вторник, 12 июля 2016 г.

წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობი

წინასწარშექმნილი ცუდი აზრი - ესაა რელიგია სუსტი გონებისათვის. (ედმუნდ ბერკი) 

რა ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ისე, რომ ორ ადამიანს, თითქოსდა ჭკვიანებს, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, საერთოდ არ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება. აი ვთქვათ ადამიანს ელაპარაკები, თითქოსდა, ბანალურ ჭეშმარიტებებზე, მას კი საერთოდ არ ესმის შენი. შუქი კი ანთია, მაგრამ სახლში არავინ არ არის. შენი უბრალო და გასაგები სიტყვები მისი გონების სიღრმეებში იკარგება ისე, რომ ვერც გულამდე აღწევს და ვერც გონებამდე. და ისეთი საუბარი გამოდის, როგორც ანდაზაშია: მე ალთას ვიყავი და ის ბალთასო! 

ადრე ჩემი უგუნურებით ვფიქრობდი, რომ ყველა ასეთი ადამიანი უბრალოდ გონებაშეზღუდული იყო (თუმცა ასეთებიც ბლომად არიან), და ამიტომ არ შეუძლიათ ასეთი უბრალო ჭეშმარიტებების გაგება. მაგრამ სინამდვილეში ხშირად ძალიან ჭკვიან ადამიანებსაც კი არ შეუძლიათ ხოლმე იმის გაგება, რასაც სხვას, ნაკლებად ჭკვიანს, ორ წამში გააგებინებ. რატომ ხდება ასე? 


წარმოიდგინეთ ბოთლი. ბოთლი სრულიად ცარიელია და გადაწყვიტეთ მასში წყალი ჩაასხათ. თითქოსდა ამაზე ადვილი ოპერაცია რა შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ მის განხორციელებას, თუ... თუ ბოთლის ყელში საცობი იქნება ჩაჭედილი. სანამ ამ საცობს არ ამოიღებთ, თქვენ ამ ბოთლში წყალს ვერ ჩაასხავთ.



ზუსტად იგივე სჭირთ ხშირად ადამიანებსაც. მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების სიტყვების, ან სიცოცხლის წყლის მიღება, იმიტომ რომ მათ თავში, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მათ აზროვნებაში წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობია ჩაჭედილი. და შეიძლება ადამიანი სულიერად გამოფიტულიც იყოს და ძალიანაც საჭიროებდეს ჭეშმარიტების ამ გამაგრილებელ წყალს, მისი მიღება საკუთარ გულში, მას არ შეუძლია. და აი ჩვენ მას უხვად ვასხვათ ამ სიცოცხლის წყალს, ის კი, ისე რომ შიგნით ვერც კი აღწევს, ისევე არ ეკარება როგორც ბატს არ ეკარება წყალი. 
მე ადრე ვერ ვაცნობიერებდი, თუ ბიბლიის შესწავლისათვის განკუთვნილ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, პირველივე თავში, მანამ სანამ საუბარი იმაზე დაიწყება, თუ ვინ არის ღმერთი, ასეთი საკითხი რატომ იყო წამოწეული: ნუთუ ღმერთი გულგრილი და უმოწყალოა? ერთი შეხედვით ეს საკითხი მას შემდეგ უნდა მოდიოდეს, როდესაც ადამიანი ღმერთს გაიცნობს. მაგრამ სინამდვილეში ეს მიდგომა ძალიან სწორია. რატომ? 
წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა მეგობარმა გადაწყვიტა თავისი სხვა მეგობარი გაგაცნოთ, რომელთან ერთადაც მას ქუჩაში შეხვდით. თქვენ არასოდეს არაფერი გსმენიათ ამ ადამიანზე და ხალისით თანხმდებით: შენი მეგობარი - ჩემი მეგობარია. აი თქვენ ცოტა გაიცანით ერთმანეთი, ერთმანეთის სახელები გაიგეთ, სტანდარტული ფრაზები გაცვალეთ. შემდეგ კი, როდესაც ის მეგობარი თავისი გზით წავიდა, თქვენ თქვენს მეგობარს ეკითხებით, როგორი ადამიანია ის, სად მუშაობს, ოჯახი ჰყავს თუ არა?

ეხლა კი წარმოიდგინეთ მსგავსი სიტუაცია, მაგრამ იმ სხვაობით, რომ ადრე თქვენ უკვე გსმენიათ იმ ადამიანის შესახებ, რომ ის ბოროტი, სასტიკი, შურისმაძიებელი, აგრესიული და გულგრილია სხვების გაჭირვების მიმართ. და აი მეგობრის წინადადებაზე, რომ სურს სხვა მეგობარი გაგაცნოთ, თქვენ გადაჭრით პასუხობთ: "არა!"  "რატომ? - უკვირს თქვენს მეგობარს. - შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ? ის ისეთი არაა, როგორც მასზე ლაპარაკობენ. ის, რაც მასზე გაქვს გაგებული, - სიცრუეა! ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია, უბრალოდ ის პოლიციაში მუშაობს და ხანდახან მას ბანდიტებისა და ხულიგნების წინააღმდეგ ძალის გამოყენება უწევს, მაგრამ ის ამას მკაცრად კანონის ფარგლებში აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს სამართლიანობა! ეს დამნაშავეები უვრცელებენ მას ასეთ ხმებს, რადგან სძულთ ის და ცდილობენ ავნონ მას და რეპუტაცია შეულახონ." 
დიდი ძალისხმევის შედეგად ახერხებს თქვენი მეგობარი თქვენი თავიდან წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობის ამოძრობას. რის შემდეგაც თქვენ უკვე სიხარულითაც კი თანხმდებით ამ მამაცი და კეთილი ადამიანის გაცნობაზე. 
სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ღვთის მტერმა, სატანამ, დღეს ადამიანებს ჩააგონა და აგრძელებს მათთვის იმის ჩაგონებას, რომ ღმერთი გულგრილი და სასტიკია. და ზუსტად ამიტომ გაუჩნდათ ადამიენებს თავში წინასწარშექმნილი ცუდი აზრის ეს საცობი, შემოქმედთან დაკავშირებით. მათ არა მარტო არ სურთ მისი გაცნობა, არამედ მისი არსებობის შესახებ აზრებსაც კი იცილებენ თავიდან. ცეცხლში ნავთს ბიბლიის ის ვაი-მკვლევარებიც ასხავენ, რომლებმაც ბიბლიიდან მხოლოდ ფოჩები ამოგლიჯეს (სტაფილო ანუ ნაყოფი კი მიწაში დარჩათ), საკუთარ თავებში "ცულის ფაფა" მოხარშეს და სხვების დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ ღმერთი გულგრილი და სასტიკია. 
ამიტომ, თუ თქვენ ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც ამბობს, რომ ღმერთის არ სწამს, უბრალოდ შეეკითხეთ მას: "რატომ?" თუ ის იტყვის, რომ ღმერთი რომ არსებობდეს, მაშინ დედამიწაზე ამდენი ბოროტება არ იქნებოდაო, მაშინ თქვენ აშკარად მიხვდებით, რომ მანამ სანამ მასში სიცოცხლის წყლის ჩასხმას დაიწყებთ, საჭიროა ხელში გასახსნელის აღება და წინასწარშექმნილი ცუდი აზრის ამ საცობის ამოძრობა. რა წარმოადგენს ასეთ გასახსნელს? რაღა თქმა უნდა, ბიბლია!

გადაშალეთ, მაგალითად, ბიბლიის ასეთი ადგილი: 
მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ. (იოანე 14:31) 
შეეკითხეთ ადამიანს: "თქვენი აზრით, იესო კარგი, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი იყო?" თუ დადებით პასუხს მოისმენთ, შეიძლება ვკითხოთ:
- მაშინ განა ეყვარებოდა იესოს სასტიკი და გულგრილი ღმერთი? ეს სრულიად არალოგიკურია, ხომ მართალია? ეს ისევე არალოგიკურია, როგორც თქვენს წესიერ და ინტელიგენტ მეგობარს რომ დაეწყო მეგობრობა ნაძირალასთან და არამზადასთან. 
მე მხოლოდ იმის ერთი მაგალითი მოვიყვანე, თუ როგორ შეიძლება წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობი უშლიდეს ადამიანს ხელს იმაში, რომ საკუთარ გულში მიიღოს ჭეშმარიტების უბრალო სიტყვები. ჩვენი ამოცანაა გამჭრიახი მზერით ვიპოვოთ ეს საცობი და ღვთის სიტყვის გასახსნელით ამოვაძროთ ის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ჭეშმარიტების ცოცხალი წყალი ადამიანის გულამდე ჩაღწევას. 
ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ვიხსენებ ხოლმე ერთ შემთხვევას, რომელიც მე რამოდენიმე წლის წინ გადამხდა. მაშინ ერთ მამაკაცს ბიბლიის გაგებაში ვეხმარებოდი. ჩვენ ერთ პატარა ბროშურას ვსწავლობდით, რომელშიც გაკვეთილები კონკრეტული თემების მიხედვით იყო დალაგებული. ვსწავლობდით და ვსწავლობდით, ის არ იყო ლაპარაკის მოყვარული, მაგრამ ყურადღებით ისმენდა და თითქოსდა ყველაფერს ეთანხმებოდა. ერთხელ, როდესაც ამ ბროშურის სწავლა თითქმის დავამთავრეთ, ამ დროს კი, ალბათ, ნახევარი წელია გასული, მან პირდაპირი გაგებით გამაოგნა, როდესაც ჩვეულებრივ მივედი მასთან შემდეგი თავის განსახილველად. 
- თურმე, ღმერთს, იეჰოვა ჰქვია! - მომახალა მან, როგორც კი მისი კარების ზღურბლს გადავაბიჯე. კინაღამ იატაკზე დავჯექი. ჩვენ ეს სტატია მასთან ერთად სულ თავიდან განვიხილეთ, მემგონი, მეორე თავში. ეხლა კი მან თურმე რადიოს მოუსმინა და რომელიღაც გადაცემაში, რომელიც ბიბლიურ თემებს ეხებოდა, ღვთის სახელი მოიხსენიეს. ესე იგი, გამოდის, რომ მაშინ მან ჩემი არ დაიჯერა, წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობი ამ "გაუგებარი" სახელის წინააღმდეგ მკვრივად იჯდა მის თავში, შედავება კი, როგორც ჩანს, შერცხვა. და გამოდის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობით თავდახურული იჯდა და სიცოცხლის წყალი ყურებზე ჩამოსდიოდა, გულში კი წვეთიც არ ხვდებოდა. თუ ერთხელ "მოიტყუე" - ვინღა დაგიჯერებს! რადგან მან თავიდანვე არ დამიჯერა, შემდეგაც არ სჯეროდა ჩემი. აი ასე შეუშალა ხელი ამ ადამიანს წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობმა, რომ საკუთარ გულში სიცოცხლის წყალი მიეღო. და ამ საცობის ამოღებაში უბრალო რადიომიმღები დაეხმარა. სამწუხარო ისაა, რომ ძალიან გვიან...

აქ, რა თქმა უნდა, მეც დამნაშავე ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ ცოტა გამოცდილება მქონდა და მისი საცობის შესახებ ეჭვიც კი არ მქონდა. მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, რომ წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობი, დამატებითი კითხვების მეშვეობით აღმოვაჩინო: "თქვენ თუ გჯერათ ამის?"
ხანდახან ხდება, რომ ბოთლის გახსნაა საჭირო, მაგრამ გასახსნელი არ გაქვს იმ მომენტში. ასეთ შემთხვევებში ადამიანები სხვადასხვა საგნებს იყენებენ, რაც ხელში მოხვდებათ. ჩვეულებრივ, თუ საქმე ღვინის ბოთლს ეხება, მაშინ საცობს რაიმეს დახმარებით აწვებიან და ბოთლშივე აგდებენ. ადვილი მეთოდია, მაგრამ თავისი შედეგებიც გააჩნია. შემდეგ, როდესაც ღვინის დასხმას დაიწყებთ, ეს საცობი ბოთლის ყელის გარდიგარდმო დადგება და ღვინის გადმოსვლას შეუშლის ხელს. 
თუ ასეთივე სახით, წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობის ადამიანში "ჩაგდებას" შევეცდებით, მაგალითად თუ ვეტყვით: "შენი საქმე არაა, უბრალოდ დაიჯერე და მორჩა!", მაშინ ეს საცობი გამუდმებით ყელზე მოადგება ადამიანს და ხელს შეუშლის იმაში, რომ თავის რწმენაზე თავისუფლად ილაპარაკოს. როგორ დაეხმარები სხვებს იმის დაჯერებაში, რისიც თავად არ გესმის ბოლომდე? ეს ხშირად მათ ემართებათ, ვისაც სამების შესახებ სწავლების სჯერათ. ფორმულა კი იციან, მაგრამ დამტკიცება არ შეუძლიათ. ხოდა ადგათ ეს საცობი ყელზე დოგმატის სახით, რომლის გაგებაც უბრალო მოკვდავს უბრალოდ არ შეუძლია. და ადამიანი სულიერად იგუდება, არადა რა სამწუხაროა, შეეძლო ეცოცხლა...

თუ ჩვენი საუბრის დასაწყისს დავუბრუნდებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმისათვის, სხვისი თავიდან საცობის ამოძრობა რომ შევძლოთ, ჯერ საკუთარი თავიდან უნდა ამოვაძროთ ის. თუ ჩვენ თვითონ წინასწარშექმნილი ცუდი აზრებით ვუდგებით სხვებს, მაშინ საეჭვოა მათი დახმარება შევძლოთ. იმიტომ რომ, ერთი ბოთლიდან მეორეში რომ წყალი გადაასხა, საჭიროა, რომ საცობი იმ ბოთლშიც არ იყოს, რომლიდანაც მეორე ბოთლში ვაპირებთ წყლის გადასხმას. 
და მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ იარსებებენ ჩვენთვის სულელი ადამიანები, არამედ იარსებებენ ადამიანები რომლებსაც ბოლომდე არ ესმით. არ იარსებებენ ბოროტი ადამიანები, არამედ იქნებიან გაბოროტებულები. არ იარსებებენ გულგრილი ადამიანები, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებმაც ჯერ ვერ გააცნობიერეს ბოლომდე საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები. და თუ ყველა პირველ შემთხვევაში მათზე ხელის ჩაქნევის სურვილი გვიჩნდება, ყველა მეორე შემთხვევაში მათი დახმარება გვსურს! 
ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭი დედამიწაზე - ესაა ადამიანებში კარგის დანახვის და მათში ცუდის არ დანახვის უნარი. 
რადგანაც ნამდვილი თავისუფლება - ეს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრისაგან თავისუფლებაა!

--------------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru 

Комментариев нет:

Отправить комментарий