среда, 27 июля 2016 г.

დაუპატიჟებელი სტუმარი

გონიერების ნიშანი - წყენის თავიდან არიდებაა... (დემოკრიტე) 

ის იყო სულითა და სხეულით ახალგაზრდა და ლამაზი. ის ძალიან უყვარდათ მშობლებს, განსაკუთრებით მამას. ამ ახალგაზრდის ცხოვრება უბრალო და უზრუნველი იყო. ეჭვგარეშეა, რომ ის ბედნიერი იყო.

მაგრამ მას ერთხელ უღალატეს. მათ უღალატეს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა - საკუთარმა ძმებმა. იმ კეთილი საქმეების სანაცვლოდ, რომლებსაც ის მათთვის აკეთებდა, ძმებმა ის დაამცირეს, შემდეგ კი მონად გაყიდეს უცხო ქვეყანაში. თქვენ რას იგრძნობდით ამ ახალგაზრდა მამაკაცის ადგილას? (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ამ მაგალითში საუბარია ბიბლიურ იოსებზე, იაკობის ვაჟზე.)



წყენა, წყენა და კიდევ ერთხელ წყენა. რისთვის? რატომ? ეს უსამართლობაა! 
როდესაც ჩვენ უსამართლოდ გვეპყრობიან, ან როდესაც ჩვენ გვეჩვენება, რომ უსამართლოდ გვეპყრობიან, ჩვენ წყენის ბუნებრივი გრძნობა გვიჩნდება. წყენა თავისით მოდით, დაპატიჟების გარეშე და ხშირად ჩვენ არ ვიცით ხოლმე, თუ როგორ მოვიცილოთ თავიდან ეს დაუპატიჟებელი სტუმარი. და ყველაზე ხშირად ამ სტუმარს თავად წასვლა არანაირად არ სურს. და თუ დაჟინებულობას არ გამოვავლენთ, ამ მომაბეზრებელმა სტუმარმა შეიძლება მრავალი პრობლემა მოგვიტანოს. მაშ როგორ ვისწავლოთ, ამ დაუპატიჟებელი სტუმრის, ჩვენი გულიდან გამოძევება? 
რაიმე მოვლენას რომ წარმატებით ვებრძოლოთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს მისი მიზეზი. რატომ ახასიათებს ზოგ ადამიანს განაწყენება? და არა მხოლოდ განაწყენება, რადგან ეს გრძნობა სრულიად ბუნებრივია, არამედ წყენის გულში ჩადება, იქ მისი "მოვლა-პატრონობა", მისით ცხოვრება. 
რაში მდგომარეობს ამ პრობლემის არსი? ერთ-ერთ თავის იგავში, მეფე სოლომონი გვიმხელს ფუნდამენტალურ პრინციპს, რომელიც კაცობრიობის მრავალი მრობლემის საძირკველში დევს, მათ შორის ამ პრობლემისაც:
არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს. (ეკლესიასტე 7:20)
წყენის უმეტესობის მიზეზი - ადამიანური არასრულყოფილებაა. თანაც როგორც მისი არასრულყოფილება, ვინც ნაწყენდება, რადგან მან არ იცის თუ როგორი რეაგირება მოახდინოს სწორად უსამართლობაზე, ასევე მისი არასრულყოფილება, ვინც ანაწყენებს, რადგან მან ვერ ისწავლა საკუთარი ენის კონტროლი. ასევე ჩვენი არასრულყოფილება იმაზეც მოქმედებს, რომ თითოეული მიიჩნევს, პრობლემა მას კი არ აქვს, არამედ იმას ვინც განაწყენდა ან ვინც გაანაწყენა. ერთი ამბობს: "შენ ისეთი უტაქტო ხარ, სიტყვებით მაყენებ ჭრილობას...", მეორე კი პასუხობს: "ძალიან ფაქიზები ხომ არ ვართ?! ცოტა უფრო უბრალო იყავი..." 
და ასეთ დროს, როგორც გესმით, ძალიან ძნელია საკუთარი თავიდან დაწყება. რაზე შეიძლებოდა დაფიქრებულიყო ის, ვისაც განაწყენება სჩვევია? 
წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის ახალი ელექტრო ჩაიდანი იყიდეთ. ლამაზი, მბზინავი, უჟანგავი მასალის და არა რაღაც ჩინური პლასტმასის. და აი თქვენ მას რთავთ და ის გაცხელებას იწყებს, რაც უნდა გააკეთოს კიდეც წესით და კანონით. მაგრამ ამ დროს თქვენ გადაწყვიტეთ ხელით შეეხოთ მას, რათა ტემპერატურის დონე შეამოწმოთ, მან კი ბაცცც... და დენი დაგარტყათ!!!!!!!!! ჩაიდანი ცოტა წუნიანი გამოდგა, რადგან მასში არსებულ წყლის გამაცხელებელს დენი კორპუსზე გადააქვს. არასასიამოვნოა, ხომ მართალია? მაგრამ განა განაწყენდებოდით ჩაიდანზე და გულში ჩაიდებსით წყენას? 
რა თქმა უნდა, არა! თქვენ უბრალოდ გაიფიქრებდით: ხდება ხოლმე, ჩაიდანს წუნი აქვს, არასრულყოფილია, უბრალოდ მისი ახალზე გადაცვლაა საჭირო. მაგრამ მაშინ რა ხდება, როდესაც რომელიმე ადამიანი "დაგარტყავთ" სიტყვით? მაშინაც ცდილობთ ასე იფიქროთ: ხდება ხოლმე, ეს ადამიანი არასრულყოფილია, ისე თქვა, რომ არ დაფიქრდა. ალბათ თავადვე ვერ მიხვდა, რა გააკეთა, სჯობს ეს ყველაფერი დავივიწყო და მორჩა.

მაგრამ დამეთანხმეთ, ამგვარად ფიქრი ყოველთვის მათთაც კი არ გამოსდით, ვინც იცის, რომ ყველა ადამიანი არასრულყოფილია, ანუ არსებითად - წუნი აქვს! 
რაზე შეიძლებოდა დაფიქრებულიყო ის, ვისაც სხვების განაწყენება სჩვევია? 
გახსოვთ თქვენი რეაქცია, როდესაც მაგნიტოფონზე ჩაწერილი საკუთარი ხმა მოისმინეთ პირველად? პირადად მე საშინელი განცდა დამეუფლა როდესაც ეს უცხო და საზიზღარი ხმა მოვისმინე. აბა ის რეაქცია გაიხსენეთ, როდესაც პირველად იხილეთ საკუთარი თავი ვიდეო ფირზე? ეს რა სიარულია? რა მიმიკაა? ნუთუ ეს მე ვარ? 
ადამიანი მიჩვეული არ არის, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვას, საკუთარი ქმედებების უცხო თვალით შეფასებას, სანამ რაიმეს გააკეთებს ან იტყვის, ყველაფრის საგულდაგულოდ აწონ-დაწონვას. მაგრამ ეს თვისებები საჭიროა საკუთარ თავში განვავითაროთ და მეგობრული რჩევა იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა უფრო ტაქტიანი ვყოფილიყავით, ისე უნდა მივიღოთ, როგორც საკუთარი დასწავლების ნაწილი.

აღსანიშნავი ისაა, რომ წყენის გრძნობის განცდა ყველას ახასიათებს, სულიერად მოწიფულ პიროვნებებსაც კი. აი რა დაწერა პავლემ ერთ-ერთ თავის წერილში: 
სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის, რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.  (2 კორინთელები 12:10) 
როგორც ხედავთ, ხანდახან პავლეც გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად (განაწყენებულად), თუმცა სულიერ სისუსტეში მას ბრალს ვერავინ დასდებს. მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება არსებობს იმას შორის, თუ როგორ რეაგირებენ წყენაზე სულიერად მოწიფული და სულიერად სუსტი ადამიანები. როდესაც იმის შესახებ საუბრობდა, თუ რა არის სიყვარული, იმავე პავლემ თქვა: 
(სიყვარული) უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, (1 კორინთელები 13:5) 
წარმოიდგინეთ სოფლის მაღაზია. ჩვეულებრივ პატარა სოფლებში ყველა კარგად იცნობს ერთმანეთს და ამიტომ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში საქონლის ნისიად გაცემა. მაგალითად მაღაზიაში შედის პენსიონერი, ვასო პაპა, და გამყიდველს ეუბნება: 
- ლელას შემოვევლე, ერთი ბოთლი არაყი მომეცი და ჩემს ანგარიშზე ჩაწერე, პენსიაზე გადაგიხდი. 
ის კი, სქელ რვეულს იღებს, შიგ იყურება და პასუხობს: 
- ე-ე-ე, ვასო პაპა, შენ უკვე იმდენი ვალი გაქვს, რომ მეტს ვეღარაფერს მოგცემ, სანამ ვალს არ გადაიხდი! მე ყველაფერი ჩაწერილი მაქვს.
ზუსტად ასევე აგროვებენ წყენას ზოგიერთი ადამიანები, მას საკუთარი გულის სქელ რვეულში იწერენ, შემდეგ კი, როდესაც რვეული გაივსება, ისინი ყველაფერს საკუთარ "მოვალეზე" გადმოანთხევენ და წყენის ღრმა თავდაცვაში მიდიან. 
ზუსტად ამიტომაც წერია ბიბლიაში, რომ სიყვარული განაწყენებას არ ითვლის. ხოლო თუ წყენის გულში მოგროვება გახასიათებს, მაშინ იქნებ უბრალოდ ყველაზე მთავარი რამ გაკლია - ადამიანებისადმი სიყვარული? 
თეორია გვიჩვენებს, რომ საკუთარი თავის შეცვლა უფრო გაცილებით იოლია, ვიდრე სხვისი. მაგრამ, სამწუხაროდ, პრაქტიკაში მრავალი ყველაფერს პირიქით აკეთებს - პირველ რიგში სხვის შეცვლას ცდილობს. როდესაც ეს მათ არ გამოსდით, მაშინ წყენა უჩნდებათ არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ მთლიანად სამყაროს მიმართ. ამგვარად წყენა რომელიც თავის დროზე არ იქნა მოცილებული, თავს მასპინძლად გრძნობს თქვენს გულში და კიდევ ერთ დაუპატიჟებელ სტუმარს იწვევს - ბრაზს. 
თუ ამ გზით სვლას გავაგრძელებთ და პრობლემას მხოლოდ სხვებში დავუწყებთ ძებნას და არა საკუთარ თავში, მაშინ ძალიან მალე წყენასა და ბრაზთან კიდევ ერთი სტუმარი მოვა - მარტოობა. რადგანაც მსოფლიოში არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი, თქვენ ვერასოდეს ვერ იპოვით ისეთ მეგობრებს, რომლებიც არასოდეს არ გაწყენინებენ თუნდაც წვრილმანებში.

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია საკუთარი აზროვნების შეცვლა, ხანდახან ამისათვის წლებია საჭირო. მაგრამ რაც უფრო ადრე დაადგება ადამიანი ამ გზას, მით უფრო ადვილი იქნება მისი გავლა. მისი გავლა კი ყველას მოუწევს, ვისაც ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება სურს სამოთხეში დედამიწაზე. 
ამ გზის დაწყება კი მისი დადებითი მაგალითით სჯობია, ვინც ამ საკითხში მისაბაძია ჩვენთვის - ანუ ღმერთის. რადგან ჩვენ ხომ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილები, ეს კი ნიშნავს, რომ მასაც ახასიათებს ეს გრძნობა. და ღვთისა და მისი ძველი ერის, ისრაელის ურთიერთობიდან კარგად ჩანს, რომ ეს ასეა. 
ბავშვობაში ერთ იგავ-არაკს ვკითხულობდი ხოლმე. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ერთი ახალგაზრდა ვაჟკაცი, ერთ ხანდაზმულ მოხუცს დაეხმარა. და, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, ის უბრალო მოხუცი როდი აღმოჩნდა, და ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცს ნებისმიერი მისი სურვილის შესრულება შესთავაზა. მან, მცირე ფიქრის შემდეგ, იმ ადამიანების აზრების წაკითხვა ისურვა, ვინც მის გვერდით იქნებოდნენ. მოხუცმა, როგორც დაჰპირდა - შეუსრულა. მაგრამ ვაჟკაცს დიდხანს არ უხარია, რადგან დაინახა, რომ ადამიანების უმეტესობა ერთს ლაპარაკობდა, მეორეს ფიქრობდა და მესამეს აკეთებდა. და იმდენად საზიზღარი აღმოჩნდა ეს მისთვის, რომ მან ის ხალხიც შეიზიზღა და საკუთარი ნიჭიც. შემდეგ კი დადიოდა მარტოდმარტო ქვეყნიერებაზე და იმ მოხუცს ეძებდა, რათა მისთვის ნორმალური ცხოვრების დაბრუნება ეთხოვა.

ბიბლიაში ღვთის შესაძლებლობებზე ნათქვამია: 
იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას. (1 მატიანე 28:9) 
რა მოხდებოდა მაშინ, იეჰოვა რომ ნაწყენდებოდეს ჩვენზე და წყენას გულში ინახავდეს, რადგან იცის ჩვენი ფიქრები და ხედავს, თუ როგორ ვცოდავთ მის წინაშე ყოველდღიურად? და ამ ყველაფერს ის რომ მილიონობით ან თუნდაც მილიარდობით ადამიანის მიმართ აკეთებდეს? ის ძალიან უბედური გახდებოდა, იმ ვაჟკაცის მსგავსად. მაგრამ ღვთის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ: 
იეჰოვა რისხვაში ნელია, უხვი სიკეთეში, პატიობს დანაშაულსა და შეცოდებას... (რიცხვები 14:18) 
ბიბლიაში არის რამოდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვებრძოლოთ განაწყენებისაკენ მიდრეკილებას. მაგალითად, მეფე სოლომონი პირდაპირ რჩევას გვაძლევს: 
გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს... (ეკლესიასტე 7:21) 
მაგრამ ვინმე იტყვის: "თქმა ადვილია, გულთან ნუ მიიტან! ის ისე მომექცა..." მაგრამ თუ შემდეგ მუხლს წავიკითხავთ, მაშინ დავინახავთ, თუ რატომ არ ღირს ხშირად სხვა ადამიანების სიტყვებზე და საქციელზე ყურადღების გამახვილება: 
...ვინაიდან გულის სიღრმეში იცი, რომ შენც არაერთხელ დაგიწყევლია სხვები... (ეკლესიასტე 7:22) 
რატომ არ დავფიქრებულიყავით ამ დროს ასე: "მერე რა მოხდა, ყოფილა, რომ მეც წამომცდენია რაღაც, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია, ვერ შენიშნეს ან ისეთი სახე მიიღეს, რომ ვერ შენიშნეს. რა კარგია..." 
თუ საკუთარი შეცდომების აღიარებას ვისწავლით, მაშინ სხვების შეცდომების პატიებაც უფრო გაგვიადვილდება. ხოლო თუ საკმარისი თავმდაბლობა არ გვაქვს, მაშინ ადამიანთან შემდეგი დაუპატიჟებელი სტუმარი მოდის - სიამაყე, წყენის საუკეთესო მეგობარი. 
ხოლო, ჩვენს გულში თუ სიამაყემ დაიდო ბინა, უბედურებას ელოდე. მას კიდევ ერთი გულითადი მეგობარი ჰყავს - სისულელე: 
ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს. (ეკლესიასტე 7:9) 
თუ ადამიანი წყენებს  აძლევს უფლებას, რომ მასზე იბატონონ, მაშინ მას ჭკვიანს ვერანაირად ვერ უწოდებ. 
ხანდახან ადამიანი ძალიან გვიან აცნობიერებს, რომ საკუთარი ნეგატიური გრძნობების ტყვეობაში მოხვდა, კერძოდ კი წყენის. ნუ ვერ იტანს ის იმ ადამიანს და რა ქნას, თანაც ვერაფერს უშვრება საკუთარ თავს. როგორ მოვიქცეთ? 
როდისმე საკუთარ თავზე თუ განაწყენებულხართ? რამდენ ხანს იყავით განაწყენებული? ჩვენ საკუთარ თავს ყოველთვის ვპატიობთ, თანაც რაც უფრო ძალიან გვიყვარს საკუთარი თავი, მით უფრო სწრაფად ვაკეთებს ამას, ხომ მართალია? 
ყველა თქვენგანს გისწავლიათ სკოლაში და, ალბათ, შეამჩნიეთ, რომ თითქმის ყველა მასწავლებელს ყავს საყვარელი მოსწავლე. აი მასწავლებლის კლასში ახალი მოწაფეები მოვიდნენ, ის მათ აკვირდება, შემდეგ რომელიმეს განსაკუთრებით გამოჰყოფს, შემდეგ კი ყველაფერში მხარს უჭერს მას. გარკვეული დროის შემდეგ კი ის დაუმსახურებლად უწერს მას მაღალ ნიშნებს, ვერ ამჩნევს მის ცუდ საქციელს - ის ხომ მისი საყვარელი მოსწავლეა! მასწავლებელმა ამ ბავშვში იპოვა ისეთი რამ, რის გამოც ასე შეიყვარა. შეიძლება, ლამაზი თვალების გამო, ან, შეიძლება, სხარტი აზროვნების გამო - ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მან ის იპოვა, რის გამოც ის შეიყვარა.

რატომ არ მოგვეხმარებინა ძალისხმევა და ჩვენი მწყენინებელი, ჩვენ საყვარელ ადამიანად გადაგვექცია? უბრალოდ აიღე ქაღალდის ფურცელი, ტვინი დაძაბე და დაწერე, რა აქვს კარგი ამ ადამიანს. ამ უბრალო დავალებას სასწაულების მოხდენა შეუძლია. როდესაც ჩვენ ვნაწყენდებით, მაშინ ავტომატურად, ქვეცნობირად ვცდილობთ, რომ კიდევ რაიმე ცუდი ვიპოვოთ იმაში, რამაც გაგვანაწყენა. მაგრამ საჭიროა, რომ მაშინვე აღვკვეთოთ ამგვარი აზრები და პირიქით, შევეცადოთ მთელი ძალებით გავამართლოთ ადამიანი და მისი ქმედება. და მაშინ წყენა, როგორც შაქარი ისე გადნება, ჩვენი სიყვარულის თბილ ჭიქაში. 
ერთმა ძველმა მეიგავემ, რომელსაც ეზოპე ერქვა, ოდესღაც ასეთი სიტყვები თქვა: 
წყენის ატანა იმ ადამიანების მხრიდან ორმაგად უფრო მძიმეა, რომელთაგანაც ყველაზე ნაკლები უფლება გვაქვს მას მოველოდეთ. 
და მართლაც, პირადად ჩემი წყენინება ძალიან რთულია, ჩემთვის სულ ერთია, ვინ და რას ფიქრობს ჩემზე. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩემის გრძნობებს სერიოზულად შეეხოს - ეს ის ადამიანია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელია - ეს ჩემი ცოლია. ადამიანთა უმრავლესობისათვის, ოჯახი - ესაა პოლიგონი, სადაც იცდება ჩვენი მოთმინება, სულგრძელობა და ის, თუ რამდენად შეგვიძლია პატიება. ზოგიერთი ადამიანები, იციან რა ოჯახური სირთულეების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებენ, რომ სჯობს მარტონი დარჩნენ, ვიდრე გამუდმებით ამ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა.
მაგრამ სინამდვილეში ეს გამოცდები ძალიან სასარგებლოა, და მათი არ უნდა შეგვეშინდეს. წარმოიდგინეთ მთები, უღელტეხილები, ქვები. შეძლებდით ქვების ასეთ გროვაზე დაწოლას და გარუჯვას? თუ იოგი არ ხართ, მაშინ დიდი ალბათობით უბრალოდ ტანს დაიზიანებთ.

მაგრამ აი თქვენ ჩახვედით ზღვაზე, ქვებზე დაწექით და... ვითომც არაფერი! იმიტომ რომ ეს ქვები წყალმა დიდი ხნის განმავლობაში უხახუნა, უხახუნა და უხახუნა ერთმანეთს და ყველა მათი ბასრი კუთხეები მოცვდა. ეხლა მათზე წოლა ერთი სიამოვნებაა!

ზუსტად ასევეა ქორწინებაშიც: თუ ქმარსა და ცოლს სწორი განწყობა და საკუთარი თავის შეცვლის სურვილი აქვთ და არა ცხოვრების თანამგზავრის, მაშინ ყველა გაუგებრობა, რომლებიც აუცილებლად ექნებათ, მხოლოდ სასიკეთოდ მოემსახურება მათ. ეს "ქვები" თავისი ხასიათის ყველა ბასრ კუთხეებს ერთმანეთთან "ხახუნის" წყალობით მოცვეთენ და უკვე რამოდენიმე წლის შემდეგ, თითოეული მათგანი იქცევა პიროვნებად, რომელიც აღარავის მიაყენებს ჭრილობას თავისი არასრულყოფილი ხასიათის ბასრი კუთხეებით. მათთან ურთიერთობა და მეგობრობა სასიამოვნო იქნება. 
ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ მრავალმა ჩვენგანმა ეს-ესაა რაც თავისი ქრისტიანული გზა დაიწყო. ამ ადამიანებს კარგი მოტივები აქვთ, მაგრამ, შესაძლოა, კარგი მანერები ჯერ არ შეუძენიათ. მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია, მოტივები თუ მანერები? ყოველთვის კარგი იქნება თუ გვემახსოვრება იმის შესახებ, თუ როგორი იყო ეს ადამიანი ადრე, სანამ ქრისტიანი გახდებოდა. პეტრემ პირდაპირი რჩევა მოგცა და გეწყინა? გაიხსენე, რომ ადრე დედის გინების გარეშე ერთი სიტყვის თქმაც არ შეეძლო. დღეს კი ის კეთილი და გულისხმიერია, თუმცა ხანდახან ზედმეტად პირდაპირიც. ლექსომ კი ფეხზე დაგაბიჯა და ვერც კი შეამჩნია? გაიხსენე, ადრე ყოველდღე სამსახურიდან სახლში როგორ მოდიოდა ხოლმე მთვრალი, გაუპარსავი და ბინძური, აი მაშინ ის მართლა ვერაფერს ამჩნევდა. ეხლა კი ის სუფთად გაპარსულია, ყოველთვის გაუთავებულ შარვალ-კოსტუმში და სახიდან ღიმილი არ სცილდება. უბრალოდ გაიხსენე და იგრძენი განსხვავება... ყველაფერი ხომ შედარებით შეიცნობა.

დაფიქრდი იმაზე, რომ ტირანების უმეტესობა, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ერთ ცნობილ ხერხს მიმართავენ: დაყე და იბატონე. და პირველი, ვინც ამ მეთოდის გამოყენება დაიწყო და დღემდე იყენებს - ესაა სატანა. ის ყურში ჩაგჩურჩულებს: "უყურე, როგორ წყენას გაყენებენ აქ, ეს რანაირი ქრისტიანები არიან? განა არ შეიძლება მარტომ სცე ღმერთს თაყვანი? ბიბლიის წაკითხვა ხომ სახლშიც შეგიძლია?" 
მაგრამ სხვა მხრივ ღმერთი გეუბნება: 
ბოლოს, ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი. ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით და მლანძღველს ლანძღვით ნუ უპასუხებთ, არამედ აკურთხეთ ისინი, რადგან იმისთვის ხართ მოწოდებულნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ. (1 პეტრე 3:8—9) 
თქვენ იმისკენ ხართ მოწოდებულნი, რომ ერთად იყოთ, წყენა კი - ესაა ის, რაც ყოველთვის ყოფს და ანგრევს. ღირს საკუთარ გულზე ძალაუფლების სატანისათვის გადაცემა? 
ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა: 
წყენა ყოველთვის მხოლოდ შენი ბიოგრაფიის ფაქტია! 
გაიხსენეთ ისტორია იოსების შესახებ, რომლის შესახებაც თავიდან ვსაუბრობდით. მისი ბიოგრაფია დაბადების წიგნშია ჩაწერილი, მაგრამ იქ ვერ იპოვით სიტყვას, რომელიც თითქოსდა იქ აუცილებლად უნდა იყოს, ეს სიტყვაა - წყენა! იოსებმა მთელი გულით აპატია საკუთარ ძმებს და ამ საკითხში ყველას მაგალითი მოგვცა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მისთვის ამის გაკეთება ადვილი არ იყო. 
კა-კუკ, ვინ ცხოვრობს ამ სახლში? წყენა, ბრაზი, სიამაყე და სისულელე. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ზღაპარში. ოღონდ ამ ზღაპარს სამწუხარო დასასრული ექნება, თუ თქვენს გულში წყენა დაიდებს ბინას. 
კისრისტეხით გააგდე ეს დაუპატიჟებელი სტუმარი საკუთარი გულიდან და სჯობია მასში სიყვარული და მისი მეგობრები დაპატიჟო!
--------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru 

Комментариев нет:

Отправить комментарий