суббота, 28 мая 2016 г.

ღვთის მაღვიძარები

ნამდვილი სიცოცხლე - ნიშნავს მიზანში მარადიულობა გვქონდეს ამოღებული.
სიცოცხლე - ესაა ყველაზე ფასეული, რაც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომელსაც ვერავინ შეედავება. რა ბევრი ადამიანი არსებობს დღეს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას არა უბრალოდ "ახურდავებს", არამედ უმოწყალოდ ფლანგავს უაზრო გართობებზე. რატომ არ აფასებენ ადამიანები ასე ხშირად იმ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ?
ერთმა ჩემმა ნაცნობმა, დიდი ხნის წინ, ერთი მწარე ჭეშმარიტება აღიარა ჩემთან. მან დაახლოებით ასეთი რამ მითხრა:
- აი შეხედე, ტარაკანები დიდხანს არ ცოცხლობენ, 2-3 წელი, და ჩვენთვის, და არსებითად მათთვისაც, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ცოტა უფრო მეტს იცოცხლებენ ისინი თუ ნაკლებს, პლიუს-მინუს რამოდენიმე დღე ან თვე მათთვის არაფერს შეცვლის.  ზუსტად ასევეა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც სიცოცხლეს განსაკუთრებული აზრის გარეშე ატარებენ, ტარაკანების მსგავსად, ცოტა უფრო მეტს იცოცხლებენ თუ ცოტა უფრო ნაკლებს  - ამით დიდი არაფერი შეიცვლება, ისინი მაინც მოკვდებიან და ამას ვერსად გავექცევით!
მაშინ ეს ჩემთვის მცირე აღმოჩენა იყო, სავსებით ცინიკური, მაგრამ მაინც სწორი. როდესაც შენ ჯიბეში ასი ათასი ლარი გიდევს, მაშინ ერთი პროცენტი - ბევრია, მაგრამ როდესაც ჯიბეში ერთი ლარი გიდევს, მაშინ ერთი პროცენტი - სულ რაღაც 1 თეთრია და ის შენთვის არაფერს ნიშნავს. შენ ის შეიძლება დაუფიქრებლად გადააგდო: პლიუს-მინუს ერთი თეთრი - არაფერს წყვეტს.



დღეს ჩვენი ცხოვრება - ერთი ლარია. ის ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ იმ 5 თეთრის გამო ინერვიულო, რომელსაც იმის გამო დაკარგავ, თუ დალევ, მოწევ და მხოლოდ იმას გააკეთებ, რაც შენ გსურს. სამაგიეროდ შენს ლარს ისე გემრიელად გამოიყენებ, რომ როდესაც სიცოცხლის ერთი თეთრი დაგრჩება, მრავალი რამ გექნება გასახსენებელი. დღეს მრავალი ადამიანი ფიქრობს ამგვარად და თავისებურად მართლები არიან. მათ უბრალოდ არ იციან, რომ არსებობს ბანკი, რომლეშიც საკუთარი დარჩენილი თეთრების შეტანა შეუძლიათ და მომავალში უზარმაზარი მოგების - ულიმიტო საკრედიტო ბარათის, მიღება.
...ძღვენი რომელსაც ღმერთი გვაძლევს - მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით.  (რომაელები 6:23)
და თუმცა მილიარდობით ადამიანი თვლის იესოს თავის ღმერთად, მის მეანაბრეებად გახდომას ისინი არ ჩქარობენ. რატომ? მათ უბრალოდ არ სჯერათ, რომ ეს შესაძლებელია - მარადიული სიცოცხლე. არ სჯერათ და მორჩა.
უკვე ძალიან ბევრჯერ წამომიწყია ამ თემაზე საუბარი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულ ადამიანებთან და ყველა მათგანს ყოველთვის ერთიდაიგივე შეპასუხება ჰქონდათ:
- კი მაგრამ ჯერ ხომ არავის უცოცხლია მარადიულად!?
ძალიან საფუძვლიანი არგუმენტია იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. მაგრამ ადამიანი საკუთარ თავს თუ მორწმუნეს უწოდებს, განა მას უბრალოდ არ უნდა სწამდეს?
ასეთი სიტყვების შემდეგ, მე ჩვეულებრივ ვეკითხები ხოლმე ადამიანს:
- წარმოიდგინეთ, რომ 200 წლის წინ ცხოვრობთ და თქვენ ვიღაც გიყვებათ, რომ მომავალში იარსებებს ისეთი ყუთები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს მეორე ბოლოში ადამიანთან საუბარი. იქნება ისეთი ყუთები, რომლის მეშვეობითაც მთელი მსოფლიოს ხილვა იქნება შესაძლებელი! ისეთი ხომალდები იქნება, რომლებიც მთვარეზე გაფრინდებიან და ადამიანები მთვარეზე გაივლიან. რა რთული იქნება ამის დაჯერება იმ ადამიანისათვის, რომელმაც ისიც კი არ იცის, ველოსიპედი რა არის? მაგრამ დღეს ეს ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივი რამეებია, რომ მათ არავინ მიიჩნევს სასწაულად. ხომ მართალია?



ჩვეულებრივ ამ მაგალითს შემდეგი ლოგიკური სიტყვები მოსდევს:
- ჩვენ მანამდე ვერ ვიცოცხლებთ.
გარკვეულ დონეზე აქ ადამიანი მართალია. ის უბრალოდ იმას გულისხმობს, რომ ის ვერ იცოცხლებს იმ დრომდე, როდესაც მეცნიერები სიკვდილის მიზეზს გაიგებენ და მარადიული სიცოცხლის "აბებს" შექმნიან. გადაყლაპავ - და ცოცხლობ კიდევ 100 წელი. და მართლაც, ასეთი ვარიანტი არარეალურია მრავალი მიზეზის გამო.
პირველი, მართლაც რომ გამოიგონონ ასეთი მარადიული სიცოცხლის აბები, თქვენ, უბრალო მოკვდავს, მას არავინ არ მოგცემდათ. ამ ქვეყნიერების ძლიერებმა ისედაც არ იციან, რა უქნან მილიარდობით მშიერ პირებს, რომელთაც მუშაობა არ უნდათ, მაგრამ კარგად ცხოვრება უნდათ. ხოლო ყველას რომ მარადიულად ცხოვრების საშუალება მიეცეს, სად წაიყვანონ ამდენი ხალხი? რისთვის გაამრავლონ სიღატაკე? მაგრამ ეს როდია მთავარი მიზეზი.
მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არ შექმნილა უკვდავი. ის მარადიული ცხოვრებისთვის შეიქმნა, მაგრამ არა უკვდავი. და აქ დიდი განსხვავებაა.
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი - ესაა მაღვიძარა. ამგვარ მაღვიძარებს ადამიანები დღემდე იყენებენ, როგორც მაგიდის საათებს. წარმოიდგინეთ თქვენ ყიდულობთ ასეთ მაღვიძარას და მასში დევს ელემენტი, რომელიც ამ მაღვიძარას დაახლოებით ერთი წლის სიცოცხლის საშუალებას მისცემს. რის შემდეგაც ის მოკვდება.
будильники бога
ამის მსგავსადვე იბადება ადამიანი სიცოცხლის "ელემენტით", რომელიც მას 70-80 წელს ჰყოფნის, ანუ ვინ როგორ დახარჯავს ამ ენერგიას. როდესაც მუხტი მთავრდება და ელემენტი ჯდება, ადამიანი კვდება.
ჩვენ რომ შეგვეძლოს, როგორც მაღვიძარაში, ძველი ელემენტის ახლით შეცვლა, მაშინ ადამიანი სიცოცხლის გაგრძელებას შეძლებდა. მაგრამ როგორც მაღვიძარას არ შეუძლია, რომ თავად გამოიცვალოს ელემენტი, რადგან ეს მის შესაძლებლობებს სცდება, ასევე ადამიანსაც არ შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება, ანუ ასე ვთქვათ, ახალი ელემენტის ჩადება. კი მაგრამ რატომ?
თუმცა ეს პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ ის თავად არსს გვიჩვენებს: უბრალოდ მაღვიძარაში არ არის ელემენტის თვითგამოცვლის ფუნქცია, ის გათვალისწინებული არ ყოფილა იმ მესაათის მიერ, რომელმაც ეს საათი მოიგონა.
ბიბლიის პირველ თავებს თუ გადავშლით, ძალიან ადვილად მივხვდებით, რომ ჩვენი დიდებული მესაათეც ზუსტად ასევე მოიქცა ჩვენთან მიმართებაში. წავიკითხოთ:
უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: "ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები". (დაბადება 2:16,17)
ამ მცნებიდან უბრალო დასკვნის გაკეთება შეიძლება: ადამს რომ არ დაერღვია ის, მარადიულად შეეძლო ეცოცხლა. რადგან ადამიანი რომ მოკვდავი ყოფილიყო, მაშინ ამ მცნებას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ შეცოდების შემდეგ ადამი მაშინვე არ მომკვდარა, მან კიდევ თითქმის 1000 წელი იცოცხლა. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ადამი ღმერთმა მოკლა? არა, ეს ასე არაა. გავაგრძელოთ კითხვა:
შემდეგ თქვა იეჰოვა ღმერთმა: "აი, ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე. ახლა, ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს...". (დაბადება 3:22)
აი რაში მდგომარეობს მთელი საიდუმლო: არსებობდა ხე, რომელზეც იზრდებოდა მარადიული სიცოცხლის, ასე ვთქვათ "ელემენტები". ადამი რომ ღვთისადმი მორჩილი დარჩენილიყო, მაშინ ის რეგულარულად მიიღებდა ამ ხიდან მარადიული სიცოცხლის "ელემენტებს" და იწიკწიკებდა და იწიკწიკებდა დღემდე. მაგრამ დიდებულ მესაათესთან დაპირისპირების გამო, მან საკუთარი თავი მხოლოდ მასში არსებული "ელემენტის" ამარა დატოვა. იმ დღიდან ის და ევა პატარა მაღვიძარებს შობდნენ მხოლოდ ერთადერთი ელემენტით, რომელიც მათ შობისას ეძლეოდათ და რომლის გამოცვლაც მათ არ შეეძლოთ.
батарейки жизни
სისასტიკე იყო ეს ღვთის მხრიდან? არა. უბრალოდ ღმერთს სურდა, რომ დედამიწაზე მაღალზნეობრივ ადამიანებს ეცხოვრათ, რომლებსაც ეყვარებოდათ მათი მესაათე იმ დიდებული სიკეთეების გამო, რომლებითაც ისინი გულუხვად დაასაჩუქრა. თუ რომელიმე ადამიანი უმადურ ბოროტმოქმედად იქცეოდა, მას უბრალოდ აღარ მისცემდნენ მომდევნო ელემენტს და ის თავის ცხოვრებას სავსებით "ბუნებრივად" დაასრულებდა. ეს იქნებოდა დაცვა ყველა კარგი და კეთილი ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც იმ უმადურ და ეგოისტურ ტიპს ზიანის მოტანა შეეძლო. განა დღევანდელი თანამედროვე მართლმსაჯულება ამგვარადვე არ მოქმედებს?
ხშირად შეიძლება ღვთის მისამართით გამოთქმული საყვედურის მოსმენა, რომ, ვითომდა, მეტად სასტიკი სასჯელიაო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ადამმა რაღაც "ვაშლი" შეჭამაო. მაგრამ საქმე რაღა თქმა უნდა "ვაშლში" არ ყოფილა.
წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ კეთილმოწყობილი ბინის გაქირავება. თქვენ იპოვეთ, როგორც მოგეჩვენათ, პატიოსანი ხალხი და მათ მართლაც სასწაული პირობა წაუყენეთ: "იცხოვრეთ, ფულის გადახდა საჭირო არ არის, შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერი ნივთი და უბრალოდ წესრიგი დაიცავით ბინაში. მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი მექნება: აი აქ ერთი პატარა უჯრაა, მასში ჩემი პირადი წერილები ინახება და მას ნუ შეეხებით".
ящичек с письмами
გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ მდგმურების მონახულება გადაწყვიტეთ, რათა გენახათ, თუ როგორ მოეწყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ისინი. როდესაც ბინაში შეხვედით, სამწუხაროდ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი უჯრა ღიაა, ხოლო გახსნილი წერილები მთელ ბინაში იატაკზეა მიმოფანტული. სრულიად ნათელია, რომ ისინი წაიკითხეს. რას მოიმოქმედებდით?
განა არ ჰქონდა ღმერთს იმის უფლება, რომ ასეთი უჯრა დაეტოვა სამოთხის ბაღში, რომელიც უბრალოდ იმის შეხსენება იქნებოდა, თუ ვინ იყო იქ მეპატრონე? და განა არ ჰქონდა უფლება, რომ ეს უმადური მაცხოვრებლები იქიდან გამოეყარა?
ჩვენს "ელემენტებს" თუ დავუბრუნდებით, მრავალს უჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: მაგრამ ნუთუ ადამიანები თავად ვერ შეძლებენ მარადიული სიცოცხლის ამგვარი "ელემენტების" გამოგონებას?
კომპიუტერთან მუშაობა თუ გიწევთ, მაშინ თქვენთვის ცნობილია ისეთი გაგება, როგორიცაა დაშიფრვა. დღეს ყველაზე ნათელი გონებები დაშიფრვის სხვადასხვაგვარ ალგორითმებს იგონებენ, რომელთა "გატეხვაც" სწორად გამოყენების შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ, განა ღმერთმა არ გაითვალისწინა საკუთარი ინტელექტუალური საკუთრებისათვის საიმედო დამცავი მექანიზმი? ნუთუ ის იმდენად სულელია, ვერ განჭვრიტა, რომ ადამიანები აუცილებლად მოინდომებდნენ მისი კოდის გატეხვას და იმ სეიფისთვის პაროლის მორგებას, რომელშიც მარადიული სიცოცხლის "აბები" ინახება? ზუსტად ამიტომაცაა, რომ დღეს ადამიანები, მიუხედავად მთელი სამეცნიერო მიღწევებისა, ახლოსაც კი ვერ მივიდნენ ამ საკითხის ამოხსნასთან. თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ძვრები არსებობს.
დღეისათვის მეცნიერებმა რაღაც-რაღაცეები უკვე გაიგეს იმის შესახებ, თუ რატომ ვკვდებით. მათ დაადგინეს, რომ ჩვენ არსებითად სიკვდილზე ვართ დაპროგრამებულები. გარკვეულ ასაკამდე ჩვენი უჯრედები შეუზღუდავად ახლდებიან. ერთი წლის განმავლობაში ადამიანში ატომების 98% იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ ეს უკვე ჩვენ კი აღარ ვართ, არამედ ჩვენი ზუსტი ორეული. კი მაგრამ დაბერებას რატომ ვიწყებთ? ისეთი შეგრძნებაა, რომ თითქოს ვიღაც გამომრთველს თიშავს და ჩვენი "ელემენტი" უხილავი გენერატორიდან დატენვას წყვეტს, ჩვენ კი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ვკარგავთ ენერგიას.
рубильник жизни
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჩვენს ქრომოსომებშია, უფრო სწორად მათ დაბოლოებებში, რომლებსაც ტელომერები ეწოდება. 50-100 დაყოფის შემდეგ ისინი ცვდებიან და უჯრედი დაყოფას წყვეტს. მაღვიძარა ითიშება. მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ შეიძლება ისეთი ფერმენტი შექმნილიყო, რომელიც ამ დაბოლოებებს აღადგენდა და უჯრედი დაუსრულებლად შეძლებდა დაყოფას. შესაძლებელია ეს თუ არა, ჯერ-ჯერობით არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ თავად ფერმენტი - ურთულესი რამაა. მაგალითად, უბრალო ფერმენტის შემთხვევითი წარმოშობის ალბათობა, როგორც ევოლუციონისტები ამბობენ, უდრის 10-ს მინუს 40000 ხარისხში. ეს იმდენად ცოტაა, რომ შედარებითაც კი ვერაფერს შეადარებ. და ზუსტად ამიტომ ნათელია, რომ შედარებით რთული ფერმენტის შექმნა ძალიან, ძალიან რთული საქმეა და ალბათ ადამიანისათვის შეუძლებელიც. მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ როდესაც უჯრედში პრობლემა წარმოიქმნება და ის კიბოს უჯრედად გადაიქცევა, მასში დაყოფაზე არსებული შეზღუდვა ქრება და ის მარადიულად იწყებს არსებობას. ეს იმის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომ პრინციპში უჯრედს, და ესე იგი ჩვენც, შეგვიძლია მარადიულად არსებობა.
теломера
ბიბლიის ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის ხის ფოთლები ზუსტად იმ ფერმენტს შეიცავდა, რომელსაც იმ მრიცხველის ჩამოყრა შეუძლია, რომელიც ითვლის, თუ რამდენი თეთრი სიცოცხლე დაგვრჩა დასახარჯი. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია, იმიტომ რომ ხეს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და ჩვენ სინამდვილეში ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ შეუცვლის ღმერთი "ელემენტებს" მათ, ვინც მისი მეგობარი გახდება. მთავარი ისაა, რომ ვიცით და ამაში სრულიად შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თავის დროზე ის "ელემენტების" მასიურ ცვლას შეუდგება.
ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო, რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო.  (გამოცხადება 22:2)
გამოცხადების წიგნი სიმბოლური ენითაა დაწერილი და ამ ბოლო წიგნში იმ შეკითხვას ეცემა პასუხი, რომელიც პირველ წიგნში წამოიჭრა: შეძლებენ თუ არა ადამიანები კვლავ მარადიულად ცხოვრებას, თუ იმას დაიბრუნებენ, რაც ადამმა დაკარგა? პასუხი ნათელია.
მაგრამ ჩვენ კვლავ იმ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ზემოთ წამოიჭრა: "ჩვენ მანამდე ვერ ვიცოცხლებთ."
მათთვის ვინც იქამდე ვერ იცოცხლებს, დიდებულმა მესაათემ სათადარიგო გეგმა მოამზადა:
ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი - სასამართლოს აღდგომისთვის.  (იოანე 5:28,29)
იესომ ტყუილად როდი თქვა: "ნუ გაიკვირვებთ!", იმიტომ რომ კარგად ესმოდა, რომ ადამიანისთვის სიცოცხლის დაბრუნება - საკვირველი და რთული საქმეა. და როდესაც დღეს ადამიანებს, თითქოსდა მორწმუნეებს, იესოს ამ სიტყვებს უჩვენებ, ისინი ამბობენ: "კი მაგრამ ჯერ ხომ არავის უცოცხლია მარადიულად!", და კიდევ ამატებენ: "ჯერ არავინ აღმდგარა მკვდრეთით!"
როგორ თუ არ აღმდგარა? ბიბლიაში იმის საკმარისი შემთხვევებია მოყვანილი, თუ როგორ აღადგენდნენ ადამიანებს მკვდრეთით. თანაც ეს ისეთი სიტუაციები იყო, რომ ადამიანები მართლა "იმდენად" მკვდრები იყვნენ, რომ თანამედროვე რეანიმატოლოგები აბსოლუტურად უძლურები იქნებოდნენ.
воскресение
იესომ თქვა: «მოაშორეთ ლოდი». მიცვალებულის დამ, მართამ უთხრა: «უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა».  (იოანე 11:39)
მაგრამ მოცემულ სტატიაში ჩვენ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სხეულის მკვდრეთით აღდგენა როდი გვაინტერესებს. ჩვენ ის გვაინტერესებს, თუ როგორ აპირებს ღმერთი სიცოცხლის დაბრუნებას მათთვის, ვინც ათასობით წლის წინ მოკვდა და უკვე მიწას შეერია?
პირადად ჩემი აზრით, მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობის დაჯერება დღეს უფრო გაცილებით ადვილია, ვიდრე წინათ.
წარმოიდგინეთ მესაათე, რომელმაც ახალი მაღვიძარას შექმნა გადაწყვიტა. ეს უდაოდ რთული მოწყობილობაა, რომელიც ზუსტ გამოთვლებსა და ნახაზებს საჭიროებს. და აი, როდესაც თეორიული ბაზა დასრულებულია, ნახაზები დახაზული და ნაწილები გამოჩარხული, მესაათე საქმეს შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ ახალი ბზინვარე მაღვიძარა უკვე მაგიდაზე იდგა და გამოზომილად წიკწიკებდა. მაგრამ მაღვიძარის პატრონს სატანა ძაღლი ჰყავდა, რომელმაც ახალი ქმნილების გამო, თავის პატრონზე იეჭვიანა და, როდესაც გვერდზე ჩაუარა, თითქოს შემთხვევით, კუდი გაჰკრა მაღვიძარას. მაგარ იატაკზე დაცემამ მაღვიძარა გამოყენებისათვის სრულიად უვარგისი გახადა. ეხლა კი, მოაზროვნეებო, ყურადღებით, შეკითხვა: შეძლებს თუ არა მესაათე მაღვიძარის "მკვდრეთით აღდგენას"?
разбитый будильник
შენახული ნახაზების მეშვეობით, მესაათე "გარდაცვლილი" მაღვიძარის ზუსტი ასლის შექმნას შეძლებს. და რატომ არ შეუძლია დიდებულ მესაათეს, რომ ზუსტად ასევე მოიქცეს საკუთარ გამოგონებასთან - ადამიანთან მიმართებაში? მან ხომ ოდესღაც თავისი პირველი მაღვიძარა - ადამი, შექმნა, შემდეგ კი მისი კბილანისაგან მეორე - ევა. მაშინ რატომ არ შეიძლება თითოეულ ჩვენგანსაც იგივე რომ გვიქნას?
და აქ მეცნიერება გვიწვდის დახმარების ხელს. რას აკეთებენ დღეს ის მეცნიერები, რომლებიც ცხოველების კლონირებას ახდენენ? ისინი ფაქტობრივად მკვდრეთით აღადგენენ მათ. და ღმერთს რა უშლის ხელს იმაში, რომ ჩვენი დნმ-ი დაიმახსოვროს და მომავალში ხელახლა გაუკეთოს კლონირება ჩვენს სხეულს? არაფერი. მეტიც, ის ამ პროგრამაში დაგროვილ ბაგებსაც კი შეასწორებს, რათა ჩვენმა სხეულმა პრობლემების გარეშე შეძლოს ფუნქციონირება და სრულყოფილი იყოს.
შედარებით უფრო სერიოზულად მდგომარეობს საქმე ჩვენს მეხსიერებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი მოგონებებისა და ჩვენი ხასიათის გარეშე, ჩვენ უკვე ჩვენ აღარ ვიქნებით. მაგრამ აქაც მეცნიერება გვიწევს დახმარებას, რწმენის განმტკიცებაში.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კომპიუტერის შემქმნელი. ჩვენი ტვინი ხომ - ურთულესი თვითგანვითარებადი კომპიუტერია. ჩვენი ნეირონული ქსელები უბრალოდ სინაფსების გროვა კი არა, არამედ ურთულესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ჩვენში დაბადებიდანვე იწყებს ფორმირებას და ჩვენს დნმ-შია "ჩაპროგრამებული". მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენი ტვინი - ეს უბრალო ხორცის ნაჭერი კი არა, არამედ ჩვენს მიერ შესწავლილთაგან ყველაზე რთული მოწყობილობაა სამყაროში. ამგვარად, თქვენ, როგორც კომპიუტერის შემქმნელს, გექნებათ თუ არა ყველა იმ პროცესებთან წვდომა, რომლებსაც თქვენს გამოგონებაში ექნება ადგილი? ეჭვგარეშეა! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თქვენი რთული გამოგონების ელემენტარულ პროგრამირებას და ტესტირებასაც კი ვერ შეძლებდით.
Системный монитор
ღმერთზე რაღას ვიტყოდით? აქვს თუ არა მას წვდომა ყველა იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს თავში ხდება? რას ამბობს თავად ღმერთი? ყველაზე იოლით დავიწყოთ:
განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი?! თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?! (ფსალმუნები 94:9)
მაგნიტოფონი რომ თქვენ შეგექმნათ, განა ვერ შეძლებდით მის მოსმენას? ვიდეოკამერა რომ თქვენ მოგეგონათ, განა ვერ შეძლებდით იმის ხილვას, რასაც ის გადაიღებდა? ვფიქრობ პრინციპი გასაგებია. მაგრამ ეხლა გავართულოთ ამოცანა. შეუძლია თუ არა ღმერთს ჩვენი აზრების წაკითხვა?
...იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას. (1 მატიანე 28:9)
თუ თქვენ, კომპიუტერის შემქმნელს, თქვენს ქმნილებაში ყველა პროცესის გაკონტროლება შეგიძლიათ, მაშინ რატომ არ შეუძლია იგივეს გაკეთება ღმერთს?
დღეს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ "ფლეშკებისა" და ინფორმაციის დამახსოვრების სხვა მოწყობილობების გამოყენებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძველი კომპიუტერი "კვდება" და თქვენ გრძნობთ, რომ მას რამოდენიმე დღეღა დარჩა. თქვენ ყიდულობთ "ახალ სხეულს" თქვენთვის უძვირფასესი იმ ინფორმაციისათვის, რომელიც თქვენს ძველ კომპიუტერზე ინახება. მასზე არსებითად მთელი თქვენი ცხოვრებაა ფოტოებისა და ვიდეოების სახით, თქვენი დღიურისა და თქვენთვის საყვარელი მუსიკის კოლექციის სახით. კარგი, ახალი სხეული იყიდეთ, მაგრამ შემდეგ რა? ყველაფერი ძალიან ადვილია: თქვენ, მახსოვრობის მოწყობილობაზე, აკოპირებთ ყველა თქვენთვის ძვირფას მონაცემებს და ისინი თქვენი კომპიუტერის ახალ ტვინში გადაგაქვთ. ეხლა უკვე შეგვიძლია ძველი "სხეულის" გადაგდება, რადგან თქვენმა მეგობარმა ახალი ცხოვრება დაიწყო. კი მაგრამ რატომ არ შეულია ღმერთს, რომ იგივე გაგვიკეთოს ჩვენ? მისი მახსოვრობის "მოწყობილობის" გიგაბაიტებით გაზომვა ხომ შეუძლებელია, იმდენად უზომოა ის:
ის თვლის ვარსკვლავებს, ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს. დიდებულია ჩვენი უფალი, დიდია მისი ძალა, მისი გამჭრიახობა განუზომელია.  (ფსალმუნები 147:4,5)
ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიარდ ვარსკვლავს ითვლიან, ჩვენთვის ხილულ სამყაროში კი სულ დაახლოებით ტრილიონი გალაქტიკაა. ამ ყოველივეს მარტო შექმნა არ კმარა, საჭიროა მთელი ამ "საკუთრების" გაკონტროლება, მათი ყოფის ყველა ნიუანსის დაწვრილებით ცოდნა. მართლაც, მისი გამჭრიახობა განუზომელია! განა რთული იქნება მისთვის თავის უზარმაზარ "ფლეშკაზე" ყველა ჩვენი მოგონებების დამახსოვრება?
вселенная Бога
ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად ვფიქრობდით ამაზე და უცბათ თავში ერთი ონავარი აზრი მომივიდა: აი ხომ ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილის წინ გვირაბში მიფრინავს და მის ბოლოში სინათლეს ხედავსო. და იქნებ ზუსტად ესაა ის მომენტი, როდესაც ღმერთი ჩვენი თავიდან "იწერს" ყველაფერ ფასეულს, რათა შემდეგ ახალ, უკვე სრულყოფილ კომპიუტერში გადაიტანოს? ვიცინოდით, რომ თუ ადამიანი გვირაბს ვერ ხედავს (ასეთებიც ხომ არსებობენ), ეს ნიშნავს, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანში არაფერია ფასეული და ღმერთი უბრალოდ არ ინახავს მას თავის მახსოვრობაშიო. ასეთი ადამიანებისათვის, ვიცინოდით ჩვენ, თუ გაუმართლა და ცოცხლები დარჩნენ, საჭიროა დაფიქრდნენ და საკუთარი ცხოვრება შეცვალონ, რათა შემდეგ ჯერზე ღმერთმა მათში რაიმე ფასეული მაინც იპოვოს, რათა თავის სერვერზე შეინახოსო...:)
მთელი ისრაელი იგლოვებს და დამარხავს, რადგან მხოლოდ ის დაიმარხება იერობოამის სახლიდან; იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში დაინახა რაღაც კარგი(1 მეფეები 14:13)
ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი.
როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ბოლოს? ვინც რას არ უნდა ამბობდეს, განსაკუთრებით კი ათეისტები, რომლებსაც ისიც კი არ სწამთ, რომ შექმნილები ვართ, მორწმუნე ადამიანებისათვის საჭიროა დაფიქრდნენ, თუ სად დააბანდონ დღეს საკუთარი თეთრები. მარადიული სიცოცხლის მიღების ერთადერთი შესაძლებლობა - ეს ღმერთთან დამეგობრებაა, რომელსაც შენი "ელემენტის" შეცვლა შეუძლია და გპირდება, რომ დაუსრულებლად გააკეთებს ამას. და თუ, კიდეც მოკვდები, ეს შენთვის მხოლოდ ცოტა ხნით ძილი იქნება, ხოლო მათთვის კი, ვინც დარჩება, ეს იქნება როგორც ხანგრძლივი მივლინება, რომელშიც შენ წახვედი. ამიტომ, თუ კარგი ურთიერთობა გაქვს ღმერთთან, ნუ იქნები ლაჩარი და ზარმაცი, გააკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც დღეს გევალება. თუნდაც ეს რთული, თუნდაც სახიფათო, თუნდაც ეს სიცოცხლისათვის საშიში იყოს! დაიმახსოვრე უბრალო ჭეშმარიტება:
სჯობს ადრე მოკვდე, ვიდრე სამუდამოდ!
ნუ დაინანებ შენი ცხოვრების დარჩენილ თეთრებს, დააბანდე ისინი ყველაზე საიმედო ბანკში, რომელსაც უბრალოდ "ღმერთთან მეგობრობა" ჰქვია.
-------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru 

Комментариев нет:

Отправить комментарий