воскресенье, 24 июля 2022 г.

"დიდება მოაბს!"

 


(თუ სხვა მითითება არ არის, ყველა მუხლი მოყვანილია ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდან)

ბოლო დროს ძალიან ჩვეულებრივი რამ გახდა მოვლენა, როდესაც ქრისტესადმი რწმენის მქონე ადამიანები ასეთ რამეს წარმოთქვამენ: «დიდება [ჩემს ქვეყანას]!» (ქვეყნის სახელწოდება გემოვნების მიხედვით შეირჩევა). ეს ფრაზა პოპულარულ ლოზუნგად იქცა, რომელიც ხშირად განსაზღვრულ საპასუხო ფრაზას მოითხოვს. პოლიტიკაში არ ვერევი, თუმცა ინტერესს სხვა რამ იწვევს: რამდენად ნორმალურია ის, რომ ასეთ რამეს ისინი წარმოთქვამენ, ვინც თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ?


 

ერთმა მორწმუნემ მითხრა, რომ ვერც ის და ვერც მისი ეკლესია ამ ლოზუნგში ცუდს ვერაფერს ხედავენ. საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად მან წმინდა წერილის შემდეგი ადგილები მოიყვანა:

 

«და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა» (ფსალმუნები 148:14)

 

«რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა» (ნაუმი 2:2)

 

განა ბიბლია არ ლაპარაკობს ისრაელის «დიდებაზე»? – იკითხა იმ მორწმუნემ. — ასე რომ თუ ღმერთი ვერ ხედავდა რაიმე ცუდს ამ ერის განდიდებაში, მაშინ საკუთარი ერის, საკუთარი სახელმწიფოს განდიდება რატომ არ შეიძლება?

 

სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც «ქრისტიანს» ამ გაგებებს შორის არსებული სხვაობა არ ესმის. კარგი, მოდი გავერკვიოთ.



მაშ ასე, თუ ბიბლიური დროის ისრაელზე ვილაპარაკებთ (ჩვენ კი უშუალოდ ბიბლიურ დროში არსებულ ისრაელზე ვლაპარაკობთ), მაშინ

 

1) მხოლოდ ისრაელი იქნაროგორც ერი, ღვთის მიერ შექმნილი (ესაია 43:1,21). 

2) ისრაელიროგორც ერი, იყო ერთადერთი, ვისაც ღმერთი «ჩემს ძეებს» (ესაია 43:5,6) და «ჩემს ერს» (იერემია 30:3; ეზეკიელი 36:12) უწოდებდა

3) ისრაელიროგორც სახელმწიფო, წარმოადგენდა კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთ თეოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თვითონ ღმერთმა ჩამოაყალიბა და ისვე მართავდა (1 ნეშტთა 29:23; ესაია 33:22; იაკობი 4:12). 

4) ისრაელის მთელი საკანონმდებლო და სამართლებრივი ბაზა მოსეს კანონით იყო წარმოდგენილი, რომელიც მას პირადად ღმერთმა მისცა (გამოსვლა 15:25; ფსალმუნები 147:8,9).

5) მხოლოდ ისრაელთან, როგორც ერთან, დადო ღმერთმა პირადი ხელშეკრულება, ანუ აღთქმა (გამოსვლა 34:27; მეორე რჯული 5:2,3; 29:1). 

6) ამ ხელშეკრულების საფუძველზე უშუალოდ ისრაელს ეკისრებოდა იმის პასუხისმგებლობა, რომ ღვთის წარმომადგენელი (ანუ მოწმე) ყოფილიყო სხვა ერების წინაშე (ესაია 43:9-12). 

7) ღვთის ისრაელთან ყოფნა ოფიციალურად კარვით, შემდგომ კიიერუსალიმის ტაძრით გამოიხატებოდა, რომლის განადგურებითაც დასრულდა, ფაქტობრივად, კაცობრიობის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი ჭეშმარიტად თეოკრატიული სახელმწიფოს ისტორია (ფსალმუნები 113:2; მათე 24:1,2).

 

ამგვარად, ბიბლიური დროის ისრაელი იყო ერთადერთი ერი, რომელთანაც ღმერთს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა (ფსალმუნები 134:4; ესაია 44:1; იერემია 10:16; 51:19).

  

«მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის» (ამოსი 3:2)

 

«რადგან წმინდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმარომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე» (მეორე რჯული 7:6)

 

«თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსირომელსაც მოვლენია ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან, ხალხებისგან და ღმერთებისგანშენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი!» (2 მეფეთა 7:23-24)

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვები აღარ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰპირდებოდა ღმერთი ისრაელს, როგორც თავის რჩეულ ერს, «დიდებას». მკაცრად რომ ითქვასისრაელის ამ «დიდებას» მიზნად თვითონ ღმერთის დიდების არეკვლა ჰქონდა, რადგან ისრაელი მისი «მოწმე» იყო (ესაია 46:13. შეადარეთ მათე 5:16; 1 პეტრე 2:12). თუმცა, ისრაელი ერის მიერ ასეთი «დიდების» მიღებას მნიშვნელოვანი პირობა გააჩნდა, კერძოდ კი: ჭეშმარიტი ღვთისადმი მისი აბსოლუტური მორჩილების ფაქტი! (3 მეფეთა 8:57,58,61) ამ პირობისადმი შეუსაბამობა ისრაელს ავტომატურად ართმევდა ასეთი «დიდების» ფლობის უფლებას. სამწუხაროდ, შედეგად ეს ასეც მოხდა

 

ეხლა კი საკუთარ თავს ასეთი კითხვა დავუსვათ: თუ უშუალოდ ღვთის მიერ შექმნილმა ისრაელმა ერმაც კი დაკარგა თავისი დაუმორჩილებლობის გამო ასეთი «დიდება», მაშინ სხვა რომელ თანამედროვე სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ღვთისგან მომდინარე «დიდებაზე»? რომელ ერზე შეიძლება ღმერთმა დღეს რომ თქვას: «მე ვუქმნი მას დიდებას»? რომელ სახელმწიფოზე შეიძლება ღმერთმა თქვას: «ეს ჩემი ერია»? თქვენ თუ იცით მსგავსი მაგალითები?

 

ვინმე თუ ბიბლიური ისრაელის მაგალითით ცდილობს ორიენტირებას, რათა თავისი სახელმწიფოს დიდების დეკლარირება მოახდინოს, მაშინ კარგი იქნებოდა მანამდე საკუთარი თავისთვის ეს კითხვები დაესვა:

 

1)     წარმოადგენს თუ არა ჩემი ქვეყანა თეოკრატიულს, ბიბლიური ისრაელის მსგავსად?

2)     დადებული აქვს თუ არა ღმერთს ჩემს ქვეყანასთან ერთგვარი პირადი «აღთქმა» (ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც ჩემი ქვეყანა ღვთის «მემკვიდრეობას» წარმოადგენს? (ფსალმუნები 32:12; 143:15)

3)     დევს თუ არა ჩემი ქვეყნის კანონმდებლობის ქვაკუთხედად ღვთის ნება და მითითებები?

4)     ამოღებულია თუ არა ჩემი სახელმწიფოს კანონებიდან ის გარემოებები, რომლებსაც ბიბლია ქრისტიანებისთვის მიუღებლად მიიჩნევს?

5)     იღებს თუ არა ჩემი ქვეყანა მონაწილეობას იმ საქმეებში, რომლებსაც ღმერთი განიკითხავს?

6)     ჩემი ქვეყნის მოქალაქეების რა რაოდენობა ცდილობს ქრისტეს კანონის თანახმად ცხოვრებას? (გალატელები 6:2)  

 

ვფიქრობ, ვერცერთი ის ქრისტიანი, რომელიც ამ შეკითხვებზე პატიოსნად პასუხის გაცემას შეეცდება, ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ სახელმწიფო, რომელშიც ის ცხოვრობს, ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიულებს შეესაბამება. დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი აუცილებლად საპირისპირო იქნებადედამიწაზე ასეთი სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს! არცერთ დროებით პოლიტიკურ წყობას არ შეუძლია კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთ თეოკრატიულ სახელმწიფოსთან შედარება ბიბლიური ისრაელის სახით

 

ასეთ შემთხვევაში როგორ გაიჟღერებს რომელიმე «ქრისტიანის» სიტყვები, მაგალითად, «დიდება ჰონდურასს!»? (სახელმწიფო ჰონდურასის წინააღმდეგ არაფერი მაქვს). ღმერთი თუ მიიჩნევს თუნდაც იმავე ჰონდურასს ისეთ განსაკუთრებულ ქვეყნად, რომელიც განსაკუთრებული დიდების ღირსია? ღმერთმა ოდესღაც თუ საკუთარ რჩეულ ისრაელს ერს წაართვა დიდება ორგულობის გამო, მაშინ განა მისცემს ის «დიდებას» იმ პოლიტიკურ წყობებს, რომლებიც მისადმი ერთგულებას მიზნად არც კი ისახავენ? განა ისე არ გამოდის, რომ «ქრისტიანი» მის განდიდებას ცდილობს, ვისი განდიდების სურვილიც ღმერთს არ აქვს?

 

აქ კარგი იქნება ის გავიხსენოთ, თუ როგორ მოექცა ღმერთი წარსულში იმ ერებს, რომლებიც ღვთის ნების იგნორირებას ახდენდნენ: ის მათ იმ ამაო «დიდებასაც» კი ართმევდა, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მიაწერდნენ. მან დაამცირა ბაბილონი (ესაია 13:19), მოაბი (ესაია 16:14), არაბეთი (ესაია 21:16), ედომი (აბდია, 10), ამონელები (სოფონია 2:8-10) და მრავალი სხვა ამაყი ერი. ჩვენს დროში თუ შეიცვალა რამე ამ მხრივ? შეიცვალა თუ არა ღმერთმა იმ სახელმწიფოებისადმი და ერებისადმი დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ დიდებას ელტვიან? უფალი ამბობს«არ ვიცვლები» (მალაქია 3:6; იაკობი 1:17). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის კვლავაც იმ ცნობილი პრინციპის ერთგული რჩება, რომელიც მან ოსიას 4:7-ში გააჟღერა — 

 

«ეგრეთვე დიდება მათი სირცხვლად გარადავსცვალო» [მცხეთური ხელნაწერი - . მთაწმინდელი]

 

«ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისიმინდვრის ყვავილი. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მასასეა, ბალახია ხალხი» (ესაია 40:6,7)

 

ბოლოს და ბოლოს, რომელი პოლიტიკური სისტემის დიდებაზე გაჰკივის «ქრისტიანი», ღმერთი თუ გვაფრთხილებს, რომ მისი სამეფო «შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება»? (დანიელი 2:44) ღმერთს განზრახული აქვს ქვეყნიერების ყველა სამეფო გაანადგუროს გამონაკლისის გარეშეის იმ სამეფოებსაც გაანადგურებს, რომელთა მისამართითაც მსგავსი მორწმუნეები ყვირიან «დიდებას ისე ხომ არ გამოდის, რომ მსგავს «ქრისტიანებს» ფასეულობების სრულიად სხვა შკალაზე აქვთ ორიენტაცია აღებული, არა იმაზე რომელზეც ღმერთს, და იმას განადიდებენ, რასაც ის არ მიიჩნევს განდიდების ღირსად?

თუ ასეა, მაშინ რით განსხვავდება ეს იმისგან, იერემიას დროს მცხოვრებ ისრაელიანს რომ ეყვირა: «დიდება მოაბს!»? თანაც იმ დროს, როდესაც ღმერთი მისი მოახლოებული განადგურების შესახებ იძლეოდა გაფრთხილებას:

 

«გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს» (იერემია 48:42)

 

ასეთი პოზიცია დღეს უაზრო, აშკარად შეუძლებელი ჩანს. მაგრამ განა დღესაც ზუსტად ამავეს არ ვადევნებთ თვალს, როდესაც ვხედავთ, თუ სხვადასხვა ეროვნების უამრავი «ქრისტიანი» თავგამოდებით როგორ აღუვლენენ «დიდებას» თავის პოლიტიკურ სისტემებს, რომელთა მიზნებშიც სრულიად არ არსებობს ქრისტეს მცნებებისადმი მორჩილება? ეჭვგარეშეა, ამ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხს მოსწონს .. «ქრისტიანების» ასეთი საქციელი, მაგრამ ღმერთს თუ მოსწონს? განა იესო თავის ნამდვილ მოწაფეებს სულ სხვა რამეს არ ასწავლიდა?

 

«ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი… ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი» (იოანე 17:14,16)

 

თუმცა, მათ შესახებ, ვისაც მხოლოდ ეწოდება «მორწმუნე», მაგრამ ქრისტეს ჭეშმარიტი სული არ გააჩნია, წმინდა წერილი სულ სხვა რამეს ამბობს:

 

«ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ» (1 იოანე 4:5)

 

«რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა» (იოანე 12:43)

 

(შეადარეთ მათე 7:21-23; ლუკა 6:46)

 

ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ დიდებას ეს ქვეყნიერება ან თუნდაც თავად ქრისტიანები არ იმსახურებენ, «რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას» (რომაელები 3:23; 1 იოანე 2:15-17). მათთვის არც ის არის მნიშვნელოვანი, ქვეყნიერება იესოს მოწაფეებს განადიდებს თუ არა (იოანე 5:41; 8:50; 1 თესალონიკელები 2:6). მათ იციან, რომ დიდებას მხოლოდ ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე იმსახურებენ, რომლის შესახებაც ბიბლია ისე საუბრობს როგორც «ხალხის დიდებაზე» (ლუკა 2:32). ზუსტად ამიტომ გვარიგებს წმინდა წერილი:

 

«ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ» (1 კორინთელები 10:31)

 

«ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტებით» (ფსალმუნები 113:9)

 

«შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთაშესწირეთ უფალს ქება და დიდება» (1 ნეშტთა 16:28)

 

«შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად» (1 ნეშტთა 29:11)

 

«ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთომთელ დედამიწაზეა შენი დიდება» (ფსალმუნები 56:6,12)

-----------------------------------------------------------

 

ნათარგმნიაbiblesvet.blogspot.com 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий