пятница, 27 марта 2020 г.

ორგანიზაციისადმი ნდობის შესახებ




«ნუ ენდობით იმედგაცრუებულებს. ისინი თითქმის ყოველთვის უძლურნი არიან».


  დრო და დრო პრეტენზიული ხასიათის შეტყობინებები მომდის, რომელთა ძირითადი არსიც ასეთია: იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ჯერ კიდევ არასაკმარისად ახლოსაა იდეალურ მდგომარეობასთან; მასში არსებობს ორგანიზაციული წესები და გარემოებები, რომლებიც დაცული უნდა იქნას; კრებებში ვხვდებით პასუხისმგებელი ძმების მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ასეთი პრეტენზიის ავტორების აზრით, ორგანიზაცია არაფრით არ განსხვავდება «ქრისტიანული სამყაროს» სხვა რელიგიებისგან, ხოლო ხელმძღვანელ საბჭოში მყოფი ძმები კი, ალბათ უფრო, ძალაუფლებისაკენ ილტვიან, ვიდრე ღვთისა და კრების ინტერესების ნამდვილი დაცვისაკენ. და ასე შემდეგ... საკუთარი თავის შესახებ კი ასეთი კრიტიკოსები ისე საუბრობენ, როგორც მათ შესახებ, ვისაც გულწრფელად სურთ ღვთისადმი მსახურება და მისი ნების შესრულება სწორი სახით...



  არსებობს საკმაოდ ზუსტი გამოთქმა«კრიტიკის სიამოვნება ხელს გვიშლის მშვენიერებით ტკბობაში». მე სრულიად ვეთანხმები ამ განსაზღვრებას და შემეძლო მხოლოდ ამ პასუხით შემოვფარგლულიყავი. თუმცა მე მაინც ჩემი თვალსაზრისის გაცილებით უფრო გაშლილი განმარტების გაკეთება გადავწყვიტე ამ საკითხებთან დაკავშირებით იმ იმედით, რომ ის ჩაანაცვლებს იმის აუცილებლობას, რომ ყველა ცალკეული პრეტენზიის ავტორს ცალ-ცალკე გავცე პასუხი.


  პირველი. ჩემთვის ყოველთვის უცნაურად ჟღერდა ორგანიზაციის მისამართით გამოთქმული საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკმარისად ახლოს არაა იდეალურ მდგომარეობასთან და მას ნაკლოვანებები აქვს. თუმცა არის ვინმე ვინც შეძლებს ჩემთვის ასეთი «იდეალური მდგომარეობის» ჩვენებას ან ღვთის ხალხის ბიბლიურ მაგალითებში, ან რომელიმე თანამედროვე რელიგიურ გაერთიანებაში? 1-ლი საუკუნის სამოციქულო კრებაშიც კი ვერ ვხედავთ ასეთ მდგომარეობას. ჯერ კიდევ მისი ჩასახვისას, პირველი ქრისტიანული თემი შინაგანმა პრობლემებმა შეძრა, რაც ქრისტიანთა ერთი ნაწილის მეორე ნაწილისადმი დრტვინვით გამოიხატა (საქმეები 6:1). მოციქულთა წერილებში ჩვენ მრავალი სერიოზული პრობლემის მაგალითებს ვხედავთ, რომელიც ქრისტიანულ კრებებს ახასიათებდა, და ეს პრობლემები, როგორც ჩანს ძირითადად მოგვარებული ვერ იქნა. გამოცხადების წიგნის პირველი თავები გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობას აღწერენ ღვთის კრებებში.
არც თავად მოციქულები იყვნენ იდეალური ადამიანებისა და უმაკლო ხელმძღვანელენის მაგალითები. ისინი შეცდომებს უშვებდნენ როგორც შეხედულებებში, ასევე კრების ხელმძღვანელობის საკითხებში. როგორც ცნობილია, პირველ ქრისტიანებს შორის არსებობდა წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტეს მოსვლა ჯერ კიდევ მათივე სიცოცხლეში მოხდებოდა, და ასეთ მოლოდინებზე მინიშნებები მოციქულთა ახალაღთქმისეულ წერილებში შეგვიძლია ვნახოთ. მოციქულები ყოველთვის თავის დროზე არ რეაგირებდნენ წმინდა სულის მოქმედებაზე, როგორც ეს ადრე-ქრისტიანული კრების გახლეჩვის საშიშროების მაგალითიდან ჩანს, რომელიც წინადაცვეთის საკითხს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ასეთი შეხედულების უსაფუძვლობა ჯერ კიდევ კორნელიუსის მაგალითზე აჩვენა, მოციქულებმა მხოლოდ 13 წლის შემდეგ შეიმუშავეს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დადგენილების სახით, «რომლებიც უნდა დაეცვათ» ყველა კრებებში (საქმეები 16:4). მოციქულთა ასეთი "შეცდომების" ხილვა ახალ აღთქმაში ჩაწერილ სხვა მაგალითებშიც შეგვიძლია. ნიშნავს თუ არა ეს ყოველივე იმას, რომ მოციქულებს ღვთის კეთილგანწყობა არ ჰქონდათ, ხოლო პირველი საუკუნის ქრისტიანები მის თვალში დიდი ბაბილონის ნაწილს წარმოადგენდა (გამოცხადების მე-18 თავი)?

  შეუძლიათ თუ არა მათ, ვინც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას უყენებს არაიდეალურობის პრეტენზიას, თუნდაც ერთ შესაბამის იდეალურ მაგალითზე მითითება? არა, არ შეუძლიათ. ასეთები არც ბიბლიაშია და არც ისტორიაში. და ეს გასაგებიცაა, იმიტომ რომ ღვთის კრება დედამიწაზე — ესაა არა «წმინდების კურორტი», არამედ «ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება». ორგანიზაცია რომელიც ცოდვილი, არასრულყოფილი, არაიდეალური ადამიანებისაგან შედგება, ვერ იქნება სრულყოფილი და იდეალური. ისეთი ის გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იესო ათასწლეულის ბოლოს «თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს» (1 კორინთელები 15:24). ზუსტი განსაზღვრება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით:

  «იდეალური კრება არ არსებობს. თუმცა ის რომ არსებობდეს კიდეც, შენ იქ ნამდვილად არ მიგიღებდნენ».

  მოდით სრულიად გულწრფელად ვისაუბროთ. რას ნიშნავს ეს გარემოება ქრისტიანებისთვის? ის ნიშნავს, რომ ღვთის ორგანიზაციაში, როგორც ეს პირველ საუკუნეში იყო, ასევე დღესაც, იარსებებს ნაკლოვანებები, გარკვეული დაუდევრობები და შეცდომებიც კი. არავინ ამბობს, რომ ეს კარგი ან სწორია. ეს უბრალოდ გარდაუვალია. და ეს გარემოება ზუსტად ისევე უნდა მივიღოთ, როგორც პირველ ქრისტიანებს უწევდათ მიღება. თანაც, ორგანიზაციის პუბლიკაციებშიც კი ვხედავთ ხელმძღვანელი ძმების აღიარებებს იმის შესახებ, რომ მსოფლიო კრება განვითარებისაკენ ილტვის, და არ წარმოადგენს უკვე სრულყოფილს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი თავისთავად არ გულისხმობს არაფრის კეთებას მათი მხრიდან, «ვისაც მეტი მიეცა», «ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია» (ლუკა 12:48; ებრაელები 13:7). თუმცა ასეთი ძმები ხომ არ სხედან უსაქმოდ. ტყუილად როდია, რომ იეჰოვას მოწმეების ყველაზე თავგამოდებული მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ ძალიან დიდ ძალისხმევას როგორც საორგანიზაციო საქმიანობაში, ასევე ამა თუ იმ ბიბლიური მუხლების გაგების საკითხში, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარეობს. თანაც, ეს მოწმეების ერთერთი ყველაზე შესამჩნევი ნაკვთია — ისინი არ დაჰკანკალებენ ტრადიციების შენარჩუნების საკითხს, როგორც ეს თითქმის ყველა ეკლესიას ახასიათებს, რომლებიც ჩაიყინნენ მტვრის დიდი ფენით დაფარულ დოქტრინებსა და წესებში. როდესაც ლოცვა, გამოცდილება, გაჩენილი მოთხოვნილებები ამა თუ იმ გარემოებების გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებენ, ეს აუცილებლად ხდება. თანაც, ამ ცვლილებების დანახვა განსაკუთრებული სახით ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიძლებოდა, რაც საკმაოდ ნათლად აჩვენებს იმას, რომ ორგანიზაცია მზადაა გაუმჯობესდეს.

  რა თქმა უნდა, ვინმეს თუ იეჰოვას მოწმეების ძირითადი სწავლებები არ მოსწონს, მაშინ ის იმაზე კი არ უნდა დაფიქრდეს, რომ ორგანიზაციამ მის სასარგებლოდ შეცვალოს ისინი, არამედ საკუთარ მოტივებზე. ან მორწმუნე ადამიანების ის საზოგადოება უნდა მოძებნოს, ვისი სწავლებები და შეხედულებებიც შეესაბამება მის შეხედულებებს. და, რაღა თქმა უნდა, «იდეალურობის» კრიტერიუმებსაც.

  ბოლოს და ბოლოს, თავად პრეტენზიების წამომყენებლებს თუ შეუძლიათ პირადად გვიჩვენონ იესოს მოწაფის იდეალური მდგომარეობის მაგალითი? პასუხი ნათელია. თუმცა, ესაა უპირველესი მოთხოვნა ნებისმიერი მათგანისადმი, ვინც თავისი კრების ბიბლიურ ორგანიზაციისადმი შეუსაბამობაზე საუბრობს. ამაზე გაამახვილა ყურადღება იესომ, როდესაც თავის მიწაფეებს უთხრა:

  «გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში» (მათე 5:20. შეადარეთ მათე 7:1-5).

  აი რატომ იქნებოდა მათთვის უკეთესი, ვინც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას სდებს ბრალს, პირველ რიგში საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე გაემახვილებინათ ყურადღება. თუ საკუთარ მაგალითზე არ შეგიძლია იმაზე გაცილებით უკეთესის ჩვენება, ვიდრე მოწმეები არიან, მაშინ რა აზრი აქვს ჰაერის აღშფოთებებით შეძვრას? საკუთარი თავით დაიწყე, აჩვენე, თუ სწორად როგორ უნდა «ჩაეჭიდო... ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს», ამაში დარჩი მუდმივად და მხოლოდ ამის შემდეგ გექნება სიტყვის თქმის უფლება (2 ტიმოთე 1:13). მაგრამ, შეძლებ კი?


  მეორე. ორგანიზაციული წყობის წესებსა და გარემოებებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია. არანაკლებ უცნაურია, როდესაც ვიღაც ამაში რაღაც დაუშვებელს ხედავს. როგორ წარმოუდგენიათ ასეთ ადამიანებს ქრისტიანთა მრავალ-მილიონიანი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ენებზე და კილოებზე მოსაუბრე, სხვადასხვა კულტურის, ცხოვრებისეული გარემოებების, განათლების დონის მქონე, როგორ უნდა ურთიერთ თანამშრომლობდნენ ყოველგვარი საორგანიზაციო პრინციპების გარეშე? თუ ვინმეს იმის თქმა სურს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაშინ, უკაცრავად, ეს ფანტაზიები, არც ფაქტიური მტკიცებულებებითაა გამაგრებული და არც პირადი გამოცდილებით.

  ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღვთის ერთგულ მსახურებს, ადრეული დროიდან გააჩნდათ მკაფიო ორგანიზაციული წყობა თავისი წესებითა და პირობებით (შეადარეთ იგავები 30:27). თავიდან ეს ჩანდა პატრიარქალურ-საგვარეულო ურთიერთდამოკიდებულებებში, სადაც საგვარეულოს თავი, რომელიც იეჰოვა ღმერთისადმი რწმენას იზიარებდა, საკუთარ თავზე იღებდა მართვის ინიციატივას და ქცევის საერთო წესებს ადგენდა თავისი თამანორწმუნე თვისტომებისთვის. შემდეგ ჩვენ იმავე პრინციპს ვხედავთ ძველი ისრაელის მაგალითზე, რომელსაც მსაჯულები, შემდეგ კი მეფეები მართავდნენ (რიცხვები 10:28; 1 მატიანე 24:19; 2 მატიანე 35:15). სამოციქულო კრებაც ასევე საორგანიზაციო წყობას იყენებდა, რომელსაც ყველა ქრისტიანი უნდა მიჰყოლოდა. «ღმერთი უწესრიგობის კი არა... ოღონდ ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს» - გვასწავლის ბიბლია (1 კორინთელები 14:33,40). ეს განსაკუთრებით შესამჩნევია პავლეს წერილებში, სადაც მოციქული ხშირად აძლევს საორგანიზაციო ხასიათის მითითებებს, რომლებიც კრებებს უნდა გადაეღოთ და შეესრულებინათ (1 კორინთელები 4:17; 11:2; 16:1; კოლასელები 4:16). პავლე განიკითხავდა კიდეც მათ, ვისაც კრებებში დადგენილი წესრიგისადმი მორჩილება არ სურდა (1 თესალონიკელები 5:14; 2 თესალონიკელები 2:15; 3:6-12).

  როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ბიბლიისთვის აბსოლუტურად უცხოა ღვთის ხალხის კრებებში ლიბერალურ-ანარქიული სული. თანაც, ქრისტიანულ კრებებში წესრიგი თვითმიზანი არაა; ის აუცილებელია, რადგან კრებას საშუალებას აძლევს მთავარზე გაამახვილოს ყურარება და გაექცეს ყველაფერ იმას, რასაც მსახურებიდან ყურადღების გადატანა და ჭეშმარიტებაზე ჩრდილის მიყენება შეეძლო (შეადარეთ მარკოზი 11:15-17; საქმეები 19:32; 21:33,34). თუ ვინმე უშუალოდ ქრისტიანულ კრებებში არსებული შიდა წყობის წინააღმდეგ გამოდის, მაშინ ასეთი ადამიანი თავისდაუნებურად ხვდება იმ ადამიანთა კატეგორიაში, რომლებსაც პავლე განიკითხავდა 2 თესალონიკელების 3:6-12-ში.


  მესამე. პრეტენზია იმის შესახებ, რომ კრებებში პასუხისმგებელი ძმების მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები ხდება. ეჭვგარეშეა, არავის სურს იმის თქმა, რომ მსგავსი ქმედებები რაიმე კარგს წარმოადგენს. თუმცა, პირველი პუნქტის მსგავსად, უნდა გვახსოვდეს, რომ კრება ჯერ-ჯერობით არ წარმოადგენს სრულყოფილების ეტალონს, ამიტომ არ უნდა მოველოდეთ უნაკლობას ნებისმიერი ქრისტიანისაგან, მათგანაც კი ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობები აქვთ კრებებში (ებრაელები 13:7,17). ძველი მართალი მამაკაცები და მოციქულებიც კი სჩადიოდნენ დრო და დრო ისეთ ქმედებებს, რომელიც ღვთის მოწონებას არ იმსახურებდა და რომელთა გამოც შემდეგ მათ ძალიან რცხვენოდათ. თანაც, არც თუ იშვიათად, მათ მიერ საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მთელ ერზეც ნეგატიურად აისახებოდა. ადამიანური ფაქტორი დღესაც მოქმედებს ქრისტიანებზე, რასაც ვერავინ შეედავება.

  აქ იმის გათვალისწინებაა საჭირო, რომ უმეტეს შემთხვევაში ძმებმა შეიძლება იმოქმედონ არა ბოროტი განზრახვიდან გამომდინარე, არამედ ნამდვილად შეცდომის ან არასაკმარისი წვდომის უნარის გამო. ასე, მაგალითად, ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» არაერთგზიც ამახვილებდნენ უხუცესების ყურადღებას იმის აუცილებლობაზე, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ არა საკუთარი წარმოდგენების თანახმად, არამედ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, განივითარონ «ქრისტეს გონება». როგორც წესი, ზუსტად ამ რჩევის უგულებელყოფაში მდგომარეობს იმის მთავარი მიზეზი, თუ კრების უხუცესთაგან ზოგიერთი, ხანდახან რატომ ამბობს ან აკეთებს იმას, რამაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს სხვა ადამიანის მხრიდან. კრიტიკოსთა უსაფუძვლო ბრალდებებისგან განსხვავებით, ორგანიზაცია არანაირად არ მალავს მოცემულ პრობლემას, არამედ, პირიქით, საკმაოდ ხშირად შეახსენებს ქრისტიანებს ასეთ საკითხებში ჯანსაღი და გონივრული ქმედებების აუცილებლობის შესახებ.

  მაგალითად, 1992 წლის 15 აგვისტოს (რუს.) ჟურნალში (გვ.12) ეწერა:
  «ქრისტიანებს გულწრფელად სურთ ღვთის კანონების მიყოლა. თუმცა შეიძლება ჩვენც კი დავყვეთ ურიცხვი დამამძიმებელი წესების დადგენის მიდრეკილებას. რატომ? პირველ რიგში, განსხვავებული გემოვნების ან უპირატესობის მინიჭების გამო, ზოგიერთმა შეიძლება ის ჩათვალოს მისაღებად, რაც სხვებს არ მოსწონთ და თვლიან, რომ ეს წესებიდან ამოღებული უნდა იქნას. ქრისტიანები ასევე სულიერი ზრდასრულობისაკენ სწრაფვაშიც განსხვავდებიან».
  
  ჟურნალი შეხსენებას აკეთებს: «ღმერთს ქრისტიანებისთვის არ მიუცია წესების ვრცელი სია, რომლებიც ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს შეეხებოდა, თითქოსდა ეს შეიძლება მათი სულიერად აღზრდის საშუალება ყოფილიყოს».

  მსგავსი აზრი ასევე ასახულია წიგნში «თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს» (გვ.137):
«არავინ უნდა მოელოდოს სხვებისგან სრულყოფილებას, არც წვრილმანებზე გაუმახვილოს გამუდმებით ყურადღება და არც ისეთ საკითხებზე ურჩიოს რამე, რომლებთან დაკავშირებითაც ბიბლია პირადი არჩევნის გაკეთების უფლებას იძლევა. აგრეთვე, შესაძლოა, ზოგმა რჩევა მისცეს ვინმეს მომხდარი ფაქტების მხედველობაში მიღების გარეშე, რაზეც შეიძლება ტაქტიანად მიეთითოს».

  იმავე წიგნში შემდეგ კვლავ ნათქვამია:
  «შეიძლება თანამორწმუნე თავისი საქციელით მხოლოდ შენ კი არა, სხვებსაც სტკენდეს გულს. ნუთუ კარგი არ იქნებოდა მასთან ლაპარაკი? შესაძლოა. თუ კეთილგანწყობით აუხსნიდი მას პრობლემის არსს, შეიძლება ამას კარგი შედეგი გამოეღო. მაგრამ თავდაპირველად საკუთარ თავს შეეკითხე: "ნამდვილად არღვევს ის ბიბლიურ პრინციპს? თუ მხოლოდ იმიტომ ვხედავ პრობლემას, რომ წარმოშობითა და აღზრდით განვსხვავდები მისგან?". იფრთხილე, რომ საკუთარი ნორმები არ დაადგინო და შემდეგ მათ საფუძველზე არ განსაჯო ვინმე (იაკობი 4:11, 12). იეჰოვა მიუკერძოვებლად იღებს ყველა წარმოშობის ადამიანს და, თუ ისინი სულიერად იზრდებიან, მოთმინებას ავლენს მათ მიმართ» (გვ.147).


  მსგავსი საფრთხეების შესახებ ორგანიზაცია განსაკუთრებით ქრისტიანული კრებების პასუხისმგებელ ძმებს აფრთხილებს. ასეთი გაფრთხილებების თანახმად ძმები «ერიდებიან დაადგინონ თვითნებური მკაცრი წესები ან თავიანთი პირადი თვალსაზრისი და შეხედულებები დააკანონონ. (შეადარე დანიელი 6:7–16.) დროდადრო თავაზიანი შეხსენებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩაცმულობა და გარეგნული იერსახე, შესაძლოა, შესაფერისი და დროული იყოს, მაგრამ შესაძლოა უხუცესი საფრთხეში აგდებს საკუთარი თავის, როგორც კეთილგონიერი ადამიანის რეპუტაციას, თუ გამუდმებით ლაპარაკობს ამის შესახებ ან ცდილობს თავს მოახვიოს თანაქრისტიანებს პირადი გემოვნება. ნამდვილად, კრებაში ყველა უნდა მოერიდოს იმას, რომ არ გააკონტროლოს სხვები (შეადარე 2 კორინთელთა 1:24; ფილიპელთა 2:12).» («საგუშაგო კოშკი», 1 თებერვალი 1995 წ., გვ.15-20). 

  «დღეს ქრისტიანები კარგს აკეთებენ, თუ არ არიან მეტისმეტად მკაცრი აზროვნების ან წესებზე გადაყოლილები», - მოცემული მსგავსი შეხსენება ჟურნალის სხვა გამოცემაში, - «ხოლო ისინი, ვინც კრებაში უფლებით არიან აღჭურვილი, თავს იკავებენ სხვების დატვირთვისგან ადამიანთა მიერ შექმნილი ზომაგადასული წესებითა და მეთოდებით» («საგუშაგო კოშკი», 1 სექტემბერი 1995 წ., გვ.7).

  ჟურნალის კიდევ ერთ გამოცემაში ასევე შეგვიძლია ვნახოთ დარიგება იმის შესახებ, რომ «პირებმა, რომლებიც დღეს სხვების საქმიანობას ზედამხედველობენ ან ათანხმებენ მათ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რათა მათ ისინი არ დაამძიმონ უსარგებლო ადამიანური წესებით. ამისაკენ მიდრეკილება განსაკუთრებულად ძლიერ შეიძლება იმ ადამიანს ჰქონდეს, რომელიც ძალიან მკაცრია საკუთარი თავის მიმართ ან ძალიან ბევრს სთხოვს თავს, და ამიტომ ფიქრობს, რომ სხვებიც ასე უნდა განიხილავდნენ საქმეებს. თუმცა, პავლე ქრისტიანებს სწერდა: «იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ» (2 კორინთელები 1:24) შესაბამისი სახით ქრისტიანები საერთო ჯამში არ უნდა მოელოდნენ, რომ პასუხისმგებელი პირები ყველა წვრილმანზე მოახდენენ წესების ფორმულირებას. ამის ნაცვლად ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა შეგვეცნო, თუ რას ამბობს ღვთის სიტყვა და ამით განგვესწავლა ჩვენი სინდისი და ჩვენი აღქმის უნარი (ებრაელები 5:14)» («საგუშაგო კოშკი», 1 მარტი 1983 წ., «რით ხელმძღვანელობ შენს ცხოვრებაში?»[რუს.]).


  ორგანიზაციის რჩევებიც კი არ აჰყავს თავად მასვე ერთგვარი საკანონმდებლო აქტის სტატუსში. ძმებს არაერთხელ გაუსვიათ ხაზი, რომ მათი რჩევები აღქმული უნდა იქნას უშუალოდ როგორც რჩევები. მაგალითად, მაუწყებლებისთვის რჩევის მიცემისას, რომ «კარგი იქნებოდა სამეფო დარბაზში ყოველთვის სხვადასხვა ადგილი დავიკავოთ», რომლის მოტივიც დანარჩენი დამსწრეების უკეთ გაცნობის საშუალებაა, ორგანიზაცია მაშინვე ამატებს: «უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს ისეთი წესი, რომ ყველამ ასე უნდა აკეთოს» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 1994 წ., გვ.26-29). 

  «საგუშაგო კოშკის» 1995 წლის 1 იანვრის გამოცემა შემდეგ მითითებას შეიცავს ამასთან დაკავშირებით:
  «შეიძლება უხუცესმა იფიქროს, რომ თეოკრატიულ პიროვნებად ყოფნისთვის ძმები ყველანაირ წესს უნდა დაემორჩილონ. ზოგიერთმა უხუცესმა ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ დროდადრო შემოთავაზებული რჩევები წესებად გადააქცია (მათე 24:45). მაგალითად, ერთხელ შემოთავაზებული იყო რჩევა, რომ კრებაში ძმების უფრო ადვილად გაცნობისთვის კარგი იქნებოდა თუ არ დაიკავებდნენ ერთსა და იმავე ადგილს „სამეფო დარბაზში“. ეს იყო პრაქტიკული რჩევა და არა მტკიცედ დადგენილი წესი. მაგრამ, ზოგიერთი უხუცესი, შესაძლოა, მიდრეკილია წესად აქციოს ის და ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც არ მისდევენ ამ რჩევას, არ არიან თეოკრატიულები. მაგრამ, შეიძლება არსებობდეს ბევრი მიზეზი, რომლის გამო ძმა ან და ამჯობინებს გარკვეულ ადგილზე ჯდომას. თუ უხუცესი სიყვარულით არ ითვალისწინებს ასეთ მიზეზებს, წარმოადგენს კი თვითონ თეოკრატიულ პიროვნებას? თეოკრატიულები რომ იყოთ, „ყოველი თქვენი საქმე აღსრულდეს სიყვარულით“ (1 კორინთელთა 16:14, სსგ). (გვ.19-20)

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკის» სხვა გამოცემაში (1 სექტემბერი 1996 წ., გვ.19-24 [რუს.]) გამოქმვეყნებული იყო შესანიშნავი სტატია სათაურით «იცხოვრე ქრისტეს კანონის თანახმად». ძმებმა პირდაპირ აღწერეს შესაბამისი სიტუაცია, რითაც დაგვანახვეს, თუ რამდენად უგუნურებაა ვინმემ პირადი აზრი, ან თუნდაც ორგანიზაციის რჩევები, აქციოს წესებად, რომლებიც სხვებმა აუცილებლად უნდა დაიცვან. სტატიაში, სხვა დანარჩენ აზრებთან ერთად, შემდეგი ეწერა:
  «ყველა ქრისტიანი უნდა აქცევდეს ყურადღებას იმას, რომ დამატებითი ტვირთი არ დავაკისროთ სხვებს, პირადი არჩევნის საკითხებში საკუთარი შეხედულებების თავზე მოხვევით. დრო და დრო საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში მოდის წერილები, რომელთა ავტორებიც მითითებებს გვთხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდეთ ამა თუ იმ ფილმების, წიგნებისა და სათამაშოების მიმართაც კი. მაგრამ საზოგადოება უფლებამოსილი არ არის მსგავსი საკითხების კვლევაში და მსგავს საკითხებში გადაწყვეტილებების გამოტანის საკითხებში. უმეტეს შემთხვევაში ეს საკითხები თავად პიროვნებამ ან ოჯახის თავმა უნდა გადაწყვიტოს, ბიბლიური პრინციპებისადმი საკუთარი სიყვარულიდან გამომდინარე. სხვები მიდრეკილნი არიან საზოგადოების შემოთავაზებებისა და სახელმძღვანელო პრინციპების წესებად გადაქცევისაკენ. მაგალითად, 1996 წლის 15 მარტის «საგუშაგო კოშკში» დაბეჭდილი იყო მშვენიერი სტატია, რომელიც უხუცესებს აღძრავდა რეგულარულად ჩაეტარებინათ კრების წევრების სამწყემსო მონახულებები. წარმოადგენდა თუ არა ამავდროულად მიზანს წესების დადგენა? არა. თუმცა ისინი, ვინც სტატიაში გადმოცემული შეთავაზებებით სარგებლობას შეძლებენ, უდიდეს სარგებელს მიიღებენ, ზოგიერთ უხუცესს ამის კეთების შესაძლებლობები არ აქვს. მსგავსი სახით სტატიაში «მკითხველთა შეკითხვები», 1995 წლის 1 აპრილის «საგუშაგო კოშკიდან» [რუს.] მოცემული იყო გაფრთხილება, რომ ყურადღება არ მოედუნებინათ ნათლობის მნიშვნელოვნების საკითხთან დაკავშირებით, არ გადავარდნილიყვნენ უკიდურესობებში და არ მოეწყოთ თავაშვებული ქეიფი ან ზეიმი. ზოგიერთი ამ სულიერად "მწიფე" რჩევას ზედმეტად გულმოდგინედ მიუდგა და წესებიც კი დაადგინა, რომ თითქოსდა უადგილოა გამამხნევებელი მისალოცი ბარათის გაგზავნა ნათლობის მილოცვის მიზნით!
  ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგზე: ჩვენს შორის რომ «თავისუფლების სრულყოფილი კანონი» მეფობდეს, მაშინ ჩვენთვის აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ყველა ქრისტიანს ერთნაირი სინდისი არ აქვს (იაკობი 1:25). უნდა დაგვაღონოს იმან, თუ ვინმე ისეთ პირად არჩევანს აკეთებს, რომელიც ბიბლიურ პრინციპებს არ არღვევს? არა. ეს უთანხმოებებს გამოიწვევდა (1 კორინთელები 1:10). როდესაც პავლე გვაფრთხილებდა, რომ არ გაგვესამართლებინა თანაქრისტიანი, მან თქვა: «დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი» (რომაელები 14:4). იმის გამო სხვების განკითხვით, რაც თითოეულის სინდისითაა გადასაწყვეტი, ჩვენ ღვთის მოწონების დაკარგვით ვრისკავთ (იაკობი 4:10—12)».

  კიდევ ერთ სტატიაში, «უფრთხილდით საკუთარ თვალში მართლებად ყოფნას!» (15 ოქტომბერი 1995 წ, გვ.29-31 [რუს.]), მოყვანილი იყო სხვა თვალსაჩინო მაგალითი ორგანიზაციის რჩევების თანახმად ზოგიერთი ადგილობრივი ძმების მიერ მკაცრი წესების დადგენის შესახებ:
  «ქრისტიანული კრება უფლებამოსილია იმოქმედოს იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის გაწონასწორებულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს (ებრაელები 13:17). თუმცა ზოგიერთები ამახინჯებენ ამ პრინციპებს ან თავის საკუთარ წესებს ამატებენ. ერთ ტერიტორიაზე თეოკრატიული სკოლის ყველა მოსწავლისაგან მოითხოვებოდა პიჯაკების ჩაცმა და მოხსენებისას პიჯაკზე შეკრული ღილებით გამოსვლა. ვინც ამ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა, შემდგომი დავალებებით გამოსვლის უფლება ერთმეოდა. იმის ნაცვლად რომ მსგავსი მკაცრი წესები დავადგინოთ, განა უფრო გონივრული და ღვთის სიტყვის სულის შესაბამისი არ იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში მსუბუქი ინდივიდუალური დარიგების მიცემა? (იაკობი 3:17)».

  იმავე სტატიაში მოცემული იყო სხვა აზრიც:
  «მშობლები შეიძლება გულმოდგინებით დაკავდნენ სხვა ადამიანების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით და თანდათანობით დაავიწყდეთ საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებები. ან შეიძლება ისინი ზედმეტად გულმოდგინენი გახდნენ და საკუთარ შვილებს იმაზე მეტი მოსთხოვონ, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ (ეფესოელები 6:4; კოლოსელები 3:21). ზოგიერთი ბავშვი, რადგან არ ძალუძთ არაგონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ორმაგი ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას. გონიერი მშობელი გაითვალისწინებს საკუთარი ოჯახის შესაძლებლობებს და შესაბამისად მიუდგება. (შეადარე დაბადება 33:12—14.)
  გარდა ამისა, გადამეტებული თავგამოდების გამო შეიძლება დავკარგოთ ტაქტი, თანაგრძნობა და სიფხიზლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობისას. ქრისტიანი შეიძლება ძალიან ბევრს შრომობდეს სამეფოს საქმისთვის. თუმცა ამავდროულად მისმა გადამეტებულმა გულმოდგინებამ შეიძლება ჭრილობა მიაყენოს ადამიანებს. პავლემ თქვა: «წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია» (1 კორინთელები 13:2, 3)».

  საკუთარი მოსაზრებებიდან ან ორგანიზაციის რჩევებიდან გამომდინარე საკუთარი წესების დადგენის არაგონივრული ტენდენციისაგან თავის არიდების შესახებ გაფრთხილების მსგავსი მაგალითები, შეიძლება ასეთი პირების მიერ საკუთარი არასწორი მოქმედებების გამოსწორებას მოემსახუროს და, ამასთან ერთად, მხარდაჭერად და ნუგეშად იქცეს მათთვის, ვისი გრძნობებიც იქნა შელახული მსგავსი მოთხოვნებით. 

  ქრისტიანის სწორ დამოკიდებულებაზე საუბრისას იმ შემთხვევებთან, როდესაც მისი გრძნობები დაბრკოლების საფრთხის ქვეშ დგება სხვა ქრისტიანების არასასიამოვნო მოქმედებების გამო, მინდა რეალური მაგალითი მოვიყვანო. ის წარმოადგენს ერთერთი იეჰოვას მოწმის ნაამბობს, რომელიც თავის ქრისტიანულ ცხოვრებაში გადაეყარა სხვა ძმების მხრიდან ისეთ დამოკიდებულებას, რომელმაც მას იმედი გაუცრუა და უსაფუძვლოდ დააკარგვინა ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას მანამდე ჰქონდა.

  «როგორი იყო რეაქცია? არავითარი უპირატესობა, გარდა საერთო პიონერებად მსახურებისა. ჩვენ ეს მსახურება ქალაქ ბილში დავიწყეთ ჩვენი ქორწილის შემდეგ... უფლებას არ მაძლევდნენ საჯარო მოხსენებები წარმომეთქვა, ჩვენ არ შეგვეძლო მოახლოებული კონგრესის დელეგატებისთვის საცხოვრებლის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სარაიონო ზედამხედველმა ჩვენ გაგვიწია რეკომენდაცია ამ უპირატესობისათვის. მრავალი აღარ გვესალმებოდა, ისე გვეპყრობოდნენ, როგორც გარიცხულებს, მიუხედავად იმისა, რომ პიონერები ვიყავით... სინამდვილეში, ასეთი მობყრობა არ ირეკლავდა საზოგადოების თვალსაზრისს. ეს საორგანიზაციო მითითებების არასწორი გამოყენების შედეგი იყო».

  ამ ძმის სახელია – ვილი ბილი. შემთხვევა, რომელზეცაა საუბარი, გამოქვეყნებული იყო 1991 წლის 1 ნოემბრის «საგუშაგო კოშკში» [რუს.] და ნახსენები იყო 2017 წლის «საგუშაგო კოშკში» გვ. 18-22. მინდა ყველა მკითხველს ვურჩიო პირადად გაეცნონ ამ სტატიებს.


  თუმცა, მეორეს მხრივ, უსამართლოდ განაწყენებული ქრისტიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჰყვეს გრძნობების ტალღებს და ღვთის კრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს ვიღაცის უკიდურესად უგუნური ქმედებების გამო! რატომ? იმიტომ რომ, პირველი, ის იეჰოვა ღმერთს ემსახურება და არა ადამიანებს; მეორე, მას უნდა ესმოდეს, რომ არასრულყოფილი ადამიანების კრებაში შეუძლებელია სრულყოფილი ურთიერდამოკიდებულებების მოლოდინი გქონდეს; და მესამე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვა აუცილებლად გამოიყენებს ამ სიტუაციას შენი პირადი აღზრდის მიზნით!  

  «კრებაში ყველანი, მათ შორის უხუცესებიც, არასრულყოფილები არიან, ამიტომ დროდადრო გაუგებრობები და პრობლემები ჩნდება ისევე, როგორც პირველ საუკუნეში მოციქულების დროს ხდებოდა (ფილიპელები 4:2, 3).», – ვკითხულობთ 2007 წლის 15 აპრილის «საგუშაგო კოშკში», - «შეიძლება ზედამხედველის ან სხვისი ნათქვამი უხეში, მკაცრი ან ნახევრად სიმართლე მოგვეჩვენოს. ან შესაძლოა ვფიქრობთ, რომ გარკვეულ საკითხში ბიბლიური პრინციპი ირღვევა და მიუხედავად იმისა, რომ უხუცესებმა იციან ამის შესახებ, ისინი ზომებს არ იღებენ სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა შეიძლება უხუცესები აგვარებენ ან მათ უკვე მოაგვარეს ეს საკითხი წმინდა წერილებისა და იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, თუ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, გავიხსენოთ, რომ კორინთის კრებაში, რომელზეც იეჰოვა ზრუნავდა, გარკვეული დროის განმავლობაში სერიოზულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, იეჰოვამ იზრუნა ამ პრობლემის სამართლიანად მოგვარებაზე (1 კორინთელები 5:1, 5, 9—11). შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ მოვიქცეოდი, იმ დროს კორინთში რომ მეცხოვრა?» («დაე განმტკიცდეს კრება!», აბზ.13).

  «ზოგჯერ უხუცესი შეიძლება ზუსტად არ მიჰყვებოდეს ერთგული მონისა და ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს. თუ განაგრძობს ასე მოქმედებას, ის პასუხს აგებს იეჰოვას, ჩვენი „სულების მწყემსისა და ზედამხედველის“ წინაშე (1 პეტრე 2:25). მაგრამ, რა შეცდომასაც არ უნდა უშვებდეს რომელიმე უხუცესი, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ. იეჰოვა არ აკურთხებს ურჩებს (რიცხვები 12:1, 2, 9—11).» («საგუშაგო კოშკი», 1 აპრილი 2007 წ., გვ.30, აბზ.16).

  იეჰოვას სურს, რომ ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმეს საქციელი გულში გვხვდება, გვესმოდეს, რომ ეს ღვთისა და მოყვასისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარულის გამოცდის მომენტია (ლუკა 10:27). ასეთი სიტუაცია ჩვენთვის იმის ნამდვილ გაკვეთილს წარმოადგენს, თუ როგორ ავირეკლოთ სწორად გრძნობები არასრულყოფილი ადამიანის მიმართ, თუ ნამდვილად გვსურს «მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა» და სხვებს იეჰოვას თვალებით ვუყუროთ (ეფესოელები 5:1). 


  მსგავსი შემთხვევა იყო მოყვანილი ჟურნალ «საგუშაგო კოშკის» სხვა გამოცემაშიც:
  «ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ღვთის ორგანიზაციაში ასეთ ორგულობას აქვს ადგილი. არც იეჰოვა, არც ანგელოზები და არც სულიერი მწყემსები არ დაუშვებენ ქრისტიანულ კრებაში ასეთი ორგული და ბოროტი ადამიანების ყოფნას. და მაინც, თითოეული ჩვენგანი ვხვდებით როგორც საკუთარ, ისე ღვთის სხვა მსახურთა არასრულყოფილებას.
  იეჰოვას ერთი მსახური, გერტრუდი, ახალგაზრდობაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს იმაში, რომ არ შეეფერებოდა სრული დროით მსახურების მოთხოვნებს. როგორ მოიქცა ის? დაიწყო მან დრტვინვა? არა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს, როცა 91 წლის იყო, მან თქვა: „ამ და სხვა შემთხვევებმა მასწავლა, რომ ადამიანთა შეცდომების მიუხედავად იეჰოვა მაინც წარმართავს თავის დიდებულ საქმეს და ამისათვის არასრულყოფილ ადამიანებს იყენებს“. როდესაც ღვთის სხვა მსახურთა არასრულყოფილებას ხვდებოდა, გერტრუდი მთელი გულით მიმართავდა იეჰოვას ლოცვით.
  ვინაიდან ყველაზე ერთგული და გულმოდგინე ქრისტიანებიც კი არასრულყოფილები არიან, მოდი ყველაფერი უდრტვინველად გავაკეთოთ, როდესაც შეცდომას უშვებს ის, ვისაც ღვთის ორგანიზაციაში პასუხისმგებლობა აკისრია (ფილიპელები 2:14). სამწუხარო იქნებოდა, თუ პირველი საუკუნის კრების ზოგი წევრის ცუდ საქციელს მივბაძავდით! მოწაფე იუდამ თქვა, რომ იმდროინდელი ცრუმასწავლებლები ‘არაფრად აგდებდნენ მმართველობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ დიდებით მოსილთ’. ისინი ‘მუდამ ბუზღუნებდნენ [დრტვინავდნენ] და თავიანთ ხვედრს უჩიოდნენ’ (იუდა 8, 16). დაე არასოდეს მივბაძოთ ამ მდრტვინავებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ ყოველივე კარგზე, რასაც „ერთგული და გონიერი მონისგან“ ვიღებთ. დავაფასოთ ყოველივე კარგი იეჰოვას ორგანიზაციაში და ყველაფერი უდრტვინველად გავაკეთოთ.» (15 ივლისი 2006 წ, «გახსოვდეთ ყოველივე კარგი, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია», გვ.21),

  მსგავსი გაკვეთილი მიიღო კიდევ ერთმა ქრისტიანმა ქალმა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით ისწავლა თანამორწმუნეთა შეცდომებისადმი სწორი დამოკიდებულება. ამასვდროულად, პასუხისმგებელი ძმების შეცდომებისადმიც. ამ დას ერქვა გოლდი რომოშენი. 1997 წლის 1 აპრილის «საგუშაგო კოშკში» მისი ბიოგრაფია იყო გამოქვეყნებული. ის იმ შემთხვევის შესახებ ჰყვება, რომელიც მას დაამახსოვრდა:
  «რამდენიმე წლის მოგვიანებით გავნაწყენდი ჯოზეფ ფ. რუტერფორდზე — საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მაშინდელ პრეზიდენტზე. ახალ მონათლულ ძმას მიაჩნდა, რომ ძმა რუტერფორდი უსამართლოდ მოეპყრო მას, რადგან არ მოუსმინა. მეგონა, რომ ძმა რუტერფორდი ცდებოდა. ერთ კვირა დღეს ჩემი და მერი და მისი მეუღლე დენ პესტრუი გვესტუმრნენ. სადილობის შემდეგ დენმა თქვა: „მოდი, შეხვედრაზე წასასვლელად მოვემზადოთ“.
„ჩვენ აღარ დავდივართ შეხვედრებზე, — ვუთხარი მე. — ძმა რუტერფორდზე ვართ განაწყენებულები“.
დენმა ხელები ზურგს უკან შემოიწყო და დაიწყო წინ და უკან სიარული, შემდეგ კი თქვა: „იცნობდი ძმა რუტერფორდს, როცა ინათლებოდი?“
„რასაკვირველია, არა, — ვუპასუხე მე. — როგორც იცი, რუმინეთში მოვინათლე“.
„რატომ მოინათლე?“ — მკითხა მან.
„რადგანაც გავიგე, რომ იეჰოვა არის ჭეშმარიტი ღმერთი, და მინდოდა, მიმეძღვნა სიცოცხლე, რათა მისთვის მემსახურა“, — ვუპასუხე მე.
ეს არასოდეს დაივიწყო— მითხრა მან. — რას იზამდი, ძმა რუტერფორდს რომ ჭეშმარიტება მიეტოვებინა, შენც მიატოვებდი?“
„არასოდეს, არასოდეს!“ — ვუთხარი მე. ეს ჩემს გულს შეეხო და ვთქვი: „ყველა გაემზადოს შეხვედრაზე წასასვლელად“. და იმ დროიდან მოყოლებული აღარ გავჩერებულვართ. როგორი მადლიერი ვიყავი იეჰოვასი ჩემი სიძის მიერ მოსიყვარულე გამოსწორებისთვის!».

  დამეთანხმეთ, საკმაოდ თვალსაჩინო შემთხვევაა! თანაც, სტატიაში სულაც არ არის ნათქვამი, რომ რუტერფორდსა და ახალმონათლულ ძმას შორის მომხდარ იმ შემთხვევაში პრეზიდენტი იყო მართალი. შესაძლოა, პირიქით ყოფილიყო. თუმცა საქმე რუტერფორდის ან იმ ძმის სიმართლეში კი არ მდგომარეობდა, არამედ თავად კონფლიქტისადმი დამოკიდებულებაში! სამწუხაროდ, და გოლდიმ თავიდან თავის ემოციებს მისცა გასაქანი და საკმაოდ სწრაფად ზუსტად ამ ემოციებმა, რაც სრულიად არ არის გასაკვირი, მას უფრო დიდი მოთხოვნილებების კარნახი დაუწყეს: «თუ ასეა, მაშინ დატოვე კრება!». ფოქრობდა თუ არა ის ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, რომ ძალიან მალე ასეთი ფიქრები შეაწუხებდა? არანაირად.

  აი ასე იოლად შეიძლება, სხვების არასრულყოფილებების გამო ადამიანი აღმოჩნდეს იმაში იმედგაცრუების ძალაუფლებაში, რასაც სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე ძვირფასად მიიჩნევდა ყოველივე იმიდან, რაც მას გააჩნდა. იმედგაცრუება – ძალიან სახიფათო რამაა! როგორც ძალიან ზუსტად აღნიშნა ერთმა ადამიანმა, «ნუ ენდობით იმედგაცრუებულებს. ისინი თითქმის ყოველთვის უძლურნი არიან». სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა! ქრისტიანი, რომელსაც იმედი უცრუვდება, საკმაოდ სწრაფად კარგავს თავის სულიერ ძალებს და გაცილებით უფრო მიდრეკილი ხდება პესიმიზმისა და კრიტიკული შეხედულებებისადმი სხვების მიმართ, ვიდრე ღვთისადმი აქტიური ქრისტიანული მსახურებისა და თანამორწმუნეების მხარდაჭერისადმი.

  ნუ დაუშვებ მსგავს გრძნობებს შენს გულში! მათ ჯერ არცერთი ადამიანი არ გაუხდიათ ბედნიერი და არ დაუახლოებიათ ის ღმერთთან! და იმ მომენტებში, როდესაც ვინმეს საქციელით განაწყენებულად გრძნობ თავს, ნუ დაგავიწყდება, რომ ამ დროს იეჰოვასადმი შენი პირადი ერთგულება და მოყვასისადმი შენი სიყვარული იცდება. გახსოვდეს, რომ ნებისმიერი გამოცდა შენს ცხოვრებაში – ესაა საფუძველი, რომ შესაძლებლობა მივცეთ ღმერთს «დაასრულოს თქვენი მომზადება», რათა, საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდეთ «ყოველმხრივ მომზადებული ... ნებისმიერი კარგი საქმისთვის» (1პეტრე 5:10; 2ტიმოთე 3:17).

  და კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც მოცემულ საკითხში მინდა გავამახვილო ყურადღება. ბიბლია ჩვენ გვასწავლის: «გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ» (ებრაელები 13:17). თუმცა ნიშნავს თუ არა ეს მითითება, რომ ძმა ან და კრებაში, თუ ხედავს, რომ პასუხისმგებელი ძმა არასწორად იქცევა (როგორც მას ჰგონია), არ შეუძლია მასთან მისვლა და სიყვარულის სულში მისთვის ღცევის მიცემა? ეს ასე არ არის. პირიქით, ეს ძალიან სწორი საქციელი იქნებოდა. რადგან ბიბლია იმაზეც მიგვითითებს, რომ «რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს» (იგავები 27:17). ჩვენთვის კარგად ნაცნობი მუხლი შეგვახსენებს:

  «ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის» (ებრაელები 10:24). 

  ეს რჩევა ყველა ქრისტიანს ეხება გამონაკლისის გარეშე, იმისაგან დამოუკიდებლად გააჩნიათ მათ დანიშნულებები კრებაში თუ არა. ყველა ქრისტიანი, ძმებიც და დებიც, ვალდებულნი არიან ყურადღება გამოავლინონ და «წაახალისონ სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის», და მათ ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, კრების უხუცესებთან მიმართებითაც შეუძლიათ. თუ გეჩვენება, რომ პასუხისმგებელი ძმა რჩევას საჭიროებს — მიდი მასთან და ცალკე, ერთი-ერთზე მიეცი მას რჩევა (მათე 18:15). «ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ» (1 პეტრე 3:15. შეადარეთ ტიტე 3:1,2).

  საკუთარი გამოცდილების წყალობით, შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლეს შემთხვევებში შემდგომი სირთულეებისა და გაუგებრობების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ძმა ან და, დაძაბულ მომენტში მოცემული ბიბლიური რჩევების გამოყენებას შეეცდებოდა, იმის ნაცვლად, რომ წყენა და გულისწყრომა ჩაედოთ გულში! საკუთარ თავს თუ ქრისტიანად მიიჩნევ, მაშინ ქრისტიანულად მოიქეცი. იდეალში ბიბლია გვირჩევს:

  «მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ასე აპატიეთ ერთმანეთს» (კოლოსელები 3:13).

  გაგაჩნია სათანადო სულიერი სიმწიფე? მაშინ გამოიყენე ზემოთ მოყვანილი ბიბლიური რჩევა. თუმცა თუ გრძნობ, რომ სიტუაცია ზედმეტად მოქმედებს შენზე, მაშინ იესოს რჩევის თანახმად მოიქეცი:

  «თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა» (მათე 18:15).

  როგორც ვხედავთ, არჩევანი იოლია: ან გულით აპატიე და მეტად აღარ გაიხსენო, ან მწყენინებელთან მიდი და ერთი-ერთზე თავმდაბლად მოუყევი მას, რა გაწუხებს და რაში არ ეთანხმები. ნუ ეცდები საუბარში «გამარჯვებას», შეეცადე «შეიძინო ძმა». ნებისმიერ კონფლიქტში შენ ან მან კი არ უნდა გაიმარჯვოთ, არამედ სიყვარულმა! მაგრამ, შენ თუ იგნორირებას უკეთებ კოლოსელების 3:13-საც და მათეს 18:15-საც, მაშინ ვინ დარჩება დამნაშავე, პირადად შენ თუ არა?

  ვინმემ შეიძლება თქვას: «მე როგორ დავარიგებ უხუცესს? ის ხომ ასეთი მცოდნეა! მე კი...». ეს აბსოლუტურად მცდარი აზროვნებაა! არცერთმა უხუცესმა არ იცის იმაზე მეტი, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, და არ გააჩნია იმაზე უკეთესი გაგება, ვიდრე ეს იმ პუბლიკაციებშია ახსნილი, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია გამოსცემს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სურვილი გაქვს, რომ უხუცესთან შენთვის რომელიმე საჭირბოროტო საკითხის განხილვა გსურს, რომელიც მის საქციელთანაა დაკავშირებული, შენ ამის გაკეთება ყოველთვის საკმაოდ ეფექტურად შეგიძლია, იმიტომ რომ იგივე შემეცნება შენთვისაც ხელმისაწვდომია. თუმცა მინდა ერთი ღირებული რჩევა მოგცეთ: ჯერ სათანადო სახით თვითონ დარწმუნდით, რომ პასუხისმგებელი ძმის საქციელი მართლა არასწორია. ეწინააღმდეგება ის ბიბლიურ პრინციპებს? რა იყო ამასთან დაკავშირებით ნათქვამი ორგანიზაციის პუბლიკაციებში? იქნებ ისე ხდება, რომ უბრალოდ პირადად იმას ანიჭებ უპირატესობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ამ ძმის თვალსაზრისთან არ მოდის თანხმობაში? ჯერ ამაში დარწმუნდი, ილოცე (!), და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგი შემდეგი ნაბიჯი.

  შემდეგი ნაბიჯი კი განაწყენებულ ძმებს თუ დებს, ხშირად ისევ ავიწყდებათ. მოემზადე!!! შენთვის ჩაინიშნე შესაბამისი ბიბლიური მუხლები, რომლებიც მოცემულ საკითხს ეხება. ჩაინიშნე (ან ამობეჭდე) სტატიები ორგანიზაციის პუბლიკაციებიდან, რომლებშიც ძმები თქვენი სიტუაციისთვის აქტუალურ თემებს ეხებიან. ყოველივე ეს დაგეხმარება, რომ ძმასთან პრობლემა განიხილო არა ემოციებისა და პრეტენზიების ფონზე, არამედ გონივრულად, მშვიდად და წყნარად. როდესაც ხელში გექნება მხარდაჭერა ბიბლიისა და ორგანიზაციის მხრიდან, სანერვიულო აღარ გექნება იმაზე, გაიგებს თუ არა ძმა შენს მიერ მის მიმართ წამოყენებულ პრეტენზიებს.

  არასოდეს შეგრცხვეს პასუხისმგებელ ძმისთვის იმ შეკითხვის დასმა, რომელიც გაწუხებს. მაშინაც კი, თუ ეს შეკითხვა პირადად მის მიმართ პრეტენზიას მოიაზრებს. რაღა თქმა უნდა, არც ბიბლიური რჩევა უნდა დაგვავიწყდეს:

  «ნუ იქნები მეტისმეტად მართალი და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს. რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?» (ეკლესიასტე 7:16).

  არავის სურს ფარისევლებს ჰგავდეს, რომლებიც ადამიანებს ყოველი წვრილმანი შეცდომების გამო სდებდნენ შარს. სურვილის შემთხვევაში ერთმანეთში (და პირადად შენშიც) უამრავი ნაკლოვანებების პოვნა შეიძლება ნებისმიერ დროს. თუმცა იესოს მიზანს არასოდეს წარმოადგენდა მოციქულებისთვისა და ხალხისათვის მათ შეცდომებზე მითითება. და ჩვენ, როგორც მისმა მოწაფეებმა, უნდა მივბაძოთ მის მაგალითს. თუმცა თუ გრძნობ, რომ შენთვის უკიდურესად აუცილებელია უხუცესთან შენი გრძნობების გაზიარება — ნუ შეგრცხვება ამის და მიდი მასთან. შენ თუ მას სიყვარულის, თავმდაბლობისა და გონიერების სულში დაელაპარაკები, მაშინ შემდგომ აღარ იგრძნობ სირცხვილის გრძნობას შენი საქციელისა და სიტყვების გამო. უხუცესი კი, ის თუ მართლა ცდილობს თავის დანიშნულებას შეესაბამებოდეს, ვალდებულია ზუსტად ასევე სიყვარულითა და თავმდაბლობით მოგისმინოს და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება გაგიზიაროს.

  თუმცა საქმის სხვაგვარად შეტრიალებისთვისაც იყავი მზად: იმისთვის, რომ შესაძლოა შენ გამოდგე მტყუანი ძმის მიმართ პრეტენზიებში. რადგან მასაც ხომ გააჩნია იმის უფლება დაგანახოს, თუ მისი აზრით, რაში ცდები მისადმი წაყენებულ პრეტენზიებში. და ეს შესაძლოა ასეც იყოს. თუ ხედავ, რომ ძალიან აჩქარდი და ძალიან კატეგორიული იყავი ძმის მიმართ, იქონიე თავმდაბლობა და ნამდვილი ქრისტიანული მოწიფულობა, რათა მიიღო ეს გარემოება და ძმა შენს გულწრფელ სიყვარულში დაარწმუნო და მთელი გულით მადლობის თქმა არ დაგავიწყდეს მის მიერ მოცემული რჩევის გამო. ნუ დაგავიწყდება: ჩვენი უმთავრესი მიზანია - არა იმდენად სხვები ვაქციოთ ქრისტიანებად, რამდენადაც თავად ვიქცეთ ასეთებად!


  მეოთხე. პრეტენზია, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია განდგომილი «ქრისტიანული სამყაროს» ნაწილს წარმოადგენს, იმდენადვე არაბუნებრივს წარმოადგენს, რამდენადაც რეალურ მდგომარეობასთან შეუსაბამოს. ასეთი პრეტენზიის აშკარა უსაფუძვლობა უკვე იმაში ვლინდება, რომ თავად ე.წ. «ქრისტიანული» რელიგიები გასაკვირად მეგობრულად (ხშირად გააფთრებით) გამოდიან იეჰოვას მოწმეებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ და გამუდმებით იმეორებენ, რომ მოწმეებს თავისი ქრისტიანული სამყაროს ნაწილად არ მიიჩნევენ. კაცმა რომ თქვას, თავად მოწმეები ამაზე არც დავობენ, რადგან დისტანცირების მყარი პოზიცია გააჩნიათ იმისაგან, რასაც ცრუ ქრისტიანობა ეწოდება. მოწმეები მიზანმიმართულად არ მონაწილეობენ უკვე ჩვეულებად ქცეულ ეკუმენურ მოძრაობაში და არ ცდილობენ სხვადასხვა სახის ეკლესიათაშორის ფედერაციებსა და გაერთიანებებში შესვლას. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით:

  «შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი» (იოანე 17:14).

  «ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი; ღმერთმაც თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“.„ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“.„მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით, — ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა“.» (2 კორინთელები 6:14-18).

  «მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.» (იაკობი 4:4).

  «სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: «გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ, რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები.» (გამოცხადება 18:4,5).

  ბიბლიის თანახმად, ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემა — «დიდი ბაბილონი» — ღვთის წინაშე დამნაშავეა სისხლისმღვრელი ომების მხარდაჭერაში, განსხვავებულად მოაზროვნეების სასტიკ დევნებში, პოლიტიკაში მონაწილეობაში, კერპთაყვანისმცემლობაში, ფუფუნების სიყვარულში, საეკლესიო საქონლითა და მომსახურებებით წარმართულ ბიზნესში, ხალხისაგან წმინდა წერილის დამალვაში, ღვთის სიყვარულის გაგების დამახინჯებაში და ღვთის სასტიკ დესპოტად ქცევაში. მართლაც, «ქრისტიანული სამყაროს» რელიგიები აღმოჩნდნენ ძირითადად დამნაშავეები ყველა ამ ცოდვებში. ამავდროულად იეჰოვას მოწმეებს დღევანდელ დღემდე გააჩნიათ ცნობილი და მყარი პოზიცია, სუფთები დარჩნენ მსგავსი დანაშაულებებისაგან. გარდა ამისა, მათ უბრალოდ კი არ გააჩნიათ მსგავსი პრინციპული პოზიცია, არამედ საჯაროდ აცხადებენ მას ყველა შესაძლო საშუალებებით: თავისი ოფიციალური ბეჭდური გამოცემების საშუალებით, ინტერნეტ-საიტებით, ქრისტიანულ შეხვედრებზე და განსაკუთრებით მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის წარმოებით. და ამით ისინი ძირეულად განსხვავდებიან ე.წ. «ქრისტიანული» სამყაროს ნებისმიერი კონფესიისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მსგავსი მყარი, მტკიცე და საყოველთაოდ ცნობილი პოზიცია გარშემომყოფ საზოგადოებაში.

  ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ცნობა, რომელიც ასე არაპოპულარულია ღვთისაგან განდგომილ მსოფლიოში, ასეთ სასტიკ წინააღმდეგობას ხვდება «დიდი ბაბილონის» მხრიდან. მრავალი «ქრისტიანული» რელიგია საკუთარ პროგრამებში, სპეციალური კითხვების სახით, იეჰოვას მოწმეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ცალკეულ თემებს რთავენ. ამ მიზნისათვის მათ მიერ ტარდება სპეციალური სემინარები, გამოიცემა ინსტრუქციები, იღებენ ფილმებს, ქმნიან საიტებს, ორგანიზაბა ეწევა წინააღმდეგობის გაწევის ცენტრებს, საქმეში რთავენ განდგომილებს და კეთდება კიდევ მრავალი ისეთი რამ, რასაც ერთი საერთო მიზანი გააჩნია — იეჰოვას მოწმეებთან ბრძოლა. ძალიან ხშირად რელიგიები ამ მიზნისათვის იყენებენ მასმედიას, საკუთარ მრევლს უბიძგებენ აგრესიული ქმედებებისაკენ და ხელისუფლებებსაც კი აღძრავენ, რათა მათ მკაცრი ამკრძალავი ზომები მიიღონ მოწმეების წინააღმდეგ. მაგალითისთვის რუსეთში არსებულ მდგომარეობას თუ ავიღებთ, მაშინ, დამკვირვებელთა დასკვნების თანახმად, იეჰოვას მოწმეები ქვეყანაში ყველაზე დევნილ რელიგიას წარმოადგენს. მათ წინააღმდეგ გამოყენებული აქტების რაოდენობის თანახმად, რომელშიც შესულია ფიზიკური თავდასხმები, დისკრედიტაციული კომპანიები მასმედიაში, თავდასხმები სხვა კონფესიების მხრიდან, პოლიციელთა ჩარევა, სასამართლო პროცესები, აკრძალვები ღვთისმსახურების ღონისძიებების ჩატარებაზე, პუბლიკაციების აკრძალვები როგორც «ექსტრემისტული მასალა», სამლოცველო სახლების კონფისკაცია და მათთვის ცეცხლის წაკიდება და ა.შ., იეჰოვას მოწმეებს ტოლი არ ჰყავს.

  ასეთი აგრესიული, ხშირად უსამართლო კომპანიის საპირისპიროდ, რომელიც სიცრუესა და დამახინჯებულ ფაქტებს იყენებს და რომელსაც ეკლესიები უჭერენ მხარს, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია არასოდეს არ ეცემა მსგავს არაქრისტიანულ ქმედებებამდე. თქვენ ვერასოდეს ვერ ნახავთ, რომ მოწმეები სპეციალურ პუბლიკაციებს ან ვიდეოფილმებს უშვებდნენ რომელიმე კონკრეტული კონფესიების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციის მიზნით. იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას არ უწევენ საჯარო საზოგადოებრივ შეხვედრებს ამა თუ იმ ეკლესიისათვის ჩირქის მოსაცხებად. ისინი არ აწყობენ სპეციალურ კურსებს თავისი მორწმუნეებისათვის, რომლებზეც იმის შესახებ მოუყვებოდნენ მათ, თუ როგორი ცუდები არიან ამა თუ იმ დენომინაციის წარმომადგენლები. მოწმეები არ ქმნიან მათი ისტორიების ნაკრებებს, ვინც წინათ «ქრისტიანული» სამყაროს სხვა ეკლესიებში დადიოდნენ, შემდეგ კი დატოვეს ისინი და ორგანიზაციას შეუერთდნენ. ისინი ამ მიზნებისთვის არ იყენებენ მასმედიას და მთავრობისაგან არ მოითხოვენ სხვა სამლოცველო სახლების დახურვას ან რომელიმე ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას. არაფერ იმის მსგავსს, რაც ბინძურ ჭორებს ან უსამართლო მეთოდებს შეიძლება წააგავდეს, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია არ იყენებს. ის თუ ააშკარავებს კიდეც რელიგიურ სიცრუეს, ის ამას პრინციპში ისე აკეთებს, რომ ცდილობს პიროვნებებზე არ გადავიდეს. საზოგადო ტერმინი «დიდი ბაბილონი» ორგანიზაციის პუბლიკაციებში გაცილებით უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე რომელიმე კონკრეტული კონფესიების სახელწოდებები. ამ მხრივ ორგანიზაცია ცდილობს იესოს რჩევას მიჰყვეს: «თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან.» (მათე 15:14).

  ამავდროულად იეჰოვას მოწმეები საკუთარ თავს სრულ ანგარიშს უწევენ იმაში, რომ მათ მიმართ, როგორც ღვთის მსახურების მიმართ, მსოფლიო მაინც სიძულვილს გამოავლენს. და ასეც ხდება რეალურად. თუმცა ამაში იეჰოვას მოწმეები იესოს გაფრთხილების ზუსტ შესრულებას ხედავენ:

  «თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას. გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან.» (იოანე 15:18-20).

ზემოთ ჩამოთვლილი რეალიების გათვალისწინებით, იმაზე საუბარი, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ე.წ. «ქრისტიანული» სამყაროს ნაწილია, როგორც მინიმუმ უცნაურია. უცნაურია უკვე იმიტომ, რომ თავად «ქრისტიანული» სამყარო არა მხოლოდ არ აღიარებს იეჰოვას მოწმეებს თავის ნაწილად, არამედ აქტიურ ბრძოლასაც კი აწარმოებს მათ წინააღმდეგ. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოწმეები საკუთარ შეხედულებებსა და პოზიციას ქვეყნიერებაში აგებენ ღვთის სიტყვისადმი ერთგულებისა და ქვეყნიერების საქმეებისადმი ნეიტრალიტეტის ბიბლიური პრინციპების თანახმად. ეს ძლიერ განასხვავებს მათ იმ რელიგიების უმრავლესობისაგან, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანულებს» უწოდებენ.



  მეხუთე. რამდენად საფუძვლიანია ბრალდება, რომ ხელმძღვანელი საბჭო, უფრო ძალაუფლებისაკენ ილტვის, ვიდრე ღვთისა და კრების ნამდვილ ინტერესებზე ზრუნვისაკენ? ჩემი თვალსაზრისით, ესაა ერთერთი ყველაზე უგუნური და აბსოლუტურად არალოგიკური ბრალდება. საკმარისია უბრალოდ თვალი გავუსწოროთ რეალურ ფაქტებს, რომ მსგავსი პრეტენზიების აბსურდულობა დავინახოთ.

  გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ქრისტიანების მთავარ მიზანს სხვებზე შეუზღუდავი ძალაუფლება რომ წარმოადგენდეს, მაშინ გამოვიდოდა, რომ მათ ამისათვის უკიდურესად მოუხერხებელი, მრავალი სირთულეებისა და პრობლემების შემცველი გზა აირჩიეს. კერძოდ, რაც შეეხება ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებებს, ქვეყნიერების მიერ ამ საკითხში უკვე დიდი ხანია შემუშავებულია საკმაოდ ეფექტური და გამოცდილი მეთოდები, თანაც, იმაზე გაცილებით უმტკივნეულო, ვიდრე კრიტიკოსები ცდილობენ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელ საბჭოს დასდონ ბრალი. ეს პირდაპირ შეეხება რელიგიურ, საეკლესიო ძალაუფლებასაც.

  პირველი, არცერთი ანგარების მოყვარული ლიდერი არ დაიწყებს მას «დაქვემდებარებული» პირების შეზღუდვას და ქვეყნიერებაში ასე არაპოპულარული პრინციპების შესრულების დაჟინებას, ისეთების როგორიც ღვთის სიტყვაში მოყვანილი პრინციპებია. მრავალი «ქრისტიანული» კონფესია ამას მშვენივრად აცნობიერებს და ზუსტად ამიტომაც იკავებენ საკმაოდ ლიბერალურ პოზიციას მრავალ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც მათი თანამორწმუნეების ცხოვრებასა და საქციელს ეხება. ეს ეკლესიებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ რიგებში შეინარჩუნონ ადამიანთა მასები და მათ თვალში ავტორიტეტი შეინარჩუნონ. თუმცა მსგავს ტენდენციებს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში ვერ ვნახავთ, რაც მას ვერ ხდის პოპულარულ რელიგიად ფართო მასებისათვის.

  მეორე, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით უკიდურესად არაგონივრულია შენს მსგავს სხვა ლიდერებთან ურთიერთობების დაძაბვა. მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობები გაცილებით უფრო უსაფრთხოს ხდის საკუთარ უსაფრთხოებას და დიდად უზრუნველყოფს გარეგანი მხრიდან კეთილგანწყობის უზრუნველყოფას. დღეს ათასობით ეკლესია, მსხვილი და მცირე, გავლენიანი და არც ისე, ავლენს ტენდენციას ეკუმენიზმისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობებისადმი. როგორც უკვე აღნიშნული იყო ზემოთ მოყვანილ პუნქტში, ეკლესიათა გაერთიანებები და ეკლესიების რჩევები საკმაოდ ჩვეულ რეალობად იქცა თანამედროვე რელიგიურ სამყაროში. თუმცა, იეჰოვას მოწმეები მკაცრ პოზიციას მისდევენ ყოველივე იმისაგან დისტანცირებასთან დაკავშირებით, რასაც «დიდი ბაბილონი» ეწოდება. რთული არაა იმის მიხვედრა, რომ ე.წ. «ქრისტიანული» ეკლესიების მიმართ მათი მსგავსი დამოკიდებულება მძლავრ გააფთრებას ხვდება ამ უკანასკნელების მხრიდან.

  მესამე, ანგარების მოყვარული ძალაუფლება აუცილებლად ფულთანაა დაკავშირებული. რელიგიის მთელი ისტორია სავსეა ადამიანთა რწმენის ხარჯზე სიმდიდრის მოხვეჭის მაგალითებით. აი ამიტომ იქცა მრავალი ეკლესია იმად, რასაც იესომ «ყაჩაღების ბუნაგი» უწოდა (მათე 21:13). ეკლესიებში ყველაფერი იმის გაყიდვა, რაზეც ფასის იარლიყის დაკიდება შეიძლება, მეათედები, "ფასიანი" სასულიეროები, მსხვილი თანხები მათ პირად საბანკო ანგარიშებზე, «აყვავების სახარების» პროპაგანდა, მომხვეჭელობა და განზრახი ფუფუნება, ტელევიზიებით ფულების შეგროვება, რელიქვიებზე და «სასწაულებზე» დაფუძნებული კომერცია, დაფინანსებაზე დაყოლიების მიზნით ბიზნესის წარმომადგენლებზე ზეწოლა, და მრავალი, მრავალი სხვა... ყოველივე ეს დღეს აღარავის უკვირს. მაგრამ შეუძლია თუ არა ვინმეს, მათ, ვინც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში ხელმძღვანელობას იღებს საკუთარ თავზე, ბრალი დასდოს იმაში, რომ ისინიც დაკავებულნი არიან მსგავსი საქმეებით? ან, იქნებ, ეს ძმები ფუფუნებაში იფლობიან და, როგორც ეს «დიდი ბაბილონის» მრავალ ეკლესიაშია მიღებული, მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობენ და მარჯვნივ და მარცხნივ ხარჯავენ თავის ფულებს? როგორც უცხო დამკვირვებლებმაც კი შეამჩნიეს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს ისეთივე უბრალო და სადა ოთახები აქვთ, როგორიც ფილიალის უბრალო თანამშრომლებს.

  მეოთხე, ძალაუფლების მისაღწევად და შესანარჩუნებლად ანგარების მოყვარულ ლიდერებს კეისრის ხელისუფლების მაქსიმალური კეთილგანწყობა სჭირდებათ. ამ მიზნის მისაღწევად ეკლესიები მზად არიან დამჯერად დაუჭირონ მხარი სამხედრო კომპანიებს, რომლებსაც ხელისუფლებები აწარმოებენ, აგიტაცია გაუწიონ პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, განიკითხონ ისინი, ვისაც ხელისუფლება განიკითხავს, და დალოცონ ისინი ვისაც ხელისუფლება ლოცავს, ყოველმხრივ მხარი დაუჭირონ ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკას. ასეთ ბრმა მორჩილებაზე უარის თქმას სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს, რომლებსაც ხელისუფლება შეუქმნის ურჩ კონფესიებს. იეჰოვას მოწმეები, რაღა თქმა უნდა, ბიბლიური რჩევის მიყოლით, «ემორჩილებიან უმაღლეს ხელისუფალთ», თუმცა ამავდროულად ესმით, რომ ეს მორჩილება საკმაოდ ფარდობითია (რომაელები 13:1). როდესაც კეისარი იმას მოითხოვს, რასაც ღმერთი განიკითხავს, მოწმეები მოციქულების სიტყვების თანახმად იქცევიან «სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს[…] ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს» (საქმეები 4:19; 5:29). ეკლესიების მიერ აღსრულებულ, ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, ორგანიზაცია კატეგორიულად უარყოფს. ამგვარი ბიბლიური პოზიციის გამო იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შევიწროვებას განიცდიან ხელისუფლებების მხრიდან.

  მეხუთე, ძალაუფლების წყურვილი აუცილებლად გადაიზრდება პატივმოყვარეობასა და დიდებისაკენ სწრაფვაში. დღეს ეს თვალნათლივ ჩანს იქიდან, თუ როგორ მუსირებენ საკუთარ სახელებს რელიგიური ლიდერები როგორც საკუთარ რელიგიურ გარემოში, ასევე მის მიღმა. საეკლესიო მაღაზიების თაროები სავსეა წიგნებითა და ფილმებით, რომლებიც მათი ცხოვრების მსგავს აღწერებს ეხება. მათი სახელები გამუდმებით ისმის ქადაგებებსა და ლოცვებში. ამზადებენ პორტრეტებს, რომლებიც საეკლესიო კაბინეტებსა და ოფისებში გამოსაკიდებლადაა გამიზნული. მათი სახეები სულ უფრო ხშირად ჩანს ამა ქვეყნის ცნობილი და გავლენიანი ადამიანების გვერდით. ისინი საკუთარ თავს ანიჭებენ მაღალფარდოვან ტიტულებს, ხდებიან «მეუფეები» და «უწმინდესები», და სურთ, რომ სხვებმა მათ ასე მიმართონ. ისინი სიამოვნებას იღებენ მათ წინაშე მუხლმოყრაში და მათი ხელების კოცნაში. ისინი საკუთარ თავს განსაკუთრებული ჩაცმულობითა და ცერემონიალურობით გამოჰყოფენ. მაგრამ განა იტყვის ვინმე, რომ ხელმძრვანელი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი ძმები ასეთი დამოკიდებულების თუნდაც მცირედ ნაწილს მოითხოვენ? ამის მსგავსს ვერასოდეს ვნახავთ. პირიქით, თავის ხანდაზმულ ასაკშიც კი, დანარჩენი და-ძმების მსგავსად, თავმდაბლურად მიდიან მსახურებაში და მათთვის მიუღებელია, რომ მათ მიმართ გამოიყენონ რაიმე სახის წოდება, გარდა სიტყვისა «ძმები». გარდა ამისა, მე არ გამიგია არცერთი შემთხვევა, როდესაც კრებებში განსაკუთრებული ყურადღება ყოფილიყოს გამოვლენილი ამ ძმების პირადი პერსონების მიმართ და მათი სახელები წაკითხულიყოს მათი დაზეპირების მოთხოვნით. სრულიად არატიპიურია იმ კონფესიისათვის, რომლის ხელმძღვანელებიც, როგორც ზოგიერთი აცხადებს, აბსოლუტური ძალაუფლებისაკენ მიილტვიან.

  მოდით ამაზე შევჩერდეთ და არსებული ფაქტები შევაჯამოთ. როდესაც პასუხისმგებელი ქრისტიანები, რომლებიც ორგანიზაციის ხელმძღვანელობას იღებენ საკუთარ თავზე, განზრახ იღებენ ასეთ პრინციპულ პოზიციას და მსოფლიო რელიგიებისაგან განსხვავებით ამ ყველაფრით საკუთარ თავს მრავალი სირთულისა და თავდასხმების სამიზნედ აქცევენ ყოველი მხრიდან — ხელისუფლებების, ეკლესიების, ეგოისტური საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნებების — მაშინ, ბოდიშით და, ორგანიზაციაში ანგარებისაკენ რომელ სწრაფვაზე შეიძლება იყოს საუბარი? როდესაც ეს ძმები საკუთარ ჯიბეებს არ ივსებენ იოლი ფულით და საკუთარი ქონებით ფუფუნებაში არ ცხოვრობენ, როგორც ამას მრავალი რელიგიური ლიდერები აკეთებენ, არამედ საკმაოდ უბრალოდ და თავმდაბლურად ცხოვრობენ, რომელ პატივმოყვარეობაზე შეიძლება აქ საუბარი? მათ ვინც ამას აცხადებენ, როგორც ჩანს, ან არ ესმით ის, რასაც ამბობენ, ან სრულიად წართმეული აქვთ ლოგიკურად აზროვნების უნარი, ან აშკარა ჭორებს ავრცელებენ მათზე, ვინც ღვთის საქმეში გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე თავად ისინი. ყველა შემთხვევაში მსგავსი ბრალდებები სულელური და უსაფუძვლოა.


  მეექვსე. ეხლა თავად კრიტიკოსებზე. ყოველივე ჩამოთვლილის შემდეგ მსგავსი პირები, რომლებიც ხელმძღვანელი ძმების მისამართით აცხადებენ ბრალდებებს, რთული არაა იმის მიხვედრა, რომ საკმაოდ საეჭვო მხრიდან წარმოჩინდებიან, განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ თავზე საუბრობენ როგორც მათზე, ვისაც «ღვთისადმი გულწრფელად მსახურება სურთ». თუმცა მე არ მსურს მათი ილეთების გამოყენება და პიროვნებებზე გადასვლა. მოდით საგნობრივად ვიმსჯელოთ. იესოს მითითება გავიხსენოთ, რომელიც სტატიის დასაწყისში იყო უკვე მოყვანილი:

  «გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში.» (მათე 5:20).

  მანამდე კი იესომ თქვა:

  «თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში.თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას» (მათე 5:14-16).

  მაშ ასე, რამდენად «აღმატებულია» მსგავსი კრიტიკოსების «სიმართლე» პასუხისმგებელი ძმების «სიმართლეზე»? როგორ ანათებს მათი «სინათლე» «ადამიანთა წინაშე»? როგორ ხედავს ხალხი მათ «კარგ საქმეებს», რაც მათ «ზეციერი მამის განდიდებისაკენ» აღძრავდა? როგორი პასუხის გაცემა შეუძლიათ დასმულ შეკითხვებზე ასეთ კრიტიკოსებს?

  ერთადერთი, რისი დანახვაც პირადად მე შემიძლია, ეს მხოლოდ ისაა, რომ ისინი იეჰოვას მოწმეებს უგზავნიან თავის ჩივილებს ორგანიზაციისა და ხელმძრვანელი საბჭოს მიმართ. ამის მეტს მე მათთან ვერაფერს ვხედავ. სრულიად ვერაფერს! ვერავითარ «კარგ საქმეებს», რომელიც ღვთის შესახებ დაამოწმებდა! პირიქით, ის, რასაც მე მათი მხრიდან ვხედავ, უნებლიე მათთან ასოცირებას ახდენს, რომელთა შესახებაც ბიბლია გვაფრთხილებს:

  «უვარგისი კაცი ბოროტებას თხრის, მისი ბაგეები მწველ ცეცხლსა ჰგავს. კაცი, რომელიც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს; ცილისმწამებელი ახლობლებს აშორებს.» (იგავები 16:27,28).

  საკვირველია, თუ რა ძალიან ჰგავს მათი მეთოდები ამ გაფრთხილებაში აღწერილ ქმედებებს! ზუსტად ასეთივე ლტოლვა აქვთ, რომ ქრისტიანი თანამორწმუნეთა საკრებულოს ჩამოაცილონ! მათი მცდელობების არსი, თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, შემდეგში მდგომარეობს: «ორგანიზაცია ცუდია, ხელმძღვანელი ძმები ცუდები არიან, იქ კარგს ვერაფერს იპოვით». თუმცა განა იგივეს არ ამტკიცებდა სამწუხაროდ ცნობილი დიოტრეფე? ის ზუსტად ასევე «არაფერს იღებდა პატივისცემით» მოციქულებისაგან და «ბოროტ ხმებს ... ავრცელებდა» პასუხისმგებელი ძმების შესახებ (3 იოანე 9,10). სამწუხაროა, მაგრამ თანამედროვე «დიოტრეფეები» ზუსტად მიჰყვებიან თავის წინამორბედს.

  და მაინც, მაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ ბრალმდებლებს დავუჯერო და საკუთარ თავში ორგანიზაციისა და პასუხისმგებელი ძმების მიმართ უნდობლობის კულტივირება დავიწყო? ღმერთმა ადამიანს გონება და ანალიზის გაკეთების უნარი მისცა. ჰოდა, გამოვიყენოთ ეს უნარი.

  «საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა.» (1 იოანე 4:1).

  როგორც უკვე აღინიშნა, კრიტიკოსების მხრიდან ისეთს ვერაფერს ვხედავ, რაც მათ «აღმატებულ სიმართლეზე» მიუთითებს იმასთან შედარებით, რაც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მაგალითზე ჩანს. მე ვერ ვხედავ ვერავითარ «მანათობელ სინათლეს», რომელიც ადამიანებს იეჰოვა ღმერთისადმი პატივისა და დიდების მიგებისაკენ აღძრავდა. სამაგიეროდ ვხედავ უამრავ ინტრიგებსა და ჩივილებს. როგორც ჩანს, ამის მეტი ღმერთმა მათ არაფერი მისცა.

  ეხლა იმ «სინათლეს» შევადაროთ, რომლით ნათების უფლებაც ღმერთმა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას მისცა იმისათვის, რათა ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხს დაეხმაროს, რომ ისინი ღვთისკენ და მისი სიტყვისაკენ შემობრუნდნენ. განსხვავება უბრალოდ კოლოსალური კი არა, ის უბრალოდ არათანაზომადია. მე ვხედავ, რომ ორგანიზაცია მთელ თავის ძალებს კაცობრიობამდე ბიბლიური ცნობის მიტანისაკენ მიმართავს. და ამას ისე აკეთებს, როგორც სხვა არავინ. მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი...

  მსოფლიოში სასიხარულო ცნობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ხალხამდე მისატანად, იეჰოვას მოწმეებმა თავის დროზე შექმნეს ფოტოაკრეფის მრავალენოვანი ელექტრონული სისტემა (MEPS), რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ერთდროულად ასობით ენაზე ბეჭდვა.

  იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს რამოდენიმე ანბანი და დამწერლობა რამოდენიმე მილიონი ადამიანისათვის სხვადასხვა ერებიდან.

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წყალობით, "მესამე სამყაროს" მრავალ ქვეყანაში გაჩნდა ბიბლია, რომელიც მანამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

  ბიბლიური ჟურნალები "საგუშაგო კოშკი" (გამოიცემა 1879 წლიდან) და "გამოიღვიძეთ!" (გამოიცემა 1919 წლიდან) - ყველაზე გავრცელებადი და მაღალტირაჟიანი პერიოდული ჟურნალებია მსოფლიოში (http://www.fakt777.ru/2013/08/10.html)

  ჟურნალი "საგუშაგო კოშკი" გამოიცემა ტირაჟით 45 944 000 ეგზემპლარი 212 ენაზე.

  ჟურნალი "გამოიღვიძეთ!" გამოიცემა ტირაჟით 44 748 000 ეგზემპლარი 99 ენაზე.

  ქვეყნები და ტერიტორიები სადაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ: 240

  ენების რაოდენობა, რომელზეც ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა: 600

  კრებების რაოდენობა: 119 712

  მსახურთა რიცხვი, რომლებიც ბიბლიას ასწავლიან (მქადაგებლები): 8 471 008

  იეჰოვას მოწმეების შეხვედრებსა და კონგრესებზე დამსწრეთა რიცხვი: 20 919 041

  ბიბლიის ეგზემპლარების რაოდენობა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს 116 ენაზე: 200 000 000-ზე მეტი (60 მილიონი მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში).

  ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის ეგზემპლარების რაოდენობა, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ მხოლოდ ბოლო 10 წლის მანძილზე იქნა გამოცემული: 20 000 000 000.
  
  სამეფო დარბაზების მშენებლობა 120 ქვეყანაში მიმდინარეობს.

  ბიბლიური ონლაინ-ბიბლიოთეკა გამოიცემა თითქმის 150 ენაზე.

  ენების რაოდენობა, რომელზეც ხელმისაწვდომის საიტი - 700.

  სმენის პრობლემების მქონეთათვის გამოიცემა ვიდეომასალა თითქმის 70 ჟესტურ ენაზე.

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ყოველწლიურად შედის 900 000 მომხმარებელი (600-ზე მეტი მომხმარებელი წუთში).

  იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ყოველდღიურად შედის 130 თხოვნა ბიბლიის შესწავლის შესახებ.

  ყოველ წამში ოფიციალური საიტიდან ტვირთავენ 10 პუბლიკაციას. 

  ყოველდღიურად საიტიდან ხორციელდება 1,5 მილიონი ჩამოტვირთვა.

  ყოველთვიურად საიტზე 5 მილიონ ვიდეოს უყურებენ.

  მხოლოდ ამაზე შევჩერდეთ. მე, როგორც იტყვიან, არ მინდა ვინმეს ციფრებით გადავუარო. მე მხოლოდ და მხოლოდ ანალიზს ვუკეთებ ცნობილ ფაქტებს და დასკვნებს ვაკეთებ მათ შესახებ, ვის ძალებსაც იყენებს იეჰოვა სინამდვილეში მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში და ჭეშმარიტების დაცვის საქმეში: იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის თუ მათი, ვინც მის მიმართ უნდობლობას თესავს და ამავდროულად საკუთარ თავს «ღვთის გულწრფელ მსახურს» უწოდებს. თუმცაღა, კორახიც საუბრობდა ღვთისადმი საკუთარ ერთგულებაზე და, შესაძლოა, დარწმუნებულიც კი იყო საკუთარი მოტივების სისწორეში. თუმცა ჩვენ ის უშუალოდ როგორ მეამბოხე გვახსოვს და არა როგორც ღვთის მსახური, ლევიანი და ერის თავკაცი. როგორც საღად მოაზროვნე ადამიანი, ასეთ კრიტიკოსებს ვეკითხები: კონკრეტულად რით, მსახურების როგორი საქმეებით ხართ მზად იმის საჩვენებლად, რომ იეჰოვამ უარყო მოწმეების ორგანიზაცია და ჭეშმარიტების გასაცხადებლად თქვენ აგირჩიათ? იმაზე უკეთეს რომელ ბიბლიურ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობთ ადამიანებს მსოფლიოში, ვიდრე მათ მოწმეების ორგანიზაცია სთავაზობს? ახორციელებთ თუ არა მას და რამდენად წარმატებით? რამდენი ადამიანის მიყვანა შესძელით ღმერთთან და გააერთიანეთ თუ არა ისინი ქრისტიანულ კრებაში, რომელიც მის სახელს განადიდებს? ახმართ თუ არა გიგანტურ ძალისხმევას იმას, რომ ღვთისა და მისი სიტყვის შესახებ ცნობა მიუტანოთ ხალხს დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებში? შეგიძლიათ თუ არა გვაჩვენოთ იმ საქმის თუნდაც მეათედი, თუნდაც მეასედი ნაწილი, რომელსაც ორგანიზაცია და ხელმძღვანელი საბჭო ასრულებს მსოფლიო ქადაგების მიზნისათვის? თუ მთელი თქვენი საქმიანობა მხოლოდ ორგანიზაციის მიმართ  ჩივილების დაგზავნას და ნახევრად მკვდარი ინტერნეტ-ფორუმების შექმნას წარმოადგენს? ამას უწოდებთ «ღვთის მსახურებას»?

  პირადად ჩემთვის არ არსებობს შეკითხვა, თუ სინამდვილეში ვინ ემსახურება ღმერთს. მე ამას თვალნათლივ ვხედავ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის სამქადაგებლო მაშტაბების მაგალითებზე. სხვა რამესაც ვხედავ — იმას, თუ ვიღაცეები, იმის ნაცვლად, რომ უფლის საქმე შეასრულოს და ჭეშმარიტების შუქი მიიტანოს ურწმუნო მსოფლიოში, როგორ ემსგავსებიან სადარბაზოებთან მჯდომ ბებოებს, რომლებიც დილიდან საღამომდე საკუთარ მეზობლებს განიხილავენ და ამის მეტი არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ღვთისადმი ნამდვილი მსახურებისა და მათ მსგავს კრიტიკოსად ქცევის არანაირი სურვილი არ მაქვს, რომლებიც ძმის თვალში ბეწვს ეძებენ. «სამზარეულოს (სავარძლის) ქრისტიანობა» ჩემი არ არის.

  როგორც ზუსტად აღნიშნა ერთმა მოაზროვნემ, «მრავალი პირქუში და გულფიცხი მოაზროვნეები არსებობენ, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხარობენ, როდესაც ბოროტებას იქ პოულობენ, სადაც ის არ არის». სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქრისტიანი, ისე რომ თავადაც კი ვერ შენიშნა ეს, ქვეყნიურ სულს ისე ძლიერ დაჰყვა, რომ სიამოვნებას იღებს არა იმდენად ღვთის საქმის შესრულებაში, რამდენადაც მათში წვრილმანი და წარმოსახვითი ნაკლოვანებების ძებნაში, ვინც ღვთისადმი მსახურებაში იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ისინი ყველა ერთად აღებული. თავის მოტყუებამ, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, ისინი აღძრა ეფიქრათ, რომ ასეთ არაქრისტიანულ პოზიციას თითქოსდა თავად ღმერთი იწონებს (შეადარეთ იოანე 16:2,3). რა ვთქვა, ძალიან მეცოდებიან ასეთი ადამიანები...


  «მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ღვთისადმი სიყვარულს განიცდიან, მაშინ როდესაც სინამდვილეში ადამიანებისადმი განიცდიან სიძულვილს»...  
----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий