среда, 4 июня 2014 г.

მართალია, რომ პირველი ქრისტიანები მხოლოდ ქრისტეზე ამოწმებდნენ?


პირველი შემთხვევა არაა როდესაც ასეთ კითხვას მისვამენ: "ადრეული ქრისტიანები იესოს მოწმეები იყვნენ და არა იეჰოვასი. მეთანხმებით, რომ ამით თანამედროვე იეჰოვას მოწმეები ძალიან განსხვავდებიან ადრეული ქრისტიანებისაგან?" ამის პასუხად მე ჩვეულებრივ მომყავს ხოლმე ნაწყვეტი იეჰოვას მოწმეების შესახებ ოფიციალური ცნობარიდან მათივე რედაქციით:
იესომ მათ უთხრა: «იქნებით ჩემი მოწმეები». ნიშნავდა ეს იმას, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები არ იქნებოდნენ? ცხადია, არა! იესოს მოწაფეებს უდიდესი პატივი ხვდათ წილად, რომელიც მანამდე არავის ჰქონია,— ისინი იეჰოვას მოწმეებიც იქნებოდნენ და იესოსიც. (იეჰოვას მოწმეები - ღვთის სამეფოს მაუწყებლები, გვ. 26)
ყველაფერი სავსებით ნათელია - ქრისტიანს ხელს არაფერი უშლის იმაში, რომ დაამოწმოს როგორც იეჰოვას შესახებ, ასევე მისი ძის შესახებ. და საერთოდ, ნუთუ შეიძლება სხვაგვარად იყოს? რადგან სასიხარულო ცნობა - ესაა ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ იესო ქრისტეს ხელში, და მათგან ნებისმიერზე გაჩუმება უხეშად დაამახინჯებდა ამ ცნობას.

მაშინ რისი თქმა შეიძლება ორგანიზაციის სახელთან დაკავშირებით? არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ აქვს ისეთი სახელი, რომელიც მისი საქმიანობისა და სწავლებების მთელ სპექტრს აირეკლავდა. თუ ბაპტისტებს ბაპტისტები ჰქვიათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სწავლება ნათლობის შესახებ - მათი ერთადერთი დოქტრინაა, ხოლო, მაგალითად ორმოცდაათიანელები, მხოლოდ მოციქულთა საქმეების პირველ ორ თავს თვლიან მნიშვნელოვნად და ა.შ. ამიტომ ორგანიზაციის სახელზე გამოკიდება, არ წარმოადგენს ყურადსაღებ მოვლენას.



ხანდახან ეს უბრალო დასაბუთებები საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე დავის დასამთავრებლად და ხანდახან ხდება, რომ მოსაუბრე რომაელთა მიმართ მიწერილი წერილის მე-10 თავს ციტირებს, იმის დასანახვებლად, რომ ადრეული ქრისტიანები ლაპარაკობდნენ ქრისტეზე და მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეზე. იმასაც კი ამტკიცებენ, რომ თავის მთლიანი კონტექსტი მოითხოვს, რომ მე-13 მუხლი იესოს მივაკუთვნოთ:
რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. (რომაელთა 10:13, სბს-2013)
სახეზე გვაქვს ის ფაქტი, რომ ეს სიტყვები წარმოადგენს ციტატას იოილის 2:32-დან, სადაც თავდაპირველად ტიტული "უფალის" ნაცვლად ტეტრაგრამატონი იდგა. მაგრამ მართალია თუ არა, რომ კონტექსტი მოითხოვს რომ ეს სიტყვები, პავლე მოციქულის ინტერპრეტაციაში, იესოსთან მიმართებაში გავიგოთ? სინამდვილეში, მეათე თავის პირველ მუხლებში პავლე იუდეველებზე საუბრობს, ხოლო იმ მუხლებში, რომლებიც მე-13 მუხლს მოსდევენ, საუბრობს იმის მოსმენასა და რწმენაზე, ვისაც უნდა მოვუხმოთ გადასარჩენად. იუდეველებს უკვე სწამდათ იეჰოვასი, მაგრამ მათთვის აუცილებელი იყო რომ მოესმინათ ქრისტეს შესახებ და ეწამათ იგი. დამაჯერებელი აზრთა წყობაა... მანამ, სანამ არ ვითვალისწინებთ მე-10 თავის მეორე ნახევრის ლოგიკურ სტრუქტურას.

რომალეთა 10 თავი: შინაარსი და ლოგიკური სტრუქტურა

ქრისტიანებისთვის ბუნებრივი იყო იმაზე საუბარი, რომ საჭირო იყო როგორც ღვთისადმი რწმენა, ასევე ქრისტესადმი რწმენა. (იოანე 1:14; საქმეები 20:21; რომაელები 1:8) ამიტომ პავლესათვის აბსოლუტურად ლოგიკურს წარმოადგენდა ღვთის და ქრისტეს მონაცვლეობით მოხსენიება რომაელთა მე-10 თავში, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ თემათა ცვლას და იმას, თუ ადამიანების რომელ ორ ჯგუფზე საუბრობდა ის. მოდით თვალი მივადევნოთ მის მსჯელობას. [1]
მუხლი 2: ...ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით... (იუდეველ-არაქრისტიანებს ვერ ექნებოდათ ლტოლვა იესოსადმი, არამედ მხოლოდ იეჰოვასადმი). 
მუხლი 9: ...თუ სახალხოდ აღიარებ "სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა"... რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით 
აღადგინა იგი, გადარჩები. (კვლავ, საუბარია ორზე - აღდგენილზე და აღმდგენელზე).

მე-11 მუხლიდან დაწყებული, პავლე იუდეველების და ბერძნების თანასწორობის თემას უბრუნდება, რომელზე საუბარიც ჯერ კიდევ მე-4 თავში შეწყვიტა:
მუხლი 11: ...წმინდა წერილი ამბობს: «არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც სწამს იგი». (როგორც ჩანს, წინასწარმეტყველება ესაიას 28:16-დან იესოზე იყო, მაგრამ მაინც აზრობრივი აქცენტი სიტყვა "არავის"-ზე კეთდება. იესოს შესახებ წინასწარმეტყველების არჩევით, პავლეს ორ თემას შორის ფაქიზი გადასვლების გაკეთება შეეძლო: თემიდან - იუდეველთა მხრიდან იესოს მიმართ რწმენის არ გამოვლენიდან, თემაზე - ღვთის წინაშე წინადაცვეთილთა და წინადაუცვეთელთა თანასწორობის შესახებ). 
მუხლები 12, 13: ...არ არსებობს განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რადგან უფალი ყველასთვის ერთია, ის გულუხვია ყველასათვის, ვინც მას უხმობს. «ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება».
ვინ არის ეს «ერთი უფალი»? იქნებ ის, ვისზეც მე-10 მუხლშია საუბარი, ანუ იესო? არ არის აუცილებელი. განვიხილოთ, თუ როგორ უკავშირდება მე-12 მუხლის აზრი, შედარებით ადრე წარმოთქმულ სიტყვებს, სადაც განსაზღვრულად იეჰოვაზეა საუბარი: «განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი? განა უცხოტომელებისაც არა? დიახ, უცხოტომელებისაც». (რომაელთა 3:29) ამ მსგავსებისა და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს ციტატა იოილიდან იეჰოვას შეეხებოდა და თავდაპირველად მის სახელს შეიცავდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუხლები 12, 13 უფალ იეჰოვას ეხება. მაშინ შემდეგი სიტყვები როგორღა გავიგოთ?
რომაელთა 10:14, 15: ...მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა?... 
როგორც უკვე ავღნიშნე, იუდეველებს უკვე სწამდათ იეჰოვასი, ამიტომ მათ მიმართ მსგავსი კითხვების გამოყენება უადგილო იქნებოდა. სამაგიეროდ იეჰოვას შესახებ არ სმენია მრავალ ბერძენს. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ აქ ზუსტად წინადაუცვეთელი არაებრაელებისთვის ქადაგებაზეა საუბარი. იმის დასანახავად, რომ ასეთი განმარტება სარწმუნოა, გთავაზობთ ტექსტის წყობას უფრო ყურადღებით დააკვირდეთ:


        - ბერძნებისათვის ქადაგებაზე;        - იუდეველებისათვის ქადაგებაზე

რომაელთა მე-10 თავის ასეთი აზრობრივი სტრუატურის გათვალისწინებით, კატეგორიულად ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ პავლეს მხრიდან არათანმიმდევრული იქნებოდა მონაცვლეობით იეჰოვასა და იესოზე საუბარი, რადგან ის ხომ ასევე მონაცვლეობით საუბრობდა ხან იუდეველებზე და ხან ბერძნებზე.

მაშ ასე, თავის კონტექსტი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ რომაელთა 10:13 მუხლში იეჰოვაზეა საუბარი. მაგრამ ჯდება კი ამ სურათში რომაელთა 10:17, სადაც ნათქვამია: «ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან». უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადგილას ძველი ხელნაწერები შეუსაბამობებს შეიცავენ. მაგალითად, სინოდალურ თარგმანში (ასევე მცხეთურ ხელნაწერში) ჩასმულია ვარიანტი "სიტყვა ღვთისა", ხოლო XVI-XVIII საუკუნეების სამი ებრაული თარგმანი შეიცავენ ვარიანტს "სიტყვა იეჰოვასი". მაგრამ მიუხედავად ამისა სწორი ვარიანტიც რომ იყოს "ქრისტეს შესახებ სიტყვისგან", უნდა გვახსოვდეს, რომ ტიტული ქრისტე (ცხებული) აუცილებლად გულისხმობს ცნობას მისი მცხებელი ღმერთის შესახებ.

რომაელთა 10:13 ძველ ხელნაწერებში

საუბრის დასასრულს ჩვეულებრივ ბრალდება გამოითქმება ხოლმე  ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტის მიმართ იმის თაობაზე, რომ მათ თვითნებურად აღადგინეს ღვთის სახელი ამ მუხლში, რადგან ამისათვის არავითარი საფუძველი არ გააჩნდათ. ის მართალია, რომ დღევანდლამდე ნაპოვნი ახალი აღთქმის არცერთი ძველი ხელნაწერი არ შეიცავს ღვთის სახელს სრული ფორმით. მაგრამ სიმართლე ასევე იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ირიბი საფუძვლები რომ დავასკვნათ, რომ ახალი აღთქმის ავტოგრაფებში იყო ღმერთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით, მათ შორის რომაელთა 10:13-შიც.

ასეთ ირიბ მტკიცებულებად გვევლინება სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონის ბერძნული აბრევიატურა KC ჩანაცვლების ფაქტი (ნათესაობით ბრუნვაში - KY). ეს ჩანაცვლება განდგომილმა-ქრისტიანებმა მოახდინეს ახ.წ. I საუკუნის ბოლოსა და II საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყვნენ როგორც "მოიუდეველოები" და სასტიკი დევნა არ განეცადათ ამის გამო სახელმწიფოს მხრიდან. ასეთივე აბრევიატურებს (nomina sacra) პოულობენ ახალი აღთქმის ყველა უძველეს უნციალურ ხელნაწერებში, მათ შორის ასევე იმ ადგილებში, სადაც ციტირება სეპტუაგინტიდან ხდება. დავფიქრდეთ: თუ "ქრისტიანებმა" ასეთი ცვლილება მოახდინეს სეპტუაგინტის საკუთარ ასლებში (რაც უდავო ფაქტია), ზუსტად იგივეს არ მოიმოქმედებდნენ ახალი აღთქმის საკუთარ ასლებშიც? აი ფოტოსურათები ახალი აღთქმის, ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე ძველი სამი ცნობილი ხელნაწერისა, რომაელთა 10:13-ის ტექსტით, სადაც ფერით გამოვყავი nomen sacrum KY:

რომაელთა 10:13 სინაის კოდექსში (ახ.წ. IV ს.)

რომაელთა 10:13 ალექსანდრიულ კოდექსში (ახ.წ. V  ს.)

რომაელთა 10:13 ვატიკანის კოდექსში (ახ.წ. IV ს.)

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ქრისტიანები თავდაპირველად არ იყენებდნენ nomina sacra-ს.  და თუმცა აბრევიატურებში KC / KY ამოიცნობიან KYRYOS / KYRIOY, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი აღთქმის ავტოგრაფებში, ყველა შესაბამის ადგილებში მაინც და მაინც ეს სიტყვები იდგა. სეპტუაგინტასთან დაკავშირებული ისტორია არ გვაძლევს ამაში სრულად დარწმუნების საშუალებას. ფორმალურად რომ მივუდგეთ, მაშინ მთარგმნელების ნებისმიერი ვარიანტი, წარმოადგენს ტექსტის რეკონსტრუქციას მოსაზერებების საფუძველზე[2]

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად, მათი ზედაპირულად გადაკითხვის შემთხვევაშიც კი ნათელი ხდება, რომ ქრისტიანები ამოწმებდნენ როგორც იეჰოვას შესახებ, ასევე იესოს შესახებ, და ამის უარყოფის ნებისმიერი მცდელობა აბსურდულად გამოიყურება.

____________________________________________
1 თუ არ არის მითითება, ყველა მუხლი მოყვანილია ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან.
2 დაზუსტებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

თარგმნილია: http://bibleapology.blogspot.com

-----------------------------------------------

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

"პირველი და უკანასკნელი" - მხოლოდ ერთია?

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?

Комментариев нет:

Отправить комментарий