суббота, 21 января 2023 г.

«შინაურები» თუ «გარეშეები»?

 



(გაყოფილი «ქრისტიანობის» პარადოქსი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

«გარეშეებთან რა მესაქმება, მე რატომ უნდა გავასამართლო ისინი?! თქვენ შინაურების გასამართლება გმართებთ, გარეშეებს კი ღმერთი გაასამართლებს»

 

 (1 კორინთელები 5:12,13)

 

 

  დღეს არსებული ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ათასობით კონფესიის ფაქტიური არსებობა, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანულს» უწოდებენ, გულწრფელად მორწმუნე ადამიანების მხრიდან სრულიად სამართლიან გაოცებას იწვევს. და მართლაც, რთულია ამ მოვლენის საღი და ღირსეული მიზეზის პოვნა, როდესაც მოციქული პავლეს ბიბლიურ მითითებას ვკითხულობთ «ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ ერთნაირად აზროვნებდეთ და ერთი აზრი გქონდეთ» (1 კორინთელები 1:10).

 

  თანაც, აღნიშნული მოვლენა პარადოქსის ფორმას იღებს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თვითონ ეკლესიები საუბრობენ ბევრს ღვთის სიტყვისადმი საკუთარი პატივისცემისა და ქრისტეს ერთიან სხეულში გაერთიანებისკენ სწრაფვაზე (რომაელები 12:4-5; ეფესოელები 4:15-16; კოლასელები 1:18). თუმცა რეალურად, ისინი თავისი დაყოფის ფაქტს წარმოაჩენენ და საუკეთესო შემთხვევაში შემოიფარგლებიან მხოლოდ «ქრისტეს ყველა ეკლესიისადმი ძმური სიყვარულის» შესახებ სიტყვებით.

 

  შექმნილი მდგომარეობის აშკარა კაზუსურობის გათვალისწინებით, ე.წ. «ქრისტიანობაში» პოპულარობა მოიპოვა მოსაზრებამ, რომ დოქტრინალური თუ ორგანიზაციული უთანხმოებების მიუხედავად, ყველა ეკლესია მაინც ერთიანს წარმოადგენს, რადგან მათ იესო ქრისტესადმი საერთო რწმენა გააჩნიათ. ასეთი ლოგიკის თანახმად, ქრისტე აღიარებს ნებისმიერ ეკლესიას, თუ მას სათავეში იესოს უფლად და მხსნელად აღიარება უდევს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ წვრილმანებია, რომლებიც წარმატებით მოგვარდება «ქრისტეს გამარჯვების საუკუნეში». და აქედანვე გამომდინარეობს ის, რომ მრავალი დაყოფილი ეკლესიების წევრებს არ აქვთ ე.წ. «ქრისტიანული» სამყაროს თანამედროვე მდგომარეობაზე ნერვიულობის საჭიროება, რადგან ისინი ხომ მაინც ქრისტეს სხეულის ნაწილებს წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, ღვთის ერთიან ეკლესიას

 

  თუმცაღა «ქრისტიანული» კონფესიების დაყოფის ასე ლამაზად მოფიქრებული გამართლება, ნაკლებად ეფექტურია და ეკლესიების მრევლის გონებაში გამეფებულ პრობლემებს ვერ აგვარებს შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით. არა, რა თქმა უნდა, ადამიანის დარწმუნება შესაძლებელია ამის მსგავსი ფრაზებით «ქრისტე ყველასთვის მოკვდა. ესე იგი, სხვანაირად რომ ასწავლის, ის ეკლესიაც თავისებურად სწორია!». თუმცა მოსაზრებების მსგავსი ბანქოს სისტემა აუცილებლად იშლება, როდესაც ქარიზმატული პასტორის თავდაჯერებული ფრაზების ნაცვლად საქმეში ბიბლია ერთვება. და ამ დროს იწყება სერიოზული პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე შეათანხმონ ერთმანეთთან ცნობილი «არაუშავს! ღმერთი სხვადასხვა ეკლესიებს აღიარებს» და ბიბლიური «რომ ამბობთ, მე პავლესი ვარ, მე — აპოლოსისა, მე — კეფასი, მე კი — ქრისტესიო. ნუთუ ქრისტე დაყოფილია?!»! (1 კორინთელები 1:12-13; 3:1-4). გამოდის, რომ საეკლესიო ლიდერები ზუსტად იმ შეხედულებებს ქადაგებენ, რომელთაგანაც ასე თავგამოდებით იცავდა ქრისტიანულ კრებებს მოციქული პავლე! მაშინ გასაგები ხდება, რომ დაყოფილი და დაყოფით საკმაოდ კმაყოფილი საეკლესიო სამყაროს ლამაზ და დამამშვიდებელ ლოგიკაში, ყველაფერი მთლად კარგად ვერ არის. ისე არ არის, როგორც ბიბლიაშია. ისე არ არის, როგორც ეს თვითონ ქრისტეს სურს (შეადარეთ მათე 7:21-23).

 

 

  მოდი ყურადღება მივაქციოთ ერთ საინტერესო თავისებურებას, რომელსაც პავლემ 1 კორინთელების 5:12-13-ში გაუსვა ხაზი. თავისი წერილის ამ მონაკვეთში მოციქული ქრისტიანებს არიგებს:

 

  «გარეშეებთან რა მესაქმება, მე რატომ უნდა გავასამართლო ისინი?! თქვენ შინაურების გასამართლება გმართებთ, გარეშეებს კი ღმერთი გაასამართლებს;».

 

  ამ სიტყვებით პავლემ აჩვენა, რომ ქრისტიანობის პოზიციიდან ადამიანთა მთელი ქვეყნიერება მკაცრად ორ ნაწილად, ანუ ორ ჯგუფადაა დაყოფილი, «შინაურებად» და «გარეშეებად». «შინაურები» - არიან ქრისტიანები, რომლებიც ერთიანი ქრისტიანული კრების ნაწილს წარმოადგენენ. «გარეშეები» - ყველა დანარჩენები, რომლებიც ქვეყნიერებას ეკუთვნიან, ანუ ისინი, ვინც იესო ქრისტეს მსახურთა რიცხვში არ შედიან (1 კორინთელები 6:1,6).

 

  პრინციპში, აქ კითხვები არავის ებადება. ნებისმიერი ეკლესიის ნებისმიერ წევრს ჰკითხე, ვის მიაკუთვნებს საკუთარ თავს და ის თითს გაიშვერს ამ მუხლისკენ და დარწმუნებით გეტყვით: «როგორ, მე ხომ იესო ქრისტე მწამს. ჩემს ეკლესიაში მოვინათლე. ესე იგი, მე "შინაური" ვარ!». თითქოსდა, ყველაფერი იოლია. თუმცა პავლე, რომელიც ამ ურთიერთსაპირისპირო გაგებების შესახებ წერდა, ძალიან შორს იდგა ასეთი პრიმიტიული და ფუქსავატური შეფასებისგან. რატომღაც ცოტა თუ უფიქრდება სერიოზულად პავლეს ამ სიტყვებს მისი მითითებების კონტექსტის შუქში. რასთან დაკავშირებით საუბრობდა მოციქული «შინაურებზე»? რა პასუხისმგებლობას აკისრებდა ის მათ, ვინც მართლა შეიძლებოდა «შინაურად», ანუ ქრისტიანად ჩათვლილიყო? სხვა ყველაფერთან ერთად რით უნდა ყოფილიყვნენ გამორჩეული «შინაურები» - «გარეშეებისგან»?

 

  სახეზეა იმის აშკარა ფაქტი, რომ პავლემ მჭიდროდ დააკავშირა ადამიანის კუთვნილება «შინაურებთან» (ქრისტიანულ კრებასთან) ან «გარეშეებთან» (ქვეყნიერებასთან) იმით, რასაც ეკლესიისშიდა დისციპლინას უწოდებენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ზემოთ ციტირებულ მუხლებში მოციქული სამჯერ იყენებს ფრაზას «გასამართლება». ამავდროულად პავლე ხაზს უსვამს, რომ «გარეშეების», იმ პირების გასამართლებას, რომლებიც ქრისტიანულ კრებას არ ეკუთვნიან, ღმერთი განახორციელებს და არა ეკლესია, თანაც მხოლოდ მომავალში დადგენილ დროს. მაგრამ რაც შეეხება «შინაურებს», თითოეული მათგანი უკვე დღესვეა პასუხისმგებელი საკუთარი თავის, როგორც ქრისტიანის მდგომარეობაზე, ამიტომ შეიძლება მკაცრ საეკლესიო განკითხვას დაექვემდებაროს არასათანადო საქციელის გამო უკვე დღესვე.  

 

  «ახალი სასწავლო ჟენევური ბიბლია» ქრისტიანულ კრებაში არსებული საეკლესიო დისციპლინის განსაზღვრებას იძლევა:

    «დისციპლინის ქრისტიანული გაგება მოიცავს აღზრდის, სწავლებისა და განვითარების საკითხებს. ვინაიდან დისციპლინის გარეშე სულიერი ჯანმრთელობა შეუძლებელიაის ჭეშმარიტი ეკლესიის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. მხოლოდ იქ, სადაც მორწმუნეებს მზრუნველობითა და პასუხისმგებლობით აჩვევენ დისციპლინას ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში, ქრისტიანულ სწავლებაში და პირად მიძღვნაში, სხვა მორწმუნეებთან ურთიერთობაში და მსახურებაში (მათე 28:20, იოანე 21:15-17, 2 ტიმოთე 2:14-26, ტიტე 2, ებრაელები 13:17), ასევე მიზანშეწონილია გამოსწორების დისციპლინარული მეთოდების გამოყენება. დისციპლინა არა მხოლოდ ეკლესიის წევრების დახასიათებას ახდენს, არამედ რწმენის წესებისა და ცხოვრების ნორმების შენარჩუნებითა და დაცვით, მათ მიყოლაში ეხმარება მათ. რადგან მორწმუნეები წმინდები უნდა იყვნენ, ქვეყნიური მორალით წაუბილწავებისაჭიროა სადემარკაციო ხაზი ქვეყნიერებასა და ეკლესიას შორის. ახალი აღთქმა ნათლად გვიჩვენებს, რომ დისციპლინარული ზემოქმედების ზომებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკლესიებისა და ცალკეული პიროვნებების აღზრდაში (1 კორინთელები 5:1-13, 2 კორინთელები 2:5-11, 2 თესალონიკელები 3:6,14-15, ტიტე 1:10-14, ტიტე 3:9-11)» («საეკლესიო დისციპლინა და ეკლესიიდან განკვეთა).

 

 

  თავის მხრივ ბიბლიის კომენტატორებიც განმარტავენ პავლეს მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით უნდა იქნას გამოყენებული ქრისტიანულ კრებაში საეკლესიო დისციპლინა:

 

  «წარმართები მათ განეკუთვნებიან, ვინც ქრისტიანებმა არ უნდა გაასამართლონ და გაკიცხონ, - ისინი "გარეშეები" არიან (მუხლი 12), ამიტომ ისინი ღვთიურ სასამართლოს უნდა გადაეცნენ (მუხლი 13). მაგრამ რაც შეეხება ეკლესიის წევრებს, ეს ადამიანები "შინაურები" არიან, ისინი ქრისტიანული კანონებითა და წესებით არიან დაკავშირებულნი, და ისინი თუ ამ კანონებს არღვევენ, მაშინ ექვემდებარებიან არა მხოლოდ ღვთიურ სასამართლოს, არამედ თავისი ძმების სასამართლოსაც, რომლებიც მასთან ერთად წარმოადგენენ ერთი სხეულის ნაწილსამგვარად, თუმცა ეკლესიამ არაფერი არ უნდა იღონოს "გარეშეებთან" დაკავშირებით, ის ვალდებულია ყველა ძალისხმევა მოახმაროს იმას, რათა საკუთარი თავი სუფთად დაიცვას მათი ცოდვისა და  სირცხვილისაგან, ვინც მის შიგნით იმყოფება» (მეთიუ ჰენრი «ახალი აღთქმის წიგნების განმარტება»).

 

  «პავლე მიიჩვენს, რომ ჩვენი გასასამართლებელნი არ არიან ისინი, ვინც ეკლესიას არ ეკუთვნიან. "გარეშენი", - ესაა იუდაური ფრაზა ყველა მათგანის დასახასიათებლად, ვინც რჩეულ ერს არ ეკუთვნიან. დაე ისინი ღმერთმა გაასამართლოს, რადგან მხოლოდ მან იცის ადამიანის გული. თუმცა "შინაურებს", გარკვეული უპირატესობები გააჩნიათ და პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ ქრისტეს ფიცით შეჰფიცეს, ამიტომ მათი პასუხისგებაში მიცემა შეიძლება. ასე რომ პავლე ამ მონაკვეთს ბრძანებით ასრულებს: "მაშ მოიკვეთეთ უკეთური"» (უილიამ ბარკლი «ახალი აღთქმის კომენტარები»).

 

  მოციქული პავლე ამ გარემოებას პრაქტიკულად უსვამდა ხაზს, როდესაც მითითებას აძლევდა, რომ ქრისტიანული კრებიდან მოეცილებინათ ის პირები, რომლებიც საეკლესიო დისციპლინას არ ემორჩილებოდნენ და ისინი კვლავ სატანის ქვეყნიერებისთვის გადაეცათ (1 კორინთელები 5:3-5,13; 1 ტიმოთე 1:20).

 

  აქ მნიშვნელოვან გარემოებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მოციქულის მითითებები რეკომენდაციის ხასიათს როდი ატარებდა; ისინი კრებებში მკაცრად უნდა დაეცვათ (1 კორინთელები 4:19-21. შეადარეთ საქმეები 16:4-5). გარდა ამისა, ისინი ეხებოდა არა მხოლოდ ზოგიერთ ქრისტიანულ თემებს (მაგალითად, კორინთელების), არამედ მთელ ეკლესიას (შეადარეთ კოლასელები 4:15-16; 1 თესალონიკელები 5:27; გამოცხადება 2 და 3 თავები). აქედან ჩანს, რომ ეკლესიისშიდა დისციპლინის წესები თანაბრად სავალდებულო იყო დასაცავად ყველა ქრისტიანული კრებისთვის, ანუ ყველა «შინაურისთვის».

 

  მოციქულების შემდგომ პერიოდში, საყოველთაო ეკლესიის მიერ ეკლესიისშიდა დისციპლინის დაცვის მნიშვნელოვნების მტკიცებულებად, მაგალითად, წესების ისეთი კრებულები იქცა, როგორიცაა «დიდაქე» ან «მოციქულთა წესები». მათში სხვა ყველაფერთან ერთაც ისეთ მკაცრ საეკლესიო სასჯელზეცაა საუბარი, როგორიცაა ცოდვილის ქრისტიანული კრებიდან გარიცხვა. თუ რომელიმე ქრისტიანული თემიდან ცოდვილი ირიცხებოდა, მაშინ ყველა დანარჩენ ქრისტიანულ თემებშიც ისე უნდა მოპყრობოდნენ მას, როგორც გარიცხულს. ამით «შინაურები» საკუთარი რწმენის ერთობას ინარჩუნებდნენ და პატივისცემას ავლენდნენ ეკლესიისშიდა სულიერი სიწმინდისადმი, «როგორც წმინდათა ყველა კრებაშია» (1 კორინთელები 14:33, 40).

 

  . აფანასევი ამასთან დაკავშირებით შემდეგს წერს:

 

  «ეკლესიისადმი კუთვნილებას თუ ადგილობრივი და კონკრეტული ხასიათი გააჩნია, მაშინ გარიცხვასაც იგივე ხასიათი უნდა ჰქონდეს. ადრეულ ეკლესიაში გარიცხვის გადაწყვეტილება იმ ადგილობრივ ეკლესიას გამოჰქონდა, რომელსაც გარიცხული მანამდე ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, გარიცხვა იძენდა არა თემურ ხასიათს, არამედ თავის ეკლესიურ ხასიათს ინარჩუნებდა. თითოეულ ადგილობრივ ეკლესიაში იყო დავანებული ღვთის ეკლესიის მთელი სისავსე. შესაბამისადერთი ადგილობრივი ეკლესიიდან გარიცხვა ღვთის ეკლესიიდან გარიცხვის გამოხატულებას წარმოადგენდა და ამას ყველა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებიდან გარიცხვა მოჰყვებოდა. გარიცხვას რომ ადგილობრივი ხასიათი ჰქონოდა, მაშინ ამას ისეთი მნიშვნელობა ექნებოდა, რომ გარიცხვამ თავისი ნამდვილი აზრი და თავისი ნამდვილი მნიშვნელობა დაკარგა: ერთ ადგილობრივ ეკლესიაში ეკლესიის წიაღიდან გარიცხული შეიძლება  სხვა ეკლესიის შესაკრებელში ყოფილიყო დაშვებული ევქარისტიაში მონაწილეობისთვის. ასეთი გაგების შემთხვევაში გარიცხვა ფაქტობრივად არ იარსებებდა. ჩვენ გვაქვს საეკლესიო კრებების მთელი რიგი წესები, რომლებიც ეპისკოპოსებს ავალებენ, რომ სხვა ეპისკოპოსების მიერ გარიცხულები არ მიიღონ. საკმარისია ყველაზე ცნობილი მსოფლიო კრების, კერძოდ კი I ნიკეის კრების მე-5 წესი მოვიყვანოთ: "მათ შესახებ, რომლებსაც ეპისკოპოსები, თითოეულ ეპარქიაში, ეკლესიის წიაღს ჩამოაცილებენ, კლირის წარმომადგენლები იქნებიან ისინი თუ მრევლის, იმ წესს უნდა დაემორჩილონ, რომელშიც დადგენილია, რომ ერთის მიერ გარიცხული სხვების მიერ არ იქნას მიღებული". ნიკეის საეკლესიო კრება არ ამბობს, რომელი წესი შესაძლოა, დაწერილი არსებობდა ნიკეამდელ პერიოდში. ამ მხრივ გაცილებით კატეგორიული "მოციქულთა წესებია": "თუ ვინმე, კლირის წარმომადგენელი იქნება ის თუ მრევლის, ეკლესიის წიაღიდან იქნება გარიცხული, ან კლირში მიღების ღირსი არ იქნება, სიგელის წარდგინების გარეშე იქნება სხვაგან მიღებული: დაე გარიცხულ იქნას მიმღებიც და მიღებულიც. ხოლო როცა გარიცხული იქნება: დაე გაუგრძელდეს მას მისი გარიცხვა, როგორც ღვთის ეკლესიის მომტყუებელსა და ცრუს" [12- და 13- მოციქულთა წესი]». (პროტოპრესვიტერი ნ. აფანასევი «ეკლესიის რიგებში შესვლა»).

 

 

  «გარიცხულთან ურთიერთობა ისე განიხილებოდა როგორც დანაშაული, რომელიც ასევე გარიცხვით ისჯებოდა. ერთ ეკლესიაში გარიცხულის სხვა ეკლესიაში მიღება არ შეიძლებოდა (ქალკედონის მსოფლიო კრების 21-ე წესი და კართაგენის კრების მე-8 წესი)» («ახალი ენციკლოპედიური ლექსიკონი. . 22. ფ.ა. ბროკგაუზისა და ი.ა. ეფრონის გამოცემა. — 1897, გვ. 429-430).

 

  «მოციქულთა წესების» თანახმად, ეკლესიაში ან კერძო სახლში გარიცხულთან ერთობლივი ლოცვაც კი თავად მლოცველის ქრისტიანული კრებიდან გარიცვას გულისხმობდა (მე-10 წესი). ამ წესის კომენტირებისას, ეპისკოპოსი ნიკოდიმი წერს:

  «თავად იესო ქრისტემ დაუდო სათავე თავისი ეკლესიიდან გარიცხვას, როდესაც თქვა: “ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი” (მათე 18:17), ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაე ეკლესიიდან იქნას გარიცხული. შემდგომ მოციქულებმაც ასე განმარტეს ეს და მას საქმეშიც იყენებდნენ (1 კორ. 5:5; 1 ტიმ. 1:20; 2 ტიმ. 3:5; ტიტე 3:10; 2 თეს. 3:6; 2 იოანეს 10 და 11). ამგვარად, წესი მკაცრად გამოხატავს წმინდა წერილის აზრს, როდესაც ეკლესიის წიაღიდან გარიცხულთან ლოცვას კრძალავს არა მხოლოდ ეკლესიაში, როდესაც საერთო ლოცვა აღევლინება ყველასათვის, არამედ სახლშიც კი ეკლესიიდან გარიცხულთან განმარტოებით. წმ. წერილის იგივე აზრს გამოხატავს ის წესიც, რომელიც ყველა მათგანის ეკლესიიდან გარიცხვას მოითხოვს, ვისაც ლოცვის მეშვეობით ექნება ურთიერთობა მასთან, ვინც ეკლესიამ თავისი წიაღიდან გარიცხა. გარიცხვების შესახებ ასეთ სწავლებებს ვხვდებით წმ. მამებისა და უძველესი დროის ეკლესიის მასწავლებლების შემოქმედებაში» წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წესები ეპისკოპოსი ნიკოდიმეს (მილოში) განმარტებებით»).

 

 

  მაშ ასე, ცნობილი ახალაღთქმისეული მითითებების შედარების და ასევე ადრე-ქრისტიანული ისტორიის ექსკურსის შემდეგ, შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ. ბიბლიის თანახმად, ქრისტიანულ კრებას მასზე უფლის მიერ დაკისრებული საეკლესიო დისციპლინა გააჩნია, რომელიც ვალდებულია დაიცვას. როგორც ამის შესახებ ზუსტად იყო ნათქვამი «ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში», ქრისტიანული დისციპლინა «ჭეშმარიტი ეკლესიის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს». ის ასევე წარმოადგენს «სადემარკაციო ხაზს ქვეყნიერებასა და ეკლესიას შორის». შესაბამისად, იმას, რასაც ქრისტიანი ღვთისმეტყველები და თეოლოგები ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას უწოდებენ, ერთიანი პატივისცემით უნდა უდგებოდეს ბიბლიის მიერ დადგენილ ეკლესიისშიდა დისციპლინას და მის დაცვას ითხოვდეს ყველა მათგანისგან, ვინც აცხადებს, რომ ქრისტეს მიმდევრების კრებას მიეკუთვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც ასეთ დისციპლინას უგულებელყოფს, ვეღარ ჩაითვლება «შინაურად», ისევე როგორც ის თემი, რომელიც ამ დისციპლინას არ ემორჩილება, ვერ ჩაითვლება «შინაურად», ანუ ქრისტიანულად. თავისთავად ცხადია, რომ მსგავსი თემები და მათი ცალკეული წევრები, ყველა მათი ქრისტიანიზირებული სახელწოდებებით «ქვეყნიერებასა და ეკლესიას შორის არსებულ სადემარკაციო ხაზს» მიღმა გადიან და მხოლოდ და მხოლოდ «გარეშეები» ხდებიან. ბიბლიური თვალსაზრისით მათ არანაირად არ შეიძლება ქრისტიანული ეწოდოთ (შეადარეთ მათე 7:21-23).   

 

 

  ეხლა, როდესაც ასეთი გაგება გაგვაჩნია, შეგვიძლია შეკითხვა დავსვათ: როგორ დგას საქმე თანამედროვე ე.წ. «ქრისტიანულ» სამყაროში? გვახსოვს რა პოპულარული მოსაზრება, რომ ყველა ეკლესია, რომელიც იესო ქრისტეს უფლად აღიარებს, ამის საფუძველზე ვითომდა მის მოწონებას იმსახურებს და ავტომატურად წარმოადგენს მის სხეულს, რამდენად შეიძლება დავეთანხმოთ მსგავსი განაცხადის ჭეშმარიტებას? საერთოდ შეიძლება თუ არა მიგვაჩნდეს, რომ თანამედროვე დაყოფილი ეკლესიები ქრისტეს «შინაურებს», თავად მის ეკლესიას წარმოადგენენ?

 

 

  ეკლესიისშიდა დისციპლინასთან დაკავშირებული ცნობილი ბიბლიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, თანამედროვე «ქრისტიანულ» სამყაროში აშკარა პარადოქსის დანახვა შეგვიძლია. არავითარი შინაგანი დისციპლინა, ერთიანი და სავალდებულო ეკლესიების მრავალკონფესიური საზოგადოებისთვის, რეალურად არ არსებობს! «ქრისტეს ერთიანი ეკლესიის» საერთო პათოსური სიტყვების უკან სინამდვილეში არაფერი არ დგას, რადგან თვითონ ამ ფრაზების წარმომთქმელი ეკლესიის ლიდერები არანაირად არ ილტვიან არც საკუთარი რელიგიური მოძრაობების კონფესიონალური დამოუკიდებლობის მსხვერპლად გაღებას, არც სხვებისგან განსხვავებული დოქტრინალური შეხედულებების და არც იმ ძალაუფლების, რომლებსაც ისინი საკუთარ ეკლესიებში ფლობენ. დროდადრო გამართული მდიდრული რელიგიათშორისი შეხვედრები, რომლებზეც სხვადასხვა ეკლესიების სახელოვანი წარმომადგენლები იკრიბებიან და მასზე მზა შემაჯამებელ დეკლარაციებს აჟღერებენ, - აი სულ ეს არის თანამედროვე ე.წ. «ქრისტიანობის» საჩვენებელი «ერთიანობა». საზოგადოების გრძნობების დასაკმაყოფილებლად გამართულ ფოტოსესიებს ჩამწკრივებული, მოღიმარი და ერთმანეთისთვის ხელჩამორთმეული ლიდერებით, პასტორებითა და მამაოებით, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შეუძლიათ ჩვეულებრივი მოჩვენებითობის უცნაური შეგრძნების დამალვა, რომლისაც არც თვითონ საეკლესიო ბელადებს სჯერათ და არც მათ მრევლს. ყველას მშვენივრად ესმის: როგორც კი ეს «თეატრი» დამთავრდება და სტუმრები თავთავის რელიგიურ ცენტრებს დაუბრუნდებიან, ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. არავინ არ წავა რაიმე დათმობაზე და ეკლესიის ერთიანობისთვის არავინ იტყვის უარს თავის ძალაუფლებაზე.

 

  ასეთ მდგომარეობაში ეკლესიებს უბრალოთ არ შეუძლიათ რაიმე სახის ეკლესიისშიდა დისციპლინაზე საუბარი, რომელიც ყველა «ქრისტიანული» კონფესიისთვის საერთო და სავალდებულო იქნება. მაგალითად, ადვენტიზმში თუ ადამიანი მოწევას ან ალკოჰოლის გამოყენებას დაიწყებს, ის შეიძლება ეკლესიიდან გარიცხონ. თუმცა იგივე გარიცხული უპრობლემოდ იქნება მიღებული მართლმადიდებლობის წიაღში, ამაზე მძიმე დარღვევებითაც კი. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე სხვა მართლმადიდებელი იმ მტკიცე დასკვნამდე მივიდეს, რომ ტაძარში ხატების თაყვანისცემა ღვთის წინაშე ბოროტებაა. მასაც ასევე მაშინვე გარიცხავენ მართლმადიდებლობიდან, თუმცა ის, ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება მიღებული რომელიმე პროტესტანტულ ეკლესიაში. ანალოგიური სახით ის ორმოცდაათიანელი, რომელიც განაცხადებს, რომ ენემზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა დემონიზმი, დიდი ალბათობით თავისი ეკლესიიდან გაირიცხება, თუმცა მას მიიღებენ, მაგალითად, ბაპტისტები. მაგრამ ბაპტისტი, რომელიც ჩვილების ნათლობას აღიარებს, თავისი ეკლესიიდან გაირიცხება, თუმცა მას ლუთერანები მიიღებენამის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

 

  განსაზღვრული ეკლესიის თვალსაზრისით მისი წიაღიდან გარიცხული, რა თქმა უნდა, «გარეშეს», «მოკვეთილს» წარმოადგენს, რომელთანაც აღარ უნდა იქონიონ ურთიერთობა (1 კორინთელები 5:11-13). თუმცა მისი გარიცხვა საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნება სხვა «ქრისტიანული» კონფესიებისთვის. მათ წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ პირველი ეკლესიიდან გარიცხულ პირთან და ამავდროულად არანაირად არ იფიქრონ იმაზე, რომ ისინი ამით ეკლესიისშიდა დისციპლინას არღვევენ (რადგან ისინი ხომ სრულიად სხვა ეკლესიას ეკუთვნიან, რომელსაც თავისი წესები აქვს). გარიცხული პირი ყოველგვარი სირთულეების გარეშე შეიძლება იყოს მიღებული სხვა ეკლესიაში და აუცილებლობის შემთხვევაში ადგილობრივი დოქტრინალური გაგების თანახმად მოინათლოს კიდეც. სხვა კონფესიაში მიღების შემდეგ, ახალი ეკლესიისთვის ის «შინაური» ხდება, თუმცა ამავდროულად ის გარიცხულად, ანუ «გარეშედ» ითვლება თავის ძველ ეკლესიაში

 

  თანაც, ახალ ეკლესიაში სხვა კონფესიიდან გარიცხულს არავინ დაუწყებს საყვედურის თქმას იმ საქციელის თუ დოგმატური უთანხმოებების გამო, რომელიც მისი ანათემის მიზეზი გახდა, თუ ახალ ეკლესიაში ეს მიზეზები საერთოდ არ მიიჩნევა რაიმე დარღვევად. არავინ დაიწყებს სხვა ეკლესიის ხელმძღვანელობის აზრის კითხვას, თანახმაა თუ არა ის, რომ მის მიერ გარიცხული პირი, სხვა კონფესიის მრევლის რიგებში იქნას მიღებული. არავინ არ დაიწყებს ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარებას ან თავის მართლებას. და ეს არც არის გასაკვირი, თუ რეალურად შევხედავთ ე.წ. «ქრისტიანობაში» შექმნილ რელიგიურ სურათს. «ქრისტიანული» სამყარო დაყოფილი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელია! მასში არ არის რწმენის ერთობა, პასუხისმგებლობის ერთობა და ბიბლიური დისციპლინის ერთობა

 

  ზუსტად ამაში მდგომარეობს თანამედროვე ე.წ. «ქრისტიანობის» საოცარი პარადოქსი! პარადოქსი, რომელსაც არავითარი ლოგიკა არ გააჩნია! ზუსტად ამიტომ არ შემიძლია ვირწმუნო პათოსური, თუმცა სრულიად უშინაარსო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალკონფესიური «ქრისტიანობა» სინამდვილეში ქრისტეს ერთ სხეულს წარმოადგენს. მე იმის მცირედ საფუძველსაც კი ვერ ვხედავ ვიფიქრო, რომ ე.წ. «ქრისტიანული» სამყაროს ეკლესიები ზუსტად იმ «შინაურებს» წარმოადგენენ, რომლებზეც პავლე საუბრობდა, მაშინ როდესაც მოციქული აზრებშიც კი არ გულისხმობდა, რომ ქრისტიანული კრების «შინაურები» შეიძლება დაყოფილიყვნენ და საკუთარი დამოუკიდებელი მოძრაობები ჩამოეყალიბებინათ საეკლესიო დისციპლინის ინდივიდუალური წესებით. პავლეს სიტყვებში იმ მოსაზრების მცირედი საფუძველიც კი არ არსებობს, რომ ერთ თემში მკაცრ დისციპლინარულ სასჯელს დაქვემდებარებულ ქრისტიანს ამავდროულად კარგი რეპუტაციის იმედი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა თემებში. პირიქით, შიდა დისციპლინასთან დაკავშირებული მითითებებით პავლე, არსებითად, მთლიან ქრისტიანულ კრებას მიმართავდა და ყველასთვის და თითოეულისთვის საერთო წესებს ადგენდა. ეს წესები კი უნდა დაცულიყო, იმის მიუხედავად, თუ სად მდებარეობდა კონკრეტული თემი იერუსალიმში, კორინთში თუ ანტიოქიაში. და ზუსტად ამის წყალობით იქნებოდა შესაძლებელი იმაში დარწმუნება, რომ ეს თემები მართლა წარმოადგენდნენ «შინაურების» კრებას და არა «გარეშეების» (ქვეყნიურების), რომლებიც შიდაქრისტიანული დისციპლინის იურისდიქციაში კი არ ხვდებოდნენ, არამედ რომლებსაც მხოლოდ ღმერთი გაასამართლებდა (1 კორინთელები 5:12-13).  

 

 

  ასეთი სახით, ჩვენს მიერ განხილული ბიბლიური მაგალითი «შინაურებისა» და «გარეშეების» შესახებ, თანამედროვე ე.წ. «ქრისტიანულ» სამყაროსთან მიმართებით, თვალნათლივ მოწმობს იმაზე, რომ ეკლესიები მთელი თავისი ერთობით შეუძლებელია «შინაურების» გაგებას შეესაბამებოდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ეს თვითონ ეკლესიებსაც ესმით. რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ე.წ. «ქრისტიანობაში»  «ეკლესიათაშორის ერთობაზე», ფაქტი ფაქტად რჩება: მართლმადიდებელი ეკლესია «შინაურებად» მხოლოდ საკუთარ მრევლს მიიჩნევს, ზუსტად ასევე ხდება კათოლიკების შემთხვევაშიც. ადვენტისტები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები და სხვა პროტესტანტული კონფესიებიც ანალოგიურად აცნობიერებენ, რომ მათი საეკლესიო ძალაუფლების საზღვრები მხოლოდ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თემებით შემოიფარგლება, არც მეტი და არც ნაკლები. აზრადაც არავის მოუვა საკუთარი წესების სხვის მონასტერში დადგენა. ზუსტად ამიტომაა, რომ ეს «მონასტრები» მათთვის მართლაც «უცხოს» (წაიკითხე «გარეშე») წარმოადგენს, ისევე როგორც თვითონ წარმოადგენენ «უცხოებს» («გარეშეებს») დანარჩენებისთვის.

 

 

  როგორ უნდა აღვიქვათ ეს პარადოქსული სიტუაცია? როგორც რაიმე ცუდი თუ რაიმე კარგი? რაღა თქმა უნდა, ამაში კარგი არაფერია. თავისთავად მათი დაყოფის ფაქტი, ვინც საკუთარ თავზე ისე საუბრობენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებზე, მხოლოდ მათსავე წინააღმდეგ მოწმობს. საკუთარი პოზიციით ისინი ბიბლიური დარიგების წინააღმდეგ გამოდიან «ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ ერთნაირად აზროვნებდეთ და ერთი აზრი გქონდეთ» (1 კორინთელები 1:10). თუმცაღა, ამ მოვლენაში განსაკუთრებით გასაკვირი არაფერია. მოციქულებმა წინასწარ გვამცნეს:

 

  «ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისინი, ვინც დაამახინჯებენ მოძღვრებებს, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები» (საქმეები 20:29-30).

 

  «თქვენ შორის უთუოდ დაჯგუფებებიცაა (სექტებიცაა)რაც გამოააშკარავებს, ვინაა ღვთის მოსაწონი» (1 კორინთელები 11:19).

 

  «არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება არ იჩენს თავს და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე» (2 თესალონიკელები 2:3).

 

  «ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვა გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები ბოროტი სულების შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ მოძღვრებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას» (1 ტიმოთე 4:1).

 

  «დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი მოძღვრება და თავიანთ სურვილებს აყოლილნი შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აღარ ათხოვებენ და მის ნაცვლად ზღაპრებს მოუსმენენ» (2 ტიმოთე 4:3-4).

 

  «ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, უარყოფენ თავიანთ პატრონს, რომელმაც იყიდა ისინი, და თავს დაიღუპავენ» (2 პეტრე 2:1).

 

  აქედან ჩანს, რომ მრავალი ე.წ. «ქრისტიასნული» ეკლესიების დაყოფის ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა ბიბლიის სისწორის მტკიცებულება გაცილებით გვიან პერიოდში სექტანტობის აყვავებასთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარ იდეებს ბიბლიურ ქრისტიანობაზე ააგებდა. სხვანაირად ვერც იქნებოდა. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანულებს» უწოდებენ, უბრალოდ შეუძლებელია «შინაურებს» წარმოადგენდნენ, რადგან ქრისტეს სხეულისგან სექტანტურ დამოუკიდებლობას დაქვემდებარებულები აღმოჩნდნენ.

 

 

  დადებითი მხარე კი იმაში შეინიშნება, რომ, «შინაურებისა» და «გარეშეების» შესახებ პავლეს სიტყვების ღრმა ანალიზის წყალობით, აშკარა ხდება ისეთი ფრაზების სრული უაზრობა, როგორიცაა «მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეკლესიაში იმყოფები. შენ მაინც ჭეშმარიტებაში ხარ». თუმცა ერთდროულად შეუძლებელია «შინაურიც» იყო და «გარეშეც». არ შეიძლება ქრისტეს სხეულის ნაწილიც იყო და ამავდროულად «დიდი ბაბილონის» ნაწილიც (2 კორინთელები 6:14-17; გამოცხადება 18:2-5).

 

  აქ ადვილი ლოგიკაა. როგორც პავლეს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, «შინაურები» შეიძლება იყვნენ მხოლოდ დოქტრინალურ და საორგანიზაციო-სამმართველო საკითხებში ერთიანი ქრისტიანული თემები, რომლებიც ერთიან დისციპლინარულ წესებს ემორჩილებიან. და ეს თემები, აღნიშნული ფაქტორის წყალობით, «დიდი ბაბილონისგან» სრულიად ცალკეულ ღვთისადმი თაყვანისცემის ფორმას უნდა წარმოადგენდნენ, ცალკე კონფესიას, რომელიც ყოველგვარი ეკუმენისტური მიდრეკილებებისგან იქნება დაცული. ამ ყველაფრით ისინი «შინაურებს» წარმოადგენენ როგორც უფლისთვის, ასევე ერთმანეთისთვის. აქ სხვა არავითარი პირობები არ შეიძლება არსებობდეს.

 

  ზუსტად ამიტომ იქნებოდა იმ ეკლესიების მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანულებს» უწოდებენ, გაცილებით ლოგიკური არა აბსტრაქტულ «ქრისტეს სხეულთან საყოველთაო თანაზიარებაზე» საუბარი, არამედ იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა არის ქრისტეს ეკლესია და რომელი კონფესია წარმოადგენს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკი უნდა შეეხებოდეს იმას, თუ როგორ უნდა განისაზღვროს «ჭეშმარიტი თაყვანისცემა... სულითა და ჭეშმარიტებით» (იოანე 4:23-24). გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ბევრ კონფესიას შეეძლო საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ ზუსტად ისინი წარმოადგენენ ღვთისთვის სასურველ თაყვანისცემას. ამაში საშინელი არაფერია. პირიქით, ეს მრავალ იმ ადამიანს აიძულებდა სერიოზულად დაფიქრებას საკუთარი რელიგიის ბიბლიური ქრისტიანობისადმი შესაბამისობის შესახებ, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ.

 

 

  როგორც ცნობილია, ადრეულ ქრისტიანებს დაუღალავად უწევდათ თავისი თაყვანისცემის ჭეშმარიტების დამტკიცება ქვეყნიერების  მრავალრიცხოვანი რელიგიების ფონზე (საქმეები 17:1-4, 16-23). ასევე მათვე უწევდათ მათსავე გარემოცვაში მყოფი განდგომილების «ეგრეთწოდებული სწავლებების» გაბათილება და საკუთარი რწმენის ჭეშმარიტების დაცვა (1 ტიმოთე 6:20-21). მაგრამ განა პირველ ქრისტიანებს ეშინოდათ ამ პასუხისმგებლობის? განა ისინი უფრთხოდნენ ბრალდებებს სხვა რელიგიების მხრიდან იმის გამო, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობად მხოლოდ საკუთარ რწმენას მიიჩნევდნენ? და განა ის ქრისტიანები პრობლემების თავიდან არიდებას იმაზე დათანხმებით იმედოვნებდნენ, რომ ვითომდა ყველა რელიგიაშია ღვთიური ჭეშმარიტება? არანაირად.

 

  ასევე ჩვენს დროშიც გულწრფელი ადამიანისთვის გაცილებით სასარგებლოა ბერეელების მაგალითს მიჰყვეს, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ «ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო» (საქმეები 17:11). უფალი ადამიანს მოუწოდებს «გააზრებულად ემსახუროს მას» და დაუფიქრებლად არ მიიღოს ნომინალური ქრისტიანობის რელიგიური დოგმები (რომაელები 12:1). ღვთიურ ჭეშმარიტებას შემოწმების არ ეშინია. თანამედროვე კონფესიების უმრავლესობისთვის კი, როგორც ჩანს, უფრო მოხერხებულია მარტივი პოზიცია დაიკავონ «ჩვენთვისაც და თქვენთვისაც», განსაკუთრებით არ დაიწყონ საკუთარი დოგმების ჭეშმარიტების მტკიცება, რათა «რელიგიური საამქროს» სხვა თანამშრომლები არ გააღიზიანონ. ზუსტად აქედან დაიწყო ფრაზები უცნარ «ქრისტეს სხეულის საყოველთაო თანამონაწილეობის» შესახებ. ფრაზები, რომელთა უკანაც არაფერი არ დგას

 

 

  ე.წ. თანამედროვე «ქრისტიანული» სამყაროს ეკლესიების ერთიანობის საკითხის განხილვა, მოციქული პავლეს მიერ 1 კორინთელების  5:12-13-ში მოცემული ბიბლიური პრინციპისადმი აშკარა შეუსაბამობის შუქში, რიგი სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

 

  პირველ რიგში, დოქტრინალურად და ორგანიზაციულად დაყოფილი ეკლესიები შეუძლებელია ქრისტეს ერთიანი ეკლესიის ბიბლიურ მაგალითს შეესაბამებოდნენ (რომაელები 16:17-18; 1 კორინთელები 1:10-13; 3:1-4).

 

  მეორე, ეკლესიებში იმის სურვილის არარსებობა, რომ ყველასათვის საერთო საეკლესიო დისციპლინას დაემორჩილონ, 1 კორინთელების 5:12-13-ის თანახმად, თითოეული ცალკეული ეკლესიისთვის სხვა კონფესიას ავტომატურად აქცევს «გარეშედ» და არა «შინაურად». არავითარ ნამდვილ კონფესიონალურ ერთიანობაზე არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში საუბარი რომ იყოს.

 

  მესამე, დაყოფილ ე.წ. «ქრისტიანულ» სამყაროში არსებული რეალური გარემოება აღგვძრავს იმ ლოგიკურ დასკვნამდე მივიდეთ, რომ აუცილებელია ერთი ჭეშმარიტი თაყვანისცემის ფორმა, რომლის ყველა თემის ერთ საეკლესიო დისციპლინას დაემორჩილება (იოანე 4:23-24; ეფესოელები 4:5). ფორმულა «ყველა ეკლესია ქრისტეს ერთი ეკლესიაა» თავისი აშკარა შეუმდგარობის გამო უნდა შეიცვალოს ფორმულით «ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესია ქრისტეს ერთი ეკლესიაა».

 

  მეოთხე, ძილისმომგვრელი განცხადებების ნაცვლად, რომ იესო ყველანაირ ეკლესიას იწონებს, რომელიც მას უფლად და მხსნელად აღიარებს, ჭეშმარიტების გულწრფელად მაძიებელი ადამიანი უნდა შეეცადოს მისთვის შეთავაზებული სწავლებები ბიბლიას შეადაროს და ასეთი სახით ეძებოს ერთადერთი ჭეშმარიტი თაყვანისცემა (მათე 7:21-23; საქმეები 17:11-12).      

 

 

 

  «როგორც წმინდათა ყველა კრებაშიაყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს» (1 კორინთელები 14:33,40).

-----------------------------------------------

 

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

 

 

 

 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий