понедельник, 5 июля 2021 г.

საჭიროა თუ არა გასვლა და ქუჩაში ქადაგება?


სწორად იქცევიან თუ არა იეჰოვას მოწმეები, როდესაც ქუჩაში ქადაგებენ?
  
რუსი მღვდელმსახური სმირნოვის პასუხს უყურეთ და, რაც მთავარია, იმას დააკვირდით, რომელი ბიბლიური პრინციპები ან რომელი ბიბლიური საფუძვლები მოჰყავს მას? 
"მანამ, სანამ ქუჩაში საქადაგებლად გავალ, ჯერ შეშლილი უნდა გავხდე", — ამბობს მღვდელი. 


   

გამოდის, რომ იესო ქრისტე შეშლილი ყოფილა? ნახეთ, რის კეთებისკენ მოუწოდებდა ქრისტე თავის მოწაფეებს და თვითონ სად ქადაგებდა:
ლუკა 13:22-26 დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.
ლუკა 14:21-25 დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს. მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:...
საქმეები 5:14,15 და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა. ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ.
საქმეები 9:11 უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.
და ეს მხოლოდ ზოგიერთი ადგილია, წმინდა წერილში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ ერთ წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რომლებიც იგავების 1:20-33-შია ჩაწერილი:
"სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმასხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვასროდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა? მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს. ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით. და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ; როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება. მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან, რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს, არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება, იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან. რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა. ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.".
იესო თავის მოწაფეებს სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გზავნიდა და მოგვიანებით მათ დაავალა: 
«იქნებით ჩემი მოწმენი...  ქვეყნის კიდემდე» (საქმეები 1:8; ლუკა 10:1).
რელიგიის დანიშნულება - ღვთის შესახებ ქადაგება, ადამიანებამდე შემოქმედის შესახებ ჭეშმარიტების მიტანაა. ადამიანი დამოუკიდებლად ვერ შეიძენს რწმენას, რადგან რწმენა მოსმენილს მოაქვს. მაგრამ როგორ მოისმენენ, თუ ნაქადაგები არ იქნება? (რომაელები 10:13-16) ღვთის ყველა მსახურები და წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ, ხალხთან მისვლით. არავინ მჯდარა და არ დალოდებია, რომ ხალხი თვითონ მივიდოდა მათთან. 
ზოგიერთებმა კი, თავად რელიგიის არსი დაამახინჯეს და ის კომერციულ პროექტად აქციეს. ვაი მათ…
------------------------------------------------------------------------------
ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий