четверг, 29 мая 2014 г.

ათი მითი იეჰოვას მოწმეების შესახებ - ნაწილი 2



მითი 6: იეჰოვას მოწმეები აკრძალულები არიან მრავალ ქვეყანაში

იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ოფიციალურად მოქმედებენ. მათი საქმიანობა ასე თუ ისე შეზღუდულია დაახლოებით 25 ქვეყანაში (რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი იქ არ არიან). ეს ქვეყნები მხოლოდ აფრიკასა და აზიაში მდებარეობენ. ჩვეულებრივ ეს ან ისლამური ფუნდამენტალური ტოტალიტარული რეჟიმებია (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ან კომუნისტური ფუნდამენტალური ტოტალიტარული რეჟიმები (ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა). ხშირად ასეთ ქვეყნებში აკრძალულია ან ყველა ქრისტიანული კონფესია, ან ყველა მხოლოდ რამოდენიმე მრავალრიცხოვანი «ტრადიციულის» გარდა. ჩინეთში რომაულ-კათოლიკური ეკლესიაც კი აკრძალულია.

მეორეს მხრივ, იეჰოვას მოწმეების საზოგადოება კანონიერი საფუძვლებით არსებობს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ცალკეულ ტერიტორიაზე, ევროპისა და ორივე ამერიკის უკლებლივ ყველა ქვეყნების ჩათვლით. ეს ყველა დემოკრატიული და უმეტესი მათგანი განვითარებადი ქვეყნებია. ამ ქვეყნების უმრავლესობაში იეჰოვას მოწმეები უკვე არა ერთი ათწლეულია რაც არსებობენ და ფართოდ არიან ცნობილი, როგორც შემდგარი, საყოველთაოდ აღიარებული რელიგია.


მოსკოვში და ტაგანროგში მოწმეები აკრძალულები არ არიან, როგორც ხშირად შეიძლება ამის მოსმენა. ლიკვიდირებულია, როგორც იურიდიული პირი, მხოლოდ მათი რეგიონალური გაერთიანებები, თვითონ რელიგია კი არავის აუკრძალია. გარდა ამისა, ეს უპრეცენდენტო იურიდიულ კოლიზიას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ფედერალურ დონეზე დარეგისტრირებულ ორგანიზაციას, უფლება არ აქვს ფედერაციის სუბიექტის დონეზე დარეგისტრირებისა. 2010 წლის 8 ივნისს, სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა იეჰოვას მოწმეების მოსკოვის საზოგადოების აკრძალვის უსაფუძვლობა და არასამართლებრივობა და მათ სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ტაგანროგთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, ამის ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მცირე ციტატა:


იეჰოვას მოწმეები ევროპის არცერთ ქვეყანაში აკრძალული არ არიან: ბელორუსიაშიც კი, რომლის რეპუტაციაც უფლებების დაცვის სფეროში, რბილად რომ ვთქვათ, უნაკლოს არ წარმოადგენს, იეჰოვას მოწმეების 26 გაერთიანებაა დარეგისტრირებული. ავსტრიაში იეჰოვას მოწმეები კონფესიონალური ორგანიზაციია სტატუსით სარგებლობენ, საფრანგეთში იეჰოვას მოწმეების დაახლოებით 50 ასოციაციას გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი, რომლებიც განთავისუფლებულები არიან გადასახადებისაგან, საბერძნეთსა და რუმინეთში ისინი განსაზღვრულები არიან ნიშნით «აღიარებული რელიგია». ესპანეთში იეჰოვას მოწმეების 2 ცენტრია დარეგისტრირებული, ლატვიაში – 14 გაერთიანება, შვეციაში მათ სამხედრო სამსახურზე უარის გარანტირებული უფლება აქვთ. იტალიაში 4 აპრილს მთავრობამ ხელი მოაწერა იეჰოვას მოწმეებთან შეთანხმებას (და ასევე იმავე დღეს მორმონთა ეკლესიასთან, კონსტანტინეპოლის პატრიარქატის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ბუდისტურ კავშირთან და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან); ესპანეთში დარეგისტრირებულია იეჰოვას მოწმეების 2 გაერთიანება, ლატვიაში 14 კონგრეგაცია, ყირგიზეთში – 49, ყაზახეთში დარეგისტრირებული ნაციონალური ცენტრი და 13 საოლქო სამმართველო, შვეციაში მოწმეები გარანტირებულად თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურისაგან. ევროპის საზღვრებს მიღმა იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა იურიდიული სტატუსით მოქმედებენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი და იორდანია, კუბა და ნიგერია, დომინიკის რესპუბლიკა და სპილოს ძვლის სანაპირო, ეკვადორი და ჩადი, მექსიკა და ტანზანია, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-სა და კანადაზე. მათი საქმიანობა კომუნისტურ კუბაშიც კი არაა აკრძალული (ელენსკი ვიქტორ ევგენის-ძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, გრიგორი სკოვოროდის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის (უკრაინა) უფროსი მეცნიერ მუშაკი, უკრაინის რელიგიური თავისუფლების ასოციაციის პრეზიდენტი).

მათ, ვინც ვითომდა ზოგიერთ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეების აკრძალვის არგუმენტს იყენებენ, ორი მომენტის მოხსენიება ავიწყდებათ. პირველი, ამ ქვეყნების უმეტესობაში ყველა ქრისტიანული კონფესიაა აკრძალული, მათ შორის მართლმადიდებლობაც. მეორე, ის რეჟიმები, რომლებიც ამ ქვეყნებში არსებობს, შორს არიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისაგან. თუ რუსეთში იეჰოვას მოწმეების აკრძალვა სურთ, მაშინ რუსეთი გახდება ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელშიც ეს კონფესია აკრძალული იქნება. რუსეთი უკვე ამჟამად არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელშიც აკრძალულია (ნაწილობრივ) მათი ლიტერატურა. რელიგიური თავისუფლების მტრებს აშკარად სურთ, რომ რუსეთი იმ ქვეყნების მესამე ასეულში მოისროლონ, რომლებშიც ადამიანთა უფლებების დაცვის დონე დაბალია, და ისეთი ქვეყნების გვერდით დააყენონ ის როგორებიცაა ერითრეა და ჩრდილოეთ კორეა. და თანაც ეს მოდერნიზაციაზე საუბრების ფონზე.




მითი 7: იეჰოვას მოწმეები ითრევენ (აზომბირებენ) ადამიანებს


სავსებით უაზრო ბრალდებაა, რადგან ნებისმიერი რელიგიათმცოდნისთვის ცნობილია, რომ მისიონერობაქრისტიანობის სისხლი და ხორცია. ქრისტიანობა ზუსტად იმიტომაც გახდა მსოფლიო რელიგია, რომ თავიდან იესო, შემდგომ კი მისი მოციქულები დადიოდნენ და საზოგადოდ ქადაგებდნენანუ როგორც დღეს იტყოდნენ, «ითრევდნენ». იესომ მათეს სახარების 28:19-ში, პირდაპირ დაავალა თავის მიმდევრებს: «წადით, მოიმოწაფეთ ყველა ხალხი». ახალი აღთქმიდან ნათლად ჩანს, რომ მოციქულები პასუხისმგებლობით მოიდგნენ ამ დავალებას და ადამიანებს ესაუბრებოდნენ ყველგან, სადაც კი საშუალება ეძლეოდათ (საქმეები 5:21; 16:13; 17:1; 20:20). იეჰოვას მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ ბაძავენ მათ მაგალითს. თუმცა, როგორც ყოველთვის, რეალური სახელები შესაბამისი ნეგატიური შეფერილობის ტერმინებით შეიცვალა, და დღეს შეიძლება მოისმინოთ ან წაიკითხოთ, რომ იეჰოვას მოწმეები დაკავებული არიან «ჩათრევით», «აზრების მოხვევით» და «ზომბირებითაც» კი.

მაგრამ რა არის «ჩათრევა» და რით განსხვავდება «ქადაგებისაგან»? რით იყო დაკავებული იესო ქრისტეჩათრევით თუ ქადაგებით? აზომბირებდა ქრისტე ადამიანებს თუ არა? ეს კითხვები შეგვიძლია მათ დავუსვათ, ვინც ამ ტერმინებს იყენებს, და ვთხოვოთ აგვიხსნან, თუ რა აზრს დებენ ისინი მათში. თუ სახარების ქადაგებას ჩათრევა ჰქვია, მაშინ წმინდა წერილის გადაწერაა საჭირო, იმიტომ რომ სიტყვა «ქადაგება» და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები 128-ჯერ გვხვდება მასში, «ჩათრევა» კიარცერთხელ. როდესაც ასეთ ენას ურწმუნო (ან პირობითად მორწმუნე) ჟურნალისტები იყენებენ, ამის გაგება კიდევ შეიძლება, მაგრამ როდესაც ასეთი სახით ეკლესიის წარმომადგენლები იქცევიან, შეგვიძლია მხოლოდ მივუსამძიმროთ მათ. იმისათვის რომ ვინმეს ბრალი დავდოთ იმაში, რომ ის ქრისტესა და მოციქულების მაგალითსამებრ იქცევა, ან საერთოდ არ უნდა ვიცოდეთ წერილები, ან შენებულად უნდა დავგმოთ ის.

რა თქმა უნდა, თუ ვინმეს არ მოსწონს იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო აქტიურობა, ეს ნორმალურია. მაგრამ, როგორც პრეზოდენტი მედვედევი ამბობდა, საჭიროა სამართლებრივ ნიჰილიზმთან ბრძოლა. სამართლებრივი საზოგადოების ფუნდამენტალური პრინციპი ამბობს, რომ თუ რაიმე კანონით არ არის აკრძალული, არ შეიძლება მისი ღიად განკითხვა. არც რუსეთში და არც სხვა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არ არის აკრძალული რელიგიური ქადაგებისთვის კარებზე ზარის დარეკვა (ასევე კომერციული შეთავაზებებით, პოლიტიკური აგიტაციით და ა.შ.), ამიტომ უბრალოდ საჭიროა პატივი ვცეთ კანონს და სხვა ადამიანების კანონიერ უფლებებს, მაშინაც კი თუ რამეში მათ არ ვეთანხმებით.

ხანდახან ამის მსგავსი ბრალდების მოსმენაა შესაძლებელი: «იეჰოვას მოწმეები ადამიანების ბინებში შეღწევას ცდილობენ». რაც, ბუნებრივია, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის შესახებ კონსტიტუციური ნორმის დარღვევას წარმოადგენს. ეს ისევ და ისევ უსაფუძვლო ბრალდებაა: არცერთი იეჰოვას მოწმე არასოდეს არ ეცდება ვინმეს საცხოვრებელ ბინაში შეღწევას. იეჰოვას მოწმეები ადამიანებს მხოლოდ სადარბაზოებში ელაპარაკებიან, საერთო კიბის ბაქანზე, რომელიც არ წარმოადგენს პირად საკუთრებას. ისინი შეიძლება შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეპატრონე თვითონ შეიპატიჟებს მათ. ფაქტი ის გახლავთ, რომ კანონის თვალსაზრისით, კარდაკარ მსახურების პრაქტიკა აბსოლუტურად უნაკლოა. ბოლოს და ბოლოს, თუ კარებზე ადამიანებთან დარეკვა და მათთან საუბარიკანონის დარღვევაა, მაშინ რატომ არიან პერიოდულად ამით დაკავებული მმართველი პარტია «ედინაია რასიას» წარმომადგენლები?

მაგრამ აი სხვა საინტერესო კითხვა: ასე რა არ მოსწონს ხალხს, თვითონ რომელიმე ჯგუფის საჯარო ქადაგების ფაქტი თუ იეჰოვას მოწმეები როგორც ასეთი? ალბათ უფრო, მეორე. ეს ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ქადაგებას სხვა კონფესიები იწყებენ. როდესაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, ეს ჩათრევად, აგიტაციად და «სულიერ ტერორიზმადაც» კი მიიჩნევა (ერთერთი ეპისკოპოსის სიტყვებით). მაგრამ როდესაც იგივეს, ვთქვათ, მართლმადიდებლები აკეთებენ, ეს სულ სხვა შუქში წარმოჩინდება, როგორც მაგალითად «მოსკოვსკი კომსომოლეცის» სტატიაში, ცნობილი მქადაგებლის, მღვდელი დანიილ სისოევის მკვლელობის შესახებ:


მოციქული თომას სახელობის ტაძრის ბაზაზე სისოევმა მისიონერული სკოლა დააარსა. მქადაგებელ-მისიონერები ერში გავიდნენ, რეალურ სამუშაოს ასრულებდნენ «მასებში», კითხულობდნენ რა თავის ქადაგებებს მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებსა და მთელ შემოგარენში, და ამას შეუძლებელია არ გაეღიზიანებინა იგივე ის სექტანტები, რომლებსაც მათივე იარაღით ებრძოდა მამა დანიილი.

დააკვირდით, როგორც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ შუქშია ნაჩვენები მართლმადიდებელთა სამქადაგებლო აქტიურობა. მართლმადიდებლები – «მქადაგებელ-მისიონერები» არიან, მოწმეებიაგიტატორები და ჩამთრევები. მართლმადიდებლები «რეალურ სამუშაოს ასრულებენ მასებში», იეჰოვას მოწმეები კი უცილობლად «ითრევენ», თანაც მომაბეზრებლად. მართლმადიდებლები «მათივე იარაღითაც კი ებრძვიან სექტანტებს» (ეს რომ მოწმეების ბოსტანში ნასროლი ქვაა, ეჭვგარეშეა). როგორც იტყვიან, იგრძენი განსხვავება.

აქედან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ხალხს იეჰოვას მოწმეების ქადაგება კი არა, თვითონ იეჰოვას მოწმეები არ მოსწონთ, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. ისინი ადამიანებს იმიტომ არ მოსწონთ, რომ მთავარი საინფორმაციო საშუალებები, ისეთები როგორიცაა «მოსკოვსკი კომსომოლეც», უკვე მრავალი წელია რაც რუსულ საზოგადოებას ისტერიული ანტისექტანტური პროპაგანდით ჭყიპავს, თანაც ისე, რომ მართლმადიდებელი მქადაგებლის შესახებ სტატიაშიც კი ახერხებენ «სექტების» კბენას. ამის შემდგომ არც არის გასაკვირი, რომ ხალხი პოლიციას იძახებს მქადაგებელი მოწმეების დანახვისას, რადგან გულწრფელად სწამთ, რომ ისინი კანონს არღვევენ (ხანდახან კი ამის თვითონ პოლიციელებსაც კი სჯერათ).

და რა არის ზომბირება? როგორც უკვე ნათქვამი იყო, არავითარი ზომბირება არ არსებობს. ვერცერთმა ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა ან სამედიცინო ექსპერტმა ჯერ ვერ შეძლო ვერც დამტკიცება, ვერც უბრალოდ ახსნა, თუ რა არის ეს და როგორ ხდება. იეჰოვას მოწმეები ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებასაც კი არ სწავლობენ, რომელიც ასე გავრცელებულია ბიზნესში. სულ რასაც ისინი აკეთებენ, უბრალოდ ადამიანებს ბიბლიიდან მუხლებს უკითხავენ და ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობენ. სექტათმცოდნეებმა მშვენივრად იციან ამის შესახებ, მაგრამ პრესაში და ტელე-რადიო მაუწყებლობით მაინც ვრცელდება ზღაპრები რაღაც მითიური ზომბირების შესახებ.

საერთოდ რომელ ზომბირებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც იეჰოვას მოწმედ გახდომა სავსებით რთული საქმეა: ამისათვის საჭიროა რომ თავი დაანებით მოწევას, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, ბილწსიტყვაობას, სიცრუეს, ქურდობას, მეუღლის ღალატს, აზარტულ თამაშებსა და გართობის ძალადობრივ სახეობებს, თანაც ამავდროულად ყოველდღე უნდა იკითხოთ ბიბლია, იაროთ ქრისტიანულ კრებებზე და სხვაბს უქადაგოთ. რა დონეზე უნდა გადაზომბირო ადამიანი, ყოველივე ამის გაკეთება რომ დაიწყოს? ადამიანების კონტროლის ეს რა წარმოუდგენელიტექნოლოგიებია, და რატომ არ სარგებლობენ მისით არცერთი ქვეყნის სპეცსამსახურები და სამხედრო დაწესებულებები? სექტათმევრძოლები ჰოლივუდში უნდა წავიდნენ და ფანტასტიკური ტრილერებისათვის წერონ სცენარები, ფანტასტიკურად გამოუვათ ეს ყველაფერი.

2010 წელს ევროპის სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მოსკოვის გაერთიანების საქმეზე დაადგინა:


129. ყურადღებაც რომ არ გავამახვილოთ იმაზე, რომ გაგება «აზროვნების კონტროლს» არ გააჩნია საყოველთაო და მეცნიერული განსაზღვრება და ასევე ნაციონალური სასამართლოების გადაწყვეტილებებში ამ ტერმინის განსაზღვრების არარსებობა, ევროპულ სასამართლოს განსაცვიფრებლად ის მიაჩნია, რომ სასამართლოებს მითითებული არ ჰყავთ არცერთი კონკრეტული პირი, ვისი სინდისის თავისუფლების უფლებაც იქნა დარღვეული მსგავსი მეთოდების გამოყენების შედეგად.




მითი 8: იეჰოვას მოწმეები ხალხს ართმევენ ქონებას, საცხოვრებელ ბინებს და ფულს


ან, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ქურობენ და იპარავენ.

არგუმენტი მოწმეების კრიმინალური საქმიანობის შესახებ ხელოვნურად იქნა გამოგონილი (და ისიც ცნობილია, თუ ვისგან), და ეს ერთერთი ყველაზე მდაბიო და ბინძური ტექნოლოგიის მაგალითია, კონფესიათაშორის დავებში. მსოფლიოს არცერთ სასამართლოში, ჯერ არავის მიერ არ მომხდარა, მოწმეების, როგორც რელიგიური ორგანიზაციის, ორგანიზებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების ფაქტის დამტკიცება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ ის დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ცალკეული იეჰოვას მოწმეების მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც კი ძალიან იშვიათია. ასი ათასიან ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობდი, პოლიციაში აღიარებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეებზე არასოდეს ყოფილა შესული საჩივარი. ბაპტისტებზეც კი იყო საჩივრები, მოწმეებზე კიარასოდეს. ზუსტად ამიტომ უწევთ სექტათმებრძოლებს ალტერნატიული გზით სიარულიჯერ მოწმეების ლიტერატურის აკრძალვა, ვითომდა ექსტრემისტულის (და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ის არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის აკრძალული), ამის შემდგომ კი თვითონ მოწმეებიმისი გავრცელებისთვის.

იეჰოვას მოწმეების უნაკლო პატიოსნება ყველასათვის ცნობილია, ვინც მათ პირადად იცნობს და არა გაზეთების სტატიებიდან. უამრავიდან მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ, საიდანაც კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება სხვისი ქონების მიმართ. ამ შემთხვევას იხსენებს ვიქტორ გუდშმიდტი, იეჰოვას მოწმე, რომლისაც რწმენის გამო საბჭოთა ბანაკებში აქვს სასჯელი მოხდილი. ის 2008 წლის იეჰოვას მოწმეების «წელიწდეულში» იყო გამოქვეყნებული:


ერთხელ სამუშაო კვირის ბოლოს, როდესაც ჩვენ ბაღში ვისხედით, ჩვენს ბანაკში დიდი ღირებულების ელექტრო საქონელი შემოიტანეს. მძღოლი არ იყო ჩვენი ძმა, თუმცა ჩვენი ბანაკიდან იყო, ექსპედიტორი კი სხვა ბანაკიდან იყო. რადგან საწყობი დაკეტილი იყო, მესაწყობე კი შვებულებაში, მოწმეებს სთხოვეს ამ ძვირადღირებული საქონლის მიღება და ჩამოცლა.


საქონელი ჩამოვცალეთ და დავაწყეთ საწყობთან ახლოს, იმ ბარაკების სიახლოვეს, სადაც ჩვენი ძმები ცხოვრობდნენ. ექსპედიტორი ძლიერ ღელავდა იმის გამო, რომ საქონელი ზედდებულით არ იქნა მიღებული და მესაწყობის ხელმოწერა არ ჰქონდა. თუმცა მძღოლმა უთხრა მას: «ნუ გეშინია, აქ არავინ არაფერს დაადებს ხელს. შენ სხვა ქვეყანაში მოხვდი. დაივიწყე იმის შესახებ, რაც ბანაკის ტერიტორიის გარეთ ხდება. ხელიდან საათი მოიხსენი, ნებისმიერ ადგილას დავდოთ და ხვალ ის ისევ იქ დაგხვდება».


უცბად ბანაკის უფროსობა მოვიდა და მოითხოვა, რომ მანქანა ბანაკის ტერიტორიიდან გასულიყო. ექსპედიტორს უთხრეს: «ზედდებულები დატოვე და ხვალ მოხვალ და წაიღებ». მომდევნო დილას ის მოვიდა და ბანაკის ტერიტორიაზე შემოსვლა სურდა, რომ დოკუმენტებზე ხელი მოეწერათ, მაგრამ მას დაცვის თანამშრომელმა უკვე ხელმოწერილი დოკუმენტები გადასცა... მან ცხოვრებაში პირველად ნახა ასეთი რამ: რომ მის გარეშე მიიღეს ძვირადღირებული საქონელი, ხელი მოაწერეს დოკუმენტებს და თანაც ეს ყველაფერი პატიოსნად მოხდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ხდებოდა განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკში, სადაც სასჯელს «განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები» იხდიდნენ. როგორც არ უნდა ემუშავა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ პროპაგანდას, როდესაც რაიმე მსგავსი ხდებოდა, გარშემომყოფები აშკარად ხვდებოდნენ, თუ ვინ არიან სინამდვილეში იეჰოვას მოწმეები.

იეჰოვას მოწმეებისათვის ნებაყოფლობით საცხოვრებელი ბინის ან სხვა უძრავი ქონების გადაცემა თეორიულად შეიძლება, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ან ნებისმიერი სხვა რელიგიური ორგანიზაციისათვის, მაგრამ პრაქტიკაში ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. პირადად მე არცერთი ასეთი ფაქტის შესახებ არ მსმენია. იეჰოვას მოწმეები არავის არ მოუწოდებენ და არ აღძრავენ იმისაკენ, რომ ბინები გადასცენ მათ. თუ ადამიანი მოისურვებს ამის გაკეთებას, ის ამას მხოლოდ და მხოლოდ თავისი სურვილით გააკეთებს, თანაც ამავდროულად მას კიდევ გაესაუბრებიან, რათა გაირკვეს, რატომ და რისთვის აკეთებს ის ამას. თუ გაირკვევა, რომ მას ჰყავს მემკვიდრეები ან გაჭირვებული ნათესავები ან მან ეს გადაწყვეტილება ემოციების ზემოქმედებით მიიღო (ან საერთოდ ფსიქიკური მოშლილობით იტანჯება), მაშინ მას დაჟინებულ რეკომენდაციას გაუწევენ, რომ არ გააკეთოს ეს. იეჰოვას მოწმეების მიერ საცხოვრებელი ბინების წართმევაესაა მითი, რომელის სხვა არაფერზეა დაფუძნებული, გარდა სექტათმებრძოლთა ფანტაზიისა.

იეჰოვას მოწმეების კრისტალური პატიოსნებაესაა მათი სავიზიტო ბარათი, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბითაა ცნობილი. მათ კონგრესებზე დაკარგული ნივთების ბიუროში შეგიძლიათ ჩააბაროთ საფულე ნებისმიერი რაოდენობის თანხით და ის ხელუხლებლივ დაუბრუნდება მფლობელს. მათ მმართველობით ცენტრებში ფუნქციონირებენ «მაღაზიები», რომლებშიც თანამშრომლები თვითონ დებენ სალაროში ფულს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე. მრავალ ქვეყნებში არის ფირმები, სადაც სამუშაოდ ან მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს იყვანენ ან მათ ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი ფირმები სულ უფრო ბევრია ასევე რუსეთის ქალაქებში, და არა მხოლოდ მსხვილ ქალაქებში. პატიოსნება და პასუხისმგებლობა ფაქტიურად იეჰოვას მოწმეების კონკურენტულ უპირატესობად იქცა შრომის ბაზარზე. ეს ყველაფერიცნობილი ფაქტებია, რომლებიც, დიდი ალბათობით, მოწმე-ქურდების შესახებ მითის ავტორებისთვისაც ცნობილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ (ავტორებს) არ სურთ, რომ ეს ფაქტები ფარტო მასებისთვის გახდეს ცნობილი.








მითი 9: იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ


ამ მცდარი აზრის სიღრმეში რომ დარწმუნდეთ, ამისათვის დაკმარისია იეჰოვას მოწმეთა შორის განქორწინებების პროცენტი შეადაროთ. ქვეყნებში, სადაც განქორწინებების დონე 50%-ზე მეტს შეადგენს, მოწმეებს შორის ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება, თანაც აქ მითვლილია ისინიც კი, ვინც მანამდე იყო განქორწინებული, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა. გამოკითხვის შედეგად, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, გამორკვეული იქნა, რომ მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის კატეგორიულად მიუღებელია განქორწინება. საკმსარისია ეს შეადაროთ განქორწინებისადმი ლიბერალურზე მეტად თავისუფალ დამოკიდებულებას, რუსეთის მოქალაქეთა მართლმადიდებელ მასაში (იხ. მოწმეების სოციოლოგიური კვლევა ამ გვერდზე ზემოთ).

ხოლო აი რა დაიწერა ჟურნალში «ამერიკან ეტნოლოჯისტ»:


იეჰოვას მოწმეებს უფრო კარგად გამოსდით მყარი ოჯახური კვანძების შენარჩუნება, ვიდრე სხვა რწმენის მქონე ადამიანებს.

სხვათაშორის, «ოჯახების ნგრევის» ყბადაღებული თემის კონტექსტში საინტერესოა შემდეგი ფაქტი: ინდოეთში, სადაც მრავალ შტატში კანონმდებლობითაა განმტკიცებული ქრისტიანული კონფესიების დისკრიმინაცია, ამ კონფესიების მიმართ ბრალდებების ზუსტად ასეთივე კომპლექსი გამოიყენება: ოჯახების ნგრევა, საზოგადოების ტრადიციული კულტურული ჩვევების რღვევა და ა.შ. თანაც საუბარია, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ ტრადიციულ და მსოფლიო კონფესიებზე, მაგალითად ისეთის როგორიცაა კათოლიციზმი. ეს გვაიძულება რომ ღრმად დავფიქრდეთ მსგავსი «ანტიოჯახური» რიტორიკის რეალურ მოტივებზე; იმაზე, თუ როგორი როლი უკავიათ მათში ჰუმანიტარულ მოტივებს და როგორი ნაციონალურ-პოლიტიკურს.

2010 წელს ევროპის სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო ბრალდება იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ:


110. ნაციონალურ სასამართლობს არ წარმოუდგენიათ მაგალითები, საზოგადოება-განმცხადებელის მხრიდან რაიმე სახის ძალდატანების ან დაშინების გამოყენების შესახებ, რომელიც მიმართული იქნებოდა მისი წევრების ოჯახების რღვევისაკენ. არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ საზოგადოება-განმცხადებელი თავისი წევრებისათვის რაიმე პირობებს ადგენდა ოჯახური ურთიერთობების გაგრძელების ან მეორეს მხრივ, რაიმე სახის პირობებს ან მოთხოვნებს ადგენდა, მოწმეების იმ ნათესავებთან მიმართებაში, რომლებიც არ იზიარებენ მათ შეხედულებებს, და არ ემუქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაანგრევდა მათ ოჯახურ კავშირებს. არსებითად, ბრალდების მხარის ექსპერტებმა აღიარეს ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეების ტექსტები არ შეიცავენ «ოჯახის ნგრევის პირდაპირ იძულებას». თუმცა კი მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ საზოგადოების მხრიდან მომდინარე «პირდაპირმა ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ» შესაძლოა ოჯახების ნგრევა გამოიწვიოს, მაგრამ ექსპერტებმა ვერ დაადგინეს ვერცერთი პირი, რომელიც ასეთი, მათი აზრით შესაძლებელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო დაზარალდა. 
114. ზემოთთქმულის გათვალისწინებით ევროპის სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეები აიძულებენ ოჯახების დანგრევას, უსაფუძვლოა და ნაციონალური სასამართლოების დასკვნები არ იყო დაფუძბენული იმ  გარემოებების სათანადო შეფასებაზე, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვანია.

იეჰოვას მოწმეების ყველაზე უფრო ოჯახზე-ორიენტირებულ რელიგიების რიცხვს მიეკუთვნება. მათი პუბლიკაციების ლომის წილი იმას ეძღვნება, თუ როგორ გადავწყვიტოთ სწორად და ქრისტიანულად ოჯახური გაუგებრობები. განქორწინება მხოლოდ ისეთ იშვიათ შემთხვევაში დაიშვება, როგორიცაა მეუღლის ღალატი. სხვათაშორის რომ ვთქვათ, ამავე მიზეზებით დაიშვება მართლმადიდებელ ეკლესიაში. განისჯება დროის ბოროტად გამოყენება ნებისმიერ რამეში, მათ შორის რელიგიურ მსახურებაში, თუ ეს ოჯახური და მშობლის პასუხისმგებლობების ზიანს იწვევს. ერთხელ იაპონიაში გაზეთები აღფრთოვანებით წერდნენ მოწმე-მამაზე, რომელმაც ოჯახის გამო უარი თქვა, კარიერული თვალსაზრისით იშვიათ წინადადებაზე: ამ ქვეყნისათვის, რომელშიც უმრავლესობის ძირითად პრიორიტეტს კარიერა წარმოადგენს, მსგავსი რამ ძალიან უჩვეულოდ ჩანს.

იეჰოვას მოწმეებში დაუშვებელია მეუღლეების რელიგიური შეხედულებების შეუთავსებლობის გამო განქორწინება. მოწმე არასოდეს დატოვებს თავის ოჯახს თავისი რელიგიური შეხედულებების გამო, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაგალითად თუ ოჯახში მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. ცოლებს რჩევა ეძლევათ პატივი სცენ დადაემორჩილონ ქმარს როგორც ოჯახის თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ იზიარებს მის რწმენას. იგივე ეხებათ მორწმუნე შვილებს და მათ მშობლებს. აი მოკლე ციტატა ბროშურიდან «იპოვეთ თავშესაფარი იეჰოვას სახელში» (მარტი 2011 ., გვ. 14):


ერთგულებას რელიგიურად დაყოფილ ოჯახებშიც კი მოაქვს თავისი ნაყოფი. ერთი და, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ამბობს: «მე ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი იმისათვის, რომ მან მასწავლა ქმრის მორჩილება და მისი ღრმა პატივისცემა. ერთგულება ჩვენ უკვე 47 წელია რაც სიყვარილით და პატივისცემით ერთად ცხოვრებაში გვეხმრება»… ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენს ქმარს ან ცოლს ეჭვი არ ეპარებოდეს იმაში, რომ თქვენ საიმედო პიროვნება ხართ. სიტყვებით და საქციელით შეეცადეთ დაარწმუნოთ იგი იმაში, რომ ისთქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა დედამიწის ზურგზე. და რამდენადაც ეს თქვენზეა დამოკიდებული, არავის და არაფერს არ მისცეთ უფლება, რომ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ჩადგეს.

ეს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ, ეხება სიტუაციას, როდესაც მეუღლეებიდან ერთერთი არ იზიარებს მეორის რელიგიურ შეხედულებებს.

ოჯახურ საკითხებში იეჰოვას მოწმეების მიღწევები მთელ მსოფლიოში შემჩნეული და დაფასებულია. მათ პუბლიკაციებს ოჯახის საკითხებთან, ოჯახურ ურთიერთობებთან და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყნებში სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებში იყენებენ. ასეთ ფონზე ბრალდება ოჯახური კვანძების ნგრევის შესახებ აბსოლუტურად სულელურად ჩანს. ამას სხვა ვერანაირ ახსნას ვერ მოვუძებნით, გარდა ანტიკულტისტური წრეების მხრიდან განზრახული დეზინფორმაციისა.

ზოგჯერ ანტიკულტისტები სპეციალურად ეძებენ (და პოულობენ) ისტორიებს იმის შესახებ, თუ ვიღაცამ, ვინც იეჰოვას მოწმესთან იყო ქორწინებაში, როგორ შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ამ რელიგიას გაეცნო. კი მაგრამ რაშია აქ იეჰოვას მოწმეების დანაშაული? ბუნებრივია, რომ ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მეუღლეები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მათმა ცხოვრების თანამგზავრმა შედარებით უფრო აქტიურად იწამა ღმერთი, ვიდრე პასიურმა «პირობითად მართლმადიდებელმა» უმრავლესობამ. ზოგიერთ შემთხვევაში მეუღლე-ათეისტმა, რომელსაც არ მოსწონს თავის მეორე ნახევარში მომხდარი ცვლილებები, შეიძლება განქორწინებაზე შეიტანოს განცხადება. სამწუხაროდ, ამ მხრივ იეჰოვას მოწმეები არაფრით არ განსხვავდებიან სხვა რელიგიებისაგან. მართლმადიდებლობაში ცნობილია ისეთი შემთხვევები, როდესაც ქმარი და ცოლი ერთდროულად წასულან მონასტერშიშესაბამისად „მამათა“ და „დედათა“. რა თქმა უნდა, ამას ოჯახის «დანგრევა» მოჰყვა. უნდა ავკრძალოთ მონასტრები?

ერთერთი მეუღლის მსოფლმხედველობის და ფასეულობების ცვლილებამ შესაძლოა მართლა მიიყვანოს განქორწინებამდე, ასეთია ოჯახის თავისებურება. შეიძლება ცოლმა შეიტანოს განცხადება განქორწინების შესახებ, თუ ქმარი კომუნისტურ (ან დემოკრატიულ) პარტიას შეუერთდება, ზედმეტად დიდი ინტერესის გამოვლენას დაიწყებს ფეხბურთის მიმართ ან თავით გადაეშვება საფოსტო მარკების კოლექციონერობაში, ხოლო ქმარი შეიძლება ცოლს დასცილდეს, იმ შემთხვევაში თუ ის ცუდი მზარეულია ან ქორწინების შემდეგ გასუქდება. ინდოეთში ერთი ქალბატონი იმის გამო გაეყარა ქმარს, რომ ის მას ტელესერიალების ყურებას უკრძალავდა. ნუთუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ კომუნიზმი (დემოკრატია), ფეხბურთი, ფილატელია და სერიალები ოჯახებს ანგრევს? ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახში ერთერთი მეუღლე ათეისტი ხდება და ამის გამო ოჯახი დაინგრა, ესე იგი ათეიზმი უნდა ავკრძალოთ? ეს რა ყველაფერი იმის აკრძალვის უაზრო სურვილებია, რამაც პოტენციურად შეიძლება ოჯახის ნგრევა გამოიწვიოს? რის საფუძველზე სურს სახელმწიფოს, მოქალაქეთა პირადი ცხოვრებით ასე ღრმად დაინტერესება? რაღა თქმა უნდა იმას, რომ ეს უბრალოდ მიზეზის ძებნაა იმისათვის, რომ არასასურველ რელიგიურ ორგანიზაციას გაუსწორდნენ.

ძვირფასო მკითხველო, მოდით აი ასეთ სიტუაციაზე დაფიქრდით. წარმოიდგინათ ცოლი, რომელმაც, მას შემდეგ რაც ბიბლიის კითხვა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა დაიწყო, გადაწყვიტა რომ გახდეს სამაგალითო მეუღლე, პატივი სცეს თავის ქმარს როგორც ოჯახის თავს, კეთილსინდისიერად შეასრულოს ოჯახში თავისი მოვალეობები, შვილებს ჩაუნერგოს ზნეობრივი ნორმები (მაგალითად, მათთვის ბიბლიის კითხვით), – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაწყვიტა ქრისტიანული ცოლის ბიბლიური იდეალის ცხოვრებაში რეალიზება. მაგრამ ქმარი ღრმადაა იმაში დარწმუნებული, რომ ის «სექტაში მოხვდა» და «ჭკუიდან შეიშალა», და განცხადება შეაქვს განქორწინებაზე. რატომ? იმიტომ რომ მეზობლებმა და ნაცნობებმა მას მრავალი საშინელი ზღაპარი მოუყვნენ საშინელ სექტანტებზე, რომლებიც მათ პრესიდან და ტელევიზიიდან აქვთ გაგონილი. და აი ქმარი, მაშინ როდესაც არაფერი არ იცის იეჰოვას მოწმეების შესახებ (ისევე როგორც მისმა ნაცნობებმა), ცოლს ეყრება და პრესა მონდომებით იტაცებს მორიგ ისტორიას ოჯახზე, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა დაანგრიეს. დიახ, ფაქტი სახეზეა: ოჯახი მართლაც დანგრეულია. მაგრამ საკითხავი სხვა რამაა: ვის მიერაა ის დანგრეული, რატომ და როგორ.

სრულიად პარადოქსული სიტუაციაა: კრიტიკოსები მთელი ძალებით ცდილობენ საზოგადოებაში რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის გაღვივებას და როდესაც ამ შეუწყნარებლობის შედეგად ადამიანები ეყრებიან თავის მეუღლეებს რომლებიც ამ უმცირესობების წევრები არიან, კრიტიკოსები ამ ყველაფერში ისევ ამ უმცირესობებს სდებენ ბრალს! წარმოუდგენელი ლოგიკაა! თუმცა არა, ესაა ჭკვიანურად და აზრიანად დაგეგმილი გათვლა.

მაგალითისთვის მოვიყვან ტიპიურ შემთხვევას, რომელიც 2009 წელს განიხილებოდა იეჰოვას მოწმეების რაიონული საზოგადოების საქმესთან დაკავშირებით ტაგანროგში. ციტატა კასაციური საჩივრიდან რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში:


534. ტაგანროგში ოჯახის დანგრევის ერთადერთი ფაქტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, – ესაა განქორწინება ვ.ვ. სოლოვიოვიდა და ო.ნ. ადონინას შორის. როგორც დადგინდაგანქორწინების ინიციატორი იყო არა ო.ნ. ადონინა, რომელიც იეჰოვას მოწმეების მრწამსისაა, არამედ სოლოვიოვი ვ.ვ. 537. მოსარჩელეთა ბრალდება იყო თითქოსდა დედის რელიგიის გამო ბავშვზე ნეგატიური ზემოქმედების ასებული ფაქტები (დედა ბავშვს აიძულებს რომ ილოცოს, გაავრცელოს ლიტერატურა, ირღვევა ბავშვის დღის რეჟიმი, ბავშვიზე ხდება ფსიქიკური, ფიზიკური და ზნეობრივი ზიანის მიყენება, ბავშვს არ ეწევა სამედიცინო დახმარება).538. თუმცა სასამართლო განხილვისას მოცემული მდგომარეობების დადასტურება ვერ მოხერხდა.539. ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული იქნა ბავშვის, დედისა და მამის გამოკითხვა.540. რის შემდეგაც ფსიქოლოგმა შემდეგი დასკვნა გააკეთა:«ამავდროულად, თუ მამის საჩივრის მიზეზს დავეყრდნობით, რაში ვლინდება დედის რელიგიური არჩევნის ბავშვზე დამანგრეველი ზემოქმედება, მამამ კონკრეტულად განმარტება ვერ შეძლომისი შფოთვა დაფუძნებულია, მისთვის ავტორიტეტული მართლმადიდებელი მღვდელმსახურების მოსაზრებებზე, რომ «სექტა», რომლის წევრიც ოლგა ნიკალაევნა გახლავთ, წარმოადგენს სახიფათოს და დამანგრეველს.
ფსიქოლოგის მიერ აღნიშნულია, რომ სოლოვიოვა საშას კარგად აქვს განვითარებული ვერბალური და არავერბალური ინტელექტი, კარგად აქვს ჩამოყალიბებული და განვითარებული საუბარი, აქვს ფილოსოფიური მიმართულების თემებზე საუბრის გაგრძელების უნარი.
ფსიქოლოგთან ურთიერთობისას დედა, ადონინა ო.ნ.დიდ ინტერესს ავლენდა ყოფილ მეუღლესთან, ბავშვის მამასთან ურთიერთობის დალაგების სასარგებლოდ, ვიდრე თვითონ მოსარჩლე.541. რაიმე სახის ფაქტები, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებდნენ ბანშვზე, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში დადგენილი არ ყოფილა.

როგორც თარგით, ამ შემთხვევიდან გადაწერილი მსგავსი ისტორიებიათასობითაა, და არა მართო იეჰოვას მოწმეების მონაწილეობით. ვინ დაანგრია მოცემულ სიტუაციაში ოჯახი? მოწმეებმა (ადვენტისტებმა, კრიშნაიტებმა, ორმოცდაათიანელებმა…), რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ის სურთ, რომ თავისი რწმენის კანონებით იცხოვრონ, თუ პროპაგანდისტმასექტათმებრძოლებმა, რომლებიც ტოტალიტარული სექტების და მათი ჭკუაგადასული წევრების საშინელ სურათებს ხატავენ? ასეთ სიტუაციაში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანები თუ შეძლებენ თავისი მეუღლის იმაში დარწმუნებას, რომ ისინი ჭკუაზე კი არ შეიშალნენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რმერთის იწამა და ამის თავისი ცხოვრებით ჩვენება უნდა, თუნდაც სავსებით არა ისეთი ფორმით, როგორც ამას სახელმწიფო ეკლესია მოითხოვს. ამის გაკეთება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მეუღლე-ათეისტს რატომღაც უცნობი დვორკინის უფრო მეტად სჯერა, ვიდრე საკუთარი ცოლის, რომელთანაც მან არაერთი წელი იცხოვრა ერთად. და აი ერთ მშვენიერ დილას მას გაეღვიძა და გულწრფელად დაიჯერა ის, რომ მის ცოლს რქები და კუდი გაეზარდა, იმიტომ რომ ამის შესახებ გაზეთები წერენ. მაშ ვინ დაარღვია კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ? ვინაა დაკავებული რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებით? ვინ მოუწოდებს ოჯახის ნგრევისაკენ? და მოცემულ სიტუაციაში ვინ აღმოჩნდა «ზომბირებული», ქმარი თუ ცოლი?

ზუსტად ასევე იყვნენ და იქნებიან მშობლები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან თავისი შვილების რელიგიური არჩევნით; სამწუხარო ისაა, რომ ასეთი უკმაყოფილო მშობლები იარაღად იქცევიან ხოლმე ეკლესიისა და რწმენის თავისუფლების სხვა მოწინააღმდეგეების ხელში. ეგრეთწოდებული მშობელთა კომიტეტები, რომლებიც ანტიკულტისტური ორგანიზაციების რიგებს მიეკუთვნებიან, ზემოქმედების იარაღად ზუსტად ამ მომენტის გამოყენებას ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით მინდა დიდი ციტატა მოვიყვანო ზემოთ უკვე ციტირებული ლ. ლივინსონის ტექსტიდან. ის გვიჩვენებს, თუ როგორია იმ ოჯახების რეალური სტატისტიკა, რომლებმაც სექტების გამო «იზარალეს» და რამდენად ღრმად გაიდგა ფესვები საზოგადოების აზროვნებაში, რელიგიების კარგებად და ცუდებად დაყოფის პრაქტიკამ:


საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმეების საპარლამენტო კომიტეტში 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის განმავლობაში, მე ძალიან ხშირად მიწევდა შეხება იმ მშობელთა მომართვებთან, რომლებიც ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ თავისი შვილების რელიგიური არჩევნისათვის. ეს გახლდათ სარჩელები როგორც ახალ კურტებთან დაკავშირებით, ასევე ტრადიციულ კონფესიებთან დაკავშირებით.

«

«ჩემი შვილიშვილი მაშა, ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მონასტერში წავიდა, – წერდა სახელმწიფო დუმას პენსიონერი მ.ა.შ. ქალაქ ეკატერინბურგიდან. – ჩვენ მორალურად არ ვიყავით ამისათვის მზად, ამიტომ ეს ჩვენთვის საშინელი დარდია. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც ეკლესიას შევეჯახეთ, ჩვენ გაუგებარი რაღაცეები აღმოვაჩინეთ... გოგონებს კოდირებას უკეთებენ (ეს კი სისხლის სამართლი დანაშაულია) წარსულის დავიწყებაზე. ისინი მღვდლებივით გამუდმებით ერთიდაიგივეს იმეორებენ: «ჩვენ დავიხოცეთ წარსულისათვის, ჩვენ არ გვყავს მშობლები, ჩვენ არ გვყავს დები და ძმები». გოგონებისთვის არ არსებობს არ გაზეთები, არც ტელევიზია, არც რადიო... დაგვეხმარეთ იმ ურჯულოებასთან ბრძოლაში, რომელიც ეკლესიას შეერწყა».


ეს ბებო უყურებს თავის ტელევიზორს და გაპრანჭულ და გამაძღარ პატრიარქს ხედავს პუტინისა და ფრადკოვის გვერდით. ის მზადაა რომ პასკით და შეღებილი კვერცხებით გაიხაროს და შაბათ დღეს მღვდელსაც კი სთხოვოს გარდაცვლილი მშობლების სულების მოხსენიება. მაგრამ მიდი ეხლა და აუხსენი მას, რომ კვერცხები და სულების მოხსენიება, პატრიარქთან ერთადიმ ცოცხალი ქრისტიანობის მხოლოდ დანართია, რომელშიც მისი შვილიშვილი ცდილობს ღმერთის პოვნას.


კიდევ ერთი წერილი. ვ.ვ.ბ. ქალაქ აზოვიდან, როსტოვის ოლქი, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში თავისი შვილი, ტატიანას ძებნისას, საშინლად განაცვიფრა მათი ცხოვრების წესმა: «მონასტერში იღუმენიესაა მეფე და ღმერთი. მის გარეშე მონასტერში ზედმეტადაც ვერ ჩაისუნთქავს ერავინ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ყველაფერზე მისი კურთხევაა საჭირო... როგორ ცხოვრობენ კელიებშივნახე. იმის თქმა, რომ მონებივით ცხოვრობენ, – ეს არაფრის თქმაა! ამის გადმოცემა შეუძლებელია. კარგი პატრონი საქონელს უფრო უკეთეს პირობებში ამყოფებს».


ეს სურათები თითქოს ლესტვიჩნიკისგანააო გადმოწერილი [ავტორი წიგნისა მართლმადიდებლურ ბერ-მონაზვნობაზე]: «გულწრფელი ბერი... ყოველთვის დამჯერია, რომელიც აბსოლუტურად კისრულობს თავისი საზიდრის ტარებას მისი ხელმძღვანელის წინაშე; და როგორც ცხოველი არ ეწინააღმდეგება იმას, რაც მას არ მოსწონს, ასევე მართალი სულიც კი არ ეწინააღმდეგება მოძღვარს, არამედ იქ გაჰყვება მწყემსს, სად წასვლაც არ უნდა მოინდომოს მან; დასაკლავადაც რომ წაიყვანოს, მას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა» (24-ე სიტყვა).


ეკატერინბურგელი ბებიისა და აზოველი მამის შეშფოთება არ იწვევს ანტიკულტისტების დაინტერესებას. სამაგიეროდ პატივში არიან «ტოტალიტარული სეტების მსხვერპლი» მშობლები, რომლებმაც მართლმადიდებელი ეკლესიისა და პრესის სახმარებით შექმნეს ლეგენდები ასობით ათას «ზომბირებულებსა» და «კოდირებულებზე». სინამდვილეში კი ასეთი მშობლები ალბათ იმაზე მეტნი როდი არიან, ვიდრე მართლმადიდებლობის «მსხვერპლნი». თანაც ეს მაშინ, როდესაც დვორკინის ტიპის ინფორმატორების მიერ «სექტების» დემონიზაცია, ნათესავებში ზრდის შიშს, რომლებიც, როგორც წესი, კონკრეტულად ახლობელი ადამიანის საშინელ «სექტაში» «ჩათრევის» ფაქტით არიან შეშფოთებულნი.

დააკვირდით, თუ რაიმე ცუდი «სექტებში» გვხვდება, მაშინ იმისათვის რომ ყველაფერს წერტილი დაესვას, საჭიროა ეს სექტა ავკრძალოთ. მაგრამ თუ იგივე ცუდი ეკლესიაში გვხვდება, მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ «ურჯულოებაა, რომელიც ეკლესიას შეერწყა». თვითონ ეკლესია დამნაშავე არ არის, პრობლემა მხოლოდ გარკვეულ ურჯულოებაშია, ისიც ალბათ დროებითში და სავსებით მოგვარებადში. ზუსტად ასეთია თანამედროვე რუსეთის მოქალაქის ფსიქოლოგია: არიან კარგი რელიგიები და ცუდი რელიგიები, თუნდაც მას არ შეეძლოს ახსნა იმისა, თუ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან.




მითი 10: იეჰოვას მოწმეების იუარს ამბობენ სამედიცინო მკურნალობაზე



იეჰოვას მოწმეების პოზიცია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით პირველ რიგში რელიგიურია, ის დაფუძნებულია ბიბლიურ მუხლებზე დაბადების 9:4, მეორე რჯულის 12:16 და საქმეების 15:28. ის სრულიად შეესაბამება ადრეული ქრისტიანების პოზიციას, რომლებიც უარს ამბობდნენ ნებისმიერი ფორმით სისხლის მიღებაზე. არც ადრეული ქრისტიანები და არც ებრაელები, ქრიტიანობამდელ პერიოდში, სისხლს არასოდეს არ იყენებდნენ სამედიცინო მიზნებისთვის, რაც ძალიან იყო გავრცელებული ძველ მსოფლიოში. ახ.წ. მე-2 საუკუნის ქრისტიანი მოაზროვნე კლიმენტ ალექსანდრიელი წერს: «ადამიანს სისხლთან შეხების უფლება არ აქვს, რადგან თვითონ მისი ორგანიზმი სხვა არაფერია, თუ არა სისხლისაგან წარმოქმნილი ხორცი». სხვა წყაროებიც არსებობენ, რომლებიც ადასტურებს, რომ პირველი ქრისტიანებისათვის მიუღებელი იყო ორგანიზმში სხვისი სისხლის მიღება.

დიახ, წარსულში არ იცოდნენ თუ რა იყო სისხლის გადასხმა, მაგრამ ნუთუ არსებობს პრინციპული განსხვავება, თუ როგორი სახით მივიღებთ ორგანიზმში სისხლს: პირიდან თუ რაიმე სხვა გზით? საინტერესოა, რომ მე-2 საუკუნის სხვა ქრისტიანი მოაზროვნე, მინუციუს ფელიქსი, სისხლის სამედიცინო მიზნებით გამოყენებასაც განსჯიდა: «სხვებმა დაცემული ავადმყოფობის კურნება ისწავლეს ადამიანის სისხლით, ანუ დიდი ბოროტებით». ვიცით რა ადრეული ქრისტიანების ასეთი დამოკიდებულება სისხლისადმი, ეჭვიც კი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ისინი არ დასთანხმდებოდნენ ორგანიზმში მისი ქირურგიული მეთოდით მიღებას. იგივე ეხებათ ასევე ძველ ებრაელებს, რომელთაც კონკრეტული კანონი ჰქონდათ: «ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე» (მეორე რჯული 12:16; 15:23). დააკვირდით, აქ არა მხოლოდ აკრძალვაა, არამედ ასევე მოთხოვნაც: სისხლი უნდა დაიღვაროს, ანუ უნდა მოიშორონ ის. ნათელია, რომ სისხლის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება ამ მცნების მეორე ნაწილის დარღვევა იქნებოდა. ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, რომ დროთაგანმავლობაში შესაძლო იყო რომ გამოჩენილიყო სისხლის გამოყენების სხვაგვარი მეთოდები. ბიბლიის ასეთი მუხლები ნათლად გვიჩვენებს ამ საკითხის მიმართ ღმერთის დამოკიდებულებას.

იეჰოვას მოწმეები უარს არ ამბობენ საერთოდ მკურნალობაზე, არამედ ისეთ მკურნალობას ეძებენ, რომელიც სისხლის გადასხმის პროცედურას არ შეიცავს. ეს დიდი განსხვავებაა როგორც არსით, ისე შემადგენლობით. მოწმეები მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას მოითხოვენ, რომლებიც არ შეიცავენ სისხლის გადასხმის პროცედურას და ასეთი მეთოდების დიდი რაოდენობა არსებობს; უფრო მეტიც, ისინი უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. ეს გააზრებული რელიგიური პოზიციაა, რომელიც პაციენტის ინფორმირებული არჩევნის უფლების პრინციპს შეესაბამება. ასეთი უფლებამკურნალობის ფორმის არჩევაყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობითაა დაცული.

იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსების პოზიცია არალოგიკური და ორაზროვანია. თუნდაც სიმართლე იყოს, რომ იეჰოვას მოწმეები როგორც ორგანიზაცია მკურნალობის რაიმე მეთოდებს უწევდეს პროპაგანდას, ამ შემთხვევაში სისხლის გადასხმის ალტერნატივებს, რა იქნებოდა ამაში კანონსაწინააღმდეგო? როდის აქეთ იქცა ერთი მეთოდისათვის სხვის მჯობინება და ამ პოზიციის საჯაროდ დაცვა კანონდარღვევად? ნუთუ კრიტიკოსები ზუსტად ასევე აკრძალავენ ჩვეულებრივ სამედიცინო ორგანიზაციას, თუ ის სისხლის გადასხმის ალტერნატივებს გაუწევს პროპაგანდას? მაშინ უნდა აიკრძალოს ნებისმიერი ორგანიზაცია და ნებისმიერი მეცნიერი, რომელიც ერთ სამედიცინო მეთოდს ან ტექნიკას მეორეზე უკეთესად მიიჩნევს.

ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთში მოწმეებისა და სისხლის გარშემო შექმნილი პრობლემა, ხელოვნურადაა გაბერილი. რეალური შემთხვევები, როდესაც ვინმე დადასტურებულად იმისაგან მოკვდა, რომ მას სისხლი არ გადაუსხეს, ერთეულებია, სამაგიეროდ სისხლის გადასხმის შედეგად, საშიში ინფექციების და ლეტალური შედეგების რიცხვი უზარმაზარია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ პრობლემის 99%  საეკლესიო-პროპაგანდულ ხასიათს ატარებს, და მხოლოდ 1% – სამედიცინო-სამართლებრივს. მოდით ამ თემის რამოდენიმე ასპექტი განვიხილოთ.

ზოგიერთ ებრაულ წრეებში უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ციმბირში ებრაელები უარს ამბობდნენ ირმის სისხლის დალებაზე, რომელიც ვიტამინებით მდიდარია, და ავიტამინოზით კვდებოდნენ. იუდაიზმში და ისლამში დიდი დავები მიდის ორგანოების გადანერგვის საკითხებთან დაკავშირებით. წინადაცვეთისაგან მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 117 ადამიანი კვდება, ძირითადად ჩვილები (THYMOS: Journal of Boyhood Studies, Vol. 4, No. 1, Spring 2010, 78-90). ან ავიღოთ ისლამის ისეთი წესი, როგორიცაა გვამის გაკვეთის აკრძალვაკვლავ იურიდიული, სამედიცინო და ეთიკური პრობლემების მთელი კონა. ისლამში სპირტის აკრძალვის გამო რატომ არავინ სცემს განგაშის ზარებს? და საერთოდ, მართლმადიდებლობაშიცაა ცნობილი ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები რელიგიური თვალსაზრისით უარს ამბობდნენ მკურნალობაზე და იხოცებოდნენ. მართლადიდებლობაში აკრძალულია აბორტები, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციებში აუცილებელია დედის სიცოცხლის გადასარჩენად. ამგვარად, სამედიცინო-სამართლებრივი პრობლემატიკა მრავალ რელიგიაში არსებობს, თუ ყველაში არა, მაგრამ ის არსად არ იწვევს ისეთ დიდ აღშფოთებას, როგორსაც რუსეთში, სადაც ის მოხერხებულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება, არასასურველი რელიგიური უმცირესობებია წინააღმდეგ.

პაციენტის მიერ, სისხლის გადასხმაზე ნებაყოფლობით უარის თქმა, არ წარმოადგენს კანონდარღვევას. ხანდახან, კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ 14.2 (რუსეთის კანონმდებლობით) პუნქტს ციტირებენ, სადაც იკრძალება «პირის იძულება, რომ უარი თქვას რელიგიური მოტივებით სამედიცინო მკურნალობაზე». მაგრამ, იეჰოვას მოწმეები არავის აიძულებენ უარის თქმას, არამედ თვითონ ამბობენ უარს; იურიდიული თვალსაზრისით ამათ შორის დიდი სხვაობაა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მორწმუნე ამა თუ იმ არჩევნის სასარგებლოდ აკეთებს, მის პირად გადაწყვეტილებას წარმოადგენს. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მხოლოდ საღვთისმეტყევო პოზოციას გამოხატავს, რომელსაც მიყვება თუ არ მიყვებანებისმიერი ადამიანის პირადი გადასაწყვეტია. იმაზე ლაპარაკი, რომ მოწმეები ვიღაცას რაღაცას «უკრძალავენ» ან რაიმეს «აიძულებენ», იურიდიულ აზრსაა მოკლებული: იეჰოვას მოწმეები თვითონ ამბობენ უარს სისხლზე, სხვებისგან კი ამას არ მოითხოვენ. რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმეები რომ სავადმყოფოებში ვარდებოდნენ და ექიმებს უკრძალავდნენ ვინმესთვის სისხლის გადასხმას, ეს კანონდარღვევა იქნებოდა. მაგრამ ასე ხომ არ ხდება. მოწმეები თავის გამოცემებში კორექტულად და ცივილიზებულად განმარტავენ სისხლის გადასხმის საღვთისმეტყველო, სამედიცინო და ეთიკურ ასპექტებს, ხოლო ნებისმიერი პაციენტი კი უკვე თვითონ წყვეტს, მიიღოს თუ არა მათი თვალსაზრისი.


შემდეგ, არგუმენტი მოწმეებსა და სისხლის შესახებ, არსებითად, მოსახლეობის მცირედ ინფორმირებულებაზეა დაფუძნებული. როდესაც კრიტიკოსები წერენ, რომ, მოწმეები სისხლის გადასხმას კრძალავენ და ამიტომ სიცოცხლის დაუფასებლობაში არიანო დამნაშავეო, ამავდროულად ისინი არ იღებენ ვალდებულებას იმის დასამტკიცებლად, რომ სისხლის გადასხმას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ხოლო გადასხმაზე უარის თქმას კი სიკვდილის გამოწვევა. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს თავისთავად იგულისხმება. მაგრამ ამ დროს სინამდვილეში სავსებით არაერთმნიშვნელოვანი და ხშირად პირდაპირ საპირისპირო სიტუაციაა. მაგალითად, 2010 წელს ევროპის სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო თეზისი იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეების შეხედულებები რაიმე სახით ვნებს მათ ჯანმრთელობას. დადგენილებაში ნათქვამია:


144. …ნაციონალური სასამართლოს დადგენილებებში მითითებული არ ყოფილა, საზოგადოება-განმცხადებლის არცერთი წევრი, რომლის ჯანმრთელობასაც ზიანი მიადგა, ასევე მოყვანილი არ ყოფილა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები ასეთი ზიანის ხარისხის შეფასებისა და ასეთი ზიანისა და საზოგადოება-განმცხადებლის საქმიანობას შორის, დადგენილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ. იმ შემთხვევებში, რომლებზე საუბარიც იყო, არ იყო მითითებული სისხლის გადასხამე უარის თქმის სამედიცინო შედეგების შესახებ, და ამ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას თანდართული არ ჰქონდა სამედიცინო დასკვნები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ჰემოტრანსფუზია მართლა მოუტანდა სარგებელს პაციენტს.
146. ამგვარად, ევროპული სასამართლო მიდის დასკვნამდე იმის შესახებ, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შესახებ ბრალდების პუნქტი არ არის დაფუძნებული ფაქტებზე.

წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს გარკვეული პრეპარატი, რომელიც 50% შემთხვევაში კურნავს გარკვეულ დაავადებას, ხოლო 50% კი, პირიქით, კლავს. შესაბამისად, ზოგი ადამიანი მისი მიღების გადაწყვეტილებას იღებს, სხვები კიუარს ამბობენ. იქნებოდა თუ არა ამ სიტუაციაში გამართლებული იმ ადამიანების განურჩეველი და შეურაცმყოფელი კრიტიკა, რომლებმაც უარი თქვეს პრეპარატის მიღებაზე? რაღა თქმა უნდა, არა. სისხლთან დაკავშირებით ზუსტად ასეთი სიტუაციაა: ზოგ შემთხვევებში გადასხმა შველის, სხვა შემთხვევებში ის უსარგებლოა (ბოლოდ დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ გადასხმის გაუმართლებლ დანიშვნებზე), მესამე შემთხვევაშიაშკარად საზიანოა, ზოგჯერ კი სასიკვდილო. ამ შემთხვევებს შორის შეფარდება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგრამ მთლიანობაში იმ სიცოხლეების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ სისხლის გადასხმის შედეგად იქნა გადარჩენილი, ძალიან მცირეა. ციტირებას გავუკეთებ რუსეთის ერთერთ უდიდეს ჰემატოლოგს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს . . ვორობიოვს, რომელიც ოფიციალურ წერილში იეჰოვას მოწმეების პოზიციას იცავს:


[სისხლისადმი მიდგომის გადახედვამ] ჩვენს ქვეყანაში მშობიარეთა სიკვდილიანობის 34%-ით დაწევამდე მიგვიყვანა. მანამდე ცვენს მედიცინას მშობიარეთა სიკვდილიანობის რვამაგი გადამეტება ჰქონდა ევროპასთან შედარებით მეანთა მიერ, საჭიროების გარეშე სისხლის გადასხმების გამო.

ჩაუფიქრდით ამ ციფრებს: სიკვდილიანობის 34%-ით კლება მხოლოდ გადასხმების რიცხვის შემცირების ხარჯზე! უკვე ეს უბრალო სტატისტიკური ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ იმ ხალხის კრიტიკა, ვინც უარს ამბობს გადასხმაზე, უსაფუძვლოა. ის უბრალოდ არ დასტურდება სტატისტიკით.

სტატისტიკა ასევე შემდეგზე საუბრობს. აშშ-ში 1970-იან წლებში მართო ჰეპატიტით, რომელიც გადასხმით იყო გამოწვეული, 3 500 ადამიანი კვდებოდა წელიწადში. თანაც ეს ოცდაათი წლის წინანდელი მონაცემებია, როდესაც ასე ჯერ არ დანავარდობდა შიდსითანამედროვე მსოფლიოში სისხლის გადასხმის საწინააღმდეგო ერთერთი მტავარი არგუმენტი. დღეს ვიჩ-ინფექციით ინფიცირებულთა ნახევარი ისეთ ქვეყნებში, როგორც მაგალითად პაკისტანია, გადასხმის შედეგად იქნენ ინფიცირებულნი.

ასევე ვორობიოვს ეკუთვნის შემდეგი ფრაზა:


იეჰოვას მოწმეების პოზიციას, რომლებიც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე თანხმდებიანდონორთა სისხლისა და მისი ძირითადი ოთხი კომპონენტის ნაცვლადვერ აღიქმება როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ეს პოზიცია საერთოდ არ ეწინააღმდეგება თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს.  («რელიგია და უფლებები», №2, 2004).

იმას, რომ სისხლის გადასხმა პოტენციურად სახიფათოა, დღეს ყველა წამყვანი სპეციალისტი აღიარებს. პროფესორმა ვიტალი სლეპუშკინმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა:


დღეს-დღეისობით მეცნიერული ფაქტები სულ უფრო და უფრო მეტად აჩვენებენ რომ სისხლის გადასხმა არასასურველიააი მაგალითად ამბობენ, რომ, როდესაც სისხლის მასიური დანაკარგია, მაშინვე სისხლის გადასხმაა საჭიროსხვაგვარად ავადმყოფი დაიღუპება. მაგრამ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ხარ დაკავებული ამ პრობლემით, განსაკუთრებით კატასტროფების მედიცინაში, როდეცას შენთან საველე პირობებში თითქმის ერთდროულად შემოჰყავთ ორასი დაჭრილი და თან ნახევარი მათგანი სისხლის კოლოსალური დანაკარგით, არასოდეს არ არსებობს სისხლის ამხელა მარაგი. ამიტომ ჩვენ სისხლის შემცვლელებს ვხმარობთ. ბოლო ასეთი მწარე გამოცდილება ოსურ-ქართული კონფლიქტის დროს გვქონდა, როდესაც ჩვენს საველე ჰოსპიტალში, რომელიც უბრალოდ სტადიონზე იყო გაშლილი, შემოჰყავდათ ათობით, ხანდახან კი ასობით დაჭრილი სისხლის დიდი დანაკარგებით, ჩვენ კი სისხლის არცერთი დოზა არ გვქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არცერთი ავადმყოფი არ დაგვღუპვია, იმიტომ რომ სისხლის კომპონენტები კი არ გვქონდა, მაგრამ სამაგიეროდ გვქონდა კარგი სისხლის შემცვლელები. ასე რომ ჩემი პოზიცია ასეთია სავსებით შესაძლებელია სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობა.

ჩემს ბლოგში ადრე გამოვაქვეყნე ექიმი სლეპუშკინის სტატია, რომელსაც ასევე გირჩევთ რომ გაეცნოთ. სექტათმებრძოლებისაგან განსხვავებით, სწავლული-მედიკოსები, დაინტერესებულნი არიან თავისი პაციენტების კეთილდღეობით.

ზოგჯერ პრესაში ცნდება ხოლმე სამართლიანი მრისხანებით სავსე რეპორტაჟები იმის შესახებ, თუ როგორ აუკრძალა რომელიღაც იეჰოვას მოწმემ თავის ავადმყოფ შვილს სისხლის გადასხმა, რის შემდეგაც ყოჩაღმა ექიმებმა და პროკურორებმა როგორ მიიღეს, სისხლის გადასხმის ნებართვა სასამართლოს დახმარებით. და უფრო იშვიათად ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ რა ხდება შემდგომ. მაგალითად, 2010 წელს მოსკოვში სასამართლომ ბავშვთა გადაუდებელ ქირურგიას ნება დართო, რომ მშობლების უარის მიუხედავად გადაესხათ სისხლი ბავშვისათვის, ამის შესახებ მხნედ გადმოსცეს პრესამ და ტელევიზიებმა, ბავშვს სისხლი გადაუსხეს და ის მოკვდა. და ასეთი შემთხვევები ცოტა როდია ჩვენი უზარმაზარი ქვეყნის უთვალავ ქალაქებსა და სოფლის საავადმყოფოებში. მაგრამ მათი უმეტესობის შესახებ პრესა არასოდეს არაფერს ამბობს.

2007
წელს ბორონეჟში მშობიარობის შემდეგ ქალბატონი მოკვდა. მას შემდეგ მოკვდა, რაც მას სისხლი გადაუსხეს. ძნელია განსაჯო, თუ რაში მდგომარეობდა კონკრეტულად მიზეზიკერძოდ სისხლის გადასხმაში, ექიმების არასაკმარის კვალიფიკაციაში, მშობიარობის წინ გოსპიტალიზაციაზე ქალბატონის უარში, დანადგარების უკმარისობაში ან ამ საბედიწერო გარემოებების შერწყმაშიყველა ამ მიზეზებს ექიმები ასახელებდნენ, პრესა კი ასახელებდა როგორც შესაძლოს. საინტერესო სხვა რამაა: ეს ქალი გადასხმის შემდეგ კი არა, გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ რომ მომკვდარიყო, მაშინ ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ მთელი პრესა და ტელევიზია დაიწყებდა ამ უბედურის ფანატიზმზე, სიჯიუტესა და უმეცრებაზე, თანაც სიკვდილის ერთადერთ შესაძლო მიზეზად სისხლის გადასხმაზე უარს დაასახელებდნენთუმცა მიზეზი ზუტად ასევე შეიძლება გამხდარიყო ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი! მაშინ რატომაა ასე, თუ პაციენტი სისხლის გადასხმის შემდეგ კვდება, ყოველთვის მოიძებნება მომხდარის ასახსნელად მრავალი ობიექტური მიზეზი, მაგრამ როდესაც ის სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ კვდება, მხოლოდ ერთი მიზეზი მოჰყავთ?

რატომ არ გიყვებათ არცერთი სექტათმცოდნე ისეთ ისტორიებს, როგორიცაა შემთხვევა ვინიპეგის (კანადა) ბავშვთა საავადმყოფოდან, როდესაც იეჰოვას მოწმეების ორ ბავშვს, მშობლების თანხმობის გარეშე გადაუსხეს სისხლი, რის შედეგადაც ისინი დაიხოცნენ, რის შემდეგაც სამედიცინო ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მშობლები მართლები იყვნენ და სისხლის გადასხმის აუცილებლობა არ არსებობდა. არც ასეთი შემთხვევებია ცოტა.

ცნობილმა ბავშვთა ექიმმა ვიტალი ჯულაიმ, რომელიც თვითონაა იეჰოვას მოწმე, არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინაგადასხმების გარეშე. მაგრამ მის პრაქტიკაში ტრაგიკული შემთხვევებიც იყო. მაგალითად, ერთხელ ის მკურნალობდა ბავშვს, რომელიც მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იყო. თუმცა ისე მოხდა, რომ მას დროებით სადღაც გასვლა მოუწია და მის არყოფნაში ბავშვს სისხლი გადაუსხეს. ამის შემდეგ მას ყურებიდან სისხლი წამოუვიდა და წუთების განმავლობაში მოკვდა. დაწერეს თუ არა გაზეთებმა მრისხანე სტატიები სათაურებით: «ბავშვი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა»? არა, რა თქმა უნდა. თუმცა ასეთი შემთხვევები, მათ შორის ბავშვების მონაწილეობით ხომათასობითაა. მაგრამ მათ შესახებ პრესა არასოდეს არ წერს, იმიტომ რომ ისინი არ ითვლება რუტინულ სტატისტიკად და ამის გამო მათ შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თუმცა ეს ყოველდღე ხდება მრავალრიცხოვან რაიონულ, ქალაქის და სოფლის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნის მაშტაბით. სამაგიეროდ ყველაყველა! – შემთხვევა, სისხლის გადასხმაზე უარის გამო სიკვდილის შესახებ, პრესის და ტელევიზიის მიერ ყველაზე ისტერიკულ ინტონაციებში იქნება ტირაჟირებული. ასეთი არაპროპორციული გაშუქება იშვიათობას სულაც არ წარმოადგენს.

აი რა თქვა ერთერთ სასამართლო სხდომაზე რამნ-ის აკადემიკოსმა ვიქტორ კალნბერზმა:


სამწუხაროდ, სისხლის გადასხმის შედეგად უფრო მეტი სიკვდილი მინახავს, ვიდრე მისი არ გადაუსხმელობითვფიქრობ, რომ ახალი ათასწლეულის ქირურგიაეს იქნება შემნახველი ქირურგიამე ჩემს კლინიკაში მყავდა - იეჰოვას მოწმე პაციენტები და მე მათ შეხედულებებს ძალიან კორექტულად და დიდი პატივისცემით ვეპყრობი, ისევე როგორც დიდი პატივისცემით ვეპყრობი საერთოდ ადამიანის უფლებებს.

მაგრამ კრიტიკოსები მაინს შეუპოვრად გააგრძელებენ თქვენთვის იმის მტკიცებას, რომ სისხლის გადასხმასიცოცხლეა, არ გადასხმა კისიკვდილი. წრიტიკოსები არასოდეს მოუყვებიან თავის მსმენელებს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 150 ქვეყანაში არის 100 ათასზე მეტი ექიმი, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ ოპერაციები სისხლის გადასხმის გარეშე და ამასთანავე კარგი შედეგის გარანტია მოგცენ. კრიტიკოსებს სურთ, თქვენ იფიქროთ, რომ სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენას უდრის, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ: მაგალითად, აშშ-ში არის საავადმყოფოები, სადაც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იკეთებს უსისხლო ოპერაციას, მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც, და სიკვდილიანობის დონე ასეთ საავადმყოფოებში უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში! ეს უბრალო ფაქტი კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ გადასხმების რიცხვის შემცირება, ფატალური შედეგების შემცირებას იწვევს, და არა პირიქით.

სექტათმებრძოლნი ასევე დამალავენ თქვენგან იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთში მიმდინარეობდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ტრავმატოლოგიის განყოფილების პაციენტთა ერთ ჯგუფს სისხლის კომპონენტებს უსხამდნენ, სხვებს კისისხლის შემცვლელებს; შედეგად მეორე ჯგუფში სიკვდილიანობა პირველ ჯგუფთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა, გართულებების რიცხვი კი – 2-ჯერ.

ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმას რომ თანხმდებოდნენ, მაშინ მათ შორის ლეტალური შემთხვევები კი არ შემცირდებოდა, არამედ პირიქით, გაიზრდებოდა. სამწუხაროდ, მძიმე ტრავმებისას და დაავადებებისას სიკვდილიანობის სრულიად გამორიცხვა შეუძლებელია, რასაც ვერცერთი სექტათმცოდნე ვერ უარყოფს. თუმცა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ სისხლის გადასხმას, ლეტალური შემთხვევების რიცხვი ნაკლები იქნება და არა მეტი. ეს უბრალო სტატისტიკური ფაქტია. შესაბამისად, როდესაც სისხლის გადასხმაზე უარის გამო სექტათმცოდნეები მოწმეებს აკრიტიკებენ, ამით ფაქტიურად მათი სიკვდილიანობის ზრდა სურთ. რაც, სხვათაშორის, ლოგიკურიცაა, რადგან სექტათმცოდნეებს არ სურთ მოწმეების რაოდენობრივი ზრდა.

მოწმეებზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მიუხედავად, რომ ისინი არიან ფანატიკოსი-თვითმკვლელები, რომლებიც თანამედროვე მედიცინის ყველა სიკეთეზე ამბობენ უარს, სულ უფრო მეტი და მეტი ისეთი ხალხი ამბობს უარს სისხლის გადასხმაზე, რომლებიც შორს არიან რელიგიისგან. აშშ-ში მოწმეები სისხლზე «უარის მთქმელთა» შორის მხოლოდ დაახლოებით 15%-ს შეადგენენ. დანარჩენები კიეს უბრალოდ კარგად ინფორმირებული პაციენტებია, როგორც წესი, ესენი არიან თვითონ ექიმები, ასევე შეძლებული პაციენტები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ უფრო უსაფრთხო «უსისხლო» (რომელშიც არ გამოიყენება სისხლის გადასხმა) მკურნალობის მეთოდებში. ეს აზრი შემდეგ ფრაზაშიცაა გამოხატული, რომელიც მედიცინის დოქტორს მაიკლ როუხს ეკუთვნის:


პაციენტი, რომელიც სისხლის გადასხმის გარეშე ოპერაციას თანხმდება, იღებს რაც კი შესაძლებელია, ყველაზე ხარისხიან მკურნალობას.

მოდით კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: იეჰოვას მოწმეები, დოქტორი როუზის სიტყვების თანახმად, სისხლის გადასხმაზე უარის თქმით თუ «ყველაზე ხარისხიან მკურნალობას» ითხოვენ, ნუთუ ასევე არ უნდა იქცეოდეს სხვა ნებისმიერი პაციენტიც, მორწმუნე იქნება ის თუ ურწმუნო, და რომელ ფანატიზმზე ან სუიციდალურ საქციელზე შეიძლება აქ საუბარი?

დიახ, ხანდახან იეჰოვას მოწმეები ან მათი შვილები იღუპებიან სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ. თუმცა «შემდეგ» და «შედეგად» – ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. შეიძლება იოგურტი შევჭამოთ, სახლიდან გამოვიდეთ, მანქანამ დაგვარტყას და მოვკვდეთ, მაგრამ არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ სიკვდილი იოგურტიტ მოწამვლის შედეგი იყო. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ხშირად ხდება ისე, რომ მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე იეჰოვას მოწმემ უარი თქვა სისხლის გადასხმაზე და შემდგომ გარკვეული დროის შემდეგ დაიღუპა. ის ნებისმიერი მიზეზის გამო შეიძლება მომკვდარიყო: ექიმების არაპროფესიონალიზმი, საჭირო წამლების არარსებობა, ინფექციები, გართულებები და ა.შ. მაგრამ პრესა ამას აუცილებლად ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს გადასხმასა და სიკვდილს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. აი ასეთი სიტუაციის ტიპიური მაგალითი. ყურადღება მიაქციეთ ექსპერტიზის დასკვნას:


როგორც მოგვიანებით დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ აჩვენა, დედის უარი მისი შვილის მკურნალობისას დონორული ერითროციტების გამოყენებაზე, სიკვდილის დადგომასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არის. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, გადასხმა უფრო დააჩქარებდა ლეტალურ შედეგს.

გადასხმა დააჩქარებდა ლეტალურ შედეგს! მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ექსპერტებმა, სასამართლომ და რელიგიური უფლებების დამცველი საიტების მცირერიცხოვანმა აუდიტორიამ გაიგო, ვრცელმა აუდიტორიამ კი მხოლოდ ის გაიგო, რაც «საჭიროა»: დედამ უარი განაცხადა გადასხმაზე, მას ბავშვი მოუკვდა. ვრცელი აუდიტორიისათვის სხვა ინფორმაციის გაგება არ შეიძლება.

სისხლის გადასხმისაგან თავის შეკავების პრაქტიკა სულ უფრო მეტ აღიარებას პოვებს მრავალ ქვეყანაში, და თანაც არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს შორის. თვითონ მოწმეებმა შექმნეს სპეციალური კომიტეტები მედიკოსებთან თანამშრომლობისათვის, ისინი ორგანიზებას უწევენ სემინარებსა და კონფერენციებს, რომლებიც ალტერნატიულ უსისხლო მეთოდიკების საკითხებს ეძღვნება და მრავალმა სპეციალისტმა მათ მიმართ უკვე გამოხატა მადლიერება მსგავსი აქტიური პოზიციის გამო. მრავალი სპეციალისტის აზრით, მომავალი ზუსტადაც რო უსისხლო მედიცინისაა, და იმან, რომ მოწმეებმა პირველებმა წამოსწიეს ეს საკითხი და მეცნიერება აიძულეს რომ პასუხები ეძებნა მასზე, შერიოზულად შეუწყო ხელი მედიცინის პროგრესს. ამას მოწმობს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ მოწმეების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი «სისხლის გადასხმის ალტერნატივები» ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის სისხლის ნაციონალურ სამსახურში, რომელმაც ამის შემდეგ ის სისხლის ყველა ბანკში გადააგზავნა. ფილმზე თანდართულ წერილში ნათქვამი იყო:


ფილმი ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებს და სისხლის ნაციონალური სამსახური სრულიად მხარს უჭერს ფილმის მთავარ იდეას.



წაიკითხავთ ამ მონაცემებს გაზეთებში, ნახავთ ამ ყოველივეს ტელევიზიით? არა, პატივცემულო მკითხველო. არა, იმიტომ რომ სექტათმებრძოლები და პროპაგანდისტები სათანადოდ მალავენ მათ თქვენი ყურადღებისაგან შორს, რათა თქვენ არ იცოდეთ ის ფაქტები, რომლებიც მათ თვალსაზრისს არ უჭერენ მხარს. მას-მედიის შედარებით დამოუკიდებელი საშუალებებიც კი მიდრეკილი არიან ამ კომპლექსური პრობლემის მხოლოდ იმ ასპექტების გაშუქებისაკენ, რომლებიც იეჰოვას მოწმეების დისკრედიტირებას ემსახურება. შედეგად, რაც არ უნდა პარადოქსული იყო, სისხლის გადასხმაზე უარის თქმის მსოფლიო ტენდენციის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში მოწმეებს ძველებურად სექტანტი-თვითმკვლელების სახით წარმოაჩენენ, რომლებიც უხეში ფანატიზმით ითანჯებიან.

სახეზეა სრულიად პარადოქსული სიტუაცია: მოქალაქეთა განსაზღვრული ჯგუფი, იმის გამო რომ კარგად არიან გარკვეული პრობლემაში, უარს ამბობენ მოძველებულ, ძვირადღირებულ, ნაკლებეფექტურ და პოტენციურად საშიშ სამედიცინო პროცედურებზე, რის სანაცვლოდაც ითხოვენ ხარისხიან და უსაფრთხო მკურნალობას, ამავდროულად ისინი არ არღვევენ კანონის ერცერთ ასო-ბგერასაც კი, მხარდაჭერას პოულობენ მედიკოსებს შორისდა ამასთანავე ექვემდებარებიან უმიზეზო კრიტიკას, შეურაცყოფასა და შევიწროვებას! ალბათ, მსგავსი რამ ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ხდება. რა სამწუხაროა, რომ რუსეთიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.






დასასრულს

ნებისმიერ დავაში და ნებისმიერ კონფლიქტში არსებობს ორი მხარე. სასამართლოში თუ მხოლოდ პროკურორი გამოდის სიტყვით, ხოლო დაცვის მხარის ადვოკატები და მოწმეები კი გვერდითა ოთახში არიან ხელ-ფეხ შეკრულები და ნაჭრით პირშიეჭვიც კი არავის შეეპარება იმაში, რომ ასეთი სასამართლო, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურია. ჩვენს ქვეყანაში, რიგ რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში ზუსტად ასე ხდება: არცერთ იეჰოვას მოწმეს, ადვენტისტს, ორმოცდაათიანელს, კრიშნაიტს და ა.შ. არასოდეს არ მისცემენ  ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას, იმისათვის რომ პასუხი გასცენ ოპონენტთა ბრალდებებს, რათა გაახმოვანონ თავისი ვესია, რომ მოიყვანონ თავისი არგუმენტები. ირღვევა პოლემიკის უმთავრესი პრინციპი - მხარეთა თანასწორობა. არასოდეს დაფიქრებულხართ, მაგალითად, რომ ყველა დოკუმენტურ ფილმებში რომელიმე ადამიანზე ან ადამიანებზე ისინი თვითონ ყვებიან თავის თავზე, იეჰოვას მოწმეებზე გადაღებულ ფილმებში კი, რომლებიც რუსეთში გამოიცა, მათზე ყოველთვის სხვები ლაპარაკობენ, თანაც ყოველთვისმათი ოპონენტები?

ძვირფასო მკითხველო, გაიგეთ მნიშვნელოვანი რამ: თქვენ საკუთარი აზრის ქონის უფლებას გართმევენ. ანტიკულტისტური წრეები აბსოლუტურად განსაზღვრული მიზნისაკენ ისწრაფვიან წაგართვან სანდო ინფორმაციის მიღების და მისი დამოუკიდებლად გააზრების უფლება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა თქვენ ვერ შეძლოთ საკუთარი დასკვნების გამოტანა, რათა თქვენს ნაცვლად ეს სხვებმა აკეთონ, რათა სხვები იღებდნენ თქვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს, თქვენს ნაცვლად ფიქრობდნენ, თქვენს ნაცვლად იცხოვრონ. პრესაში ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლო ეკლესიის ინტერპრეტაციით გადმოიცემა; ეკლესიისათვის ნებისმიერი არასასურველი ფაქტები ან იყრება, ან სპეციალურად მუშავდება რათა ეკლესიის პოზიციას დაუჭიროს მხარი; აქცენტები მხოლოდ და მხოლოდ ისეთი სახით ისმევა, რომ აუდიტორიაში ძლიერი ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვიოს «სექტების» მიმართ. ფაქტიურად ეკლესია წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავებისა და პუბლიკაციის მონოპოლისტს.

ასეთ სიტუაციაში საზოგადოებას უბრალოდ  შესაძლებლობა არ აქვს, რომ ჩამოიყალიბოს თავისი საკუთარი, გააზრებული და ინფორმირებული დამოკიდებულება რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ მზა, გადაღეჭილი თვალსაზრისი, სადაც უკვე ყველა თეზისი ჩამოყალიბებულია, ყველა აქცენტი გაკეთებულიათქვენგან საჭიროა რომ უბრალოდ მიიღოთ ეს თვალსაზრისი და არავითარ შემთხვევაში არ დაუფიქრდეთ მის სიმართლესა თუ სიმცდარეს. თქვენ არ უნდა ეცადოთ დამოუკიდებლად აზროვნებას, იმიტომ რომ ანტიკულტისტური წრეებისათვის თქვენ მხოლოდ პაიკი ხართ ერეტიკოსების წინააღმდეგ, გაშმაგებულ საინფორმაციო ომში. თქვენთვის ზუსტად ასეთი როლია გამოყოფილი, და როდესაც თქვენ მომდევნო სტატიას კითხულობთ ან მომდევნო სიუჟეტს უყურებთ «ტოტალიტარული სექტების» შესახებ და გულში ბრაზდებით (ან შეიძლება მღვდელიც კი მოგყავთ ბინის «განსაწმენდად» იეჰოვას მოწმეების ვიზიტის შემდეგ), თქვენ სათანადოდ ასრულებთ იმ როლს, რომელიც თქვენთვის აზროვნებათა იმ ხელისუფლებმა განსაზღვრეს, რომელთა სახელებიც თქვენ, ალბათ არც კი იცით.

კარგია ეს ყველაფერი თუ ცუდი? სექტათმცოდნეთათვის კარგია, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსათვის კი ცუდი. ეკლესიისაგან განსხვავებით, საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის ხელსაყრელია პროტესტანტული კონფესიების, მათ შორის იეჰოვას მოწმეების არსებობაამის შესახებ უკვე არაერთხელ დაიწერა და ითქვა. თუ ადამიანი იეჰოვას მოწმე გახდა, ის თითქმის გარანტირებულად არ გახდება დამნაშავე, რევოლუციონერი, გადასახადების არ გადამხდელი, ხულიგანი, ნარკომანი. რაც უფრო მეტი იეჰოვას მოწმე იქნება, მით უფრო მეტი წესიერი და პასუხისმგელობის აღსავსე მოქალაქე იქნება ჩვენს ქვეყანაში. აი რატომაა სექტათმცოდნეების და საზოგადოების ინტერესები დიამეტრალურად საპირისპირო. ამასთანავე, დიახ, შედარებით ნაკლები ადამიანი დაიჯერებს სამების დოქტრინას. ნუთუ ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ სახელმწიფომ მილიონები უნდა დახარჯოს ამ საკითხის მოსაგვარებლად? ნუთუ სახელმწიფოში, სამების რწმუნება-არ რწმუნებაზე მნიშვნელოვანი პრობლემები არ არსებობს?

რა თქმა უნდა, არავინ გთავაზობთ რელიგიური უმცირესობების სიყვარულს. სრულიად ნორმალურია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გამოხატავს სიმპათიას. ასევე სრულიას ნორმალურია და გარდაუვალიც კი, ის რომ ადამიანს გარკვეული რელიგიები მოსწონს, სხვები კიარა. თუმცა ჩვენ შუასაუკუნეებში არ ვცხოვრობთ, და დღეს ერთ რომელიმე კონფესიას რწმენაზე მონოპოლია ვერანაირად ვერ ექნება. აუცილებელია რომ ცხოვრება, მეზობლობა, თანამშრომლობა ვისწავლოთ სხვადასხვა, თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებული, შეხედულებებისა და მრწამსის წარმომადგენლებთან. ეს, თანამედროვე საზოგადოებაში, მოქალაქის ისეთივე ვალდებულებაა, როგორიცაა გადასახადების გადახდა ან საგზაო წესების დაცვა.

მოცემულმა სტატიამ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ავტორი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლზე მთლიანად უარის თქმას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, კრიმინალური ხასიათის ნამდვილად საშიში რელიგიური ორგანიზაციები შეიძლება წარმოიქმნას და პერიოდულად წარმოიქმნება სხვადასხვა ქვეყნებში (ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს ხდება: გავიხსენოთ იაპონური «აუმ სინრიკიო», რომელიც სასამართლო წესით იქნა აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად). მათ გასაკონტროლებლად არსებობს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ, რომლებშიც სავსებით კონკრეტული და გონიერი საფუძვლებია გათვალისწინებული რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვისათვის, ისეთები როგორიცაა მოქალაქეთა უფლებების დარღვევა, კანონმდებლობის დარღვევისაკენ მოწოდება და ა.შ. იმის მაგივრად რომ ოპონენტებს პრესის ფურცლებიდან ვესროლოთ ტალახი, იქნებ ეს კანონები გამოგვეყენებინა სასამართლო დარბაზებში? იქნებ რელიგიური ოპონენტებისათვის არგუმენტებისა და მტკიცებულებების დახმარებით გაგვეწია კონკურენცია და არა კომპრომატის მოძიებითა და ადმინისტრაციული ზეწოლით?

თქვენ თუმიუკერძოებელი ჟურნალისტი ხართ, რომელიც რელიგიური თავისუფლების და რელიგიური საქმიანობის პრობლემებზე წერს, ან უბრალოდ ხართ მოქალაქე, რომელიც საკუთარი გააზრებული თვალსაზრისის ჩამოყალიბებას ცდილობს, გთხოვთ, ნუ აჰყვებით ეკლესიისა და მის ფრთებ ქვეშ მოქმედი პროფესიონალი პროპაგანდისტების პროვოკაციას. ასე მოქცევა და ყველა კონფესიის კარგებად და ცუდებად დაყოფაყველაზე იოლია, რისი გაკეთებაც შეიძლება. ეს მინიმუმ გათვითცნობიერებულობას, მინიმუმ პასუხისმგებლობასა და მინიმუმ ნამუსს მოითხოვს. უფრო რთული ისაა, რომ სცადოთ მიუკერძოებლად შეხედოთ სიტუაცის და დაინახოთ, რომ რწმენის საკითხების მრავალსახეობის დაყვანა ფორმულამდე «ეკლესიასექტები», «ტრადიციულებიარატრადიციულები», «კარგებიცუდები» არ შეიძლება.

თქვენ თუ ნამდვილად გაინტერესებთ, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში იეჰოვას მოწმეები, სრულიად არასწორია ინფორმაციის მესამე პირთან, და მით უმეტეს  მათ რელიგიურ ოპონენტებთან ძებნა. ანტიკულტისტური პროპაგანდის დოზის მიზანმიმართულად მისაღებად, არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე იმ პუბლიკაციებით შეიარაღებაა, რომლებსაც ართყია ნიშნული «ნებადართულია მოსკოვის საპატრიარქოს მიერ». მაგრამ, ასეთ შემთხვევაში რომელ არჩევნის თავისუფლებასა და სანდო ინფორმაციის მიღების უფლებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აინტერესებს ამ კონფესიის საქმიანობა, შეუძლია მივიდეს ან დარეკოს, ნებისმიერ ადგილას სადაც მათი შეხვედრები ტარდება და მიიღოს პასუხები ნებისმიერ კითხვებზე. იქნებ ინფორმაცია მათ ოფიციალურ საიტებზე შეგესწავლათ (ბმული 1 , ბმული 2? იქნებ შეგესწავლათ პროფესიონალი რელიგიათმცოდნეების კვლევები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ეძღვნებათ? იქნებ ცნობილი იეჰოვას მოწმეების ავტობიოგრაფიული ნაშრომები წაგეკითხათ? იქნებ სანკტ-პეტერბურგში არსებული მათი მართცის ცენტრი მოგენახულებინათ, სადაც ექსკურსიები უფასოა და ყველასათვის ღიაა? ყოველივე ეს დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ საკუთარი, გააზრებული დამოკიდებულება ამ რელიგიური კონფესიის მიმართ, რომელიც მოკლებული იქნება მესამე პირთაგან ანგაჟირებულობასა და ინტერესების თავზე მოხვევას.

სტატია პერიოდულად ახლდება



---------------------------------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий