пятница, 31 мая 2019 г.

როგორი მომავალი ელით "უკონფესიოებს"?



დღეისათვის ძალიან დიდი რაოდენობით ქრისტიანული მიმართულება არსებობს, თუმცა ასევე სულ უფრო ხშირად შეიძლება "უკონფესიოების", ანუ მათი ნახვა, ვინც ქრისტიანთა არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ზოგი თუ საკუთარი საძმოთი ამაყობს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ის, ვთქვათ, ბაპტისტი, ადვენტისტი, ან იეჰოვას მოწმეა, და ისინი ბევრნი არიან მრავალ ქვეყანაში, მაშინ "უკონფესიოებიც" არანაკლებ ამაყობენ იმით, რომ არავის არ მიეკუთვნებიან. ისინი ამაყად უწოდებენ საკუთარ თავს "თავისუფალ ქრისტიანებს", "დამოუკიდებლებს", ზოგიერთებმა კი გაცილებით გამორჩეული და ამაღლებული სახელი მოიფიქრეს - "თავისუფლად მფრინავი". 



როდესაც ვინმესთან ბიბლიის დახმარებით გიწევს საუბარი და უცებ ვიღაც თავაწეული გეუბნება: "მე უკონფესიო ვარ", ან, რათა უფრო გასაგები იყოს თქვენთვის, მე "თავისუფალ ფრენაში" ვარ, თავში მაშინვე ერთი აზრი მოდის: "ბიბლიაში თუ შეიძლება იმის მტკიცებულების პოვნა, რომ ღმერთი "უკონფესიოთა" მხარეზეა? ადრე რატომ არ არსებობდნენ ისინი, არც მოსეს დროს, არც მოციქულების დროს, არც რომელიმე სხვა დროს და მხოლოდ ეხლა გამოჩნდნენ"? დავფიქრდი და მივხვდი, რომ საქმე არა თავად სახელში, არამედ არსშია. როგორც აღმოჩნდა, "უკონფესიო" - ესაა ის, ვინც არავის არ ეკუთვნის, იმიტომ, რომ არავის არ ეთანხმება სრული 100 %-ით. ასეთებს უკვე შევხვედრივარ. ერთმა ადამიანმა ოდესღაც განმიცხადა, რომ მას ყველაზე პროგრესული ცოდნა ჰქონდა. მან თითოეული რელიგიური ჯგუფიდან, როგორც იტყვიან ცოდნის "წვენი" აიღო. მართლმადიდებლებისგან აიღო ჯვარი, ორმოცდაათიანელებისაგან - უცხო ენები, ადვენტისტებისაგან - შაბათი, იეჰოვას მოწმეებისაგან - ღვთის სახელი იეჰოვა, და, როგორც მას მიაჩნია, ეხლა მას "ვერავინ მოუგებს"!!! ის ყველა საუკეთესო და უცილობელი ცოდნითაა შეიარაღებული! თუმცა სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე... როგორც აღმოჩნდა ეს ადამიანი ძალიან სუსტი იყო ბიბლიურ ცოდნაში თითქმის ყველა მიმართულებით და იძულებული იყო ყველგან ეღიარებინა მარცხი, ყველასაგან ცოტ-ცოტა და ამის შედეგად იქცა ასეთ "ჰიბრიდულ არსებად". 

ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ ძრავში მრავალი კბილანაა, რომლებიც ურთიერთშორის "თანამშრომლობენ" და შედეგად ძრავი ნორმალურად მუშაობს. ეხლა კი წარმოიდგინეთ კბილანა, რომელიც "არავის არ ეთანხმება"; მისი კბილები სხვა კუთხითაა გადახრილი და თანაც კბილების ზომა სტანდარტებს არ შეესაბამება, ან მისი კბილები უკვე გაცვეთილია. ესეც თქვენ "უკონფესიო" კბილანა! ის არცერთ ძრავს არ უდგება და მას მხოლოდ ბავშვები თუ დააგორავებენ ეზოში; მეტი არაფრისთვის არ ვარგა. ეს ნორმალურია? 

და უცებ გამახსენდა! ადრეც არსებობდნენ ასეთები! პირველი "უკონფესიოები" ზეცაში გამოჩნდნენ! ანგელოზების ნაწილმა საკუთარი თავი არასტანდარტულებად მიიჩნია, რადგან ყველა მათი აზრი როდი ეთამხმებოდა ღვთის აზრებს, მაგრამ შემდეგ ისინი "თავისუფალ ფრენაში" აღმოჩნდნენ, როდესაც ქრისტემ ზეციდან გადმოყარა ისინი. ფრენა ხანმოკლე იყო და ეხლა ისინი აქ დაფრინავენ, დედამიწის შემოგარენში. და აი მათ მიწიერი მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ; ისინიც თავისუფლად დაფრინავენ იქ, სადაც უნდათ. ასეთები, როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა რელიგიურ კონფესიაში არიან. 

მაგრამ, როგორც ავტოშემკეთებელი არ დააყენებს არასოდეს ძრავში არასტანდარტულ კბილანას, ასევე იეჰოვაც არ გამოიყენებს არასოდეს "არასტანდარტულ მსახურებს". ისინი არაფერში ვარგიან. რადგან მსოფლიოში არსად არ არსებობს ერთკბილანიანი ძრავი! ნებისმიერი უკონფესიო უნდა დაფიქრდეს: "რატომ ვარ უკონფესიო?" ნებისმიერ დროს, როდესაც ასეთი არასტანდარტული "მსახურები" გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მათ ღმერთი უარყოფდა. გავიხსენოთ, კორახი მოსეს დღეებში, თვითმარქვია მღვდელი მიქა, ან ისინი, რომლებიც პირველ ქრისტისნებს გამოეყვნენ... რა ეწოდება მათ ბიბლიაში? ... განდგომილები

ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ მის რელიგიურ ჯგუფში რაღაც რიგზე ვერ არის, თავისუფალ ფრენაში კი არ უნდა წავიდეს, ქარის მიმართულების ოთხივე მხარეს, არამედ ის რელიგიური საზოგადოება მოძებნოს,  სადაც შესაბამისი ბიბლიური არგუმენტაცია იქნება. იქ ვერ იპოვე? სხვაგან მოძებნე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში - ეს იქნება რომელიღაც რელიგიური ჯგუფი და არა ცალკეული დამოუკიდებელი "მსახური". 

ისტორია გავიხსენოთ: წარღვნა ერთობლივად გადაიტანა ჯგუფმა. არავინ გადარჩენილა ცალკე პატარა ნავით. წითელი ზღვა უზარმაზარმა ჯგუფმა გადაკვეთა; არავინ გადასულა ცოტა განსხვავებულ ადგილას, ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მოსეს არავისთვის უთქვამს: "აბა, ხალხო, თქვენ იცით! იქ შევხვდებით..." ყველა მას მიჰყვებოდა. მაშინაც კი, თუ ვინმეს ეჩვენებოდა, რომ მას ისინი რომელიღაც უგუნურ ადგილას მიჰყავდა, გადარჩენა მაინც მხოლოდ იქ შეიძლებოდა, სადაც მოსეს მიჰყავდა ისინი. 

ამიტომ, "უკონფესიობა" - ჩიხია. კომფორტულად მხოლოდ ეხლა გრძნობენ თავს, დიდ გასაჭირამდე. მთელი "კომფორტი" კი იმაში მდგომარეობს, რომ არავისადმი მორჩილება არაა საჭირო. გადი მინდორში, აწიე ხელები მაღლა და იყვირე ხმის ჩახლეჩვამდე! რა თქმა უნდა, "სასიხარულოა". შემიძლია გავუგო ასეთებს... როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, იქაც ჩნდებოდნენ ხოლმე, ასე ვთქვათ, "უკონფესიოები", რომლებიც სკოლას ტოვებდნენ და ზეიმობდნენ, რომ ყველა სწავლობდა, ორებს იღებდა, სკოლის წიგნებში თავჩარგული კვნესოდა, ისინი კი "ბედნიერები იყვნენ", არავის წინაშე არ იყვნენ ვალდებულნი და შეეძლოთ არა მხოლოდ საკუთარი სკოლის კედლებს მიღმა მოეწიათ სიგარეტი, არამედ ნებისმიერ ადგილას! როგორც ერთ სიმღერაშია, "მივდივარ და ვაბოლებ", და მე ვარ ჩემი თავის პატრონი. მაგრამ შემდეგ, როდესაც ყველა სკოლის მოსწავლე ატესტატებს იღებენ, საწყალი "უკონფესიოები" სამსახურის საძებნელად მიდიან და აი აქ იცვლება სურათი 180 გრადუსით. პირველები უკანასკნელები ხდებიან, უკანასკნელები კი - პირველები. თუმცა როდესაც ეს ბოროტი ქვეყნიერება თავის ბოლოს მიაღწევს და ყველა ცხოვრების გამოცდის ჩასაბარებლად წარდგება, მაშინ ვინ ჩააბარებს გამოცდას ღვთის წინაშე?


პავლე შ.


---------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий