вторник, 8 сентября 2015 г.

ისინი ბაალს მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ (ძველი ქანაანელების რელიგიის შესახებ)



რატომ სურდათ რომაელებს ასე დაჟინებით ქალაქი კართაგენის განადგურება? საბჭოთა კავშირის დროს ისტორიის წიგნები ამასთან დაკავშირებით დუმდნენ... იმის შესახებ, თუ რატომ ანადგურებდნენ ისრაელები ასე სასტიკად ქანაანელთა ქალაქებს, სკოლებში იმ დროს საერთოდ ხმას არ იღებდნენ. რატომ სძულდათ ასე "სასტიკ" ისრაელებს "სიცოცხლის მოყვარული" წარმართები - ქანაანის (პალესტინა) მცხოვრებლები? რატომ სძულდათ ქანაანელები წარმართ რომაელებს? 

იმის შესახებ, რომ ქანაანელები ღმერთ ბაალს ეთაყვანებოდნენ ბიბლიაში იყო ნათქვამი: ეს თაყვანისცემა გახრწნილებასთან და საკულტო პროსტიტუციასთან  (1 მეფეები 14:24), მშობლების მიერ საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვასთან (იერემია 19:5) და, ბოლოს, კერპების ამბორთან იყო დაკავშირებული (1 მეფეები 19:18; ოსია 13:2). 

ამის შესახებ ასევე წერს ცნობილი მართლმადიდებელი მქადაგებელი ანდრეი კურაევი სტატიაში "სასტიკია თუ არა ძველი აღთქმა?" მისი წაკითხვა აქ შეგიძლიათ.

ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ფაქტი დამტკიცებული იქნა ირლანდიელი არქეოლოგის რობერტ მაკალისტერის მიერ. წაიკითხეთ თავი სახელწოდებით "დოქტორი მაკალისტერის საშინელი აღმოჩენა" ა.ა. ოპარინის წიგნში: "У разбитых водоёмов. Археологическое исследование книг Исход и Иисуса Навина" (გთავაზობთ ამ თავის თარგმანს).


ა.ა. ოპარინი დანგრეულ წყალსატევებთან. წიგნების გამოსვლა და იესო ნავეს ძე-ს არქეოლოგიური გამოკვლევა
ნაწილი II. ერები, რომლებმაც საკუთარი თავი გაანადგურეს

თავი 8
დოქტორი მაკალისტერის საშინელი აღმოჩენა
 

მრავალ მათგანს, ვინც პირველად იწყებს ძველი აღთქმის გამოკვლევას და, კერძოდ კი, იესო ნავეს ძეს წიგნისას, ანცვიფრებს იუდეველების სისასტიკე, რომლებიც ქანაანის მთლიან ქალაქებსა და ერებს ანადგურებდნენ, და ამავდროულად არავის არ ინდობდნენ. მრავალს ასევე ანცვიფრებს ღმერთის, როგორც ისინი ამბობენ, არაადამიანური ხასიათი, რომელიც უბრძანებდა იუდეველებს ამ საშინელი ქმედებების კეთებას. ეს როგორი მოწყალე ღმერთია, თუ ის ადამიანების დახოცვასა და ქალაქების განადგურებას უბრძანებს? ასეთმა თვალსაზრისმა იქამდე მიიყვანა, რომ რიგი კონფესიები ასწავლიან, რომ ძველ აღთქმაში სხვა ღმერთია — სასტიკი და ცბიერი, ხოლო ახალ აღთქმაში სულ სხვა — კეთილი და მოწყალე. XVIII-XIX საუკუნეების ფილოსოფოსი-ჰუმანისტები (რომელთა «ჰუმანიზმმაც», სხვათაშორის, საფრანგეთის რევოლუციის საშინელებები გამოიწვია) აღშფოთებულნი იყვნენ ისრაელის არაადამიანური ღმერთითა და იუდეველთა სისასტიკით. ისინი მათზე არა ნაკლებად «ჰუმანურმა» კომუნიზმის იდეოლოგებმა შეცვალეს, რომლებიც მათსავით აღშფოთებულნი იყვნენ იუდეველთა არაადამიანური ქმედებებით ქანაანის მცხოვრებთა მიმართ. ასევე მრავალი გულწრფელად მორწმუნე ადამიანისთვისაც რთული იყო იესო ნავეს ძის ამ სასტიკი ადგილების ახსნა-გაგება, სანამ დოქტორმა მაკალისტერმა არ გააკეთა თავისი აღმოჩენა… ზოგიერთს მიაჩნია, რომ აღმოჩენის გაკეთება, განსაკუთრებით არქეოლოგიის დარგში, კაბინეტიდან გაუსვლელად შეუძლებელია. და ეს მართლაც ასეა. მესოპოტამიის ყველა ძველი ქალაქის აღმოჩენა მართლაც ადგილზე ხდებოდა ნიჩბით ხელში და მწველი მზის ქვეშ, ხანდახან კი თავსზემოთ ტყვიების სტვენის ქვეშ. მაგრამ ერთ დროს მსხვილი ქალაქის, გეზერის აღმოჩენა, რომელიც არაერთხელ მოიხსენიება ბიბლიაში, ამ მხრივ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ისიც კი უცნობი იყო, თუ სად მდებარეობდა ეს ქალაქი. 

მოგზაურები უშედეგოდ ეძებდნენ მას პალესტინის ყორღანებს შორის. და აი ერთ დღეს, პარიზში, დოქტორი შარლ კლერმონ-განო შუასაუკუნეების არაბულ რუქებსა და დოკუმენტებს არჩევდა. ერთ-ერთ მათგანში მისი მზერა შეჩერდა დასახელებაზე ტელ-ჯეზერი, რომელიც პალესტინის ერთ-ერთ გორაკს უკავშირდებოდა. დასახელების მსგავსებამ და შინაგანმა ინტუიციამ პროფესორს უკარნახეს, რომ ზუსტად მის ქვეშ იმალებოდა ძველი გეზერი. მას შემდეგ რაც საქმეები გადადო, ის პალესტინაში გაემგზავრა და მალევე იპოვა იქ ბორცვი ჯეზერი. მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ლონდონში არსებულმა პალესტინის კვლევის ფონდმა იქ არქეოლოგიური ექსპედიცია გაგზავნა ირლანდიელი რ.ა.ს. მაკალისტერის თაოსნობით, რომელიც მომავალი გათხრების ადგილზე 1902 წელს ჩავიდა. ამის შემდეგ შესრულებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქი დაახლოებით 2500 წლის განმავლობაში არსებობდა, თითქმის ჩვენი ერის დაწყებამდე. გათხრილი იქნა მისი ქუჩები და სახლები, დამცავი კედლები და კოშკები. 

მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები ძველი ქალაქის უჩვეულო სამარხების კვლევისას გაკეთდა. «გამოქვაბულში 14 მამაკაცის ჩონჩხი ელაგა. სავარაუდოდ, ეს ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების საძმო სასაფლაო იყო. ასევე იპოვეს გოგონას ჩონჩხი, რომელიც დაახლოებით 16 წლის იქნებოდა. მხოლოდ ტანის ზედა ნაწილი იქნა შემონახული. ნეკნებს ქვემოთ ტანი მოკვეთილი იყო. მენჯის ძვლები და ფეხები გაქრნენ. გამოქვაბულში მათ კვალსაც კი ვერ მიაგნეს. სხვა ადგილას მაკალისტერმა ორი მამაკაცის ჩონჩხი იპოვა. მათ ფეხებთან ქვევრები იდგა, გარშემო სხვა ჭურჭელი იყო მიმოყრილი. ერთ-ერთ მამაკაცს ხელში თასი ეკავა, რომელშიც, ალბათ, ოდესღაც საკვები იყო. ამ გვამური ნარჩენების სიახლოვეს დანაწევრებული ჩონჩხი იწვა. ის დაახლოებით 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნოდა. მისი ტანიც ასევე წელს ქვემოთ იყო მოკვეთილი: ქვედა ნაწილი და კიდურები არსად იყო» [1]. მაგრამ თუ დაკრძალვის ამ უცნაურმა მეთოდმა ვერ ჰპოვა ახსნა, ირლანდიელი პროფესორის სხვა აღმოჩენამ მთელი მსოფლიო შეძრა: «ერთ-ერთ გამოქვაბულში ბავშვების მრავალი გვამი აღმოაჩინეს. ისინი ქვევრებში იყვნენ დამარხულნი. ყველა მათგანის ასაკი 8 დღეს არ აღემატებოდა. არცერთი მათგანის ტანზე არ იქნა აღმოჩენილი რაიმე ტრავმა ან ძალადობრივი სიკვდილის ნიშანი. მხოლოდ ორი ჩვილის ნარჩენებზე იქნა შენიშნული დანახშირების ნიშნები. ალბათ, ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები ჩატენეს ქვევრებში, უმეტეს შემთხვევაში თავდაყირა. შემდეგ ბავშვები დამარხეს „წმინდა ადგილას“… აქ, უდაოდ, „წმიდა შესაწირავებზე“ იყო საუბარი (?!). უახლესი აღმოჩენები, სხვათაშორის, ადასტურებენ გეზერის კლასიკურ მაგალითს» [2]. «დამწვარი ბავშვების ნარჩენებს სპეციალურ ურნებში ათავსებდნენ და განსაკუთრებულ ტაძარში მარხავდნენ, რომლებსაც თანამედროვე მეცნიერები ტეფეტს უწოდებენ. ტეფეტები ჩვეულებრივ ქალაქის განაპირას მდებარეობდნენ, ქალაქის კედლებთან, ზოგჯერ კი კედლებს გარეთაც კი. თავად ტეფეტი წარმოადგენდა დახურულ ეზოს, რომლის შიგნითაც პატარა სამლოცველო და ღობეების ლაბირინთი იყო განლაგებული. ეზო მსხვერპლთა ფერფლით სავსე ურნებით იყო სავსე. ყოველი მსხვერპლის თავზე იდგმებოდა სტელა შემომწირველის სახელითა და ღმერთის ან ქალღმერთისადმი მოწოდებით, რომ მიეღო მისი ძღვენი. როდესაც ეზო ივსებოდა, ის შეიძლება გადასწორებულიყო, და ახალ შრეში კვლავ თავსდებოდა ურნები საცოდავი ბავშვების ნარჩენებით» [3]. მაკალისტერის ამ საშინელი აღმოჩენის შემდეგ, სამეცნიერო მსოფლიოს შეხედულებამ იუდეველების სისასტიკისა და სიცოცხლის მოყვარული ქანაანელების პრობლემაზე, შეცვლა დაიწყო. შემდგომმა აღმოჩენებმა მთელი ამ პრობლემის ძირეული გადახედვა გამოიწვია. მეცნიერების წინაშე ძველი ქანაანელი საზოგადოების ჭეშმარიტი სურათი გაიშალა, რომელიც ჩვენს მიერ შემდეგ თავში იქნება განხილული. 

გეზერის აღწერის დასასრულს კი, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გათხრებისას აღმოჩენილი არ ყოფილა ხანძრებისა და ნგრევის კვალი, რომლებიც ნავინის დროს შეეხებოდა. და მართლაც, ბიბლია არაფერს არ გვეუბნება ქალაქის დაპყრობასა და განადგურებაზე, ის მოგვითხრობს მხოლოდ მისი მეფის ჯარის განადგურებაზე, რომელიც ლაქიშის მეფის დასახმარებლად გამოვიდა (იესო ნავეს ძე 10:33). მსაჯულების წიგნი ადასტურებს, რომ ქალაქი ქანაანის კუთვნილებად აგრძელებდა ყოფნას (მსაჯულები 1:29). მაკალისტერის ექსპედიცია მკვდარი ქალაქის ტერიტორიაზე მუშაობას 1909 წლამდე აგრძელებდა [4]. შემდგომ 1965-1973 წლებში გეზერში ახალი გათხრები იქნა ჩატარებული დოქტორი უილიამ გ. დევერის ხელმძღვანელობით, რომლის მსვლელობისასაც მრავალი საინტერესო აღმოჩენა იქნა გაკეთებული, მაგრამ ისინი უკვე სოლომონის პერიოდს უკავშირდებოდნენ, რომლის აღწერაც სცდება მოცემული წიგნის ფარგლებს. მაგრამ მიუხედავად ამისა არქეოლოგიის მსოფლიო მეცნიერებაში გეზერი პირველ რიგში მაინც შევიდა როგორც ადგილი, სადაც პირველად აეხადა ფარდა ძველი ქანაანელი საზოგადოების საიდუმლოს, რომლის თავზეც ავისმომასწავლებლად ამაღლებულიყო ბაალის ტახტი. 

თავი 9
კამიანი ბორცვი
 

დოქტორი მაკალისტერის აღმოჩენა გეზერში, როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, პირველი იყო, რომელმაც მსოფლიოს აცნო ქანაანელი ერების სულიერი მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ათეისტური ლიტერატურის ნაშრომებში უწყინარ ბატკნებად იყვნენ აღწერილნი, ბუნების უბრალო შვილებად სასტიკ და მზაკვარ ისრაელებთან შედარებით, რომლებმაც ქანაანელების გულუბრყვილობით ისარგებლეს. 1902 წლის შემდეგ პალესტინის  ყველა ძველ ქალაქებში დაიწყეს ქანაანის წარმართული კულტის მხეცური ნაკვალევის აღმოჩენა, ადამიანური, ძირითადად ბავშვების, მსხვერპლშენაწირის სახით [1]. მაგრამ ამ ერების სულიერი მდგომარეობის ჭეშმარიტად ნამდვილი სახე ფარდაახდილი იქნა მაშინ, როდესაც ღვთაება ბაალის  ქურუმის ბიბლიოთეკა იყო აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. XVI საუკუნით თარიღდება, ანუ 3500 წელზე მეტს ითვლის! 

1928 წელს სირიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ლატაკიის მახლობლად, თითქმის ზღვის ნაპირზე ერთი გლეხი, მიწის დამუშავებისას, თანაბრად გამოთლილი ქვების რიგს წააწყდა, რომლებიც შესასვლელის ნაწილს წარმოადგენდნენ, რომელიც რომელიღაც მიწისქვეშა სამარხისკენ მიდიოდა, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მიკენური არქიტექტურის სტილში იყო ნაგები. უჩვეულო აღმოჩენის შესახებ ინფორმაციამ მალევე მიაღწია მიტროპოლიის ცენტრში - პარიზში, სადაც მას დიდი ინტერესით შეხვდნენ. აღმოსავლური სიძველეების ლუვრის განყოფილების დირექტორი, დოქტორი დუსო გათხრების საწარმოებლად ექსპედიციას კრებს, ახალგაზრდა მეცნიერის, პროფესორი კლოდ ფ.ა. შეფერის თაოსნობით. როდესაც 1929 წელს აღმოჩენის ადგილზე ჩავიდნენ, მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ სამარხისგან თითქმის ერთი კილომეტრის დაშორებით, ძნელადმისადგომ ადგილას, იქ სადაც მდინარე უხვევდა, აშკარად ხელოვნური ბორცვი იყო აღმართული. ამ ბორცვს ადგილობრივი მაცხოვრებლები რას-ეშ-შამრას, ანუ კამიან ბორცვს ეძახდნენ, იმიტომ, რომ მასზე კამა იზრდებოდა. ადგილის მოხერხებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ბორცვის ხელოვნური ბუნებისა და ასევე ახლომახლო სავსებით შთამბეჭდავი სამარხის არსებობის გათვალისწინებით, არქეოლოგებმა რას-ეშ-შამრაში გათხრების წარმოება გადაწყვიტეს. მიწაში თითქმის ნიჩბის პირველივე დარტყმისთანავე, ღვთაებების სტატუეტები და თიხის ფილები აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით. გათხრების შემდგომ ეტაპებზე დადგენილი იქნა, რომ ეს ქალაქი უგარითი იყო და ის ძვ. წ. III-IV ათასწლეულში უკვე არსებობდა. ძვ.წ. XVI საუკუნეში ქალაქს ფინიკიელები იპყრობენ და მას ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად აქცევენ. სიცოცლე მასში მომენტალურად წყდება დაახლოებით ძვ.წ. 1200 წელს, როგორც ჩანს ძლიერი მიწისძვრის გამო [2]. 

გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა სასახლე — ადგილობრივი მმართველის ციხესიმაგრე, დარბაზებისა და ჭების დიდი რაოდენობით, რომელთა ფსკერზეც დღემდე მოიპოვება სასმელად ვარგისი წყალი. ასევე გათხრილი იქნა მრავალრიცხოვანი საწყობები საქონლის შესანახად, ღარიბებისა და დიდებულების ქუჩების მთელი კვარტლები. მაგრამ ამ ყველაფერზე მეტად სწავლულები თიხის ფილების აღმოჩენამ გაახარა, რომლებიც ქალაქის ისტორიის, ეგვიპტესთან და ხეთებთან მისი ურთიერთობისა და «ასევე ფიქსირებული გადასახადების აღწერებს… ჩანაწერებს ხარკის გადახდის შესახებ… პირების მობილიზაციის სიებს… მოსახლეობის სიებსა და… რიტუალების შესრულების მრავალრიცხოვან მითითებებს შეიცავდნენ. პირველ რიგში და ყველა წვრილმანებშია გადმოცემული ნაყოფიერების კულტის რიტუალების წესები, რომლის მიმდევრებიც ფინიკიელები იყვნენ» [3]. «ორ ტაძარს შორის, რომელთაგან ერთიც ბაალისადმი იყო მიძღვნილი, მეორე კი — დაგონისადმი, არქეოლოგმა მდიდრულ ვაჭართა სახლებს შორის აღმოაჩინა ერთი სახლი, რომელიც ერთ დროს უგარითის უზენაეს ქურუმს ეკუთვნოდა. უზენაესი ქურუმი შთამბეჭდავ ბიბლიოთეკას ფლობდა: მის სახლში მრავალი თიხის ფილა ინახებოდა ტექსტებით… რომლებიც… ძველი ქანაანის ღმერთებზე და რელიგიებზე მოგვითხრობენ, რომელთან შეხებაც ისრაელ ერს მოუხდა, როდესაც პირველად დაადგა ფეხი აღთქმულ მიწაზე… საერთოდ ითვლება, რომ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ცივილიზებული საზოგადოება თავისი მოქალაქეების ზნეობრიობას აქცევს ყურადღებას. მაგრამ იმ დღეების ქანაანში ავხორცობის კულტი ღმერთებისადმი მსახურების ფორმად ითვლებოდა. საკუთარი სხეულებით მოვაჭრე მამაკაცებსა და ქალებს რელიგიის „წმინდა“ მსახურები ეწოდებოდათ, ხოლო მათი მომსახურებისათვის გადახდილი ფულით ტაძრების ხაზინებს ავსებდნენ, როგორც „ღვთაებისათვის მსხვერპლშენაწირით“. ასე რომ წინასწარმეტყველები და ქრონიკის ავტორები სულაც არ აზვიადებდნენ. სიმართლე იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად მოტივირებული იყო მათი მკაცრი მხილებები, ჩვენ მხოლოდ რას-შამრას დიადი აღმოჩენების შემდეგ გავიგეთ» [4]. მოდით იმ ქალღმერთებისა და ღმერთების ფინიკიური აღწერები წავიკითხოთ, რომლებსაც თავად სცემდნენ თაყვანს. აი, მაგალითად, რა არის დაწერილი ქალღმერთ ანატზე, ომის ქალღმერთზე: «მან ადამიანის თავები მკერდზე მიიმაგრა, მჭიდროდ მიიმაგრა ადამიანთა ხელები თავის წელზე, ის მუხლებით ეფლობოდა ძლიერთა სისხლში, თეძოებით კი — მეომართა შედედებულ სისხლში» [5]. უგარითული წარმოდგენების თანახმად, ანატს ჰყავდა ძმა ბაალი, რომელთანაც ის რეგულარულად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, რომლებიც სრულიად უსირცხვილოდაა აღწერილი: «ბაალი შიშველი დაწვა და მისი მუცლის ქვედა მხარეს ჩაეჭიდა, ანატიც დაწვა შიშველი და მის საკვერცხეებს ჩაეჭიდა…» [6]. მაგრამ ეს ურთოერთობები მხოლოდ პოემა კი არ იყო, არამედ ასევე სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ: «…ჰბაძავდნენ რა თავის ღმერთს, მისი ქვეშევრდომები „გამრავლებისათვის ხელისშეწყობის“ მიზნით „წმინდა“ სექსუალურ ურთიერთობებს ამყარებდნენ. თუ თავად ქურუმები იყვნენ გარყვნილებით დაკავებულნი, მით უმეტეს შედარებით რიგითი ქანაანელები არ თვლიდნენ სირცხვილად საკუთარი ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებას და ცოლქმრული ერთგულების რეგულარულად დარღვევას. შემონახულია გამოსახულება, რომელზეც ბაალი ინტიმურ კავშირს ამყარებს… დეკეულთან» [7]. «ბაალის პარალელურად ქანაანში უდიდეს თაყვანს სცემდნენ ქალღმერთ ასტარტას (აშთორეთი)… ასტარტას კულტში სექსუალურობას ისე ესმება ხაზი, როგორც ცხოვრების მთავარ ასპექტს, რაც თავისი გამოხატულება რელიგიის მიერ განწმენდილ გარყვნილებაში ჰპოვა» [8]. ხოლო აი ფინიკიელების უზენაესი ღმერთი ელის ბიოგრაფია. ის თავის სამ დაზე დაქორწინდა. მოკლა თავისი ძმა ატლანტა და თავისი ვაჟი სადიდი; თავის ქალიშვილს, შეოლს, მან თავი მოაჭრა, საკუთარი მამა, ნებო, დაასაჭურისა; გარდა ამისა, მან თავიც დაისაჭურისა და თავისი მეგობრებიც აიძულა ასევე მოქცეულიყვნენ [9]. 

ათეისტი სწავლულებიც კი, რომლებიც ვერაფერს ვერ იტანენ, რაც იმ ისრაელთანაა დაკავშირებული, რომელიც ქანაანის წინააღმდეგ ილაშქრებს, იძულებულნი არიან დაასკვნან: «მათში არსებული ღმერთები და ქალღმერთები ყოველივე იმ უცნაურობებით არიან შებყრობილნი, რომლებიც ჩვეულებრივ მოკვდავებს ახასიათებთ: მათ უყვართ, სძულთ, ებრძვიან ერთმანეთს, იტანჯებიან და კვდებიან. რა თქმა უნდა რელიგია ხელს არ უწყობდა მაღალ ზნეობრივ პრინციპებს» [10]. თუმცა ის არა თუ მხარს არ უჭერდა, არამედ პირიქით ებრძოდა კიდეც მათ. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება იმ მასიური სექსუალური ორგიების ახსნა, რომლებიც რელიგიის მიერ იყო კურთხეული, რომელშიც მთელი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას და სექსუალურ კავშირს იჭერდნენ უახლოეს ნათესავებთან და ცხოველებთან? ან რა შეიძლება ვუწოდოთ ღვთის სახელით ნებაყოფლობით კასტრაციას, რომელიც ორგიებისა და პროსტიტუციის მსგავსად, ფინიკიური რელიგიის განმასხვავებელ და სავსებით გავრცელებულ ნაკვთს წარმოადგენდა? [11]. მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველაზე მთავარ განმასხვავებელ ნაკვთს, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ადამიანური მსხვერპლშესაწირები წარმოადგენდნენ. ამასთან დაკავშირებით კასიდოვსკიც კი წერს: «ფინიკიურ-ქანაანური ღვთაებების პლეადაში იყო ერთი ღმერთი, რომელსაც აღშფოთების გამოწვევა შეეძლო… ჩვენ მას მოლოქის სახელით ვიცნობთ… ამ კულტის ყველაზე უწყალო მხარე იმაში მდგომარეობდა, რომ მისი მიმდევრები თავის ღვთაებას ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად, განსაკუთრებით კი ჩვილებს… ბავშვებს, რომლებსაც მხვერპლად შესწირავდნენ, შემდეგ ქვევრებში დებდნენ, თავდაყირა და მიწაში მარხავდნენ» [12]. ღვთაება მოლოქის სტატუეტი წარმოადგენდა კერპს რომელსაც დიდი თავი და ადამიანის მსგავსი წინ გამოწვდილი ხელები ჰქონდა, რომლებსაც გაწითლებამდე აცხელებდნენ და ამ ხელებზე ყრიდნენ პატარა ბავშვებს, რომელთა ყვირილსაც მუსიკით ახშობდნენ [13]. ამ ფინიკიური კულტის შესახებ საუბრისას, პროფესორი ვ. ავდიევი წერს: «დიდი დღესასწაულის დღეებში ან წლისთავებზე ათასობით ადამიანებს ხოცავდნენ» [14]. კართაგენი, ისევე როგორც უგარიტი, ფინიკიელთა ერთ-ერთი ქალაქი იყო, მაგრამ თავის თანამოძმეებზე ასწლეულებით მეტი ხანი იარსება, როგორც ფინიკიელთა სამფლობელომ. 

აქ უნდა აღინიშნოს, რომ მოლოქის კულტსა და მის მიმდევრებს მხოლოდ ებრაელები როდი ებრძოდნენ, არამედ ასევე რომაელებიც. მრავალი მეცნიერები წერენ, რომ ჩვენ, თანამედროვე ადამიანები რომს უნდა ვუმადლოდეთ იმას, მან რომ კართაგენი გაანადგურა, რომელიც თავისი ღმერთებით მსოფლიო მრბძანებლობაზე აცხადებდა პრეტენზიას. «მართლაც, როგორი საშინელი სახე ექნებოდა ბერძნულ-რომაულ მსოფლიოს, მას რომ ფინიკიური მოლოქის კულტი მიეღო» [15]. ფინიკიელების უწყალო წეს-ჩვეულებებმა, გარყვნილებებმა და პროსტიტუციამ შეძლო რკინის, არც თუ რბილი ხასიათის მქონე რომაელების შეძვრაც კი, რომლებმაც კართაგენის განადგურების შემდეგ შექმნეს პოლიცია, რომლებიც ბაალის ქურუმებს იჭერდა, რომლებიც ადამიანების მსხვერპლშეწირვებს უკვე ფარულად ასრულებდნენ [16]. რომაელები სასტიკად დევნიდნენ ყველაფერს რაც ფინიკიურ რელიგიასთან იყო კავშირში. კამიანი ბორცვის გათხრებისას აღმოჩენილი თიხის ფილების კვლევისას, რომლებიც ამ ყველაფრის შესახებ მოგვითხრობენ, მეცნიერები იმან განაცვიფრა, რომ თავად ფინიკიელები — ამ თიხის დაფების ავტორები, აღფრთოვანებულნი იყვნენ ყველა ამ წეს-ჩვეულებებით, რომლებიც მათივე აზრით სავსებით ბრძნულები იყო. საზოგადოება, რომელშიც ცოდვა ცოდვას აღარ წარმოადგენს და საკუთარ თავს არა მარტო ამართლებს, არამედ აქეზებს კიდეც, საბოლოოდ განადგურებამდე მიდის. ისტორიამ მრავალი ცივილიზაცია იცის, რომლებმაც საკუთარი თავი გაანადგურეს, მათ მიერ აღიარებული რელიგიის წყალობით. ეს განსაკუთრებით ამერიკის კოლუმბამდელი ცივილიზაციების მაგალითზე ჩანს. დიდებული მაიას, ინკების, აცტეკების შთამომავლები, დღეისათვის სრულიად დეგრადირებულ ტომებად იქცნენ [17]. ეს ასევე კარგად ჩანს აფრიკის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მრავალი ტომის მაგალითზე. ზუსტად გაბატობებული რელიგია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და მისი ერის ბედს [18]. გამონაკლისი არც ქანაანის ცივილიზაცია გამხდარა. საკუთარი რელიგიის მიერ მორალურად განადგურებულს, მას უბრალოდ აღარ შეეძლო არსებობა. ამიტომ ისრაელსაც რომ არ დაესვა ამ ყველაფრისათვის წერტილი, ის მაინც განადგურდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არა მარტო თავის ერს დატანჯავდა ორგიებითა და სისხლით, არამედ შავი ჭირით გარდაცვლილის მსგავსად, ცოდვის სასიკვდილო ინფექციას სხვა ერებზეც გაავრცელებდა. და ეს ისტორიამ დაადასტურა კიდეც. როდესაც არ შეასრულეს ღვთის მითითება — ბოლომდე გაენადგურებინათ ქანაანელები, იუდეველები დროთა განმავლობაში მათი სწავლებების მსხვერპლი გახდნენ, რომლებიც პალესტინაში იყო შემორჩენილი, რამაც თავად ისრაელი ერის სულიერი კრიზისი გამოიწვია. თუმცაღა, კამიანი ბორცვის გათხრებმა იმის გარდა, რომ ქანაანელების მორალური გახრწნილების მიზეზებს აჰხადა ფარდა და განმარტა, ერთი შეხედვით, ნავინის ჯარის მიერ ამ ერის სასტიკი დევნის მიზეზი, მან ამასთანავე დაადასტურა ბიბლიური ცნობა ღმერთებზე ბაალზე, ასტარტაზე და ა.შ, რომლებიც მანამდე მხოლოდ წმინდა წერილებიდან იყვნენ ცნობილნი. ასეთი იყო გათხრების ძალიან საინტერესო შედეგები, არამიმზიდველი სახელწოდების მქონე კამიანი ბორცვისა. 

«ასე აიღო იესო ნავეს ძემ მთელი ის მიწა, როგორც მოსეს დაჰპირდა იეჰოვა; იესო ნავეს ძემ ტომების მიხედვით დაუნაწილა ის ისრაელს სამკვიდროდ, და დაისვენა მიწამ ომისგან.» (იესო ნავეს ძე 11:23). 

http://nauka.bible.com.ua/exodus/ex2-08.htm
http://nauka.bible.com.ua/exodus/ex2-09.htm#b1

-----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.stranamam.ru/post/1615015/

Комментариев нет:

Отправить комментарий