пятница, 11 июня 2021 г.

სულის უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა? რა სწამდათ პირველი საუკუნეების ქრისტიანებს?




ადრეული ქრისტიანი მწერლები აქცენტს აკეთებდნენ არა «სულის უკვდავებაზე», არამედ მხოლოდ მოსალოდნელ მკვდრეთით აღდგომაზე, ადამიანური პიროვნების ხელახლა შექმნაზე მის განახლებულ, გამოსყიდულ სხეულში...
მაგალითად კლიმენტი რომაელი (გარდ.101 წ), თავის პირველ წერილში წერს: 
«ამიტომ მივიჩნევთ, დიდი და საკვირველი რამ იქნება, თუ ყოველთა შემოქმედი აღასრულებს მათ მკვდრეთით აღდგომას, რომლებიც კეთილი რწმენის გულდაჯერებით, წმინდად ემსახურებიან მათ...? რადგან სადღაც ამბობს: "და აღმადგენ მე და გადიდებ შენ" და "დავწექი და დავიძინე; ავდექი, რადგან შენ ჩემთან ხარ" (ფს. 3:6; 22:4). და კვლავ იობი ამბობს: "და აღადგენ ამ ჩემს ხორცს, რომელმაც დაითმინა ეს ყველაფერი" (იობი 19:25-26)»
მეორე წერილში კი იგივე აზრს აგრძელებს: 
«ჩვენ, სანამ ამ ქვეყნად ვცხოვრობთ, მთელი გულით უნდა მოვინანიოთ ის ბოროტება, რომელიც ხორცში ჩავიდინეთ; რათა უფლისგან მივიღოთ გადარჩენა, სანამ მონანიების დრო გვაქვს. რადგან ჩვენი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ იქ ცოდვების აღიარებას ან მონანიებას»


ასეთივე აზრებს ვხედავთ ასევე ეგნატი ანტიოქიელთან (გარდ.107 წ):
 «ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით, ვინაიდან ის მამამ მისმა აღადგინა, რომელიც მსგავსი სახითვე აღგვადგენს ჩვენც, ვისაც იესო ქრისტე გვწამს, რადგან მის გარეშე ჩვენ არ გაგვაჩნია ჭეშმარიტი სიცოცხლე».

შემდეგ ჩვენ ვხედავთ, ასევე მყარად დგას ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე პოლიკარპე სმირნელი (გარდ.156 წ): 
«რადგან ყოველი, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლას, ანტიქრისტეა (1 იოანე 4:2-3). და რომელიც არ აღიარებს ჯვრის მოწმობას, ეშმაკისგან არის და რომელიც ამრუდებს უფლის სიტყვებს საკუთარ სურვილთა მიხედვით და ამბობს, რომ არ იქნება არც მკვდრეთით აღდგომა და არც სამსჯავრო, ის პირმშოა სატანისა»
შემდეგ, ის ასეთ რამეს წერს:
«ვინც აღადგინა იგი მკვდრეთით, აღგვადგენს ჩვენც, თუ აღვასრულებთ მის ნებას და ვივლით მისი მცნებებით, თუ შევიყვარებთ, რაც მან შეიყვარა».

კიდევ, ათენაგორა ათენელი (ახ.წ. II ს.) წერს: 
«თავისთავად არც სულის, არც ცალკე სხეულის ბუნებისთვის განუკუთვნებია ღმერთს დაბადება, სიცოცხლე და მთელი არსებობა, არამედ ერთობლივად მათგან შექმნილი ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ რისგანაც [შედგებიან] დაბადებისას და სიცოცხლეში, იმითვე გალიონ სიცოცხლე ერთი და ზიარი აღსასასრულისკენ. ამიტომაა [ადამიანი] ერთიანი ცოცხალი [არსება], ორი [საწყისისგან შედგენილი], რომელიც განიცდის [ყოველივე] იმას, რასაც განიცდის სული და იმასაც, რასაც სხეული».
აქედან დასკვნა: 
«ხოლო გონება და აზრი მიღებული აქვს არა ცალკე სულს, არამედ ადამიანს. ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ამ ორის [ერთიანობით] არსებობს, მარადმყოფობდეს. მაგრამ მისი მუდამ არსებობა შეუძლებელი იქნება, თუ ის არ აღდგა. აღდგომის გარეშე არც ადამიანთა, როგორც ადამიანთა, ბუნება შენარჩუნდება» («მკვდართა აღდგომის შესახებ», 15).

იუსტინე მარტვილი (გარდ. 165 წ), რომელიც იმავე პერიოდში ცხოვრობდა, რომელშიც ათენაგორა, «დიალოგში ტრიფონ იუდეველთან» წერს
«თუ ისეთ ხალხს შეხვდებით, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ამას კი არ აღიარებენ და, იმასაც კი ბედავენ, რომ აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს შეურაცხყოფენ, მკვდრეთით აღდგომას არ აღიარებენ და ფიქრობენ, რომ სიკვდილისას მათი სულები მაშინათვე ზეცად ამაღლდება, მაშინ ნუ ჩათვლით მათ ქრისტიანებად».

ზემოთ მოყვანილი კვლევის შემდეგ, კანონზომიერი შეკითხვა ისმის: მაშ რაზეა დაფუძნებული უამრავი ქრისტიანის შეხედულება, რომ სული უკვდავია და სიკვდილის მომენტში, აზროვნებას ინარჩუნებს, სხეულს გამოეყოდა და საიქიოში გადადის? საკმაოდ საეჭვო გვიან აპოკრიფებზე, რომლებიც აშკარად წარმართული წარმომავლობისაა – ძირითადად, პეტრეს, პავლესა და ღვთისმშობლის აპოკალიფსებზე — ეს უკანასკნელი მთლიანად ჯოჯოხეთის ტანჯვებისადმია მიძღვნილი.
ეს აღწერილობები არანაირად არ ჰგავს ბიბლიურ მტკიცებულებებს არც აზრობრივად, და არც საკუთარი მიმართულებით (მათ ავტორს ჰქონდა არა ბიბლიის ავტორთა ირაციონალური აზროვნება, არამედ ლოგიკური, ფილოსოფიური). თუმცა ის, ვინც ეს შეადგინა, არც იყო ღვთის სიტყვის მიბაძვისკენ მიდრეკილი. ის ცნობილ წარმართულ მითებს ჰბაძავდა, ანტიკური კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებებს – ოდისევსის, ენეიდას, პლატონის მითებს, პითაგორისეულ გადმოცემებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საიქიო საზღაურთან დაკავშირებულ ყველა ისტორიას აშკარა გენეტიკური კავშირი გააჩნია. მათი გამომგონებლები მათთვის საზიზღარ ხალხს ჯოჯოხეთში ათავსებდნენ. ბერძნულ ისტორიებში ესენი არიან მითების გმირები, რომელთა აღწერილობებშიც ჩანს მითითებები შემქმნელთა თანამედროვეებზე. გვიანდელ «ჯოჯოხეთში», რომელიც დანტემ აღწერა, ავტორი აღწერილობებს კი აღარ მიმართავს, არამედ პირდაპირ უსწორდება მისთვის არასასიამოვნო პიროვნებებს.
ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლთან დაკავშირებული ყველა ისტორია, რომლებიც ვითომდა მარადიულად წვავენ ცოდვილებს, უშუალოდ უტილიტარულ მიზნებს ემსახურებიან – ზემოქმედება მოახდინონ ადამიანებზე, რათა ცოდვის გარეგანი გამოვლინება შეზღუდონ. მათში ყოველი ცოდვილი იპოვის იმას, თუ რა ელოდება მას სიკვდილის შემდეგ, თუ არ მოინანიებს. ბიბლია არ იზიარებს ასეთ მიდგომას, იმიტომ რომ ღმერთს სურს არა ადამიანთა გერაგანი მოწესრიგებულობა, არამედ მათი ღრმა და საფუძვლიანი მოქცევა, «ხელახლა დაბადება». ამიტომ იესო ადამიანებს საიქიო სასჯელების შიშით კი არ მოაქცევდა, არამედ მათ სიყვარულის საკუთარი მაგალითი უჩვენა: 
«როგორც მამამ შემიყვარა, მეც ისე შეგიყვარეთ; დარჩით ჩემს სიყვარულში!» (იოანე 15:9)
ამიტომ, ჩემი აზრით, არანაირი აზრი არ აქვს იმას, რომ ბიბლიისა და ადრეული ქრისტიანების მტკიცებულებები დავივიწყოთ მკვდრეთით აღდგომის შესახებ და ის სულის უკვდავების წარმართული სწავლებით ჩავანაცვლოთ, რომლის ფესვებიც იმ ძველ მითებში, ლეგენდებსა და არაკანონიკურ წერილებშია გამდგარი, რომლებშიც ღვთის ხასიათის არსი მახინჯდება.

(კონსტანტინე ბუდ-გუსაიმი,  მდა)
-------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий