среда, 11 сентября 2019 г.

რატომ ვაღიარებ პრინციპს «Sola Scriptura»?



მართლმადიდებელი აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ბიბლიის სწორი გაგება, დიდი ალბათობით, უფრო ე.წ. «ეკლესიის მამებს» მიეცათ, რომლებიც იმავე კულტურულ-ისტორიულ გარემოში ცხოვრობდნენ, რომლშიც ბიბლიის მწერლები, და არა 19 საუკუნის პროტესტანტ მწყემსებს, ჩ.ტ. რასელის მსგავსებს, რომლებმაც არც იმ ეპოქის ენა იცოდნენ და არც პირველი საუკუნის სოციალური თუ კულტურული რეალიები. პრინციპს Sola Scriptura (ბიბლია საკუთარ თავს თვითონ განმარტავს) ისინი ბიბლიის უკიდურესი სიაშკარავისა და, როგორც შედეგი, მის ეგზეგეზში ბოროტად ჩარევის ფართო შესაძლებლობის მიზეზებით უარყოფენ.

ისტორიული ეკლესიების ამ "რკინაბეტონის" არგუმენტის გამოკვლევის შემდეგ, მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიის განმარტებისადმი ისტორიული ეკლესიების მიერ არჩეული მიდგომა, წინააღმდეგობაში მოვიდოდა ჩემს სინდისთან და დამღუპველად აისახებოდა ჩემ ინტელექტუალურ პატიოსნებაზე.


ამ სტატიაში წარმოდგენილია ჩემი კვლევის «პირველი ნაყოფები», ამიტომ გთხოვთ მკაცრად ნუ განმსჯით.






1
და, მაინც, ის უზენაესია…



ისტორიული ეკლესიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიბლია - ეს სხვა არაფერია, თუ არა დაფიქსირებული გადმოცემა, რომელიც ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა არაკოდიფიცირებული სახით - მისი ჩამოყალიბების დღიდან და ჩვენს დღეებამდე. გადმოცემა გასრულყოფილების ეტაპებს გადიოდა ქრისტიანული აზროვნების განვითარებასთან ერთად.

კარგი. მაშინ მე ვკითხე, მათი აზრით, ბიბლია - ეს არის უბრალოდ ერთგვარი ციტატების კრებული, რომელშიც 1 საუკუნის ზოგიერთი ქრისტიანული თემის შიდა საქმეები და ცალკეული ქრისტიანებისთვის დარიგებებია ჩაწერილი?

მართლმადიდებელმა მისიონერებმა მიპასუხეს, რომ ბიბლია - ესაა გადმოცემის უზენაესი ფორმა.

მაშინ განა ლოგიკური არ არის ვივარაუდოთ, რომ ღმერთს გაცილებით მნიშვნელოვანი ცნობები ზუსტადაც რომ "გადმოცემის უზენაესი ფორმის" საშუალებით უნდა მიეტანა ადამიანებამდე?

 თუმცა რას ვხედავთ წმინდა წერილში? თავად მართლმადიდებლები აღიარებენ, რომ "მასში არ არის ჩამოყალიბებული დოგმატი სამების შესახებ"; ან ის არის, "ოღონდ, ალბათ უფრო, ფარული სახით".

მხოლოდ მე როდი მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ როდესაც ისტორიული ეკლესიების სწავლებების დამტკიცებას ცდილობენ არა "ეკლესიის მამების" გამონათქვამებით, არამედ ბიბლიით, - ისე ჩანს, რომ ეს მუხლები დოქტრინის დასაბუთებებში შეჭედილია არა უბრალოდ "მუშტით", არამედ "უროს" დახმარებით და თანაც "რეზბის" საპირისპიროდ"!

თუმცაღა ისინი ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში, ღვთისმეტყველების განვითარებასთან ერთად, ძველმა ეკლესიამ იმ ბიბლიური ტექსტების სწორი ეგზეგეზა შეიძინა, რომლებიც ღმერთის, ქრისტესა და სხვათა ანთოლოგიას აღწერენ.


ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ "გადმოცემის უზენაესი ფორმა" (ბიბლია) მეორად ხასიათს იძენს მართლმადიდებლურ კონცეფციაში, - მისი გაგება მთლიანად ინტერპრეტატორზე - "ადრეული ეკლესიის ღვთისმეტყველებაზეა" დამოკიდებული.

ამასთანავე მართლმადიდებლები ამტკიცებენ, რომ "აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ზუსტად ისე სწამს, როგორც მოციქულთა მოწაფეებს სწამდათ, როგორც ქრისტიანებს სწამდათ ყოველთვის, ყველას და ყველგან. ეს ისტორიულად ჩანს", სამების შესახებ სწავლებამ კი უბრალოდ კრისტალიზაციისა და ჩამოყალიბების ეტაპები გაიარა.

თუმცა მართლა ასეა ეს?


ქრისტიანობის ნიკეამდელი პერიოდის რეტროსპექტივა, განსხვავებული მოსაზრებების საკმაოდ ფართო  სპექტრს ავლენს საღვთისმეტყველო დოგმატიკის საკითხში ე.წ. "ეკლესიის მამებთან", რომლებიც ხშირად დიამეტრალურად განსხვავდება ისტორიული ეკლესიის თანამედროვე დოგმატებისაგან და ამას "მაშინდელი ეკლესიის მოუმწიფებლობით" ხსნიან.

მაგალითად, იუსტინე ფილისოფოსის, ტერტულიანეს და ორიგენეს სუბორდინაციონიზმი - სწავლება მამის,ძისა და წმინდა სულის არათანაბარმნიშვნელოვნებისა და დაქვემდებარებულობის შესახებ.

სახეზეა დოქტრინოგენეზის ყველა ნიშანი, რის შედეგადაც დოქტრინალური გადატრიალება მოხდა, რომელსაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ "კრისტალიზაციას" - გადალახული იქნა უზარმაზარი უფსკრული, რომელიც სუბორდინაციონიზმსა და "სამებას" ჰყოფდა!

კრისტალიზაცია თავის თავში რომელიმე კონცეფციის ერთგვარ დასრულებას, დეტალების "გასალაშინებას" მოიაზრებს, და არა მსოფლმხედველურ გადატრიალებას!

რადგან 1 საუკუნის ქრისტიანებისთვის საღვთისმეტყველო აზრის ავანგარდში წინადაცვეთის საკითხი იდგა, - ტრინიტარულ იდეებზე რაღა უნდა ვთქვათ, რომლებიც უბრალოდ ულტრარევოლუციურები იქნებოდა ახ.წ. 1 საუკუნის ქრისტიანებისთვის!

არა, შეგვიძლია აბსოლუტურად ზუსტად ვთქვათ, რომ 1 საუკუნეში, მოციქულების სიცოცხლის პერიოდში, აზრადაც კი არავის მოსდიოდა ის საღვთისმეტყველო ფორმაციები, რომლებიც ზოგიერთი "ნიკეამდელი მამების" ტვინებში იბადებოდა და შემდეგ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მტკიცდებოდა!!!


ამაზე მართლმადიდებლები ამბობენ, რომ წმინდა სული, თითქოსდა, "მამებისთვის მისტიკური გამოცდილების" მეშვეობით აგრძელებდა საიდუმლოებების გამხელას.

მაგრამ, თუ წმინდა სული "მამებისთვის მისტიკური გამოცდილების" მეშვეობით აგრძელებდა ღვთის შეცნობის საიდუმლოებების გამხელას, როგორც მართლმადიდებლები ამბობენ, მაშინ რა საჭირო იყო "კანონის" შექმნა (გალატელები 1:8), მისთვის კანონიერი ფორმის მიცემა და "გადმოცემის უზენაეს ფორმად" მოხსენიება?

რა საჭირო იყო მოციქულთა მოწოდებები - რომ არ გადასულიყვნენ იმას, რაც დაწერილია (1 კორინთელები 4:6), თუ დოქტრინალური ჩამოყალიბება პერმანენტულად გრძელდება და თითქმის ჩვენს დღეებამდე აღწევს?

შეგახსენებთ, რომ საუბარია უმნიშვნელოვანესი დოქტრინების ჩამოყალიბებაზე და არა უბრალოდ სწავლებების "გასალაშინებაზე"!



2

ცოტაოდენ "სამოციქულო მემკვიდრეობითობის" შესახებ...



აშკარაა, რომ მემკვიდრეობითობა – ესაა პირობითი და არა უდაო ფაქტორი!

თავად ტერტულიანე წერდა მემკვიდრეობითობის შესახებ:

«…თუ მათაც კი შეცვალეს ის (ანუ მოციქულებისგან ეპისკოპოსების მემკვიდრეობითობის სიები), მაშინ მცირედაც ვერ წაიწევენ წინ, რადგან მათი სწავლება, როდესაც მოციქულთა სწავლებებთან იქნება შედარებული, თავად საკუთარი განსხვავებებითა და საპირისპიროობით აჩვენებს, რომ ის არანაირად არაა შექმნილი მოციქულების ან მოციქულებრივი მამების მიერ». (კვინტუს სეპტიმუს ფლორენთ ტერტულიანე. რჩეული თხზულებები. М.1994, გვ. 122)(რუს.).


ესე იგი, ჭეშმარიტებას, მაინც გააჩნია უპირატესიბა სამოციქულო შთამომავლობითობის წინაშე. თუ ჭეშმარიტება არ არსებობს, მაშინ შთამომავლობითობას ძალა არ გააჩნია.

არიოზს ან მარკიონს სამოციქულო შთამომავლობითობა - საკმარისზე მეტი ჰქონდათ, თუმცა მართლმადიდებლებისთვის ისინი ერეტიკოსები არიან!

და რა წარმოადგენს ჭეშმარიტების იდენტიფიკატორს, თუ არა "მოციქულთა სწავლებები", ანუ ის, რაც წმინდა წერილშია გადმოცემული («გადმოცემის უზენაეს ფორმაში»)?

განა ქრისტე და მოციქულები ხაზს არ უსვამდნენ წმინდა წერილის პირადი კვლევის აუცილებლობას (იოანე 5:39; საქმეები 17:11)?

განა 2 ტომოთეს 3:17-ში არ არის ნათქვამი, რომ «ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული» იქნება, ანუ, ცოდნის განსაზღვრული სისავსე ექნება?


ასეთ შემთხვევაში, "წმინდა მამათა ტრადიციას" უნდა ეძლეოდეს წმინდა წერილის განმმარტებლის, ინტერპრეტატორის როლი - მაგრამ ვაი რომ ყველაფერი ამით როდი შემოიფარგლება...

მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იმის ნაცვლად, რომ წმინდა წერილთან განუშორებლად დაკავშირებული იყოს და «ხელიხელჩაკიდებული» მიჰყვეს, ინტერპრეტატორი, "წმინდა გადმოცემის" სახით არა უბრალოდ "თავისუფალ ფრენას" იწყებს, არამედ წინ იჭრება და საკუთარი კანონებით იწყებს ცხოვრებას, შემოაქვს ისეთი სწავლებები, როგორიცაა "ღვთისმშობლის" თაყვანისცემა, რის შესახებ მინიშნებაც კი არაა წმინდა წერილში (ოღონდ ეხლა არ დაიწყოთ "ცეცხლმოდებულ ბუჩქზე" ლაპარაკი)!


და ამას ისინი კრისტალიზაციას უწოდებენ და იმის მტკიცებას განაგრძობენ, რომ "აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ისე სწამს, როგორც მოციქულთა მოწაფებს სწამდათ"?!


სხვათა შორის, ღმერთმა აკრძალა არა მხოლოდ ბიბლიისთვის რაიმეს მოკლება, არამედ თანაზომიერად, ისიც სასჯელს დაექვემდებარება, ვინც მის სიტყვაში ჩაწერილს რამეს მიუმატებს (გამოცხადება 22:18-19).




3

ფილოსოფია – თეოლოგიის მსახურია?



და რამ იმოქმედა ადრეული ეკლესიის საღვთისმეტყველო აზროვნებაზე, კერძოდ კი სამების დოგმატის განვითარებაზე?

ეს იყო ფილოსოფიის გამოყენება არა მხოლოდ წარმართთა ევანგელიზაციის მიზნით:

«ამის ნათელი მაგალითი კლიმენტი ალექსანდრიელია, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ თუ კიდეც ცდილობდა «სახარებისეული იდეების ფილოსოფიური ენით გადმოცემას, ის ამას აკეთებდა არა მხოლოდ აპოლოგეტიკური სახით, – ქრისტიანობისკენ განათლებული წარმართების ყურადღების მიქცევის მიზნით, მათთვის ნაცნობი და ახლობელი ფილოსოფიური წარმოდგენებით, არამედ გულწრფელი აღძვრებიდან გამომდინარეც, რომ ფილოსოფიაში არის ქრისტიანობის მონათესავე ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც წარმართულ სამყაროზე ღვთაებრივი ლოგოსის ზემოქმედების ნაყოფს წარმოადგენდნენ» (ა.ვ. მარტინოვი; კლიმენტი ალექსანდრიელის ზნეობრივი სწავლება სტოიკურთან შედარებით // დამატება წმ. მამათა შემოქმედებაზე. 1890, ნ. 45, გვ. 177)(რუს.).


«განსხვავებული სწავლებების შეპირისპირებით, ჭეშმარიტება უფრო სრულად და ღრმად ირკვევა, მას კი ჭეშმარიტი ცოდნა მოსდევს, გნოსისი»;

«რადგან ელინებისთვის ფილოსოფია – ეს იგივეა, რაც კანონი იუდეველებისთვის, კერძოდ კი: მოძღვარი, რომელსაც ისინი ქრისტესთან მიჰყავს».

(კლიმენტი ალექსანდრიელი, «სტრომატები»).


დანამდვილებით ცნობილია, რომ ასევე ფილოსოფიაში «დაქროდა» სხვა «მამაც» – ორიგენე, მისი სწავლებით სულის «წინარეარსებობის» შესახებ (თუმცა, შემდეგ უარყოფილის).


კითხვა იბადება - რაშია საჭირო "სამოციქულო შთამომავლობითობის" ხაზით განმარტებების ზეპირად გადაცემა, თუ კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად, ჭეშმარიტება ფილოსოფიური გნოსისის მეშვეობით შეიცნობა???

გასაოცარი სახით, "წმინდა გადმოცემის" ნებით, იუდეველი გოგონა მარიამი, ღვთისმშობლად იქცა (რომელსაც ლამის ქრისტეზე მეტად სცემენ თაყვანს), ლუკა კი, რომელიც კერპების შესახებ მოციქული პავლეს სიტყვებს ციტირებდა, მოულოდნელად პირველი ხატის "ავტორად" იქცა (არა სურათის, არამედ უშუალოდ საგნის, რომელიც ღვთისმსახურებაში გამოიყენებოდა).


მართლმადიდებლები თავის დაძვრენას ცდილობენ, როდესაც იმაზე საუბრობენ, რომ პავლე კოლოსელების 2:8,9-ში ფილოსოფიას კი არ განიკითხავდა, როგორც ასეთს, არამედ ერთგვარ "კოლოსურ ერესს", თავად ფილოსოფიაში კი, რომელიც "თეოლოგიის მსახურად" განიხილება, ცუდი არაფერია.

არადა უბედურება იცით რაშია (განვმეორდები) - ნეტა თეოლოგიას მხოლოდ "შიშველი", ლოგიკური ფილოსოფიური კონსტრუქციები დაესესხებინა. არადა თვითონ მართლმადიდებლები (ან კათოლიკეები) ამტკიცებენ, რომ "ღმერთმა ჭეშმარიტების მარცვლები ელინებს მისცა", ხოლო პავლეს ის ციტატები, რომლებსაც ელინისტური ფილოსოფიური სემასიოლოგიის თუნდაც მცირე ნიშნები აქვს, უბრალოდ წარმოუდგენელი "მონდომებით" იქნენ დაწვენილნი მათ მიერ დეკლარირებული კონცეფციის პროკრუსტეს სარეცელზე!

(მაგალითად, დანის გამონათქვამები: «ებრაელების მიმართ მიწერილ წერილზე საგრძნობი ზეგავლენა იქონია ელინისტურმა ფილოსოფიამ, განსაკუთრებით პლატონის თეორიამ ორი სამყაროს შესახებ - იდეის (ნამდვილი სამყარო) და არეკლილის (ჩვენი სამყარო)». (დ.დ. დანი. ახალი აღთქმის ერთობა და მრავალფეროვნება. М., ББИ, 1997, გვ. 291)(რუს.).

სასაცილო რამ გამოდის - იუდეველებს, თავის ერს, ღმერთმა "ფუჩეჩი" მისცა წესჩვეულებებისა და პირვანდელი, "კონტურული" ეთიკის სახით; ელინებს კი, წარმართებს, მისცა მარცვლები საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი არსის შესახებ?!

მაშინ რაში მდგომარეობდა "იუდეველთა უპირატესობა" (რომაელები 3:1,2)?

რატომაა ეფესოელთა 2:12-ში წარმართებზე ნათქვამი, რომ ისინი "უღმერთონი იყვნენ წუთისოფელში" (ახალი გადამუშავებული თარგმანი 2015)?

რატომ ეწოდება ბიბლიას "გადმოცემის უზენაესი ფორმა", თუ წარმართმა-ფილოსოფოსებმა გაუსწრეს იუდეველებსა და პირველი საუკუნის ქრისტიანებს ღვთაებრივი არსის გაგების საკითხში?

ყველაფერი ზუსტადაც რომ პირიქითაა - ღმერთმა წარმართებს სინდისისა და გენეტიკური მეხსიერების საშუალებით მისცა ეთიკის საწყისები (რომაელები 2:14,15), თავისი თავი კი იუდეველებსა და პირველ ქრისტიანებს გაუმხილა!!!


მართლმადიდებელი აპოლოგეტების სპეკულაციების ("ფილოსოფიაში ჭეშმარიტების მარცვლების" შესახებ) კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მოციქულებისა და თავად ქრისტეს  აშკარა გაფრთხილებების შუქში, განდგომილების მოახლოებასთან დაკავშირებით (საქმეები 20:29), რომელიც "საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარების" დროს დაემთხვა.

და კიდევ... შეიძლება სრულიად შემთხვევითი იყოს, რომ ისეთი პირველი ნიკეამდელი "მამები" (მოციქულებრივი მამები), როგორც მაგალითად პოლიკარპე სმირნელი, რომელმაც ქრისტიანული სწავლება თავად მოციქული იოანესაგან მიიღო, არაფერს არ ამბობენ ტრინიტარული დოქტრინის შესახებ?



4

დასკვნა

  

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ჩემთვის ნათელი ხდება, რომ წმინდა წერილი ღვთის შეცნობის შეუდარებლად უფრო საიმედო საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე, უმაღლესი დონის პოლემიკური, ადრეული "მამების" "მოუმწიფებელი" წარმოდგენები, რომელიც ხან სუბორდინაციოლიზმისაკენ იხრებოდა, ხან კი მოდალიზმისა და ადოპციონიზმისაკენ; ხოლო თუ მოციქულების მოწოდებებს გავითვალისწინებთ - არ გადავიდეთ იმას, რაც დაწერილია, (1 კორინთელები 4:6) და ამის მსგავსი - წმინდა წერილი ერთადერთ სწორ საშუალებასაც წარმოადგენს.

აი რატომ ვაღიარებ პრინციპს Sola Scriptura და მიმაჩნია, რომ ღვთის სიტყვის კვლევისადმი ასეთი მიდგომის გამოყენებით, მე სინდისიერად ვიქცევი.

კიდევ ერთხელ მოვიყვან ძირითად თეზისებს:

 1. ბიბლიაში - "გადმოცემის უზენაეს ფორმაში", - უნდა იყოს დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს ლოგიკური და აშკარაა. თუმცა, მასში არ არის "მკაფიოდ ჩამოყალიბებული სწავლება სამების შესახებ", სულის უკვდავების შესახებ, ხატებისა და "ღვთისმშობლის" თაყვანისცემაზე აღარაფერს ვამბობ.

2. ბიბლია დასრულებულ ნაშრომს წარმოადგენს (გალატელები 1:8). განმარტება და ინტერპრეტაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც წმინდა წერილშია დაფიქსირებული, თუმცა იმ პროცესს, რომელსაც 2-3 საუკუნეებში ვხედავთ, ვერანაირად ვერ ვუწოდებთ ჰერმანევტიკულ "კრისტალიზაციას" - ესაა აშკარა დოქტრინოგენეზი, რომელიც ხშირად რევოლუციურ ფორმებს იღებს. გარდა ამისა, იდეა იმის შესახებ, რომ წმინდა სული ღვთის შეცნობის საიდუმლოებების გახსნას განაგრძობდა, ბიბლიური კანონის დასრულებულობის კონცეფციას ეწინააღმდეგება.

 3. სამოციქულო შთამომავლობითობას არ გააჩნია პრიორიტეტი "მოციქულთა სწავლებებზე", "მოციქულთა სწავლებები" კი ბიბლიაშია გადმოცემული. ამიტომ, ბიბლიის მიღმა მტკიცებულებები, გინდა საღვთისმეტყველო იყოს და გინდა ისტორიული, განხილული უნდა იყოს ბიბლიურ შუქში, და არა პირიქით.

4. ონტოლოგიური ხასიათის უმნიშვნელოვანესი დეტალები "ჭეშმარიტების მარცვლებზე", ღვთის მიერ ფილოსოფიური გნოსისის მეშვეობით გადმოცემული - აშკარა ცდომილებაა. ღმერთმა, არაებრაელებს, ღვთისაგან გაუცხოებლებს, მისცა ეთიკის "მარცვლები" (რომაელები 2:14,15), და არა ონტოლოგიები (რომაელები 3:1,2; ეფესოელები 2:12).

5. დროით მოციქულებთან ახლოს მცხოვრები ღვთისმეტყველების ნაშრომების ბიბლიასთან იდენტიფიცირება უფრო ადვილია, ვიდრე მათი, ვინც ფილოსოფია გამოიყენეს "თეოლოგიის მსახურის" სახით. ეს დაკვირვება ლოგიკური ჩანს იმის შუქში, რომ ქრისტე და მისი მოწაფეები არაერთგზის გაფრთხილებას იძლეოდნენ მოციქულების სიკვდილის შემდეგ განდგომილების მოსვლის შესახებ (საქმეები 20:29).


მართლმადიდებელი აპოლოგეტების მცდელობა, რომ ანტიკური ფილოსოფოსებისა და "ეკლესიის მამების" სწავლებებს შორის განსხვავებებზე მიგვითითონ, რომლებიც იმავე ფილოსოფოსების გავლენის ქვეშ იყვნენ, მე მხოლოდ იმას მეუბნება, რომ მათ იმის ტვინი ეყოთ, რომ ეს სწავლებები "წვეთი-წვეთში" არ დაეკოპირებინათ. მიუხედავად ამისა, ანტიკური ფილოსოფიის შლეიფი, რომელიც «ადრეული ეკლესიის» დოქტრინალურ "შემოქმედებას" სდევს კუდში, მხოლოდ ბრმამ შეიძლება ვერ დაინახოს.

(ევგენი ვლადიმიროვი)

---------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий