вторник, 4 октября 2022 г.

თაღლითობა მეცნიერების სახელით

 

ლუი პასტერი

მოდი ერთი ევოლუციონისტის წიგნიდან წავიკითხოთ მონაკვეთი (მუქი შრიფტი ჩემია):

გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ლუი პასტერმა აღმოაჩინა, რომ ნებისმიერი ცოცხალი ნივთიერება და მისი ცხოველქმედობის მრავალი პროდუქტი ერთის მხრივ კრისტალებს ჰგვანან: მათ სინათლის პოლარიზების უნარი გააჩნიათ. კიდევ 30 წლის გასვლის შემდეგ პიერ კიურიმ ამ მოვლენის მიზეზები განმარტა. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ნივთიერების ატომები და მოლეკულები ყოველთვის გარკვეული სახითაა განლაგებული: ისინი გარკვეულ სტრუქტურას ქმნიან. თუმცაღა, ეს ჯერ კიდევ კიურიმდეც იცოდნენ. მაგრამ უშუალოდ მან დაადგინა, რომ ამ სტრუქტურის გარდა ატომებსა და მოლეკულებს მისი ანარეკლის შექმნაც შეუძლიათ, რომელიც იგივე ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს ფლობს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოლეკულები შეიძლება იყოს მარჯვენა ან მარცხენა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: თავისი ქიმიური თვისებებით ისინი ერთმანეთისგან არ განხვავდებიან! ჩვეულებრივ ინერტულ ნივთიერებას ქირალობის თვისება გააჩნია: მასში მარცხენა და მარჯვენა მოლეკულები თითქმის ერთნაირი რაოდენობითაა შერეული. ზუსტად ამის წყალობით არ ახდენენ ისინი სინათლის პოლარიზებას. ხოლო რაც შეეხება ცოცხალს, როგორც კიური განმარტავს, მას ეს თვისება გააჩნია. ნივთიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შესვლა (ანუ ცოცხალ ორგანიზს მისი გათავისება), თუ ის სიმეტრიის სრულიად განსაზღვრულ ტიპს ფლობს. მაგალითად, ნებისმიერ ორგანიზმში  ყველა ამინომჟავების მოლეკულები მხოლოდ მარცხენა შეიძლება იყოს, ხოლო შაქრის - მხოლოდ მარჯვენა! ცოცხალი ნივთიერების ეს თვისება დისიმეტრიის სახელს ატარებს. ზუსტად ამის წალობით ახდენს ის სინათლის პოლარიზებას.

პასტერის მიერ დადგენილმა და კიურის მიერ ახსნილმა ფაქტმა, პასტერ-კიურის კანონის სახელწოდება მიიღო. ის სრულიად ფუნდამენტალური ხასიათის მატარებელია!

ასეთი სახით, ნივთიერება თუ სინათლის პოლარიზებას არ ახდენს, მაშინ ის აშკარად შეუძლებელია ცოცხალი იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, საპირისპიროს თქმა არ შეგვიძლია, რადგან ინერტული სამყაროს უამრავი აშკარად არაცოცხალი ობიექტები არსებობს, რომლებიც სინათლის პოლარიზებას ახდენენ. ამის მაგალითი - კრისტალებია. და მაინც, პასტერ-კიურის კანონს ჩვენს სამყაროში სრულიად აბსოლუტური მნიშვნელობა გააჩნია, და მისი შესაძლებლობები ბოლომდე შესწავლილი არ არის. მაგალითად, თავისი ქიმიური თვისებებით მარცხენა და მარჯვენა მოლეკულების გარჩევა შეუძლებელია. ჩვენ მათ გარჩევას ვერცერთ ქიმიურ ლაბორატორიაში ვერ შევძლებთ, თუმცა ცოცხალი ნივთიერება მათ არჩევს! ის ჰგავს ფიზიკოსს, რომელიც ელექტრო მიკროსკოპს და სხვა თანამედროვე ოპტიკურ და რენტგენულ ტექნიკას ფლობს. ის მათ არა მხოლოდ არჩევს, არამედ არჩევანის გაკეთებაც კი შეუძლია: მოლეკულების ერთი ტიპის დაწუნება და მეორის გამოყენება!

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალი ნივთიერება რაღაც ჩაუწვდომელი სახით იღებს ინფორმაციას იმ მოლეკულების სიმეტრიის ბუნების შესახებ, რომლებთანაც მას აქვს შეხება, და მას ჩვენთვის გაუგებარი წესების თანახმად იყენებს. ის იმ მოლეკულებს იწუნებს და არ იყენებს, რომლებსაც მისთვის საჭირო სტრუქტურა არ აქვთ - სიმეტრიის ტიპი. ცოცხალ ნივთიარებას ახალი და ჩვენთვის გაუგებარი გადარჩევის პრინციპი აქვს. შესაძლოა, ეს გამძლეობის პრინციპით გადარჩევა იყოს...

პასტერ-კიურის კანონი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

დღეს მეცნიერებს ხელში აქვთ ძალიან ბევრი კოსმოსური წარმომავლობის ნივთიარება. ესენია როგორც მეტეორიტების ნარჩენები, ასევე მთვარის გრუნტის გარკვეული რაოდენობა. თუმცა კოსმოსური წარმომავლობის ეს ნივთიერებები დისიმეტრიის რაიმე ნიშნებს არ ფლობენ: ისინი სინათლის პოლარიზებას არ ახდენენ! ასეთი ფაქტის გადაფასება შეუძლებელია, რადგან ის გვეხმარება დასკვნა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს კოსმოსში არც ცოცხალი ნივთიერება არსებობს და არც ის ნივთიერება, რომელიც მისი ცხოველქმედების შედეგი იქნებოდა. ეს გარემოება წარმოადგენს იმ ჰიპოთეზის ერთერთ უმნიშვნელოვანეს არგუმენტს, რომ მიწიერ ცხოვრებას სუფთა მიწიერი წარმომავლობა გააჩნია!

მაგრამ თუ ამ, სიმართლესთან საკმაოდ ახლოს მდგარ ჰიპოთეზას მივიღებთ, მაშინ წინააღმდეგობაში მოვალთ პასტერ-რედის ცნობილ კანონთან: ყოველივე ცოცხალი - მხოლოდ ცოცხალისგან წარმოიქმნება! ეს პრინციპი - რაციონალური აზრის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ემპირიულ განზოგადებას წარმოადგენს: ჩვენ არ ვიცნობთ ისეთ მაგალითებს, რომლებიც მასთან დაპირისპირებაში მოვიდოდა. და მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ ეს დიდი პრინციპი, რომელიც ვარაუდის სახით იქნა გამოთქმული რედის მიერ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში და ექსპერიმენტალურად იქნა დამტკიცებული პასტერის მიერ, რამაც მას მსოფლიო დიდება მოუტანა.

სინამდვილეში, რადგან თავდაპირველი აფეთქების ჰიპოთეზა და უნივერსალური ევოლუციონიზმის ძირითადი პოსტულატები მივიღეთ, მაშინ ვალდებულები ვართ მივიღოთ ჰიპოთეზაც არაცოცხალისგან ცოცხალის წარმოშობის პრინციპული შესაძლებლობის შესახებ და პასტერ-რედის პრინციპთან დაპირისპირებაში მოვიდეთ. კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ სვანტე არენიუსის პანსპერმიის ჰიპოთეზა პრობლემას ვერ წყვეტს, რადგან ის მხოლოდ ცოცხალი ნივთიერების ელემენტების კოსმოსურ სივრცეებში გადატანის შესაძლო მექანიზმებს აღწერს. ეს ოდესღაც თუ მოხდა კიდეც, ჩვენც მაინც იძულებულნი ვიქნებოდით გვევარაუდა, რომ ევოლუციის პროცესში გარკვეულ მომენტში სივრცის რომელიღაც წერტილში ცოცხალი ნივთიერება არაცოცხალისგან წარმოიშვა.

თუმცა ამის მიღების შემდეგ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მიწიერი სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, როდესაც მასზე არსებული პირობები იმაზე ხარისხობრივად განსხვავებული იყო, ვიდრე დღეს არის. ეს ჩვენ მისაღები ჰიპოთეზების სიას შეგვიმცირებს. ხოლო პასტერ-რედის პრინციპის უფრო ზუსტად პერეფრაზირება მოგვიწევს: ყოველივე ცოცხალი თანამედროვე პირობებში მხოლოდ ცოცხალისგან წარმოიქმნება! (ნ. ნ. მოისეევი. ცივილიზაციის ბედი. გონების გზა. 2004.[რუს])

მაშ ასე, პასტერ-რედის კანონი მოითხოვს, რომ ცოცხალი მხოლოდ ცოცხალისგან წარმოიქმნება, გამონაკლისები მეცნიერებისთვის ცნობილი არ არის. არადა სიცოცხლე თითქოსდა არსებობს, მაგრამ გონიერი შემოქმედი თითქოსდა არც არსებობს და შეუძლებელიცაა რომ არსებობდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ «ვალდებულები ვარ მივიღოთ» (აი ვალდებულები ვართ და მორჩა), რომ როგორც მინიმუმ ერთი გამონაკლისი მაინც მოხდა, თუმცა ის არასოდეს გვინახავს და არც ექსპერიმენტალურად შეგვიძლია ამის დამტკიცება. უბრალოდ ეს გამონაკლისი რომელიღაც უცნობ, გამონაკლის და ექსტრაორდინალურ გარემოებებში მოხდა, რომლებიც მას შემდეგ აღარ გამეორებულა. ამიტომ პასტერ-რედის პრინციპის «პერეფრაზირება მოგვიწევს», თუმცა მანამდე თვითონვე განვაცხადეთ, რომ ამ პრინციპთან დაკავშირებით გამონაკლისები უცნობია. ამჯერად ეს პრინციპი მხოლოდ «თანამედროვე პირობებში» იმუშავებს, თუმცა ოდესღაც წარსულში ადგილი ჰქონდა «ხარისხობრივად განსხვავებულ პირობებს», სადაც ყველაფერი სხვაგვარად იყო. მაშინ, იმ მითიურ, ლეგენდარულ ეპოქაში, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. აი უბრალოდ, ჩვენ რაც გვსურს, ზუსტად ის მოხდა. თუმცა გონიერი შემოქმედის გარეშე, ბუნებრივია. ეს შეუძლებელია მომხდარიყო.

ეს გახლავთ ასეთი აზრის მსვლელობის მრავალი მაგალითიდან მხოლოდ ერთი (აი კიდევ ერთი; აი კიდევ). ჩემი აზრით, მსგავსი ქმედებები ჩანაცვლებისა და ფალსიფიკაციის ყველა ნიშანს ატარებენ. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, მაგალითად, საბუღალტრო აღრიცხვაში, მაშინ სისხლის სამართლის საქმის სუნი დადგებოდა.

ყოველთვის, როდესაც მსგავს რამეს ვკითხულობ, სამი კითხვა მებადება:

  1. რატომ არის შემოქმედების აქტის რწმენა არამეცნიერული, ხოლო უნიკალური და განუმეორებელი მოვლენის რწმენა, რომელიც უცნობ და განუმეორებელ პირობებში მოხდა, მეცნიერულია?

  2. რით განსხვავდება ასეთი მოვლენა სასწაულისგან?

  3. რატომ ითვლება მეცნიერულ მიდგომად უცნობი გარემოებების იძულებითი დაშვება, რომელიც ისეთი დადასტურებული ფაქტის რღვევას იწვევს, რომელსაც გამონაკლისი არ გააჩნია?

ათეისტებს რწმენის ცოდნასთან დაპირისპირება უყვართ. პირველი – ცუდია, მეორე – კარგი. «კი არ უნდა გწამდეს, უნდა იცოდე!» – გეტყვიან ისინი დამცინავი ღიმილით და მორწმუნეს ზემოდან გადახედავენ. ყველაფერი, რასაც ევოლუცია და თვითჩასახვა ასწავლის, – სუფთა წყლის ცოდნაა, ალმასივით მყარი.

მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ უცნობი მოვლენების უცნობ პირობებში დაშვება აღიარებული მეცნიერული კანონების პერეფრაზირების აუცილებლობით – ნამდვილად «ცოდნაა»? მაშინ მეც «უნდა მივიღო», რომ ოდესღაც არსებობდა უნიკალური პირობები, რომლის დროსაც შემოქმედების აქტი მოხდა. თქვენივე კრიტერიუმებით, მე კი არ მწამს, ვიცი. (და მე მართლაც ვიცი, რომ არსებობს შემოქმედი, იმიტომ რომ მე მისი მოქმედებების პირდაპირ შედეგებს ვხედავ. ეს ძალიან კარგად ეთანხმება მეცნიერულ მეთოდს.)

ევოლუციონისტები იმდენ ხანს დასცინოდნენ მორწმუნეებს, რომელთაც იმის სწამთ, რისი დანახვა და შეხებაც არ შეუძლიათ, რომ ვერც კი შეამჩნიეს, თვითონ როგორ აღმოჩნდნენ მათ ადგილზე. ვერ შეამჩნიეს, როგორ შექმნეს ტიპიური რელიგიური მითოლოგია და როგორ აიძულებენ ყველას, რომ ის უბრალოდ რწმენის დონეზე მიიღონ, უბრალოდ თეორიის ავტორიტეტის ზეწოლით.

მეცნიერება – ესაა მთვარემავალი. მეცნიერება – ესაა ინტერნეტი. მეცნიერება – ესაა თვალის ქირურგია. მეცნიერება – ესაა ტელეფონი თქვენს ჯიბეში. ასანთის კოლოფიც კი – მეცნიერებაა. ევოლუციონიზმი და თვითჩასახვა – ესაა არა მეცნიერება, არამედ ფილოსოფიური თეორიაა, რომელიც მეცნიერულ ამოცანებს კი არ წყვეტს, არამედ ცალკეული მეცნიერული წრეებისა და ორგანიზაციების იდეოლოგიურ მოთხოვნილებებს ემსახურება. ესაა იდეოლოგიური სატყუარა-საყრდენი.

--------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий