понедельник, 12 июля 2021 г.

συνεκδοχή და წმინდა სული



საინტერესო მსჯელობებს წავაწყდი წმინდა სულთან დაკავშირებით რუსლან ხაზანზარის სტატიაში "წარმართო-ქრისტიანობა":

"... ქრისტიანულ დოგმატიკაში ახალი რწმენები და გაგებები ჩნდებოდა. ასე წარმოშვა ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლის იდეამ წმინდა სულის პიროვნული არსის თეორია (შეად. რომაელები 8:16).

მართლაც, ბიბლიაში წმინდა სულის შესახებ ხშირადაა საუბარი როგორც პიროვნებაზე (მათე 28:19; იოანე 16:14; საქმეები 15:28; 2 კორინთელები 13:13), ის თითქოსდა პიროვნულ თვისებებს ფლობს (დაბადება 6:3; ლუკა 12:12; იოანე 16:8; საქმეები 13:2; 1 პეტრე 1:2; 2 პეტრე 1:21; რომაელები 8:26). გარდა ამისა, ის ღვთაებრივი თვისებებითაც არის დაჯილდოებული (იობი 33:4; ფსალმუნები 138:7-10; იოანე 14:16; 16:13; საქმეები 5:3-5; რომაელები 8:2,11; 1 კორინთელები 2:10-11; 12:4-6,11; ეფესოელები 4:30). თუმცა იმ დასკვნის გაკეთება, რომ წმინდა სული — პიროვნებაა, მხოლოდ ბერძნულენოვან ქრისტიანებს შეეძლოთ, რომლებიც ბერძნული ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ (კოლოსელები 2:8), სადაც პოლითეიზმი და პანთეიზმი — ჩვეულებრივი მოვლენაა. იმ ქრისტიანებს, რომლებიც სემიტურ სიტყვიერებას იცნობდნენ, ასეთი რამ თავშიც კი არ მოუვიდოდათ. სემიტურ ლიტერატურაში, განსაკუთრებით ბიბლიაში, ფართოდაა გავრცელებული ისეთი ტროპი, როგორიცაა მეტონიმია, და მეტონიმიის ისეთი სახეობა, როგორიცაა სინეკდოხა. მაგალითად, როდესაც იესო ამბობდა: «ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა» (მათე 6:3), ის, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობდა, რომ მარცხენა და მარჯვენა ხელები — ადამიანისაგან ცალკე მდგომი ორი პიროვნება იყო. ამიტომ, როდესაც წმინდა წერილში ღვთის სულს პიროვნული თვისებები მიეწერება, ისინი ღმერთს ეხება, რადგან წმინდა სული, როგორც მთლიანი ბიბლიიდან ჩანს, — არის არა პიროვნება, არამედ ღვთის მოქმედი ძალა (ლუკა 1:35), რომლითაც, კერძოდ, შეიძლება «აღივსო» (ლუკა 1:41; საქმეები 2:4). პირველ ქრისტიანებს წმინდა სული რომ მართლა პიროვნება ჰგონებოდათ (ან თუნდაც ღმერთი), მაშინ ისინი, პირველ რიგში, მას სახელს დაარქმევდნენ, მეორეს მხრივ კი, ასევე ღვთის სუნთქვისა (נִשְׁמַת אֱלוֹהַ) და მისი რისხვის ქარის (רוּחַ אַפּוֹ)  პერსონიფიცირებასაც 
მოახდენდნენ (იობი 4:9; შეად. გამოცხადება 5:6). და, თითქოსდა, არისტოტელემ უკვე დიდი ხნის წინ მისცა განსაზღვრება თავის რიტორიკაში სიტყვა συνεκδοχή-ს, და, თითქოსდა, წარმართო-ქრისტიანობის მრავალ სწავლულ მამას უნდა სცოდნოდა მეტონომიის ეს სახეობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ბერძნული ფილოსოფიით იყვნენ აღზრდილები, უფრო ახლობელი წმინდა სულის პიროვნული არსის თეორია აღმოჩნდა, ვიდრე ბიბლიური ლიტერატურის სიმბოლურ-რიტორიკული აღქმა".


საინტერესოდ შემდეგი აზრები მომეჩვენა:

  • ჰიპოტეზა იმის შესახებ, რომ ღვთის სული პიროვნებაა, თავის დასაბამს იმ სულის იდეიდან იღებს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ რჩება, და ისე განაგრძობს სიცოცხლეს, როგორც ცალკეული პიროვნება.
  • იმის დამსახურება, რომ იეჰოვას სული პიროვნებაა, წარმართულ ფილოსოფიას ეკუთვნის, და მხოლოდ მისი ჰიპნოზის ზემოქმედებით შეიძლება ადამიანს თავში ის აზრი მოუვიდეს, რომ იეჰოვას სული პიროვნებაა.
  • იმ რიტორიკული ილეთის ( συνεκδοχή ) ზუსტი განსაზღვრება, რომლითაც ბიბლიაში ღვთის სულია აღწერილი, იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რატომ იძენს სული ბიბლიის უამრავ ადგილებში პიროვნულ თვისებებს.
  • ყველა პიროვნებას მართლაც გააჩნია საკუთარი სახელი. წმინდა სულის შესახებ კი ის ვიცით, რომ ის უსახელოა. ის რომ მართლაც პიროვნება ყოფილიყო, მისი პირადი სახელიც გვეცოდინებოდა.


(ჯოშუა ლუგანსკი)

სტატიის ორიგინალი:  
http://apokrinomai.blogspot.com/2012/03/blog-post_09.html
-------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий