четверг, 14 июля 2022 г.

ქრისტეს კრება, "სამარის (ჰადესის) კარიბჭენი" და მემკვიდრეობის საკითხი



"მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევენ სამარის (ჰადესის) კარიბჭენი" 
(მათე 16:18)


რა გაგებით «ვერ სძლევენ სამარის (ჰადესის) კარიბჭენი»?
იგავი ათი ქალწულის შესახებ (მათე 25:1-12)
იგავი ხორბალსა და სარეველაზე (მათე 13:24-30, 36-43)
«უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ტაძრის მთა მთათა მწვერვალებს ზემოთ განმტკიცდება» (ესაია 2:1-4)
შეპასუხებები და მათი პასუხები
სად იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები 1 საუკუნიდან ჩვენს დღეებამდე?





   მიწიერი მსახურების დროს იესომ წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მრავალ ბიბლიის მკვლევარს მათზე სერიოზულად დაფიქრებას აიძულებს. მოციქულ პეტრესთან საუბრისას უფალმა თქვა:

  "მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევენ სამარის (ჰადესის) კარიბჭენი" (მათე 16:18). 

  რას ნიშნავდა მისი კრების მისამართით ნათქვამი ქრისტეს ეს სიტყვები? რა მოელოდათ საუკუნეების განმავლობაში მის ერთგულ მოწაფეებს? უზრუნველი აყვავების ხანა? ქვეყნიერებაზე გაბატონებულ ეკლესიად გადაქცევა? ისეთი რელიგიების წარმომადგენლები, როგორიცაა კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა, ამ სიტყვების აზრის ისეთ შუქში წარმოჩენას ცდილობენ, რომ თითქოს ისინი მათ ეკლესიაზე მიუთითებდეს, რადგან ვითომდა ისინი დასაბამს უშუალოდ 1-ლი საუკუნიდან იღებენ. თუმცაღა, ეს რელიგიები ძალიან შორს არიან პირველი ქრისტიანების კრების ნიმუშისგან, რომელსაც როგორც ახალი აღთქმის ფურცლებიდან, ასევე ისტორიული დოკუმენტებიდანაც ვხედავთ. ამის გათვალისწინებით, მათი სამოციქულო ეკლესიის მემკვიდრეობაზე საუბარი ძალიან რთული საქმეა. მაშინ, შესაძლებელია თუ არა, რომ იესოს ამ შემთხვევაში სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, რასაც საერთოდ არ ჰქონდა შეხება პირდაპირი გაგებით მემკვიდრეობითობასთან და კრების შემდგომ უწყვეტ აყვავებასთან? მოდით ეს საკითხი უფრო ყურადღებით გამოვიკვლიოთ.

რა გაგებით «ვერ სძლევენ სამარის (ჰადესის) კარიბჭენი»?
 

  ამ მუხლის მთავარი ფრაზაა - "ჯოჯოხეთის (ჰადესის) ბჭენი ვერ სძლევენ მას [ანუ ქრისტეს კრებას]". ზოგიერთები ნაჩქარევ დასკვნას აკეთებენ, თითქოს იესოს ის ჰქონდა მხედველობაში, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების კრება ყოველთვის ყველას თვალწინ მსოფლიო დიდების მდგომარეობაში იქნებოდა. თუმცა, გაცილებით სერიოზულ მიდგომას თუ გამოვიყენებთ, მივხვდებით, რომ ასეთი დასკვნა სრულიად გაუმართლებელია. იესოს მიზანს სულაც არ წარმოადგენდა მსმენელების იმაში დარწმუნება, რომ მისი კრება ქვეყნიერებიდან მისი წასვლის შემდეგ და მის დაბრუნებამდე, საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნებდა გამოჩენილ და მოთავე სტატუსს. რატომ კეთდება ასეთი დასკვნა? ასეთ დასკვნამდე სხვა ბიბლიურ მუხლებთან შედარების შემდეგ მივდივართ, რომლებშიც მსგავსი მაგალითები და ასევე სიტყვა "ჰადესი"-ა გამოყენებული.


 
სიტყვა «ჰადესი» - «უხილავი ადგილის» აზრს ატარებს (იობი 38:17; ფსალმუნი 9:13). როგორც საქმეების 2:27-დან ჩანს, სადაც პეტრე ფსალმუნების 16:10-ს ციტირებს, სიტყვა «ჰადესი» სიტყვა «შეოლის» ექვივალენტს წარმოადგენს და ასევე საერთო საკაცობრიო სამარეს აღნიშნავს. იგივე პრინციპს ვხედავთ ესაიას 38:10-შიც, სადაც მეფე ხიზკია ამბობს: «ჩემი სიცოცხლის შუაგზიდან მომიწევს სამარის [შეოლის] კარიბჭეებში შესვლა. წამერთმევა დარჩენილი წლები». აქედან გამომდინარე როგორ უნდა გავიგოთ იესოს ფრაზა, რომ "ჯოჯოხეთის (ჰადესის) ბჭენი ვერ სძლევენ მას [ანუ ქრისტეს კრებას]"? იმ გაგებით, რომ ის არასოდეს "მოკვდება", ანუ არ გაქრება? რომ ის ამ ქვეყნიერებაში საკუთარ პოზიციებს ბოლომდე არ დათმობს? თუ მიღებულ საეკლესიო განმარტებას მივყვებით, მაშინ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეა. თუმცა ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გაცილებით ზუსტი შეხედულების შეძენაში გვეხმარება.


  პირველი ასეთი მუხლი იქნება ოსიას 13:14:

  "ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?" 

 
ოსიას ზუსტად ეს მუხლი გამოიყენა შემდგომ მოციქულმა პავლემ, როდესაც ის გარდაცვლილი ქრტისტიანების მომავალ მკვდრეთით აღდგომას დაუკავშირა (1 კორინთელები 15:55). როგორც ვხედავთ, წინასწარმეტყველმა ოსიამაც და მოციქულმა პავლემაც «ჰადესისა» და მისი «გამარჯვების» აღწერის პრაქტიკულად ანალოგიური ფორმა გამოიყენეს, უფრო ზუსტად, ის ფაქტი, რომ «ჰადესი» ვერ გაიმარჯვებს მათზე, ვინც ღვთისადმი ერთგულებაში მოკვდა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა ყველა მათგანის მკვდრეთით აღდგენის პირობა დადო, ვინც ახალ სიცოცხლეს იმსახურებს (იოანე 5:25-29). გამოცხადების 20:13-ში «ჰადესზე» გამარჯვების შესახებ ასეთი სახითაა ნათქვამი:

 
«დააბრუნა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც [ჰადესმა] დააბრუნეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა». 



  ამავდროულად, ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომ «ჰადესი» თავის «გამარჯვებას» ვერ მოიპოვებდა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ წარსულში მცხოვრებმა ღვთის ერთგულმა მსახურებმა სიკვდილისთვის თავის არიდება შეძლეს. პირიქით, ყველა მათგანი დაიხოცა და ხანგრძლივი დროით წავიდა «ჰადესში». თუმცა ღვთის თვალსაზრისით, «ჰადესი» ამას ვერანაირად ვერ ჩათვლის თავის გამარჯვებად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში «სიკვდილი და სამარე [ჰადესი] ჩაიყრებიან ცეცხლის ტბაში», მათ მიერ შეპყრობილი ადამიანები კი მკვდრეთით აღდგომის საშუალებით განთავისუფლდებიან (ებრაელები 2:14; გამოცხადება 20:14).

  ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ აზრითა და წყობით მისი მსგავსი იესოს ფრაზა "ჯოჯოხეთის (ჰადესის) ბჭენი ვერ სძლევენ მას [ანუ ქრისტეს კრებას]" სულაც არაა აუცილებელი იმას გულისხმობდეს, რომ თვითონ ქრისტეს ეკლესია იქნებოდა დაცული და ხელშეუხებელი უფლის მოსვლის დროს. როგორც წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომლებზეც «ჰადესი» ვერ გაიმარჯვებს, მაინც იქნენ მის მიერ წაყვანილნი (თუმცა მხოლოდ ღვთის მიერ განსაზღვრულ დრომდე), ასევე ელოდა ქრისტეს კრებასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში «უხილავ ადგილას» (სიტყვა «ჰადესის» პირდაპირი მნიშვნელობა) ყოფნა, თუმცა საბოლოო ჯამში ღმერთი მას «ჰადესის» ტყვეობის მდგომარეობიდან გამოიყვანდა და «ჰადესს» გამარჯვებას წაართმევდა.

  ასეთი დასკვნის დამატებით მტკიცებულებას გამოცხადების 1:17,18-ში ვხვდებით, სადაც იესო საკუთარი თავის შესახებ ამბობს:

  «ნუ გეშინია. მე ვარ პირველი და უკანასკნელი. ცოცხალი ვარ! მკვდარი ვიყავი, მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ და მარადიულად ვიცოცხლებ; ჩემს ხელთაა სიკვდილისა და სამარის [ჰადესის] გასაღებები» (გამოცხადება 1:17,18). 

 
აქ ყურადღება მნიშვნელოვან დეტალზე მახვილდება: მკვდრეთით აღმდგარი იესო «ჰადესის გასაღებებს» ფლობს. ეს, რაღა თქმა უნდა, «ჰადესის კარიბჭეებთან» ასოცირდება, რომლის შესახებაც იესო მათეს 16:18-ში საუბრობდა. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებს დასკვნას, თუ უფლის სიტყვების თანახმად, რატომ ვერ შეძლებენ «ჰადესის კარიბჭეები» ღვთის კრებაზე გამარჯვების მოპოვებას: კარიბჭეების გასაღებებს (სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათზე ძალაუფლებას) იესო ფლობს, და ის დადგენილ დროს მათ ისე გამოიყენებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. იმის გათვალისწინებით, რომ გამოცხადების 1:17,18-ში იესო პირდაპირ აკავშირებს «სიკვდილისა და ჰადესის გასაღებების» ფლობას მკვდრეთით აღდგომასთან, სრულიად ნათელია, რომ როგორც მკვდრეთით აღდგომის დროს, ღვთის მიერ დადგენილი პერიოდის გასვლის შემდეგ, გაანთავისუფლებს თავისი ტყვეობიდან «ჰადესი» მკვდრებს, ასევე ქრისტეს კრებაც ღვთის მიერ დადგენილ დროს განთავისუფლდება «ჰადესის» ტყვეობიდან. თანაც, ეს შეგვიძლია გავიგოთ როგორც სიმბოლურად, კრების, როგორც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრისადმი გამოყენებით, ასევე პირდაპირი გაგებით, თუ მომავალში მისი ცალკეული წევრების მკვდრეთით აღდგომაზე ვისაუბრებთ. გამოცხადების 1:17,18-ს პირდაპირ ეხმიანება საქმეების წიგნის მე-2 თავი:

  «ისრაელებო, მომისმინეთ! იესო ნაზარეთელი ღმერთმა მოგივლინათ; ეს ცხადი გახდა, როცა ღმერთმა თქვენს შორის მისი მეშვეობით სასწაულები, საკვირველებები და ნიშნები მოახდინა, რაც თავადაც კარგად იცით. ეს კაცი, რომელიც თქვენ ღვთის ნებითა და განჭვრეტით გადმოგეცათ, ძელზე გააკარით უკანონობის მოქმედთა ხელით და მოკალითმაგრამ ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან დაიხსნა და აღადგინა, რადგან შეუძლებელი იყო, სიკვდილის ტყვეობაში დარჩენილიყო. დავითმა მისი სათქმელი თქვა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა, არ წავიფორხილებ, რადგან მხარში მიდგას იგი. ამიტომ გამხიარულდა ჩემი გული და დიდად გაიხარა ჩემმა ბაგეებმა. იმედიანად ვარ, რადგან არ დამტოვებ სამარეში [ჰადესში] და არ გაიმეტებ შენს ერთგულს გასახრწნელად. შენ მასწავლე სიცოცხლის გზით სიარული, დიდად გავიხარებ შენ წინაშე, რადგან შენ ამავსებ სიხარულით“. ძმებო, ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ მამამთავარი დავითი მოკვდა, დამარხეს და მისი სამარხი დღემდე ჩვენს ქალაქშია. ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთი მის შთამომავალს დასვამდა ტახტზე, რადგან მისთვის ფიცი ჰქონდა მიცემული. ამიტომ მან განჭვრიტა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა; ის არ იქნებოდა სამარეში [ჰადესში] მიტოვებული და მისი სხეული არ გაიხრწნებოდაღმერთმა აღადგინა იესო, რისი მოწმენიც ყველანი ვართ" (საქმეები 2:22-32).

  და კვლავ იმაზე მითითებას ვხვდებით, რომ «ჰადესმა» ვერ შეძლო იესოზე გამარჯვების მოპოვება, «ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან დაიხსნა და აღადგინა». ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ იესომ მართლაც თავი დააღწია სიკვდილს და «ჰადესის» ძალაუფლებას? სრულიადაც არა. წმინდა წერილის თანახმად, იესო სამი დღის განმავლობაში მკვდარი იყო, ანუ «ჰადესში» იმყოფებოდა (საქმეები 10:40; 1 კორინთელები 15:4). თუმცა, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ, იესო მკვდრეთით იქნა აღდგენილი, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: «ჰადესს» არ ჰქონდა მასზე ძალაუფლება.

 
«ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე» (რომაელები 6:9). 

ზუსტად ასეთივე სახით არ შეეძლო «ჰადესს» ქრისტეს თანამემკვიდრეებზე გამარჯვების მოპოვება, თუმცა ერთხელ ისინიც დაიხოცნენ:

  «ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათ მეორე სიკვდილი არ ემუქრებათ» (გამოცხადება 20:6). 


  ამიტომ არ არის გასაკვირი ის, რომ მრავალი ბიბლიის კომენტატორი მათეს 16:18-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს პირველ რიგში ქრისტეს ერთგული მიმდევრების მკვდრეთით აღდგომასთან აკავშირებს, რადგან ისინი უფლის იმ დაპირებას ეყრდნობიან, რომლის თანახმადაც ის ყველა ერთგულ მოწაფეს მკვდრეთით აღდგენას დაჰპირდა.

  «"ვერ სძლევენ ჯოჯოხეთის კარიბჭენი» - პოეტური გამოთქმა, რომელიც სიკვდილზე გამარჯვებას აღნიშნავს; იესოს მიმდევრების ახალი საზოგადოება — ესაა ხალხი, რომლებიც არასოდეს მოკვდებიან» («ახალი ბიბლიური კომენტარები», ნაწილი 3).


  «სიკვდილის ძალები ნებისმიერ შემთხვევაში დაიძლევიან ცოცხალი მორწმუნეების აღფრთოვანებითა და ქრისტეში დახოცილების მკვდრეთით აღდგომით» (უილიამ მაკდონალდი «ახალი აღთქმის კომენტარები»).


  «საქმე იმაში გახლავთ, რომ იუდეველების აზროვნებაში «ჯოჯოხეთის კარიბჭეები» ფიზიკური სიკვდილის გაგებას უკავშირედებოდა, ასე რომ უფალი ასეთი სახით მოწაფეებს იმის გაგებაში ეხმარებოდა, რომ მისი ფიზიკური სიკვდილი ხელს ვერ შეუშლიდა ეკლესიის აღშენებას. მოგვიანებით (მათე 16:21) ის პირდაპირ იტყვის მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ. მან კარგად იცოდა როგორც ის, რომ ის არ ასცდებოდა, ასევე ისიც, რომ მასზე მკვდრეთით აღდგომის საშუალებით გაიმარჯვებდა» (პ. ჰარჩლაა «ბიბლიური წიგნების განმარტებები»).

 
«ყურადღება მიაქციეთ, როგორ საოცარ დაპირებას აძლევს ქრისტე თავის ეკლესიას. ის ამბობს: "...ვერ სძლევენ მას ჯოჯოხეთის კარიბჭენი". ეს დაპირება იმას ნიშნავს, რომ სატანა ვერასოდეს შეძლებს ქრისტეს ხალხის განადგურებას. თუმცა მან, ევას შეცდენით, პირველ ქმნილებას ცოდვა და სიკვდილი კი მოუტანა, ის ვერასოდეს შეძლებს ახალი ქმნილების განადგურებას, ის ვერასოდეს სძლევს მორწმუნეებს. ქრისტეს მისტიური სხეული არასოდეს მოკვდება. მას ვერავითარი დევნები, უბედურებები, ძვრები და კანონები ვერ დაღუპავენ: ის ნებისმიერი ფარაონებისა და რომის იმპერატორების რისხვას გაუძლებს. გამოჩენილი ეკლესიები, მაგალითად, ეფესოს ეკლესია, შეიძლება გაქრეს, თუმცა ჭეშმარიტი ეკლესია — არასოდეს... თითოეული მისი წევრი დიდებას მიაღწევს. მიუხედავად დაცემისა და ცოდვებისა, მიუხედავად ქვეყნიერებისა, ხორცისა და ეშმაკისა, ჭეშმარიტი ეკლესიის არცერთი წევრი არ დაიღუპება (იოანე 10:28)» (ჯონ რაილი, მსჯელობა მათეს სახარებაზე).

  მათეს 16:18-ში მოცემული იესოს ცნობილი სიტყვები სულაც არ უნდა გავიგოთ როგორც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული კრების პირდაპირი გაგებით ურყევობის უდავო ფაქტი. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ დაპირდა იეჰოვა დავითს, რომ მის სამეფოს საუკუნოდ გაამყარებდა:

  
«იეჰოვამ გითხრა, რომ შენს საგვარეულოს სამეფო საგვარეულოდ აქცევს იეჰოვა. როცა აღსასრულის დღე დაგიდგება და შენი მამა-პაპის გვერდით განისვენებ, შენს შთამომავალს, შენს ვაჟს, გავამეფებ და განვუმტკიცებ მეფობას. ის ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე და მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს. მე მისი მამა ვიქნები, ის კი - ჩემი ძე. როცა რამეს დააშავებს, გავჯოხავ და ვცემ, როგორც კაცთა მოდგმას სჩვევია. არ დავუკავებ მას სიკეთეს, როგორც საულს დავუკავე და გზიდან ჩამოგაცილე. სამარადისოდ განმტკიცდება შენი საგვარეულო და შენი სამეფო; მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი"» (2 სამუელი 7:11-16).

  
თუმცა დავითს დაპირება მიეცა, რომ «მარადიულად განმტკიცდებოდა მისი ტახტი», და «სამარადისოდ განმტკიცდებოდა მისი საგვარეულო და მისი სამეფო», როგორც ისტორიიდან ჩანს, იუდეველი მეფეების ტახტი მაინც დაცემული იქნა ნაბუქოდონოსორის მიერ და მეტად აღარ აღმდგარა. მხოლოდ თავად იესოს, ჭეშმარიტ მეფეს, მრავალი საუკუნის შემდეგ, ღვთის მიერ დადგენილ დროს უნდა აღედგინა დავითის დაცემული ტახტი. ზუსტად ასე უნდა გაგებულიყო ღვთის დანაპირები დავითის ტახტის «მარადიულად განმტკიცების» შესახებ (ეზეკიელი 34:23,24). და კვლავ იმის მაგალითს ვხედავთ, რომ რაიმეს ურყევობის შესახებ დაპირება მაინც და მაინც მის მუდმივად არსებობას არ ნიშნავს.

  ამგვარად, რიგი ბიბლიური მუხლების განხილვის შემდეგ, რომლებიც «ჰადესისა» და მისი «ძალაუფლების» გაგებებს ეხება, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მათეს 16:18-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების ისე განმარტება, რომ ეს კრება საუკუნეების განმავლობაში აუცილებლად იარსებებდა, უსაფუძვლოა. ბიბლიის ცნობილი მაგალითები მსგავსი აზრების ოდნავ განსხვავებულ მნიშვნელობაზე საუბრობენ. როგორც ცალკეული ადამიანები, ისე ღვთის მთელი კრება, შეიძლება დაცულები ყოფილიყვნენ «ჰადესის» ძალაუფლებისგან, თუმცა, ეს იმას სულაც არ მოიაზრებდა, რომ ღმერთი მათ პირდაპირი გაგებით სიკვდილისგან იცავდა. «ჰადესის» ღვთის კრებაზე ვერ გამარჯვება, ცოტა სხვა რამეს ნიშნავდა — «ჰადესს» არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამუდამოდ გაანადგუროს მისი მსახურები. როგორც ის ადამიანები, რომლებიც თავისი სიცოცხლის დასასრულს «ჰადესში» წავიდნენ, ღვთის განზრახვის თანახმად კვლავ მკვდრეთით აღდგებიან ახალი სიცოცხლისთვის, ასევე კვლავ უნდა აღმდგარიყო «ჰადესის» სულიერი წყვდიადიდან მისი კრება, რათა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინა. ეკზეგეტიკური ლოგიკის მიყოლით, ზუსტად ამ გაგებით უნდა იქნას გაგებული მათეს 16:18-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები.


იგავი ათი ქალწულის შესახებ (მათე 25:1-12)


  ჩვენი კვლევის შემდეგ ნაწილს ასეთი შეკითხვის გარკვევას დავუთმობთ: იძლევა თუ არა ბიბლია იმის ფიქრის საფუძველს, რომ ღვთის განზრახვით მისი კრება ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში სულიერი წყვდიადის მდგომარეობაში იქნებოდა? ამ შეკითხვის პასუხად იესოს სიტყვები გამოდგება:

  "მაგრამ, როცა მოვა კაცის ძე, პოვებს კი ამგვარ რწმენას დედამიწაზე?" (ლუკა 18:8).

 
თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტეს კრება უფლის მოსვლამდე ხელუხლებელ და გამოჩენილ მდგომარეობაში უნდა დარჩენილიყო, მაშინ რატომ დასვა უფალმა ეს შეკითხვა? რატომ არ ჟღერდა იესოს სიტყვებში ასეთი წარმატებული მდგომარეობისადმი რწმენა? ამას მაშინ გავიგებთ, თუ თავის მომავალ მოსვლასთან დაკავშირებით იესოს მიერ მოყვანილ სხვა მაგალითებს შევადარებთ ერთმანეთს.


  იესომ არაერთი იგავი დაგვიტოვა, რომლებშიც მსმენელების ყურადღებას თავის მომავალ მოსვლაზე და მათი მხრიდან სულიერი სიფხიზლის შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებდა, ვინც საკუთარ თავს მის მოწაფედ მიიჩნევდა. ასეთი იგავების დამახასიათებელ ნაკვთს «ბატონის» წასვლა, მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არყოფნა და  დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება წარმოადგენს. ერთერთ ასეთ მაგალითში საუბარი იყო ზეციერი სამეფოს ათ ქალწულთან შედარების შესახებ:


  "იმ დროს ზეციერი სამეფო იმის მსგავსი იქნება, ათმა ქალწულმა თავისი ლამპარი რომ აიღო და ნეფის შესაგებებლად გავიდა. მათგან ხუთი უგუნური იყო, ხუთი კი — გონიერი. უგუნურებმა ლამპრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ წაუღიათ თან. გონიერებმა კი ლამპრებთან ერთად ჭურჭლით ზეთიც გაიყოლეს. ნეფეს შეაგვიანდა, ამიტომ ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა. შუაღამისას ხმა გაისმა, ნეფე მოდის, გამოდით და შეეგებეთო. მაშინ წამოდგნენ ქალწულები და თავ-თავიანთი ლამპრები გამართეს. უგუნურებმა სთხოვეს გონიერებს, ცოტა ზეთი მოგვეცით, ლამპრები გვიქვრებაო. გონიერებმა მიუგეს, მერე შეიძლება არც ჩვენ გვეყოს და არც თქვენ, ამიტომ აჯობებს, ვაჭრებთან წახვიდეთ და იყიდოთო. სანამ ისინი საყიდლად იყვნენ წასულები, ნეფეც მოვიდა. ქამწულები, რომლებიც მზად დაუხვდნენ, მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო ნადიმზე და კარიც დაიკეტა. მოგვიანებით დანარჩენი ქალწულებიც მოვიდნენ. „ბატონო, ბატონო, შემოგვიშვი!" — ეხვეწებოდნენ ისინი. მან კი მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ გიცნობთ"" (მათე 25:1-12). 

  
ამ იგავში უფლის მიერ ადამიანების ორი კატეგორიის აღწერილობას ვხედავთ — ხუთი უგუნური და ხუთი გონიერი ქალწულის. რაღა თქმა უნდა, მათში ისინი იგულისხმებოდნენ, ვინც თავს ქრისტიანებად მიიჩნევდნენ. თუმცა რა აზრი ჩადო იესომ იმ «ძილში», რომელმაც ყველას სძლია? რატომ გამოიყენა იესომ ისეთი დამატებითი დეტალები, მაგალითად, როგორიცაა «ნეფეს შეაგვიანდა, ამიტომ ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა»? რისთვის მიუთითა მან იმაზე, რომ გამაფრთხილებელი ძახილი უშუალოდ «შუაღამისას» გაისმა? რა აზრი დევს იესოს მიერ გაკეთებულ ასეთ დაზუსტებებში?
  საყურადღებო ისაა, რომ იმ მაგალითებში, რომლებსაც ქრისტე ქვეყნიერებიდან მის წასვლასთან და შემდგომ დაბრუნებასთან დაკავშირებით იყენებს, ის ხშირად იყენებს პერიოდებს «დღე» და «ღამე», «სინათლე» და «სიბნელე».

  
«სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ, რადგან მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ» (იოანე 9:4,5).

  «სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ გშთანთქოთ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის. სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ» (იოანე 12:35,36).
 
  საერთოდ, ბიბლიაში ძალიან ხშირად გამოიყენება «დღისა» და «სიბნელის» გაგებები ღვთიური კურთხევების აღწერისას ან, პირიქით, სულიერი უმეცრების და ქვეყნიერებაზე სატანის ძალაუფლების აღწერისას.

  
«იაკობის სახლეულობავ, მოდი ვიაროთ იეჰოვას სინათლეში!» (ესაია 2:5). 

  «არ ექნებათ განთიადის ნათელი. ამ მიწაზე გაივლის გატანჯული და მშიერი; მაღლა აიხედავს და შიმშილისა და ბრაზის გამო დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს. დახედავს მიწას და მხოლოდ გაჭირვებას, სიბნელესა და წყვდიადს იხილავს, არ იქნება იქ სინათლე!» (ესაია 8:20-22).

  «
მე, იეჰოვამ, მოგიხმე სიმართლით და ჩაგჭიდე ხელი. დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის, სინათლედ - ერებისთვის, რათა თვალები აუხილო უსინათლოებს, დილეგიდან დაიხსნა პატიმრები და სატუსაღოდანსიბნელეში მსხდომნი... მათთვის უცნობი გზით ვატარებ უსინათლოებს და მათთვის უცნობ სავალს გავატკეპნინებ. ბნელს ნათლად ვუქცევ და ოღროჩოღროს - ვაკედ. ამას გავაკეთებ მათთვის, არ მივატოვებ მათ» (ესაია 42:6,7,16).

  «
აი, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადიერებს, შენზე კი იეჰოვა გამოანათებს და შენზე გაბრწყინდება მისი დიდება. ხალხები გამოემართებიან შენი სინათლისკენ და მეფეები — შენი განთიადის ბრწყინვალებისკენ» (ესაია 60:2,3).

  «
ბნელში მსხდომმა ხალხმა დიდი სინათლე იხილა და სიკვდილის ჩრდილით მოცულ ქვეყანაში მსხდომთ სინათლე გამოუბრწყინდათ» (მათე 4:16).

  «
ამ თანაგრძნობის წყალობით ცისკარი მოგვევლინა მაღლიდან, რათა გაუნათოს ბნელსა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ და მშვიდობის გზაზე დაგვაყენოს» (ლუკა 1:78,79).

  «
სინათლე უცხოტომელთათვის რიდის ჩამოსახსნელად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდება» (ლუკა 2:32).

  «
ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ყველანაირ ადამიანს უნათებს, მალე ქვეყნიერებას მოევლინებოდა» (იოანე 1:9).

  «
მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში კი აღარ ივლის, სიცოცხლის სინათლე ექნება» (იოანე 8:12).

  «
რომ თვალი აუხილო მათ, სიბნელიდან სინათლეზე გამოიყვანო, სატანის ძალაუფლებისგან დაიხსნა და ღვთისკენ მოაქციო, რათა ჩემდამი რწმენით ცოდვები მიეტეოთ და განწმენდილებთან ერთად მიიღონ მემკვიდრეობა» (საქმეები 26:18).

  «
თუმცა იციან, რომ ის ღმერთია, არ ადიდებენ მას და არც ემადლიერებიან; საღ აზრსაა მოკლებული მათი მსჯელობა და უმეცრებითაა დაბნელებული მათი გული» (რომაელები 1:21).

  «
თქვენ კი «რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ», ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ» (1 პეტრე 2:9).

  «
ხალხები მისი სინათლით ივლიან და დედამიწის მეფეები იქ თავიანთ დიდებას შეიტანენ. დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება, რადგან იქ ღამე საერთოდ არ იქნება» (გამოცხადება 21:24,25). 


  ჯანსაღი ლოგიკა გვკარნახობს, რომ სახარებისეულ მაგალითებში «ღამის» აღწერილობებში, რომლებიც «ბატონის» (ანუ უფალი იესოს) დაბრუნებას უძღვის წინ, დროის ის ხანგრძლივი პერიოდი იგულისხმება, როდესაც ჭეშმარიტების გზა ჩამქვრალ მდგომარეობაში იქნება. როგორც ათი ქალწულის ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში «მეფე იგვიანებდა», რის გამოც მათ, ვინც თავს «ქრისტიანებს» უწოდებდნენ, «ჩასთვლიმათ და ჩაეძინათ». და მართლაც, ისტორიული მტკიცებულენების თანახმად, დროთა განმავლობაში ქრისტიანების ესხატოლოგიური მოლოდინები ნულს გაუტოლდა, რამაც მომავალი ზეციური სამეფოდან აქცენტები მიწიერ საქმეებზე გადაიტანა, რამაც, თავის მხრივ, ქვეყნიერებასთან შერწყმული «ქრისტიანების» მთელი თაობები წარმოშვა. აბსოლუტურად ნათელია, რომ იესომ მოცემულ იგავში სულიერი «სიბნელის» მოსალოდნელ პერიოდზე გააკეთა აქცენტი, რომელშიც ადამიანების მრავალ თაობას უნდა ეცხოვრა (ესაია 59:9,10; 60:2; 2 კორინთელები 4:4; ეფესოელები 4:18).

  
ასეთი «სიბნელის» ღრუბლებმა ჯერ კიდევ მოციქულების სიცოცხლეში დაიწყეს მოგროვება, რაც პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომელშიც ის «ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა» შესახებ საუბრობს (ეფესოელები 6:12). ასევე ის წინასწარმეტყველებდა:


«ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენს შორისაც გამოჩნდებიან ისინი, ვინც დაამახინჯებენ მოძღვრებებს, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები» (საქმეები 20:29,30).

«
საიდუმლოებით მოცული უკანონობა უკვე მოქმედებს, მაგრამ ეს უკანონობა მაშინ გამოაშკარავდება, როცა შემაკავებელი ძალა აღარ იარსებებს. მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი» (2 თესალონიკელები 2:7,8). 


 
მაშ ასე, ათი ქალწულის შესახებ იესოს იგავის მიყოლით, ჩვენ ვიგებთ, რომ მათში ნაგულისხმევია ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ და რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ელოდნენ თავისი უფლის მოსვლას. ეს პერიოდი იმდენად ხანგრძლივი აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს «ჩაეძინა შუაღამისას». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესოს მალე დაბრუნებასთან დაკავშირებული ადრეული ქრისტიანების მოლოდინი არ გამართლდა - «ნეფე იგვიანებდა» - ამიტომ კრება თანდათანობით ქვეყნიერების სულიერი სიბნელის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეკლესიის სულიერი «ძილის» დრო დადგა. წმინდა წერილის სინათლე თანდათანობით ხელმიუწვდომელი გახდა მრავალი ადამიანისთვის, რომლებსაც ჭეშმარიტება სწყუროდათ (შეადარეთ 2 პეტრე 1:19). ქრისტეს სწავლებები დროთა განმავლობაში ქვეყნიური ფილოსოფიით, ცრურწმენებითა და წარმართობით იქნა დამახინჯებული. ნაცვლად იმისა, რომ «ამ ქვეყნიერების ნაწილი» არ ყოფილიყო, ეკლესია თავად იქცა ამ ქვეყნიერების ერთერთ ძირითად ნაწილად, როდესაც პოლიტიკაში, ომებსა და რეპრესიებში ჩარევა დაიწყო (იოანე 8:23; 17:16). როგორც იესომ გაუსვა ხაზი, «ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა».

  ის ფაქტი, რომ ყველა «ქალწული» ძილს აგრძელებდა შუაღამისას, სანამ ისინი ხმამაღალმა შეძახილმა არ გააღვიძა, იმაზე მეტყველებს, რომ ეკლესიამ ვერ შეძლო საკუთარი თავის სულიერ სიწმინდეში და სიფხიზლეში შენარჩუნება. ცვლილებები შეიძლება მხოლოდ გარეგანი ჩარევის შემთხვევაში მომხდარიყო. ასე რომ, მხოლოდ ისინი შეძლებდნენ «[უფალთან ერთად] საქორწილო ნადიმზე შესვლას, ვინც ხელახლა შეძლებდა საკუთარ თავში სათანადო სულიერი ცეცხლის ანთებას.

  
"სიფხიზლისკენ მოწოდება ეკლესიის სწავლებას შეეხება... განაჩენი - ცრუეკლესიას" (ეპისკოპოსი კასიანე "ლექციები ახალ აღთქმასთან დაკავშირებით"). 

  არსებობს მოსაზრება, რომ ათი ქალწულის «ძილში» ქრისტიანების რეალური სიკვდილი, მათი მიწიერი ცხოვრების დასასრული იგულისხმება, «გამოღვიძებაში» კი - მათი მკვდრეთით აღდგომა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იბადება კითხვები. ასეთ ახსნას თუ ხუთი გონიერი ქალწულის მიმართ გამოვიყენებთ, მაშინ ზუსტად იგივე გაგება უნდა გამოვიყენოთ ხუთი უგუნურის მიმართაც. ასეთ შემთხვევაში იმის აღიარება მოგვიწევს, რომ მათში ის ქრისტიანები მოიაზრებიან, რომლებმაც უფლის მხრიდან მოწონება ვერ დაიმსახურეს, თუმცა რატომღაც მკვდრეთით იქნენ აღდგენილნი, არადა მან საკმაოდ გასაგებად აღნიშნა, რომ «არ იცნობდა მათ» (მათე 25:12). გარდა ამისა, როგორ უნდა გავიგოთ იგავის ის მითითება, რომ მათი გამოღვიძების შემდეგ ხუთი უგუნური ქალწული ჯერ კიდევ ემზადება ბატონთან შესახვედრად, გონიერებთან აქვთ დისკუსია, შემდეგ კი «ზეთის» საყიდლად მიდიან? ანუ ჩვენ ვხედავთ დროის აშკარა მონაკვეთს, რომელიც ქალწულებს გამოღვიძებიდან «ნეფის» მოსვლამდე აქვთ. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს, რითაც იმედოვნებენ არასაკმარისი «ზეთის» ყიდვის მოსწრებას ბატონის გამოჩენამდე და მასთან ერთად ნადიმზე შესვლას. აშკარაა, რომ «ძილში» და «გამოღვიძებაში» ვერ იქნება ნაგულისხმევი «მართლებისა და უმართლოების» ფიზიკური სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა (საქმეები 24:15). კონტექსტუალურ მითითებას თუ მივყვებით, «ძილსა» და «ღამეში» უფრო ლოგიკურია დროის ის ხანგრძლივი პერიოდი ვიგულისხმოთ, რომელიც ლამის ორი ათას წელიწადს ითვლის, როდესაც «ნეფე იგვიანებდა», რომლის დროსაც ჭეშმარიტების სინათლე თითქმის ჩაქვრა, ქრისტიანული კრება კი ძილის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა. და მხოლოდ უშუალოდ უფლის მოსვლის წინ, როდესაც სულიერ სიბნელეში გაისმოდა გაფრთხილება „ნეფე მოდის! გამოდით და შეეგებეთო", მხოლოდ მაშინ უნდა გამოჩენილიყვნენ ისინი, ვისაც ის ნამდვილად მიიჩნევდა «თავისებად» (იოანე 10:14). იმ სიტყვების ანალოგიურად, რომლებიც წინასწარმეტყველი მალაქიას მეშვეობით იქნა ნათქვამი:



  «ჩემები იქნებიან ისინი,— ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,— იმ დღეს გამოვარჩევ მათ და ჩემს საკუთრებად ვაქცევ. შევიბრალებ მათ, როგორც კაცი იბრალებს დამჯერ ვაჟს. მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას» (მალაქია 3:17,18).

იგავი ხორბალსა და სარეველაზე (მათე 13:24-30, 36-43)

  ზემოთთქმულის დამატებით მტკიცებულებას იესოს მიერ მოყვანილი კიდევ ერთი იგავი წარმოადგენს.

  
«ზეციერი სამეფო შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, სარეველაც ამოიზარდა. ყანის პატრონის მონები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: „ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? სარეველა საიდან გაჩნდა?" მან მიუგო: „ეს მტერმა ჩაიდინა". „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?" — ჰკითხეს მათ. მან უთხრა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად, და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში... ...მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: «აგვიხსენი იგავი ყანაში ამოსულ სარეველაზე». მან მიუგო: «კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, ყანა ქვეყნიერებაა, კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები, მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია, მკა ქვეყნიერების ბოლოა, მომკელები კი ანგელოზები არიან. სარეველას აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, იგივე მოხდება ქვეყნიერების ბოლოს. კაცის ძე თავის ანგელოზებს გაგზავნის და მისი სამეფოდან მოაგროვებენ ყოველგვარ საცდურსა თუ უკანონობის ჩამდენთ, და გავარვარებულ ღუმერში ჩაყრიან. იქ მოჰყვებიან ისინი ტირილსა და კბილთა ღრჭენას. იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ. ვისაც ყური აქვს, ისმინოს!" (მათე 13:24-30, 36-43). 


  ჩვენ კვლავ იმ ნაცნობ დეტალს ვხედავთ, რომელსაც ქრისტე არაერთხელ იყენებდა იგავებში და თვალსაჩინო მაგალითებში. ეშმაკი, რომელმაც ხორბალში სარეველა ჩათესა, ამას შუაღამისას აკეთებს, «როცა ხალხს ეძინა». ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქრისტიანული კრების ისტორიაში ადგილი უნდა ჰქონოდა სულიერი სიბნელის ხანგრძლივ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ჭეშმარიტება დავიწყებას იქნებოდა მიცემული. ამ დროის განმავლობაში ეშმაკი დახელოვნებულად თესავდა რელიგიური სიცრუის თესლს, რისი შედეგიც იმ სარეველას უხვად გაზრდა გახდა, რომლებიც ქრისტიანობით ინიღბებიან.

  «ეს ღამით მოხდა, რადგან ღამე — ძილის დროა. სატანა წყვდიადში მმართველობს, რაც მას სარეველას დათესვის შესაძლებლობას აძლევს [...] ისინი მაშინ ჩაითესა, როცა ხალხს ეძინა. ხელისუფლებას, რომელსაც თავისი ძალით, და მსახურებს, რომლებსაც თავისი ქადაგებით უნდა შეეშალათ ბოროტებისთვის ხელი, ეძინათ» (მეთიუ ჰენრი «ახალი აღთქმის ყველა წიგნის განმარტება»).


  «მაშ, ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ! მძინარეს ღამით სძინავს და ვინც სვამს, ღამეს მთვრალი ხვდება. ჩვენ კი, ვინც დღის ძეები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს, ვინაიდან ღმერთს ჩვენთვის რისხვის დატეხა არ სურს; მან იმისთვის აგვირჩია, რომ გვიხსნას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით» (1 თესალონიკელები 5:6-9).

 
ზუსტად ამაში გვარწმუნებენ იგავის ზოგიერთი სხვა დეტალებიც. იესოს სიტყვებს თუ ყურადღებით დავუკვირდებით, შეგვიძლია მნიშვნელოვანი თავისებურება შევნიშნოთ, რომელიც როგორც ხირბალს, ისევე სარეველას შეეხება. ყველა მათგანმა დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადეს. თავიდან მათზე საუბარია, როგორც თესლზე, შემდეგ — როგორც ჯეჯილზე, ბოლოს კი — როგორც სრულიად მომწიფებულ ხორბალზე. ფაქტიურად მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მკის დრო დადგებოდა, ხორბლისა და სარეველის გარჩევა შეუძლებელი იყო. ცრუხორბალი იმდენად გავრცელებული და ნამდვილის მსგავსი აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანების თვალსაზრისით ერთის მეორისგან მკაფიოდ გარჩევა შეუძლებელი იყო, რაზეც ბატონის სიტყვებიც მიუთითებს, რომელმაც გამარგვლის უფლება არ მისცა, რათა სარეველასთან ერთად ხორბალიც არ დაეზიანებინათ! გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენდა იმდენად არა მათი გარეგნული მსგავსება, არამედ ისიც, რომ მიწის სიღრმეში სარეველას ფესვები მჭიდროდ იყო გადაჭდობილი ხორბლის ფესვებთან. იესოს ეს მაგალითი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლებდა ცრუ ქრისტიანობა თავისი წეს-ჩვეულებებითა და არაბიბლიური სწავლებებით ქრისტეს ჭეშმარიტების ჩანაცვლებას. სიტუაციის მოგვარება მხოლოდ «მკის» დროს იქნებოდა შესაძლებელი, როდესაც ნამდვილი მკის მსგავსად ღმერთი სარეველას ხორბლისაგან გამოარჩევს.

  «როდესაც ხორბალი და სარეველა დამწიფდა, მომკელებმა ხორბალი მომკეს, სარეველა კი, რომლებიც მასზე დაბალი იყო, ცალკე აიღეს» (კ. კინერი «ახალი აღთქმის კულტურულ-ისტორიული კომენტარები»).

 
ეჭვგარეშეა, რომ უფლისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს იმის ცოდნა, თუ ვინ ასრულებს მისი მსახურებიდან მის ნებას და ვინ არა (მათე 7:21-23). თუმცა მოცემულ იგავში იესომ თვალნათლივ აჩვენა, რომ თვითონ ადამიანებისთვის ამ განსხვავების დანახვა უკიდურესად რთული ამოცანა იქნებოდა. ანუ ადამიანებს მრავალი საუკუნეების განმავლობაში არ ექნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ ჭეშმარიტი «ხორბალი» ამოეცნოთ. უკვე მხოლოდ ეს ერთი ფაქტი ხდის უაზროს ნებისმიერ მტკიცებულებას რომელიღაც «ავტორიტეტული» ეკლესიის შესახებ, რომელიც იმის მტკიცებას ცდილობს, რომ ზუსტად ის წარმოადგენს იმ «ჭეშმარიტ ეკლესიას», რომელსაც დასაბამი ვითომდა სამოციქულო კრებიდან აქვს აღებული. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ნებისმიერ დროს მცხოვრები ადამიანებისთვის არანაირი სირთულე არ იარსებებდა ამ ეკლესიის ცრუსგან გასარჩევად, რაც თავის მხრივ იესოს მაგალითის სიმცდარეს დაამტკიცებდა.

 
ეს გარემოება ყველაზე დიდ პრობლემას კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის ქმნის, რადგან ორივე მათგანი ყოველგვარი სირთულეების გარეშე აგრძელებდა არა უბრალოდ არსებობას, არამედ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მცხოვრებ, მათ კუთვნილ ხალხზე ფართო ბატონობასაც, იმპერატორი კოსტანტინეს დღეებიდან მოყოლებული და ჩვენს დღეებამდე ისინი ქვეყნიური ხელისუფლებების უახლოეს საყრდენს წარმოადგენენ და მკაცრად უპირისპირდებიან ყოველგვარ რელიგიურ კონკურენციას. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს ეკლესიები არანაირ სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ მათ ხალხზე რაიმე სახის რელიგიური გავლენა ჰქონოდათ. თავისი რელიგიური მოწინააღმდეგეების რეპრესიებითა და სასტიკი განადგურებითაც კი, ეს ეკლესიები ვერანაირად ვერ ჯდებიან იმ «ხორბლის» გაგებაში, რომელიც ქრისტემ დათესა, პირიქით, ისინი იმ «სარეველას» კატეგორიას უფრო ეკუთვნიან, რომელიც «ხორბალს» აშთობდა. გასაკვირი არ არის, რომ ბიბლიის მიერ «დიდი ბაბილონის» იმ მრავალსაუკუნოვანი სისტემის აღწერისას, რომელიც ცრუ თაყვანისმცემლობას ასიმბოლოებს, საუბარი «მეძავს» შეეხება:

  «რომელთანაც გარყვნილებას სჩადიოდნენ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი გარყვნილების ღვინით თვრებოდნენ... საკუთარ თავს განადიდებდა და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა... რადგან გულში ამბობს: „დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და არასოდეს ვიგლოვებო"» (გამოცხადება 17:2; 18:7). 

  ამავდროულად, საინტერესო მითითებას ვპოულობთ დეივიდ სტერნის კომენტარში: «სარეველა (ბერძ. «ზიზანიონ», ძვ. ებრ.-დან «ზონინ») — ბალახია, რომელიც ხორბალივით გამოიყურება მანამ, სანამ არ დამწიფდება. იუდაიზმში ზონინი განიხილება არა როგორც ცალკეული მცენარე, არამედ როგორც ხორბლის დეგენერატიული ფორმა. ეს მიშნადან ჩანს, კილაიმ-ის 1:1-დან: «ხორბალი და ზონინი არ წარმოადგენენ განსხვავებულ კულტურებს»... უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც ისრაელი ღმერთს ზურგს აქცევდა, თანახში ის მონათესავე სიტყვით, "ზონახ" («მეძავი») აღიწერებოდა. სიტყვა „ზონინ“-ის ასეთი გაგება იგავის აზრის უფრო ღრმა გაგებაში გვეხმარება" (დეივიდ სტერნი "ებრაული ახალი აღთქმის კომენტარები").

 
ამ აღწერილობების საშუალებით ბიბლია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ზუსტად «სარეველა» და «მეძავი» - ცრუ რელიგია - მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო დაახლოებული სახელმწიფო ხელისუფლებებთან და ფართო აღიარება და გავლენა ჰქონდა ხალხებზე. რელიგიური განდგომილების ასეთი «სარეველა» საუკუნეების განმავლობაში გამოირჩეოდა «სამარცხვინო ფუფუნებით» და გამდიდრებისაკენ სწრაფვით (გამოცხადება 17:4). ფრაზა «დედოფლად ვზივარ» საბოლოოდ უსვამს ხაზს თუ რა კატეგორიაში ხვდებიან ე.წ. «სახელმწიფო», ანუ «ტრადიციული», რელიგიები, რომელთა საყრდენსაც ქვეყნიური ხელისუფლებები წარმოადგენენ და მთელი ძალებით ცდილობენ თავისი მაღალი სტატუსის შენარჩუნებას საზოგადოებაში.

  ამასთანავე იესოს მიერ მოცემული თვალსაჩინო მაგალითი საბოლოოდ უსვამს ხაზს ასეთი ეკლესიების მცდელობებს, რომ ჭეშმარიტი რელიგიის პრეტენზია ჰქონდეთ «ისტორიული მემკვიდრეობითობის» იდეის დახმარებით, რადგან იესოს სიტყვების თანახმად «სარეველაც» ფაქტიურად ხორბალთან ერთად იყო დათესილი და «ისტორიულად» ისინიც სავსებით შეიძლება მოქცეულიყვნენ «მემკვიდრეობითობის» განსაზღვრების ქვეშ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არავითან რეალურ «მემკვიდრეობითობაზე», გარდა დათესვის დროისა, არ შეიძლება იყოს საუბარი!


  ამ რეალობის გააზრება იმის უკეთ გაგებაში გვეხმარება, თუ რატომ გაამახვილა იესომ თავის იგავში ყურადღება იმ ამოცანის სირთულეზე, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს «სარეველას» სიმრავლის გამო ჭეშმარიტი «ხორბლის» გარჩევა გაუჭირდებოდათ. და მართლაც, იმ სიტუაციაში, როდესაც მსგავსი სახის «სარეველამ» არა მხოლოდ ჭეშმარიტი სწავლებები დაამახინჯა, არამედ ყველგან საკუთარი ტრადიციები და გავლენა გაანრცელა, ამავდროულად მათ დევნას განაგრძობდა, ვინც ასეთი დამახინჯების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გამარჯვებაზე საუბარი ძალიან ნაადრევი იყო.

 
ასე რომ, იესოს მიერ მოცემული მაგალითი ერთმნიშვნელოვნად გამოდის, როგორც მინიმუმ, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების წინააღმდეგ, რადგან ისინი აბსოლუტურად არ შეესაბამებიან იმ «ხორბლის» ნიშნებს, რომელიც «სარეველას» სიმრავლეში ჩაიკარგა და რომლის გამორჩევაც უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ «მკის» დაწყებამდე.


  «ხორბლისა» და «სარეველას» შესახებ იგავის წარმოჩენას ხანდახან ისეთ შუქში ცდილობენ, რომ თითქოს მასში ერთადერთ ეკლესიაზეა საუბარი, რომელშიც ერთდროულად არიან როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები, ასევე ცრუ მოწაფეებიც. ვითომდა, ასეთ შემთხვევაში ჭეშმარიტი «ტრადიციული» ეკლესიის განსაზღვრება ეჭვქვეშ აღარ დგება, არამედ საკითხი უკვე მასში მყოფ მის წარმომადგენლებს შეეხება. თუმცაღა, ასეთი მიდგომა თავიდანვე ეწინააღმდეგება ქრისტეს მიერ ამ იგავის ახსნას. რადგან იესომ, როდესაც თავის მოწაფეებს თავის ნათქვამს განუმარტავდა, იმაზე მიუთითა, რომ «ყანა ქვეყნიერებაა», და არა ეკლესია (მათე 13:38). ამიტომ დათესილი თესლიც ჩაყრილი იქნა არა კონკრეტულ ეკლესიაში, არამედ ქვეყნიერებაში, «მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია» (1 იოანე 5:19). შესაბამისად, აქ საუბარი ვერანაირად ვერ შეეხება ეკლესიას, რომელშიც ერთგული და ორგული მსახურები არიან. სრულიად განსაზღვრულად იგავი გაგებული უნდა იქნას როგორც იმ ჭეშმარიტი და ცრუ თაყვანისმცემლობის აღწერა, რომელიც ამ ქვეყნიერებაში არსებობს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაღწევთ ქრისტეს სიტყვებთან ჩვენი გაგების სრულ შესაბამისობას.

 
«ყანა ქვეყნიერებაა. მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ ყანა - ქვეყნიერებაა და არა ეკლესია. კარგი თესლი - სამეფოს ძეები არიან... არსი იმაში მსგომარეობს, რომ ეს სამეფოს ძეები ქვეყნიერებაში არიან დათესილნი. თავისი საჯარო მსახურების წლებში იესო ქვეყნიერებაში იმ მოწაფეებს თესავდა, რომლებიც მისი სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები იყვნენ. სარეველა - ბოროტის ძეები არიან. სატანას ყველაფერი წმინდის მიბაძვა შეუძლია. ის ქვეყნიერებაში მათ თესავს, ვინც ქრისტეს მოწაფეებს ჰგვანან, ვინც მათ მსგავსად ლაპარაკობენ, გარკვეულწილად ისე იქცევიან, როგორც ისინი, მაგრამ ამავდროულად არ წარმოადგენენ სამეფოს ჭეშმარიტ მიმდევრებს […] ეს იგავი არ ამართლებს ადგილობრივ ეკლესიებში უღმერთო ადამიანებისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებას, როგორც ზოგიერთები მიიჩნევენ მცდარად. დაიმახსოვრეთ, რომ ყანა - ქვეყნიერებაა და არა ეკლესია. ადგილობრივ ეკლესიებს სავსებით გასაგებად ეძლევათ მითითება, რომ თავისი წიაღიდან მოიშორონ უზნეო ცოდვებში ბრალდებულები (1 კორ. 5,9-13). ეს იგავი უბრალოდ გვასწავლის, რომ ზეციური სამეფოში ფარული ფორმით იქნება ნამდვილი და მოჩვენებითი, ჭეშმარიტი და ყალბი და ასეთი მდგომარეობა ქვეყნიერების ბოლომდე გასტანს" (უილიამ მადონალდი «ახალი აღთქმის კომენტარები»).

  
ამგვარად, იესოს მოცემული  იგავის აზრი გაგებული უნდა იქნეს არა როგორც სარეველას ეკლესიის წიაღში აღწერილობა, არამედ ქვეყნიერებაში, ღვთის ჭეშმარიტი კრებისგან ცალკე. ხოლო ასეთ თვალსაზრისს თუ ვუარყოფთ, მაშინ იესოს განმარტების უარყოფაც მოგვიწევს იმასთან დაკავშირებით, რომ «ყანა ქვეყნიერებაა» და არა მისი კრება. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ფაქტის სახით მივიღოთ იმ სულიერად სუსტი ქრისტიანების, რომლებიც ხშირად ცდებიან, გამოსწორების შეუძლებლობა და ძლიერი რწმენის მქონე ღვთის მსახურებად ქცევა, რადგან იესოს იგავში თავიდანვე «ხორბლისა» და «სარეველას» მკაფიო გაყოფა ხდება, მათი დათესვიდან - მკამდე. რა თქმა უნდა, რომ ხორბლის თესლი ვერანაირად ვერ იქცევა სარეველას თესლად, და ზუსტად ასევე პირიქით. იესოს იგავი ამ საკითხში უკიდურესად კატეგორიულია. თუმცა განა ეს მაგალითი შეიძლება იმ ადამიანისთვის იყოს განკუთვნილი, რომელსაც არჩევანისა და გამოსწორების უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ თავად იესო მოუწოდებდა მრავალჯერ ასეთი გამოსწორებისაკენ? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ ამ მაგალითის რომელიმე «ტრადიციული» ეკლესიის შიდა საქმეებთან დაკავშირებით გამოყენება ვცადოთ. ყველა გონივრული მოსაზრებები იმას ადასტურებს, რომ იესო მსოფლიოს მომავალ მდგომარეობაზე საუბრობდა, როდესაც ცრუ ქრისტიანობა ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაჩრდილავდა. მხოლოდ ქვეყნიერების ბოლოს გახდის უფალი თვალსაჩინოს მათ შორის არსებულ განსხვავებას.

  «იმ დიდებულ დღეს ისინი ერთმანეთისგან გადაირჩევიან და ხორბალს შორის სარეველა აღარ იქნება, ცოდვილების ადგილი აღარ იქნება წმინდებს შორის, მაშინ აშკარად დაინახავენ განსხვავებას «მართალსა და ბოროტეულს შორის», რომლის დანახვაც დღეს ძალიან რთულია (მალაქია 3:18; 4:1)» (მეთიუ ჰენრი «ახალი აღთქმის ყველა წიგნის განმარტება»).

«უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ტაძრის მთა მთათა მწვერვალებს ზემოთ განმტკიცდება» (ესაია 2:1-4)

  თუ ეს ყველაფერი ასეა, თუ ქრისტეს ჭეშმარიტების სინათლე ხანგრძლივი წლების განმავლობაში დაიფარა  წყვდიადში ჩაძირული ქვეყნიერებისთვის, მაშინ როგორ და როდის შეძლებდა ქრისტეს კრება ჰადესის ტყვეობიდან განთავისუფლებას? როგორი სახით შესრულდებოდა იესოს სიტყვები, რომ «ვერ სძლევენ სამარის (ჰადესის) კარიბჭენი»? (მათე 16:18). ამ შეკითხვების პასუხებს ბიბლიის წინასწარმეტყველური მითითებები წარმოადგენენ, რომლებიც ღვთის სიტყვის მკითხველების ყურადღებას, «უკანასკნელი დღეების» მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მოვლენებისაკენ მიაპყრობენ.

  «უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ტაძრის მთა მთათა მწვერვალებს ზემოთ განმტკიცდება, გორებს ზემოთ აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას. წავა მრავალი ხალხი და იტყვის: «მოდი ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის ტაძარში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით», რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან. ის სამართალს გაუჩენს ერებს და საქმეებს მოაგვარებს მრავალი ხალხისთვის. ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს» (ესაია 2:1-4).
 
  როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, უშუალოდ არსებული ქვეყნიერების «უკანასკნელ დღეებში», «იეჰოვას ტაძრის მთა», რომელიც ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას განასახიერებს, თაყვანისმცემლობის სხვა ფორმების «მთებზე» და «გორებზე» მაღლა აღმოჩნდება. ზუსტად «უკანასკნელი დღეების» პერიოდში უნდა დაწყებულიყო სხვადასხვა ერის ადამიანების მოწოდება, რომ «მოდი ავიდეთ იეჰოვას მთაზე... [რათა ღმერთმა] გვასწავლოს თავისი გზები». თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ სიტყვების შესრულების დროის მიკუთვნება 1-ლი საუკუნისთვის იყოს შესაძლებელი, როდესაც ქრისტიანობა დაიბადა. მიზეზი — იმ მოვლენებშია, რომლებიც ამ ბიბლიურ მუხლშია აღწერილი. აქ მათ ბოლომდე შესრულებულის აზრი აქვს და იმაზე არაფერი მეტყველებს, რომ მათში აღწერილი შემდგომ უნდა შეწყვეტილიყო. განათლება, რომელსაც იეჰოვა ერებს შესთავაზებდა, «მრავალი ხალხის საქმეების მოგვარებას» და მშვიდობის დამყარებას შეუწყობდა ხელს. «ერებს შორის» მოსამართლედ ამიერიდან მხოლოდ უფალი იქნებოდა. აქ აღწერილი მოვლენები საკუთარ თავში გლობალურ და აბსოლუტურ აზრს ატარებენ! თუმცა, როგორც კარგადაა ცნობილი, კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში 1-ლი საუკუნის შემდეგ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. პირიქით, ქვეყნიერება სულ უფრო მეტად იძირებოდა ვაებასა და ომებში, რომელთაგან ყველაზე სასტიკებსაც უშუალოს ე.წ. «ქრისტიანულ სამყაროში» ეყრებოდა დასაბამი. შუასაუკუნეების (და არა მხოლოდ) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ადამიანები რელიგიური და სამეცნიერო უწიგნურობის საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამ უდავო ფაქტების გათვალისწინებით სრულიად შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, რომ ესაიას 2:1-4-ში მოცემული წინასწარმეტყველური მითითებები შეიძლება 1-ლ საუკუნეს მიეკუთვნებოდეს. პირიქით, თვითონ მოციქულები იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ ახლო მომავალში ქრისტეს სწავლება ჭეშმარიტებისგან მასიური განდგომილების გამო დამახინჯდებოდა (2 თესალონიკელები 2:3-12). ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შემდეგომ, «უკანასკნელ დღეებში», ღვთის განზრახვის თანახმად, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იმდენად ამაღლდებოდა, რომ ყველა ერიდან შეძლებდნენ ადამიანები იეჰოვასთან მისვლას და მისი გზების სწავლას.

  «შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე ამ წიგნს უკანასკნელ დრომდე; ბევრი დაიწყებს კვლევა-ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა... წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ უნდა დარჩეს და მეჭედდასმული უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე. მრავალი განიწმინდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება. ბოროტები კვლავაც უკეთურად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტი ვერ ჩასწვდება ამ სიტყვებს, გამჭრიახნი კი ჩასწვდებიან" (დანიელი 12:4,9,10).  

  
წინასწარმეტყველი დანიელისადმი მიმართული ღვთის სიტყვები, რომელმაც «უკანასკნელი დროის» შესახებ მიიღო ცნობები, განმარტავენ, რომ «უკანასკნელ დღეებში» ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა «განწმენდის, გასპეტაკებისა და გამობრძმედის» საშუალებით იქნებოდა აღდგენილი — ანუ მისი მსახურების «დიდი ბაბილონის» ცრუ შეხედულებებისა და სწავლებებისაგან განწმენდის საშუალებით, რაც უკვე თავისთავად მოიაზრებს იმ დრომდე შეუბღალავი თაყვანისმცემლობის არარსებობას, რომელიც ასეთი დარჩებოდა საუკუნეების განმავლობაში (შეადარეთ მალაქია 3;3,4; გამოცხადება 18:1-3). პირიქით, როგორც პირდაპირ ჩანს ბიბლიის მოცემული მითითებიდან, ჭეშმარიტების სიტყვები «ბეჭედდასმული უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე», და ზუსტად ამ დღეებში «გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა». ამავდროულად ძველი და ახალი აღთქმების წინასწარმეტყველური წიგნების — დანიელისა და გამოცხადების წიგნების — ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, რაიმე საკვირველებას არ წარმოადგენს ის, რომ ორივე მათგანში ასე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა «უკანასკნელი დროის» მოვლენებს და ჭეშმარიტი ტაყვანისმცემლობის აღდგენას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ცნობილ დასკვნამდე მივდივართ ქრისტეს კრების აღდგენასთან დაკავშირებით იმ პერიოდში, რომელიც სასამართლო დღეს უძღვის წინ.


შეპასუხებები და მათი პასუხები


  მათი მხრიდან, ვინც ამ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს, შეიძლება შემდეგი შეპასუხებები მოვისმინოთ: განა იესო თავის მოციქულებს არ ეუბნებოდა «აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე»? (მათე 28:20). განა მან არ თქვა: «ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე»? (იოანე 14:16). ორივე შემთხვევაში უფალმა თქვა, რომ ის თავის ჭეშმარიტ მოწაფეებთან იქნებოდა დღემუდამ და მარადიულადაც კი. განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ასეთ შემთხვევაში ქრისტეს გულწრფელი მოწაფეები უნდა დარჩენილიყვნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და თვით ქვეყნიერების აღსასრულამდე?

   უმეტესწილად ასეა. მართლაც, ძალიან უცნაური იქნებოდა, ზეცაში დაბრუნების შემდეგ იესოს რომ ხელმძღვანელობის გარეშე დაეტოვა თავისი მოწაფეები! ასეთი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა! თუმცა აქ კარგი იქნებოდა დამატებითი კითხვა დაგვესვა: სინამდვილეში ვინ იყვნენ მთელი ამ დროის განმავლობაში იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები? ვინ თქვა, რომ მათ მსოფლიოს ლიდერი ეკლესიები წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩაძირულნი იყვნენ თავისი რელიგიური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობაში, რომლებმაც თავი დაილაქავეს ქვეყნიერების პოლიტიკურ საქმიანობაში, სისხლისღვრებში, ომებში, კერპთაყვანისმცენლობაში, მომხვეჭელობასა და სხვა მრავალრიცხოვან და მძიმე ცოდვებში მონაწილეობით? სამწუხაროდ, ასეთი ცრუქრისტიანების შესახებ ღმერთმა თავის სიტყვაში საკმაოდ გასაგებად თქვა:


  «ასეთები ცრუმოციქულები არიან; შეცდომაში შეჰყავთ სხვები და თავს ქრისტეს მოციქულებად ასაღებენ. თუმცა, რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ. მაგრამ საბოლოოდ მათ თავიანთი საქმეებისამებრ მიეზღვებათ» (2 კორინთელები 11:13-15. შეადარეთ გამოცხადება 2:2).

  «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?! მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“» (მათე 7:21-23).

  «როცა სახლის პატრონი ადგება და კარს ჩაკეტავს, მაშინ თქვენ გარეთ იდგებით, კარზე კაკუნს მოჰყვებით და სთხოვთ: „ბატონო, შემოგვიშვი!“ ის კი მოგიგებთ: „არ გიცნობთ!“ მაშინ ეტყვით: „ჩვენ ხომ შენთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით?! შენ ხომ ჩვენს მთავარ ქუჩებში ასწავლიდი?!“ ის კი გეტყვით: „არ გიცნობთ.  გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!“ როცა დაინახავთ, რომ აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა წინასწარმეტყველი ღვთის სამეფოში იქნებიან, თქვენ კი გარეთ იქნებით გამოყრილნი, მაშინ მოჰყვებით ტირილსა და კბილთა ღრჭენას. მოვა ხალხი აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და ყველა თავის ადგილს დაიკავებს სუფრასთან ღვთის სამეფოში. ბოლოები პირველები იქნებიან, პირველები კი — ბოლოები». (ლუკა 13:25-30).
 
  როგორც ვხედავთ, სახარებისეული თვალსაზრისი ადამიანური თვალსაზრისისგან განსხვავდება. ადამიანებისთვის თუ მნიშვნელობა გააჩნია ამა თუ იმ ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციულობას, მის გარეგნულ დიდებულებას და საზოგადოებრივი გავლენის დონეს, უფალს სულ სხვაგვარი თვალსაზრისი აქვს მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის უმთავრეს როლს ადამიანის სახარებისეული სულისადმი შესაბამისობა თამაშობს, მისი მისწრაფება «ზუსტად მიჰყვეს [ქრისტეს] ნაკვალევს» და არა რომელიმე ეკლესიის გადმოცემებს, რომელსაც მხოლოდ გარეგნულად აქვს «ქრისტიანული» იერი (1 პეტრე 2:21). ამის შესახებ იესომ ნათლად თქვა ჯერ კიდევ თავისი მიწიერი მსახურების დროს:


  «უფალო, უფალოო, რომ მომმართავთ, რატომ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?» (ლუკა 6:46). 


იესომ ასევე ეკლესიის «ტრადიციულობისა» და «მემკვიდრეობითობის» შესახებაც გამოთქვა აზრი:

  «მათ მიუგეს: „ჩვენი მამა აბრაამია!“ იესომ უთხრა: „აბრაამის შვილები რომ იყოთ, აბრაამივით მოიქცეოდით» (იოანე 8:39).

  «გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი და ნუ იტყვით, ჩვენი მამა აბრაამიაო, რადგან გეუბნებით, ღმერთს ამ ქვებიდანაც შეუძლია აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხის ძირას; ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ» (ლუკა 3:8,9).
 
  როგორც ვხედავთ, იესო არანაირად არ უჭერდა მხარს ეკლესიის «მემკვიდრეობითობის» წარმოსახვით და ფორმალურ პრინციპს, რომელიც ქრონოლოგიურ სტაჟზე ან გეოგრაფიულ მდებარეობაზეა დაფუძნებული, არამედ ამ მემკვიდრეობითობას კარგი ნაყოფითა და სახარებისეული სულით განსაზღვრავდა. «ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ» - აი, ის ძირითადი პრინციპი, რომლითაც ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები ამოიცნობიან და რომელიც თავად უფალმა დაადგინა! (იოანე 13:35). ამავდროულად იმ მრავალრიცხოვან ეკლესიებთან მიმართებით, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით აცხადებენ საკუთარი «მემკვიდრეობითობის» შესახებ, თუმცა საქმეებით სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ, სრულიად სხვა პრინციპია გამოსადეგი, რომელიც ასევე იესომ გააჟღერა. მან ასეთი საზოგადოებები, რომლებიც საკუთარი რელიგიური მემკვიდრეობითობით ამაყობენ, მკრეხელობაში ამხილა:

  «მათი მკრეხელობის შესახებაც ვიცი, ვინც იუდეველობას იჩემებენ, მაგრამ სინამდვილეში სატანის სინაგოგიდან არიან» (გამოცხადება 2:9; 3:9).

  ზემოთ მოყვანილი ახალაღთქმისეული ქრინციპებიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვიღებთ: თავის ჭეშმარიტ მოწაფეებად ქრისტე მათ კი არ ხედავს, ვისაც ქრონოლოგიურ ან გეოგრაფიულ მემკვიდრეობითობაზე გააჩნია პრეტენზია, ან, ვინც საკუთარ მნიშვნელოვნებაზე და საზოგადოებრივ გავლენაზე ამყარებს იმედს. იუდეველებს იდეალური მემკვიდრეობითობა ჰქონდათ როგორც დროის ამბავში, ისე გეოგრაფიული მდგომარეობის და კანონიერი მემკვიდრეობითობის მხრივ. მაგრამ იესომ მათ «სატანის სინაგოგა» უწოდა, რითაც აჩვენა, რომ სულიერად ისინი არანაირად არ შეესაბამებოდნენ «იუდეველების» და «აბრაამის შვილების» სტატუსს (შეადარეთ რომაელები 2:26-29; 9:6-8; გალატელები 3:7-9; ). ზუსტად იგივე პრინციპი მიესადაგება ე.წ. «ქრისტიანულ» ეკლესიებს. ქრისტემ ეს თვალნათლივ აჩვენა, როდესაც იმ «ბევრის» შესახებ ისაუბრა, რომელთაც საკუთარ თვალში სწორი რწმენის მახასიათებლები ჰქონდათ: «არ გიცნობთ. გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!», «არასოდეს გიცნობდით! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:21-23; ლუკა 13:25-30). მართლაც, «ბევრი» ე.წ. «ქრისტიანისთვის», რომლებიც საკუთარი რელიგიის სისწორეში დარწმუნებულები არიან, ეს დიდი შოკი იქნება!

  იესოს სიტყვებიდან გამომდინარე - «ბოლოები პირველები იქნებიან, პირველები კი — ბოლოები» - უკიდურესად მცდარი იქნებოდა თუ საკუთარი ეკლესიის ტრადიციულ მნიშვნელოვნებაზე დავამყარებდით იმედს. მაშინაც კი, თუ თავად ეკლესია აცხადებს იმის შესახებ, რომ ის «პირველი» და «ყველაზე თანმიმდევრულია»! (ლუკა 13:30). უფალი თავის მოწაფეებს მათ უწოდებს, ვინც მის დარიგებებს უგდებს ყურს: «ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ» და «ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ» (იოანე 13:15,35). «სიყვარული კი ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ეს ის მცნებაა, რომელიც თავიდანვე გეუწყათ და რომლის დაცვაც გმართებთ» (2 იოანე 6). ამაში მდგომარეობს პირველებსა და უკანასკნელებს შორის არსებული განსხვავება.


 
სხვა თავის მართლება, რომელსაც «ეკლესიის მემკვიდრეობითობის» მომხრეები იყენებენ, 1 ტიმოთეს 3:15-სა და 2 იოანეს 2 მუხლის ერთმანეთთან დაკავშირების სახით მოჰყავთ. მათში ნათქვამია, რომ «ცოცხალი ღვთის კრებაში, რომელიც ჭეშმარიტების სვეტი და ბურჯია», და რომ «ჭეშმარიტება... რომელიც ჩვენში რჩება და სამუდამოდ ჩვენთან იქნება» (2 იოანე 1,2). აქედან იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ღვთის კრება, როგორც «ჭეშმარიტების სვეტი და ბურჯი» დედამიწაზე უნდა დარჩენილიყო «სამუდამოდ». თუმცა ჩვენ კვლავ ბიბლიური მუხლებისადმი და, კერძოდ, მათი კონტექსტისადმი უკიდურესად უყურადღებო მოპყრობას ვხედავთ.

 
თავიდან 2 იოანედან მოყვანილი მუხლი განვიხილოთ, თუმცა არა ნაწილობრივ, არამედ ახლომდებარე კონტექსტის შუქში:

  «უხუცესი რჩეულ ქალბატონსა და მის შვილებს, რომლებიც გულწრფელად მიყვარს მეც და ყველას, ვინც კი ჭეშმარიტება შეიცნო, იმ ჭეშმარიტების გამო, რომელიც ჩვენში რჩება და სამუდამოდ ჩვენთან იქნება. ჭეშმარიტებასა და სიყვარულთან ერთად გვექნება წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და იესო ქრისტესგან, მამის ძისგან. ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ შენი შვილებიდან ზოგიერთი მამისგან მიღებული მცნების თანახმად ჭეშმარიტების გზას ადგას. ახლა კი, ქალბატონო, გთხოვ, დაიცვა მცნება, რომელიც ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს (ახალ მცნებას კი არ გწერ, არამედ იმას, რაც თავიდანვე გვქონდა). სიყვარული კი ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ეს ის მცნებაა, რომელიც თავიდანვე გეუწყათ და რომლის დაცვაც გმართებთ» (2 იოანე 1-6).
 
  ეჭვგარეშეა, ქრისტიანებისთვის კრების მეშვეობით ერთობაში ყოფნის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება (ებრაელები 10:24,25). თუმცა, როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, მოციქული იოანე თავისი წერილის ამ მონაკვეთში, ჭეშმარიტებაზე საუბრისას, მას აკავშირებს არა უბრალოდ კრების არსებობასთან, არამედ ღვთის მცნებების შესრულებასთან, რომელთაგან უმთავრესიც სიყვარულია. ამიტომ ზემოთ მოყვანილი მტკიცებულება სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა წმინდა წერილისადმი უდიერ მოპყრობას, კონტექსტიდან ცალკეული სიტყვების ამოგლეჯვის სახით.

  
რაც შეეხება 1 ტიმოთეს 3:15-ს, მისი იდეა, რომ «ცოცხალი ღვთის კრება... ჭეშმარიტების სვეტი და ბურჯია», თვალნათლივ მტკიცდება მრავალრიცხოვანი ახალაღთქმისეული მაგალითებით. ჭეშმარიტი ქრისტიანობა მათ შორის პირველი ქრისტიანების მიერ ნაქადაგებ ახალ ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული კრებებით ძლიერდებოდა. ამასთან შედავება ახალაღთქმისეული პრინციპის უარყოფას ნიშნავს. თუმცა საქმეც იმაში მდგომარეობს, რომ, ქრისტესა და მოციქულების ზემოთ უკვე გაჟღერებული გაფრთხილებების თანახმად, ბიბლიური ჭეშმარიტება შემდგომ განდგომილების წინააღმდეგობას უნდა შესჯახებოდა და იმდენად უნდა შესუსტებულიყო «სარეველების» მიერ, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობის ცრუ ქრისტიანობისგან გარჩევა ამოუხსნელ ამოცანად უნდა ქცეულიყო. ამის გათვალისწინებით, გასაგები ხდება 1 ტიმოთეს 3:15 რატომ არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება ამ გაფრთხილებებს, არამედ, პირიქით, მათ სრულიად ეთანხმება. მანამ, სანამ მოციქულები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და დედამიწაზე საკუთარ მსახურებას ასრულებდნენ, ქრისტიანულ კრებებში ჭეშმარიტება მართლაც ნარჩუნდებოდა, ისინი მართლაც იყვნენ «ჭეშმარიტების სვეტი და ბურჯი» (საქმეები 20:29,30; 2 თესალონიკელები 2:7,8). თავის მხრივ განდგომილების აყვავებამ, რომელიც «ქრისტიანობის» ნიღაბს იყო ამოფარებული, გარდაუვლად გამოიწვია ის, რომ ჭეშმარიტება ჩრდილში აღმოჩნდა. ასეთ დიდ განდგომილებასთან დაკავშირებული ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებები შეუძლებელი იყო არ შესრულებულიყო. ზუსტად ამიტომ შეიძლება დარწმუნებით იმის თქმა, რომ იმ პირობებში, როდესაც «დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა» საუკუნეების განმავლობაში იმყოფებოდა უდიდესი გავლენიანობის სტატუსში, როგორც «დედოფალი» და «დიდი ქალაქი... რომელიც დედამიწის მეფეებზე ბატონობს», და რომელიც «საკუთარ თავს განადიდებდა და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა», ღვთის ჭეშმარიტ კრებას ვეღარ ექნებოდა ისეთი მდგომარეობა, რომლის შედარებაც 1 საუკუნის სამოციქულო ეკლესიასთან იქნებოდა შესაძლებელი. ჭეშმარიტება ცრუქრისტიანული რელიგიის მიერ იქნა გათელილი, თუმცა არა მხოლოდ ჭეშმარიტება, არამედ ისინიც, ვინც სულიერი წყვდიადის სასტიკ პირობებში ცდილობდა მის პოვნას და ბიბლიური პრინციპების დაცვას (გამოცხადება 17:5,18; 18:7). ტყუილად როდი გამოუცხადა უფალმა «მეძავს» იმის ბრალდება, რომ «იქ ნახეს დედამიწაზე მოკლული წინასწარმეტყველების, წმინდებისა და ყველა მოკლულის სისხლი» (გამოცხადება 18:24).

სად იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები 1 საუკუნიდან ჩვენს დღეებამდე?


  კრიტიკოსები ჩვეულებრივ ასეთ შეკითხვას სვავენ: თუ გაბატონებული «ტრადიციული» ეკლესიები არა, მაშინ ვინ იყო უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წარმომადგენელი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია თუნდაც იმიტომ, რომ, ბიბლიის თანახმად, ლამის «უკანასკნელ დრომდე» ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას საკუთარი მკაფიო სახე არ ექნებოდა. ამასთან დაკავშირებული რიგი ბიბლიური მითითება ჩვენ უკვე განვიხილეთ. თუნდაც მხოლოდ ის, რომ იესომ ხორბლისა და სარეველას შესახებ საკუთარ იგავში დადგენილ დრომდე ერთის მეორისგან გარჩევის შეუძლებლობას გაუსვა ხაზი, დღეს იმაზე მსჯელობაში ჩართვის უაზრობაზე მეტყველებს, თუ ვინ შეიძლებოდა ჩათვლილიყვნენ საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტ ქრისტიანებად. თანაც რომელიმე რელიგიური ჯგუფების გაბატონებული ეკლესიებისადმი ოპოზიციური დამოკიდებულებაც არანაირად არ გულისხმობდა თავისთავად ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნიშნებს. მრავალ ასეთ ჯგუფს საკუთარ სწავლებებში ცრუ დოქტრინები ჰქონდათ, ქვეყნიერების საქმეებში იყვნენ ჩართულნი და «დედამიწაზე მოკლული წინასწარმეტყველების, წმინდებისა და ყველა მოკლულის» სისხლისღვრაშიც კი მიუძღვოდათ ბრალი (გამოცხადება 18:24).

  ცნობილი «რეფორმაციაც» კი არ ნიშნავდა ყველა მსგავს მოვლენაზე კატეგორიული უარის თქმას. განსხვავებული რწმენის მქონეთა კოცონები პროტესტანტულ ბანაკშიც არანაკლები სიმხურვალით გიზგიზებდნენ, ვიდრე კათოლიკურში და არც თავებს ჰკვეთდნენ იმაზე ნაკლები გულმოდგინებით, ვიდრე ეს პაპის მსახურებს შორის ხდებოდა. რეფორმატორთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, ისეთები, მაგალითად, როგორებიც იყვნენ ადრეული ანაბაპტისტები, ცდილობდნენ ასეთი საქმეების უარყოფას, რის გამოც სასტიკ განადგურებას ექვემდებარებოდნენ მტრულად განწყობილი ორივე ბანაკის მხრიდან. იესოს მიერ იოანეს 13:35-ში მოცემული მისი ჭეშმარიტი მოწაფეების ნიშნის გათვალისწინებით, ღვთის ხალხის განსაზღვრებას ავტომატურად ეთიშება მათი დიდი ნაწილი, ვისაც განსხვავებულ საუკუნეებში ჰქონდათ პრეტენზია ამ სახელწოდებაზე. მორწმუნეების მხოლოდ საკმაოდ მცირე ნაწილიღა რჩება, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ ქვეყნიერების საქმეებში მონაწილეობისთვის თავის არიდებას. ამ დარჩენილი ჯგუფების ძირითადი დოქტრინების ჭეშმარიტება — უკვე სხვა საკითხია...

  
ამგვარად, ცნობილი ბიბლიური მიზეზებიდან გამომდინარე, დღეს არ გაგვაჩნია იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ვთქვათ წარსულში მცხოვრებ რომელიმე ხალხზე: «აი, ზუსტად ისინი არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურები». დიახ, ჩვენ ამა თუ იმ დონეზე შეგვიძლია ვარაუდების გამოთქმა, თუმცა უსიტყვო შესაბამისობის ფაქტზე ლაპარაკი  შეუძლებელია. და ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან, ახალაღთქმისეული მითითებების თანახმად, ადამიანები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ სულიერი «ღამის», ანუ «წყვდიადის» მდგომარეობაში, როდესაც შეუფერხებლად «ბატონობდნენ» ე.წ. «ტრადიციული» ეკლესიები (გამოცხადება 17:18; 18:7). თუმცა ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ასეთი ქრისტიანები იმ ეპოქაში არ არსებობდნენ. მაშინაც კი, თუ დღეს იმ დროის გარემოებების შესახებ მკაფიო ინფორმაცია არ გვაქვს, ქრისტე, ეჭვგარეშეა, ყოველთვის «იცნობდა თავის ცხვარს» (იოანე 10:14). მაგალითად, შეგვიძლია წინასწარმეტყველი ელიას შემთხვევა ავიღოთ, რომელმაც იეჰოვას ორჯერ უთხრა, რომ იუდაში ერთგული მსახურებიდან მხოლოდ ისღა იყო დარჩენილი. თუმცა ეს მხოლოდ მისი ადამიანური თვალსაზრისი იყო. თუმცა წინასწარმეტყველი ისეთს არავის იცნობდა, ვინც იეჰოვას ერთგული იყო, თვითონ ღმერთმა მას უთხრა: «მე კიდევ 7 000 კაცი მყავს ისრაელში, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე და არ უკოცნიათ მისთვის» (1 მეფეები 19:10,14,18). წინასწარმეტყველისგან განსხვავებით, იეჰოვა სათითაოდ იცნობდა ყველა მის ერთგულ ადამიანს. იგივე პრინციპის გამოყენება შეგვიძლია ჩვენს მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის რთულია იმის თქმა, თუ ვის მიიჩნევდა ღმერთი წარსულში თავის ჭეშმარიტ მსახურებად, იმის მცირედი ეჭვიც კი არ არსებობს, რომ ასეთები ყოველთვის არსებობდნენ ღვთის თვალსაწიერში და მისი მხარდაჭერა და კურთხევა ჰქონდათ. ასეა თუ ისე, ისტორიამ აბსოლუტური სიზუსტით დაამტკიცა ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვები — ჭეშმარიტება გათელილი იქნებოდა «უკანასკნელი დღეების» პერიოდის დადგომამდე, როდესაც «იეჰოვას ტაძრის მთაზე» ყველა გულწრფელი ადამიანისთვის გაიხსნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ «[იეჰოვას] გზები ესწავლათ» (ესაია 2:1-4).
---------------------------------------------------

სტატია ეკუთვნის სერგეი ივანოვს.
 

2 комментария:

  1. მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით.

    წინამდებარე სტატიის ავტორის სახელი სერგეი (და არა იგორი)ივანოვის, რომელსაც პირადად ვიცნობ

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ორლესული მახვილი1 августа 2022 г. в 08:54

      მართალი ბრძანდებით. ვერ ვხვდები როგორ გამეპარა ეგ შეცდომა.

      Удалить