суббота, 31 мая 2014 г.

ვინ არიან "გლახაკნი სულითა" (სულით ღარიბნი)?




მე მომწონს სინოდალური თარგმანი (მინდა პატარა განმარტება გავაკეთო ქართველი მკითხველისათვის: სინოდალური თარგმანი, ეს არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური თარგმანი, რომელსაც სრულიად ემთხვევა ქართული საპატრიარქოს თარგმანი, გარდა ერთისა. სინოდალურ თარგმანში ღვთის პირადი სახელი იეჰოვა, დაახლოებით 10-ჯერ გვხვდება, რასაც ვერ ვიტყვით საპატრიარქოს თარგმანზე. ასე რომ სადაც წაიკითხავთ სინოდალურ თარგმანს, შეგიძლიათ ივარაუდოთ საპატრიარქოს თარგმანი). მე მის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი მიუხედავად მასში არსებული არქაიზმებისა, რიგი საღვთისმეტყველო დამახინჯებებისა, ფსალმუნების ნუმერაციის დარღვევისა და თანამედროვე ბიბლიური ტექსტოლოგიისაგან იუმედოდ ჩამორჩენილობისა. შესაძლოა, მე მცირედ მიკერძოებული ვარ, რადგან ეს იყო პირველი ბიბლია, რომელიც ხელში დავიჭირე, რომლიდანაც გავიგე ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ, მისი ძისა და სამეფოს შესახებ. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ნაცრისფერი წიგნის მიმართ, მისი ნახევრად გამჭვირვალე ფურცლების განუმეორებელი შრაშუნითა და მკრთალი შრიფტით.


გარდა ამისა, ბოლო დროს ეს თარგმანი დავაფასე როგორც შესანიშნავი ცნობარი, რომელსაც ხშირად მივმართავ, როდესაც ბიბლიის ორიგინალი ენების შედარებით პირდაპირი წაკითხვის გაგება მსურს. იქ სადაც საქმე არ ეხებოდა დოგმატური მნიშვნელობის ნაწყვეტებს, მისმა რედაქტორებმა არაჩვეულებრივი აკურატულობა გამოავლინეს იმით, რომ თარგმანში შეძლებისდაგვარად არ უმატებდნენ ზედმეტ სიტყვებს, ხოლო თუ ამას მაინც მოითხოვდა რუსული სინტაქსისი - დამატებულ სიტყვებს კურსივით გამოყოფდნენ (რასაც ვერ ვიტყვით საპატრიარქოს თარგმანზე).


ასეთივე უნაკლოებით გამოირჩევა სამთო ქადაგების შესავალი სიტყვები: "ნეტარ არიან გლახაკნი სულითა (სულით ღარიბნი)..." (მათე 5:3) შესანიშნავი სიზუსტეა. აი შესადარებლად ბერძნული ტექსტის სტრიქონობრივი თარგმანი:

Μακάριοι οἱ πτωχοὶ τῷ πνεύματι. 

ნეტარნი (არტიკლი) გლახაკნი (არტიკლი) სულით.


მაგრამ აი პრობლემა... ზუსტადაც რომ პირდაპირ წაკითხული მოცემული ბიბლიური ტექსტი რუსი ადამიანისათვის აბსოლუტურად გაუგებარია. მან გამოუცდელ მკითხველში მრავალი მცდარი ასოციაცია წარმოშვა, რითაც იესოს სიტყვების გაგება გაართულა. საგუშაგო კოშკში ამ მუხლის შესახებ კარგად იყო აღნიშნულიმაგალითად, ზოგ შემთხვევაში გამოთქმა "სულით ღარიბნი" ისეთ აზრსაც კი ტოვებს, რომ მუხლში საუბარია ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ან დასუსტებულ და გაუბედავ ადამიანებზე.” ან - განვაგრძოთ სია - არასულიერ, უმეცარ და გონებასუსტ ადამიანებზე. ვინ იცის, იქნებ ზუსტად ამიტომ მიაკუთვნებენ სიტყვა "ნეტარს"  "მოსულელო" - გონებრივი გადახრებისა და არაადეკვატური საქციელის მქონე ადამიანებს, რომელთაც ტრადიციულად მართლმადიდებელი ეკლესია მოღვაწეებად და წინასწარმეტყველებად მიიჩნევს? რაც თავისთავად ბნელეთის მოციქულობას ესაზღვრება...

იმის შესახებ, თუ ვინ არიან "გლახაკნი სულითა" (სულით ღარიბნი), მრავალი სხვადასხვა განსხვავებული განმარტება არსებობს. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ თავმდაბალი ადამიანები არიან, ან ისინი ვინც სიღარიბის აღთქმა დადეს და ა.შ.  ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში უპირატესს განმარტებითი თარგმანი წარმოადგენს, რომელიც ძირითადი ლექსიკური ეკვივალენტების ნაცვლად იპოვის სიტყვებს, რომლებიც შესაძლებლობის მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემენ იმ იდეას, რომელიც იმ ადამიანების გონებაში წარმოიშობოდა, ვინც სამთო ქადაგება მოისმინა.

"ვინც აცნობიერებენ თავის სულიერ მოთხოვნილებებს". ბიბლიის კიდევ ერთი თარგმანი, რომელიც ორიგინალი ენების პირდაპირი გადმოცემით გამოირჩევა - ესაა New World Translation (NWT). მაგრამ ზუსტად მათეს 5:3-ია - იმ მცირე ადგილებიდან ერთერთი, სადაც მოცემული ინგლისური თარგმანის სარედაქტორო კომიტეტმა, ყველაზე პირდაპირი გადმოცემის ნაცვლად, არჩევანი იდიომატიკური თარგმანის სასარგებლოდ გააკეთა - "ვინც აცნობიერებენ თავის სულიერ მოთხივნილებებს".

მოცემულ შემთხვევაში NWT, შესაძლოა ორიგინალისაგან ძალიან შორეულად კი მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ზუსტად გადმოსცემს იმ აზრს, რომელიც იესოს სიტყვებშია ჩადებული. ამაში დასარწმუნებლად გვეხმარება ზედსართავი სახელი ptokhos (გლახაკნი)-ს მნიშვნელობის გამოკვლევა. ის წარმოებულია ზმნიდან ptosso - “ჩაცუცქება, მოკუნტვა” (კედელთან მჯდომი მათხოვრის პოზა). ასეთი ეტიმოლოგიის მხედველობაში მიღებით, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ "მათხოვარი" - ესაა სიტყვის პირველი და ძირითადი მნიშვნელობა. ვიცოდი რა ეს, ჩემთვის დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო, თუ რატომაა NWT-ში ასე აშკარა ვარიანტი სულის მთხოვნელები” მოყვანილი მხოლოდ დანართში და არა ძირითად ტექსტში. (შეადარეთ მათე 7:7-11 და ლუკა 11:13)

ამისათვის როგორც მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს:
1) ptokhos-ს იესოს დროს დამატებითი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მხოლოდ მათხოვრებს ეხებოდა, არამედ ასევე უბრალოდ ღარიბ ადამიანებსაც, რომელთაც დახმარება ესაჭიროებოდათ და უარს არ ამბობდნენ მასზე.* ამიტომ მზგავსი თარგმანი, "სულის მთხოვნელები", ძლიერ კვეცს სიტყვის მნიშვნელობას. ასევე სხვა წინაღობაც არსებობს.
2) ფრაზაში πτωχοὶ τῷ πνεύματι არსებითი სახელი πνεύματι (სული) მიცემით ბრუნვაში დგას. ლინგვისტები მას განსაზღვრავენ როგორც სფეროს მიცემითი, რომელიც ფრაზას სძენს მნიშვნელობას "სულის [სფეროში] ღარიბნი", რაც თითქმის ფრაზა "სულიერად ღარიბნი"-ს ეკვივალენტია. ** ასე და ამგვარად, მთარგმნელს არ შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა, რომ აქ საუბარია კონკრეტულად წმინდა სულზე, რომელიც უნდა ითხოვო. წმინდა სული აქ შეიძლება ნაგულისხმები იყოს მხოლოდ როგორც ადამიანის მთელი სულიერი 
მოთხოვნილებების სფეროს ნაწილი
კარგი, მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ეს ფრაზა ითარგმნოს უბრალოდ როგორც "სულიერად ღარიბნი"? საიდანაა გამოტანილი ფორმულირება "ვინც აცნობიერებენ თავის სულიერ მოთხივნილებებს"? პასუხი ძალზე იოლია: სულიერად ღარიბია ყველა ვინც არ იცნობს სწავლებას სამეფოს შესახებ. იესო უბრალოდ ბედნიერებს ვერ უწოდებდა ყველა ისეთ ადამიანებს, რომელთა შორისაც მრავალი ამაყი და გულგრილია და ფიქრობენ, რომ "უკვე ყველაფერი იციან", მაგრამ ამავდროულად სულიერად ბრმებად და ღარიბებად რჩებიან! (მათე 5:20გამოცხადება 3:17,18). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ესმოდეს თავისი საცოდავი და უმწეო სულიერი მდგომარეობა და მზად იყოს დახმარების მისაღებად - რადგან ზუსტად ასეთ ადამიანებს ეწოდებოდათ ptokhoi, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი. ჩვენ გვაქვს როგიკური ჯაჭვი: "სულიერად გაჭირვებულები რომლებიც მზად არიან დახმარების მისაღებად--> "სულიერად გაჭირვებულები რომლებიც აღიარებენ ამ ფაქტს" --> "ვინც აცნობიერებენ თავის სულიერ მოთხივნილებებს".  

ყველა საბუთის გათვალისწინებით, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ "ვინც აცნობიერებენ თავის სულიერ მოთხივნილებებს" - საუკეთესო იდიომატიკური თარგმანია, რომელიც მკითხველს მეტ თავისუფლებას აძლევს სხვადასხვა სახის განმარტებისთვის.*** ამავდროულად ის არაა აზრს მოკლებული, განსხვავებით გაუგებარი ფრაზისაგან "გლახაკნი სულითა". ესაა იმ მიზეზთაგან ერთერთი, თუ რატომ მიდევს თაროზე სინოდალური თარგმანი, ხოლო ყოველდღიურად კი რუსულ ენაზე გამოცემული მშვენიერი თარგმანით, NWT-ით ვსარგებლობ.

______________________________

 იშვიათ შემთხვევებში ეს სიტყვა ეხება ღარიბებს, რომელთაც ძალუძთ თავის შენახვა და სხვებისთვის განაწილება. მაგალითად, ღარიბი ქვრივი აღწერილია როგორც სიტყვით ptokhos, ასევე სხვა ბერძნული სიტყვით penikhros, რომელიც აღნიშნავს ისეთ ღარიბ ადამიანს, რომელსაც მაინც შეუძლია თავის რჩენა. (ლუკა 21:2; მარკოზი 12:42). ასევე ptokhos ერთხელ იესოს მიმართაც გამოიყენება (2 კორინთელთა 8:9). მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია. უმეტეს შემთხვევებში ეს სიტყვა ისეთ ადამიანებს აღწერს, რომელთაც დახმარება გაუწიეს.

** შეადარე მათეს 5:8, სადაც "სუფთა გულისანი" - იგივე ბრუნვაში მოცემული კონსტრუქციაა. ასევე არსებობს ალბათობა, რომ πτωχοὶ τῷ πνεύματι - ეს მითითების მიცემითი ბრუნვაა - ასეთ შემთხვევაში თარგმანი დაახლოებით ასეთი იქნება: "სულით [რაც შეეხება] ღარიბნი". მოცემულ შემთხვევაში მიცემითი ბრუნვის ეს ორი სახეობა დიდად არ განსხვავდებიან.

*** NWT ერთადერთი თარგმანი არაა, სადაც ასეთი არჩევანია გაკეთებული. აი კიდევ რამოდენიმე:
а) «ვინც აცნობიერებს თავის მოთხოვნილებებს ყოვლისშემძლესადმი» (აზრობრივი თარგმანი);
б) «ვინც ღარიბია და აცნობიერებს თავის საჭიროებას მასში» - (New Living Translation);
в) «ვინც აცნობიერებს თავის სულიერ უძლურებას» - (GOD'S WORD Translation).


ნათარგმნია: http://bibleapology.blogspot.com
------------------------------------------------

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

"ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი"

Комментариев нет:

Отправить комментарий