вторник, 26 октября 2021 г.

გინდ იცეკვე, გინდ იტირე...

 




«„ვის შევადარო ეს თაობა? ვის მივამსგავსო? ისინი იმ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს ეუბნებიან, სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ ტიროდითო. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, თქვენ კი ამბობთ, დემონი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს, თქვენ კი ამბობთ, აი ჭამა-სმას გადაყოლილი კაცი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. თუმცა სიბრძნე საქმეებით მტკიცდება“.» (ლუკა 7:31-35).

  ჩემი აზრით, იესოს ზემოთ მოყვანილი სიტყვები შეიცავს პრინციპს, რომელიც განმარტავს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ გონიერი ქრისტიანები ხანგრძლივ დავაში წინასწარშექმნილი ცუდი აზრის მქონე მოწინააღმდეგეებთან. ეს უკანასკნელები იეჰოვას მოწმეებს სხვადასხვა ცოდვებში სდებენ ბრალს, მათ სწავლებაში, ორგანიზაციულ წყობაში და ქრისტიანულ პრაქტიკაში «წინააღმდეგობებს» ეძებენ, რომლებიც უფრო დაკვირვებული გადახედვისას, მხოლოდ და მხოლოდ მოუთმენლობით ანთებული გონების ნაყოფი აღმოჩნდება ხოლმე. კითხვა იბადება: განა არ უნდა ვეცადოთ კრიტიკოსების იმაში დარწმუნებას, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლოა? იქნებ, როგორც იტყვიან, ღირს მათთვის საქმის რეალურ მდგომარეობაზე «თვალის ახელა»?

  რა თქმა უნდა, ბიბლია გვირჩევს «ყოველთვის მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ» (1 პეტრე 3:15). ასე იქცეოდნენ იესო და მისი მოციქულებიც. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი აპოლოგეტიკა ძირითადი სახით მათკენ იყო მიმართული, ვინც გარემოებებიდან გამომდინარე გულწრფელად ცდებოდა მათ სწავლებასთან დაკავშირებით, ან ვისაც არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდა მოცემულ საკითხში. სათანადო განმარტების მიღების შემდეგ, ასეთი ხალხი ჭეშმარიტებას იღებდა, სხვები კი, როგორც მინიმუმ, მიზნად არ ისახავდნენ ქრისტიანული სწავლებისთვის შემდგომ წინააღმდეგობის გაწევას. ეს კარგად ჩანს მოციქული პავლეს ქადაგებების მაგალითზე.

  თუმცა, წარსულშიც იყო და ეხლაც არსებობს ადამიანების სრულიად განსხვავებული კატეგორია. ეს ის ხალხია, რომელნიც თავად ქრისტიანთათვის წინააღმდეგობის გაწევის იდეით არიან გატაცებულნი. იმდენად გატაცებულნი, რომ მზად არიან ამაზე დრო, ძალა და სახსრები დახარჯონ. I საუკუნეში ასეთებად შეიძლება ფარისეველები, რჯულის მცოდნეები და მეომარი იუდეველები ჩათვლილიყვნენ. ახალი აღთქმის კითხვისას, ჩვენ შეიძლება გაგვაოცოს იმ მონდომებამ, რომლითაც ისინი ღვთის მსახურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში ერთვებოდნენ. ისინი იესოს და მის მოწაფეებს არა მხოლოდ იქ უწევდნენ წინააღმდეგობას, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ, არამედ სპეციალურად დაჰყვებოდნენ მათ, რათა დავები წამოეჭრათ მრავალრიცხოვანი ხალხის თანდასწრებით, მას იმ ქალაქებსა და დასასხლებებში უდარაჯდებოდნენ, სადაც ქრისტე და მისი მოწაფეები მიდიოდნენ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად (ლუკა 5:17). შემდეგ იუდეველები ცდილობდნენ წინააღმდეგობების შექმნას არა მხოლოდ იუდეაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომლებშიც ქრისტიანი მქადაგებლები ჩადიოდნენ.

  როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს მოწინააღმდეგეების მსგავს მცდელობებზე? როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ძალიან იშვიათად მართავდა მათთან მიზანმიმართულ დავებს. მისი ქადაგების საფუძველს სამეფოს შესახებ ცნობა წარმოადგენდა, რომელსაც ის მასებს გადასცემდა (ლუკა 4:43). თუმცა მისი მიზანი არანაირად არ ყოფილა წინასწარშექმნილი ცუდი აზრის მქონე კრიტიკოსებთან დავა. საინტერესო ისაა, რომ იმ შემთხვევების დიდი ნაწილი, როდესაც იესო მოწინააღმდეგეებს უპირისპირდებოდა, იმ გარემოებებზე მოდის, როდესაც მისი მტრები ქრისტეს უკვე წარმოთქმულ ქადაგებას იყენებდნენ შეკრებილ ხალხს შორის. იესო ასეთ შემთხვევებში მცირე პაუზას აკეთებდა მათ თავდასხმებზე პასუხის გასაცემად, შემდეგ კი ხალხის ყურადღებას კვლავ სამეფოს შესახებ ცნობაზე ამახვილებდა. ეს იმას გვიჩვენებს, რომ ის საჭიროდ არ მიიჩნევდა წინასწარშექმნილი ცუდი აზრის მქონე კრიტიკოსებისთვის რამის დამტკიცებას.

  შემდეგ ზუსტად ასევე იქცეოდნენ მოციქულებიც. პავლეს სიტყვები — «სექტანტური იდეების გამავრცელებელი ჯერ ერთხელ გააფრთხილე, მერე მეორედ, და თუ არ მოგისმენს, საერთო აღარაფერი იქონიო მასთან» — თვალნათლივ ადასტურებს ასეთი დავებისადმი მკაფიო დამოკიდებულებას (ტიტე 3:10).

  რატომ ჰქონდათ იესოს და მის მოციქულებს უშუალოდ ასეთი დამოკიდებულება მოდავეებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ? იმიტომ, რომ ისინი განსხვავებას ხედავდნენ აშკარად შეცდომაში შესულ ხალხსა და იმ კრიტიკოსებს შორის, რომლებსაც შეგნებულად არ სურდათ უარის თქმა საკუთარ რელიგიურ (თუმცა მცდარ) დოგმებზე. გარდა ამისა, ეს უკანასკნელები საკმაოდ ხშირად «კამათის სურვილით [არიან] შეპყრობილი და სიტყვებს ეკიდებ[იან]», რაც «იწვევს... წვრილმანებზე მათ ცხარე კამათს, ვისაც გახრწნილი აქვს გონება [და] ვეღარ სწვდება ჭეშმარიტებას» (1 ტიმოთე 6:4,5). ასეთი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა ჭეშმარიტების ძიება, და მით უმეტეს არა რწმენაში გაძლიერება, არამედ უშუალოდ ოპონენტის რწმენის ნგრევა. მათთვის ეს აზარტული შეჯიბრებაა, საკუთარი პატივმოყვარეობისთვის სიამოვნების მინიჭების და სხვის თვალში "მოწინააღმდეგის" დამცირების შესაძლებლობა. ოპონენტის მიერ მოყვანილ არანაირ სერიოზულ დასაბუთებას არ მოაქვს სასურველი შედეგი, იმიტომ რომ კრიტიკოსს არც კი გააჩნია იმის მიზანი გაიგოს, მართალია ის თუ არა; მისი ნამდვილი მიზანია — რადაც არ უნდა დაუჯდეს ოპონენტის დისკრედიტირება მოახდინოს.

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ბიბლიური პრინციპის მიყოლით, სრულიად საფუძვლიანად ურჩევს ქრისტიანებს, რომ არ ჩაერთონ უაზრო დავებში მოწინააღმდეგეებთან. ასეთ დავებს აზრი არ აქვს, თუმცა თავად ქრისტიანებზე მათ შეიძლება ემოციურად დამთრგუნველი და გამომფიტველი ზეგავლენა იქონიონ.

  იმის მეორე მიზეზი, თუ რატომ არ არის ჭკვიანური კრიტიკოსებთან დავაში ჩაბმა, არანაკლებ თვალსაჩინოა. უბრალო ჭეშმარიტება ამბობს: ყველას ვერასოდეს ვერ ასიამოვნებ! კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციამ როგორც არ უნდა ააგოს საკუთარი პოზიცია «სადაო» საკითხებში, ის მაინც ყოველთვის მოექცევა მოწინააღმდეგეების თავდასხმის ქვეშ! ამისთვის თავის არიდება შეუძლებელია! თანაც, ეს დღეს-დღეისობითაც კი აშკარად ჩანს.

  საოცარია, მაგრამ კრიტიკოსები იეჰოვას მოწმეების მისამართით ერთდროულად სრულიად საპირისპირო პრეტენზიების წაყენებასაც კი ახერხებენ. აი ზოგიერთი მათგანი:

  იეჰოვას მოწმეები «არასაკმარისად კატეგორიულები» იყვნენ მხილებაში, როდესაც 1930-იან წლებში ჰიტლერულ გერმანიაში ახლად არჩეულ ხელისუფლებას მიმართავდნენ დეკლარაციით კანონიერი საქმიანობის შესახებ საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

  და ამავდროულად:

  იეჰოვას მოწმეები თავადვე იყვნენ დამნაშავე ნაცისტური ხელისუფლების მხრიდან შევიწროვებაში, მათი მხრიდან ნაციზმის საქმიანობისადმი «ზედმეტად კატეგორიული» პოზიციის გამო.


  სხვა მაგალითი:

  ერთგული მონა «ყოვლისმცოდნე ღმერთის ადგილს იკავებდა», როდესაც ბიბლიურ სწავლებებს განმარტავდა.

  და ამავდროულად:

  ერთგულ მონას არ გააჩნია აბსოლუტური ცოდნა, რადგან ამას თავადვე აღიარებს თავის პუბლიკაციებში.


  შემდეგი მაგალითი:

  ერთგული მონა «ძალიან ებღაუჭება მიღებულ გაგებას» და განსხვავებული თვალსაზრისი მისთვის მიუღებელია.

  და ამავდროულად:

  ერთგული მონა «ზედმეტად მერყევია», იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეაქვს დაზუსტებები ან ცვლილებები გაგებებში.


  შემდეგ:

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია «ფარულად გაერო-ზე მუშაობს» და ამიტომ «სატანის სისტემის ნაწილს» წარმოადგენს.

  და ამავდროულად:

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია პატივს არ სცემს გაერო-ს, იმიტომ რომ ის მის შესახებ მუდმივად ისე საუბრობს, როგორც სატანის სისტემის ნაწილზე, რომელიც ღვთის მიერ განადგურდება.


  და ისევ:

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია «აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო იარაღს» წარმოადგენს.

  და ამავდროულად:

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია პატივს არ სცემს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, იმიტომ რომ მათ «მეშვიდე მეფეს» უწოდებს, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებიან, და არმაგედონში მათ განადგურებაზე საუბრობენ.

  მიდი ეხლა და გაარკვიე, ვის რა უნდა დაუმტკიცო, როდესაც ნებისმიერი შენი პასუხი წინააღმდეგობას შეხვდება კრიტიკოსების მხრიდან. უკმაყოფილება ყოველთვის იქნება, თუნდაც სულ «სალამურზე დაუკარი», გინდა «იტირე». იმიტომ რომ კრიტიკოსებს ჭეშმარიტება არ სჭირდებათ. მათ ბრალდებებისთვის საჭირო საბაბი სჭირდებათ. ერთი კლასიკოსი ამბობდა, «გაკრიტიკების სიამოვნება მშვენიერებით ტკბობის შესაძლებლობას გვართმევსო». მოწინააღმდეგეებისთვის კი სიამოვნება უშუალოდ კრიტიკაშია. მაშ ღირს კი საერთოდ რამის დამტკიცება ასეთი მოდავეებისთვის?



  ხშირად მოწინააღმდეგეებმა რომელიმე იეჰოვას მოწმე შეიძლება თავგამოდებით გამოიწვიონ ინტერნეტ დისკუსიაზე, თანაც მისი პროვოცირება დაახლოებით ასეთი რეპლიკებით სცადონ «რა არის, ჩვენთან შენს რწმენაზე ლაპარაკის გეშინია?». როდესაც საკუთარს მიაღწევენ, მაგრამ ხედავენ, რომ მისი რწმენის დანგრევის მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, ისინი არანაკლები თავგამოდებით ცდილობენ ქრისტიანის პროვოცირებას უკვე სრულიად განსხვავებული რეპლიკებით: «არ გრცხვენია საკუთარ პრინციპებს რომ არღვევ და განდგომილებთან ურთიერთობ?» ეს იმის საკმაოდ თვალსაჩინო მაჩვენებელს წარმოადგენს, რომ მოწინააღმდეგეებისთვის საკუთარი სიტყვებისადმი ერთგულების საკითხი არ არსებობს. ამ წუთას ერთში გდებენ ბრალს, ხვალ კი სრულიად საპირისპიროს გისაყვედურებენ. მათი მიზანი სულაც არ არის ის, რომ შენ «უკეთესი გახდე», არამედ შენი  იმედგაცრუების ბანალური მოლოდინი აქვთ. თანაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა გზებით მიაღწევენ ამ ყველაფერს. თუ ქრისტიანი განდგომილებთან ურთიერთობაში შედის, ეს უკვე თავისთავად წარმოადგენს მათთვის ერთგვარ «მიღწევას» (შეადარეთ 1 კორინთელები 5:11).


  იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ წამოყენებული წინააღმდეგობების მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. თუმცა, ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც კი საკმარისია იმისათვის, რათა კრიტიკოსების წინაშე რაიმე სახის თავის მართლების აბსურდულობა დავინახოთ. ეს უკანასკნელები იოლად მისახვედრად მოქმედებენ პრინციპის თანახმად, რომელიც თავის დროზე ჯერ კიდევ ვ.გ. ბელინსკიმ გადმოსცა: «რისაც არაფერი გესმის, რისაც არაფერი გაგებება, შეურაცხყავი: ეს უფერულობის საერთო წესია». ხოლო თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს სხვის დაკრულზე ცეკვას ყოველთვის და ყველაფრით უკმაყოფილო კრიტიკოსების  უვიცობის სასარგებლოდ? პირიქით, ბიბლია ჭეშმარით ქრისტიანებს ურჩევს იმის საკმარისი სიბრძნე ჰქონდეთ, რომ უსარგებლო დავებზე არ მოცდნენ:

  «მუდამ შეახსენე მათ ეს ყველაფერი და დაარიგე ღვთის წინაშე, რომ არ იკინკლაონ სიტყვების გამო, რაც ყოვლად უსარგებლოა და რწმენას უნგრევს მსმენელს» (2 ტიმოთე 2:14). 




------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий