среда, 18 сентября 2019 г.

სიცოცხლის დანართი... თუ თვით სიცოცხლე?



ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პირადი ტელეფონი, სმარტფონი ან პლანშეტი. დამეთანხმებით, მოსახერხებელი ნივთებია. და ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თითოეულ ჩვენ მობილურ მოწყობილობაში საკმაო რაოდენობის სპეციალური დანართები (ანუ აპლიკაციები) აყენია. და მათაც თავისი სარგებელი მოაქვთ. ისინი სმარტფონს გაცილებით ფუნქციონალურს ხდიან, რაც მის მოხმარებას ჩვენთვის უფრო მოხერხებულს ხდის.

კითხვა: რა უფრო ფასეულია თქვენთვის? თქვენი სმარტფონი თუ მასში ჩამოქაჩული დანართები? ალბათ თქვენ უპასუხებთ, რომ ეს ძალიან უცნაური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, რომ სმარტფონი გაცილებით ფასეულია. ის საკმაოდ ძვირი ღირს, დანართების ჩამოქაჩვა კი, მცირე თანხის გადახდით, ან სულაც უფასოდ შეიძლება. და მე სრულიად დაგეთანხმებით ამაში. როგორი მოსახერხებელი, საინტერესო და სასარგებლოც არ უნდა იყოს დანართი, თავად ის მოწყობილობა, რომელიც მათ მუშაობას უზრუნველყოფს, ყოველთვის მათზე გაცილებით ფასეული იქნება…


დღევანდელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი ლაპარაკობს ღვთისადმი საკუთარი რწმენის შესახებ. ისინი სპეციალურ რელიგიურ სიმბოლოებს ატარებენ, რომელიც მათ კონფესიონალურ კუთვნილებას უსვამს ხაზს. ისინი იზეპირებენ «საჭირო ლოცვებს» და თავის ტაძრებში ღვთისმსახურებისას, სწორად მოქცევის წესებს. ისინი შეიძლება კითხულობენ სპეციალურ წიგნებს, რომლებიც მათ რელიგიაში «წმინდებად» მიიჩნევა. თუმცა მთავარი "მაგრამ" იმაში მდგომარეობს, რომ ყოველივე ამის მიუხედავად, რეალურად ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრების მსურველები, ძალიან ცოტანი არიან. 

«როგორ, აბა ღმერთი?» – იკითხავს ვინმე. ღმერთი მრავალი ადამიანისათვის სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ მათი სიცოცხლის «დანართს» წარმოადგენს. კარგს, მოსახერხებელს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ «დანართს». ღმერთი მაშინაა საჭირო, როდესაც ადამიანს რაიმე უბედურება დაატყდება. ან როდესაც მისი სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება და საკუთარი თავის როგორღაც «დაზღვევა» უნდა, ისე, ყოველი შემთხვევისთვის. ან როდესაც საზოგადოებაში «რელიგიურობა» ერთგავარი ტრენდი ხდება, რომელიც აუცილებელია სამსახურებრივი წინსვლისთვის...


და საკუთარ თავზე რისი თქმა შეგვიძლია? ვინაა ჩემთვის ღმერთი? ჩემი სიცოცხლის აზრია ის? ის მიზანია, რომელიც ყველა ჩემს მიზნებს, პრიორიტეტებს, მოტივებსა და საქციელს განსაზღვრავს? თუ ჩემს შემთხვევაშიც ჩემი არსებობის «დანართია»? ისევ და ისევ ძალიან კარგი, სასიამოვნო და პერსპექტიული, მაგრამ… «დანართი»? რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს ვთქვათ: «დიახ, ღმერთი – ეს ჩემი ყველაფერია!» მაგრამ როგორ ჩანს ეს ჩემს საქციელში, ჩემს მიზნებში, ჩემს რეალურ მისწრაფებებში?

მე მომწონს ის, თუ როგორი პიროვნებაა ჩემი შემოქმედი. მომწონს მისი სიყვარული, მოწყალება, სიკეთე, მგრძნობიარობა, სამართლიანობა… მე მომწონს მის მიერ შემოთავაზებული პერსპექტივა ვიცხოვრო «ჭეშმარიტი სიცოცხლით», მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე (1 ტიმოთე 6:19). მე მსიამოვნებს, რომ რთულ მომენტებში შემიძლია მივმართო ზეციერ მამას და შესმენილი ვიყო… თუმცა რომელ ადგილს იკავებს ის ჩემს ცხოვრებაში არა მხოლოდ მაშინ, როცა მისგან რამე მჭირდება, ან როცა ის მახსენდება, არამედ საერთოდ ჩემი არსებობის ნებისმიერ წუთსა და მომენტში?


«ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!» (ფილიპელები 4:4; 1თესალონიკელები 5:16).

კარგი მოწოდებაა! არადა მართლაც, სულიერად გახარება მართლაც ყოველთვის შეიძლება. მაშინაც კი, როდესაც ყოველდღიური საქმეებითა და საზრუნავით ხარ დაკავებული. შეგვიძლია ის ვიგრძნოთ, რასაც მარიამი გრძნობდა, როდესაც ამბობდა: «ადიდებს ჩემი სული იეჰოვას და დიდად გაიხარა ჩემმს სულმა ღვთის, ჩემი მხსნელის გამო» (ლუკა 1:46,47).

ეს ყველაფერი მაშინაა შესაძლებელი, თუ ღმერთში ჩემი სიხარული აგებულია არა ემოციებისა და ცოდნის დონეზე, არამედ ის ჩემი გულის სიღრმეებში ბუდობს. როგორც ცნობილი გამონათქვამი ამბობს,«მნიშვნელოვანია არა უბრალოდ შენ იყო ჭეშმარიტებაში – არამედ ჭეშმარიტება რომ იყოს შენში

თუ ჩემს გულში ჭეშმარიტება ბუდობს, მაშინ ყველაფრის აღქმას, რაც ჩემს გარშემოა, დავიწყებ არა ჩემი პირადი «ეგოს» პრიზმის გავლით, არამედ შევეცდები ამ ყველაფერს ღვთის თვალით შევხედო. გადაწყვეტილების მიღებისას ვიფიქრებ: «ჩემს ადგილას იესო როგორ მოიქცეოდა?» და არა მარტო ვიფიქრებ, არამედ შესაბამისადვე მოვიქცევი…


«თქვენ კი ასეთად არ გისწავლიათ ქრისტე, თუ მოგისმენიათ მისთვის და გისწავლიათ მისგან, რადგან ჭეშმარიტება იესოშია, რათა მოიშოროთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით, განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით» (ეფესოელები 4:20-24).

კოლოსელების 3:9,10-ში ბიბლია ქრისტიანს მოუწოდებს «გაიხადოს ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ», ხოლო ზემოთ ციტირებულ მუხლში ეუბნება, რომ – «მოიშოროს» ის. ამ მაგალითმა შეიძლება უსახლკაროს ასოციაცია გაგვიჩინოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა და მიწაზე ეძინა ერთი და იგივე ჭუჭყიან, საშინლად აყროლებულ და პარაზიტებით გაჟღენთილ ტანსაცმელში. ასეთ ადამიანს თუ გასუფთავებას, აბაზანის მიღებას და ტანზე ახალი, სუფთა და მოხდენილი ტანსაცმლის ჩაცმას შესთავაზებენ, რას უზავს ეს ადამიანი თავის ძონძებს? უბრალოდ გაიხდის და აკურატულად დაკეცავს, რათა შემდეგ (ვაიდა გამომადგეს?) ისევ ტანზე ჩაიცვას? არა, ასეთ ძველ ტანსაცმელს არავინ დაუწყებს გარეცხვას, მას ალბათ უფრო გადაყრიან ან დაწვავენ, როგორც უსარგებლოს. ზუსტად ასევე მოუწოდებს ღმერთიც ადამიანს, რომ არა უბრალოდ «გაიხადოს» ცოდვით გაჟღენთილი ძველი პიროვნება, არამედ გადაჭრით «მოიშოროს», გვერდზე გადადოს, რათა მეტად აღარასოდეს აღარ შეეხოს მას. არსებითად – ყოველგვარი სინანულისა და ხელახლა მისი «ჩაცმის» პერსპექტივის გარეშე გადააგდოს.

ღმერთი თუ ჩემი ცხოვრების «დანართი» არ არის, მე მართლაც ასე მოვიქცევი... 

ჩემს მოწყობილობაში ჩვეულებრივი დანართის – ბატონი მე ვარ. თუ მომინდება – გამოვიყენებ. თუ არ მომინდება – საერთოდ არ გამოვიყენებ არასოდეს. ან სულაც წავშლი... თუმცა ღმერთთან დაკავშირებით ასე მოქცევას ვერ გავრისკავ. მე თუ იმის არჩევას დავიწყებ, უფლის მოსაზრებებიდან რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და რა არა, მისი მოთხოვნებიდან რას გავითვალისწინებ, ხოლო რას «წავშლი» ჩემი მეხსიერებიდან, მაშინ იმის საშიშროება ჩნდება, რომ მე არ ვიქცე იმ მოძველებულ «დანართად», რომელიც მისთვის უსარგებლო იქნება და, რომლის უსარგებლობის გამო წაშლაც მოუწევს.

ყველაფერი ლოგიკურია. ჩემი სიხარული პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ახლოს ვარ შემოქმედთან. მასთან ჩემი ურთიერთდამოკიდებულების სიახლოვე პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი თვალსაზრისი. ხოლო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი თვალსაზრისი, პირდაპირ ჩანს იქიდან, თუ როგორი პიროვნებით ვიმოსები, რისკენ მივილტვი და რაზე ვამბობ მზადყოფნით უარს.

იმიტომ რომ ღმერთი შეუძლებელია ჩემი ცხოვრების დანართი იყოს. ღმერთი თვით ჩემი ცხოვრებაა! 

-----------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий