четверг, 19 июня 2014 г.

იეჰოვას მოწმეები და პირადი აზრის უფლება



ბიბლიის ღრმა გამოკვლევა აუცილებელია!

გარეშე წყაროების მიმართ დამოკიდებულება

პირადი აზრის უფლება

არ გავავრცელოთ პირადი შეხედულებები სხვებს შორის!

ბიბლია, პირველი ქრისტიანები და განსხვავებული აზრისადმი დამოკიდებულება

გონივრულად რომ ვიმსჯელოთ…

პრეტენზიები მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით?

«უფალო, მომეცი მე მოთმინება! ეხლავე! ამ წუთას!»

დასკვნა




  იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმულ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც მათი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ, წარმოადგენს საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ქრისტიანებისთვის არ შეიძლება, რელიგიურ საკითხებში პირადი აზრის ქონა. ასეთ პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, მოწმეებს უფლება არ აქვთ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და რაიმე სახის პირადი დასკვნები გააკეთონ ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოცემული მოსაზრება განსხვავდება მათი მოსაზრებისაგან. მოწინააღმდეგეები მონდომებით ცდილობენ ხალხს ჩააგონონ, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც ქრისტიანი რაიმე სახის პირად დასკვნას აკეთებს, მას აუცილებლად გარიცხავენ კრებიდან «განდგომილების გამო», და რომ თავისთავად რაიმე სახის ეჭვის ფაქტი, უკვე წარმოადგენს ასეთი «განდგომილების» მაგალითს. ხოლო, თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ, ასეთი მოწინააღმდეგეების აზრით, იეჰოვას მოწმეები ტოტალიტარულ ორგანიზაციად უნდა ჩაითვალოს, რომელიც მასში მყოფი ადამიანების თავისუფლებას და სინდისს ახშობს.

  აქედან გამომდინარე ჩვენ, უდავოდ, უნდა დაგვაინტერესოს, შეესაბამება თუ არა ასეთი ბრალდებები რეალურ ვითარებას? მართლა ეკრძალებათ თუ არა ქრისტიანებს ბიბლიის ღრმა კვლევა, გონიერი მონის დასკვნების იმასთან შედარება, რაც წმინდა წერილში წერია, და გარკვეულ ცალკეულ საკითხებში საკუთარი დასკვნების გაკეთებაც კი? ამ სტატიის მიზანი, იმ მკითხველისთვის პასუხების შეთავაზებაა, რომელიც წამოჭრილ საკითხებზე ეძებს პასუხებს.





ბიბლიის ღრმა გამოკვლევა აუცილებელია!



«ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ, და შენს საქმეებს ჩავუკვირდები» (ფსალმუნი 77:12).

«როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე»        (ფსალმუნი 119:97).


  ბიბლია თითოეულს, ვინც ღმერთთან საკუთარ დამოკიდებულებას აფასებს, მოუწოდებს «...აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, ...ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაიღრმაოთ» (კოლოსელთა 1:9,10). ღვთის სიტყვა ხაზს უსვამს, რომ «ეს კარგი და მოსაწონია ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის, რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს» (1 ტიმოთე 2:3,4). ეს და სხვა მრავალი ბიბლიური მუხლები ეჭვის ნატამალსაც კი არ ტოვებენ იმაში, თუ ღვთის თვალსაზრისით, რამდენად აუცილებელია ადამიანისათვის, ესწრაფოს მისი სიტყვის ყურადღებიან და ღრმა გამოკვლევას! (შეადარეთ იგავნი 2:1-6; 1 პეტრე 1:10-12). თანაც, არა უბრალოდ ცოდნა შეიძინოს, არამედ ასევე შეეძლოს გარჩევა «ღვთის ჭეშმარიტებისა» - «სიცრუისაგან», «კარგისა ცუდისაგან» (რომაელთა 1:25,28; ებრაელთა 5:14). ძველი ბერეას მცხოვრებთა დადებითი მაგალითი, რომლებმაც უბრალოდ სიტყვაზე კი არ დაუჯერეს მოციქულებს, არამედ «ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო», იმის სერიოზულ მტკიცებულებად გვევლინება, თუ რამდენად აუცილებელია ქრისტიანისთვის, რომ ყურადღებით გააანალიზოს ყოველი სწავლება ბიბლიის შუქში (საქმეები 17:11).  

  
  ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეებს, ბუნებრივია, იგივე შეხედულება აქვს ბიბლიის პირადი გამოკვლევის საკითხთან დაკავშირებით და ამ აზრს მრავალჯერად ესმება ხაზი მათ მიერ გამოცემულ ოფიციალურ ლიტერატურაში. და ეს გასაგებიცაა, რადგან, როგორც ცნობილია, ადამიანი გონების წყალობით წარმოადგენს ადამიანს. გონებას კი გამოყენება ესაჭიროება! როგორც ერთხელ ბლეზ პასკალმა თქვა «ადამიანი შექმნილია, იმისთვის რომ იფიქროს». ძნელია ამას არ დაეთანხმო.

  მაგალითად, სტატიაში სახელწოდებით «რაზეა დაფუძნებული თქვენი მრწამსი?» ჩვენ შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ:

  «ადამიანთა იდეებსა და ფილოსოფიაზე მრწამსის დაფუძნება ქვიშაზე სახლის აშენებას ჰგავს (მათე 7:26; 1 კორინთელთა 1:19, 20). მაშ, რაზე შეგიძლიათ თქვენი მრწამსის გულდაჯერებით დაფუძნება? ვინაიდან ღმერთმა გონება გიბოძათ, რათა თქვენს ირგვლივ არსებული სამყარო შეგემეცნებინათ და სულიერ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაგჩენოდათ, განა გონივრული არ იქნებოდა, გეფიქრათ, რომ თქვენს შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ის შესაბამისი წყაროთიც უზრუნველგყოფდათ? (1 იოანე 5:20). დიახ, რა თქმა უნდა, ის ასეც მოიქცა! მაგრამ როგორ შეგიძლიათ განსაძღვროთ, რა არის ჭეშმარიტი, ნამდვილი და უტყუარი ღვთისადმი თავანისცემის საკითხში? უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის განსაზღვრა ერთადერთი სახელმძღვანელოს - ღვთის სიტყვის, ბიბლიის - დახმარებით შეგვიძლია (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17).
…ბიბლია მოგვიწოდებს, ჩვენი მრწამსი ბიბლიური მოძღვრების შუქზე შევამოწმოთ (1 იოანე 4:1). ამ ჟურნალის მილიონობით მკითხველს შეუძლია დაადასტუროს, რომ ასე მოქმედებით მათი სიცოცხლე უფრო აზრიანი და სტაბილური გახდა. ამიტომ, მიბაძეთ კეთილშობილ ბერეელებს, «ყოველდღე გულდასმით გამოიკვლიეთ საღვთო წერილი» (აქ), ვიდრე გადაწყვეტდეთ, რა იწამოთ (საქმეები 17:11). იეჰოვას მოწმეები მოხარული იქნებიან, დახმარება გაგიწიონ ამ საკითხში. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, რა გსურთ, იწამოთ. მაგრამ, გონივრული იქნებოდა, დარწმუნებულიყავით, რომ თქვენი მრწამსი ადამიანურმა სიბრძნემ და სურვილებმა კი არ ჩამოაყალიბა, არამედ ღვთის მიერ ჩვენთვის გაცხადებულმა ჭეშმარიტებამ (1 თესალონიკელთა 2:13; 5:21)» («საგუშაგო კოშკი», 1 აგვისტო 2001 წელი, გვ.6).

  იეჰოვას მოწმეების სხვა ჟურნალში, ქრისტიანებს გაფრთხილება ეძლევათ, რომ გულგრილები ნუ იქნებიან მოსმენილისადმი. შემდეგი სიტყვებით:
  «ყველანაირი ინფორმაციის "მჭამელი" ადამიანის გონება შეგვიძლია მილს შევადაროთ, რომელშიც განურჩევლად ყველაფერი მოედინება, კანალიზაციის ჩათვლით. მაგრამ საეჭვოა ვინმეს სურდეს, რომ მისი გონება იქნას მოწამლული. სოლომონმა — მეფემ და განმანათლებელმა, რომელიც ძველ დროს ცხოვრობდა, თქვა: «გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს» (იგავნი 14:15). ჩვენთვის აუცილებელია გამრჩევები ვიყოთ. ნებისმიერი ინფორმაცია უნდა შევამოწმოთ საგულდაგულოდ, რათა განვსაზღვროთ, თუ რას დავეთანხმოთ და რა ვუარყოთ... ქრისტიანს ისეთი სიბრძნის წყარო გააჩნია, რომლის მსგავსიც არ არსებობს. ბიბლია მას ყველაფერზე ჯანსაღად აზროვნებაში ეხმარება. მისი გონება ადვილად ითვისებს ახალ ცოდნას. ახალი ინფორმაციის ბიბლიური პრინციპების შუქში საგულდაგულო გაანალიზებით, ქრისტიანი მხოლოდ იმას ითვისებს, რაც სწორია. ამავდროულად ის უარყოფს იმას, რაც ბიბლიურ თვალსაზრისს უპირისპირდება, რადგან აცნობიერებს ასეთი ინფორმაციისგან მომდინარე საშიშროებას».

  იმავე სტატიაში, ოდნავ მოგვიანებით ვკითხულობთ:

  «პირველ საუკუნეში იოანე ქრისტიანებს შეაგონებდა: «საყვარელნო! ყველა სულს [«შთაგონებულ სიტყვას», აქნუკი  ენდობით, არამედ გამოსცადეთ [ის]» (1 იოანე 4:1). დღეს ზოგიერთები, ისე ისრუტავებ ყველაფერს განურჩევლად, როგორც ღრუბელი. განურჩევლად ყველაფრის შთანთქვა, რაც ჩვენს გარშემოა,— ყველაზე იოლია. მაგრამ უფრო უკეთესია, ადამიანი თუ ირჩევს, რით კვებოს თავისი გონება. შემთხვევით როდი ამბობენ: ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. ამის თქმა შეიძლება როგორც პირდაპირი გაგებით საკვებზე, ასევე გონების საკვებზეც. რასაც არ უნდა კითხულობდეთ, უყურებდეთ და უსმენდეთ, გააანალიზეთ მიღებული ინფორმაცია, შეეცადეთ განსაზღვროთ, იმსახურებს ის ნდობას, თუ შეფარულ პროპაგანდას შეიცავს» («გამოიღვიძეთ!» 22 ივნისი 2000 წელი; სტატია «ნუ იქნებით პროპაგანდის მსხვერპლი!», გვ.10 (რუს)).


  იეჰოვას მოწმეებს დაუღალავად მოუწოდებენ ბიბლიის ყოველდღიური და ღრმა პირადი შესწავლისაკენ.

  «უნდა ჩავუკვირდეთ ღრმა სულიერ აზრებს, ავითვისოთ ისინი და ვიფიქროთ მათზე» - შეგვახსენებენ «საგუშაგო კოშკის» ერთერთ გამოცემაში («სწავლა - დამაჯილდოებელი და სასიამოვლო», 1 ოქტომბერი 2000 წელი, აბზ.8).

  მსგავსი დარიგებაა მოცემული ასევე ამ ქრისტიანული ჟურნალის სხვა ნომერში:

  «აღქმის უნარის გაწაფვით ვაჩვენებთ, რომ მოწიფულები ვართ. სპორტსმენმა წარმატებას რომ მიაღწიოს, რეგულარულად უნდა ივარჯიშოს და კუნთები გაიმაგროს. მსგავსადვე, აღქმის უნარს ბიბლიური პრინციპების გამოყენებით გავიწაფავთ. აღქმის უნარის გაწაფვამდე, ცოდნა უნდა შევიძინოთ. ამისათვის საჭიროა კარგი პირადი შესწავლა. როდესაც რეგულარულად გვაქვს პირადი შესწავლა — განსაკუთრებით, თუ ღვთის სიტყვის სიღრმეებს ვიკვლევთ,— ჩვენი აღქმის უნარი იწაფება». («გამოსცადეთ საკუთარი თავი», 15 ივლისი 2005 წელი, აბზ.13,14).

  ბიბლიური ჭეშმარიტების შეცნობისადმი ასეთი სერიოზული დამოკიდებულებისაკენ მოუწოდებენ ყველა იეჰოვას მოწმეს, მათ შორის ნორჩ ქრისტიანებსაც. ასე მაგალითად, ჟურნალ «გამოიძვიძეთ!»-ის სტატიაში «ახალგაზრდების შეკითხვები: როგორ გავითავისოთ ჭეშმარიტება?», ჩვენ ვკითხულობთ:

  «რომაელთა 12:2-ში (აქ) მოციქული პავლე ჩვენ გვირჩევს «დავრწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება - კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი». როგორ შეიძლება ამის გაკეთება? «ჭეშმარიტების შემეცნებით» (ტიტე 1:1). ძველი ქალაქი ბერეას მცხოვრებნი არ იყვნენ ადვილად დამჯერნი. პირიქით, ისინი გულმოდგინებით «ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [ის, რასაც ისინი იგებდნენ]» (საქმეები 17:11).ერთ ნორჩ ქრისტიან გოგონას, სახელად ერინს, ესმოდა, რომ აუცილებელი იყო მსგავსადვე მოქცეულიყო. ის იხსენებს: «მე ყველაფერს საგულდაგულოდ ვამოწმებდი. კითხვებს ვუსვავდი საკუთარ თავს: „რატომ ვფიქრობ, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგიაა? როგორ შემიძლია მე იმის დამტკიცება, რომ არსებობს ღმერთი სახელით იეჰოვა?“» იქნებ აჯობებდა რომ ეს საკითხები თვითონ გამომეკვლია?» («გამოიღვიძეთ!», 22 ოქტომბერი 1998 წელი, განყოფილება «თავად დარწმუნდი, რომ ესაა ჭეშმარიტება» (რუს)).


  «საკმარისია, ბიბლიის მხოლოდ ზედაპირული ცოდნით დავკმაყოფილდეთ?» - ასეთი კითხვა ისმება იეჰოვას მოწმეების ჟურნალის სხვა ნომერში. შემდეგ კი განმარტებულია, რატომ უნდა ისწრაფვოს ყველა ქრისტიანმა უფრო მეტისაკენ, ვიდრე უბრალოდ ბიბლიის კითხვა:
  «რატომ უნდა გვესმოდეს «ღვთის სიღრმეები»? როდესაც გვესმის არა მხოლოდ ის, თუ რა გვწამს, არამედ ისიც, თუ რატომ გვწამს, ანუ რაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი, ეს გვინმტკიცებს რწმენას და უფრო დაჯერებულს გვხვდის. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გამოვიყენოთ განსჯის უნარი და «დავრწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება - კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი» (რომაელები 12:1, 2). …შესწავლის გარეშე შეუძლებელია ღვთის სიღრმეების გაგება. მაგრამ შესწავლა მასალის ზედაპირულად წაკითხვა როდია. მასში იგულისხმება ინფორმაციის საგულდაგულოდ გაანალიზება იმის დასანახავად, თუ როგორ უკავშირდება ეს ინფორმაცია იმას, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია (2 ტიმოთე 1:13). ამის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არის მოყვანილი ესა თუ ის აზრი. …და რადგან «მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა», ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ «იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველ სიტყვას» (2 ტიმოთე 3:16, 17; მათე 4:4). მართალია, ბიბლიის შესაწავლა ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს სასიამოვნო პროცესიცაა».

  შემდეგ, სტატიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ გავხადოთ ბიბლიის პირადი შესწავლა უფრო ხარისხიანი:

  «ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვისას საკუთარ თავს ჰკითხეთ: «რით განსხვავდება ამ საკითხის ახლანდელი ახსნა ადრინდელი ახსნისაგან? რომელი დამატებითი მუხლებისა და არგუმენტების გახსენება შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნის მხარდასაჭერად?». თუ ხედავთ, რომ ამ საკითხის უფრო ღრმად გამოკვლევაა საჭირო, ჩაინიშნეთ კითხვა, რომელზეც გსურთ პასუხის მიღება, და ეს საკითხი მომდევნო პირად შესწავლაზე განიხილეთ. …განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მსჯელობას, რომლის საფუძველზეც კეთდება ესა თუ ის დასკვნა. ეს დაგეხმარებათ, გაიწაფოთ «აღქმის უნარი» და განივითაროთ გამჭრიახობა (ებრაელთა 5:14). შესწავლის დროს ესა თუ ის აზრი საკუთარ ბიბლიაში ან ცალკე ფურცელზე ჩაინიშნეთ, რათა შესწავლა უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც პირადად თქვენთვის, ისე მათთვისაც, ვისაც დაეხმარებით ამ საკითხების გაგებაში».
(«გამოიკვლიეთ «ღვთის სიღრმეები», 1 ნოემბერი 2007 წელი, აბზ.2-4,14,15).


  ეს ყოველივე იმ მაგალითების მხოლოდ მცირედი ნაწილია, რომლებიც ადასტურებენ, თუ რა დიდ როლს ანიჭებს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ქრისტიანის მიერ ბიბლიის ღრმა პირად შესწავლას. სინამდვილეში, მოწმეებს ასეთი მოწოდებები, გამუდმებით ესმით: მათი ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციების ფურცლებიდან, კრების რეგულარული შეხვედრებიდან და კონგრესებიდან. ასევე ამის შესახებ ესაუბრებიან თვითონ მოწმეებიც ადამიანებს, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებისას ხვდებიან და რომლებთანაც ბიბლიის შესწავლებს ატარებენ.


  და ამასთანავე, ეს აშკარა მაგალითები, ახშობს მოწინააღმდეგეთა სურვილს, რომ სიტუაცია ისეთ შუქში წარმოაჩინონ, რომ, თითქოს, ორგანიზაცია ადამიანს ბიბლიის პირადი კვლევის საშუალებას ართმევს, რის სანაცვლოდაც მხოლოდ თავის პუბლიკაციებს სთავაზობს. რამდენად სასარგებლოც არ უნდა იყოს ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნები და ჟურნალები, ისინი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია ღვთის სიტყვის საფუძვლიანად გაცნობისავის. აქ მხოლოდ ის რჩება, რომ დავეთანხმოთ სიტყვებს, რომელიც ოდესღაც ერთმა მოაზროვნე ადამიანმა წარმოთქვა: «ბიბლიასთან შედარებით კაცობრიობის ყველა წიგნები პატარა პლანეტებს წარმოადგენენ, რომლებიც თავის სინათლეს და მბზინვარებას მზისაგან იღებენ». და იეჰოვას მოწმეები ყოველთვის დაგიდასტურებენ ამას. ისინი მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებს არ მიიჩნევენ ღვთივშთაგონებულად. უდიდეს ავტორიტეტს, ერთადერთს რომელიც იეჰოვა ღმერთის მიერაა შთაგონებული, მათთვის წმინდა წერილი წარმოადგენს!




გარეშე წყაროების მიმართ დამოკიდებულება



  არანაკლებ უსაფუძვლო შეგვიძლია ვუწოდოთ ორგანიზაციის ბრალდების მცდელობებს იმაში, რომ თითქოს ის უკრძალავდეს იეჰოვას მოწმეებს, თავისი ლიტერატურის გარდა, სხვა ლიტერატურის კითხვას. თავისი შინაარსით ასეთი აბსურდული პრეტენზიების გაქარწყლება ძალზედ იოლი იქნება, თუ ჩვენ კვლავ თვითონ ორგანიზაციის იმ პუბლიკაციებს მივმართავთ, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხს განიხილავენ.

  თუ ავიღებთ სახელმძღვანელოს «მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში», რომლითაც იეჰოვას მოწმეები თავისი სამქადაგებლო ხელოვნების გასაუმჯობესებლად სარგებლობენ, განყოფილებაში სახელწოდებით «როგორ უნდა გამოიკვლიო» ჩვენ ვნახავთ, რომ ორგანიზაცია ქრისტიანებს მოუწოდებს «შექმნან პირადი არქივი», რომელშიც შესული იქნება სრულიად მრავალფეროვანი საერო წყაროები. მასში ჩვენ ვკითხულობთ:

  «შეაგროვე საინტერესო მასალები, რომელსაც მოხსენების მომზადებისას ან სწავლებისას გამოიყენებ. თუ ჟურნალ-გაზეთებში შეგხვდება ახალი ამბები, სტატისტიკური მონაცემები ან მაგალითები, რომლებსაც სამქადაგებლო საქმიანობაში გამოიყენებდი, ამოჭერი საჭირო მონაკვეთი ან ასლი გააკეთე. მიაწერე თარიღი, გამოცემის სათაური და, თუ გინდა, ავტორი ან გამომცემელი» («როგორ უნდა გამოიკვლიო», გვ.37).

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» იეჰოვას მოწმეებს პირდაპირ მოუწოდებენ «მოერიდონ ხისტ, დოგმატურ შეხედულებებს. დოგმატური აზროვნება ხელს უშლის ჩვენს გონებრივ ზრდას. განვიხილოთ გართობის საკითხი. ბიბლია ამბობს: «მთელი ქვეყნიერება ... ბოროტის ხელშია» (1 იოანე 5:19). ნიშნავს ეს, რომ ქვეყნიერებაში გამოცემული ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი ფილმი ან ნებისმიერი ტელეგადაცემა აუცილებლად ამორალურსა და სატანისტურს წარმოადგენს? მსგავს შეხედულებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ გონივრულს. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება სრულიად უარი თქვას ტელეგადაცემებისა და კინოფილმების ყურებაზე და ქვეყნიური ლიტერატურის კითხვაზე. ეს მათი უფლებაა და მსგავსი გადაწყვეტილების გამო არ შეიძლება მათი განსჯა. მაგრამ არც მათ უნდა აიძულონ სხვები, რომ ასეთივე მკაცრი შეზღუდვები დაუწესონ თავს» (15 ივნისი 1995 წელი, «თქვენი გააზრებული მსახურება», აბზ.8).

  აღსანიშნავია, რომ იმ საკითხის განხილვისას, თუ როგორი პუბლიკაციები უნდა იყოს სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკაში, ძმები პირდაპირ წერენ:
 «თუ შესაძლებელია, სასარგებლო იქნებოდა ენციკლოპედიების, ატლასების, ასევე გრამატიკული და ისტორიული ცნობარების ქონა» (ჩსმ, აპრილი 1997 წელი, «შეკითხვების ყუთი»).


  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია არ ადგენს არავითარ წესებს, რომლის თანახმადაც ქრისტიანებს ეკრძალებათ ქვეყნიერებაში გამომავალი გაზეთების, ჟურნალების ან წიგნების ყიდვა, გამოწერა და წაკითხვა, ან საკუთარი თვალსაწიერის და ერუდიციის გაფართოვება. უკვე ის ფაქტი, რომ ერთგული და გონიერი მონა ხშირად ციტირებს თავის გამოცემებში ციტატებს გარეშე წყაროებიდან, თანაც, არც თუ იშვიათად რელიგიური თემატიკისა – კათოლიკური, პროტესტანტული ან მართლმადიდებლური პუბლიკაციებიდან – აჩვენებს თუ რამდენად აბსურდულია მოწინააღმდეგეების მხრიდან მსგავსი ბრალდებები. ძალიან უცნაური იქნებოდა, ერთის მხრივ ორგანიზაცია თავისი მკითხველის ყურადღებას ამახვილებდეს ასეთ წყაროებზე, მეორეს მხრივ კი – უკრძალავდეს მათით სარგებლობას!

  მსგავსი პრინციპი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ბიბლიის განსხვავებულ თარგმანებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები ახალი ქვეყნიერების თარგმანით სარგებლობენ, რომელიც მათი ორგანიზაციის მიერაა გამოცემული. ისინი ყველაზე მეტად ამ თარგმანს ენდობიან. თუმცა, მოწინააღმდეგეების ცილისწამების მიუხედავად, ისინი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ იმაში, რომ პირად ბიბლიოთეკებში, ბიბლიის სხვა თარგმანებიც ჰქონდეთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ისინი.

  ამასთან დაკავშირებით გამოცემაში «მსჯელობა წმიდა წერილების საფუძველზე» შემდეგი რამეა ნათქვამი:


«ბიბლიის მრავალი თარგმანი არსებობს. იეჰოვას მოწმეები გირჩევენ რომ სხვადასხვა თარგმანებით ისარგებლოთ. მათი შედარებით, ადვილი ხდება წმინდა წერილის ჭეშმარიტი აზრის გაგება» (გვ.272).

  ბიბლიის განსხვავებული თარგმანების მიმართ ქრისტიანთა დამოკიდებულების შესახებ, მსგავსი აზრია მოცემული, იეჰოვას მოწმეებისათვის განკუთვნილ შეთავაზებაშიც:

«ბიბლიის მრავალი თარგმანი არსებობს. ჩვენი საზოგადოება ხალხს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა თარგმანებით ისარგებლონ, იმისათვის რომ შეადარონ ისინი და გაიგონ წმინდა წერილის ჭეშმარიტი აზრი» («ჩვენი სამეფო მსახურება», 12 იანვარი 2001 წელი, «თუ ვინმე გეუბნება: «თქვენ თქვენი ბიბლია გაქვთ»).  


  გარდა ამისა, თვით ქრისტიანული ორგანიზაციით, იეჰოვა «ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მიწიერმა ორგანიზაციამ მთელი დედამიწის ზურგზე გაავრცელოს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანები და ბიბლიური ლიტერატურა ასობით ენაზე»(«საგუშაგო კოშკი», «იეჰოვას კურთხევა «ქვეყნისთვის»1 მარტი 1999 წელი, გვ.20, აბზ.11 (რუს)).

  ამ მიზეზით იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად «უამრავ ენაზე გვაწვდიან ბიბლიებს, ჟურნალებსა და სხვა პუბლიკაციებს»(«საგუშაგო კოშკი», «გუშაგთან ერთად მსახურება», 1 იანვარი 2000 წელი, გვ.11, აბზ.19).


  სულ სხვა საქმეა ის, რომ იეჰოვას მოწმეებს ურჩევენ გამრჩევები იყვნენ არჩევანის გაკეთებისას. ქრისტიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქვეყნიერება ჩვენს გარშემო უწმინდურებისა და უზნეობის სულითაა გაჟღენთილი, რომელიც იოლად შეიძლება გადაგვედოს! «თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ» - მოგვიწოდებს ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია (გალატელთა 5:13). ბუნებრივია, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას უფლება არ აქვს, ყური არ უგდოს ამ გაფრთხილებას და ამიტომ პერიოდულად ქრისტიანების ყურადღებას ამახვილებს ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის ზღვაში საღი აზრის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

  წიგნის «მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში» იმავე განყოფილებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით მეგობრული რჩევაა მოცემული:

  «განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, თუ ინფორმაციას ქვეყნიური წყაროებიდან იღებ. არ დაივიწყო, რომ ღვთის სიტყვა - ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17) ...მხედველობაში მიიღე ეს მოპოვებული მასალის გადარჩევისას. გარდა ამისა, დაფიქრდი: "გაზვიადებული, საეჭვო ან მიკერძოებული ხომ არ არის ეს მასალა? პირადი გამორჩენის ან კომერციული მიზნებით ხომ არ იყო დაწერილი? ეთანხმება თუ არა ამ ინფორმაციას სხვა სანდო წყაროები? რაც ყველაზე მთავარია, ეთანხმება თუ არა ის ბიბლიურ ჭეშმარიტებას?.» 

  სხვა განყოფილებაში, სახელწოდებით «სანდო და ზუსტი ინფორმაცია», ქრისტიანების ყურადღება კიდევ ერთხელ მახვილდება, უცხო წყაროებიდან ინფორმაციის შერჩევისას საღი აზრის შენარჩუნების აუცილებლობაზე:

  «ხშირად მაგალითისთვის მიმდინარე მოვლენებს, ციტატებსა და შემთხვევებს ვიშველიებთ. მაგრამ როგორ უნდა დარწმუნდე, რომ მასალა სანდოა? ერთ-ერთი საშუალება მასალის სანდო წყაროდან მოპოვებაა. არ დაგავიწყდეს იმის შემოწმება, ინფორმაცია ნამდვილად ახალია თუ მოძველებული. სტატისტიკური მონაცემები მალევე ძველდება; მეცნიერებაში ერთ აღმოჩენას მეორე მოსდევს; ადამიანი სულ უფრო მეტად ერკვევა ისტორიასა და ძველ ენებში - შედეგად, უწინ გაკეთებული დასკვნები გადასინჯვას საჭიროებს. დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც რადიოთი თუ ტელევიზიით გადმოცემული ან გაზეთებიდან, ელექტრონული ფოსტით თუ ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებას აპირებ. იგავნის 14:15 ამბობს: «გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს». დაფიქრდი: "ენდობა ხალხი წყაროს, საიდანაც ინფორმაცია მოვიპოვე? შეიძლება მისი რამენაირად შემოწმება?" თუ ეჭვი გეპარება ინფორმაციის სიზუსტეში, თავი შეიკავე მისი გავრცელებისგან» (გაკვეთილი 40, გვ.225).

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკის» კიდევ ერთ გამოშვებაში ასეთი სიტყვები წერია:

  «დღეს «ზღაპრები» იმ შემთხვევაში ვერ გადაგვიყვანს სწორი გზიდან, თუ გულდასმით და ყურადღებით ავირჩევთ, რას ვუსმენთ და რას ვკითხულობთ. მაგალითად, საინფორმაციო საშუალებების მეშვეონით ხშირად ვრცელდება უზნეობა. მრავალი აგნოსტიციზმს და ათეიზმს იზიარებს. ღვთის სიტყვის კრიტიკოსები დასცინიან ბიბლიის განაცხადს, რომ ის ღვთივსულიერია. თანამედროვე განდგომილები კი ცდილობენ ეჭვის თესლის თესვას, რათა ქრისტიანთა რწმენა შეარყიონ. მოციქული იოანე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს აფრთხილებდა მსგავსი საშიშროების შესახებ, რომელიც ცრუწინასწარმეტყველთაგან მომდინარეობდა: «საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში» (1 იოანე 4:1). ასე რომ, სიფრთხილე ჩვენც გვმართებს» («საგუშაგო კოშკი», 15 სექტემბერი 2002 წელი, «ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთ», აბზ.10).

  ასეთივე პრინციპს იყენებს ორგანიზაცია მრავალრიცხოვანი ტირაჟებით გამომავალი საერო მხატვრულ ლიტერატურასთან დაკავშირებით.

  «ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა თუ თავს ავარიდებდით ისეთი რომანების კითხვას, რომლებიც ავხორცობას აღვივებენ ან არარეალურ იმედებს გვინერგავენ. სხვა ლიტერატურისათვის ხომ არ მოგვეკიდა ხელი, მაგალითად ისტორიის ან საბუნებისმეტყველო წიგნებისთვის? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა, რადგან ზოგიერთი ნაწარმოები, საინტერესო სიუჟეტის გარდა, ბევრ სასარგებლოსაც შეიცავს. მაგრამ მოთხრობა თუ ინტიმური ურთიერთობების აღწერაზე, ძალადობაზე, ოკულტიზმზე ან უზნეო, სასტიკ და ხარბ «გმირებზეა» აგებული, რა საჭიროა ასეთი ლიტერატურის კითხვაზე დროის დაკარგვა?
ასე რომ ნუ დაკარგავ სიფხიზლეს. სანამ კითხვას დაიწყებ, შეხედე, როგორაა გაფორმებული ყდა, და დარწმუნდი, ნამდვილად ღირს თუ არა ამ წიგნის წაკითხვა. და თუ, წიგნის შემოწმების და მისი კითხვის დაწყების შემდეგ, შენ აღმოაჩენ, რომ მან შეიძლება შენი სულიერება დააზიანოს, გამოავლინე სიმამაცე და თავი დაანებე მის კითხვას» («ახალგაზრდების შეკითხვები. პრაქტიკული რჩებევი», თავი 35. «აქვს თუ არა მნიშვნელობა, თუ რას ვკითხულობ?», გვ.287,288).


  დაფიქრდით, ნუთუ ორგანიზაციის ასეთი ჯანსაღი გაფრთხილებები, ისე შეიძლება იქნას აღქმული, როგორც თანამურწმუნეთათვის ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის მცდელობა? ქრისტიანებს უბრალოდ რჩევა ეძლევათ, რომ თავისი ცოდნისა და უფლის წინაშე საკუთარი მდგომარეობის თანახმად, გამრჩევები იყვნენ საკითხავი მასალის არჩევისას. მაგრამ კეთილგონიერი მონის მიერ მოცემულ ამ რჩევებში ვინმე თუ რაიმე სარჩულს ხედავს, მაშინ ასეთ შემთხვევაში ასეთ პიროვნებას წინ ვერაფერი დაუდგება, რომ ღვთის სიტყვასაც დასდოს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში.


  სულ სხვა საქმეა განდგომილები. ორგანიზაცია გონივრულად აფრთხილებს ქრისტიანებს, თუ რამდენად საშიშია განდგომილთა სიტყვების მიმართ ნებისმიერი ინტერესის გამოვლენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ განდგომილთა უმრავლესობის დამახასიათებელ ნიშანს «სულის ნაყოფების» სრული დაკარგვა და «ხორცის საქმეებით» ცხოვრება, და ასევე ღვთის სიტყვისადმი კრიტიკული დამოკიდებულება წარმოადგენს, რომელიც მათი სიტყვებით, «სავსეა წინააღმდეგობებითა და შეცდომებით», ასეთი გაფრთხილება სულაც არ ჩანს ფუჭი! (გალატელთა 5:17-21). აი რატომ მოუწოდებს ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეებს, უპასუხისმგებლო განდგომილთა პროპაგანდისაგან თავის დაცვისაკენ.

  «თუ ვინმე გვეუბნება: «ესა და ეს არ წაიკითხო!» ან: «ამას და ამას არ მოუსმინო!», ჩვენ შეიძლება მისი რჩევის იგნორირების ცდუნება გაგვიჩნდეს. მაგრამ გახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში იეჰოვაა ის, ვინც თავის სიტყვაში გეუბნება, თუ რა უნდა გააკეთო. და რას ამბობს ის განდგომილებთან დაკავშირებით? «ერიდეთ მათ» (რომაელთა 16:17, 18); «აღარ იქონიოთ ურთიერთობა» (1 კორინთელთა 5:11); «ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით» (2 იოანე 9, 10). ეს კატეგორიული სიტყვები და ნათელი მითითებებია. თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო რომ დაგვეწყო განდგომილის ლიტერატურის კითხვა, ნუთუ ეს იგივე არ იქნებოდა, რომ ეს ჭეშმარიტების მტერი საკუთარ სახლში მოგვეწვია, მასთან ერთად ჩამოვმსხდარიყავით და საშუალება მიგვეცა მისთვის, რომ მოეთხრო ჩვენთვის თავისი განდგომილი იდეების შესახებ?» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 1986 წელი, «ნუ იჩქარებთ ეჭვის შეტანას», აბზ.10 (რუს)).

  სტატიაში, ამ რჩევის აქტუალურობის უკეთ გასაგებად, მაგალითი იყო მოყვანილი:

  «ეს შემდეგნაირად შეგვიძლია აღვწეროთ: დავუშვათ, თქვენმა მოზარდმა ვაჟმა ფოსტით პორნოგრაფიული ლიტერატურა მიიღო. შენ რას გააკეთებდი? ის რომ ცნობისმოყვარეობით აღძრული მიდრეკილი ყოფილიყო მის წასაკითხად, ეტყოდი მაშინ: «კი, შვილო, წაიკითხე, წაიკითხე. ეს ზიანს არ მოგაყენებს. ჩვენ ხომ შენ ბავშვობიდან გასწავლიდით, რომ უზნეობა დასაძრახია. გარდა ამისა, შენ უნდა იცოდე, რა ხდება ქვეყნიერებაში, რათა დაინახო, რომ ის ნამდვილად ცუდია»? მოიყვანდით ასეთი სახის არგუმენტს? არავითარ შემთხვევაში! რა თქმა უნდა შენ განსაზღვრულად მიუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც პორნოგრაფიული ლიტერატურის კითხვასთანაა დაკავშირებული და მის განადგურებას მოსთხოვდი მას. რატომ? იმიტომ რომ სულერთია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება ჭეშმარიტებაში, ის თუ თავის გონებას დამახინჯებული იდეებით კვებავს, რომლებიც მსგავს ლიტერატურაშია გადმოცემული, მისი გული და გონება დაზარალდება. სულის სიღრმეში თბილად შენახულ არასწორ სურვილებს საბოლოოდ გახრწნილი სექსუალური სურვილების აღძვრა შეუძლიათ. რა იქნება ამის შედეგი? იაკობმა თქვა, რომ არასწორი სურვილი, ჩასახვისას, შობს ცოდვას, ცოდვას კი სიკვდილამდე მიჰყავს (იაკობი 1:15). მაშინ რა საჭიროა ამ ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა?
  ჩვენ თუ ასე მტკიცედ დავიცავდით ჩვენს შვილებს პორნოგრაფიის გავლენისაგან, ნუთუ არ უნდა ველოდეთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ასევე დაგვიცავს სულიერი გარყვნილებისაგან, რომელსაც ასევე განდგომილებაც მიეკუთვნება? ის ჩვენ გვეუბნება: ერიდეთ მათ!»(აბზ.11,12).

   
  შეიძლება ვინმემ თქვას: «ნუთუ ქრისტიანს, რომელმაც ჭეშმარიტება შეიცნო, ვიღაც განდგომილების უნდა ეშინოდეს? ისეთი რისი თქმა შეუძლიათ, რის გამოც მან შეიძლება ჭეშმარიტი რწმენა დაკარგოს?». თუმცაღა ასეთი არაშორსმხედველი აზროვნება, ამის მთქმელის სიბრძნის და გამოცდილების აშკარა ნაკლებობასზე მიგვანიშნებს. ჟურნალი «საგუშაგო კოშკის» იმავე სტატიაში, ამასთან დაკავშირებით ახსნილია, თუ რატომ არის ეს ასე:

  «შესაძლოა, შენ ფიქრობ: «[განდგომილი] ვერ მომაყენებს მე ზიანს; მე საკმაოდ ძლიერი ვარ ჭეშმარიტებაში. და ჩვენ თუ ჭეშმარიტება გვაქვს, საშიში არაფერია. ჭეშმარიტება გაუძლებს გამოცდას». ზოგიერთები ვინც ასე ფიქრობდა, განდგომილთა აზრებით კვებავდნენ თავის გონებას და სერიოზული კითხვებისა და ეჭვების მსხვერპლად იქცნენ. (შეადარე იაკობი 1:5—8.) ასევე გახსოვდეს გაფრთხილების შესახებ 1 კორინთელთა 10:12-დან: "ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს"… სამწუხაროა, რომ ზოგიერთები სრულ სიბნელეს დაუბრუნდნენ, ეგრეთწოდებული ქრისტიანობის ცრუსწავლებებსაც კი. მოციქული პეტრე წერდა ზოგიერთის სამწუხარო ბოლოზე, რომლებიც ოდესღაც ჭეშმარიტებაში იყვნენ, შემდეგ კი განუდგნენ მას. მან თქვა: «ვინაიდან, თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნით სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება». პეტრემ ისინი ძაღლს შეადარა, რომელიც თავის ნარწყევს უბრუნდება, და დაბანილ ღორს, რომელიც კვლავ ტალახში ისვრება (2 პეტრე 2:20—22)» (აბზ.7,9).

  მართლაც, ბიბლია იმის საკმარის მაგალითებს შეიცავს, თუ პირველი საუკუნის ზოგიერთმა ქრისტიანმა, «ვინც ერთხელ განათლდა, ვინც გემო გაუსინჯა ზეციურ უსასყიდლო ძღვენს და ეზიარა წმინდა სულს, ვინც გემო გაუსინჯა ღვთის კარგ სიტყვას და მომავლის ძლიერებას», შემდგომ თავს უფლება მისცა სხვების ზეგავლენას დაჰყოლოდნენ და ჭეშმარიტება მიატოვეს! (ებრაელთა 6:4,5. შეადარეთ საქმეები 20:30; 1 კორინთელთა 10:1-12; გალატელთა 3:1-3; ფილიპელთა 3:18,19; 2 პეტრე 2:15; 1 იოანე 2:19). როგორც წერილებში მოცემული სიტყვებიდან ჩანს, ღვთის ამ მსახურებმა თავის დროზე მისგან ყველაფერი მიიღეს, რაც მათი სათანადო სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის იყო საჭირო. და, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ჭეშმარიტების შემეცნება! ისინი ამ ჭეშმარიტებას ქვეყნიერებას უქადაგებდნენ… მაგრამ იეჰოვა არ დაიცავს ადამიანის გულს, თუ ის თვითონ არ ცდილობს მის დაცვას (შეადარეთ იგავი 4:23-27; 2 ტიმოთე 2:12; ებრაელთა 10:26-29,38; 12:25).

  ზუსტად ისევე, როგორც თვითონ ბიბლია არ უნდა აღიქმებოდეს რაღაც სასწაულმოქმედ ფეტიშად, «რომელიც ბოროტისაგან იცავს», ასევე ჭეშმარიტი შემეცნების ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანს უკვე აღარაფერი ემუქრება. ყველაფერი ასე იოლად რომ იყოს, მაშინ უფალი აღარ მოუწოდებდა თავის მსახურებს «გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ» (1 თესალონიკელთა 5:6-8; 1 პეტრე 5:8). პირიქით, როგორც პავლე შეგვახსენებს, ჩვენ «ვიბრძვით» «ბოროტი სულების წინააღმდეგ», ამიტომ იესოს მაგალითისამებრ ჩვენც მოგვიწოდებენ «არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე, დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთივე თავს აყენებდნენ ზიანს» (ეფესელთა 6:11-18; ებრაელთა 12:3). ღვთის არასრულყოფილ მსახურებზე რა ვთქვათ, თუ კაცობრიობის განთიადისას ადამი და ევაც კი ჩამოშორდნენ მას, რომლებმაც მანამდე არ იცოდნენ თუ რა იყო ცოდვა!


  იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციისათვის სულერთი არაა, თუ რით კვებავენ თავის გონებასა და გულს ქრისტიანები. სავსებით ბუნებრივია, რომ მოწმეებს მოუწოდებენ, გონიერი მონის მიერ მოწოდებული პუბლიკაციებიდან ამოიღონ სარგებელი, იმის ნაცვლად, რომ მრავალფეროვან და, ხშირად, ერთმანეთის პირდაპირ საპირისპირო ფილოსოფიურ მიმართულებებში იხეტიალონ, რაიმე «საინტერესოს» პოვნის მიზნით (ებრაელთა 13:9). იმავე მიზეზით ურჩევენ ქრისტიანებს, რომ იმდენად ღრმად არ გადაეშვან სპეციფიკურ კვლევებში, რომ ამან ისინი იმ რეგულარულ სულიერი განათლების პროგრამას ჩამოაცილოს, რომელსაც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია სთავაზობს მათ. ამასთანავე დროის გაუმართლებელი დაკარგვა იქნებოდა, თუ იმ ყოველივეს გადამოწმებაში გადავეშვებოდით რაც პუბლიკაციებშია ნათქვამი, იმის ნაცვლად, რომ ეს დრო პირადი ქრისტიანული თვისებებისა და ქრისტიანული მსახურების შესრულებისათვის დაგვეთმო. ამასთან დაკავშირებით «ჩვენი სამეფო მსახურების» ერთ-ერთ გამოცემაში აღნიშნული იყო:

  «საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების, სასიხარულო ცნობის მხარდასაჭერად გამოყენება, საქებარია. თუმცა არავითარმა პირადმა კვლევებმა არ უნდა გადაგვატანინოს ყურადღება იმისაგან, რასაც ჩვენს დღეებში ახორციელებს იესო ქრისტე დედამიწაზე კრებების საშუალებით. პირველ საუკუნეში პავლე მოციქული იმის შესახებ აფრთხილებდა, რომ არ დაეკარგათ დრო უშედეგოდ სხვადასხვა თემების განხილვებში, მაგალითად «საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიან იმის ნაცვლად, რომ მოემსახურონ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება» (1 ტიმოთე 1:3—7). ყველა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს პავლეს სიტყვები: «მოერიდე სულელურ კითხვებზე კამათს, გვარტომობის ქექვას, დავასა და ჩხუბს კანონის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ამაო» (ტიტე 3:9)» (სექტემბერი 2007 წელი, «შეკითხვების ყუთი»).

  იმის გამო რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანები წინდაუხედაობის გამო ასეთ უკიდურესობებში ვარდებიან, სავსებით ბუნებრივია, რომ ორგანიზაციას არ სურს მათ მიერ შექმნილ ჯგუფებთან ან ინტერნეტ-საიტებთან ასოცირდებოდეს. «ამიტომ «ერთგული და გონიერი მონა» არ იწონებს, მისი ხელმძღვანელობის გარეშე, პუბლიკაციების გამოცემას, შეხვედრების ორგანიზებასა და ვებ-საიტების შექმნას (მათე 24:45—47)» - აღნიშნულია «ჩვენი სამეფო მსახურების» იმავე ნომერში.   

  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები, რა თქმა უნდა, სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მხრიდან, ქრისტიანების, ქვეყნიერებაში არსებული ნებისმიერი შემხვედრი ინფორმაციის განურჩევლად მიღებისაგან და, რა თქმა უნდა, განდგომილთა პროპაგანდისაგან გასაფრთხილებლად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია ლოგიკური და გონივრულია, რადგან მყარადაა დაფუძნებული ბიბლიურ პრინციპებზე. «ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს» (1 კორინთელთა 10:23). და ძალიან უცნაური იქნებოდა, ორგანიზაცია რომ, ამ ბიბლიურ მუხლში ნათქვამის საპირისპიროდ ლაპარაკობდეს, თუმცა ნებისმიერი ქრისტიანი, საბოლოო ჯამში, თვითონ წყვეტს, თუ როგორ მოიქცეს ამასთან დაკავშირებით. 




პირადი აზრის უფლება



  «ჩვენ კარგად გვესმის, რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ (ესაია 43:12). ამიტომ ჩვენი პასუხები ადამიანურ სიბრძნეზე კი არა, იეჰოვას სიტყვაზეა დაფუძნებული. მართალია, ამა თუ იმ საკითხზე ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ გვსურს, ღვთის სიტყვამ ჩამოგვიყალიბოს შეხედულებები, რადგან დარწმუნებულნი ვართ მის ჭეშმარიტებაში. ცხადია, ბიბლია ბევრ საკითხში გვაძლევს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვცდილობთ, სხვებს თავს მოვახვიოთ საკუთარი შეხედულებები, არამედ გვსურს ღვთის სიტყვის პრინციპების მასწავლებლები ვიყოთ და ჩვენს მსმენელსაც მივცეთ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. პავლეს მსგავსად, გვსურს, რომ მათ «რწმენით გამოავლინონ მორჩილება» (რომაელთა 16:26)» («მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში», გაკვეთილი 18, აბზ.2).

  «გაუგებრობების თავდან ასარიდებლად, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ საგულდაგულოდ აწონ-დაწონონ თავისი სიტყვები. იმის მაგივრად რომ თქვან: «ორგანიზაცია გვასწავლის», მრავალი მოწმე უპირატესობას ისეთ გამონათქვამებს ანიჭებს, როგორიცაა «ბიბლიაში ნათქვამია» ან «ბიბლია გვასწავლის». ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ ყველა მოწმე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მიჰყვება ბიბლიურ სწავლებას და არა რომელიმე ორგანიზაციის მითითების საფუძველზე» («საგუშაგო კოშკი», 15 მარტი 1998 წელი, «ვიცხოვროთ ქრისტიანული მიძღვნის თანახმად, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა», აბზ.4).


  ეს გამონათქვამები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ბეჭდური გამოცემებშია მოცემული, ქრისტიანებს აღძრავს, რომ ჰქოდეთ გააზრებული, ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა. მაგრამ იმ შემთხვევაში რა ვქნათ, თუ ქრისტიანი გარკვეული ბიბლიური საკითხის პირადი გამოკვლევის შედეგად მიდის ისეთ დასკვნამდე, რომელიც ვერ პოულობს ანალოგიურ მტკიცებულებას გონიერი მონის პუბლიკაციებში? ან, შესაძლოა, მას უჭირს ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული, ამა თუ იმ ბიბლიური მუხლების ახსნის მიღება? ნიშნავს თუ არა უკვე ეს ფაქტი თავისთავად რაიმე «კრიმინალს» ან საფუძველს, რომ ასეთი ქრისტიანი განდგომილებაში იქნეს ბრალდებული? მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, ცდილობენ დაარწმუნონ სხვები, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში ეს ასეც არის. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ის გვაინტერესებს, თუ რა პოზოცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ ორგანიზაციას. 


  აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია აღიარებს ყველა ქრისტიანის უფლებას, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს, მის მიერ შეთავაზებული ცალკეული ბიბლიური მუხლების ან სწავლების ახსნას. გარდა ამისა, თუ გონიერი მონის მიერ შემოთავაზებულ ახალ განმარტებაში, არის ადგილი რომელიც რომელიმე მოწმემ ვერ გაიგო, ასეთი ფაქტები ხშირად თვითონ ორგანიზაციის პუბლიკაციებშივე ხმაურდება.

  ასე, მაგალითად, შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ერთგული იეჰოვას მოწმის, ალექსანდრე მაკმილანის მოგონებებს, რომელიც რასელის ახლო მეგობარი იყო. 1998 წლის 15 მაისის ჟურნალში, ერთ-ერთ სტატიაში ასეთი სიტყვებია მოყვანილი:

  «ბიბლიაზე დაყრდნობით, ამ ცხებულმა ქრისტიანებმა 1914 წელზე მიუთითეს როგორც გადამწყვეტ მომენტზე ღვთიური განზრახვის შესრულებაში. მაგრამ მაკმილანს და სხვა ძმებს აინტერესებდათ, როგორ შესრულდებოდა ასე მცირე დარჩენილ დროში, მათეს 24:14-ში ნაწინასწარმეტყველები ხალხისთვის ქადაგება. მოგვიანებით მან თქვა: «მახსოვს, რომ ხშირად განვიხილავდით ამ საკითხს მე და ძმა რასელი, და ის ამბობდა: „ძმაო, აქ, ნიუ-იორკში, უფრო ბევრი ებრაელია, ვიდრე იერუსალიმში. უფრო ბევრი ირლანდიელია, ვიდრე დუბლინში. და უფრო მეტი იტალიელია, ვიდრე რომში. ჩვენ თუ შევძლებთ სასიხარულო ცნობის მიტანას აქ მათამდე, მაშინ ეს იგივე ექნება, რომ ჩვენ მთელ მსოფლიოს მივუტანეთ ეს ცნობა“. მაგრამ ეს პასუხი ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა» («ქრისტიანული რწმენა გამოიცდება», აბზ.13).

  როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ორგანიზაცია აღიარებს, რომ გონიერი მონის წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული პასუხები, ყოველთვის როდი იყო ამომწურავი. ამავდროულად ძმები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ასეთი პასუხები «მათ არ აკმაყოფილებდათ», არანაირად არ აღიქმებოდნენ რწმენის ნაკლებობის მქონე ხალხად ან რაიმე სახის განდგომილებად. მოსმენილის ღვთის სიტყვასთან შეთანხმების სურვილი, იმისათვის რომ შემდგომი ნდობა ჰქონოდათ, მათ აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენდა.

  იგივე უფლებას უტოვებს ქრისტიანებს, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ასევე დღესაც.   

  «როდესაც იეჰოვას «კეთილი და გონიერი მონის» ორგანიზაცია ღვთის სიტყვის ახალ გაგებას გვაუწყებს, ჩვენ ხანდახან შეიძლება გვიჭირს იმის სრულყოფილად გაგება, რაც გამოქვეყნებულია» - ღიად აღიარებს ამ გარემოებას იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ჟურნალი («საგუშაგო კოშკი», 1 დეკემბერი 1976 წელი, «არ დაუშვა, რომ ფიასკო განიცადო გულგატეხილობის ან ადამიანების გამო» (რუს)).

  «მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ერთგული მონის მიერ განხილული რომელიმე ბიბლიური საკითხი ბოლომდე არ გვესმის ან მისი მიღება გვიჭირს? მოდით მაშინ მორჩილად გავაცნობიეროთ, თუ სად შევიცანით ჭეშმარიტება და ვილოცოთ სიბრძნისათვის, რათა ვებრძოლოთ ამ განსაცდელს, მანამ ის რომელიმე პუბლიკაციაში ამ საკითხის განმარტებით არ დასრულდება (იაკობი 1:5–8)» (15 ნოემბერი 1992 წელი, «ლოიალურად ემსახურე იეჰოვას», აბზ.8 (რუს)).

  «ბოლო წლებში ღვთის ორგანიზაცია აღგვძრავს, უფრო ღრმად შევიმეცნოთ ისეთი საკითხები, როგორიც არის: მოდგმა, რომელიც არ გადაივლის სანამ წუთისოფლის აღსასრული არ დადგება, იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ, გატიალების სიბილწე და წმინდა ადგილზე მისი დადგომის დრო, ახალი კავშირი, ფერიცვალება და წიგნ "ეზეკიელიდან" ხილვა ტაძრის შესახებ. ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს ახალი გაგების აღქმა, მაგრამ ახალი ახსნის მიზეზი თავის დროზე ნათელი გახდება. თუ ქრისტიანი სრულად ვერ იგებს გარკვეული ბიბლიური მუხლის ახალ ახსნას, თავმდაბლად შეუერთდეს მიქას სიტყვებს: «მე კი ჩემი ხსნის ღმერთს ველოდები» (მიქა 7:7, აქ)» (1 იანვარი 2000 წელი, «გუშაგთან ერთად მსახურება», აბზ.18).

  «დღეს ჩვენ შეიძლება აშკარად ვერ ვხედავდეთ, რატომ წყდება ზოგი ორგანიზაციული საკითხი ამა თუ იმ სახით, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მივენდოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელსაც ის თავისი ერთგული მონის საშუალებით გვიწევს» (15 დეკემბერი 2007 წელი, «მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას», აბზ.16).


  სხვადასხვა წლების ჟურნალებიდან მოყვანილი ამონარიდები იმის დანახვაში გვეხმარება, რომ როგორც ადრე, ასევე დღესაც ორგანიზაცია აღიარებს, რომ ქრისტიანთაგან ზოგიერთებს შეიძლება სირთულეები შეექმნათ გონიერი მონის მიერ შემოთავაზებული რომელიმე ბიბლიური მიხლების ან სწავლებების განმარტების გაგებაში. ამასთანავე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ასეთი ეჭვი თავისთავად (თუ ის, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ქრისტიანულ რწმენაზე უარის თქმას და ხორცის საქმეების დაბრუნებას – გალატელთა 5:19-21) არ განიხილება როგორც რაიმე უხეშობა. ქრისტიანს, რომელსაც ეჭვი გააჩნია, ურჩევენ, რომ მისი გაგებით წარმოქმნილი პრობლემა ღმერთს მიანდოს და თავმდაბლურად დაელოდოს, სანამ ორგანიზაცია ამ საკითხის დაზუსტებას არ მოახდენს.


  ასევე უსაფუძვლოა, მოწინააღმდეგეთა მხრიდან წამოყენებული ბრალდება, რომ თითქოს ქრისტიანს არ შეუძლია თავისი ეჭვების შესახებ კრების უხუცესთან საუბარი, რადგან მათ შეიძლება ის ამისათვის «დასაჯონ». ასევე ყოველივე ესაც სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო მტკიცებულება, რომლის მიზანიც, იეჰოვას მოწმეების ნეგატიურ შუქში წარმოჩენაა. ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის იმ პუბლიკაციების მიმართვა, რომლებშიც ისინია განხილული, იმის დანახვაში დაგვეხმარება, თუ სინამდვილეში როგორი დამოკიდებულებაა ამ მხრივ.     
  
  «იეჰოვას ორგანიზაცია არ მიიჩნევს, რომ დასაძრახია გულწრფელი და დროული კითხვების დასმა, როგორც მცდარად ამტკიცებს ზოგიერთი მოწინააღმდეგე (1 პეტრე 1:10—12) …გონივრული კითხვების დასმა და მათზე ღვთის სიტყვაში და ქრისტიანულ პუბლიკაციებში პასუხების ძებნა ცოდნის გაღრმავებაში და ასეთი სახით იეჰოვასადმი ცენი რწმენის გაძლიერებაში გვეხმარება» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 1998 წელი, «ღვთის სამართლიანობისადმი რწმენის გაძლიერება», აბზ.19 (რუს)).

  «რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ან გარკვეულ საკითხში გათვითცნობიერებული არ არის, მაშინ ღვთის უნარიანი მსახურები სიყვარულით დაეხმარებიან მას. ეს შეეფერება რჩევას: «ზოგიერთ მეჭველს [ვინც ეჭვობს, აქ] სწყალობდეთ, ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით; ზოგის მიმართ შიშნარევი სიბრალული გქონდეთ» (იუდა 22, 23)» («საგუშაგო კოშკი», 15 ივლისი 1988 წელი, «მკითხველთა შეკითხვები», გვ.23 (რუს)).

  «ჩვენ არ უნდა გვერიდებოდეს რჩევისათვის უხუცესებთან მისვლა, იმიტომ რომ ისიმი ბიბლიას იკვლევენ და იციან, თუ რა განიხილებოდა საზოგადოება საგუშაგო კოშკის ლიტერატურაში» («საგუშაგო კოშკი», 1 სექტემბერი 1996 წელი, «ცხოვრება ქრისტეს კანონების თანახმად», აბზ.10 (რუს)).

  «როგორ შეგვიძლია ურთიერთობასთან დაკავშირებუი პავლეს რჩევის გამოყენება? [1 კორინთელთა 15:33] მას არ უგულისხმია, რომ ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ უარი დახმარებაზე კრებაში, ვისაც უჭირს რომელიმე ახალი მუხლის ან სწავლების გაგება. სინამდვილეში, იუდას 22, 23 მუხლებში ჩვენ რჩევას გვაძლევენ, რომ სიყვარულით დავეხმაროთ იმ გულწრფელ ქრისტიანებს, რომლებსაც მსგავსი სიძნელეები აქვთ (იაკობი 5:19, 20)» («საგუშაგო კოშკი», 1 აგვისტო 1993 წელი, «დაე არავინ გარყვნას შენი კეთილი თვისებები», აბზ.7 (რუს)).

  «მაშინ როგორღა მოვიქცეთ, თუ პირადად ჩვენ გვიჭირს რომელიმე სწავლების გაგება ან საერთოდ მისი მიღება? ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიბრძნისათვის ლოცვა და წმინდა წერილებისა და პუბლიკაციების კვლევა (იგავი 2:4, 5; იაკობი 1:5—8). ხანდახან ძალიან დამხმარეა საკითხის უხუცესთან განხილვა. მაგრამ თუ სწავლება მაინც გაუგებარი რჩება, იქნებ, უკეთესი იყოს, რომ გარკვეული დროით მიგვეტოვებინა ის. შესაძლოა, დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, და მაშინ ჩვენი ცოდნაც გაიზრდება» («საგუშაგო კოშკი», 15 ივლისი 1996 წელი, «შეინარჩუნეთ ერთობა ბოლო დღეებში», აბზ.7 (რუს)).


  როგორც ვხედავთ, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია სრულიად ნორმალურად მიიჩნევს სიტუაციას, როდესაც ქრისტიანები წარმოქმნილ კითხვებს უსვამენ პასუხისმგებელ ძმებს ან თავის ეჭვებს უზიარებენ მათ. ასეთი გონივრული მიდგომა, კრების წევრებსა და უხუცესებს შორის გახსნილი ურთიერთობის გახსნილ ათმოსფეროს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს კი თავის მხრივ, მთლიანად ორგანიზაციისადმი ნდობის განვითარების საშუალებას იძლევა.

  «წმინდა სულს შეუძლია სიხარული და მშვიდობა მისცეს როგორც ცალკეულ ქრისტიანებს, ისე უხუცესთა საბჭოს და კრებას მთლიანობაში. მაგრამ ამ სიხარულსა და მშვიდობაზე შეიძლება უარყოფითად იმოწმედოს გულწრფელი ურთიერთობის ნაკლებობამ. სოლომონმა დაეწრა: «რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება» (იგავი 15:22). მეორე მხრივ, გულღია და თავაზიანი საუბრები ხელს უწყობს სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას. მაგალითად, ერთხელ წინადაცვეთასთან დაკავშირებით წამოჭრილმა საკითხმა საფრთხე შეუქმნა პირველი საუკუნის კრების მშვიდობას. იერუსალიმში მყოფი ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ეძებდნენ წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ამ საკითხის გარშემო მათ თავიანთი განსხვავებული შეხედულებებიც გამოთქვეს. მსჯელობის შედეგად მათ შეძლეს გადაწყვეტილების მიღება. როცა ერთსულოვნად მიღებული ეს გადაწყვეტილება კრებებს აცნობეს, ძმები «გამხნევდნენ და [მათ] დიდად გაიხარეს» (საქმეები 15:6—23, 25, 31; 16:4, 5). ამგვარად, კრებებში სიხარული და მშვიდობა შენარჩუნდა.» («საგუშაგო კოშკი», 1 მაისი 2006 წელი, «მწყემსები მაგალითს აძლევენ სამწყსოს"», აბზ.10).


  მითუმეტეს უსაფუძვლოა მოწინააღმდეგეთა მხრიდან, იეჰოვას მოწმეების მიმართ წამოყენებული ბრალდებები, იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მოწმეებისთვის დაუშვებელია გულწრფელი კითხვების დასმა მრწამსთან ან ბიბლიური მუხლების განმარტებასთან დაკავშირებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ გონიერი მონა თავის პუბლიკაციებში რეგულარულად იყენებს შესაბამის რუბრიკებს, ისეთებს როგორებიცაა «მკითხველთა შეკითხვები», «მკითხველთა წერილები» ან «ახალგაზრდები გვეკითხებიან». ამ რუბრიკებში ხშირად იმ იეჰოვას მოწმეების კითხვებია მოყვანილი, რომლებიც, ზოგჯერ, ვერ გებულობენ გარკვეულ ბიბლიურ საკითხებს ან გარკვეულ წინააღმდეგობას ხედავენ იმ სწავლებასთან მიმართებაში, რაც ადრე ისწავლეს. 

  გონიერი მონა პერიოდულად, ისეთი მკითხველების კომენტარებსაც აქვეყნებს, რომლებიც ჟურნალში მოცემულ საკითხს არ ეთანხმებიან. «ძნელია გონიერი ადამიანი იმას დაეთანხმოს, რაც თქვენ დაწერეთ…». «მე და ჩემს ცოლს არ მიგვაჩნია, რომ ბიბლია ამას ადასტურებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად პირიქითაა…». «მოცემულმა სტატიამ ძალიან გამაოგნა…»… ეს ჟურნალ «გამოიღვიძეთ!»-ის რუბრიკა «მკითხვემთა შეკითხვები»-დანაა მოყვანილი (22 მარტი და 22 სექტემბერი 2002 წელი; მარტი 2009 წელი (რუს)). გონიერი მონა არა თუ არ მალავს, რომ მკითხველთაგან რომელიმე ხანდახან შეიძლება არ დაეთანხმოს იმას რაც იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში იწერება, არამედ თავის მხრივ ცდილობს, რომ არგუმენტირებულად და პატივისცემით ახსნას, თუ რატომ აქვს ორგანიზაციას კონკრეტულად ასეთი შეხედულება.


  როგორც ვხედავთ, ამ საკითხის მიმართ გონიერი მონის პოზიცია სავსებით ნათელი და გახსნილია. მოყვანილი მაგალითები ნათლად ამოწმებენ იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არ მიიჩნევს რაიმე სახით დანაშაულად ან ცუდ რამედ იმას, რომ ვიღაცას გულწრფელი კითხვები უჩნდება, იეჰოვას მოწმეების შეხედულებებთან ან ცხოვრების წესთან დაკავშირებით. არაფერია იმაში უცნაური, თუ რომელიმე თანამორწმუნეს საკუთარი კითხვები გააჩნია და მათ პასუხისმგებელ ძმებს უსვამს. ზუსტად იმიტომაც არიან კრებებში დანიშნული მამაკაცები, რომ თავისი თანამორწმუნეების სულიერ კეთილდღეობაზე იზრუნონ (საქმეები 20:28). ქრისტიანების მხრიდან ეჭვების გამოთქმის მოსმენა და მათთვის ხარისხიანი სულიერი მხარდაჭერის აღმოჩენა, რომელშიც აუცილებლად უნდა შედიოდეს წარმოქმნილ კითხვებზე, ბიბლიისა და გონიერი მონის პუბლიკაციებით, გაცემული პასუხები, მათი მსახურების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ასე რომ, ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია გაბედულად მიმართოს მათ კითხვებით, რომლებიც მას აწუხებს, ყოველგვარი იმის შიშის გარეშე, რომ ისინი მას «ერთგულების ნაკლებობის მქონედ» მიიჩნევენ!   


  რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ეჭვები, რომლებიც ქრისტიანს აქვს, მისი მწმენისათვის რაიმე უმნიშვნელოს წარმოადგენს. ეჭვებმა შეიძლება ძალიან ცუდი სამსახური გაუწიონ იესოს მოსწავლეს. ამიტომ ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია რჩევებს სთავაზობს  მათ. მაგალითად აი ასეთს:

  «განსხვავება უნდა შეგვეძლოს, სირთულეების შემქმნელ რენეგატებსა, როგორც ეს 2 პეტრეს, 2თავშია, და იმ ქრისტიანებს შორის, რომლებიც რწმენაში სუსტები ხდებიან და არასაკმარისი ცოდნის გამო ეჭვები უჩნდებათ. იუდა გვიჩვენებს ამ განსხვავებას. ის გვაფრთხილებს ადამიანებზე რომლებიც „მუდამ დრტვინავენ, თავიანთ ხვედრს უჩივიან“, რომლებიც «გამორჩენის მიზნით მაღალფარდოვანი სიტყვებით ეპირფერებიან სხვებს... ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე. კვლავ გულმოწყალენი იყავით მათ მიმართ, ვინც ეჭვობს. ცეცხლს გამოსტაცეთ ისინი და ასე იხსენით. სხვების მიმართ კვლავ გულმოწყალენი იყავით.» (იუდა 16—23). დიახ, ასეთ დაეჭვებულებს უნდა დავანახოთ, რომ ისინი დამღლელი ეჭვებისაგან შთანთქვის საშიშროების წინაშე დგანან. მათი ქრისტიანი ძმები, და განსაკუთრებით კი უხუცესები, უნდა ეცადონ მათ დახმარებას, და, თუ შესაძლებელია, გამოსატაცონ ისინი «ცეცხლს», რომელსაც მათი სულიერად დაღუპვა შეუძლია» («საგუშაგო კოშკი», 1 სექტემბერი 1981 წელი, «დარჩი «რწმენაში ძლიერი»», აბზ.19,20 (რუს)).


  «ეჭვიანი ადამიანები ჰგვანან ტალღებს, რომლებსაც "აქანავებს სწავლების ყოველი ქარი" (ეფესოელთა 4:14; 2 პეტრე 2:1). მათგან განსხვავებით, ვინც დამაკმაყოფილებელ პასუხებს პოულობს თავის კითხვებზე, "რწმენაში მტკიცედ დგას" (1 კორინთელთა 16:13). («საგუშაგო კოშკი», 1 მაისი 2009 წელი, გვ.9).


  ორგანიზაცია, თავის თავად ცხადია, ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ არ მისცენ უფლება ეჭვებს, რომ მათ გონებესა და გულზე იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ, ბიბლიური პრინციპის თანახმად, «რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა» (რომაელთა 14:23). მაგრამ ამავდროულად გონიერი მონა ასევე სხვა ბიბლიური პრინციპით მოქმედებისაკენ ილტვის: «ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ» (2 კორინთელთა 1:24).  

 ამ მიზეზით, საბოლოო ჯამში, ყველა ცალკე აღებულმა ქრისტიანმა უნდამიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თავისი შინაგანი ეჭვებით იცხოვრებს, თუ შეეცდება მათი ზეგავლენისაგან საკუთარი რწმენის დაცვას (რომაელთა 14:1,22). მაგრამ იმის იგნორირება, რომ ქრისტიანის მიერ საკუთარ გულში დაშვებული ეჭვებისაგან მომდინარე საფრთხე მართლა რეალური შეიძლება აღმოჩნდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ზუსტად ასეთი საფრთხისაგან იცავს ორგანიზაცია, როდესაც საუბრობს შესაძლო აუცილებელ მოქმედებებზე, რომლებიც შეუძლიათ მოიმოქმედონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავის ეჭვებს არიან აყოლილი.

  ამასთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში შემდეგ გაფრთხილებებს ვკითხულობთ:

  «განვიხილოთ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება კრებაში მოხდეს. დავუშვათ, რომ კრებაში ვინმეს უჭირს რომელიმე ბიბლიური სწავლების გაგება და არ ეთენხმება მას. შესაძლოა მან გამოიკვლია ეს საკითხი ბიბლიისა და კრებაში ხელმისაწვდომი პუბლიკაციების მეშვეობით და დახმარებისთვის მოწიფულ წრისტიანებს, მათ შორის უხუცესებსაც მიმართა. ყველაფრის მიუხედავად, ის ვერ სწვდება ან არ ეთანხმება ამ სწავლებას. რის გაკეთება შეუძლია მას? …დღეს ზოგმა შეწყვიტა კრებასთან ურთიერთობა, რადგან ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ღმერთს დამოუკიდებლადაც სცენ თაყვანი. ისინი შეიძლება ამბობენ, …არ ეთანხმებიან გარკვეულ სწავლებას. რამდენად გონივრულად იქცევიან ისინი? მართალია, ქრისტიანებს პირადი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ღმერთთან, მაგრამ ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ღმერთი მსოფლიო კრებას იყენებს ისევე, როგორც მოციქულების დროს იყენებდა. გარდა ამისა, პირველ საუკუნეში იეჰოვა არა მარტო იყენებდა, არამედ აკურთხებდა კიდეც ადგილობრივ კრებებს და გამოცდილ უხუცესებსა და მომსახურეებს ნიშნავდა. დღესაც იგივე ხდება» («საგუშაგო კოშკი», 15 აპრილი 2007 წელი, «დაე განმტკიცდეს კრება!», აბზ.14,15).
  
  «დავუშვათ, ჩვენთვის საზოგადოება საგუშაგო კოშკის პუბლიკაციებიდან რაიმე არ გვესმის ან რაიმეს არ ვეთანხმებით. როგორ მოვიქცეთ? დავეჭვდეთ და წავიდეთ ორგანიზაციიდან? ზუსტად ასე მოიქცა ზოგიერთი, როდესაც მრავალი წლის წინ «საგუშაგო კოშკში» გამოჩნდა განმარტება, რომ ახალი შეთანხმება ათასწლიან სამეფოს ეხებოდა. ზოგი იმან დააბრკოლა, როდესაც «საგუშაგო კოშკში» ნეიტრალიტეტის საკითხი იქნა ახსნილი. ისინი, ვინც განხილულმა საკითხებმა დააბრკოლა, ორგანიზაციისა და ძმებისადმი უანგაროდ ერთგულნი რომ ყოფილიყვნენ, ისინი დაიცდიდნენ, მანამ სანამ იეჰოვა ნათელს მოჰფენდა ამ საკითხებს, რაც მან თავის დროზე კიდეც გააკეთა. ასე რომ, უანგარო ერთგულება ნიშნავს რომ მოთმინებით დაელოდო მანამ, სანამ ერთგული და გონიერი მონის საშუალებით გაკეთებული იქნება უფრო ზუსტი განმარტება» («საგუშაგო კოშკი», 15 მარტი 1996 წელი, «განსაცდელების მიუხედავად, უანგაროდ ერთგულები», აბზ.9 (რუს)).

  «პირველ საუკუნეში იესოს ზოგმა მსმენელმა არასწორი აზროვნება გამოავლინა. ერთხელ იესო თქვა რაღაცა, რაც სხვებისთვის ძნელად გასაგები იყო. შედეგად, «ბევრი მის მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: "მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?» ასე მოლაპარაკეთ, ცხადია, არასწორი აზროვნება ჰქონდათ. ამან კი ისინი იქამდე მიიყვანა, რომ შეწყვიტეს იესოს სიტყვების მოსმენა. ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია: «მას შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას». ყველა მოწაფეს ცუდი აზროვნება ჰქონდა? არა. ცნობა დასძენს: «მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: "თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?" სიმონ-პეტრემ უპასუხა: "უფალო, ვიღასთან წავიდეთ?"». შემდეგ კი, ფაქტობრივად, პეტრემ თავად გასცა საკუთარ კითხვას პასუხი: «საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს» (იოანე 6:60, 66—68). რა დიდებული აზროვნებაა! როდესაც საღვთო წერილის ისეთ ახსნას ან დეტალებს ვაწყდებით, რომელთა მიღებაც თავიდან შეიძლება გაგვიჭირდეს, განა კარგი არ იქნებოდა ისეთივე აზროვნება გამოგვევლინა, როგორიც პეტრეს ჰქონდა? რამდენად არაგონივრული იქნებოდა, შეგვეწყვიტა იეჰოვასთვის მსახურება ან «საღი სიტყვების ნიმუშის» საწინააღმდეგოდ გველაპარაკა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა თავიდან ძნელად გასაგებია! (2 ტიმოთე 1:13)» («საგუშაგო კოშკი», 1 სექტემბერი 2000 წელი, «გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა», აბზ.15).

  «"ცვლილებების მიღება და შესაბამისად მოქმედება შეიძლება რთული იყოს",— აღიარებს ერთი უხუცესი, რომელიც დიდი ხანია, რაც მსახურობს. რა დაეხმარა მას, მიეღო მრავალი ცვლილება, რომლებიც იმ 48 წლის განმავლობაში მოხდა, რაც ის სამეფოს მაუწყებელია? იგი გვპასუხობს: "მთავარია სწორი აზროვნება. ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა ნიშნავს, დარჩე ერთ ადგილას, მაშინ როდესაც ორგანიზაცია წინ მიდის. თუ ცვლილების მიღება მიჭირს, ვფიქრობ პეტრეს მიერ იესოსთვის ნათქვამ სიტყვებზე: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები: „სად უნდა წავიდე? ამ წუთისოფლის სიბნელეში?“ ეს მეხმარება, მტკიცედ ჩავეჭიდო იეჰოვას ორგანიზაციას" (იოანე 6:68) («საგუშაგო კოშკი», 15 თებერვალი 2006 წელი, «ვიაროთ გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება», აბზ.21).

  «თანამედროვე პერიოდშიც ავლენს ზოგი უკმაყოფილების სულს ქრისტიანულ სწავლებებთან დაკავშირებით. ისინი დრტვინვას იწყებენ იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზე. რატომ ხდება ეს? დრტვინვის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ადამიანს ბოლომდე არ ესმის, როგორ მოქმედებს ღმერთი. შემოქმედი თავის ხალხს ჭეშმარიტებას თანდათანობით უმჟღავნებს. აქედან გამომდინარე, დროდადრო საჭიროა იმ ცვლილებებთან შეგუება, რომლებიც ბიბლიის გაგებაში გვეხმარება. იეჰოვას მსახურთა უმრავლესობა სიხარულით ხვდება ასეთ ცვლილებებს. ზოგიერთები კი, რომელთა რიცხვიც საკმაოდ მცირეა, «მეტისმეტად მართლები» ხდებიან და ვერ ეგუებიან ცვლილებებს (ეკლესიასტე 7:16, აქ). სიამაყის გამო ზოგს დამოუკიდებლობის სული უვითარდება. რაც უნდა იყოს მიზეზი, ასეთი დრტვინვა სახიფათოა, რადგან ამან შეიძლება კვლავ ქვეყნიერებაში დაგვაბრუნოს.
მაგალითად მოვიყვანოთ ერთერთი იეჰოვას მოწმის, ემანუელის, შემთხვევა. ის «ერთგული და გონიერი მონის» მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებში განხილულ ზოგ საკითხს აკრიტიკებდა (მათე 24:45). მან შეწყვიტა ქრისტიანული ლიტერატურის კითხვა და ბოლოს ადგილობრივი კრების უხუცესებს განუცხადა, რომ აღარ სურდა იეჰოვას მოწმედ ყოფნა. მაგრამ ემანუელი მალევე მიხვდა, რომ იეჰოვას ორგანიზაციის სწავლებები ნამდვილად ჭეშმარიტება იყო. იგი დაუკავშირდა კრებას, აღიარა შეცდომა და ისევ გახდა იეჰოვას მოწმე. შედეგად, ის კვლავაც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც უწინ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეჭვი გვეპარება იეჰოვას ორგანიზაციის რომელიმე სწავლებაში? ნუ გამოვავლენთ მოუთმენლობას. «ერთგულმა და გონიერმა მონამ» დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოაქვეყნოს სტატია, რომელიც უპასუხებს ჩვენს კითხვებს და გაგვიქარწყლებს ეჭვებს. გონივრული იქნება, თუ დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მივმართავთ (იუდა 22, 23). ლოცვა, პირადი შესწავლა და მოწიფულ თანამორწმუნეებთან ურთიერთობაც დაგვეხმარება ეჭვების გაფანტვაში. ეს აგრეთვე გაგვიღრმავებს მადლიერების გრძნობას რწმენის განმამტკიცებელი ბიბლიური სწავლებებისადმი, რომლებსაც იეჰოვასგან მისი ორგანიზაციის საშუალებით ვიღებთ» («საგუშაგო კოშკი», 15 ივლისი 2006 წელი, «გახსოვდეთ ყოველივე კარგი, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია», აბზ.14-16).

«მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გვესმის ერთგული მონის პოზიცია, ეს იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ უარვყოთ მათი შეხედულება ან ისევ სატანის ქვეყნიერებაში დავბრუნდეთ. ნაცვლად ამისა, ერთგულებამ უნდა აღგვძრას, რომ თავმდაბლურად მოვიქცეთ და დაველოდოთ იეჰოვას, სანამ ის ნათელს მოჰფენს ამა თუ იმ საკითხს» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 2008 წელი, «იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს», აბზ.15).


  ჯამში როგორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა: ყველა ქრისტიანს მოუწოდებენ, რომ რეგულარულად და ღრმად იკვლიონ ბიბლიური სწავლებები და განმტკიცდნენღვთის სიტყვისადმი და გონიერი მონისადმი ნდობით, რომლის მეშვეობითაც გვაწვდის იეჰოვა დროულ სულიერად აღმაშენებელ საზრდოს (მათე 24:14). ქრისტიანული კრება უნდა ცდილობდეს «გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით», და მოერიდონ განხეთქილებებს რწმენის საკითხებში (1 კორინთელთა 1:10; ეფესოელთა 4:3).

  ამავდროულად გონიერ მონას, აფასებს რა ყოველი ქრისტიანის უფლებას ჰქონდეს საკუთარი აზრი, არ სურს თავის თანამორწმუნეებზე ბატონობა (2 კორინთელთა 1:24). ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ქრისტიანს, კრების უხუცესების მხრიდან დახმარების მიუხედავად, არ შეუძლია გონიერი მონის მიერ მოწოდებული, გარკვეული ბიბლიური სწავლების ახსნის მიღება, მისი უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, ისევ მასთან რჩება. თუმცა, გონიერი მონა, ასეთ ქრისტიანს თავმდაბლობის გამოვლენისაკენ მოუწოდებს, რათა უფლება არ მისცენ თავის ეჭვებს, რომ მათში გულგატეხილობა ან რწმენის განელება გამოიწვიოს. მსგავსი გრძნობები არ უნდა გახდეს ადამიანისათვის კრების შეხვედრების მიტოვების, ძმებთან ქრისტიანულ მსახურებაში თანამშრომლობის შეწყვეტისა და, მით უმეტეს, დრტვინვის მიზეზი! მსგავს სიტუაციაში ქრისტიანისტის უფრო გონივრული იქნებოდა თავმდაბლურად დალოდებოდა დროს, როდესაც ორგანიზაცია უფრო არგუმენტირებულად შეძლებდა მისთვის საინტერესო საკითხის განმარტვას.  


   მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიური პრინციპი, რომელიც ასეთმა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს.





არ გავავრცელოთ პირადი შეხედულებები სხვებს შორის!




  თუ ქრისტიანი,  გარკვეულ ბიბლიურ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მას ეჩვენება, რაიმე სახის ლოგიკურ დასკვნებამდე მივიდა, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, მისი პირადი საქმეა. მაგრამ მისი მხრიდან არასწორი იქნებოდა, ამ შეხედულებების სხვა თანამორწმუნეებისათვის თავზე მოხვევა. კრებაში საკუთარი წარმოდგენების გავრცელება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული ესა თუ ის ბიბლიური სწავლება, არასწორი საქციელი იქნებოდა. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც კრების ქრისტიანულ ერთობას, ასევე ცალკეული ქრისტიანების რწმენას.

  აი რა წერია ამასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში:

«რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ერწმუნათ ის რაც სურდათ. მაგრამ, როდესაც ვინმე სახალხოდ თუ პირად საუბრებში აცხადებს ისეთ რამეს, რაც ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოყვანილი აზრებისგან განსხვავდება და ამას ორგანიზაციის სახელით აკეთებს, ეს განხეთქილებას იწვევს. როგორ უმკლავდებოდნენ იეჰოვას მოწმეები ასეთ სიტუაციებს?
მათ არ დაუწყიათ ასეთი ადამიანების დევნა (თუმცა განდგომილები ხშირად ლანძღავდნე ყოფილ სულიერ ძმებს) და მათთვის არც ფიზიკური ზიანის მიყენებას ცდილობდნენ (როგორც ამას კათოლიკური ეკლესია აკეთებდა ინკვიზიციის მეშვეობით). ნაცვლად ამისა, ისინი მიჰყვებოდნენ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ რჩევას: «თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ, რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები არ არიან... და შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს» (რომაელთა 16:17, 18)» («ღვთის სამეფოს მაუწყებლები», გვ.628).

  «თუმცაღა არასწორი იქნებოდა, კრებაში გვეცადა სხვების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი პირადი, განსხვავებული თვალსაზრისი მიეღოთ. ეს განხეთქილებას წარმოქმნიდა და ერთობის შესარჩუნებას არ შეუწყობდა ხელს» («საგუშაგო კოშკი», 15 ივლისი 1996 წელი, «შეინარჩუნეთ ერთობა ბოლო დღეებში», აბზ.7 (რუს)).

  «თუ არ ვფრთხილობთ, შეიძლება შევცდეთ და სხვების სწავლებისას პირადი თვალსაზრისი ან შეხედულებები ჩავრთოთ. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მათ შემთხვევაში, რომლებიც საკმაოდ თავდაჯერებულები არიან თავიანთ მსჯელობებში, თუნდაც ეს მსჯელობები იეჰოვას ორგანიზაციის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდეს. მაგრამ, მალაქიას მეორე თავი აჩვენებს, რომ კრების მასწავლებლები მოწიწებით უნდა ეპყრობოდნენ ღვთის სიტყვას და არა საკუთარ აზრებს, რომლებმაც შეიძლება ცხვრები დააბრკოლოს. იესომ თქვა: «ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ» (მათე 18:6)» («საგუშაგო კოშკი», 1 მაისი 2002 წელი, «იეჰოვას სძულს ღალატი», აბზ.12).

  «იეჰოვას ორგანიზაცია არ მიიჩნევს, რომ დასაძრახია გულწრფელი და დროული კითხვების დასმა, როგორც მცდარად ამტკიცებს ზოგიერთი მოწინააღმდეგე (1 პეტრე 1:10—12) თუმცა ბიბლია გვირჩევს მოვერიდოთ სულელურ და არაფრისმომცემ საკითხებზე დავებს» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 1998 წელი, «ღვთის სამართლიანობისადმი რწმენის გაძლიერება», აბზ.19 (რუს)).

  «ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი შეიძლება სულაც არ აპირებდეს ცრუ სწავლებების გავრცელებას, მაგრამ დაუფიქრებელი ლაპარაკი ახასიათებდეს (იგავი 12:18). არასრულყოფილების გამო დროდადრო ენით ყველა ვცოდავთ (იგავი 10:19; იაკობი 3:8). როგორც ჩანს, მოციქულ პავლეს დღეებში კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ენას კონტროლს ვერ უწევდნენ და ყოველ წვრილმანზე ერთმანეთში კამათობდნენ (1 ტიმოთე 2:8, აქ). იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ შეხედულებებზე და იმდენად ღრმად შეტოპეს, რომ პავლეს ავტორიტეტი სადავო გახადეს (2 კორინთელთა 10:10—12). ასეთი სულისკვეთება ზედმეტი კონფლიქტების მიზეზი ხდება. ზოგჯერ ეს უთანხმოებები «ფუჭ კამათში» გადაიზრდებოდა ხოლმე და კრების მშვიდობას არღვევდა (1 ტიმოთე 6:5,; გალატელთა 5:15). უთანხმოებების გამომწვევთ პავლე სწერდა: «ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის სწავლებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი» (1 ტიმოთე 6:3, 4).
  …რა თქმა უნდა, ნორმალურია, ვიმსჯელოთ ბიბლიის ცნობაზე ან გვაინტერესებდეს აღთქმული ახალი ქვეყნიერების ის გარკვეული მხარეები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. და არაფერია ცუდი იმაში, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ ისეთ პირად საკითხებზე, როგორიც არის ჩაცმა, თავის მოვლა თუ გართობა. მაგრამ, თუ დოგმატურები ვართ და ვნაწყენდებით, როდესაც სხვები არ გვეთანხმებიან, კრება შეიძლება წვრილმანი საკითხების გამო დაყოფის საშიშროების პირისპირ დადგეს. მაგალითად, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საუბრები შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს».

  სტატიაში შემდგომ ნათქვამია:

  «ზოგჯერ კრების წევრები წვრილმან საკითხებზე უთანხმოების ან განყენებულ საკითხზე კამათის მახეში გაებმებიან ხოლმე. კრების ერთიანობის დასაცავად უხუცესები მსგავს პრობლემებზე დაუყოვნებლივ უნდა რეაგირებდნენ. ამავე დროს, უნდა ერიდონ ძმებისთვის არასწორი მოტივების მიწერასა და ნაჩქარევად მათ განდგომილებად მიჩნევას. პავლე აღგვიწერს, როგორი სულით უნდა იქნეს დახმარება გაწეული: «ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში» (გალატელთა 6:1). განსაკუთრებით იმ ქრისტიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვებს ებრძვიან, იუდა წერდა: «დაეჭვებულნი შეიწყალეთ. სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით» (იუდა 22, 23;). რა თქმა უნდა, თუ არაერთი გაფრთხილების შემდეგ ვინმე განაგრძობს ცრუ სწავლებების გავრცელებას, უხუცესებმა გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ კრების დასაცავად (1 ტიმოთე 1:20; ტიტე 3:10, 11)»(«საგუშაგო კოშკი», 1 მაისი 2000 წელი, «მტკიცედ დავიცვათ ღვთის სწავლება», აბზ.11-14,19,20).

  ასევე სავსებით გონივრულია ორგანიზაციის შეხსენება იმის შესახებ, რომ კრების შეხვედრები და თანამორწმუნეები არ გამოიყენონ კრიტიკული შეხედულებების გავრცელების ობიექტად ან არ ვაქიოთ ისინი გავრცელების საშუალებად. ყოველი ქრისტიანი ყურადღებას უნდა აქცევდეს თავის საქციელს, რათა კრების სულიერ კეთილდღეობაზე იზრუნოს, იმის ნაცვლად, რომ გახრწნას იგი «ლანძღვის» სიტყვებით გონიერი მონისა და ძმების მისამართით, რომლებიც კრების განსწავლაზე არიან პასუხისმგებლები (ეფესოელთა 4:31; კოლოსელთა 3:8).    


  «სულიერ საკითხებზე გულწრფელი კითხვების დასმა — სავსებით დასაშვებია. მაგრამ, ჩვენ თუ უარყოფითი აზროვნების განვითარებას დავიწყებდით, რომელიც ახლო მეგობრების წრეში კრიტიკული საუბრების სახით გამოიხატება? ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის გვეკითხა: «სადამდე მიმიყვანს ეს ყოველივე? იქნებ სჯობს დრტვინვა შევწყვიტო და თავმდაბლურად სიბრძნისთვის ვილოცო?» (იაკობი 1:5—8; იუდა 17—21). კორახი და მისი მომხრეები, რომლებიც მოსესა და აარონის ძალაუფლებას აღუდგნენ წინ, ალბათ, იმდენად დარწმუნებულები იყვნენ თავის სიმართლეში, რომ არ შეუმოწმებიათ საკუთარი მოტივაცია. მიუხედავად ამისა, ისინი ძლიერ ცდებოდნენ. ასევე ცდებოდნე ის ისრაელიანებიც, რომლებიც კორახისა და სხვა მეამბოხეების განადგურების გამო აჯანყდნენ. რა ბრძნული საქციელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, თუ ასეთი მაგალითების საფუძველზე შევამოწმებდით ჩვენს მოტივებს, შევწყვეტდით ჯაყს და წუწუნს და უფლებას მივცემდით იეჰოვას რათა განვეწმინდეთ! (ფსალმუნი 16:1—3)» («საგუშაგო კოშკი», 15 ივნისი 1996 წელი, «კურთხევა ან წყევლა — მაგალითები ჩვენთვის დღეს», აბზ.15 (რუს)).

  «განსაკუთრებით დანიშნულმა უხუცესებმა უნდა დააფასონ ის მსუყე სულიერი საზრდო, რომელსაც გონიერი მონის მეშვეიბით გვთავაზობს ღმერთი. მრავალი წლის წინ რამოდენიმე უხუცესმა არ დააფასა ეს ყოველივე. თვითმხილველის სიტყვებით, ეს მამაკაცები «"საგუშაგო კოშკში" მოცემულ სტატიებს აკრიტიკებდნენ, ვინაიდან არ სურდათ ისინი ისე მიეღოთ, როგორც... ჭეშმარიტების ღვთიური არხი და ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სხვებზეც მოეხდინათ ზწემოქმედება თავისი აზროვნებით». მაგრამ ლოიალური უხუცესები არასოდეს არ ცდილობენ სხვებზე ზემოქმედების მოხდენას, იმისათვის რომ მათ უარყონ რაიმე იმ სულიერი საზრდოდან, რომელსაც გონიერი მონის მეშვეობით გვთავაზობს ღმერთი»(«საგუშაგო კოშკი», 15 ნოემბერი 1992 წელი, «ლოიალურად ემ სახურე იეჰოვას», აბზ.7 (რუს)).

  «კრების შეხვედრებზე ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი რწმენა. ამის ერთერთი საშუალება კომენტარებში მონაწილეობაა. როგორ უნდა ვუპასუხოთ კრების შეხვედრებზე? ჩვენი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს. სწორედ ასე იქცეოდა ფსალმუნმომღერალი დავითი «შეკრებილ ხალხში» (ფსალმუნი 25:12). კომენტარის გაცემისას უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა - გავამხნევოთ თანამორწმუნეები და «წავახალისოთ... სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის» (ებრაელთა 10:23—25)» («მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში», გვ.70).

  «პავლეს მითითება [1 კორინთელთა 15:33] აუცილებლად უნდა მოვიდეს მოქმედებაში, თუ ვინმე გამუდმებით ეწინააღმდეგება იმას, რაც, როგორც ჩვენ ვიცით, ბიბლიურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ან გამუდმებით სკეპტიკური ან ნეგატიური სულის მქონე კომენტარებს აკეთებს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, თუ ვინმე განდგომილი გახდა, სულიერ მწყემსებს მოქმედება მოუწევთ იმისათვის, რომ სამწყსო დაიცვან (2 ტიმოთე 2:16–18; ტიტე 3:10, 11)» («საგუშაგო კოშკი», 1 აგვისტო 1993 წელი, «დაე ნურავინ გახრწნის შენს კეთილ ჩვევებს», აბზ.7 (რუს)).


  უნდა ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიცია შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს. როგორც წესი, ეს მათთვისაა დამახასიათებელი, ვინც საკუთარ გრძნობებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე სხვების ინტერესებზე, და სურვილი აქვს, რომ მის აზრს ყოველთვის განსაკუთრებული წონა ჰქონდეს კრებაში. ასეთი სახის კრიტიკოსები იმის მკიცებას ცდილობენ, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ეს პოზიცია თითქოსდა არ წარმოადგენს ნამდვილ ქრისტიანულს. ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ პირველი საუკუნის კრებას არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა მასში წარმოქმნილ განხეთქილებებთან.

  ეს თუ ასეა, მაშინ ჩვენს წინაშე სერიოზული კითხვები წარმოიშობა. მაგალითად, ნამდვილად მისდევენ თუ არა იეჰოვას მოწმეები ამ საკითხში ბიბლიურ პრინციპს? ნამდვილად არიდებდნე თუ არა პირველი საუკუნის კრების პასუხისმგებელი ძმები განსხვავებულ აზროვნებას და კეთილგანწყობით უყურებდნენ რომელიმე თანამორწმუნის მიერ, გარკვეულ სწავლებაში საკუთარი შეხედულებების შეტანას? თვითონ ღვთის სიტყვა რას ამბობს ამასთან დაკავშირებით?




ბიბლია, პირველი ქრისტიანები და განსხვავებული აზრისადმი დამოკიდებულება




  მოციქულთა და იესო ქრისტეს მოწაფეთა ახალაღთქმისეული წერილების კითხვისას, დიდი ძალისხმევა გჭირდება თვითშთაგონებისათვის, იმის წარმოსადგენად, რომ მათში მიესალმებიან მრწამსის საკითხებში, ქრისტიანებს შორის აზრთა სხვადასხვაობას. იესომ მოწაფეებს ერთი სწავლება მისცა, და უცნაური იქნებოდა, რომ მას თავისი მიმდევრების მხრიდან, მისი სწავლების განსხვავებულად გაგების სურვილი რომ ჰქონოდა. მოციქული პავლეს მითითებები, რომელმაც მაშინდელ მსოფლიოში არც თუ მცირე კრებას გაუწია ორგანიზება, იმის სარწმუნო მტკიცებულებაა, რომ იესოს მოწაფეთაგან ერთიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მრწამსის ერთობა მოითხოვებოდა (ეფესოელთა 4:3 ფილიპელთა 1:27). 

  «ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებული იყავით გონებითა და აზრით» (1 კორინთელთა 1:10).

  «ბოლოს, ძმებო, … ერთი აზრი გქონდეთ, მშვიდობიანად იცხოვრეთ და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება» (2 კორინთელთა 13:11).

  «გქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი» (ფილიპელთა 2:2).

  ამავდროულად, პირიქით, პავლე რწმენასთან დაკავშირებულ ყოველგვარ აზრთა სხვაობას ისე აღკვეთს, როგორც სექტანტობის გამოვლინებას (ტიტე 3:10,11). მაგალითად, ქრისტიანისათვის შეუფერებელი «ხორცის საქმეების» აღწერისას, ჩვენ «განხეთქილება, სექტანტობა»-საც ვხვდებით (გალატელთა 5:19-21). გალატელთა მიმართ მიწერილ წერილში, სადაც ეს გაფრთხილებაა მოცემული, მოციქული თვითონ ქრისტიანებს არცხვენს განსხვავებული შეხედულებებისადმი მიდრეკილების ტენდენციის გამო, რომელიც ჭეშმარიტ რწმენას ვნებდა:
  
«მაოცებს, ასე სწრაფად რომ შორდებით მას, ვინც ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით მოგიწოდათ, და გადადიხართ სხვა სასიხარულო ცნობაზე, თუმცა ის სხვა არ არის, ოღონდ არიან ზოგიერთები, რომლებსაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დამახინჯება უნდათ, მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს. ვთქვით და კვლავაც ვამბობ: ვინც გაუწყებთ სასიხარულო ცნობას, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც მიიღეთ, დაწყევლილი იყოს» (გალატელთა 1:6-9).

  სხვა შემთხვევაში მოციქული კორინთელ ქრისტიანებზე საუბრობს, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ, რომ მომთმენები ყოფილიყვნენ მსგავსი აზრთა სხვადასხვაობების მიმართ და ყოველივე ამით საფრთხის ქვეშ აყენებდნენ რწმენისა და კრების ერთობას. ის წერს:

  «როცა ვინმე მოდის და იმ იესოს არ ქადაგებს, რომელიც ჩვენ გიქადაგეთ, ან როცა ისეთ სულს ან სასიხარულო ცნობას იღებთ, რომელიც არ მიგიღიათ, თქვენ ითმენთ მას» (2 კორინთელთა 11:4).

  «ახლა შეგაგონებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ, რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი მუცლებისა, და შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს» - კვლავ პავლეს მოწოდებას ვკითხულობთ, ოღონდ უკვე რომაელი ქრისტიანების მიმართ (რომაელთა 16:17,18). 


  ზოგჯერ ზოგიერთი ლიბერალური შეხედულებები მოყვარულები მოციქული პავლეს სიტყვებს ციტირებენ 1 კორინთელთა 11:19-დან, სადაც მოციქული ამბობს: «ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის» (საპატრიარქოს თარგმანი). აქცენტი სიტყვა «განხეთქილებაზე» კეთდება. მათი აზრით, პავლემ ამით ქრისტიანებს შორის განსხვავებული იდეების გავრცელება "დაუშვა", იმისგან დამოუკიდებლად, ეთანხმებიან თუ არა ისინი კრების აზრს. თუმცაღა, პავლეს სიტყვების ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად მოგონილია.

  პირველი, ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მოციქულის ნათქვამი სიტყვების კონტექსტს, სადაც ის პირდაპირ განიკითხავს ზოგიერთ ქრისტიანს, ქრისტიანული ჭეშმარიტებისაგან განსხვავებული პოზიციის გამო. როგორც უკვე ნათქვამი იყო, პავლემ თავისი წერილი ასეთი სიტყვებით დაიწყო: «ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებული იყავით გონებითა და აზრით» (1 კორინთელთა 1:10). ამიტომ მას უბრალოდ არ შეეძლო იმავე წერილში, ზემოთ ნათქვამის სრულიად საპირისპირო რამ დაეწერა. გასაგებია, რომ პავლეს მხედველობაში სულ სხვა რამ ჰქონდა, და არა ის, რაში დარწმუნებასაც ქრისტიანულ კრებაში ლიბერალური შეხედულებების კულტივირების მომხრეები ცდილობენ.

  მეორე, ძველ ტექსტში ამ ადგილას დგას სიტყვა «hairesis» -«ერესი», რაც არ გვაძლევს იმის ფიქრის მცირე საშუალებასაც კი, რომ თითქოს მოციქული პავლე, მისგან მოხსენიებულ განხეთქილებაში, რაიმე მოსაწონს გულისხმობდა. მაგალითად, ზუსტად იგივე სიტყვა დგას საქმეების 15:5-ში, გალატელთა 5:20-ში და 2 პეტრეს 2:1-ში, ხოლო მისგან წარმოებული კი – ტიტეს 3:10-ში.
  ამის გამო ბიბლიის მრავალ თარგმანში მოცემული ფრაზა მისი პირდაპირი მნიშვნელიბითაა ნათარგმნი, «ერესი» ან «სექტა» (DBYDRAYLT,RWB). ახალი ქვეყნიერების თარგმანში ეს მუხლი ასე ჟღერს: «თქვენ შორის სექტებიც უნდა იყოს, რათა მოსაწონნი გამოჩნდნენ».

   მოციქულის მიერ 1 კორინთელთა 11:19-ში ნათქვამის არსი, თვალნათლივაა ახსნილი მისივე სიტყვებით საქმეების 20:30-ში:

  «ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები».

  აქედან გამომდინარეობს, რომ მოციქულის სიტყვები «თქვენ შორის სექტებიც უნდა იყოს» სამწუხარო ფაქტის აღიარებას წარმოადგენს, რომ, ასე თუ ისე, მაგრამ ქრისტიანული კრება, განდგომილებისა და სექტანტობის ზეგავლენის თავიდან არიდებას, საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებს (მათე 13:24-26; ლუკა 17:1). თუმცა, ეს ტენდენცია თავის მხრივ გამოაჩენს, თუ ქრისტიანთაგან სინამდვილეში ვინ ცდილობს ჭეშმარიტი სწავლების მიყოლას და ვინაა მიდრეკილი სექტანტობის გავრცელებისაკენ.  

  სასარგებლო იქნება ბიბლიური ნაშრომებიდან მოყვანილი ზოგიერთი გამონათქვამი ამ თემასთან დაკავშირებით:

  «სექტები სასარგებლოა მოსაწონთა გამოსააშკარავებლად, ანუ მათი, ვისაც სექტანტობისადმი აქვს მიდრეკილება» (კომენტარი 1 კორინთელთა 11:19-ზე «აღდგენილი თარგმანიდან»(Восстановительный перевод)).

    «პავლეს არ სურდა დაყოფის შესახებ ჭორების დაჯერება (ის ამბობდა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ სჯეროდა მათი – იხ.18б), მაგრამ მან იცოდა, რომ ცოდვა აუცილებლად შეაღწევდა ეკლესიაში (იხ. ლუკა 17:1). მე-19 მუხლის ბოლო ნაწილი ინგლისურად ჟღერს როგორც «რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის ღვთისაგან მოწონებულნი» (ბერძ. დოკიმოი); ამ ფრაზით პავლე თითქოსდა ისევ იმას უბრუნდება, რის შესახებაც ადრე საუბრობდა (1 კორინთელთა 9:27 – 10:10), სადაც 9:27-ში საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა (ადოკიმოს) გამოიყენა, რომელიც ქართულად თარგმნილია როგორც "უღირსი" მნიშვნელობით "ღვთის მიერ არ მოწონებული"» (დეივიდ კ. ლოური. კომეტარი კორინთელთა მიმართ პირველ წერილზე).

  «ეკლესიის ზრდასთან ერთად, ნებისმიერი დაჯგუფება რომელიც ეკლესიის წიაღში წარმოიქმნებოდა, უწოდებდნენ hairesis – ანუ სექტას, რომლის წევრთა თვალსაზრისიც იმ ჭეშმარიტებას არ ემთხვეოდა, რომელსაც მოციქულები ქადაგებდნენ. აქედან გამომდინარე პავლე კორინთელებს ასწავლიდა, რომ საჭირო იყო ჭეშმარიტი და ცრუ სწავლებების გარჩევის უნარის ქონა (1 კორინთელთა 11:19). თანდათან სიტყვა «ერესმა» ისეთი სწავლების მნიშვნელობა მიიღო, რომელიც დოგმისგან განსხვავდებოდა… ჩვენს დროში სიტყვა «ერესი» ჩვეულებრივ ზუსტად ასე ესმით; ესაა ცრუ სწავლება, რომელიც ვნებს რწმენას და ეკლესიის შიდა დაყოფას იწვევს» («უოლტერ ელუელისა და ფილიპ კამფორტის დიდი ბიბლიური ლექსიკონი», 2005 წელი, გვ.429).   


  ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, მეტად აღარ რჩება ეჭვი ერთსულოვნების მკაფიო პოზიციასთან დაკავშირებით, რომელსაც მოციქული პავლე და პირველი საუკუნის ყველა ქრისტიანული კრება მისდევდა. იესოს მოწაფეებისათვის აუცილებელი იყო მთელი ძალებით გაქცეოდნენ განხეთქილებებსა და სექტანტობას, რომ თვითკმაყოფილი ადამიანებისთვის არ მიეცათ «პირველობის» საშუალება და კრებაში საკუთარი იდეების გავრცელების საშუალება (3 იოანე 9; იუდა 16). პავლე ასეთ იდეებს ასე მოიხსენიებდა: «ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანის ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს» (კოლოსელთა 2:8). ასეთი სახით მოუწოდებდა მოციქული ტიმოთეს:

  «ჩაეჭიდე იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს, ჩემგან რომ მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია» (2 ტიმოთე 1:13).

  იმავე წერილში პავლე დარიგებას აძლევს ტიმოთეს:

  «ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას. თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს, რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება» (2 ტიმოთე 2:15-17).

  ზემოთ მოყვანილი მაგალითების სხვაგვარად, ვიდრე ქრისტიანებისადმი მოწოდება, რათა შეინარჩუნონ აზრისა და რწმენის ერთიანობა, გაგება რთულია. და ეს რაღაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს. მოციქულები მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ქრიატიანთა შორის საკუთარი მოსაზრებების გავცელებისადმი მიდრეკილებამ, შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ კრებაში «შემოაპარონ დამღუპველი სექტანტობა» და იესოს მოწაფეების გახლეჩვა და რწმენის ნგრევა გამოიწვიოს (2 პეტრე 2:1; 2 ტიმოთე 4:3,4). ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების წყალობით, კრებას შეეძლო ღვთისადმი თავისი მსახურების «სულითა და ჭეშმარიტებით» შესრულება (იოანე 4:23,24).
  ყოველივე ამასთან ერთად, დოქტრინალურ ერთობასთან დაკავშირებით ადრე-ქრისტიანული კრების ასე მკვეთრად გამოხატული პოზიცია, როგორც უკვე განვიხილეთ, ცალკეულ ქრისტიანებს უფლებას აძლევდა ჰქონოდათ საკუთარი შეხედულებები, და აღიარებდა, რომ კრებაში შეიძლება ვინმეს შეჰქმნოდა გართულებები სწავლებების გაგებასთან დაკავშირებით (ლუკა 9:44,45; რომაელთა 14:1-5,22; 1 კორინთელთა 13:12; 2 კორინთელთა 1:24; იაკობი 1:5; იუდა 22). მაგრამ ამავდროულად კრების ასეთ წევრს არ უნდა დავიწყებოდა, რომ მსგავსი პირადი შეხედულებები პირად შეხედულებებადვე უნდა დარჩენილიყვნენ; მას არ უნდა ეცადა მათი, დანარჩენ ქრისტიანთა შორის გავრცელება, მითუმეტეს, არ უნდა ექცია ისინი დავებისა და სხვების დაბრკოლების მიზეზად (რომაელთა 14:13-23).

  ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს პავლე მოციქულის მიერ ზოგიერთი ქრისტიანის მხილება, რომლებიც ქრისტიანული სწავლების განსაზღვრულ ასპექტებში საკუთარი თვალსაზრისის თავზე მოხვევას ცდილობდნენ. მოციქული ტიმოთეს მიმართ წერილში ასეთ სიტყვებს ამბობს:

  «თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს, რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება. მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე. ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ. ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს» (2 ტიმოთე 2:16-18).

  ჰქონდათ თუ არა პავლეს მოხსენიებულ პიროვნებებს პირადი აზრის უფლება? რა თქმა უნდა. თუმცა შევნიშნოთ, რომ პავლე მათ უბრალოდ პირადი აზრის გამო კი არ ამხელს, არამედ იმის გამო, რომ ისინი სხვა ქრისტიანების აზროვნებაზე ცდილობდნენ ზემოქმედების მოხდენას, რისთვისაც «უშინაარსოდ ლაპარაკობდნენ», «თავის სიტყვას ავრცელებდნენ» და საჯაროდ «ლაპარაკობდნენ» საკუთარ შეხედულებებზე, რომლებიც მოციქულებისა და მთელი კრების თვალსაზრისისაგან განსხვავდებოდა, ეს კი, საბოლოო ჯამში, «რწმენას უნგრევდა ზოგიერთ» თანამორწმუნეებს. ასეთ მოქმედებებს მოციქული უწოდებს «უწმინდურებას» და «ღვთის გმობას» და, როგორც ჩანს, ზუსტად ამ მიზეზის გამო «გადაეცნენ სატანას», ანუ ქრისტიანული კრებიდან გაირიცხნენ (1 ტიმოთე 1:19,20. შეადარეთ 1 კორინთელთა 5:5,13).


  როგორც ვხედავთ, მოციქულთა პოზიცია, რომლებიც არ ცდილობდნენ პირადი მოსაზრებების კონტროლს, ამავდროულად პრინციპული იყო, როდესაც საქმე ვინმეს მხრიდან კრებაში თანამორწმუნეთა აზროვნებაში «ახალი ტენდენციების» სახით სურდა საკუთარი თეოლოგიური დასკვნების მოხვევა. საკუთარი ინდივიდუალური შეხედულებები, ასეთი თუ წარმოიქმნებოდა, ასეთ ქრისტიანს უნდა «ჰქონოდა ღვთის წინაშე», მაგრამ ამავდროულად არ უნდა გაევრცელებინა ის სხვებზე, «რაც დააბრკოლებდა მის ძმას» (რომაელთა 14:21,22). ქრისტიანული კრებისთვის მეტად აუცილებელი იყო სულისა და რწმენის ერთობის შენარჩუნება (ფილიპელთა 1:2; 2:2). რის გამოც ასეთი ბიბლიური პოზიცია სავსებით გონივრულსა და ლოგიკურს წარმოადგენს. 

  დღეს იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, პირველი საუკუნის მოციქულთა კრების ამ მაგალითის შესაბამისად მოიქცნენ. ამ ქრისტიანული ორგანიზაციის ოფიციალური პუბლიკაციებიდან მოყვანილი მრავალრიცხოვანი ციტატების საშუალებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში თვითონ დარწმუნდეს. ისევე როგორც მოციქულთა ქრისტიანული კრების შემთხვევაში, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია არ აპირებს არცერთი ქრისტიანის პირადი მოსაზრებების გაკონტროლებას. და თუ ვინმეს მაინც რიცხავენ კრებიდან, ეს არასოდეს ხდება, თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამო, არამედ , ამ აზრის სხვებისთვის მოხვევის ჯიუტი მცდელობისთვის. ნათქვამიდან გამომდინარე, ნათელია, რომ იმაში ბრალდება, თითქოსდა ქრისტიანის პირად აზრთან დაკავშირებულ საკითხში ორგანიზაცია იგნორირებას უკეთებდეს ბიბლიურ მაგალითს და რაიმე სახის საკუთარ წესებს ადგენდეს, აბსოლუტურად უსაფუძვლოსა და აბსურდულს წარმოადგენს. თეოკრატიული წესრიგის საკითხებში, რომლებიც წერილებს შეესაბამება, იეჰოვას მოწმეები მყარ ქრისტიანულ პლატფორმაზე დგანან.




ჯანსაღად რომ ვიმსჯელოთ…




  «ქრისტიანულ» სამყაროში ლიბერალური შეხედულებებისა და ქცევის მანერის ზრდის ფონზე, რა თქმა უნდა, გაკვირვებას არ იწვევს, რომ ბიბლიის მიერ წარმოდგენილი ისეთი წესრიგი, რომელიც ზღუდავს კრებაში საკუთარი მოსაზრებების გავრცელების ტენდენციას, მტრულ დამოკიდებულებასა და გმობასაც კი იწვევს (2 თესალონიკელთა 3:4-6,14). პარადოქსულია, მაგრამ ძირითადად ეს თვითონ იმ ხალხის მხრიდან ჩანს, რომლებიც თავს «ქრისტიანებად» მიიჩნევენ და მრავალრიცხოვანი ეკლესიების სამწყსოს მიეკუთვნებიან. და თუ შესაბამისი ბიბლიური მოთხოვნებიც კი მათში «გაუგებრობას» იწვევს, მით უმეტეს იეჰოვას მოწმეების პოზიცია, რომელიც წმინდა წერილების პოზიციის ანალოგიურია, კრიტიკოსების მიერ მტრულად აღიქმება.
  სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმემ ასეთი კითხვები დაუსვას საკუთარ თავს: «იქნებ, არ ღირს ერთობასთან დაკავშირებით ბიბლიური პრინციპისადმი ასე სერიოზული მიდგომა? განა ქრისტიანულ კრებაში დაკუთარი მოსაზრების ღიად გავრცელების უფლება საერთო სარგებელს არ მოემსახურებოდა, როგორც ქრისტიანების, ასევე ჭეშმარიტების საქმის მთლიანობაში?». თუმცა პირადად მე ასეთი მოსაზრება არაბრძნული და, უფრო მეტიც, თვითონ სახარების იდეისადმი სერიოზული საფრთხის შემცველი მეჩვენება. იმის გაგება, თუ რატომაა ეს ასე, იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ არასასურველ ზედაპირულ ემოციებს მოვიცილებთ და საღ მსჯელობას მივმართავთ.


  პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხში, ეს ისაა, რომ ქრისტიანულ კრებაში აზრთასხვაობის სრული თავისუფლების იდეა, პირდაპირ რომ ვთქვათ, სიცოცხლისუუნაროა. ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვების დასმა: «ნეტა რა იქნებოდა, კრებაში ყველამ ღიად რომ წამოაყენოს თავისი საკუთარი აზრები?». «ქრისტიანობის» 2000-წლიანი ისტორია თავისთავად წარმოადგენს ამ კითხვაზე ნათელ პასუხს. მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტები, უდაოდ, ამოწმებენ იმას, რომ ნებისმიერი საეკლესიო საზოგადოება, დოქტრინალური საკითხების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულებით, ადრე თუ გვიან განხეთქილებას განიცდის, თანაც არა ერთს. ასეთ ეკლესიებს გამოეყიფიან ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებმაც იმათი შეხედულებები გადაიღეს, ვინც «ახალი შეხედულებების» მატარებლებად იქცნენ. შედეგად, თავის მხრივ, შემდგომ ეს ჯგუფებიც აუცილებლად განიცდიდნენ ასეთივე განხეთქილებებსა და ეკლესიის სხვა, «კიდევ უფრო ახალი იდეების მქონე» წევრების გამოყოფას…

  შედეგად ჩვენ ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი «ქრისტიანული» სამყარო: დახლეჩილი მასა ათიათასობით მიმდინარეობებით, რომელთაგან თვითოეულსაც საკუთარი შეხედულება აქვს ამა თუ იმ, დიდ თუ პატარა, რელიგიურ ასპექტებში. თანაც, მსგავსი ეკლესიური დახლეჩა დღესაც აქტიურად გრძელდება, ლიბერალიზმი და «ქრისტიანულ» გარემოში დამოუკიდებელი აზროვნების კულტივირება კი, ამ ყველაფერში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ქრისტიანულ კრებაში აზრთასხვაობის გამოცხადების «ლამაზი» იდეები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უტოპიურად მეჩვენება. ხოლო პირდაპირ თუ ვიტყვით, მაშინ – სიცოცხლისუუნაროდ და არა მარტო რწმენის ერთობის, არამედ თვით ქრისტიანების რწმენის დამანგრევლად!


  სხვათა შორის, რაც შეეხება ერთობას. როგორც ადრე უკვე აღნიშნული იყო, ახალი აღთქმის მუხლები დაუღალავად აქცევენ ქრისტიანთა ყურადღებას ორგანიზებული ერთობის შენარჩუნებისა და ურთიერთ შორის დოქტრინალური ერთსულოვნების აუცილებლობაზე. და აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იესოს ჭეშმარიტ მიმდევართა კრების აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, «რადგან ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია» (1 კორინთელთა 14:33,40; 2 თესალონიკელთა 3:4-6,14). ჩვენ თუ გვემახსოვრება ამის შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა კრებაში რომელიმე თეოლოგიურ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნის გავრცელების სურვილი გაგვიჩნდეს, რადგან გვესმის, რომ ამან ღვთის თვალში მეტად ძვირფასი ქრისტიანული ერთობა შეიძლება დააყენოს საფრთხის ქვეშ. ასეთი პოზიციის მიზეზს ბიბლია შემდეგი სახით ხსნის:

  «თუ ვინმე სხვა რამეს ასწავლის და არ ეთანხმება არც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებს და არც ღვთისადმი ერთგულების შესაბამის სწავლებას, ის გაყოყოჩებულია, არაფერი ესმის, სიტყვებს ეკიდება და კამათის სენით არის შეპყრობილი. ეს იწვევს შურს, დავას, ლანძღვას, ბოროტ ეჭვებსა და წვრილმანებზე ცხარე კამათს მათი მხრიდან, ვისაც გონება გარყვნილი აქვს, ხოლო ჭეშმარიტება - წართმეული, და ჰგონიათ, რომ ღვთისადმი ერთგულებით რამეს მოიხვეჭენ» (1 ტიმოთე 6:3-5).

  ამ მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ კრებაში თეოლოგიური დავების გაღვივება, ღვთისმოსაწონ საქმეს წარმოადგენს? რთულია ამას დაეთანხმო. გაშმაგებულ დავებში ჭეშმარიტება კი არ იპოვება, არამედ იკარგება. ერთმა მოაზროვნე ადამიანმა ამასთან დაკავშირებით ზუსტად შენიშნა, რომ «საუბრისას თავდაჭერილობა და დროულობა მჭერმეტყველებაზე მეტად ფასობს».

  და აქ ტყუილად შეეცდებიან კრიტიკოსები, რომ ბრალი დასდონ ბიბლიას და იეჰოვას მოწმეებს რაიმე სახით «თავისუფლების შეზღუდვაში». თავისუფლება და ყველაფერის დაშვებულობა - ერთმანეთის აბსოლუტურად საპირისპირო გაგებებია, რადგან თავისუფლება იმის უფლებას კი არ გვაძლევს, რომ ისე მოვიქცეთ როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ისე, როგორც ღმერთს უნდა. როგორც თავის დროზე ფიოდორ დოსტოევსკიმ აღნიშნა, «თავისუფლება ის კი არ არის, რომ თავი არ მოვთოკოთ, არამედ ის, რომ დავეუფლოთ თავს». კლასიკოსის ეს სიტყვები, ბიბლიის ერთ დარიგებას გვაგონებს: «რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს» (იგავი 25:28). ქრისტიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რატომაღ ეჩვენება, რომ მისი პირადი დასკვნები «აუცილებლად» უნდა იქნეს მიტანილი სხვების ყურებამდე. 


  აი აქ, სხვათა შორის, კიდევ ერთი კითხვა წარმოიშობა: კერძოდ, რატომ მიაჩნია ვიღაცას, რომ მისი პირადი შეხედულება, რომელიც ამავდროულად არ შეესაბამება ქრისტიანული კრების დანარჩენი წევრების აზრს, აუცილებლად უნდა იქნეს სხვების მიერ მოსმენილი და მიღებული? თუმცა ზოგიერთ ადამიანს კი გააჩნია პრინციპული მიდრეკილება უარყოს ნებისმიერი გაბატონებული აზრი და სხვა ინფორმაცია იწამოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოფიციალურს ეწინააღმდეგება, მაგრამ თავისთავად ასეთი მიდგომა სულაც არ მეტყველებს ობიექტურობაზე, არამედ, უფრო, რენეგატობისაკენ ლტოლვაზე. «დაპირისპირების ჩვევა, გონების დაავადებაა» - ზუსტად შენიშნა ერთმა ადამიანმა.
  სხვათა შორის, ცნობილიმა მეცნიერმა ლუი პასტერმა ასეთი რამ თქვა: «გონების ყველაზე დიდი მოტყუება - ესაა გჯეროდეს რამის, იმიტომ რომ გსურს, რომ ეს ასე იყოს».


  მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, მაგრამ ასეთი მიდგომა გამოხმაურებას ვერ პოულობს წმინდა წერილში. რაც ბრძნული იერით ითქმება, ყველაფერი გონივრული როდია. და თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი ღრმად დარწმუნებულია თავის მოსაზრებაში, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოსაზრება სწორია. «საღი აზრის ქვეშ ყველა მხოლოდ თავის აზრს გულისხმობს» - თავის დროზე აღნიშნა ვასილი კლუჩევსკიმ. იმაზე უფრო დიდი სულიერი გაკოტრება არ არსებობს, ვიდრე ის, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანამდე თავისი საკუთარი აზრის მიტანას ცდილობს და არა თავად ღმერთისა.

  მაშინ რა დაგვარწმუნებს, რომ ადამიანი საღი აზროვნებით მოქმედებს? მხოლოდ ის, თუ ასეთ ადამიანს განზრახული აქვს მისდიოს არა საკუთარ, ეგოცენტრულ ინტერესებს, არამედ ღვთის ინტერესებს! ხოლო ღვთის განზრახვა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანი ყველაფერზე მაღლა ქრისტიანულ ერთობასა და ძმურ სიყვარულს აყენებდეს და არა საკუთარი არასრულყოფილი გონებითა და ფარდობითი ცოდნით მატრაკვეცობას.

  «ცოდნა აყოყოჩებს, სიყვარული კი აშენებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცა იცის, მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს» (1 კორინთელთა 8:1-3).

  ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, თუ გვესმის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ ბიბლიურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ძალიან მიდრეკილი ხდება, აბსურდული და სავსებით საპირისპირო იდეების გამოთქმისკენ.

  მაშ ასე, ბიბლიას იმის ანალოგიური მაგალითები მოჰყავს, როდესაც ქრისტიანთაგან რომელიმე, თეოკრატიული წესრიგის უგულებელყოფით, ცდილობს რომ სხვა თანამორწმუნებამდე მიიტანოს, თეოლოგიური სახის საკუთარი მოსაზრებები. და თუმცა ასეთი პიროვნებები, ალბათ, აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ სიმართლეში, ეს ვერანაირად ვერ აქცევდა კონკრეტულ მათ «აღმოჩენებს» ჭეშმარიტებად და, მით უმეტეს, ღვთივშთაგონებულად. ხანდახან ქრისტიანული კრების ასეთი «ბრძენკაცები», ერთმანეთის აბსოლუტურად საპირიპირო მოსაზრებებს წარმოთქვავდნენ ხოლმე. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, პავლეს მიერ მოხსენიებული ჰიმენეოსი და ფილეტე, რომლებიც «ჭეშმარიტებას განუდგნენ. ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს» (2 ტიმოთე 2:17,18). სხვა წერილში პავლე, კრების სხვა «ბრძენი» წევრების, აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრების შესახებ წერს, რომლებიც, პირიქით, «ამბობს... არ არის მკვდრეთით აღდგომაო» (1 კორინთელთა 15:12). თანაც, არც ერთი და არც მეორე აზრი არ შეესაბამებოდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. შედეგად, ასეთი პირები არამხოლოდ თვითონ აკეთებდნენ ცრუ დასკვნებს, არამედ ასევე გულმოდგინედ ცდილობდნენ ამ დასკვნების ქრისტიანულ ჯრებაში გაცხადებას, რითაც დანარჩენი თანამორწმუნეების რწმენაზე ახდენდნენ გავლენას.

  ახალ აღთქმაში მრავალ მკაცრ მითითებას ვპოულობთ, ქრისტიანული კრების, იმ წევრებისგან დასაცავად, რომლებიც თანამორწმუნეებისათვის რაიმე სახის საკუთარი მოსაზრებების მოხვევას ცდილობდნენ. მაგალითად, ის მკაფიო გაფრთხილებებს შეიცავს ცრუწინასწარმეტყველებთან დაკავშირებით (მათე 24:11, 24; 2 პეტრე 2:1), ანუ მათი, ვინც ცრუდ წინასწარმეტყველებს უფლის სახელით (იხ. მეორე რჯული 18:22). ახალ აღთქმაში ასევე არის გაფრთხილება ცრუმოციქულთა შესახებ (2 კორინთელთა 11:13), ასევე ცრუქრისტეებისა და მათ შესახებ, ვინც ამტკიცებს, რომ ქრისტე უკვე მოვიდა, ან რომ უფლის დღე უკვე დადგა (მათე 24:5,23-27; 2 თესალონიკელთა 2:1-2).
  ახალ აღთქმაში ასევე არის გაფრთხილება იმათ შესახებ, ვინც სხვა იესოს ან სხვა სახარებას ქადაგებს, ან ადამიანებისთვის ისეთი სულის გადაცემა უნდა, რომელიც განსხვავდება ღვთის სულისაგან (1 კორინთელთა 15:3-5; 2 კორინთელთა 11:4; გალატელთა 1:6-9). განისჯება სწავლება იმის შესახებ, რომ წინადაცვეთა და მოსეს კანონის დაცვა აუცილებელია გადარჩენისათვის (გალატელთა 5:2-4; ფილიპელთა 3:2). მეორეს მხრივასევე ისინიც განისჯებიან, რომლებიც თავის ყველაფრისადმი დაშვებულობასა და თავაშვებულობას იმ თავისუფლებით ამართლებს, რომელიც ქრისტემ გვაჩუქა (იუდა 4).
  იმის უარყოფა, რომ იესო ქრისტე სხეულში მოვიდა, ასევე გამომდინარეობს ანტიქრისტეს სულიდან (1 იოანე 4:1-6). წერილები ასევე იმ ადამიანების შესახებ გვაფრთხილებს, რომლებიც განხეთქილებებს თესავენ, იმით, რომ ქადაგებენ ისეთ სწავლებებს, როლებიც უკვე ცნობილ ჭეშმარიტებებს ეწინააღმდეგება (რომაელთა 16:17; ტიტე 3:10-11). ახალ აღთქმაში ასევე მათ შესახებაცაა გაფრთხილება, ვინც ღვთისადმი სიყვარულზე ლაპარაკობს, მაგრამ მოყვასი კი არ უყვარს (1 იოანე 4:20; 5:1), ასევე მათ შესახებ, ვინც ეკლესიას ტოვებს, ცრუ სწავლებების მიყოლის გამო (1 იოანე 2:19). და ბოლოს, მასში ასევე არის გაფრთხილება, რომ არაფერი დავუმატოთ ან არაფერი მოვაკლოთ იმას რაც ბიბლიაში წერია (გამოცხადება 22:18-19) და რომ არ დავამახინჯოთ წერილი (2 პეტრე 3:16).


  ასევე კითხვებს არ იწვევს, თუ რატომ მიუთითებდა პავლე თავისუფალი სიტყვიერი პროპაგანდის დაუშვებლობაზე და რატომ გახდა ეს ისეთი პირების დახასიათებისათვის საკმარის საფუძვლად, როგორც «ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს», რამაც ქრისტიანული კრებიდან მათი გარიცხვა გამოიწვია (1 კორინთელთა 15:33; 1 ტიმოთე 1:19,20). მაგრამ ამავდროულად ეს ბიბლიური მაგალითები გვეხმარება თვალნათლივ დავინახოთ, რომ ვინმეს პირადი მოსაზრებები, რომელიც ქრისტიანული ორგანიზაციის ოფიციალურ თვალსაზრისს ეწინააღმდეგება, როგორ «სარწმუნო» და მომხიბლელადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შეესაბამებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ღვთის მოწონებას იმსახურებენ. პავლე არაერთხელ მიუთითებდა ამ მომენტზე, როდესაც მოუწოდებდა «ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთწოდებულ ცოდნაში. ზოგიერთები, რომლებსაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ» (1 ტიმოთე 6:20,21).


  არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ბიბლიური დროის ქრისტიანულ კრებაში შეიძლება მომხდარიყო. მზგავსი შემთხვევები დღესაც შეიმჩნევა ზოგიერთი ქრისტიანის მხრიდან. უკვე აღნიშნული იყო, რომ ზოგჯერ შეიძლება ვინმე მოვიდეს საკუთარი თეოლოგიური დასკვნებით, რომელიც თანხმობაში არაა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. როგორც ერთხელ ბლეზ პასკალმა აღნიშნა: «ის დასკვნები, რომლებამდეც ადამიანი თავად მიდის, ჩვეულებრივ უფრო სარწმუნოდ ეჩვენება მას, ვიდრე ის დასკვნები, რომლებიც სხვა ადამიანებს მოუვიდათ თავში».
მაგრამ, თავისთავად ცხადია, ფაქტი არაა, რომ ადამიანის ასეთი პირადი მოსაზრებები ავტომატურად სწორი იყოს. თუმცა, ასეთი ქრისტიანის პირადი საქმეა, თუ, რა თქმა უნდა, ის არ ცდილობს, რომ ეს «პირადი» «საჯაროდ» აქციოს.

  მე ისეთ სიტუაციებს შევსწრებივარ, მაგალითად, როდესაც ვიღაც ასკვნიდა, რომ მას არმაგედონის თარიღის გამოთვლა შეეძლო. სხვა შემთხვევაში ვიღაცას თავში «მოუარა» აზრმა, რომ მომავალში, ქრისტეს ძმები რომლებიც ციურ სხეულებს მიიღებენ, «სტუმრად ივლიან» დედამიწაზე მცხოვრებლებთან და ამ დროს ისინი დროებით შეისხავენ ხორციელ სხეულებს! ერთმა კი საერთოდ დაასკვნა, რომ ციური ცხოვრებისათვის ცხებული ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს, იჩხუბებენ იმ ქრისტიანებთან, რომლებსაც მიწიერი იმედი აქვთ… ჩემი აზრით, ყველა ასეთი დასკვნები სხვა არაფერია, თუ არა აბსურდის თეატრი. არც მეტი, არც ნაკლები. თუმცა მე ვუშვებ იმასაც, რომ შესაძლოა ასეთი ინდივიდუალური «გამონათებების» უფრო გრძელი სიაც კი არსებობდეს. თუმცა, ადამიანი თუ იმ ბიბლიური განათლების ჯანსაღ პროგრამას უკეთებს იგნორირებას, რომელსაც ქრისტიანული ორგანიზაცია სთავაზობს, მაშინ სულაც არ ჩანს ასე უცნაურად, რომ, საბოლოო ჯამში, ის მიდრეკილი იქნება ასეთი სახის უაზრობის აღქმისაკენ. 
  თუმცაღა ვაღიარებ, რომ ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მაშინ, თუ ყველას, ვისაც რაიმე მსგავსი შეხედულება გააჩნია, დაუბრკოლებლად რომ შეძლებოდა მათი თანამორწმუნეთა შორის გავრცელება. ამ შემთხვევაში ქრისტიანული კრება «რომელიც ცოცხალი ღვთის კრებაა, ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი», გადაიქცეოდა რაღაც ბალაგანის მსგავსებად! (1 ტიმოთე 3:15). და უფრო უარესიც, ეს უცილობლად მიიყვანდა მას განხეთქილებამდე.

  ამასთან დაკავშირებით მიჭირს არ დავეთანხმო სამართლიან სიტყვებს, რომელიც ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» იყო მოყვანილი:

  «ამიტომ ჩვენც უნდა მოვერიდოთ მოშურნეობის ანუ გულმოდგინების არასწორად გამოვლენას ჩვენი ისეთი იდეებისა და არჩეული კურსის დასაცავად, რომელიც ღვთის სიტყვაზე არ არის მყარად დაფუძნებული» (15 ოქტომბერი 2002 წელი, «უნდა ახასიათებდეთ ქრისტიანებს მოშურნეობა?», გვ.30).

  ერთმა მოაზროვნე ადამიანმა, ასეთი უგუნური საუბრების შედეგებზე დაწერა: «ერთ საწვიმარ ღრუბელს მთელი პარკის ჩაბნელება შეუძლია; ერთ სიტყვას კი ყველაზე დიდი ბედნიერების»! ამ აზრის სრულად გადატანა შეიძლება ქრისტიანულ კრებაზე. მნიშვნელოვანია არა თვითონ სიტყვები, რომლებიც შეიძლება ვთქვათ, არამედ ის, სხვა ადამიანების გამხნევებას ემსახურებიან ისინი თუ, პირიქით, გულგატეხილობას. თუ კლასიკოსთა პერეფრაზირებას მოვახდენთ, შეიძლება ითქვას, რომ ყოველი სიტყვა, საქციელია, მაგრამ სიბრძნის გამოვლინება ისაა - რომ იცოდე, თუ როდის უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ და როდის უნდა იფიქრო, თუ რა თქვა. «ვაი მას, ვინც ყველაფერს ამბობს, რისი თქმაც შეუძლია» (ფ. ვოლტერი).

  აი რატომ ვეთანხმები სრულიად ბიბლიის ბრძანებას, რომელიც ქრისტიანებს მიეცათ, «განსხვავებული არაფერი ასწავლონ და არც ყურადღება შეაჩერონ არაფრის მომტან ზღაპრებსა და საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიან იმის ნაცვლად, რომ მოემსახურონ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება». მათ შესახებ კი, ვინც ამ ბრძანებას ეწინააღმდეგებიან, წმინდა წერილი სავსებით სამართლიანად ამბობს, რომ ისინი მიდრეკილები არიან იმისაკენ, რომ «უაზრო ლაპარაკს მოჰყვნენ. უნდათ კანონის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ» (1 ტიმოთე 1:3-7).
  «მათ პირები უნდა აეკრათ, რადგან უპატიოსნო შემოსავლის მიზნით იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ» - მითითებას გვაძლევს პავლე ასეთ «ურჩი, ყბედი და ცბიერი» ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარი შეხედულებების პროპაგანდას ეწევიან ქრისტიანულ კრებაში (ტიტე 1:10,11).




პრეტენზიები მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით?



  აი კიდევ რაზე გვიწევს დაფიქრება, როდესაც იეჰოვას მოწმეების მისამართით გვესმის საყვედურები მათი მხრიდან, ვინც უკმაყოფილოა იმით, რომ იეჰოვას მოწმეები, ერთსულოვნებასთან დაკავშირებით ბიბლიურ პრინციპს მიჰყვებიან. რატომ არიან ისინი ასე აღშფოთებულები? კერძოდ რაში მდგომარეობს, ასე კრიტიკულად განწყობილი პირების პრობლემა? ქრისტიანულ ორგანიზაციაში მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებების დადგენაში? თანაც, ზუსტადაც რომ მეორეხარისხოვან საკითხებში და არა ძირითადი…

  გადამოწმების შემდეგ ძალიან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ვიღაცას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში, ქრისტიანულ რწმენაში მნიშვნელობით რომელიმე მეორეხარისხოვან საკითხში მიღებული იქნეს ისეთი თვალსაზრისი, რომელიც მის პირად შეხედულებებს შეესაბამება. ამაზე უფრო სასაცილოდ გამოიყურება სიტუაცია, როდესაც ასეთი ადამიანი საშინლად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს იმის გამო, რომ ამ, ასე ვთქვათ, მნიშვნელობით ნაკლებ გლობალურ საკითხებთან მიმართებაში ყველაფერი ძველებურად რჩება; მან შეიძლება უკმაყოფილებაც კი გამოთქვას, ან უბრალოდ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციასთან აღარ გააიგივოს თავი. თუმცა, როგორც ცნობილია, ადამიანთა მოქმედებები მათი აზრების საუკეთესი მთარგმნელები არიან, და თუ ქრისტიანი საკუთარ თავს, საკუთარი ამბიციების გამო საძმოსთან კონფლიქტის გაღვივების უფლებას აძლევს, ნუთუ ეს ასეთი ადამიანის დამახინჯებულ აზროვნებაზე არ მიუთითებს?

  როგორც ძველად ამბობდნენ - «ყოველგვარი სიბრძნის საძირკველი მოთმინებაა». მაგრამ როდესაც ადამიანი მეთად გაამაყდება, მასში სიბრძნის ადგილი ხშირად აღარ რჩება, და ზუსტად ეს იწვევს ხშირად თავშეუკავებლობისა და მოუთმენლობის გამოვლინებას. ასეთ შემთხვევაში პიროვნებას ვერ გაამართლებს ვერანაირი მისი «სწორი» შეხედულებები. «ცოდნა ზნეობრივი საძირკველის გარეშე - არაფერს არ ნიშნავს» (ლევ ტოლსტოი). ხოლო როგორც ზუსტად აღნიშნა სხვა ადამიანმა, «დიდებული გონება თავის ძალას მარტო იმით კი არ გამოაჩენს, რომ აზროვნება შეუძლია, არამედ იმაშიც, რომ შეუძლია ცხოვრება».


  ბიბლიის ფუნდამენტალურ სწავლებებში ერთსულოვნების შენარჩუნების როლს ხაზს უსვამდა ჟურნალი «გამოიღვიძეთ!»:

  «ერთიანობა სწავლების საკითხებშიც მნიშვნელოვანია. იესოს ერთგულ მიმდევრებს შეგნებული აქვთ, რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ «ერთი რწმენა», ისევე როგორც არის მხოლოდ «ერთი ღმერთი და მამა» (ეფესელთა 4:1—6). აქედან გამომდინარე, ქრისტიანები ყოველთვის ამოწმებენ, ეთანხმება თუ არა მათი რწმენა ჭეშმარიტებას ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ; ჭეშმარიტებას, რომელიც ღვთის მიერ არის გაცხადებული მის სიტყვაში. მათ ერთი აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ღმერთი და რას მოითხოვს ის ჩვენგან. გარდა ამისა, ისინი ღვთის სიტყვაში გარკვევით დადგებილი ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრობენ (1 კორინთელთა 6:9—11). სწორედ ამგვარად - სწავლებებისა და ზნეობის საკითხებში - არიან ქრისტიანები გაერთანებულნი»(«გამოიღვიძეთ!», 8 მაისი 2003 წელი, «მოითხოვს ქრისტიანული ერთობა იმას, რომ ყველა ერთნაირი იყოს?»).


  მაშ ასე, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიერ აღიარებული ძირითადი ბიბლიური სწავლებების რიცხვს მიეკუთვნებიან ჭეშმარიტებები ერთ ღმერთ იეჰოვაზე; მისი სახელის განწმენდაზე და მისი მმართველობის გამართლებაზე; ღვთის ძის, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა; ბიბლიის ღვთივშთაგონებულობის აღიარება; სწავლება სამეფოს შესახებ, რომელიც ყველანაირ ბოროტებას მოსპობს დედამიწაზე; მკვდრეთით აღდგომის იმედი; ჭეშმარიტება მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ; ადამიანის ბოროტი საქმეებიდან ღვთისაკენ მობრუნება და კიდევ სხვა და სხვა. წმინდა წერილს იმის მრავალი მაგალითი მოჰყავს, რომ ეს სწავლებები იესო ქრისტეს, მისი მოციქულებისა და პირველი საუკუნის ქრისტიანების ქადაგების მთავარ თემებს წარმოადგენდნენ. და თუ წარმოვიდგენთ, რომ კრების რომელიმე წევრი მოულოდნელად ზემოთჩამოთვლილი სწავლებებიდან რომელიმეს კატეგორიულად არ ეთანხმება, მაშინ ამ ადამიანის მხრიდან სწორი საქციელი, ჯანსაღად რომ ვიაზროვნოთ, უბრალოდ იმ რელიგიაში გადასვლა იქნებოდა, რომლის დოქტრინებიც მის პირად შეხედულებებს ემთხვევა. ასე რომ იეჰოვას მოწმეების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი ასეთ ადამიანს კრებაში თავისი უთანხმოების ღიად გამოთქმის შესაძლებლობას არ აძლევენ, აბსოლუტურად უადგილო იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ აქ საუბარია იმ მთავარ, საბაზისო სწავლებებზე, რომლებზეც თავად მოწმეების რწმენაა დაფუძნებული. თუ კრების წევრი არ ეთანხმება ასეთ ძირითად ჭეშმარიტებებს, მაშინ საერთოდ გაუგებარია მისი ორგანიზაციაში ყოფნის ფაქტი.

  მეორეს მხრივ, ქრისტიანს თუ ეჭვები არ აქვს იმ ძირითადი ჭეშმარიტებების მიმართ, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, მაშინ რამდენად გამთლებული იქნება მისთვის, მეორეხარისხოვანი საკითხების გამო «წაბორძიკება»? და მით უმეტეს სწორი არ იქნება ამის გამო კრებაში რაიმე სახის დავისა და გაუგებრობების წამოწყება!


  საკმაოდ უცნაურად გამოიყურება სიტუაცია, როდესაც ვინმე ცდილობს სხვა ქრისტიანების თავის პირად მოსაზრებებში დარწმუნებას, რომლებიც ისეთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს ეხება, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს. რაში გამოიხატება «სამხრეთ» და «ჩრდილოეთ» მეფეებს შორის ბოლო დაპირისპირება? რა იქნება პოლიტიკური ძალების ოფიციალური ლოზუნგი «დიდი ბაბილონის» გასანადგურებლად გალაშქრებისათვის? რა მაშტაბებს მოიცავს მსოფლიო ქადაგება «დიდი გასაჭირის» დროის დადგომისას? რა დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელ რწმენას გამოავლენენ იეჰოვას მიმართ, მაგრამ მონათვლას ვერ მოასწრებენ? როგორ მოეპყრობა ღმერთი ჩვილებსა და გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს?... ამ და სხვა ამის მსგავს საკითხებზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ თვითონ ღმერთმა არ ჩათვალა აუცილებლად, თავისი სიტყვის მეშვეობით რომ გაეცა ნათელი პასუხები. მოციქული პავლე აღიარებდა: «ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ» (1 კორინთელთა 13:12).

  რა თქმა უნდა, გარკვეულ მნიშვნელოვან მომენტებზე ჩვენ ასე თუ ისე ნათელი წარმოდგენა გვაქვს, ზუსტი ბიბლიური განმარტების წყალობით. მაგალითად, ბუნების რომელი ძალები იქნება გამოყენებული ღვთის მიერ არმაგედონში. ან კაცობრიობისათვის ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვას კურთხევების აღწერილობა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ მომავალ მსოფლიო მოვლენებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რამე არ ვიცით. ამის გამო ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდნენ, მაგრამ ამავდროულად არ შეიცავენ ყოველმხრივ დეტალურ დაზუსტებებს, ეს ის სფეროა, რომლის სრული სიზუსტით განმარტვაც სავსებით რთულია. და ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ვინმეს მიაჩნდეს, რომ მას უფლება აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრებები მოახვიოს დანარჩენ თანამორწმუნეებს ან ამტკიცოს, რომ ზუსტად ეს თვალსაზრისია სწორი? ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი თემების სპეციფიკა ისეთია, რომ ადამიანისთვის საკუთარი მოსაზრების სიზუსტის დამტკიცება შეუძლებელია, მანამ, სანამ ამ წინასწარმეტყველებების შესრულების დრო არ გვიჩვენებს, რა რა არის.


  კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი. არ ვიდავებ იმაზე, რომ ზოგიერთი განმარტება, რომელსაც გონიერი მონა გვაწვდის, შეიძლება ვინმეს მართლა რთულად გასაგები ეჩვენებოდეს. მაგალითად, რამოდენიმეჯერ შეცვლილი წარმოდგენა «თაობის» შესახებ, რომელიც იესომ მოიხსენია «ბოლო დღეების» პერიოდის აღწერისას, ზოგიერთი ქრისტიანისთვის შეიძლება გარკვეულ წილად რთულად გასაგებს წარმოადგენდე (მათე 24:34). ზოგიერთისთვის, შესაძლოა, რთული იყოს ორგანიზაციის მიერ გამოცხადების წიგნის ზოგიერთი დეტალის განმარტებაში სრული თანხმობის დანახვა. ზოგ ამომწურავი არგუმენტების უკმარისობას შეიძლება გრძნობდეს, როგორც მას ეჩვენება, ასევე სხვა საკითხებშიც. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, გონიერი მონა თვითონ აღიარებს, რომ მსგავს სირთულეებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქრისტიანთა შორის.

  პრინციპში პირადად მე ამ ყველაფერში ვერავითარ განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ვხედავ. პირველი საუკუნიდან მოყოლებული, იესოს მოწაფეებს შორის საკმაოდ ხშირად წარმოიშობოდა ხოლმე გაუგებრობები გარკვეულ თეოლოგიურ საკითხებში ან აუცილებელი ხდებოდა ძველი შეხედულებების გადახედვა. უცნაურად გამოყურება ზოგიერთი კრიტიკოსის პოზიცია, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ რახან გონიერ მონას, როგორც მათ ეჩვენებათ, გარკვეული საკითხები ბოლომდე სწორად არ ესმის, ეს მათ იმის მიზეზს აძლევთ, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ და თავისი, «სწორი» შეხედულების მიღება მოითხოვონ, იმით რომ დანარჩენ მოწმეებს დაუწყებენ დარწმუნებას. თანაც, რაც მთლად აბსურდულია, ზოგიერთისთვის ეს ხდება იმის მიზეზი, რომ იეჰოვას ორგანიზაცია დაადანაშაულოც «სიცრუეში» და ღვთის ხალხი დატოვოს!

  გულწრფელად ვაღიარებ, როდესაც მსგავს შემთხვევებთან მიწევს შეხება, მეჩვენება, რომ ასეთი ადამიანები წყვეტენ ადეკვატურად აზროვნებას და რეალობის ჯანსაღად შეფასებას. «საკუთარი თავის მოტყუების საუკეთესო გზა - ესაა, საკუთარი თავი სხვებზე ჭკვიანი გეგონოს» - წარმოთქვა ოდესღაც ფ. ლაროშფუკომ. მასვე ეკუთვნის ასევე სხვა, არანაკლებ მახვილგონივრული აზრი: «ჩვენ ძალიან იშვიათად ვხვდებით, თუ რა გვინდა სინამდვილეში».
  როგორც ჩანს, ზუსტად ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან ბოლომდე, თუ რა უნდათ სინამდვილეში გონიერი მონისაგან და სხვა დანარჩენი მოწმეებისაგან. არსებითად, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია უსასყიდლოდ აძლევს დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას, რომ გაეცნოს ყველა ძირითად ჭეშმარიტებებს ღმერთზე და მის ჩანაფიქრზე, მისი სიტყვის - ბიბლიის შესწავლის საშუალებით. ეს ჭეშმარიტებები სუფთა და უცვლელია. მათი ზუსტი შემეცნება ადამიანს უფალთან დაახლოებისა და გადარჩენის საფუძველს აძლევს! ზუსტად ბიბლიის ამ ძირითად სწავლებებზეა დაფუძნებული იეჰოვას მოწმეების მსოფლიო ქადაგენა. და როდესაც ადამიანი ამ ქრისტიანებს ხვდება, მას იზიდავს ბიბლიური ცნობები იეჰოვა ღმერთის თვისებების შესახებ, ხსნის იმედი და შემოქმედთან დაახლოების შესაძლებლობა!    

  დაე მკითხველმა შემისწოროს, თუ რაიმე მცდარს ვიტყვი, თუმცა მე არ ვიცი არცერთი შემთხვევა იმისა, რომ რომელიმე ადამიანი გამხდარიყოს ქრისტიანი, იეჰოვას მოწმე, ზუსტად იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა გაეგო, თუ რას წარმოადგენს მატეს 24:34-ში ჩაწერილი «თაობა»! ასევე ჩემთვის ცნობილი არაა არცერთი ქრისტიანი, რომელიც მოწმე მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მას ქადაგებისას როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს აუხსნეს, თუ როდის მიიღებს თავის ჯილდოს მათეს 24:45-47-ში ჩაწერილი «ერთგული და გონიერი მონა»! ან იქნებ, რომელიმე კრებაში არის ისეთი ხალხი, რომელთათვისაც ღვთის ხალხთან გაერთიანების გადამწყვეტ ფაქტორად იქცა ინფორმაცია, რომელიც «მცირე სამწყსოსა» და «უამრავ ხალხს» შორის განსხვავებას ხსნიდა? (ლუკა 12:32; გამოცხადება 7:9,10). ან ის თუ რას წარმოადგენს იოანეს 10:1-16 ჩაწერილი «ფარეხი»? ან «სარანჩა» გამოცხადების 9:1-11-დან?

  პირადად მე ასეთ ხალხს არასოდეს შევხვედრივარ. მაგრამ მე ვიცი, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში მრავალი მოიყვანა ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგების გულწრფელმა სურვილმა და ცოდვისა და სიკვდილისაგან განთავისუფლების შესახებ, მათთვის მიცემული იმედის მადლიერების გრძნობამ! და მათ ყველაზე ნაკლებად აღელვებდათ ის სპეციფიკური დეტალები, რომლებიც, პრინციპში, არანაირ გავლენას არ ახდენს იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობაზე და იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მადლიერების ზრდაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას მოწმეები თავის რწმენას ღვთის სიტყვის ურყევ საფუძვლებზე აგებენ, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა სწავლება იეჰოვა ღმერთზე, მის ძე იესოზე და მის სამეფოზე. ეს ჭეშმარიტებები არ იცვლება და არ იყრება, როგორც ნაკლებმნიშვნელოვნები. ძუსტად ისინი ქარმოადგენენ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომლებიც მოწმეების ქრისტიანულ რწმენას აყალიბებენ! და ჩვენ თუ კვლავ ახალი აღთმის ცნობას მივაპყრობთ ჩვენს ყურადღებას, დავინახავთ, რომ იესოს და მისი მოწაფეების ქადაგების საფუძველს, ზუსტად ეს საკვანძო ჭეშმარიტებები წარმოადგენენ და არა სპეციფიური თემები, ისეთები როგორებიცაა, ზეციერ სამეფოში პატრიარქთა ყოფნა ან «სასამართლოს დღეს... სოდომისა და გომორას მიწის» გადარჩენის შესაძლებლობა (მათე 8:11; 10:15).

  გასაგებია, რომ ბიბლია სხვადასხვა ასპექტებს ეხება, რომლებიც ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას ეხება. მათ თავისი განსაზღვრული მნიშვნელობა გააჩნიათ. მაგრამ ზემოთმოყვანილ ძირითად სწავლებებთან შედარებით ეს საკითხები, უფრო, დამატებითი და თანმდევია. მაშ ნუთუ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ფიქრობენ კრებაში სხვა ქრისტიანების დარწმუნებას იმაში, რომ ასეთ მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით, განმარტების რაიმე სახის სირთულეები (ან ის რომ არ ეთანხმება გონირტი მონის პოზიციას) ორგანიზაციისადმი უნდობლობის საფუძველს წარმოადგენს? ეს სულელურად გამოჩნდებოდა! 
  და ნუთუ გონივრულ საქციელად შეიძლება შეფასდეს, რომ გაერთიანებული ქრისტიანული კრება შევძრათ მეორეხარისხოვან საკითხებზე საკუთარი, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთა სიზუსტის შემოწმებაც, ამავდროულად, აბსოლუტურად ვერანაირად ვერ იქნება შესაძლებელი მანამ, სანამ უშუალოდ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულების დრო არ დადგება?


  ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტიანობის ლიბერალიზაციის გზა არანაირ დადებით ნაყოფს არ გამოიღებს, რადგან ამგვარად თავიდან ვერ ავიცილებთ კრებაში განხეთქილებებს, არამედ პირიქით, ეს დავების ქარცეცხლს გააჩაღებს მეორეხარისხოვან და საერთოდ უმნიშვნელო საკითხებზე. ხოლო ყველას რომ ყველაფერში ასიამოვნო ეს წარმოუდგენელია! როგორც ერთმა პიროვნებამ თქვა, «თუ ერთი მხარისთვის ორთოდოქსი იქნებით, მეორე მხარისთვის იქნებით – ერეტიკოსი» (დ. ტოლანდი).
  თუმცა, ჭეშმარიტ ქრისტიანობა არც უნდა ეძებდეს ყველაფერში კომპრომისებს. სხვაგვარად ის ვერ იქნება ქრისტიანობა და არ ექნებოდა ქრისტეს სწავლებად წოდების უფლება, რომელიც ხაზს უსვამდა ქვეყნიერების ნაწილად არ ყოფნას! (იოანე 17:16). მე აბსოლუტურად ვეთანხმები შემდეგ განაცხადს: «რელიგია, რომელიც კომპრომისებზე მიდის, არ შეიძლება იყოს ერთიანი. რელიგია, რომელიც კომპრომისებზე მიდის, არ შეიძლება იყოს წმინდა».

  ხოლო რაც შეეხება ზოგიერთი პირის მიდრეკილებას მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებული დოქტრინალური დავებისაკენ, ეს მე მახსენებს, ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პარტიის, სვიფტისეულ გონებამახვილურ აღწერილობას «გულივერის მოგზაურიბაში», რომლებსაც «ტრემექსენები და სლემექსენები» ერქვათ, და ერთმანეთისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ერთი პარტიის წევრები მაღალი ქუსლის მომხრეები იყვნენ, მეორესი კი - დაბალის. ამის ნიადაგზე მათ ერთმანეთს შორის «უსასტიკესი დაპირისპირების» განვითარება მოახერხეს. პირველები «ამტკიცებენ, რომ მაღალი ქუსლები ყველაზე უფრო ესადაგება…» ლილიპუტიის «ძველ სახელმწიფო წყობას»; თუმცა საპირისპირო აზრი მოითხოვდა, რომ «სახელმწიფო დაწესებულებებში… მხოლოდ დაბალი ქუსლები იქნეს გამოყენებული…».
  კიდევ ერთ შემთხვევაში სვიფტი აღწერს «სასტიკ ომს», რომელშიც ერთმანეთს ორი შეურიგებელი მხარე მონაწილეობდა. ომის მიზეზი გახლდათ საკითხი: რომელი მხრიდან უნდა გაეტეხათ კვერცხი — შედარებით გლუვი მხრიდან თუ, პირიქით, წაწვეტებული მხრიდან. სიტუაციამ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ საკუთარი იდეების მომხრეები მიდიოდნენ ეშაფოტზე, გარბოდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ საკუთარი შეხედულებებიდან გადასვლას არც კი ფიქრობდნენ!

  როგორც ჩარლზ კალებ კოლტონმა აღნიშნა «ადამიანები იდავებენ რელიგიების გამო, დაწერენ მათზე წიგნებს, იომებენ და დაიხოცებიან მისთვის, — ოღონდ კი მისი კანონებით არ იცხოვრონ». იმედი მაქვს, ამ შედარების გაგება რთული არ არის. დოქტრინალურ საკითხებზე «ქრისტიანული» დავებისა და შეხლა-შემოხლების უმდიდრესი და უსამწუხაროესი გამოცდილება მცირედ ილუზიასაც კი არ ტოვებს, თუ საბოლოო ჯამი სადამდე მიიყვანს ღვთის ხალხს ასეთი «კინკლაობა სიტყვების გამო» (2 ტიმოთე 2:14). დანაწევრება, განხეთქილებები, ღვთისგან დაფუძნებული ქრისტიანული ერთობის დაკარგვა… აი რას მიაღწევდნენ ასეთი მოდავეები, მათ რომ კრებაში ლიბერალური შეხედულებების მიღების პრაქტიკის დანერგვა შეზლონ. ნუთუ ამას მოელიან ჩვენგან იეჰოვა და იესო? მაგრამ, როგორც ჩანს, ზუსტად ეს სურთ მკაფიო თეოკრატიული წესრიგის ლიბერალიზაციის მომხრეებს (1 კორინთელთა 14:33,40). თანაც, მათ გამო კრებებში რომ განხეთქილება მოხდეს, ნაკლებ სავარაუდოა რომ ისინი ამან დაამწუხროს; თვითნებობა და პირადი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია ასეთი პიროვნებებისათვის ვიდრე ღვთის ხალხის ერთობა… 



«უფალო, მომეცი მე მოთმინება! ეხლავე! ამ წუთას!»




  «ყველაფერი თავის დროზე მოდის, ადამიანს თუ მოთმენა შეუძლია» (ფ. რაბლე). თუმცაღა, ყველაფრიდან გამოდინარე, მათ ყველაზე დიდ პრობლემას, ვინც საკუთარი მოსაზრებებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ, მოთმინების არ ქონა წარმოადგენს. ასეთი პირებისთვის, როგორც ჩანს, წარმოუდგენლად რთულია დაელოდონ იმ დროს, როდესაც ორგანიზაცია უფრო ზუსტად განმარტავს მათთვის საინტერესო საკითხებს ან შესაძლოა ის თვალსაზრისიც კი მიიღოს, რომელიც მათ პირად თვალსაზრისს შეესაბამება. მაგრამ რომც წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი პიროვნება თავის დროზე მართლაც სავსებით ლოგიკურ დასკვნებამდე მივიდა და ის გულწრფელად დარწმუნებულია თავისი დასკვნების სისწორეში, ნუთუ პირს ამის გამო თანაქრისტიანთა შორის დოქტრინალური «რევოლუციის» მოწყობა? თავად იეჰოვას რომ სდომებოდა ასეთი «რევოლუციები», ნუთუ ის სათანადო ცვლილებებს უფრო ადრე არ მოახდენდა? ბოლოს და ბოლოს, ნუ დაგვავიწდება, რომ იეჰოვა ადამიანს არ ხელმძღვანელობით. პირიქით, უფალი მოთმინების განვითარებისკენ მოუწოდებს ქრისტიანებს:

  «ძმებო, მაშ, მოითმინეთ უფლის მოსვლამდე. აი, ელოდება მიწათმოქმედი ძვირფას ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას. თქვენც მოითმინეთ, განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო».
  შემდგომ კი იეჰოვა მოგვიწოდებს:
  «ძმებო, ნუ დრტვინავთ ერთმანეთის წინააღმდეგ, რათა არ გასამართლდეთ. აი, მოსამართლე კართან დგას» (იაკობი 5:7-9).

  არასწორია ძმებისა და გონიერი მონის მიმართ გულისწყრომის განვითარება იმის გამო, რომ მათ მოქმედებებთან დაკავშირებული მოლოდინები, როგორც შესაძლოა ვინმეს ეჩვენება, რაიმეში ჯერჯერობით არ მართლდება. სიბრძნე ამბობს - «ნუ დაწყევლი ფოთლებს, სანამ ნაყოფს არ იხილავ». და ეს მართლაც სწორია, რადგან ის, თუ როგორ ვითმენთ, იმას განსაზღვრავს, რასაც შედეგად ვიღებთ: ან სულიერ სიხარულს, ან გულის სისასტიკეს! (იგავი 13:12). ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი მოუთმენელი პიროვნების პრინციპი «მინდა აქ და ეხლავე! თანაც, ყველაფერი ერთად!» აბსოლუტურად უადგილოა. «ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში» - ბიბლიის ეს გაფრთხილება ასეთ ადამიანებსაც პირდაპირ ეხება (ეკლესიასტეს 3:1).
   
  ხშირად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვის, უბრალოდ აუცილებელია კვლავ გაიხსენოს პირად თავმდაბლობაზე. თავმდაბლობა – ესაა თვისება, რომელიც გვეხმარება უარი ვთქვათ საკუთარ ამბიციებზე ღვთისა და საკუთარი საძმოს სასარგებლოდ. ამისკენ არ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა?

   «ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც» (ფილიპელთა 2:3,4).


  მსგავს სიტუაციებში მოთმინება და თავმდაბლობა ძალიან არიან დამოკიდებული ერთმანეთთზე. ქრისტიანის მხრიდან, კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნების მიზნით, ბრძული იქნებოდა არ წარმოექმნა დაბრკოლებები თანაქრისტიანებისათვის, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მეორეხარისხოვან სწავლებებზე, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ, იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის იესო ქრისტესადმი ქრისტიანული რწმენის ძირეულ სწავლებებთან (მათე 18:2-7).


  აქ კარგი იქნებოდა დავფიქრებულიყავით თავმდაბლობის იმ ზოგიერთ მაგალითებზე, რომლებიც ღმერთმა მოგვცა თავის სიტყვაში. მათი დახმარებით ჩვენ იმის მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ, თუ რამდენად აუცილებელია სხვების ინტერესებისა და სინდისის საკუთარ სურვილებზე მაღლა დაყენება.
  მოციქული პავლე ფართოდ იყო ცნობილი თავისი მკვეთრი შეხედულებებით იესოსადმი რწმენით გამართლების სასარგებლოდ და მოსეს კანონის ბრმად მიყოლის საწინააღმდეგოდ (გალატელთა 3:10-14; 5:1). ამავდროულად, როდესაც იერუსალიმში აღმოჩნდა, პავლემ ადგილობრივი ძმებისაგან მიიღო რჩევა, რომ საჯაროდ შეესრულებინა ზოგიერთი რიტუალური დადგენილება, კანონის «წეს-ჩვეულება», რათა «ყველა გაიგებს, რომ, რაც შენზე გაუგიათ, უსაფუძვლოა, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ» (საქმეები 21:20-26). შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას გრძნობდა პავლე! თუმცა მას არ გამოუხატია სამართლიანი გულისწყრომა ძმების მიმართ და არ დაუწყია დაჟინებით მათთვის იმის ახსნა, რომ მისი პირადი შეხედულებები ეწინააღმდეგებოდნენ მათ შეხედულებებს. პირიქით, როგორც ბრძენი მსახური, მოციქული მათი სურვილისამებრ მოიქცა, რადგან ესმოდა და ითვალისწინებდა ადგილობრივი ძმების გრძნობებს და არ სურდა მათვის დაბრკოლებად ქცეულიყო.

  არანაკლებ სამაგალითოა ასევე პავლეს თანაშემწის, ტიმოთეს მაგალითი. თავისი მსახურების დროს «პავლემ მისი თან წაყვანის სურვილი გამოთქვა, წაიყვანა კიდეც და წინადაცვითა იქ მცხოვრები იუდეველების გამო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერძენი მამა ჰყავდა» (საქმეები 16:1-3). ნიშნავდა თავისთავად წინადაცვეთა ღვთის მოწონებას ან გადარჩენას? არანაირად. პირიქით, თვითონ პავლე წერდა:

  «მე, პავლე, გეუბნებით, რომ თუ წუნადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან. გარდა ამისა, კვლავ ვმოწმობ ყოველი მამაკაცისთვის, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი კანონი შეასრულოს. თქვენ, ვინც კი ცდილობთ, კანონით იყოთ მართლებად აღიარებულნი, ჩამოშორებულნი ხართ ქრისტეს და მოწყვეტილი ხართ მის წყალობას. ჩვენ კი სულით ველით ნანატრ სიმართლეს, რაც რწმენით მიიღწევა, რადგან ქრისტე იესოში არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთლობას, არამედ რწმენას, რომელიც სიყვარულით ვლინდება» (გალატელთა 5:2-6).   

  მაგრამ თუ ასეა, მაშინ რამდენად გამართლებული იყო პავლეს გადაწყვეტილება, წინადაეცვითა ქრისტიანი ტიმოთე, მოსეს კანონის დადგენილების თანახმად? წმინდა წერილებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ პავლემ ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ დარწმუნებული იყო გადარჩენისათვის წინადაცვეთის აუცილებლობაში, არამედ «იქ მცხოვრები იუდეველების გამო». პავლე ითვალისწინებდა იმ ხალხის მაშინდელი რელიგიური გაგების სინდისსა და დონეს, და არ სურდა, რომ ამ საკითხის გამო მათ მისცემოდათ, სასიხარულო ცნობისათვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბი. უდავოა, პავლეს მსგავს აზრს თავად ტიმოთეც იზიარებდა, რომელმაც ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

  ეხლა კი განვსაჯოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, სწორი შეხედულება ჰქონდათ იმ იერუსალიმელ ქრისტიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოსეს კანონზე იყვნენ დამოკიდებულნი და ფიქრობდნენ, რომ გადარჩენისათვის აუცილებელი იყო მისი წეს-ჩვეულებების მიყოლა? (საქმეები 15:1,2,5). თანაც ამავდროულად იესოს ასეთი მიმდევრები არცთუ მცირედნი იყვნენ! «შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან» - უთხრეს ამის შესახებ პავლეს იერუსალიმელმა თანამორწმუნეებმა (საქმეები 21:20).

  მაშ ასე, პავლეს უფრო სწორი გაგება ჰქონდა, იმ იერუსალიმელი ქრისტიანებისგან განსხვავებით? უდავოდ, მართლაც ასეა! ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ არ დასთანხმებოდა საკუთარ თავში, იმ თანამოძმეების შეხედულებებს, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევდნენ მოსეს კანონის წეს-ჩვეულებების მიყოლას? რა თქმა უნდა, ჰქონდა. თანაც, პავლე აბსოლუტურად მართალი იყო ასეთი მიყოლის ამაოებად გააზრებაში (კოლოსელთა 2:17; ებრაელთა 9:10). სხვაგვარად რომ ვთქვათ, პავლეს უფრო სწორი შეხედულება ჰქონდა მსგავს თეოლოგიურ საკითხებზე, ვიდრე მრავალ მის პროიუდაური მიმართულების თანამორწმუნეს.

  მაგრამ მოდით საკუთარ თავს შევეკითხოთ: იქცა თუ არა ასეთი სიტუაცია პავლესათვის იმის საბაბად, რომ იერუსალიმის კრებაში «რევოლუცია» მოეწყო? დაიწყო მან საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გაცხადება? დაიწყო მან ამ ქრისტიანებისა და მათი უხუცესების ბრალდების კამპანია იმ მიზნით, რომ ეიძულებინა ისინი, რომ მიეღოთ უფრო სწორი შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც ისინი ცდებოდნენ? არა, პავლეს არ დაუწყია ამის კეთება! იმაზეც კი არაფერი მიუთითებს, რომ პავლეს რამენაირად ენიშნებინოს მაინც ამის შესახებ.

  მაშინ პავლემ, რომელსაც საკუთარი განსხვავებული აზრი ჰააჩნდა, მაინც რატომ არ ჩათვალა საკუთარი თავი უფლებამოსილად, რომ ასე მოქცეულიყო? უდავოდ იმიტომ, რომ მას მშვენივრად ესმოდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტები:

  პირველი, მოსეს კანონის წეს-ჩვეულებების მიყოლა, თუმცა კი აღარ წარმოადგენდა ქრისტიანისთვის აუცილებელს, მაგრამ ის მაინც პირადად გადასაწყვეტ საკითხად რჩებოდა (1 კორინთელთა 8:8; კოლოსელთა 2:17).

  მეორე, მაშინაც კი, თუ მრავალი იუდეველი ქრისტიანი ძველებურად მიიჩნევდა, რომ კანონის დაცვა ჯერ კიდევ საჭირო იყო, ასეთი არც მთლად გონივრული რწმუნება, როგორც არ უნდა იყოს, ქრისტიანული სწავლების არცერთ ძირეულ დოქტრინას არ ემუქრებოდა, ისეთებს როგორებიცაა ერთი ღმერთისადმი, მისი ძის - იესო ქრისტესადმი, ღვთის სამეფოსადმი რწმენა და ა.შ. (ებრაელთა 6:1,2).

  მესამე, პავლე იმ თანამორწმუნეთა სინდისს ითვალისწინებდა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ თავისი შეხედულებების სისწორეში და არ სურდა, რომ მისი პირადი შეხედულებები მათთვის დაბრკოლებად ქცეულიყო (რომაელთა 14:13-21; 1 კორინთელთა 8:9-13).

  მეოთხე, მიუხედავად ყველაფრისა, უმთავრესი ქრისტიანული კრების ძვირფასი ერთობის შენარჩუნება იყო სიყვარულში და არა სრულყოფილი ცოდნის ძღვენი. ქრისტიანს მხოლოდ ცოდით სავსე თავი კი არ სჭირდება, არამედ რწმენითა და იმედით სავსე გულიც. «რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა». (რომაელთა 13:8-10; 1 კორინთელთა 8:1-3).


  მაშ ასე, პავლე მისთვის ღვთისაგან ნაბოძები სიბრძნით აცნობიერებდა, თუ რამდენად აუცილებელია ქრისტიანისთვის საკუთარი ამბიციების მკაცრად შეზღუდვა, რისი მეშვეობითაც ის მიაღწევს იმას, რომ კრებაში ყველამ შეძლოს «სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინეთ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით» (ეფესოელთა 4:2,3). აი რა არის მთავარი ქრისტიანებისთვის! აი რისკენ უნდა ისწრაფოს იესოს ნამდვილმა მიმდევარმა! სიყვარულისაკენ და რწმენის ერთობისაკენ, და არა იმისაკენ, რომ, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, თანაქრისტიანების ყურადღება მიაქციოს საკუთარ საეჭვო დასკვნებზე!


  ხოლო როგორ მოიქცეოდნენ პავლეს ადგილას ისინი, ვისაც დღეს საკუთარ შეხედულებებზე დაჟინებისაკენ აქვს მიდრეკილება? გამოავლენდნენ ისინი მზგავს მოთმინება და დასთანხმდებოდნენ ძმების სურვილის თანახმად მოქცევას საკითხებში, რომლებშიც პირადად მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ, სხვების სინდისისა და ღვთის ერის ერთობისათვის? თუ დიახ, მაშინ რეს რატომ არ იქცევიან ისინი ანალოგიურად? თუ არა, მაშინ მათ გულებში რომელ ქრისტიანულ სულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? (ფილიპელთა 2:3-5).

  «დიდი ჭკუის ქონაა საჭირო იმისათვის, რათა არ გამოაჩინო საკუთარი გონებრივი უპირატესობა» - თქვა ოდესღაც ფ. ლაროშფუკომ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველას არ ესმის, რადგან ადამიანს თავისი მოთმინებით გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ემოციებით.

  რაზე ვფიქრობთ, როდესაც ამ ბიბლიურ სიტყვებს ვკითხულობთ: «ამიტომ ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ, არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე» (რომაელთა 15:1-3)?
  გვახსოვს კი ჩვენ ღვთის ეს მოწოდება, როდესაც ვგრძნობთ, რომ გარკვეულ საკითხებში, დანარჩენი თანაქრისტიანების აზრის საპირისპირო აზრი გვაქვს? თუ ასეთ მომენტებში მიდრეკილი ვართ მაშინვე დავივიწყოთ სიყვარულის და თანაგრძნობის პრინციპების შესახებ, რადგან წინა პლანზე ჩვენი ამბიციები და საკუთარი აზრის დამტკიცება დგება? მაგრამ რით უნდა ხელმძღვანელობდეს ქრისტიანი თავის გზაზე: ღვთის სულით თუ საკუთარი «ეგოს» ხმით?

  «ხშირად ჩვენი არჩევანი სხვებზე ახდენს გავლენას, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. მაგალითად, პირველი საუკუნის ქრისტიანები საკვებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რაც მოსეს კანონით ნოითხოვებოდა, მეტად აღარ ექვემდებარებოდნენ. მათ შეეძლოთ ეჭამათ საკვები, რომელიც მოსეს კანონის თანახმად უწმინდურად ითვლებოდა. მაგრამ ცხოველის ხორცის შესახებ, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკერპო ტაძართან, პავლე მოციქულმა თქვა: «თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა» (1 კორინთელთა 8:11—13). პავლემ მოუწოდა პირველ ქრისტიანებს, გაეთვალისწინებინათ სხვების სინდისი და არ დაებრკოლებინათ ისინი. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვებს "დააბრკოლებდა" (1 კორინთელთა 10:29, 32)» («საგუშაგო კოშკი», 15 მარტი 2006 წელი, «თითოეული თავის სატარებელს ატარებს», აბზ.15).


  წმიდა სულის მოქმედება არ შეცვლილა. და ნუთუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილი ქრისტიანი მსგავს შემთხვევებში ტიმოთეს მაგალითისამებრ მზად უნდა იყოს, სიმბოლური მნიშვნელობით, «წინადაიცვითოს» სხვა ძმების სინდისის გამო, ან კანონის «წეს-ჩვეულებისამებრ» მოიქცეს, როგორც ეს პავლემ გააკეთა? (საქმეები 16:3; 21:26). და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ თავში მაინც საკუთარი მოსაზრება გექნება (რისი უფლებაც შენ გაქვს), დანარჩენები კი იმ მოსაზრებას გაიზიარებენ, რომელსაც შენ არ იზიარებ (მაგრამ მათაც აქვთ ამის უფლება), ნუთუ უკეთესი შედეგი არ იქნება, როდესაც, შელახავ რა საკუთარ თავს გარკვეულ საკითხებში, ამავდროულად შენ შეძლებ, ღვთის თვალში ასე ძვირფასი, ქრისტიანული ერთობის შენარჩუნებას კრებაში?

  «ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას? პირიქით, თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ» (1 კორინთელთა 6:7,8).

  წამოწეულ საკითხებზე ჯანსაღი შეხედულების ქონაში ასევე გვეხმარება, იეჰოვა ღმერთის და მისი ძის მოქმედებებზე დაფიქრება. მაგალითად, ბიბლია გვატყობინებს «[ღმერთის] ნების წმინდა საიდუმლო»-ზე, რომელიც უფლის მიერ მრავალი საუკუნის განმავლობაში იმახება «რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა» (ეფესოელთა 1:9).
  იეჰოვა დიდი ხნის განმავლობაში არ უხსნიდა თავის მსახურებს ამ დიდი საიდუმლოს არსს. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, ღვთის ბრძნული განზრახვა მხოლოდ შემდგომ გახდა ნათელი, «წმინდა საიდუმლოს გამოცხადებით, რაც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო, მაგრამ ახლა, მარადიული ღვთის ბრძანებით, ყველა ხალხისთვის ცხადი გახდა წინასწარმეტყველური წერილების მეშვეობით» (რომაელთა 16:25,26; ეფესოელთა 3:1-7; კოლოსელთა 1:26,27).

  ასეთ შემთხვევაში მოუთმენელ კრიტიკოსებს, მათი ქცევის მანერის შესაბამისად, იქნებ ღმერთისთვისაც დაედოთ ბრალად ის, რომ ასე დიდხანს ჰყავდა ხალხი გაურკვევლობაში, მათი გადარჩების ნამდვილი მიზეზის შესახებ? იქნებ ეხლაც აღშფოთებულიყვნენ, რომ იმის ნაცვლად ეჩქარა თავისი მსახურებისთვის მხსნელის შესახებ სიმართლის გამხელას, ღმერთი საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდა, თუ როგორ ცდილობდა ადამიანი ცოდვების მსხვერპლშეწირვით, წინადაცვეთით, კანონის საქმეებით გამართლებით გამოსყიდვას, ანუ ყოველივე იმით, რასაც სათანადო გამომსყიდველური შედეგის მოტანა არ შეეძლო? მათ, ვისაც მიაჩნიათ,  რომ უფლება აქვთ სხვებისაგან მომენტალური და «ყველაზე სწორი» გადაწყვეტილება მოითხოვონ, როგორც ჩანს, სჯობს თავისი პრეტენზიები პირველ რიგში ღმერთისაკენ მიემართათ, და მხოლოდ ამის შემდეგ მისი მსახურებისაკენ!

  თავის აზროვნებაში იეჰოვა არ ჰგავს ასეთ მოუთმენელ პიროვნებებს. ის ფაქტი, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი მსახურები მისადმი თაყვანისცემას მოსეს კანონზე აგებდნენ, რომლითაც «არავინ არის აღიარებული მართლად», ღვთისთვის არ წარმოადგენს მათდამი სიძულვილის მიზეზს (გალატელთა 3:11). იეჰოვამ განსაზღვრა და მოთმინებით ელოდა, როდგან «ქრისტე უღმრთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით» (რომაელები 5:6). ამაში ღვთის დიდებული მოთმინება გამოვლინდა! «იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე» - ამბობს წმინდა წერილი (ფსალმუნი 103:8).
  მიჰბაძავს რა იეჰოვა ღმერთს, ქრისტიანი არ უნდა აღაშფოთოს თამამორწმუნეთა «არასაკმარისმა შემეცნებამ», არამედ მთელი ძალებით შეეცდება, რომ ბიბლიის შემდეგ მოწოდებას შეესაბამებოდეს: «მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ» (1 თესალონიკელთა 5:14).

  ამ მხრივ იესომაც მოგვცა, თავშეკავებისა და მოთმინების შესანიშნავი მაგალითი. თავისი მიწიერი მსახურების დროს როგორც მასწავლებელს მას შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მისი მსმენელებისთვის ჭეშმარიტების სიტყვებით ესწავლებინა. მაგრამ როგორც ბიბლიიდან ჩანს, ნათლად ესმოდა რა თავისი მამის განზრახვა, იესოს ამავდროულად კარგად ესმოდა, თუ რომელი შემეცნება უნდა მიეცა თავისი მოწაფეებისთვის დღესვე, და რომელი სწავლება უნდა შემოენახა სხვა დროისთვის.

  იესო ამბობდა: «კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით ("ვეღარ იტვირთავთ", საპატრ. თარგ.)» (იოანე 16:12). ამ სიტყვებში რას გულისხმობდა იესო?
  რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა ნიშნავდა, რომ მრავალი ღვთიური ჭეშმარიტებები ჯერ კიდევ ღტული გასაგები იყო მოციქულებისთვის. სახარებებში იმის საკმარის მაგალითებს ვხვდებით, რომ იესოს გარკვეული გამონათქვამები მათთვის გაუგებარი იყო (ლუკა 2:50; 9:45; 18:34; იოანე 8:27; 10:6; 20:9). მაგრამ ამავდროულად იესოს მშვენოვრად ესმოდა ასევე ისიც, რომ მისი მოწაფეებისთვის გარკვეული საკითხები არა მხოლოდ გაუგებარი შეიძლება ყოფილიყო, არამედ მათთვის დაბრკოლებადაც კი შეიძლება ქცეულიყო. მსგავს შემთხვევას ჩვენ იოანეს 6:41-66-ში ვხვდებით, როდესაც მისი სიტყვების გამო დაბრკოლებული «ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას». ამ მხრივ, უდავოა, რომ იესო ითვალისწინებდა სულიერი ჭეშმარიტებების აღქმის იმ რეალურ დონეს, რომელიც იმ მომენტში ჰქონდათ მის მოწაფეებს, და ის არ აპირებდა ამის დარღვევას. ის მათ მხოლოდ იმას ელაპარაკებოდა, იმ მომენტისთვის რისი «ჩაწვდომაც» შეეძლოთ თავისი გონებით, არც მეტი და არც ნაკლები (რომაელთა 14:13-15,19-23).
  სხვა შემთხვევაში იესო პეტრეს დაეხმარა გაეგო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების გრძნობების გათვალისწინება, როდესაც იმის მერე რაც აუხსნა, რომ ძე ღვთისა არაა ვალდებული რომ გადასახადები გადაიხადოს, მაინც მისცა გადასახადი. «მაგრამ ისინი რომ არ დავაბრკოლოთ»! – მშვიდობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო იესოსთვის, ვიდრე ცხარე კამათი საკუთარი უფლების დასამტკიცებლად (მათე 17:24-27).  

  ნუთუ ღვთის ძის ასეთი ბრძნული თვალსაზრისი არ წარმოადგენს ნათელ მაგალითს, რომელსაც ყველა მათგანი უნდა ბაძავდეს, ვინც დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომ «უფრო სწორ» დასკვნამდე მივიდა, ვიდრე სხვებიგარკვეულ თეოლოგიურ საკითხებში? ასეთ ადამიანს თავისი შეხედულებები უნდა «თავისთვის ჰქონდეს ღვთის წინაშე», და არა სხვებისთვის თავზე მოხვევას ცდილობდეს, «ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი» (რომაელთა 14:13,22).

  აქ ქრისტიანის რწმენის ძალიან სერიოზული საკითხი დგება, ამიტომ რაიმე სახის ექსპერიმენტები არა თუ უბრალოდ უადგილოა, არამედ შეიძლება დანაშაულიც კი აღმოჩნდეს, რადგან ის შეიძლება სხვა ადამიანების დაბრკოლების და ღვთისადმი რწმენის დაკარგვის მიზეზი გახდეს! ბიბლიური მოწოდებიდან პრინციპის გათვალისწინებით, ასე შეიძლება რომ ვთქვათ: «ნუ დაღუპავ [შენი პირადი აზრების თავზე მოხვევით] მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა… ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს [პირადი მოსაზრებების] გულისთვის»! (რომაელთა 14:15,20).  

  აი რატომ ღირს მთელი სერიოზულობით დავუგდოთ ყური შეხსენებას, რომელიც ქრისტიანულ ჟურნალში «გამოიღვიძეთ!» იყო მოცემული:

  «ცხადია, არავინ უნდა განვსაჯოთ საკუთარი სინდისით ნაკარნახევბი გადაწყვეტილების გამო, თუკი ეს გადაწყვეტილება ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება (იაკობი 4:12). მეორე მხრივ კი, ერთგული ქრისტიანები არ დაიჟინებენ საკუთარ უფლებებზე, თუკი ამით სხვების სინდისზე უარყოფითად მოქმედებენ ან კრებაში განხეთქილება შეაქვთ. და არც იმას იტყვიან, რომ მოქმედების თავისუფლება აქვთ, თუ ისეთი რამის გაკეთება სურთ, რაც ღვთის სიტყვაში აშკარად აკრძალულია (რომაელთა 15:1; 2 პეტრე 2:1, 19). ღვთის სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ საკუთარი სინდისი ღვთის თვალსაზრისს შევუსაბამოთ. ეს კი, თავის მხრივ, თანამორწმუნეებთან ერთიანობასაც შეგვანარჩუნებინებს (ებრაელთა 5:14)»(«გამოიღვიძეთ!», 8 მაისი 2003 წელი, «მოითხოვს ქრისტიანული ერთობა იმას, რომ ყველა ერთნაირი იყოს?»).




დასკვნა




  მკითხველისთვის შეთავაზებულ ამ სტატიაში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა, მოწინააღმდეგეების მხრიდან იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მისამართით გავრცელებული ბრალდებების საფუძვლიანობა, რომელთა არსიც შეეხება თითქოსდა ქრისტიანისთვის პირადი აზრის ქონის დაუშვებლობას. სტატიის მსვლელობისას, წინასწარაკვიატების არ მქონე მკითხველს, ასეთი პრეტენზიაბის სრულ უსაფუძვლობაში შეეძლო დარწმუნებულიყო.

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, აღიარებს რა ბიბლიის ცნობილ პრინციპს, «ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ», არ იღებს საკუთარ თავზე ქრისტიანის პირადი აზრების კონტროლის უფლებას (2 კორინთელთა 1:24). თითოეული ადამიანი თავისუფალი რჩება თავის არჩევანში. ის ფაქტი, რომ ქრისტიანი პირად დასკვნებს აკეთებს, თავისთავად არ შეიძლება შეფასდეს რაიმე დაუშვებლად, თუმცა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, წინდახედულად ამახვილებს ქრისტიანთა ყურადღებას, თუ არსებული ეჭვები რამდენად სახიფათოა მათი რწმენისათვის. მთავარ პირობად, პირადი მოსაზრებების კრებაში გავრცელების დაუშვებლობა და თანამორწმუნეებისთვის თავზე მოხვევა რჩება. ბიბლიაზე დაფუძნებული ასეთი მოთხოვნა ხელს უწყობს ღვთის კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებას.


Комментариев нет:

Отправить комментарий