воскресенье, 3 июля 2016 г.

ტელევიზორის რელიგია



რომელ რელიგიას ყავს დღეს ყველაზე დიდი რაოდენობის მიმდევარი? რა თქმა უნდა, შეგვიძლია სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანოთ, რომლის თანახმადაც პირველობას არავის დაუთმობენ ნომინალური ქრისტიანობის წარმომადგენლები: დღეისათვის მათი რიცხვი 2,5 მილიარდია, რაც პლანეტის მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს წარმოადგენს. მათგან სადღაც ნახევარი – კათოლიკები არიან; კიდევ მესამედი – პროტესტანტები, 12% კი - მართლმადიდებლები. სხვა დანარჩენებზე თუ არაფერს ვიტყვით…  http://www.aif.ru/dontknows/eternal/kogo_bolshe_pravoslavnyh_ili_katolikov

შეგვიძლია ისლამის შესახებაც გავიხსენოთ (დედამიწის მოსახლეობის 1,5 მილიარდამდე), მისი ძირითადი განშტოებებით სუნიზმით, შიიზმითა და სალაფიზმით, ასევე მრავალგანშტოებადი ბუდიზმის შესახებ და სხვა და სხვა რელიგიურ მიმდინარეობების შესახებ… ყოველივე ეს საზოგადოების მიერ საკუთარი სულიერი მოთხოვნილებების საკითხისადმი წმინდა საღვთისმეტყველო მიდგომას აირეკლავს. მიუხედავად ამისა, იმ რეალური პრიორიტეტების შესახებ დაფიქრება, რომელიც ზუტად ამ საზოგადოებაში არსებობს, უნებურად გვაიძულებს ცოტა სხვაგვარი დასკვნების გაკეთებას.  



გულწრფელად რომ ვთქვათ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზემოთ მოყვანილი ციფრები სავსებით პირობით ხასიათს ატარებენ. ადამიანები, როდესაც საკუთარ თავს ამა თუ იმ რელიგიას მიაკუთვნებენ, ამას როგორც ჩანს სიმბოლურად აკეთებენ და მეტი არაფერი. მოდი გულწრფელები ვიყოთ: მსგავსი პირების მნიშვნელოვანი უმრავლესობა არანაირად არ წარმოადგენენ რელიგიური მცნებების თავგამოდებულ დამცველებს, არამედ უფრო მეტად «შემოვლით-მრევლს», რომელთა ეკლესიაში ხილვაც მხოლოდ დიდ დღესასწაულებზეა შესაძლებელი, და მაშინაც, ძალიან ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ყოველდღიურ საქმეებს. სოციალური გამოკითხვების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებენ, რომ თუნდაც იმავე მართლმადიდებლობაში, ამ კონფესიისათვის აუცილებელი საეკლესიო წესების დაცვას, მრევლის საერთო რიცხვის მხოლოდ რამოდენიმე პროცენტი ცდილობს. როგორც ჩანს, დანარჩენ «მორწმუნეთა» ლომის წილი საკუთარ თავს ეკლესიაზე სულიერი სალტეებით მიბმულ ადამიანებად ვერ ხედავენ.

ასევე არანაკლებად თვალშისაცემია მსგავსი «მორწმუნეების» აბსოლუტური გაუნათლებლობის ფაქტი საკუთარი რელიგიის მრწამსის სფეროში, აღარაფერს ვამბობთ რწმენისათვის უმთავრეს წიგნზე – ბიბლიაზე. რამდენ მათგანს შეუძლია იონას და იოანეს ერთმანეთისაგან გარჩევა? ან იქნება კი ეს სახელები მათთვის რაიმეს მთქმელი?

მაგრამ, როგორც ცნობილია, კარგი ადგილი ცარიელი არასოდეს რჩება. თუ ადამიანების აზროვნებასა და იმედებს რელიგია არ მართავს, მაშინ ამას სხვა რამე გააკეთებს. ეს აქსიომაა. და რატომღაც სულ უფრო მეტად ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ დღეს ზუსტად იმ «კარგ ადგილს» ადამიანების გონებასა და გულებში, სრულიად განსხვავებული სახის თავისებური რელიგია იკავებს. ტელევიზორის რელიგია…




დიახ, აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ! ადამიანები ტელევიზორს (უფრო სწორად კი, იმას, რასაც მათ ტელევიზორის მეშვეობით ეუბნებიან) უდაო ჭეშმარიტებად მიიჩნევენ. და მაშინაც კი თუ ისინი ლანძღავენ მათ, ვინც ეკრანის მეორე მხარეს სხედან, მოგვიანებით მაინც იმას ლაპარაკობენ, რაც ტელევიზორში მოისმინეს. მათი თვალსაზრისი სატელევიზიო კრიტერიუმების თანახმად ყალიბდება, ასე რომ დღეს ზუსტადაც რომ ტელევიზორი უხსნის ადამიანებს, თუ რა და როგორ უნდა იფიქრონ. არსებითად, ტელევიზორმა საკუთარი თავით ღმერთი ჩაანაცვლა და მისი ფუნქციები მიითვისა, ვინც ადამიანს უხსნის, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება (დაბადება 3:5).

შეიძლება კისერზე სხვადასხვაგვარ ჯვრებს კი ატარებენ, მაგრამ ადამიანები უდიდესი ყურადღებით ეკლესიაში მყოფ მღვდელს კი არ უსმენენ, არამედ რომელიმე ენამოსწრებულ ტიპს, მყვირალა თოქ-ჭორ-შოუდან. და მისი მოსაზრება მათთვის ავტორიტეტული იქნება. ხოლო შემდეგ კი ისინი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და დიდი მონდომებით ილაპარაკებენ და გაარჩევენ გაგონილს მეგობრებთან ან ოჯახში, კომენტარებს გააკეთებენ სოციალურ ქსელებში და "ლაიქებს" დაუწერენ ამა თუ იმ გმირს. თქვენ შეგიძლიათ იმის წარმოდგენა, რომ ადამიანებმა ასეთივე მონდომებით გაარჩიონ ეკლესიაში მოსმენილი (როდის დაესწრნენ ბოლოს ღვთისმსახურებას?) ან ბიბლიაში წაკითხული (როდის გადაშალეს ის ბოლოს?) უცბათ, კისერზე მოდური ჯვრის პატრონმა რომ გადაწყვიტოს, რაიმე მნიშვნელოვანის მოყოლა იმავე სახარებიდან, მაშინ სხვები რომლებსაც კისერზე ასეთივე ლამაზი და ძვირფასი ჯვრები ჰკიდიათ, ყურთან საჩვენებელ თითს დაატრიალებენ. და ესეც ფაქტია!

სხვათა შორის, რა ადგილი უკავიათ სატელევიზიო პროგრამების ლენტებში გადაცემებს სულიერი ფასეულობების შესახებ? ისინი პრაქტიკულად არ არსებობენ. ისინი კი, რომლებიც არსებობენ, როგორღაც უკიდურესად რბილები არიან, ფრთხილები, «ღმერთმა არ ქნას ხალხს ისეთი რამ ვუთხრათ, რაც მათ არ მოეწონებათ». საეკლესიო «მწყემსების» სატელევიზიო მოხსენებების აზრი იმით შემოიფარგლება, თუ რატომ იქნებოდა კარგი საზოგადოებისათვის, რომ სულიერზე დაფიქრებულიყო (!), და არა იმით, თუ რატომაა თითოეული ცალკე აღებული ადამიანი, ძალაუფლებისა და მდგომარეობის მიუხედავად, ვალდებული (!) რომ სიცოცხლის მომცემის მცნებების თანახმად მოიქცეს. ერთხელ ვიღაცამ აღნიშნა, რომ, ტელევიზია რომ ძირითადად სულიერ და ზნეობრივ საკითხებზე ამახვილებდეს ყურადღებას და არა ჭორებსა და სკანდალებზე, ადამიანები უბრალოდ ტელევიზორებს აღარ იყიდიდნენო.  

ღმერთს საკუთარი თვალსაზრისი გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ხარჯავდეს ადამიანი საკუთარ დროს და საით უნდა მიმართოს საკუთარი გონება (კანონი 6:6-9). წარსულში ფრაზა «დღევანდელი საღამო ბიბლიის კითხვას და წაკითხულზე ფიქრს დავუთმე» კარგი მანერების ნიშანს წარმოადგენდა, და, რაღაც ექსტრაორდინარულს არ წარმოადგენდა. აბა დღეს სცადეთ ამ ფრაზით შოკი არ გამოიწვიოთ ნაცნობებში! დრო, რომელსაც ღმერთს ვუთმობთ, საზოგადოების თვალში ფუჭად დაკარგულს, გაფლანგულს წარმოადგენს და მეტიც, ფანატიზმის ნიშანიც კია. ხოლო მისი ტელევიზორისათვის დათმობა, სრულიად კეთილშობილური საქმეა. ზოგიერთი გამოკითხვების თანახმად, დღეს რუსეთის  (და არა მარტო) მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ყოველდღიურად კავდებიან ამ საქმიანობით, თანაც, მათგან 70%-ზე მეტი ტელევიზორთან 3-დან 4 საათამდე ატარებენ. ასე რომ, ზუსტადაც რომ ტელევიზორის ყურება წარმოადგენს თავისუფალი დროის გატარების ყველაზე პოპულარულ სახეობას.  http://www.levada.ru/2014/08/22/svobodnoe-vremya/



«Homo medium» - ალბათ, ზუსტად ასე შეიძლება ეწოდოს თანამედროვე ცივილიზაციის ტიპიურ წარმომადგენელს. დღეს ადამიანებისათვის ტელევიზორი – ყველაფერია! ესაა შესაძლებლობა, რომ «საქმის კურსში იყო», «ერთი ნაბიჯით წინ იყო» (მრავალი ნაბიჯით ღვთისაგან უკან მდგომ ქვეყნიერებაში). ტელევიზორი ადამიანს ასწავლის თუ რა უნდა ჭამოს, რა სვას, ვინ აირჩიოს მეგობრად ან მეუღლედ, როგორ გაატაროს საკუთარი დრო და როგორი მიზნები უნდა დაისახოს ცხოვრებაში. ტელევიზორი აუცილებლად ასწავლის ადამიანს თუ ვისი იწამოს, რისთვის იცოცხლოს, და – რაც მთავარია – რისთვის უნდა მოკვდეს და სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე ვის დაუდოს. თანაც, არა მხოლოდ საკუთარი. ესეც ფაქტია! 

ტელევიზორი უკვე დიდი ხანია რაც მხოლოდ გართობის ფუნქციით არ შემოიფარგლება. თუმცა მედიასამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელმა ტელევიზორი ისე აღიქვას, როგორც მსახური და გამრთობი, თავი კი ისე იგრძნოს, როგორც მდგომარეობის ბატონ-პატრონი, რომელიც ძალდაუტანებლად რთავს არხებს. მაგრამ რეალურად ზუსტადაც რომ ტელევიზორი იღებს ადამიანზე ძალაუფლებას და მის ტვინში იმას დებს, რისი ჩადებაცაა საჭირო. და ის ამას საოცრად მოხერხებულად აკეთებს, ისე, რომ თავად ადამიანი ძველებურად ბატონ-პატრონის ტკბილ მდგომარეობაში რჩება.



ადამიანებს ტელევიზორის უფრო სწამთ, ვიდრე ღმერთის. და ამის ახსნა სავსებით შესაძლებელია. ტელევიზორი ადამიანს რეალური ცხოვრების სურათებს სთავაზობს, რომელსაც შეგიძლია უყურო, შეეხო, მასში მოიხარშო, მის ვნებებში გადაეშვა და მრავალრიცხოვან მონაწილეთაგან ერთ-ერთი იყო. ხოლო რასაც ხედავ, იმის დაჯერება უფრო იოლია! თუმცა ასეთი «რწმენა» ბიბლიურ რწმენასთან თანხმობაში ვერ მოდის, ადამიანებს ეს არანაირად არ ანაღვლებთ (ებრაელები 11:1; რომაელები 8:24). ადამიანისათვის გაცილებით ადვილი და მოხერხებულია, რომ საკუთარი ცნობიერება იმ სურათის მიხედვით ჩამოაყალიბოს, რომელიც მას ოსტატურად და რაც მთავარია, თვალსაჩინოდ აჩვენეს ტელევიზორში. და არა მხოლოდ მას, არამედ ასევე მილიარდობის სხვა მის მსგავს ტელე-მაყურებელს. 




ამის საპირისპიროდ, ბიბლიური რწმენა კოლოსალურ გონებრივ შრომას, შინაგან მუშაობასა და შაბლონურ სტერეოტიპებზე უარის თქმას მოითხოვს. ბიბლია აღძრავს, რომ საკუთარ თავს და გარშემომყოფ ნივთებს თუ მოვლენებს, რწმენის თვალით ვუყუროთ, რომელიც მიმართულია უხილავისაკენ და არა ხილულისაკენ (ებრაელები 11:1). «ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს; ხილული დროებითია, უხილავი კი - მარადიული», - ამბობს ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილი (2 კორინთელები 4:18). «უკაცრავად! რა საჭიროა მთელი ეს სირთულეები?», - გვპასუხობს მაყურებელი. მისი «ჭეშმარიტება» ტელევიზორის ყველა ფერთა გამითა და ასობით არხითაა უზრუნველყოფილი, რომელიც ადამიანს «საჭირო სურათის» მიღებაში ეხმარებიან, მაშინ როდესაც თავად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება. და რაც ყველაზე მთავარია, მისგან არაფერი მოითხოვება! არც სულიერი ბრძოლა, არც შინაგანი გარდაქმნები, არც მსხვერპლზე წასვლა… არაფერი! ეს მოსახერხებელია…

დიდებული სატელევიზიო ღვთაება მართავს როგორც მთლიანად საზოგადოებას, ასევე თითოეულ ადამიანს განცალკევებით. და დამიჯერეთ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში "უქადაგებს" ეს ღვთაება თავის მრევლს. მაშინაც კი, თუ დაპირისპირებული მხარეები ერთი შეხედვით ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ პროპაგანდას, მისი არსი მაინც ერთი და იგივეა – აიძულოს მოქალაქეს, რომ ისწავლოს ზიზღი… აიძულოს ის, რომ ადამიანების დაპირებების იწამოს და არა შემოქმედის დაპირებებისა… მიწიერი, გახრწნილი «ფასეულობები» მიიღოს და არა სულიერი ფასეულობები.

ის, თუ რამდენად კონტროლქვეშ მოიქცია ამ ღვთაებამ ადამიანების აზროვნება, უკვე იმ ფაქტიდან ჩანს, რომ ერთ-ერთ სოციალურ გამოკითხვაში გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა აღიარა, რომ მათ სახლში არსებული სიჩუმე აშინებთ. ადამიანებისათვის არაკომფორტულია საკუთარ აზრებთან ერთი-ერთზე დარჩენა. ამიტომ ისინი ტელევიზორს რთავენ პრაქტიკულად მაშინვე, როგორც კი იღვიძებენ ან სამსახურიდან ბრუნდებიან სახლში. რთავენ, ყურებას კი არ აპირებენ! უბრალოდ, ერთგვარ საინფორმაციო სივრცეში რომ იმყოფებოდნენ, რომელიც იქიდან იქმნება.




პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მრავალი ადამიანი ეთანხმება იმას, რომ ტელევიზორი მათზე უამრავ ტყუილს ანთხევს. მაგრამ ისინი არ არიან მზად მასზე უარის სათქმელად, მაშინაც კი, როცა ესმით, რომ ტყუილს ისმენენ. იმიტომ რომ ისინი თავად იმ ფაქტს არიან შეჩვეულები, რომ მათ ტყუილებით ბომბავენ. მათი გაგებით, ეს ბუნებრივი რამაა, რითაც უკვე ვერავის გააკვირვებ, და შესაბამისად, არ ღირს ამისაგან ტრაგედიის შექმნა. მატყუარისთვის კი რა შეიძლება იმაზე სასურველი იყოს, ვიდრე ადამიანთა მზადყოფნის ფაქტი, რომ მისი ტყუილის პასიურ ობიექტებად დარჩნენ? http://rg.ru/2013/02/20/televidenie-site.html

ნამდვილი მატყუარა – ეს ეშმაკია (იოანე 8:44). და მის მეთოდებში განსაკუთრებულად არაფერი იცვლება. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ის ევას. თუმცა, ვიცით, რომ ევამ თავიდან არ დაუჯერა მას. თავიდან ის ეშმაკთან შეკამათებასაც კი ცდილობდა, როდესაც მისი სიტყვების სიცრუეზე მიუთითებდა (დაბადება 3:1-3). მაგრამ რაც უფრო დიდხანს უსმენდა ის მის სიცრუეს, სულ უფრო მეტად ექცეოდა მისი "ეთერის" ხაფანგში. ფინალი ცნობილია, ის ძალიან სამწუხარო იყო…

დღეს ჩვენ ეშმაკის ამ მეთოდს ვადევნებთ თვალყურს, ოღონდ მსოფლიო მაშტაბით, მილიარდობით ადამიანების მაგალითზე. მაშინაც კი როცა ესმით, რომ მათ ატყუებენ, ადამიანები ჩვეულებრივ ტელევიზორის წინ სხდებიან და ყოველ დღე რამოდენიმე საათის განმავლობაში უსმენენ და ითვისებენ იმას, რასაც მათ ტელევიზორი ჩააგონებს. ესაა ლამაზი, ტკბილი სიცრუე, რომელიც ამასთანავე ადამიანების თავმოყვარეობას აკმაყოფილებს და ისე სასიამოვნოდ თამაშობს გრძნობებზე, რომ სულ მეტის და მეტის მოსმენის სურვილი უჩნდება ადამიანს. კი, გასაგებია, რომ იტყუებიან, მაგრამ საკმაოდ სანახაობრივად აკეთებენ ამას! ჩემი მოტყუება, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, ამიტომ მშვიდად განვაგრძობ მოსმენას… როგორც ჩანს, ყველა ასე ფიქრობს. ასევე ფიქრობდა ევაც…

მაგრამ იცით, რა არის საინტერესო? ადამიანების ძალიან მცირე პროცენტმა აღიარა, რომ საერთოდ უარი თქვეს ტელევიზორის ყურებაზე. და ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. და დამიჯერეთ, საუკეთესო მხარეს. დიახ, მაშინვე გაუჩნდათ «ზედმეტი» დრო მნიშვნელოვანი საქმეებისათვის. დიახ, ოჯახური ურთიერთობებიც გაუმჯობესდა. მაგრამ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთ-ერთ შედეგად დასახელებული იყო ადამიანების მიმართ ნორმალური, მშვიდი და ადეკვატური ურთიერთობისა და ცხოვრების აღდგენა. შეიძლება, ამან ვინმესთვის უცნაურად გაიჟღეროს, მაგრამ, როდესაც ტელე-პროპაგანდისტული სიუჟეტების მოსმენას თავს ანებებ, დროთა განმავლობაში კაცობრიობის აღქმას იწყებ არა «ჩემიანი-მისიანი»-სა და «მოკავშირე-მტრის» პრინციპით, არამედ უბრალოდ ადამიანების სახით, რომლებიც ერთ მთლიან საზოგადოებას შეადგენენ და პლანეტა დედამიწაზე ცხოვრობენ. შენ მათში ხედავ ისეთივე ადამიანებს, როგორიც თავად ხარ, საკუთარი გრძნობებით, იმედებითა და ცხოვრების წესებით. 




მაგრამ ჩართე ტელევიზორი და ძალიან მალე ამ დამოკიდებულების ტრანსფორმირებას მალევე დაიწყებს ვინმე, კაცობრიობის ეროვნული დროშის ფერებად შეღებვითა და იარლიყების მიკერებით, რომლის მიხედვითაც უნდა უყურო ამ ადამიანებსა და ერებს. «ჩვენი ქვეყანა»… «თქვენი ქვეყანა»… «სახელმწიფო ინტერესების დაცვა»… «თქვენ თავად ხართ იმ ყველაფერში დამნაშავე, რაც თქვენთან ხდება»… «ჩვენთან სიწმინდეა – თქვენთან დეგრადაცია…» 

ტელევიზიას «ფასეულობების» საკუთარი ჩემოდანი გააჩნია, რომელიც ადრე თუ გვიან თქვენც უნდა მიიღოთ. იმიტომ რომ ზუსტად ამაში მდგომარეობს მისი ამოცანა – მაშინაც კი როდესაც გართობთ, თქვენში იმის ფორმირება მოახდინოს, რაც თქვენ გარშემომყოფი სისტემის ნაწილად გაქცევთ. ჩაგინერგოთ აზრებისა და სიტუაციის შეფასებისადმი მიდგომის «საჭირო» სახეობა. იმ პრიორიტეტების დადგენა რომელსაც ეს სისტემა მოითხოვს. მზად იყოთ იცოცხლოთ, სიცოცხლე წაართვათ და მოკვდეთ კიდეც იმისათვის, რისთვისაც ეს სისტემა მიგითითებთ. და მილიარდობით ხალხი მორჩილად სთავაზობენ საკუთარ თავს ამგვარი ფორმირებისათვის. ისინი საკუთარ გონებასა და გულს აძლევენ სისტემას, რომლის მთავარ ინსტრუმენტსაც ტელევიზორი წარმოადგენს. ისინი არ უძღვნიან თავს ღმერთს და მის სიტყვას. იმიტომ რომ ასეთ ფონზე ბიბლიისათვის უბრალოდ არც დრო რჩებათ, არც ძალა და არც სურვილი…

როგორც ჩანს, ქვემოთ მოყვანილი პაროდია 23-ე ფსალმუნზე, რომელიც გერმანელი მეცნიერი-კიბერნეტიკოსისა და ღვთისმეტყველის, ვერნერ გიტის წიგნიდან «დრო და მარადიულობაა» აღებული, დღეს სასაცილოდ საერთოდ აღარ ჟღერს. ალბათ უფრო, რეალისტურად...

ტელევიზორი – ჩემი მწყემსია,
არაფერი არ მომაკლდება.
ის პიკანტური თავგადასავლებით უზრუნველმყოფს
და ცოდვის მღვრიე წყლებზე წამიძღვება.
სულს მომიწამლავს,
და მრუდე კვალზე დამაყენებს – სხვების სარგებლის გულისათვის.
საქმეც თუ არაფერი მაქვს,
მოწყენილობის არ შემეშინდება, რადგან შენ დევნი მას.
მანუგეშებენ შენი სასიყვარულო ისტორიები და ხუმრობები.
შენ გაამზადე ჩემთვის უამრავი კადრი – ჩემი ბავშვების წინაშე.
სენსაციებს მაწვდი – ჩემი სასმისი პირამდეა სავსე.
მკვლელობები და დანაშაულები დამდევს კვალდაკვალ ჩემს სიზმრებში,
და დავმკვიდრდები ეკრანის წინ უკუნისამდე.





ყველაზე დიდი რელიგია – ეს ტელევიზორის რელიგიაა. ადამიანების გონებასა და მოქმედებებზე, მათი ცხოვრებისეული ფასეულობების, სურვილებისა და იმედების ფორმირებაზე ისე არაფერი მოქმედებს, როგორც ტელევიზორი. ეს უნივერსალური რელიგიაა, რომელიც არც ნაციონალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული და არც ადამიანის რელიგიურ შეხედულებებზე როგორც ასეთი. ყოველივე ამას მცირედი მნიშვნელობაც კი არ აქვს ტელე-რელიგიისათვის. მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი იმ მდგომარეობაში რჩებოდეს, რომელიც 2 კორინთელების 4:3,4-შია აღწერილი – 


«თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება, ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია». 

და ეს მას საკმაოდ წარმატებით გამოსდის. მანამ, სანამ ადამიანი ტელევიზორის გასათიშ ღილაკს არ დააწვება. და არა მხოლოდ პულტზე, არამედ საკუთარ გონებაშიც…




---------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий