понедельник, 17 октября 2022 г.

გამოსასყიდის ტოლფასიანობის შესახებ


 


ზოგჯერ შეიძლება მოისმინოთ: ეს როგორი მსხვერპლია, ღმერთმა თუ წინასწარ იცოდა, რომ თავის ძეს მკვდრეთით აღადგენდა? როგორ შეეძლო იესოს თავისი სიკვდილით ვინმეს გამოსყიდვა, ის თუ ფაქტობრივად არ მომკვდარა? და შეეძლო თუ არა ღმერთს კაცობრიობის გამოსასყიდად იესოს სასიკვდილოდ გაწირვა, მკვდრეთით აღდგომის გარეშე?

შეეძლო თუ არა, ალბათ, ამას ვერასოდეს გავიგებთ. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არც იყო საჭირო. ტოლფასიანობის პრინციპის თანახმად (კანონი [მეორე რჯული] 19:21), მიწიერი ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ სხვა მიწიერი ადამიანის სიცოცხლე იყო საჭირო, და არა ანგელოზის ან ღმერთის. არ იყო საჭირო ძლევამოსილი სულიერი არსების, ღვთის მხოლოდშობილი ძის, სამყაროში მეორე პიროვნების ან თუნდაც თვითონ ღმერთის სიცოცხლე, როგორც ზოგიერთები ცდილობენ ამის წარმოჩენას. ასეთი საფასური ზედმეტი, არატოლფასიანი და არაპროპორციული იქნებოდა.

«ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის» თანახმად, ებრაული სიტყვა «ქოფერ» («გამოსასყიდი, გამოსყიდვა») წარმოებულია ზმნიდან «დაფარვა» და ყოველთვის ტოლფასიანობაზე და შესაბამისობაზე მიუთითებს. ზუსტად ამიტომ ითქმება გამოსასყიდზე, რომ ის ცოდვებს ფარავს.

იყო თუ არა იესო ნაზარეთელი, რომელიც მარიამს გაუჩნდა, სრულფასოვანი მიწიერი ადამიანი? დიახ, მან თავისი არსებობა კვერცხუჯრედში დაიწყო, დედის საშვილოსნოში ვითარდებოდა 9 თვის განმავლობაში და სრულიად ჩვეულებრივი ფიზიკური ადამიანი იყო, გარდა ცოდვისა (ებრაელები 2:17; 4:15). ის არც მეტი არც ნაკლები, სრულფასოვანი ადამიანი იყო. ის ადამის ზუსტი ეკვივალენტი იყო – «უკანასკნელი ადამი», როგორც ბიბლია უწოდებს მას (1 კორინთელები 15:45). 

ეხლა ის ვნახოთ, თუ როგორ მოკვდა ის. ეს იყო სრულფასოვანი სიკვდილი, როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში, თუ რაიმე დეკორატიული, ყალბი, მხოლოდ დასანახად? სრულიად სრულფასოვანი. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიაყენეს, შესაბამისი სამედიცინო შედეგებით. მან ბიოლოგიური სიკვდილი განიცადა და არსებობა შეწყვიტა. გარდა ამისა, ღმერთმა მისი ფიზიკური სხეულიც კი გააქრო, რომელიც მეტად აღარავის უხილავს (მანამდე ღმერთი ასე ისტორიაში ორჯერ მოიქცა – მოსეს და ენოქის შემთხვევებში). ამიტომ იესოს სიკვდილი გარკვეული აზრით გაცილებით უფრო სრულფასოვანი და საბოლოო იყო, ვიდრე ნებისმიერი მისი თანამედროვის.

ამ მომენტში გამოსასყიდი იქნა გადახდილი. იესოს, ფიზიკურ სხეულში, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის სრული უფლება ჰქონდა, თუმცა ეს უფლება თავისი ნების გარეშე წაერთვა. საბოლოოდ წაერთვა, მარადიულად. რაც მან დაკარგა, ამჯერად მისი სხვებზე გადატანა შეიძლება.

და შემდეგ რა?

ზეციერი, ძლევამოსილი, ღვთაებრივი პიროვნების მსხვერპლად გაღება არ იყო საჭირო, ამიტომ ღმერთს არაფერი უშლიდა ხელს იმაში, რომ ეს პიროვნება იქვე აღედგინა, სადაც ის მანამდე იმყოფებოდა – სულიერ სფეროში.

საკმარისია ტოლფასიანობის პრინციპი გვესმოდეს და პირველ აბზაცში მოყვანილი შეკითხვები აღარ გაგვიჩნდება. ადამის ცოდვის გამომსასყიდად სრულყოფილი ადამიანი უნდა მომკვდარიყო დედამიწაზე მიწიერ სხეულში – და მეტი არაფერი. ეს პირობა სრულად იქნა დაცული.

მამისა და ძის გამოვლენილი სიყვარულის თემას თუ განვავითარებთ, როგორც მინიმუმ ორი მიმართულებით ისინი მართლაც ისეთ დიდ მსხვერპლზე წავიდნენ, რომლებსაც ჩვენ არ ვიმსახურებდით. პირველი, ღმერთს შეეძლო ნებისმიერი ანგელოზი გამოეგზავნა, რომელიც ზუსტად ასევე გაუჩნდებოდა მარიამს და უცოდველი ადამიანი გახდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა ღმერმა თავისი მხოლოდშობილი, მრავალხრივ უნიკალური ძე გამოგზავნა, თავისი მარჯვენა ხელი, ვისთან ერთადაც სამყაროს ქმნიდა. მან იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე საჭირო იყო.

მეორე, იესო საწოლში არ მომკვდარა, მშვიდად არ დაუხუჭავს თვალები მოსიყვარულე ოჯახისა და მეგობრების საზოგადოებაში. მან რამოდენიმე დღის განმავლობაში ითმინა აბუჩად აგდება, ტკივილი, ტანჯვა, მისი სიკვდილი იმ დროისთვის ერთერთი ყველაზე მტკივნეული იყო. მან უდიდესი სტრესი განიცადა და მამას იმასაც კი სთხოვდა, რომ მას მისთვის «ეს თასი» აეცილებინა (ლუკა 22:42). ამ ყველაფერმა მამასაც ტკივილი მიაყენა.

ეჭვგარეშეა, იესოს მსხვერპლი სრული და საკმარისი იყო იმისთვის, რათა ადამის ცოდვა გამოესყიდა. მას ვერაფერი ამცირებს და ვერ ხდის ნაკლებად ფასეულს, ისევე როგორც მამის სიყვარულს თავისი მიწიერი ქმნილებებისადმი.

----------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий