понедельник, 16 марта 2020 г.

ქრისტეს და მის მოწაფეებს ეს არასოდეს გაუკეთებიათ...



თუ თავს იესო ქრისტეს მოწაფედ მიიჩნევთ, მაშინ იცოდეთ რომ ქრისტეს და მის მოწაფეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს...

არ აუშენებიათ ტაძრები
არ აღუსრულებიათ ლიტურგიები ტაძრებში
არ უციათ თაყვანი ხატებისა და კერპებისათვის
არ უკოცნიათ ჯვრებისა და სხვა «წმინდა» ნივთებისთვის
• თაყვანი არ უციათ გარდაცვლილი «წმინდანების» წმინდა ნაწილებისთვის
არ ულოციათ გარდაცვლილი ადამიანების სულებისა და ანგელოზების მიმართ
• ისინი არ ატარებდნენ განსაკუთრებულ «სამღვდლო» ტანსაცმელს
არ ატარებდნენ კისერზე ჯვრებს (კრიალოსანს, ამულეტებსა და ალისფერ ძაფს)
არ იწერდნენ პირჯვარს
არ ანთებდნენ ტაძარში სანთლებს
• ადამიანებისაგან ფულს არ იღებდნენ ნათლობის, ლოცვისა და სხვა «სულიერი მომსახურების» სანაცვლოდ
არ აღარსრულებდნენ ნათლობას წყალში სრული ჩაძირვის გარეშე
არ ნათლავდნენ მოუნანიებელ ადამიანებს
არ ნათლავდნენ ჩვილებს
არ აღასრულებდნენ ნათლობას ნათლიების მონაწილეობით
• მონათლულებს არ აძლევდნენ ახალ სახელებს
არ აკურთხებდნენ წყალს და ხალხს არ ასხურებდნენ «ნაკურთხ წყალს»
არ იგონებდნენ ახალ «ქრისტიანულ» დღესასწაულებს და არ ანაცვლებდნენ მათით უკვე არსებულ წარმართულ დღესასწაულებს
არ ასწავლიდნენ, რომ ღვთის სამყოფელს ეკლესიის შენობა ან რომელიმე სხვა «წმინდა» ადგილი წარმოადგენს
არ გააჩნდათ იერარქიული სტრუქტურა პატრიარქებით, არქიეპისკოპოსებით, არქიდიაკვნებითა და ასე შემდეგ.

არ ატარებდნენ ორდენებს, მედლებს, სხვადასხვა ტიტულებსა და ჯილდოებს
• უფლებას არ აძლევდნენ, რომ ხალხს მათთვის მიემართა სიტყვებით «მამაო», «მეუფე», «თქვენო უწმინდესობავ» და ა.შ.
არ მოიხსენიებდნენ თავის მომხრეებს დამამცირებელი სიტყვით «საერონი» (ბიბლიაში ეს სიტყვა მოუნანიებელი ცოდვილების მიმართაა გამოყენებული)
არ უკოცნიდნენ მღვდელს ხელებს
არ ასწავლიდნენ ტაძარში მღვდლის წინაშე რეგულარული აღსარების აუცილებლობის შესახებ

არ იყენებდნენ საცეცხლურს და სხვა მართლმადიდებლურ ნივთებს
არ იყენებდნენ სეფისკვერებს, წმინდა მიწას, წყალს და ცეცხლს
არ შეუქმნიათ წმინდა ინკვიზიცია (მართლმადიდებლური ან კათოლიკური), არ ამახინჯებდნენ და სჯიდნენ ერეტიკოსებს ყველაზე სასტიკი და საწამებელი სასჯელებით
არ იჯდნენ, არამედ დადიოდნენ და ქადაგებდნენ სოფლებსა თუ ქალაქებში
არ ქადაგებდნენ სწავლებას სამოციქულო ნაცვალმემკვიდრეობითობის შესახებ
არ აცხადებდნენ ცალკეულ მორწმუნეებს წმინდანებად

არ ქმნიდნენ ცრუ დოგმებსა და სწავლებებს
არ ლოცულობდნენ და თაყვანს არ სცემდნენ სამებას
არ მოიხსენიებდნენ მარიამს «ღვთისმშობლად», ან «ზეციურ დედოფლად» და არც თაყვანს სცემდნენ მას
არ ასრულებდნენ მსახურებას მოძველებულ, ხმარებიდან გამოსულ ენაზე

არ ატარებდნენ დროშებს, ბაირაღებს, ჯვრებს
არ დგავდნენ ჯვარს საფლავზე
არ აწყობდნენ საეკლესიო მსვლელობებს
არ ლოცულობდნენ სხვა ადამიანების დასანახად
არ ასახიჩრებდნენ, არ კლავდნენ და არ აუპატიურებდნენ რელიგიის სახელით
არ აკურთხებდნენ იარაღს, ჯარებსა და ომს
არ იღებდნენ იარაღს და არ მიდიოდნენ საომრად და მოსაკლავად
არ მსახურობდნენ ჯარში მღვდლებად
არ შეუქმნიათ "წმინდა გადმოცემა", რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს
• კავშირში არ იყვნენ სხვა რელიგიებთან
• კავშირში არ იყვნენ პოლიტიკასთან
არც თავად იყვნენ პოლიტიკოსები და სამხედრო მოსამსახურეები
არ ლოცულობდნენ დაზეპირებული სიტყვებით
არ ლოცულობდნენ გარდაცვლილი ადამიანების სულების სახსნელად და არ უხდიდნენ პანაშვიდებს


და თქვენი რელიგია შეესაბამება ამ ყველაფერს?
---------------------------------------------------

მათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий