суббота, 16 октября 2021 г.

"არ გაიკეთო... ხატი" ცრუ ღვთაებების თუ ჭეშმარიტი ღმერთის?

 




ის ხალხი, ვინც ღრმად იკვლევს ბიბლიას, აცნობიერებენ ღვთისადმი მსახურებაში (ან მათი მეშვეობით - ღვთისადმი თაყვანისცემაში) რაიმე საგნების გამოყენების დაუშვებლობას. ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილი საკმაოდ ნათელ გაფრთხილებას იძლევა. ერთერთი პირველი ბიბლიური მუხლი, რომელთანაც ქრისტიანთა ეს პოზიცია ასოცირდება, ათი მცნების მეორე მცნებაა, რომელიც ამბობს:

«არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთარ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას» (გამოსვლა 20:4,5; კანონი (მეორე რჯული) 5:8,9).



თითქოსდა, ეს ერთი მცნებაც კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რათა ყველამ, ვინც კი თავს «ქრისტიანს» უწოდებს, უარი თქვან ხატების, გამოსახულებების თუ სტატუეტების გამოყენებაზე და მათი თაყვანისცემა შეწყვიტონ. მიუხედავად ამისა, საკრალური გამოსახულებების გამოყენების მომხრეები არა მხოლოდ არ ჩქარობენ მსგავსი საგნების თავიდან მოშორებას, არამედ, პირიქით, ცდილობენ ბიბლიის მკაფიო მითითებები თავის სასარგებლოდ განმარტონ. მაგალითად, ხანდახან მათგან პასუხად შეიძლება მოისმინოთ, რომ თითქოსდა ზემოთ მოყვანილი მცნების ისეთი პრინციპის სახით გამოყენება საერთოდ არ შეიძლება, რომელიც ქრისტიანულ სფეროში «წმინდა» გამოსახულებების გამოყენებაზე უარის სათქმელად ივარგებდა. მათი მტკიცებით, მეორე მცნება იმისთვის იქნა მიცემული, რომ არ მომხდარიყო უცხო, წარმართული ღვთაებების გამოსახულებების გამოყენების დაშვება და, ეს არანაირად არ ეხებოდა ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებას. ამავდროულად ასეთი პირები წინამდებარე პირველ მცნებას იშველიებენ, რომელიც ასე ჟღერს:

«მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავიარ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა» (გამოსვლა 20:2,3; კანონი (მეორე რჯული) 5:6,7). 


ხატებისა და სტატუეტების დამცველთა აზრით, მეორე მცნება პირველის გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო რახან პირველ მცნებაში «სხვა ღმერთებია» ნახსენები, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მცნებაში მოცემული გაფრთხილებაც უშუალოდ ცრუ ღმერთების გამოსახულებებს ეხება და არა ჭეშმარიტი ღმერთის. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. 

რა თქმა უნდა, ღვთის მსახურებაში რაიმე სახის ხატების და სტატუეტების გამოყენების უსარგებლობაში დარწმუნება, ისეთი ბიბლიური მუხლების ყურადღენიანი გამოკვლევის შედეგად შეიძლება, როგორებიცაა, მაგალითად, ესაია 40:18-20; 44:9-20 ან იერემია 10:1-5,8,9,14,15. წმინდა წერილის ამ მუხლებში დანახვებულია ღვთის თვალსაზრისი ადამიანის მიერ შემოქმედის რაიმე სახის გამოსახულების დამზადების მცდელობასთან დაკავშირებით. ასეთი «შემოქმედებისადმი» ღვთის თვალსაზრისი უკიდურესად ნეგატიურია. თუმცა ეხლა ყურადღებას არ გადავიტანთ დამატებით ბიბლიურ მუხლებზე და ზემოთ წამოწეულ საკითხს ახლომდებარე კონტექსტის შუქში განვიხილავთ. 

მაშ ასე, მეორე მცნებაში ღმერთი მართლა მხოლოდ და მხოლოდ წარმართული ღვთაებების გამოსახულებების დამზადებას გულისხმობდა? თუ ეს გაფრთხილება ასევე ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებებსაც ეხებოდა?

კანონის მე-5 თავში ჩაწერილი, «ქანდაკების და ... მსგავსების იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ»  შესახებ ღვთის გაფრთხილების სათანადო აზრის გაგებაში, დახმარებას წინა მე-4 თავი გვიწევს. მასშიც იმის ანალოგიური დეტალებია გამოყენებული, რაც მე-5 თავში. მაგალითად, ღმერთი ხაზს უსვამს, რომ მცნებები ისრაელიანებს მიეცათ, როდესაც ისინი «იეჰოვას წინაშე იდ[ნენ] ხორებთან» (შეადარეთ კანონი (მეორე რჯული) 4:10,15 და კანონი (მეორე რჯული) 5:2). 

მე-4 თავი პირდაპირ მიუთითებს ათ მცნებაზე:

«შეთანხმება დაგიდოთ და ათი მცნების დაცვა გიბრძანათ. მან ეს მცნებები ორ ქვის ფილაზე დაგიწერათმაშინ მიბრძანა იეჰოვამ, რომ თქვენთვის წესები და სამართალი მესწავლებინა, რათა დაგეცვათ იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც მიდიხართ» (კანონი (მეორე რჯული) 4:13,14).


ამავდროულად, კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავში (მუხლები 15-19), ცალკე ესმება ხაზი ზუსტად იმ გაფრთხილებას, რომელიც მე-5 თავში მეორე მცნებად ითვლება. ეს იმის დამატებით და გაცილებით მკაფიო შესაძლებლობას იძლევა, თუ უშუალოდ რა აზრი ჩადო ღმერთმა მითითებაში «ქანდაკების და ... მსგავსების» შესახებ.

ამგვარად, რას ვხედავთ ამასთან დაკავშირებით? კანონის (მეორე რჯული) 4:12 ხაზს უსვამს, რომ ისრაელებს «ხმა ესმოდათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდ[ნენ], მხოლოდ ხმა ესმოდათ». რა თქმა უნდა, ეს აზრი ეხებოდა არა ცრუ ღვთაებების გამოსახულებებს, არამედ უშუალოდ იეჰოვას, რომელიც ადამიანებისთვის უხილავი რჩებოდა. შემდეგ, მე-15 მუხლში კვლავ ანალოგიური შეხსენება კეთდება: «იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან დაგელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება არ გინახავთ; ამიტომ ფრთხილად იყავით…» მოცემული წინადადება კი არ მთავრდება, არამედ ნელა «ქანდაკების და ... მსგავსების» ზუსტად იმ გაფრთხილებაზე გადადის, რომელიც შემდეგ კიდევ ერთხელ მეორდება მეორე მცნების სახით მე-5 თავში.

კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავის 23, 24 მუხლებში, კიდევ ერთხელ მეორდება ჩვენთვის საინტერესო მცნება:

«იფრთხილეთ, რომ არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, დაგიდოთ; არ გაიკეთოთ ქანდაკება, არაფერი იმის მსგავსი, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, აგიკრძალათიეჰოვა, თქვენი ღმერთი, შთამნთქმელი ცეცხლია, არ იწყნარებს ორგულობას».


მოცემული სიტყვები პირდაპირ უკავშირდება კანონის (მეორე რჯული) 5:8,9-ში ჩაწერილ დარიგებას...

ამგვარად, კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავში მოცემული ანალოგიური მითითების გამოკვლევის წყალობით, ორი მომენტი ხდება ნათელი: 

1) ამ სიტყვების კონტექსტში იეჰოვა თავის მითითებას არ უკავშირებს ცრუ ღვთაებების რაიმე გამოსახულებებს. ისინი მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ არიან ნახსენები.

2) «ქანდაკების და ... მსგავსების» შესახებ მითითების კონტექსტი, არაერთგზის უკავშირდება ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებას, რომელიც ხორებში ისრაელიანთათვის უხილავი იყო. ზუსტად ეს გარემოება – ადამიანებისთვის ღმერთის იერის უხილავობა – წარმოადგენს კანონის (მეორე რჯული) მე-4 თავში იმის აკრძალვის საფუძველს, რომ თაყვანისცემაში ღვთის გამოსახულების აკრძალვა მომხდარიყო.

ეს დასკვნები აშკარაა, რაც თავის მხრივ აბათილებს ზემოთ გადმოცემულ იმის მცდელობებს, რომ მეორე მცნება ისე წარმოადგინონ, როგორც ვითომდა ცრუ ღვთაებების გამოსახულებების დამზადებისა და გამოყენების აკრძალვა და არა ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულებების. მეორე მცნების უახლოესი კონტექსტი უშუალოდ იეჰოვას გამოსახულებას შეეხება და ასეთი მითითების დადგენის დაწვრილებით განმარტებას წარმოადგენს. თანაც მოცემულ ტექსტში ის არანაირად არ არის დაკავშირებული უცხო ღმერთებთან. ბუნებრივი დასკვნა, რომელიც მოსეს დროს მცხოვრებმა ისრაელიანებმა გააკეთეს და, რომელსაც იუდეველები დღემდე მისდევენ ისაა – რომ ღმერთი კრძალავს ნებისმიერი სახის მისი გამოსახულებების დამზადებას და გამოყენებას.

ამავე პრინციპს მისდევდნენ პირველი ქრისტიანებიც, რომელთაც ღვთისადმი თაყვანისცემის და ღვთისმსახურების ფორმები, კიდევ უფრო უბრალო ჰქონდათ, ვიდრე იუდეველებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოციქულთა კრება, ღვთისადმი საკუთარ თაყვანისმცემლობაში არც ხატებს იყენებდა და არც სტატუეტებს (1 კორინთელები 10:14; 2 კორინთელები 6:16,17).

«პირველი ქრისტიანები დაუძლეველ სიძულვილს გრძნობდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებში გამოსახულებების გამოყენების მიმართ... [...] ქრისტიანობის დამცველები საკუთარ გონებას სულელი კერპთაყვანისმცემლების წინააღმდეგ მიმართავდნენ, რომლებიც მუხლს საკუთარი ნახელავის წინაშე იდრეკდნენ» (ისტორიკოსი ედვარდ გიბონი «რომის იმპერიის დაცემა და დანგრევა»).

«ქრისტიანობის ისტორიის პირველი სამი ასწლეულის განმავლობაში, ეკლესიას... არ გააჩნდა საკუთარი ხელოვნების ნიმუშები, და ჩვეულებრივ, როგორც შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა მათ გაჩენას. კლიმენტი ალექსანდრიელი, მაგალითად, რელიგიური (წარმართული) სახვითი ხელოვნების წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ ამას ქმნილების თაყვანისცემამდე მიჰყავდა და არა შემოქმედის… ფერწერა ეკლესიაში დაახლოებით III საუკუნის შუა პერიოდში გამოჩნდა და თანდათან შეაღწია, თუმცა, სიმართლე ითქვას, ამას ზოგიერთ თემებში სასტიკი წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. მხოლოდ IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც იმპერატორი კონსტანტინეს დროს ქრისტიანობამ რომის იმპერიაში კანონიერი სტატუსი მიიღო, დაიწყო ეკლესიაში გამოსახულებებმა გამოჩენა და მყარად დაიწყო ადგილის დაკავება ქრისტიანების რელიგიურ ცხოვრებაში» («ბრიტანული ენციკლოპედია»).

უფალმა იესომ ნათელი მითითება მოგვცა, რომ ღმერთს «სულითა და ჭეშმარიტებით» უნდა ვემსახუროთ (იოანე 4:24). როგორც ამის მტკიცებულება, ღვთის ძეს არასოდეს უტარებია თან გამოსახულებები და არც თავისი მიმდევრებისთვის უსწავლებია სახლებში ხატების გამოფენა. იესოს მიბაძვით, ქრისტიანებმა «უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი თავისი წარმოსახვით ოქროსგან, ვერცხლისგან თუ ქვისგან ღმერთს ვერ გამოსახავს» (საქმეები 17:29). როგორც ღვთის შვილებმა, ჩვენ «თავი შორს [უნდა] დავიჭიროთ კერპებისგან» (1 იოანე 5:21).

როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან?

«ღმერთი, ცისა და დედამიწის უფალი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთაგან საჭიროებს რამეს, პირიქით, თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყველაფერს» (საქმეები 17:24,25).


ღმერთს არ სჭირდება ადამიანის მიერ დამზადებული რაიმე სახის მისი გამოსახულება და მისადმი მსახურებაში მსგავსი გამოსახულებების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს (გამოცხადება 9:20; 21:8). როგორც შედეგი, ვლინდება სრული უსარგებლობა და, გარდა ამისა, მორწმუნე ადამიანების მიერ «წმინდა» გამოსახულებების, ხატებისა და სტატუეტების გამოყენების დაუშვებლობა. ათი მცნების მეორე მცნება ამის უსიტყვო მტკიცებულებას წარმოადგენს.
---------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий