მათი ნაწილი კი მაშინაც არ დადის. უფრო მეტიც, მრავალს შეიძლება ღმერთისაც არ სწამდეს, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებს. [...] მოცემულ თვითიდენტიფიკაციას საფუძველი ნაციონალურ ტრადიციებში, ოჯახურ ტრადიციებში, კულტურაში უდევს. თუ ეს მონაცემები შეიძლება რაიმეს მაჩვენებლად ჩაითვალოს კიდეც, ისიც მხოლოდ თანამედროვე რუსული ნაციონალური იდენტობისა. მაგრამ არანაირად რეალური რელიგიური კუთვნილებისა» («მართლმადიდებლობა და მსოფლიო»).




დღეს ადამიანებს არ სურთ, რომ მათ ვინმე არიგებდეს და უთითებდეს თუ როგორ იცხოვრონ. ისინი რელიგიას აღიქვამენ მხოლოდ მათში არსებული მბჟუტავი ღვთისმოსაობის გამოხატვის ერთგვარ შესაძლებლობად. ამასთანავე მხოლოდ მცირე მათგანია მზად იმისათვის, რომ უფლება მისცეს ღვთის მცნებებს, მათი ყოველდღიური ცხოვრება და აზროვნება გააკონტროლოს. ასეთ საზოგადოებას სავსებით აკმაყოფილებს ღვთისადმი რწმენა, თავად ამ ღმერთის გაცნობის გარეშე. და რელიგიური ინსტიტუტები თუ უფრო მკაცრი მითითებების მიცემის უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, ადამიანები, ალბათ ამ ინსტიტუტებს უფრო ადვილად დათმობენ, ვიდრე უფლებას მისცემენ მათ, რომ მათი კომფორტული "სულიერი" მდგომარეობა დაარღვიონ, რომლის შექმნაც შეძლეს საკუთარი თავებისათვის. კლირიკებს ეს მრევლზე ნაკლებ როდი ესმით და, შედეგად, თამაშის პირობებს იღებენ. ჯამში, ისინი ისე აჩვენებენ თავს, ვითომ ასწავლიან, მეორეები კი – ვითომ სწავლობენ. ყველას ყველაფერი აწყობს. ჯერ-ჯერობით აწყობს…

მსოფლიო საზოგადოებაში აგორებული ლიბერალური ტალღის გამო, მრავალი ეკლესია ისეთ დათმობებზე წავიდა, რომლის წარმოდგენაც წინათ წარმოუდგენელი იყო. ფემინისტურმა მოძრაობამ სასულიერო პირები აღძრა, რომ ქალების ხელდასხმაზე დათანხმებულიყვნენ. მოძრაობამ ჰომოსექსუალისტთა უფლებებისათვის, ეკლესიისშიდა "ცისფერ ლობისთან" ერთად, შეძლეს სასულიერო პირებად სექსუალური უმცირესობების ხელდასხმისათვის და ასევე ჰომოსექსუალისტი წყვილების კურთხევისა და ჯვრისწერისთვის მიეღწიათ. ეკლესიები იძულებულნი არიან, რომ ამაზე წავიდნენ. მათ ამ გადაწყვეტილებების მიღებისათვის თავის მართლებების ძებნა უწევთ. თუმცა ამის გაკეთება არცთუ იოლია, იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლია ჰომოსექსუალიზმს აშკარად ცოდვას უწოდებს (1 კორინთელები 6:9).



დასავლელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო მეტ უხერხულობებს უქმნიან კლერიკალებს, როდესაც «ერთსქესიანი წყვილების უფლებების შესახებ» ლიბერალურ ლოზუნგებს უჭერენ მხარს. 2015 წლის ივნისის თვეში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, ცვლილებები შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომლითაც 50-ივე შტატში დაუშვა ჰომოსექსუალისტთა ქორწინება. ამით აშშ 21-ე სახელმწიფო გახდა, რომელმაც მსგავსი ქმედებები დააკანონა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ გადაწყვეტილებას უწოდა მოვლენა, რომლითაც «ამერიკას შეუძლია რომ იამაყოს». სხვათაშორის ვიტყვი, რომ თავად ობამა თავს ქრისტიანად მიიჩნევს… 

თუმცა, სულაც არაა აუცილებელი, რომ თავად პოლიტიკოსები განიცდიდნენ აშკარა სიმპათიას ჰომოსექსუალისტთა უფლებების მიმართ. როგორც ჩანს, ისინიც ისეთივე ლიბერალური შეხედულებების ტყვეები არიან, რომლებიც დღეს ამას ე.წ. «პროგრესული საზოგადოების» განვითარების ინდიკატორად აცხადებენ. შენ თუ ელექტორატის სიმპათიის შენარჩუნება გინდა, მაშინ ის უნდა ილაპარაკო, რისი მოსმენაც სურს შენგან ამ საზოგადოებას. თუ საზოგადოებას უნდა, რომ ცოდვაში კი არ ამხილონ, არამედ ყველაფრის დაშვებულობა მოუწონონ, მაშინ ამ ქვეყნიერების მთავრებმაც ყველაფრის დაშვებულობაზე უნდა ილაპარაკონ, ოღონდ შედარებით მოხდენილი ფორმით – მაგალითად, როგორც «უფლებებზე და თავისუფლებებზე».
       
ეკლესიებს რისი გაკეთება შეუძლიათ? პოლიტიკოსების მსგავს გადაწყვეტილებებზე უარის თქმა, აუცილებლად გამოცხადდებოდა საზოგადოების მხრიდან, როგორც «ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობა». ეკლესიას კი ისედაც მთლად კარგად ვერა აქვს საქმეები, კიდევ დამატებით რომ არ შეიქმნას პრობლემები ამ სფეროში. მათ მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ დაეთანხმონ ამ ქვეყნიერების ძლიერთა მოსაზრებებს და ისე აჩვენონ, თითქოსდა ღმერთიც მათ მხარესაა.



ლგბტ-მოძრაობა – ეკლესიის კიდევ ერთი უჩვეულოდ გავლენიანი მოწინააღმდეგეა. უმეტესად ზუსტად ისაა საზოგადოებასა და პოლიტიკაში შესაბამისი შეხედულებების ჩამომყალიბებელი. ლგბტ-საზოგადოების გავლენიანი პირები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან დიდი პოლიტიკის სფეროში, აყალიბებენ ე.წ. «გეი-ლობის» და «საჭირო» გადაწყვეტილებების მიღებას უწყობენ ხელს ამა თუ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობაში. არ არსებობს ასე თუ ისე რეალისტური მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ლგბტ-საზოგადოებამ კლასიკურ ქრისტიანობასთან მოახდინოს თანაცხოვრება, იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანობა ჰომოსექსუალიზმის იდეას გაკიცხავს და ცოდვად გამოაცხადებს. ერთადერთი ვარიანტები, რომლებიც შეიძლება განხილული იყოს ესენია, ეკლესიის გეი-განხრით ტრანსფორმირება ან მისი სრულად იგნორირება როგორც ჰომოიდეოლოგიისათვის შეუფერებელის. პირველი ვარიანტი უკვე ვლინდება, რის მტკიცებულებასაც ჰომოსექსუალისტი-მღვდლების გამოჩენა და ერთსქესიანი წყვილების ჯვრისწერის დაშვება წარმოადგენს. კერძოდ შეგვიძლია მოვიხსენიოთ ჰომოსექსუალისტებისთვის ბიბლიის სპეციალური ვერსიის გამოცემა, ე.წ. «დედოფალი ჯეიმზის ბიბლიის» («მეფე იაკობის ბიბლიის» ანალოგიურად), რომელშიც ჰომოსექსუალიზმისადმი, როგორც რაღაც არასწორისადმი, დამოკიდებულება შერბილებულია.



თუმცა, ეს ყველაფერი იმდენად «პირობით-ქრისტიანულ» ხასიათს ატარებს, რომ თითქმის არ აღიქმება, ქრისტიანობის, როგორც ასეთის, რაიმე სახის სერიოზულ ალტერნატიულ იდეად. უფრო რეალური ჩანს, შესაბამისი კატეგორიის პირების მხრიდან, კლირიკალურ სისტემაზე საერთოდ უარის თქმის ვარიანტი, რაც სრულიად ეთანხმება იმ მოსალოდნელ მოვლენებს, რომლებიც გამოცხადების მე-17 თავშია აღწერილი.

თუ საერთაშორისო საორგანიზაციო საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, მაშინ აქ ასევე რელიგიური ინსტიტუტების მიმართ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიმჩნევა. გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია რელიგიის დიფამაციის შესახებ, შეიძლება აღქმული იყოს როგორც სავსებით მტკივნეული დამოკიდებულება იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც მსოფლიოში არსებულ რელიგიურ უთანხმოებებთანაა დაკავშირებული. თანაც, გაეროს კრიტიკის სამიზნე ვატიკანიც კი გახდა. უნებლიედ ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ასე მაღალ დონეზე, სულ უფრო მეტად ღიზიანდება რელიგიური სფეროს მიმართ. და თუ ერთხელაც საჭირო გახდება იმისათვის ხელის დადება, ვინც კაცობრიობის ყველა პრობლემებშია დამნაშავე, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისზე თითის მიშვერა იქნება ყველაზე ადვილი?

რელიგია, განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში, სულ უფრო მეტ დათმობაზე მიდის სამომხმარებლო აზროვნება ჩამოყალიბებულ საზოგადოებასთან. თავის მხრივ საზოგადოება, რადგან თავისას აღწევს, განსაზღვრულ დასკვნებს აკეთებს. მაგალითად, რომ რელიგიური ინსტიტუტები თანდათანობით მჩატე შირმებს უფრო ემზგავსებიან, ვიდრე ზნეობრივი და ბიბლიური პრინციპების დამცველ ციხესიმაგრეებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხი მათ სერიოზულადაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად აღიქვავს. 



რუსეთის მაგალითი რომ ავიღოთ, იქაც შეიმჩნევა რელიგიასთან მიმართებაში სულიერი რეგრესი. «ჩვენი საზოგადოება უფრო სეკულარულია. რუსეთში მცხოვრებთა ნახევარზე მეტს (57%) სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც რელიგია მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს ადამიანთა უმეტესობის ცხოვრებაზე, ხოლო რწმენა ან ურწმუნოება თითოეული ადამიანის პირადი საქმეა» - აღნიშნავს საინფორმაციო სააგენტო Regnum. ამასთანავე ყურადღება ექცევა რუსეთის მოქალაქეების დაძაბულობის ზრდას საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიური სფეროს როლის მატების გამო: «2007-დან 2015 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, რომლებიც საერო საზოგადოებაში საკონსტიტუციო ნორმების შენარჩუნებას უჭერენ მხარს, საგრძნობლად გაიზარდა: 54%-დან 64%-მდე». 

მაგალითისათვის, საინფორმაციო გადაცემებში ჩნდება სიუჟეტები, სადაც დედაქალაქის მთელი რიგი რაიონების მაცხოვრებლები პროტესტს გამოთქვამენ, პარკებისა და მსგავსი საზოგადოებრივი ადგილების ტერიტორიებზე ახალი ტაძრების მშენებლობის წინააღმდეგ. რაც თვალში საცემია, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, თავს მორწმუნე ადამიანებად და «მართლმადიდებლებად» თვლიან. მაგრამ, როგორც აღნიშნულიც იყო, მათი რწმენა თანხმობაში ვერ მოდის მათ სურვილთან, რომ ეს მართლმადიდებლური ტაძრები თავის საკუთარ სახლებთან ახლოს იხილონ.




დღეს რელიგიური ინსტიტუტები სწრაფად კარგავენ ოდესღაც მრავალსაუკუნოვან საკრალურ ხელშეუხებლობას. რელიგიური პოსტულატების იგნორირებისთვის ადამიანებს არ ემუქრებათ ინკვიზიცია ან საზოგადოებიდან მოკვეთა. განათლება და კარიერა არანაირად არ არის დამოკიდებული რელიგიურ არჩევანზე, რის გამოც ადამიანების მხრიდან მათ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, ვიდრე კონფესიონალურ კუთვნილებას. რელიგია კი, პირიქით, სულ უფრო ხშირად ხდება სარკაზმისა და მხილების ობიექტი. კერძოდ, ანტიკლერიკალური გზავნილის შემცველი ფილმები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, რაც ნათლად ადასტურებს საზოგადოების განწყობის საერთო ტენდენციას.

როდესაც მოცემულ სურათს ადევნებ თვალს, უფრო ნათლად გესმის, რომ მოვლენები, რომლებიც გამოცხადების მე-17 თავშია აღწერილი, არც თუ მთლად მოულოდნელი იქნება. მათ წინაპირობას დღესვე ეყრება საძირკველი. თითქისდა რელიგიურობის მოზღვავების უკან რეალურად სულ უფრო მძაფრი სულიერი აპათია იმალება, რომლის დამალვაც კლერიკალებს სულ უფრო უჭირთ. 

სრულიადაც არ არის აუცილებელი, რომ დიდ გასაჭირის დროს საზოგადოება ათეისტური გახდეს. პირიქით, წინასწარმეტყველური გადმოცემის თანახმად, ადამიანები შეინარჩუნებენ რელიგიურობის გარკვეულ ფორმებს, თუმცა, რომლებიც არ იქნება იმის შესაბამისი, რასაც ბიბლია «ჭეშმარით თაყვანისმცემლობას» უწოდებს (იოანე 4:23,24; გამოცხადება 16:9-11,21). თუ დავუშვებთ, რომ იმ მოვლენების დროს «ათი რქის» მთავარი მიზანი არ იქნება, რელიგიურობის, როგორც ასეთის, ამოძირკვა, არამედ უშუალოდ ძლევამოსილი რელიგიური ინსტიტუტების და კლერიკალური სფეროების ჩამოცილება, მაშინ ხალხთა მასების ჩართულობა ამ პროცესში უფრო რეალისტური ხდება.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ, მაგრამ ამასთანავე მეტად საინტერესო დროს. მსოფლიოში გლობალური ცვლილებების წინათგრძნობა მხოლოდ ღრმადმორწმუნე ადამიანებს კი არა, არამედ მათაც კი აქვთ, ვისთვისაც ღმერთი არაფერს ნიშნავს. მაგრამ ურწმუნო ადამიანებისაგან განსხვავებით, ქრისტიანებს ესმით მსოფლიო მოვლენების განვითარების ვექტორი და მათი ლოგიკური შედეგი. ისინი ასე არ ამბობენ: «რაღაც უნდა მოხდეს»; მათ იციან, თუ რა უნდა მოხდეს საბოლოო ჯამში და ის თუ რა ძლიერ შეიცვლება მსოფლიო. ასეთი რწმუნებების მყარ საფუძველს მათ მოვლენების განვითარების ბიბლიური სცენარის ცოდნა აძლევთ, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სცენასაც «დიდი ბაბილონის» - ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემის, განადგურება წარმოადგენს.

-----------------------------------------------------

თარგმნილია: sergeiivanov.blogspot.com 

1 комментарий:

  1. დიდი მადლობა ეს ყველაფერი რომ დაგვანახეთ

    ОтветитьУдалить