воскресенье, 27 июня 2021 г.

«მივულოცო თუ არ მივულოცო?»

 



«რაც შეეხება დღის თემას»… ასე იწყებოდა შეტყობინება, რომელსაც გახსენების საღამოს დღეებში უგზავნიდნენ ერთმანეთს იეჰოვას მოწმეების ჯგუფებში. რა თემაზეა საუბარი? მის სრულ ციტირებას მოვახდენ, პუნქტუაციის შენარჩუნებით:

----------------------------------------------------

«მართებულია თუ არა ამ დღის ერთმანეთისთვის მილოცვა? ამ სიტყვების თქმა ან მიწერა: ამ დღეს გილოცავ?

რა პრინციპების გათვალისწინებაა ამ დროს საჭირო?

ეს დღე ძალიან ჰგავს «წუთიერ» დუმილს. გახსენება - ეს მნიშვნელოვანზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობაა!

ადრე რჩევა ეძლეოდათ მათ, ვინც მოსანათლად მიდიოდნენ, რომ ხელები არ ექნიათ და არც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. რატომ? რათა ამ დღის მნიშვნელოვნება არ დამცირებულიყო.

გახსენების საღამოს პერიოდში გაგზავნილი შეტყობინებები «გილოცავთ» ან «დღესასწაულს გილოცავთ» ამ დღის სერიოზულობას ამცირებს.

მივულოცავდით ვინმეს გარდაცვალების წლისთავს? ენაც კი არ მოგვიბრუნდებოდა ამის სათქმელად. თუმცა ქრისტეს სიკვდილი სხვების სიკვდილისგან უდავოდ განსხვავდება, მაგრამ არსი ერთი და იგივეა.

ხელმძღვანელ საბჭოს არასოდეს მოულოცავს ჩვენთვის ეს დღე, მიუხედავად იმისა რომ ეხლა ამის გაკეთება გაცილებით ადვილია. მაგალითად დილის თაყვანისცემაზე. რატომ არ მოგვილოცეს და არ გვითხრეს დღესასწაულს გილოცავთო? ძვირფასო ძმებო და დებო, ესე იგი ეს მიზანშეწონილი არ არის.

ჩვენ კი არ უნდა ვიზეიმოთ, არამედ უნდა ავღნიშნოთ ეს მოვლენა.

აღნიშვნა — ნიშნავს რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის ან ადამიანის სამახსოვროდ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას საკუთარი პატივისცემის გამოხატვის მიზნით.

სიყვარული უწესოდ არ იქცევა

სიტყვა, რომელიც ამ მუხლებში ნათარგმნია როგორც «უწესოდ მოქცევა», ნიშნავს «უხეშად, შეუფერებლად მოქცევას; კარგი მანერების არქონას». ამიტომ ისინი, ვინც ქრისტიანულ სიყვარულს ავლენენ, სხვების გრძნობებზე ფიქრობენ.

2 კორ. 9:7; 1 კორ. 14:40;10:31-33»

----------------------------------------------------


შემიძლია კომენტარი გავუკეთო ამ შეტყობინებას? შევეცდები ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა.


თავიდანვე ვიტყვი: მე არ ვარ მიდრეკილი იმისკენ, რომ თანამორწმუნეებს გახსენების საღამოს მისალოცები გავუგზავნო (და ქვემოთ განვმარტავ რატომ). და მით უმეტეს, არც ხელს მოვაწერ მსგავს შეტყობინებებს, რომელიც ზემოთაა მოყვანილი (და ამასაც განვმარტავ).


ცოტა წინ გავუსწრებ, რადგან მსგავსი საკმაოდ კატეგორიული შეტყობინებების ავტორების ყურადღება მინდა შემდეგ აზრზე გავამახვილო. როგორც ჩანს, «გახსენების საღამოს მილოცვისდმი» მიდგომის პრობლემა ნაწილობრივ თავად ფრაზების «გილოცავ» და «ზეიმობა»-ს განსხვავებულად აღქმაში იმალება. თანამედროვე საზოგადოებისთვის გაგება «დღესასწაული», ძირითადად, ზეიმთან, თავშეუკავებელ მხიარულებასთან, სულელურ გართობებთან და ასევე სმასთან და უზნეო ქმედებებთან ასოცირდება. თუ ზეიმობენ, ესე იგი, ბოლომდე ზეიმობენ! ნუ, როგორც წესი, ხალხში ზუსტად ეს ითვლება დღესასწაულად.


მრავალი მათგანი, ვინც დღეს ქრისტიანია, ადრე ზუსტად ასევე იქცეოდა. ღმერთის გაცნობის შემდეგ, მათი ცხოვრების წესი შეიცვალა. თუმცა რაც შეეხება თავად გაგება (და ფრაზასაც კი) «დღესასწაულს» ვიღაცისთვის მას ისევ ისეთივე ასოციაციები გააჩნია, რაღაც არასახარბიელოსთან ან შეუფერებელთან დაკავშირებულის. შესაბამისად, მეორე ფრაზაც – «მილოცვა» - იმავე კატეგორიაში განაგრძობს ყოფნას, ანუ არასწორ «სადღესასწაულო» მხიარულებასთან და შესაბამის ქმედებებთან დაკავშირებული.


მათი აზრით, როგორ შეიძლება უფლის გახსენების საღამოს «დღესასწაული» ეწოდებოდეს? «ზეიმობის» რა მიზეზი არსებობს, როდესაც ამ დღეს (33 წლის 14 ნისანს) უფალი მოკვდა? როგორ შეიძლება ეს ვინმეს «მიულოცო»?


ასეთ ქრისტიანებს შეიძლება გაუგო. ეს ცხოვრებისეული გამოცდილების თავისებურებებია, მისი ემოციური ანაბეჭდი. და ასეთი პირადი აღქმის განსჯა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!


ამავდროულად სხვა მრავალი ქრისტიანი, მათივე თანამორწმუნეები, გაგებებს «დღესასწაული» და «მილოცვა» თავისთავად ნაკლებად კატეგორიულად აღიქვამენ. ამასთანავე, ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რათა უფლის გახსენების საღამო დღესასწაულად მიიჩნიონ, და როგორც შედეგი, ერთმანეთს მიულოცონ ასეთი დღესასწაული. იმიტომ რომ მათთვის ეს მოვლენა სიხარულის მიზეზს წარმოადგენს. სიხარული იმითაა გამოწვეული, რომ ქრისტეს სიკვდილით ღვთის მიერ საკუთარი სახელის განწმენდის, და ასევე, ცოდვისა და სიკვდილისაგან კაცობრიობის ხსნის განზრახვები შესრულდა!


როგორ შეიძლება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ბიბლიურ ისტორიაში მომხდარ ნებისმიერ სხვა სასიხარულო მოვლენებს ბევრად აღემატება, სასიხარულოდ არ მივიჩნიოთ და «დღესასწაული» არ ვუწოდოთ? და როგორ არ მივულოცოთ ეს დღესასწაული მათ, ვინც ასევე მადლიერია ღვთის მიერ მისთვის ნაჩუქარი გამოსასყიდისთვის? ასე მიაჩნიათ ამ ქრისტიანებს. და შეიძლება თუ არა ამის გამო მათი განსჯა? არა, არ შეიძლება!


იმ უთანხმოების ფესვი, შეიძლება თუ არა უფლის გახსენების საღამოს «დღესასწაულად» მიჩნევა და შეიძლება თუ არა სხვა ქრისტიანებისთვის მისი «მილოცვა», ვფიქრობ, ზუსტად ამაშია. იმაში, თუ უშუალოდ რასთან ასოცირდება ქრისტიანის თვალში, თავად გახსენების საღამოსთან დაკავშირებული მოვლენა.


გავიხსენოთ ცნობილი მუხლი იოანეს 3:16 –

«ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს».


ამ სიტყვებში ორი მნიშვნელოვანი აზრია გამოკვეთილი. ერთი ღვთის ძის სამსხვერპლო სიკვდილზე მიუთითებს. მეორე – გადარჩენისა და მარადიული სიცოცხლის მშვენიერ სასიხარულო იმედზე!


ქრისტიანთა ნაწილისთვის, უფლის გახსენების საღამო, უპირველეს ყოვლისა, იესოს მტანჯველ და საშინელ სიკვდილთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მათთვის ეს მოვლენა ძირითადი სახით საგანგაშოს და, სამგლოვიაროსაც კი წარმოადგენს. ისინი მადლიერებით და მოწიწებით «იხსენებენ ქრისტეს სიკვდილს». და სრულებით შესაძლებელია მათი გრძნობების გაგება – როგორ შეიძლება ვინმეს უფლის სიკვდილი «მიულოცო»?


ქრისტიანთა მეორე ნაწილი, იესოს სიკვდილს ისე აღიქვავს, როგორც იმას, რისკენაც ის ღვთის ნების შესასრულებლად ილტვოდა, «სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა», რათა მამა განედიდებინა და კაცობრიობა გამოესყიდა (ებრაელები 12:2). ისინი ცდილობენ «ისეთივე აზროვნება ჰქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა», რადგან ესმით, რომ ზუსტად იმ დღეს – 33 წლის 14 ნისანს – მსოფლიო ისტორიის მსვლელობამ მკვეთრად შეიცვალა ვექტორი და მიმართულება ღვთის თავდაპირველი ჩანაფიქრის აღდგენისაკენ აიღო (რომაელები 15:5). ზუსტად იმ ღამით თქვა იესომ: «მე ვძლიე ქვეყნიერებას» (იოანე 16:33; 1 კორინთელები 15:57). იესოს სიკვდილი ეშმაკზე გამარჯვებად იქცა, რადგან «ღვთის ძე სწორედ ეშმაკის საქმეების მოსასპობად გამოჩნდა» (1 იოანე 3:8).


შესაბამისად, ასეთი ქრისტიანები ქრისტეს მსხვერპლს ისე აღიქვავენ, როგორც საკუთარ განთავისუფლებასა და გადარჩენას, მარადიული სიცოცხლის საფუძველს (ეფესოელები 2:8). და განა ეს სიხარულის საბაბი არ არის? რადგან თვითონ იესომაც გაუსვა ბოლო ღამეს ხაზი იმას, რომ მისი მოწაფეებისთვის აუცილებელი იყო ისეთივე სიხარული ჰქონოდათ, როგორიც მას ჰქონდა, თუმცაღა იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა:

«ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ბოლომდე განიცადოთ ის სიხარული, რასაც მე განვიცდი» (იოანე 15:11).


თავისი დაპატიმრების წინაც კი, როდესაც ლოცულობდა, იესო თავისი მიმდევრების შესახებ ითხოვდა: «ამ ყოველივეს ვამბობ, რათა მათაც განიცადონ ის სიხარული, რომელსაც მე განვიცდი» (იოანე 17:13).


თვითონ იესოს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბოლო ღამეს საკუთარი მდგომარეობისადმი? სურდა მას იმ საღამოს ტრაურის სიმბოლოდ გადაქცევა? სურდა მას თავისი მოწაფეების გულგატეხილობაში ჩაყრა? არანაირად. საკმარისია ყურადღებით გადავიკითხოთ იოანეს სახარების მე-13-დან მე-17 თავის ჩათვლით, და მივხვდებით, თუ როგორი იყო იესოს განწყობილება იმ საღამოს. მიუხედავად მოსალოდნელი გამოცდებისა, ის უფლებას არ აძლევდა, რათა ემოციურ განცდებს გადაეწონათ ის სიხარული, რომელსაც ის განიცდიდა. გარდა ამისა, როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, იესოს სურდა, რომ ასეთივე სიხარულით აღსავსენი ყოფილიყვნენ მისი მოწაფეებიც!


ამ მიზეზის გამო, მრავალი ქრისტიანი, რომელთაც სურთ «ისეთივე აზროვნება ჰქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა», გახსენების საღამოს ისე უყურებენ როგორც უდიდეს სასიხარულო მოვლენას (რომაელები 15:5). მათთვის ეს დღესასწაულია! ეს იმის მიზეზია, რომ განსაკუთრებული სახით გამოხატონ მადლიერება ღვთისა და მისი ძის მიმართ. ეს არის იმის სიხარულის მიზეზი, რომ იესომ სრულფასოვნად შეძლო იმ ყველაფრის შესრულება, რასაც მისგან მამა მოელოდა. და რა თქმა უნდა, იმის გააზრების სიხარულია, რომ ამ გამოსასყიდით გახსენების საღამოს თითოეული დამსწრე განთავისუფლებისა და მარადიული სიცოცხლის იმედს იღებს. განა ეს სიხარულის საბაბი არ არის?


ამგვარად, როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება? იმის მსგავსი, რასაც რომაელების 14:6-ში ვკითხულობთ –

«ვინც ჭამს, იეჰოვას გამო ჭამს, რადგან მადლობას უხდის ღმერთს; ხოლო, ვინც არ ჭამს, იეჰოვას გამო არ ჭამს და მაინც მადლობას უხდის ღმერთს».


თუ ერთი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ უფლის გახსენების საღამო, როგორც ქრისტეს სიკვდილის გახსენების დღე, მის მიერ «დღესასწაულად» ვერ იქნება აღქმული და ამიტომ საკუთარ თავს იმის უფლებას არ აძლევს, რომ ეს მოვლენა ვინმეს «მიულოცოს», მაშინ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის გამოც ის არავინ არ უნდა განსაჯოს.


ისევე როგორც საპირისპირო შემთხვევაში, ქრისტიანი თუ იესოს მეშვეობით მიღებული გადარჩენის გამო მადლიერებით და სიხარულითაა აღსავსე და ამიტომ გახსენების საღამოს «დღესასწაულის» სახით აღიქვავს, და გახსენების საღამოსადმი ასეთივე დამოკიდებულების მქონე სხვა ქრისტიანებს «ულოცავს», ესეც მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის გამოც ვერც მას განსჯის ვინმე.


ამავდროულად, კარგი იქნება გვახსოვდეს იმავე თავში ჩაწერილი სხვა სიტყვები:

«ამიტომ ნუღარ განვსჯით ერთმანეთს, არამედ გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი» (რომაელები 14:13).


როგორ შეიძლება ამ სიტყვების საკუთარ თავზე გამოყენება და არა სხვებზე? თუ ხედავ, რომ ვინმე ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარად იქცევა, ნუ დაგავიწყდება, რომ მას ამის სრული უფლება აქვს, ზუსტად ისევე როგორც შენ გაქვს შენებურად მოქცევის სრული უფლება. თუმცა გაქვს თუ არა მისი განკითხვის უფლება იმის გამო, რომ ის ამ საკუთარი უფლებით სარგებლობს? აქ კარგი იქნება ყურადღებით მივუდგეთ ქვემოთ მოცემულ სიტყვებს:


«ნურც მეტისმეტად მართალი იქნები და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ თავს. რატომ უნდა გაინადგურო თავი?» (ეკლესიასტე 7:16).



-------------------------------------------------------


ეხლა თავს უფლებას მივცემ ცოტაოდენი კომენტარი გავუკეთო სტატიის დასაწყისში მოყვანილ შეტყობინებას. მაშ ასე…


ციტატა: «რა პრინციპების გათვალისწინებაა ამ დროს საჭირო?»


პასუხი:  შეგვიძლია ეკლესიასტეს 7:16-ში და რომაელების მე-14 თავში მოცემული პრინციპები გავითვალისწინოთ…

----------------------------------

ციტატა: «ეს დღე ძალიან ჰგავს «წუთიერ» დუმილს».


პასუხი: ალბათ უფრო, «მსჯელობისა და მადლიერების დღეს» ჰგავს.

----------------------------------

ციტატა: «მივულოცავდით ვინმეს გარდაცვალების წლისთავს


პასუხი: პუბლიკაციებში გახსენების საღამოსთან დაკავშირებით პირდაპირაა ნათქვამი, რომ ეს «სასიხარულო მოვლენაა».

და კიდევ:

«იქ მყოფნი მაინც ერთი სუფრის მოზიარეები არიან… ამ საერთო სუფრასთან არის თვით იეჰოვა, როგორც ამ ღონისძიების ავტორი. იესო მსხვერპლია. ცხებული ქრისტიანებიც საერთო სუფრის მოზიარეები არიან, რადგან სიმბოლოებს იღებენ. იეჰოვასთან ერთ სუფრასთან ჯდომა იმის მაჩვენებელია, რომ იქ მყოფთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ» (w15.02.2003). 

---------------------------------------

ციტატა:  «ადრე რჩევა ეძლეოდათ მათ, ვინც მოსანათლად მიდიოდნენ, რომ ხელები არ ექნიათ და არც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. რატომ? რათა ამ დღის მნიშვნელოვნება არ დამცირებულიყო.»


პასუხი: სწორი შენიშვნაა. ასევე გახსენების საღამოზეც ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოვიქცეთ, რათა ამ დღის მნიშვნელობა არ დავამციროთ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პუბლიკაციაბში არაერთგზისაა ნახსენები ასევე ნათლობის მილოცვაც. თუ მოცემულ რჩევას დავეყრდნობით, მაშინ მილოცვასთან დაკავშირებული მითითების გამოყენებაც შეიძლება თუ არა გახსენების საღამოსთან მიმართებით? აქ ან «დიახ» უნდა ითქვას, ან არასათანადო მაგალითია მოყვანილი…

----------------------------------------

ციტატა:  «ხელმძღვანელ საბჭოს არასოდეს მოულოცავს ჩვენთვის ეს დღე»


პასუხი: ვფიქრობ, სრულიად გასაგებია რატომ. და ეს ზემოთ მოყვანილი მთელი სტატიიდანაც ჩანს. იმის გათვალისწინებაა საჭირო, რომ ყველა ქრისტიანს განსხვავებული აღქმა აქვს. მაგალითად, არც მე ვცდილობ იმას, რომ ყველას მივულოცო გახსენების საღამო, თუმცა, ამავდროულად, ასეთ მილოცვებს გაგებით ვეკიდები.

მკაცრად რომ ვთქვათ, არც მილოცვაზე, არც პირიქით, იმაზე არ არსებობს მითითება, რომ მილოცვა უადგილოა.

-------------------------------------

ციტატა: «ჩვენ კი არ უნდა ვიზეიმოთ, არამედ უნდა ავღნიშნოთ ეს მოვლენა»


პასუხი:  პუბლიკაციებში საუბარია როგორც გახსენების საღამოს აღნიშვნაზე, ასევე ზეიმზე. ამიტომ ფრაზა «ვენ კი არ უნდა ვიზეიმოთ…» აშკარად არაკორექტულია.

(ციტატები პუბლიკაციებიდან):

«უფლის გახსენების საღამო ერთადერთი ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, რომელსაც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ».

გარდა ამისა:

შეგვიძლია ვნახოთ 1996 წლის 1 აპრილის «საგუშაგო კოშკი» სადაც მოცემულია სტატია სათაურით: "ღირსეულად იზეიმე გახსენების საღამო".

--------------------------------------

ციტატა: «სიყვარული უწესოდ არ იქცევა»


პასუხი:  ამ მუხლს გაგრძელება აქვს – «თავისას არ ეძებს». ეს კი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ არ დავადგინოთ საკუთარი წესები და სხვებისგან მათი დაცვა არ მოვითხოვოთ. ნუ დაგვავიწყდება ეს!

----------------------------------------

ციტატა: «ამიტომ ისინი, ვინც ქრისტიანულ სიყვარულს ავლენენ, სხვების გრძნობებზე ფიქრობენ»


პასუხი:  ეს ძალიან კარგი სიტყვებია. და მათზე, პირველ რიგში, პირადად დაფიქრება ღირს: პირადად მე თუ ვფიქრობ სხვების გრძნობებზე, თუ ვცდილობ ყველაზე ზემოთ ჩემი გრძნობები დავაყენო, სხვებს კი ჩემი წესების თანახმად მოქცევა ვაიძულო?


*************************************


P.S. აი რა არის ნათქვამი სიტყვა «მილოცვასთან» დაკავშირებით სხვადასხვა რუსულ ლექსიკონებში:

«მისალმება რაიმე სასიამოვნო, სასიხარულო შემთხვევის დროს. დღესასწაულის მილოცვა…»  (Толковый словарь Ожегова).

«რაიმე სასიხარულო, სასიამოვნო შემთხვევასთან დაკავშირებით მისალმება» (Современный толковый словарь русского языка Ефремовой).

«წერილობითი ან სიტყვიერი მისალმება რაიმე სასიხარულო, სასიამოვნო ან მსგავსი შემთხვევის დროს» (Словарь русского языка: В 4-х т.Под ред. А. П. Евгеньевой).


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «მილოცვა» - ესაა სხვა ადამიანის მისალმება მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მილიონობით ქრისტიანისთვის უფლის გახსენების საღამო ზუსტად ასეთ მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენას წარმოადგენს, რის გამოც ესალმებიან (ულოცავენ) კიდეც სხვა ქრისტიანებს. პირადად მე ამაში უღირსს და არასაკადრისს ვერაფერს ვხედავ. თუმცა ეს, რაღა თქმა უნდა, პირადად ჩემი თვალსაზრისია…
---------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий