среда, 6 октября 2021 г.

ბრალდებები ადრეული ქრისტიანების მიმართ

 





ბიბლია გვატყობინებს, რომ რელიგიური მოწინააღმდეგეები პირველ ქრისტიანებს ბრალს სდებდნენ, მათ «სექტანტებს» ეძახოდნენ, მათ კრებას კი «სექტას» (საქმეები 24:14; 28:22).  

ისტორიკოსი ე.ჯ. ჰარდის სიტყვების თანახმად, რომაელი იპერატორები ქრისტიანებს «საზიზღარ ფანატიკოსებად» მიიჩნევდნენ. 

ფრანგი ისტორიკოსი ეტიენ ტროკმე იმ ზიზღის შესახებ საუბრობს, რომელსაც განათლებული ბერძენი და რომაელი თანამდებობის პირები ავლენდნენ იმის მიმართ, რასაც ისინი «ძალიან უცნაურ აღმოსავლურ სექტად [ქრისტიანობა] მიიჩნევდნენ». 

II საუკუნის დასაწყისში რომაელმა ისტორიკოსმა სვეტონიუსმა ქრისტიანობას «ახალი და საზიანო ცრურწმენა» უწოდა.

«ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში» ნათქვამია, რომ «ადრეული ქრისტიანული საზოგადოება …თავიდან მხოლოდ კიდევ ერთ სექტად მიიჩნეოდა იუდეველებს შორის» ([რუს.] ტომი 3, გვერდი 694).

ისტორიკოსი კენეტ სკოტ ლატურეტი წერდა: «გარდა ამისა, ქრისტიანობის მიმართ ბრალდებების მორიგ ტალღას მისი ახალგაზრდობა იწვევდა და ქრისტიანობის ახალგაზრდობას მისი მოწინააღმდეგეების [იუდაიზმის და ბერძნულ-რომაული წარმართული რელიგიების] სიძველეს უპირისპირებდა» («ქრისტიანობის გავრცელების ისტორია» [ინგ.], ტომი 1, გვ. 131). 

«ძირითადად მიიჩნეოდა, რომ ქრისტიანობა — უბრალოდ უსარგებლო, შესაძლოა საზიანო რელიგია იყო» (რობერტ მ. გრანტი «ადრეული ქრისტიანობა და საზოგადოება» [რუს.]).

ფრანგი ისტორიკოსი ა. ამანი მოგვითხრობს, რომ ადრეული ქრისტიანები «საზოგადოების მიღმა ცხოვრობდნენ». სინამდვილეში კი ისინი ორი საზოგადოების მიღმა ცხოვრობდნენ: იუდაური და რომაული,— ისინი ორივეს მხრიდან უამრავ წინასწარშექმნილ ცუდ აზრს და გაუგებრობას ხვდებოდნენ.

პროფესორი უ.მ. რამსეი ამბობს, რომ ქრისტიანების მიმართ ზიზღი ასევე ჩნდებოდა იმ «გაღიზიანების გამო, რომელიც წარმართულ ოჯახებში წარმოიშობოდა ოჯახის რომელიმე წევრის ქრისტიანობაში მოქცევის გამო». «საზოგადოებრივი ცხოვრება ძალიან რთული ხდებოდა, როდესაც რომელიმე მეზობელი სრულიად ჩვეულებრივ პირობებს არ უწევდა ანგარიშს იმ მიზეზის გამო, რომ ეს წარმართული ღვთაებების აღიარებას ნიშნავდა», — ამტკიცებს ღვთისმეტყველების დოქტორი დ.უ.კ. უონდი.

საეკლესიო ისტორიკოსი დოქტორი ავგუსტ ნეანდერი თავის წიგნში «ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის საყოველთაო ისტორია» გვატყობინებს, რომ «ქრისტიანები ისე იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც ქვეყნიერებისთვის მკვდარი ხალხი, ყველა ცხოვრებისეული საქმისათვის უსარგებლო ხალხი... და, კითხვა ისმოდა, როგორი იქნებოდა ცხოვრება, ყველა რომ ისეთი ყოფილიყო, როგორებიც ისინი იყვნენ»? თუმცა ეს უაზრობაა, მაგრამ ერთერთი ბრალდება, რომელსაც რომის იმპერიაში ქრისტიანებს უყენებდნენ,— ის იყო, რომ ისინი ათეისტები იყვნენ. ავგუსტ ნეანდერი წერს: «ღვთაებების უარმყოფელები, ათეისტები არიან... ეს იყო ქრისტიანების ჩვეული განსაზღვრება, რომელიც ხალხში იყო გავრცელებული» (Neander A. The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries/Пер. H. Rose. ნიუ-იორკი, 1848. გვ. 190).


ისტორიკოსი ჯეიმს ნორტი იტყობინება, რომ «ქრისტიანობა თავად რომში ვრცელდებოდა და სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა, იმიტომ რომ საზოგადოების დაბალი ფენებისა და მონების რელიგიად აღიქმებოდა. მონები იმპერიის მოსახლეობის მესამედს შეადგენდნენ, და ათასობით მათგანი რომში ცხოვრობდა. ამ ადამიანების ორგანიზების ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც რელიგიის სახელით, ქალაქის და, მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების უძლიერეს აღელვებას იწვევდა. გარდა ამისა, ქრისტიანობა ზიზღს იწვევდა საზოგადოების მაღალ ფენებში, რომელიც ზემოდან და აგდებულად უყურებდა ყველაფერს, რაც დაბალ ფენებთან იყო დაკავშირებული.  მრავალ ადამიანს არასწორი შეხედულება ჰქონდა ქრიატიანობაზე. უმრავლესობამ ძალიან ცოტა იცოდა ახალი რწმენის შესახებ, თუმცა ადამიანებში მიმოდიოდა გაურკვეველი ხმები მისი მიმდევრების უზნეობასა და აღვირახსნილობაზე. რომაელთა ყურამდე ასევე მიაღწია ცნობამ იმის შესახებ, რომ ქრისტიანები ერთგულებას ინარჩუნებდნენ ახალი მეფის მიმართ, რომელსაც იესო ერქვა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ისე ჩანდა, რომ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის».
ნორტის სიტყვების თანახმად, იესო ქრისტეს ადრეული მოწაფეების მისამართით წამოყენებულ ჩვეულ ბრალდებას წარმოადგენდა «"ათეიზმი". ეს ქრისტიანების მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებად ბრალდებად იქცა. იბადება შეკითხვა: როგორ შეიძლებოდა ქრისტიანთა ათეიზმის გამო გასამართლება? ქრისტიანებს მხოლოდ იეჰოვა ღმერთის სწამდათ; მათ არ შეეძლოთ ბერძნულ-რომაული პანთეონის ღმერთებისადმი რწმენის გამოვლენა. ზუსტად მონოთეიზმის გაგება და მიღება არ შეეძლოთ რომის მკვიდრებს. ნებისმიერი, ვისაც წარმართული ღმერთების ჯგრო არ სწამდა, ათეისტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო! აი რატომ იქცა ათეიზმის ბრალდება ჩვეულებრივ რამედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ქრისტიანული შეხედულებები ჰქონდათ» (ჯეიმს ნორტი «ეკლესიის ისტორია»).

რომის იმპერიის დროინდელი ქრისტიანების შესახებ, ისტორიკოსი, პროფესორი კენეტ ლატურეტი წერდა: «განსხვავებული ბრალდებები არსებობდა. ვინაიდან ქრისტიანები უარს ამბობდნენ წარმართულ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობაზე, მათ ათეისტებს ეძახოდნენ. ისინი მრავალ რამეს არიდებდნენ თავს იქიდან, რითაც საზოგადოება ცხოვრობდა — წარმართულ დღესასწაულებს, საყოველთაო მხიარულობებს... და მათ დასცინოდნენ როგორც კაცთმოძულებს . [...] მიიჩნეოდა, რომ მამაკაცები და ქალები ღამ-ღამობით ხვდებოდნენ ერთმანეთს... და უხამსი სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. [...] ვინაიდან [ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო] მხოლოდ მორწმუნეთა წრეში აღინიშნებოდა, ხმები დაირხა, რომ ქრისტიანები დრო და დრო ჩვილებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათ სისხლს სვავდნენ და მათ ხორცს კი ჭამდნენ» (კ.ს. ლატურეტი «ქრისტიანობის ისტორია»).

«როგორც ცნობილია, ერთერთ გავრცელებულ მოსაზრებას ის წარმოადგენდა, რომ ქრისტიანები ადამიანის ხორცს ჭამენ (ევსები, "ფიესტიური ტრაპეზები", 5.1.14; ათენაგორა, "მიტევება", 3)» (სტუარტ ჯონ ჰოლი «ადრეული ეკლესიის სწავლება და ცხოვრება»).

ტერტულიანე წერდა, რომ მოწინააღმდეგეები ქრისტიანებს თვლიდნენ «დამნაშავეებად ყოველგვარ საზოგადოებრივ უბედურებებში, ყოველგვარ ეროვნულ გასაჭირში. თუ ტიბრი კედლებში შევიდოდა, ნილოსი თუ არ დატბორავდა მინდვრებს, ზეცა თუ წვიმას არ მისცემდა, მიწისძვრა თუ მოხდებოდა,  შიმშილობა ან ეპიდემია თუ მოხდებოდა, მაშინვე ყვირილს იწყებდნენ: „ქრისტიანები — ლომებს“». ქრისტიანებს იმის გამო ასამართლებდნენ, რომ ისინი აბორტის წინააღმდეგ იყვნენ, რომელსაც მაშინ ფართოდ იყენებდნენ. და ამავდროულად მათი მტრები მათ ბავშვების დახოცვაში სდებდნენ ბრალს. ამტკიცებდნენ, რომ ისინი საკუთარ შეხვედრებზე, მსხევრპლად შეწირული ბავშვების სისხლს სვავდნენ. ამავდროულად მათი მტრები ცდილობდნენ ისინი ეიძულებინათ, რომ მათ სისხლიანი ძეხვი ეჭამათ, რადგან იცოდნენ, რომ ეს მათ სინდისს ეწინააღმდეგებოდა (ტერტულიანე «აპოლოგია», თავი 9).

არქეოლოგმა ჰენრი როულინსონმა თქვა: «მან, ვინც პირველ საუკუნეში ქრისტიანი ხდებოდა, იცოდა, რომ საკუთარი შეხედულებების გამო ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამომშვიდობებოდა სიცოცხლეს. [...] ნებისმიერი მწერალი, რომელიც უბრალოდ ქრისტიანობის დასაცავად გამოვიდოდა, თავზე საერო ხელისუფლების გულისწყრომას დაიტეხდა და თავს ისეთივე საფრთხეში იგდებდა, როგორშიც ქრისტიანები იყვნენ» (Rawlinson G. The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records. 1862. გვ. 225).

რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი, რომელიც დაახლოებით ახ.წ. 55 წელს დაიბადა, ქრისტიანებს თავის «ანალებში» მოიხსენიებს. როდესაც იმის შესახებ ყვება, თუ როგორ დასდო ბრალი ნერონმა ქრისტიანებს იმ ხანძრის გაჩენაში, რომელიც რომში ახ.წ. 64 წელს მოხდა, ის წერს, რომ იმპერატორს არ შეეძლო «მისი მისამართით წამოსული ბრალდების აღკვეთა, რომ ხანძარი მისი ბრძანებით იქნა მოწყობილი. და აი ნერონმა, ხმები რომ ჩაეხშო, დამნაშავეები გამოძებნა და დახვეწილ სასჯელებს დაუქვემდებარა ისინი, ვინც საკუთარი საზიზღრობებით დაიტეხეს თავს საყოველთაო ზიზღი და ვისაც ბრბო ქრისტიანებს უწოდებდა. [...] ...[უამრავი ადამიანი იქნა ბრალდადებული] არა იმდენად საშინელი ხანძრის გაჩენაში, რამდენადაც ადამიანური მოდგმისადმი ზიზღისათვის. მათ მოკვდინებას თან სდევდა აბუჩად აგდება, რადგან მათ გარეული მხეცების ტყავებს აცმევდნენ, რათა ისინი სასიკვდილოთ დაეგლიჯათ ძაღლებს, მათ ჯვრებზე აკრავდნენ, ან სასიკვდილოდ განწირულებს დაბნელებისას ცეცხლს უკიდებდნენ, რათა ქუჩები გაენათებინათ. ამ სანახაობისთვის ნერონმა საკუთარი ბაღი დათმო... ...ყველა ეს სისასტიკე კი მათ მიმართ თანაგრძნობას აღძრავდა, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათ ანადგურებდნენ არა საზოგადოებრივი სარგებლის მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ნერონის სისხლის მოყვარეობის გამო».

ტაციტუსი ამატებს: «ქრისტე, რომლის სახელიდანაც მოდის ეს სახელწოდება, ტიბერიუსის დროს პროკურატორმა პონტიუს პილატემ დასაჯა სიკვდილით; დროებით ჩახშობილმა ამ სახიფათო ცრურწმენამ კვლავ ზრდა დაიწყო, და არა მხოლოდ იუდეაში, საიდანაც წამოვიდა ეს დიდი ზიანი, არამედ რომშიც» (კორნელიუს ტაციტუსი. ანალები. წგ. 15. პარ. 44 // თხზ. ნაკრ.: 2 ტომად. ლ., 1970. ტ. 1. გვ. 298 [რუს.]).

დაახლოებით ახ.წ. 112 წელს, რომის იმპერატორი ტრაიანესთვის მიწერილ წერილში, რომის პროვინციებში, ბითინიასა და პონტოში ქრისტიანობის გავრცელების გამო, პლინიუს უმცროსი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, «ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი წოდებისა და ორივე სქესის ადამიანების საფრთხის ქვეშ ყოფნის გამო, რომლებსაც მოუწოდებენ და კვლავ გააგრძელებენ მათ მოწოდებას დასაღუპავად. ამ ცრურწმენის გადამდებმა სენმა გადაუარა არა მხოლოდ ქალაქებს, არამედ სოფლებსა და მამულებსაც». ის წერდა: «მათ მიმართ, ვისაც აბეზღებდნენ, როგორც ქრისტიენებს, მე ასე ვმოქმედებდი. პირადად მათ ვეკითხებოდი, ქრისტიანები იყვნენ თუ არა; ვინც აღიარებდა მათ მეორედ და მესამედაც ვეკითხებოდი და სასჯელით ვემუქრებოდი; გაჯიუტებულებს დასასჯელად ვუშვებდი». ნებისმიერს, ვინც ქრისტეს შეურაცხყოფდა და ლოცვას წარმოთქვამდა, ღმერთების ან ტრაიანეს გამოსახულების მიმართ, ის ათავისუფლებდა. პლინიუსი აღიარებდა, რომ «ნამდვილ ქრისტიანებს... ვერც ერთს აიძულებ და ვერც მეორეს».

ე.გ. ჰარდი თავის წიგნში Christianity and the Roman Government («ქრისტიანობა და რომის ხელისუფლება») წერდა: «პლინიუსის წერილებიდან და ტრაიანეს ბრძანებიდან ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანები უკვე მხოლოდ სახელის ან ქრისტიანული რწმენის გამო შეიძლება დასჯილიყვნენ ზუსტი ჩვენებების ან კონკრეტული დანაშაულის მტკიცებულებების გარეშე».

«პირველი სამი ასწლეულის განმავლობაში [ქრისტიანობა] თითქმის მუდმივად არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიდა, მორწმუნეებს კი სასტიკად სჯიდნენ. […] ქრისტიანების მიმართ ზიზღი მკვეთრად იზრდებოდა უბედურებების, საფრთხეებისა და გასაჭირის დროს. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ქრისტიანები უარს ამბობდნენ საყოველთაოდ აღიარებული ღმერთების თაყვანისცემაზე, რომლებზეც, ხალხის თვალსაზრისით, მშვიდობა და კეთილდღეობა იყო დამოკიდებული. ამავდროულად მორწმუნეებს კანიბალიზმში და სისხლის აღრევაში სდებდნენ ბრალს, რადგან ასეთი დანაშაულობები ღმერთებს განარისხებდნენ და უბედურებებს მოუვლენდნენ მათ. ამგვარი განწყობილებების გამო არეულობების საფრთხე წარმოიქმნა, ამიტომ ხელისუფლება ჩაერია, რათა მღელვარების წყარო მოესპო… ისეთ განათლებულ ადამიანებსაც კი, როგორებიც იყვნენ ტაციტუსი და ფრონტონი (იხ.: მინუციუს ფელიქსი, "ოქტავიანე", 9.6; 31.2), სჯეროდათ ამ "საზიზღრობების", თუმცა მათაც კი, ვინც ჭორებს ყურს არ უგდებდა, ქრისტიანობა საზოგადოებისთვის დამანგრევლად მიაჩნდათ, საზოგადოებისთვის, რომელიც უპირველეს ყოვლისა "ღმერთებთან მშვიდობიან ურთიერთობაზე" იყო დამოკიდებული... როდესაც პლინიუსის მსგავსი გამომძიებლები მათი რწმენის ჭეშმარიტებას ამოწმებდნენ, ისინი უარს აცხადებდნენ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე და იმპერატორისთვის ერთგულების ფიცის მიცემაზე. სანამ ისინი ყურადღებას არ იქცევდნენ, მათზე თვალს ხუჭავდნენ, თუმცა არეულობების მცირედი ნიშნების გამოჩენისას (იუსტინე წამებული, "აპოლოგია", 2.2) ისინი მაგისტრატის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, რომელიც იოლი შემოწმების შემდეგ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ადგენდა და სასჯელმისჯილებს არენაზე, გარეული მხეცებისთვის მიგდებას უსჯიდა» (სტუარტ ჯორგ ჰოლი «ადრეული ეკლესიის სწავლება და ცხოვრება»).

ისტორიკოსი დ.მ. რობერტსის სიტყვების თანახმად, «მრავალი ქრისტიანი შეხვდა მოწამეობრივ სიკვდილს არენებზე, მრავალი ცოცხლად დაწვეს» («Shorter History of the World»). მსგავსი დევნების მსხვერპლთა შესახებ, რომლებსაც ადგილი ნერონის მმართველობის დროს ჰქონდა, სხვა წყაროში შემდეგი რამეა ნათქვამი: «ზოგიერთს ჯვრებზე აკრავდნენ, სხვებს ცხოველების ტყავში აკერებდნენ და ძაღლებს უქსევდნენ, ზოგიერთს კი ფისს ასხავდნენ და დაბნელების შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ, ისე იყენებდნენ, როგორც ცოცხალ ჩირაღდნებს» (ფ.ფ. ბრიუსი, «New Testament History»).

«ზოგჯერ მათ აწამებდნენ და ხალხის გასამხიარულებლად არენებზე მშიერ მხეცებს უყრიდნენ». მიუხედავად ამ წამებისა, დევნა, როგორც იტყვიან, იმას ემსახურებოდა, «რომ მათი რწმენა ძლიერდებოდა და მრავალი უერთდებოდა მათ რწმენას» (From the Old World to the New, იუჯინ ა. კოლიგანი და მაქსუელ ფ. ლიტუინი, 1932, გვ. 90, 91).





კომენტარები


ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების მომენტიდან დაახლოებით 2 ათასი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანების მიმართ ქვეყნიერების დამოკიდებულება ფაქტიურად არ შეცვლილა. შეუწყნარებელი, აგრესიული - ის ასეთად რჩება მათ მიმართ, ვინც მეფე-იესოზე და მის ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე განაგრძობს დამოწმებას. 

ისევე როგორც ქრისტეს პირველ მოწაფეებს, დღეს იეჰოვას მოწმეებსაც უწევთ უამრავ უაზრო ბრალდებებთან შეჯახება. როგორც ადრე სდებდნენ ქრისტიანებს ბრალს იმაში, რომ ისინი «იუადაური სექტა» იყვნენ, ასევეა დღესაც,იეჰოვას მოწმეებს «ამერიკული სექტის» იარლიყს ჰკიდებენ. როგორც პირველ ქრისტიანებს აბრალებდნენ სხვა რელიგიებისადმი შეუწყნარებლობას, ასევე სდებენ დღეს ბრალს მოწმეებს «ექსტრემიზმში». ზუსტად ისე, როგორც იესოს პირველ მოწაფეებს ართმევდნენ საკუთარი თავის მორწმუნეების რიცხვს მიკუთვნების უფლებას და მათ «ათეისტებს» უწოდებდნენ, რადგან სხვა ღმერთებს არ აღიარებდნენ, დღეს იეჰოვას მოწმეებს სდებენ ბრალს იმაში, რომ ისინი ვითომდა არ შეიძლება «ქრისტიანებად» ჩაითვალონ იმის გამო, რომ სამებას არ აღიარებენ…



თუმცა, მგონი, ეს ასეც უნდა იყოს. და უცნაური იქნებოდა, ამ ქვეყნიერებაში ჭეშმარიტი ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება რომ სხვაგვარი გამხდარიყო. უსაფუძვლო ბრალდებები, გაუგებრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები – ეს ყველაფერი, ბიბლიის თანახმად, ქრისტეს მიმდევრებისადმი ქვეყნიერების დამოკიდებულების ჩვეულ შტრიხს წარმოადგენს. რადგან იესომ გაგვაფრთხილა:
 «ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება... მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. მოწაფისთვის საკმარისია, თავის მასწავლებელს დაემსგავსოს, მონისთვის კი — თავის ბატონს. თუ სახლის პატრონს ბელზებელი უწოდეს, მისი ოჯახის წევრებს რაღას უწოდებენ?! ნუ შეგეშინდებათ მათი» (მათე 10:22-26).
--------------------------------------------------------------


ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий