воскресенье, 7 августа 2022 г.

იცოდნენ თუ არა აბრაამმა, ისააკმა და იაკობმა იეჰოვას სახელი? (გამოსვლა 6:3)

 



«მე გამოვეცხადეროგორც ყოვლისშემძლე ღმერთი (ელ შადაი)»? (გამოსვლა 6:3)

რას ნიშნავს «იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება»? (დაბადება 4:26)

იეჰოვას სახელი აბრაამამდე მცხოვრები ადამიანების საუბრებში 

აბრაამმა, ისააკმა და იაკობმა იცოდნენ და წარმოთქვამდნენ იეჰოვას სახელს

იეჰოვას სახელი სახელწოდებებში და თეოფორმულ სახელებში

«იეჰოვა» — რას ნიშნავს ეს სახელი?

«არ გამიმჟღავნებია»: სიტყვა «იადახ»-ის მნიშვნელიბა

რას ნიშნავს «იეჰოვათი, არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი»? (გამოსვლა 6:3)

 გამოსვლა 6:3 — ბიბლეისტების დასკვნები

გამოსვლის 6:3-ს კონტექსტში ვკითხულობთ

იეჰოვა შემდგომაც განაგრძობს თავისი სახელის ისრაელისთვის «გამჟღავნებას»

 შეეძლო თუ არა მოსეს იეჰოვას სახელი რომ შემდეგ «მიეწერა»?

დასკვნა

 

 

 

თემა, რომელსაც ამ ნაშრომში განვიხილავთ, საკმაოდ აქტუალურია. ზოგიერთი კრიტიკოსის მიერ მისი განმარტების მცდელობების გათვალისწინებით კი გარკვეულწილად შეიძლება წინააღმდეგობრივსაც წარმოადგენდეს. რაზე გვექნება საუბარი?

 

იეჰოვა – ღვთის პირადი სახელია, რომელიც ბიბლიის ავტორმა საკუთარ სიტყვაში 7 000-ჯერ ჩაწერა. ჩვენს შემოქმედს სურს, რომ ყველა გონიერმა ქმნილებამ იცოდეს მისი სახელი, რაზეც მრავალრიცხოვანი ბიბლიური მუხლები მიუთითებენ:

 

 

«ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იეჰოვაა მისი მოსახსენიებელი სახელი» (ოსია 12:5)

 

«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8)

 

«მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი» (ეზეკიელი 20:7)

 

«იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი» (ფსალმუნი 100:3)

 

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსების მხრიდან პერიოდულად ჟღერდება მოსაზრება თითქოს ღვთის სახელი იეჰოვა ხანგრძლივი დროის მანძილზე ღვთის მსახურებისთვის ცნობილი არ იყო. ასეთი მოსაზრების დამტკიცებას გამოცხადების 6:3-ში მოცემული სიტყვებით ცდილობენ, სადაც ვკითხულობთ:

 

 

«მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი [იეჰოვა]- არ გამიმხელია მათთვის» (გამოსვლა 6:3, საპატრიარქოს გამოცემა).

 

 

როგორც შედეგი, ჟღერდება მოსაზრება, რომ ღმერთი თავდაპირველად თავის თაყვანისმცემლებს სხვა სახელებით ეცნობოდა, კერძოდ კი – «ყოვლადძლიერი ღმერთით». თავად სახელი იეჰოვა კი, ასეთი მოსაზრების თანახმად, პირველად მოსეს მეშვეობით იქნა გამოცხადებული, ამიტომ მანამდე ის ცნობილი არ იყო. მოდი გავერკვეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ასეთი თეორია


წაიკითხეთ ან გადმოწერეთ PDF

-----------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: biblesvet.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий