пятница, 22 мая 2015 г.

მოქმედება, და არა თავშეკავება


ადრეც დავწერე იმის შესახებ, რომ გარკვეული გაგებით ქრისტიანობაში მხოლოდ ორი მცნება არსებობს და არა ათი, როგორც ხშირად მიაჩნიათ:

„მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“ მან უთხრა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები». (მათე 22:36–40).



მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ არის ეს მცნებები ჩამოყალიბებული. მოსეს თითქმის ყველა მცნება (მეხუთეს გარდა) ნეგატიურადაა ჩამოყალიბებული – რა არ უნდა გააკეთო. არ მოკლა, არ მოიპარო, არ გამოხვიდე ცრუმოწმედ, არ ისურვო, არ იმრუშო, არ გააკეთო, არ იმუშაო, არ წარმოთქვა. ამისგან განსხვავებით ქრისტეს მიერ მოცემული ორი მცნება პოზიტიურადაა ჩამოყალიბებული – რა უნდა გააკეთო. კეთება ყოველთვის რთულია. ის უფრო გაცილებით ადვილია ვინმე არ მოკლა, ვიდრე გიყვარდეს ის. და უბრალოდ დივანზე წამოწოლილი პასიური სიყვარული – ეს აშკარად ის არაა, რისკენაც ქრისტე მოუწოდებს, რადგან მაშინ შეკითხვა იბადება: რით განსხვავდება შენი ცხოვრება მათგან, ვისაც არც ღმერთი უყვარს და არც მოყვასი?

ქრისტე თავის მოწაფეებს თავშეკავებისკენ კი არა, მოქმედებისკენ მოუწოდებს, და ზუსტად ესაა მისი დასწავლების პრინციპული სხვაობა. არ შეჩერდე იმაზე, რომ შენ შეასრულე გარკვეული აკრძალვები, არამედ წახვიდე და რაიმე გააკეთო – როგორც თავად აკეთებდა. ისიც და მისი მოწაფეებიც გამუდმებით რაღაცას აკეთებდნენ – რაც სრულიად აზრს მოკლებულია, თუ უბრალოდ შეიძლება სახლში იჯდე და უბრალოდ არავინ არ მოკლა. ორი უდიდესი მცნება – მოქმედებისკენ მოწოდებაა. 

ქრისტეს მცნებები არ იძლევა თვითდამშვიდების შესაძლებლობას. ძალიან ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები: «მე მცნებებს არ ვარღვევ, ამიტომ მე უკვე ქრისტიანი ვარ». და ამ ლოგიკასაც შეიძლება გაუგო. მოსეს მცნებები დისკრეტულია: შენ ან მოკალი, ან არ მოკალი; ან მოიპარე, ან არ მოიპარე. ეს ყოველთვის მკაფიო სიტუაციაა: ნული ან ერთიანი. სავსებით შესაძლებელია წლობით იცხოვრო და არცერთი მცნება არ დაარღვიო. ისეთი შეგრძნება წარმოიქმნება, რომ ყველაფერი კარგადაა.

ამავდროულად ქრისტეს მცნებები არაა დისკრეტული; არავის არ შეუძლია სუფთა სინდისით თქვას: «მე უკვე მიყვარს ღმერთი და მოყვასი, მე იდეალური ქრისტიანი ვარ, მე მეტი არაფერი მესაჭიროება». არავის შეუძლია იმის თქმა, რომ მას ღმერთი და მოყვასი მაქსიმალურად უყვარს. ასევე არც მინიმალურად. თითქმის ნებისმიერ ადამიანს, თუ ის თუნდაც ნომინალურად მორწმუნეა, გარკვეულწილად ღმერთიც უყვარს და მოყვასიც. ქრისტეს არ აქვს მკაფიო ნულები და ერთები, მოსესგან განსხვავებით. ყველა ჩვენთაგანი სადღაც შუაში, რუხ ზონაში ვართ. ეს თვითანალიზს მოითხოვს და ხელს უშლის თვითდამშვიდებას. ზუსტად ამ გაურკვევლობაში, არადისკრეტულობაში იმალება სულიერი განვითარებისკენ, ღვთისადმი რწმენაში გაზრდისკენ აღმძვრელი ძალა, რომელსაც ჩვენგან მოელის მოძღვარი.

ქრისტეს მცნებებს არ აქვს საკმარისობის ნიშნული. შენ თუ არ მოკალი, მაშინ მცნება შესრულებულია. მაგრამ რა დონეზე უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი მცნების შესასრულებლად? რა ზომით უნდა გავაკეთოთ ეს, რომ საკმარისი იყოს? ამის მკაცრად განსაზღვრა შეუძლებელია, და თითოეული თავად წყვეტს თავისი მოწიფულობის საზომით, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე არა აქვს არავითარი მკვეთრი კრიტერიუმი. ეს კვლავ გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოგვიწოდებს სულ უფრო გავიზარდოთ ამ თვისებებში, სულ უფრო მეტად გამოვავლინოთ ისინი ჩვენს ცხოვრებაში, რაც სულიერ განვითარებას გულისხმობს, რომელიც შეიძლება (და, ნათელია, რომ ასეც უნდა იყოს) მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.

ქრისტე არანაირად არ განმარტავს, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. თავისთავად ეს მცნებები ნაკლებინფომრტიულებია. ისინი უბრალოები არიან და მშვენიერნი არიან თავის უბრალოებაში. ყველამ იცის, როგორ არ მოკლა, მაგრამ როგორ გიყვარდეს? კონკრეტულად როგორი სიყვარული სჭირდება ღმერთს? რა სჭირდებათ მოყვასს? მატერიალური დახმარება? ყველას როდი აქვს იმდენი მატერიალური სახსრები, რომ ის გაჭირვებულებს დაურიგოს (რაც საინტერესოა, თავად ქრისტე არ აკეთებდა ამას). აბსტრაქტული სიყვარული სიტყვებით? საეჭვოა. თავად მცნება არ იძლევა პასუხს ამ შეკითხვაზე, მის გასაგებად კიდევ რაღაცაა საჭირო.

ორი მცნება – თითქოს რებუსია. ისინი მოითხოვენ გამოკვლევას და გონების დაძაბვას. პირველ რიგში საჭიროა დავინახოთ, თუ როგორ ცხოვრობდა თავად ქრისტე, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. ქრისტე – ის თვითონაა მცნება. ის თავისი ცხოვრებით გვიჩვენებს იდეალურ მაგალითს, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ამ მაგალითის იდეალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ცოდვილი ადამიანისათვის ის სრულიად მიუღწეველია, მაგრამ მას შეუძლია ისწრაფვოს მისკენ და გამუდმენით განვითარდეს. ჩვენ ქრისტეს მცნებების შესრულება, ცხოვრებაში მისი მაგალითის მიბაძვით შეგვიძლია. მაგრამ ამისათვის მისი ცხოვრების შესწავლაა საჭირო, რისთვისაც ამ გადატვირთულ დროში ხშირად დრო არ გვყოფნის.

როდესაც მოსეს მცნებებს კითხულობს, ბიბლიის თანამედროვე მკითხველი მშვიდდება – მას ქრისტიანობა იოლი აკრძალვების ნაკრები ჰგონია. მაშინ როდესაც ქრისტეს მცნებები აღძრავენ სინდისისკენ, მოქმედებისკენ, სულიერი ძალების დაძაბვისკენ, იმისაკენ, რაც თანამედროვე მკითხველისათვის უჩვეულო, მოუხერხებელი და გაუგებარია. როგორც ჩანს, ესაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაა ეს მცნებები ასე არაპოპულარული და ნაკლებადცნობილი.
---------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

აზრები იესო ქრისტეზე აბზაცის ფორმატში

ჩვენი ღმერთის ცხებული

ქრისტიანობა მოქმედებაში

Комментариев нет:

Отправить комментарий