вторник, 7 октября 2014 г.

ვისი სისხლით შეიძინა ღმერთმა ეკლესია?

თუ გადავშლით საქმეების 20:28-ს, ბევრისთვის საყვარელ საპატრიარქოს თარგმანში, ჩვენ წავიკითხავთ:

მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმინდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.



თითქოსდა, აგერ, სახეზეა სამება (ან, ბოლოს და ბოლოს, ორება მაინც), ვინაიდან აქ ღმერთის სისხლსა და სიკვდილზეა საუბარი. მაგრამ თუ ბერძნულ ტექსტს ვნახავთ (tou haimatos tou idiou), ყველაფერი არც მთლად ასე იოლადაა. პირდაპირ ის შეიძლება ასე ითარგმნოს: «…მისი საკუთარი სისხლით». ამით წინადადება მთავრდება. აზრობრივად ის აშკარად დაუსრულებელის. ვისი საკუთარი? წინადადებას არსებითი სახელი აკლია. ქართულად ასე არ ვსაუბრობთ, ძველბერძნულში კი ასეთი კონსტრუქცია დაშვებულია. რომელიღაც სიტყვა უბრალოდ იგულისხმება და ტექსტში გამოტოვებულია (ლინგვისტიკაში ასეთ ინფორმაციას ეწოდება იმპლიციტური – ნაგულისხმევი). ამა თუ იმ ფორმით ის ყველა ენაში გვხვდება. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვთქვათ: «ის ოცდახუთისაა». აქ სიტყვა «წელი» გამოტოვებულია, მაგრამ ყველას ესმის, თუ რაზეა საუბარი.

რომელი არსებითი სახელია გამოტოვებული საქმეების 20:28-ის ბოლოში? მთელი ახალი აღთქმის კონტექსტი იმაზე საუბრობს, რომ სისხლი ღვთის ძემ გაიღო (მაგ. იოანე 3:16), და არსადაა ნათქვამი, რომ ეს პირადად ღმერთმა გააკეთა. შესაბამისად, მოციქულ პავლეს, ამ ფრაზის ავტორს, მხოლოდ იესო ქრისტე შეიძლება ეგულისხმა. ამიტომაც მრავალი თარგმანი ამ ადგილას სიტყვა «ძეს» სვავს, რათა ქართულად (ასევე რუსულად) წინადადება შესაბამის წესებს შეესაბამებოდეს (ლინგვისტიკაში ამას ექსპლიკაცია ეწოდება). აი რამოდენიმე მაგალითი რუსული და ინგლისური თარგმანებიდან (კვადრატულ ბრჭყალებში – ავტორის თარგმანია):

…ценой крови собственного Сына (კუზნეცოვას თარგმანი).

…кровью Собственного 'Сына' (ზაოკსკის ინსტიტუტის თარგმანი).

…with the blood of his own Son [თავისი საკუთარი ძის სისხლით] (Revised Standard Version).

…with the blood of His own Son [თავისი საკუთარი ძის სისხლით] (The Holy Bible in Modern English).

…through the death of his own Son [თავისი საკუთარი ძის სიკვდილის მეშვეობით] (Today's English Version).

კიდევ უფრო მართებული, სიტყვა «ძის» კვადრატულ ბრჭყალებში ჩასმა ან სხვა სახით გამოყოფა იქნებოდა, რათა ნაჩვენები იყოს, რომ ეს სიტყვა აზრობრივადაა დამატებული (მაგალითად ისე როგორც ამას ზაოკსკის ინსტიტუტის თარგმანი აკეთებს), სქოლიოში ან შენიშნვნებში კი უფრო ვრცელი კომენტარი იქნეს გაკეთებული. ასეთი სახით მკითხველის ინტერესები მაქსიმალური დონით იქნება დაცული: მას ეცოდინება, რომ სიტყვა მთარგმნელების მიერაა დამატებული, მაგრამ ამავდროულად ის შეძლებს მთარგმნელების პოზიციისა და მოტივების გაგებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაამატეს ის. ზუსტად ასეა გაკეთებული ახალი ქვეყნიერების თარგმანის ინგლისურ გამოცემაში:

…with the blood of his own [Son]*.

ქვეშ კი მოცემულია ბმული, რომელშიც მკითხველს განყოფილება დანართებში გზავნიან, რომლშიც ერთ-ერთი მათგანი მოცემულ საკითხს ეძღვნება. ეს მსგავსი ადგილების დამუშავების ყველაზე სწორი მეთოდია.

-------------------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий