суббота, 4 октября 2014 г.

აბრაამის ზღაპრები



უკვე რამოდენიმეჯერ მოხდა, რომ მიჩვენებენ დაბადების მე-18 თავს, სადაც აბრაამს სამი მამაკაცი გამოეცხადა – ვითომდა ეს სამების სამი სახე იყო. ამ თემაზე ცნობილი ხატიც კი არსებობს (ზემოთ). აი იმის მაგალითი, თუ რა ხდება, ბიბლიას თუ არასწორად წავიკითხავთ. დაბადების 19:1-ში ნათლადაა ნათქვამი, რომ როგორც მინიმუმ ორი მათგანი ანგელოზი იყო. ებრაელების 13:2 ასევე გვიდასტურებს, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. სამების სახეები კი არ შეიძლება ანგელოზები იყვნენ, იმიტომ რომ ანგელოზები, ყველა დოგმების თანახმად, შექმნილი არსებები არიან.
ისე, აბრაამს გარკვეული აზრით არ გაუმართლა. მას დიდი ხანია რაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა არაბიბლიური სწავლებების დასამტკიცებლად. სხვა ცნობილია მაგალითია – იოანეს 8:56, სადაც აბრაამმა «იხილა [ქრისტეს] დღე და გაიხარა». ესე იგი, ის ცოცხალი იყო და ზეცაში იმყოფებოდა, თუ ამის დანახვა შეძლოო. კი მაგრამ რატომ ესმით ეს მუხლი ასე რადიკალურად? მაგალითად, ებრაელების 11:4-ში ნათქვამია, რომ აბელი «თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს», და ყველა ეთანხმება აზრს, რომ ის პირდაპირი გაგებით არ საუბრობს. როგორც არ უნდა იყოს, როგორც აბელი, ისევე აბრაამი დაიხოცნენ, ბიბლია ეჭვს არ ტოვებს ამაში. თუმცა აბელს თავისი შთამომავლებისთვის თავისი ცხოვრებით შეეძლო დაემოწმებინა, აბრაამს კი ქრისტეს დღის დანახვა რწმენის თვალებით შეეძლო, რადგან სრულად ენდობოდა ღმერთს.

ებრაელთა 11:10-ის თანახმად, აბრაამი «ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია». შესაბამისად, ამბობენ ზოგიერთები, აბრაამი ზეცაში იცხოვრებსო. მაგრამ აქ ხომ ამაზე არაა საუბარი. მოცემული ქალაქი ზეციურ სამეფოდაც რომ გავიგოთ, ტექსტის თანახმად, აბრაამი მხოლოდ «ელოდა» მას. აუცილებელი არაა ცაში ცხოვრობდე, იმისათვის რომ სამეფოს მოელოდე. მას დედამიწის მცხოვრებნიც ელიან, რადგან ის მათ დიდ კურთხევებს მოუტანს. გარდა ამისა, გამოცხადების 21:2-ის თანახმად, ეს «ქალაქი» ზეციდან დედამიწაზე დაეშვება, რაც საბოლოოდ აბათილებს, მოცემულ კონტექსტში დედამიწიდან ზეცაში გადასვლის ნებისმიერ აუცილებლობას.

-------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий