вторник, 20 июля 2021 г.

"ევრო-მარიამი" თუ "დიდი არტემიდა ეფესელი?"




როგორ იქცა ღვთისმშობლის უძველესი კულტი ქრისტიანული ტრადიციის განუყოფელ ნაწილად


  ღვთისმშობლის კულტი – პლანეტის ერთერთი უძველესი კულტია. ჯერ კიდევ დაახლოებით ძვ.წ. ორიათას წელს, წარმართები თავის ტაძრებში მღეროდნენ: «უწმინდესო ღვთისმშობელო, გვიხსენი ჩვენ», როდესაც შუმერის მთავარ ქალღმერთს – ინანას მიმართავდნენ (ეს სახელი ძველი შუმერულიდან თარგმნისას ასე ჟღერს «ცის დედოფალი», «ცის მბრძანებელი»). სარგონი (უფრო სწორად: შარუ-კინუ) – დედამიწაზე შუმერისა და აქადის პირველი ძლევამოსილი იმპერიის დამაარსებელი (დაახლოებით ძვ.წ. 2350 წელი), რომელიც შემდეგ დიდ ბაბილონად იქცა, «ცის დედოფლის» კულტს ნერგავდა, დედამისი კი ინანას ანუ იშთარის (ასტარტა) «დიდი ქურუმის» როლს ასრულებდა. 

  იმის ერთერთ ყველაზე ნათელ მაგალითს, თუ როგორ მოაღწია ბაბილონურმა წარმართობამ ჩვენს დღეებამდე, წარმოადგენს ქალწული მარიამის კულტი თანამედროვე ნომინალურ ეკლესიებში, რომელმაც დედა-ქალღმერთის კულტი ჩაანაცვლა. ლეგენდა დედა-ქალღმერთისა და ჩვილის შესახებ კარგად იყო ცნობილი ძველ ბაბილონში და თავის დროზე კულტად ჩამოყალიბდა. ბაბილონის მრავალი ძეგლი ასახავს დედა-ქალღმერთ სემირამიდას, რომელსაც ხელში თავისი შვილი, თამუზი უჭირავს.

  როდესაც ბაბილონელები მთელ დედამიწაზე დაიქსაქსნენ, დედა-ქალღმერთისა და ჩვილის კულტიც თან წაიყოლეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ სცემდა მრავალი ერი თაყვანს დედას და ჩვილს, ამა თუ იმ ფორმით, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ ჭეშმარიტი მხსნელი, იესო ქრისტე დაიბადებოდა ამ ქვეყნად.

  სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ეს კულტი იყო გავრცელებული, დედას და ჩვილს სხვადასხვა სახელი ერქვა. ძველი გერმანელები ქალწულ ჰერტას სცემდნენ თაყვანს ჩვილით ხელში. სკანდინავიელები მას დიზას ეძახდნენ, ისიც ჩვილით ხელში გამოისახებოდა. ეტრუსკები ნუტრიას უწოდებდნენ, ხოლო ვირგო-პატიტურას დრუიდები თაყვანს სცემდნენ როგორც «დედა ღვთისას». ინდოეთში ცნობილი იყო როგორც ინდრანი, რომელიც ასევე ჩვილით ხელში გამოისახებოდა. ჩინელები თავის დედა-ქალღმერთს შინგმუს უწოდებდნენ, რაც «წმინდა დედას» ნიშნავს. ის ხელში ჩვილით და თავის გარშემო დიდების სხივებით გამოისახებოდა. როდესაც შუა საუკუნეებში კათოლიკე ბერმა-მისიონერებმა ჩინეთში შეაღწიეს, თავისდა გასაკვირად აღმოაჩინეს უამრავი რაოდენობის გამოსახულებები, რომლებიც ქალწული მარიამის სტატუეტების იდენტურები იყო. მათ ეს ფაქტი თავისებურად განმარტეს: ვითომდა მარიამი, იესოს დედა, ძველ ჩინეთში იყო ჩასული საქადაგებლად და ჩინელებმა მისი ხსოვნა უკვდავყვეს და მის გამოსახულებებს სცემდნენ თაყვანს. თუმცა ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა ეს მითი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააბათილეს: აღმოჩნდა, რომ «ღვთისმშობლის» ეს გამოსახულებები, ქრისტეს შობამდე ათასი წლით ადრე იყო დამზადებული.

  დედა-ქალღმერთი ბერძნებისთვის ცნობილი იყო როგორც აფროდიტა ანუ ცერერა, შუმერებისთვის – როგორც ნანა, ძველი რომაელებისთვის კი – როგორც ვენერა ანუ ფორტუნა, მის ჩვილს კი იუპიტერს უწოდებდნენ. ასევე ინდოეთშიც სცემდნენ თაყვანს დედას და ჩვილს, რომლებსაც დევაკის და კრიშნას უწოდებდნენ. ამ ქვეყანაში უამრავი ტაძარია აგებული იზის – «დიდებული ქალღმერთის» და მისი ვაჟის, ისვარის სახელზე, სადაც მათ უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში სცემენ თაყვანს.


  




   აზიაში დედა ცნობილი იყო როგორც კიბელა, ხოლო მისი ვაჟი როგორც დიონისი. მას ბაალის ცოლს უწოდებდნენ – ცის ქალწულ დედოფალს, რომელმაც ჩასახვის გარეშე შვა. როგორც ბიბლიური ისტორიიდანაა ცნობილი, როდესაც ისრაელის ძეები ღმერთს განუდგნენ, მათაც წაიბილწეს თავი ამ დედა-ქალღმერთის თაყვანისცემით: «დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს» (მსაჯულნი 2:13).

  ასტარტა ანუ აშთორეთი – ესაა ქალღმერთის სახელი, რომლითაც ის ისრაელის ძეებისთვის იყო ცნობილი. თანაც ასეთი განდგომილება არაერთხელ განმეორდა (მსაჯ.10:6, 1მეფ.7:3-4,12:10, 3მეფ.11:5, 4მეფ. 23:13).

  ამ ქალღმერთის ერთერთ ტიტულს, რომლითაც მას მიმართავდნენ, წარმოადგენდა «ცის დედოფალი». ისინი მას «უცხობდნენ მოხატულ კვერებს და უღვრიდნენ საღვარელს» (იერემია 44:19). წინასწარმეტყველმა იერემიამ არაერთხელ განიკითხა ღვთის ერი «ცის ქალღმერთის» თაყვანისცემისათვის, მაგრამ ისინი მის გაფრთხილებას «გაჯიუტებით» პასუხობდნენ.

  ეფესოში «დიდი დედა-ქალღმერთი» არტემიდას (დიანა) სახელით იყო ცნობილი. ტაძარი, რომელიც ამ ქალაქში მისთვის იყო მიძღვნილი, მსოფლიო შვიდი საოცრებიდან ერთერთს წარმოადგენდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ ქალაქში მოციქული პავლე უძლიერეს წინააღმდეგობას შეხვდა არტემიდას კულტის მომხრეების მხრიდან (საქმეების მე-19 თავი). მათ ქრისტიანთა წინააღმდეგ უზარმაზარი ბრბო შეკრიბეს და «დაახლოებით ორ საათს ყვიროდნენ: დიდია არტემიდე ეფესელი!» (საქმეები 19:34).

  საბოლოოდ კულტმა, რომელიც ბაბილონმა მრავალ ერს გადასცა, ფეხი რომსა და მთელ რომის იმპერიაშიც მოიკიდა. ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც დედა-ქალღმერთის თაყვანისცემა თავის პიკში იმყოფებოდა, დედამიწას ჭეშმარიტი მხსნელი, იესო ქრისტე მოევლინა. ის მოკრძალებულმა ებრაელმა გოგონამ, მარიამმა შვა.

  თავდაპირველად ქრისტიანულ რწმენაში მარიამის კულტის ადგილი არ იყო. ცნობილია, რომ მარიამი, იესოს დედა, მშვენიერი, მიძღვნილი და ღვთისმოსავი იყო, რომელიც სპეციალურად შეირჩა ჩვენი მხსნელის ხორცშესასხმელად. მიუხედავად ამისა, არც მოციქულებს და არც თავად იესოს არასოდეს, მცირედი მინიშნებაც კი არ გაუკეთებიათ მარიამის თაყვანისცემის იდეაზე. როგორც ბრიტანული ენციკლოპედია ამტკიცებს: «პირველი ასწლეულების განმავლობაში, ეკლესიები მარიამს საერთოდ არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ». არასოდეს მომხდარა კონსტანტინეს დრომდე (მეოთხე საუკუნის დასაწყისი), რომ ვინმეს მარიამისთვის, როგორც ქალღმერთისთვის ეცა თაყვანი. «მას პატივს უნდა ვცემდეთ, თუმცა მარიამს თაყვანს არავინ უნდა სცემდეს», – ამბობდა ეპიფანე კვიპრელი, რომელიც ზოგიერთ ფრაკიელ, არაბ და სხვა ადგლებში მცხოვრებ ქრისტიანებს ამხელდა მარიამის, როგორც ქალღმერთის თაყვანისცემაში და მისთვის შესაწირავის სახით პურის კვერების მიტანაში. 

თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მარიამის თაყვანისცემას არა მხოლოდ იწონებდა რომის იმპერიის ოფიციალური ეკლესია, არამედ ოფიციალურ დოქტრინადაც კი იქნა გამოცხადებული ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 431 წელს. პარადოქსული დამთხვევაა - ხომ მართალია? ეს მოხდა არტემიდას «მშობლიურ» ქალაქში, სადაც მას უხსოვარი დროიდან სცემდნენ თაყვანს! მსოფლიო კრების გადაწყვეტილებაზე წარმართული გავლენა სრულიად აშკარაა. ეფესოს საეკლესიო ლიდერებმა ივარაუდეს, რომ ხალხს თუ დედა-ქალღმერთის თაყვანისცემის «მამების ტრადიციებისა» და რწმენის შენარჩინების საშუალებას მისცემდნენ, მაშინ მეტი მიმდევრის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. მხოლოდ ქალღმერთის სახელი იქნა შეცვლილი მარიამით. ამგვარად, სამი ასწლეულის შემდეგ, ღვთისმშობლის კულტი აღდგენილი იქნა.

  ეს საშინელი ტყუილი იყო, როგორც ერთგულ ქრისტიანებთან მიმართებით, ასევე წარმართებთან მიმართებითაც. ქრისტიანებს აიძულებდნენ დედა-ქალღმერთისთვის ეცათ თაყვანი მამა-ღმერთის ნაცვლად, ხოლო წარმართები არტემიდე-მარიამის თაყვანისცემას განაგრძობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ქრისტიანები გახდნენ. იმან, რის შესახებაც მანამდე იქ მოციქული პავლე ქადაგებდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა. ისინი, ვინც მის სიცოცხლეში ნამდვილ ქრისტიანობაში მოიქცნენ, თავისი ქალღმერთის სტატუეტებს ამტვრევდნენ.

  ეგვიპტეში დედა-ქალღმერთს ისიდას უწოდებდნენ, მის ჩვილს კი – ჰორუსს. ეგვიპტის რელიგიურ ძეგლებს ერთი რამ აერთიანებს, ჩვილი ჰორუსის გამოსახულება, რომელიც დედას უზის მუხლებზე. ერთერთი ტიტული, რომლითაც ისიდას მიმართავდნენ – «დედა ღვთისა» იყო. მოგვიანებით ეს ტიტული მარიამს მიაწერეს ალექსანდრიელმა «ქრისტიანმა» თეოლოგებმა. ჩვილით ხელში დედა-ქალღმერთის სახემ იმდენად ღრმად გაიდგა ფესვი წარმართთა აზროვნებაში, რომ, როგორც ისტორიკოსები ადასტურებენ, ეკლესიის ხელმძღვანელთა მიერ, ჩვილით ხელში გამოსახული ისიდას ძველი გამოსახულება, ქალწული მარიამისა და ჩვილი იესოს გამოსახულებად იქნა დამტკიცებული. საეკლესიო ლიდერები სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ მარიამის წარმართულ ქალღმერთთან დამსგავსებას. მარიამისა და ისიდას სტატუეტები თითქმის არ განსხვავდებოდა. გარდა ამისა, თავი რომ ახალი სტატუეტების დამზადებით არ შეეწუხებინათ, ისიდას გამოსახულებებს უბრალოდ მარიამის სახელს არქმევდნენ.

  ისიდას ჩვეულებრივ ნახევარმთვარეზე მდგომსა და თავის გარშემო ვარსკვლავებით გამოსახავდნენ. ზუსტად ასეთი «მარიამის» ნახვაა შესაძლებელი თანამედროვე ევროპის ტაძრებში. წმინდა წერილი ნათლად ამბობს, რომ ერთი შუამავალი არსებობს ღმერთსა და ადამიანებს შორის – «კაცი ქრისტე იესო, რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად» (1ტიმ.2:5). თუმცა ეხლა ნომინალური ქრისტიანობა ასწავლის, რომ ასევე მარიამიც წარმოადგენს «შუამავალს». ქალწული მარიამისადმი ლოცვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს  რელიგიურ წეს-ჩვეულებებში. წმინდა წერილი ამის არანაირ საფუძველს არ იძლევა, თუმცა, მსგავსი იდეები უცხო არ არის იმ ტრადიციებისთვის, რომლებიც წარმართულ ღვთისმშობელთანაა დაკავშირებული. მრავალს შეიძლება სრულიად წარმოუდგენლად მოეჩვენოს, მაგრამ მრავალი ეგრეთ წოდებული «ლოცვები» მარიამის მიმართ, რომლებიც სამლოცველო წიგნებშია მოცემული – სხვა არაფერია, თუ არა პლაგიატი დედა-მიწის, კიბელას, ისიდას, ასტარტასა და ა.შ. კულტებიდან. ამაში თვალნათლივ დასარწმუნებლად საკმარისია უბრალოდ ანტიკური ისტორიის წიგნი გადავშალოთ.

  თანამედროვე ტაძრებში ადამიანები ხშირად აშკარა ღვთის საგმობ სიმღერებს მღერიან. მაგალითად: «უწმინდესო ღვთისმშობელო, გვიხსენი ჩვენ!» ამ მოკლე საგალობელში სამჯერადი ღვთის გმობაა. პირველი, სიტყვა «უწმინდესო» მარიამს თავად ღმერთზე მაღლა აყენებს, რაც სრულ უგუნურებას წარმოადგენს. მეორე, ღმერთს არ ჰყავს, არც ჰყავდა და არც არასოდეს ეყოლება დედა. მესამე, ვერავინ იხსნის, ღვთის გარდა! ნებისმიერს, ვინც ამას არ ეთანხმება, შეუძლებელია ქრისტიანი ერქვას!

  რა თქმა უნდა, მარიამი იესოს დედა იყო, თუმცა მხოლოდ მისი ადამიანური ბუნების გაგებით. ტიტული «დედა ღვთისას» თავდაპირველი მიზანი: დედის დიდებული მდგომარეობის დადგენა იყო. ზუსტად ასეთი აზროვნება აქვთ ნასწავლი მრავალ ნომინალურ ქრისტიანებს მარიამთან მიმართებით! დღეს, ამ უწმინდური კულტით დაბრმავებული მრავალი ადამიანი, ათასობით ტაძრებსა თუ სამრეკვლოებს აშენებენ «ღვთისმშობელი» მარიამის სახელზე.

  როგორც ვხედავთ, მარიამის თანამედროვე კულტს არანაირი შეხება არ აქვს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დედასთან. გარდა ამისა, თვითონ ღმერთი თავის სიტყვაში მკაცრად გვაფრთხილებს: «ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისა, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვევით. ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები» (მეორე რჯული 5:7-9). უფალმა იესომ თქვა: «უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე» (მათე 4:10). ტყუილად როდი ასრულებს მოციქული იოანე თავის წერილს ასეთი სიტყვებით: «შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან» (1იოანე 5:21). მაშ რატომღა აიძულებს, ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ რწმენის მქონე ადამიანებს, ადამიანური გადმოცემები და წარმართული გადმონაშთები იმას, რომ კერპთაყვანისმცემლობის ცოდვა ჩაიდინონ?

---------------------------------------------

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


Комментариев нет:

Отправить комментарий