четверг, 12 мая 2016 г.

იეჰოვას მოწმეები და უმაღლესი განათლება




არსებობს თუ არა «აკრძალვა»?
უმაღლესი განათლების წყალქვეშა ქვები:
   მნიშვნელობის გაზვიადება
   ფარული საფრთხეები ქრისტიანისათვის
   შინაგანი მოტივები
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გამო თეოკრატიული უპირატესობების დაკარგვა?
რას ამბობს ბიბლია?
დასკვნა



  ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულებას უმაღლესი განათლების მიმართ. რატომ დაგვაინტერესა ამ თემამ? უმთავრესად იმიტომ, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ყველანაირად ცდილობს ისე გამოაჩინოს, თითქოს ეს ქრისტიანული ორგანიზაცია თავის წევრებს უმაღლესი განათლების მიღების უფლებას ართმევს. ასეა თუ არა ეს სინამდვილეში და რეალურად როგორია იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულება უმაღლესი განათლების მიღებისადმი, ზუსტად ამ საკითხებს განვიხილავთ მოცემულ სტატიაში.

  კრიტიკოსთა მთავარ არგუმენტებს უმაღლესი განათლების შესახებ ის გაფრთხილებები წარმოადგენს, რომლებსაც ორგანიზაცია თავისი ბეჭდური გამოცემებისა და კონგრესების მეშვეობით იძლევა. მართლაც, ასეთ გაფრთხილებებს ადგილი აქვს და დროდადრო ისინი მეორდება. მაგრამ სინამდვილეში რას წარმოადგენენ ისინი? მოიაზრებენ თუ არა ისინი საკუთარ თავში იეჰოვას მოწმეების მიერ უმაღლესი განათლების მიღების კატეგორიულ დაუშვებლობას? გულისხმობენ თუ არა ისინი, რომ ქრისტიანი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას გადაწყვეტს, ამ ფაქტის გამო არასამაგალითოდ ჩაითვლება ან კრებიდანაც კი გაირიცხება?



 არსებობს თუ არა «აკრძალვა»?


  თავად ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, არაფერ დაუშვებელს არ ნიშნავს. ეს იქიდან ჩანს, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ პუბლიკაციებში ახალგაზრდების მიერ განათლების მიღების შესახებ ისეა საუბარი, როგორც ძალზედ საჭირო საქმეზე. მაგალითად, წიგნში «ახალგაზრდების შეკითხვები» ჩვენ შემდეგ აზრს ვხვდებით:

  «ბიბლიაში არ არის ნათქვამი, თუ რამდენი წელი უნდა ისწავლოს ქრისტიანმა. და იგი არ გმობს განათლების მიღების სურვილს. იეჰოვა, დიდებული «მოძღვარი», მოუწოდებს თავის ხალხს, რომ შეეძლოთ კარგად წერა და საკუთარი აზრების სწორად გამოხატვა (ესაია 30:20; ებრაელები 5:12; გამოცხადება 1:3). ამასთანავე განათლება გვეხმარება უკეთ გავუგოთ ხალხს და მსოფლიოს, რომელშიც ვცხოვრობთ» («ახალგაზრდების შეკითხვები. პრაქტიკული რჩევები», გვ. 176 [რუს.] ძველი გამოცემა).

  იმავე წყაროში, კონკრეტულად უმაღლეს განათლებაზეცაა საუბარი:
  «გამორიცხული არაა, რომ უმაღლესმა განათლებამ მომავალში სარგებელი მოგიტანოს» («ახალგაზრდების შეკითხვები. პრაქტიკული რჩევები», გვ. 177 [რუს.] ძველი გამოცემა).

  «შენ თუ, მაგალითად, მშობლების კმაყოფაზე ხარ და ისინი დაჟინებით მოითხოვენ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლო, უნდა დაემორჩილო მათ» (ეფესოელები 6:1-3) («ახალგაზრდების შეკითხვები. პრაქტიკული რჩევები», გვ. 179 [რუს.] ძველი გამოცემა).

  «ზოგიერთმა ქრისტიანმა აღმოაჩინა, რომ დამატებითი განათლება, საუნივერსიტეტო იქნება ეს თუ პროფესიონალური, ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში დაეხმარა. საკუთარ ოჯახზე სათანადო სახით ზრუნვა — ქრისტიანის წმინდა მოვალეობაა (1 ტიმოთე 5:8). ამისათვის აუცილებელი ცოდნის მიღება სავსებით ბრძნული იქნებოდა... ასეთი განათლება შეიძლება ისეთი სამსახურის პოვნაში დაგეხმაროთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ საკმარისად უზრუნველყოთ საკუთარი თავი და ოჯახი, და ამავდროულად გულმოდგინეთ გააგრძელოთ ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა. ამასთანავე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მატერიალური დახმარება გაუწიოთ სხვებსაც, ანუ გექნებათ «გაჭირვებულისათვის მისაცემი» (ეფესოელები 4:28)... ისევე როგორც პირველ საუკუნეში, თანამედროვე ქრისტიანებს შორის სხვადასხვა განათლების მქონე ადამიანები არიან. ახალგაზრდებმა, რომლებმაც აუცილებელი განათლება მიიღეს, მშობლებთან შეთანხმების შემდეგ, შეიძლება განათლების მიღების გაგრძელება გადაწყვიტონ... ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ საკითხებს ყველა თავად წყვეტს. ქრისტიანებმა არ უნდა გააკრიტიკონ ან განსაჯონ სხვები მათი არჩევანის გამო. იაკობი წერს: «შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ?» (იაკობი 4:12)... ამიტომ, მივიღოთ დამატებითი განათლება თუ არა, და თუ დიახ, მაშინ როგორი და რა ზომით,— ეს ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია» («გამოიღვიძეთ!», 8 მარტი 1998 წ., გვ. 20,21[რუს]). 

  «თუ საშუალო განათლებით შეძლებ შესაფერისი სამსახურის შოვნას, კარგია. თუ სკოლის დამთავრების შემდეგ დამატებითი განათლების მიღებაა საჭირო, ამაზე მშობლებთან უნდა ისაუბრო. მაგრამ არასოდეს გამოგრჩეს მხედველობიდან «უმჯობესი» — სულიერობასთან დაკავშირებული საკითხები (ფილიპელები 1:9, 10)» («საგუშაგო კოშკი», 1 მაისი 2004 წ., გვ. 16).

  მოცემული მაგალითები იმის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიურ ორგანიზაციაში არ არსებობს აკრძალვა უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. და ამის კიდევ ერთ მტკიცებულებას ათასობით იეჰოვას მოწმის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ფაქტი წარმოადგენს. ამასთანავე ასეთი ქრისტიანები მშვენიერი რეპუტაციით სარგებლობენ კრებაში, ასრულებენ სრული დროით მსახურების მოვალეობას და ინარჩუნებენ თავის თეოკრატიულ პასუხისმგებლობებს კრებაში. ორგანიზაცია აფასებს მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებს იურისპუდენციის, მედიცინის, ინფორმატიკის, სამშენებლო, საინჟინრო და სხვა და სხვა სფეროებში, რაც , თავის თავად ცხადია, შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებას გულისხმობს.

  თუ ასეა, მაშინ რა იწვევს კრიტიკოსებში იმის სურვილს, რომ ამ საკითხს სრულიად საპირისპირო აზრი მისცენ? რაზეა დაფუძნებული ბრალდებები, თითქოსდა იეჰოვას მოწმეები უმაღლესი განათლების მიღებას «კრძალავენ»? როგორც წესი, ეს, იმ სტატიების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით სპეკულირებით ხდება, რომლებიც უმაღლესი განათლების თემას შეეხებიან. მაგალითად, 2011 წლის ივლისის «ჩვენი სამეფო მსახურების» გამოცემაში, ქრისტიანულ პოზიციასთან და მათ შვილებთან დაკავშირებით, მშობლებისათვის მოცემულია ასეთი შეხსენება:

  «კარგად ესმით თქვენ შვილებს, რა შედის ეროვნულ ცერემონიალებსა თუ წარმართულ დღესასწაულებში და რატომ არის მათში მონაწილეობა არასწორი? მზად არიან გაუძლონ ზეწოლას, როცა სთავაზობენ უმაღლესი განათლების მიღებას, პაემნებზე სიარულს და ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების მიღებას? ბავშვები მხოლოდ იმას იტყოდნენ, რომ ამას მათი რელიგია კრძალავს თუ შეუძლიათ ახსნან თავიანთი მრწამსის საფუძველზე, რატომ არის ეს მიუღებელი? (1 პეტრე 3:15)» (ჩვენი სამეფო მსახურება, ივლისი 2011 წ., გვ. 2).

  ამ ნაწყვეტის გამოყენებით, კრიტიკოსები ცდილობენ პრეტენზიების წამოყენებას იმის შესახებ, რომ რადგან სტატიაში უმაღლესი განათლება, წარმართობასთან და ნარკოტიკებთან ერთადაა მოხსენიებული, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები მას ამ დანარჩენ ცოდვებთან ათანაბრებენ. თუმცა, ასეთი ბრალდება უსაფუძვლოა უკვე თუნდაც იმიტომ, რომ იმავე ნაწყვეტში პაემნები და ალკოჰოლიცაა მოხსენიებული. მაგრამ, როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები არც ერთს და არც მეორეს არ მიიჩნევენ ქრისტიანისათვის რაიმე დაუშვებლად. ახალგაზრდებს, რომლებსაც დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი, ბუნებრივია, შეუძლიათ პაემნებზე შეხვედრა (ქებათა ქება 3:2). ასევე დგას საკითხი ალკოჰოლის ზომიერად მიღებასთან დაკავშირებით (1 ტიმოთე 5:23). გონივრული მიდგომის შემთხვევაში, მოცემული საკითხები არ წარმოადგენენ რაიმე დასაძრახისს. შესაბამისად, არც უმაღლესი განათლების მიღება წარმოადგენს რაიმე დასაძრახისს, თუ ქრისტიანი გონივრულად მიუდგება ამ საკითხს.

  იმავე სტატიაში ასვე საუბარია იმ სიტუაციაზეც, როდესაც მოზარდ-ქრისტიანებზე, უფროსების თუ თანატოლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ იმის გაკეთება აიძულონ, რასაც ბიბლია არასწორად მიიჩნევს (პატრიოტული ცერემონიები, წარმართული დღესასწაულები, ნარკოტიკები), და იმის, რისი გაკეთებაც მათთვის ჯერ ადრეა (პაემნები, ალკოჰოლი). უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით ბავშვმა ასევე უნდა შეინარჩუნოს გონიერება და არ უნდა აჰყვეს სხვა ადამიანების აზრებს, რადგან მოცემული ნაბიჯი საკმაოდ სერიოზულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც მთელ დარჩენილ ცხოვრებაზე აისახება (რომაელები 12:2). როგორც ჟურნალ «საგუშაგო კოშკშია» აღნიშნული, «დღეს მოსწავლეები მასწავლებლების, ახლობლებისა და თანატოლების მხრიდან დიდ ზეგავლენას განიცდიან იმასთან დაკავშირებით, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა, რათა მომავალში საიმედო და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდეთ» («საგუშაგო კოშკი», 1 ოქტომბერი 2005 წ., გვ. 27). უმაღლესი განათლების მიღება ქრისტიანის პირადი საქმეა, მაგრამ ის რამოდენიმე მნიშვნელოვან საფრთხესაც შეიცავს, რომლის შესახებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

  ზუსტად ამაში მდგომარეობს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით იმ გაფრთხილებების მთავარი მიზეზი, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში შეიძლება შეხვდეთ, და რომელთა თავისებურად განმარტებასაც ცდილობენ მათი მოწინააღმდეგეები. ჩვენ შეგვიძლია უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ, მაშინ როდესაც უმაღლესი განათლების მიღებას თითოეული ქრისტიანის სინდისზე ტოვებს, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ამავდროულად რატომ აფრთხილებს მათ, იმ წყალქვეშა ქვების შესახებ რომლებიც შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას ახლდეს თან.



 უმაღლესი განათლების წყალქვეშა ქვები:
                                              მნიშვნელობის გაზვიადება



  ძალიან ხშირად, სკოლა დამთავრებულები ინსტიტუტში მიდიან არა დამატებითი განათლების მისაღებად, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ «ასეა მიღებული» ან «მშობლების გამო», მხოლოდ დიპლომის ქონის ფაქტის გამო, იმიტომ რომ სურთ ცოტა კიდევ გადადონ სამსახურში მოწყობის აუცილებლობა რამოდენიმე წლით და მშობლების უზრუნველყოფის ქვეშ დარჩნენ, ან უბრალოდ სამხედრო სამსახურიდან თავის დასახსნელად. ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თავად უმაღლესი განათლების მიღების ფაქტი იმის არანაირ გარანტიას არ აძლევს ადამიანს, რომ ის კარგ და მაღალანაზღაურებად სამსახურს იშოვის და ბრწყინვალე კარიერას მოიწყობს. შესაძლოა, წლების წინ ასეთი ურთიერთკავშირი, მეტ-ნაკლებად რეალური იყო. მაგრამ დღეს მსოფლიომ სრულიად ახალ რეალიებში შეაბიჯა და ეკონომიურმა მდგომარეობამ დიდი ცვლილებები განიცადა. ერთ-ერთ ასეთ რეალიას წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლებლების კურსდამთავრებულთა კრიტიკულად დიდი რაოდენობა, რომელთაც ისეთი სამსახურის შოვნის პრეტენზია აქვთ, რომელიც, მათი აზრით, მათ დიპლომს შეეფერება. როდესაც უმაღლესი სასწავლებლები აურაცხელი რაოდენობის «სპეციალისტებს» შტამპავენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ჩაბარებისას ჰპირდებიან «პერსპექტიულ მომავალს», თავის თავად ცხადია, რეალურ ბაზარს არ ძალუძს მათი სპეციალობის შესაბამისი ადგილების მიცემა. მაგრამ, თავად უმაღლეს სასწავლებლებს ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად ადარდებთ, რადგან მათი პრიორიტეტები ხომ სტუდენტებისაგან მნიშვნელოვანი თანხების მიღებაა მათი სწავლების სანაცვლოდ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღეისათვის უმაღლესი განათლების შემოთავაზება კარგად აწყობილ ბიზნესს წარმოადგენს. გასაკვირი არ არის, რომ უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი ასე გაიზარდა, თავად ისინი კი აქტიურად უკეთებენ რეკლამას საკუთარ დაწესებულებას, რითაც სტუდენტების რაოდენობისთვის იბრძვიან.

  ჟურნალი «Esquire» წერს, რომ ««PayPal»-ის შემქმნელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შორსმხედველი ინვესტორი პიტერ ტილი სკოლადამთავრებულებს ურჩევს, ათჯერ დაფიქრდნენ მანამ, სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებენ». სტატიაში სპეციალისტის სიტყვებია მოყვანილი:
«უმაღლეს განათლებას მე საპნის ბუშტად მივიჩნევ, თანაც კლასიკურ ბუშტად. ჩვენ შეგვიძლია ბუშტი ვუწოდოთ გარკვეულ მოვლენას, თუ მისი მნიშვნელობა გაზვიადებულია, და ამასთანავე მისი ყველას სჯერა... უმაღლესი განათლების მნიშვნელობას დღეს წარმოუდგენლად აზვიადებენ. თუ მისი ფასეულობის ობიექტურად გამოთვლას ვცდით, მაშინ ნათლად დავინახავთ: ადამიანები მასში ძალიან ბევრს იხდიან. თანაც ამასთანავე მისი ყველას გულწრფელად სჯერა. ფსიქოსოციალური ხასიათის მიზეზების გამო, ადამიანები მზად არიან უდიდეს ვალებში გადავარდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ, რადგან ყველა ასე აკეთებს. [] საფინანსო ინდუსტრიას ძლიერ აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის იპოთეკურ სესხებს ახვევდა თავს ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც ამ საკითხში ვერ ერკვეოდნენ. მაგრამ ამ არგუმენტთაგან მრავალი უფრო გამოსადეგი იქნებოდა, თუ მათ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოვიყენებდით, რომლებსაც, საკუთარი მომსახურების რეკლამირებით, ასევე შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. ისევე როგორც უძრავი ქონების გამყიდველები, უნივერსიტეტები თქვენ გთავაზობენ, რომ «მომავალზე დააბანდოთ». მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უმაღლესი განათლება — დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვაა; ჩვეულებრივი წვეულება, რომელიც ოთხ წელიწადს გაიწელა» («Esquire», «სასწავლო განგაში», 22 ნოემბერი 2011 წ.).

  «ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის რეკლამებში იყენებდა დაახლოებით ამის მსგავს სლოგანებს "ჩვენი დიპლომით თქვენ წელიწადში არანაკლებ 200 ათას დოლარს გამოიმუშავებთ". სტუდენტებს ამის სჯეროდათ და უზომოდ დიდ ვალებში ვარდებოდნენ. დღეისათვის კი გაირკვა, რომ მათი ცოდნა არავის სჭირდება, ამიტომ ან სხვა განათლება უნდა მიიღონ, ან გაცილებით დაბალ ხელფასს უნდა დათანხმდნენ... ბოლო ათწლეულების განმავლობაში იმდენი იურიდიული და სამედიცინო სკოლა (აშშ-ში) გაიხსნა, რომ ახალგამომცხვარმა სპეციალისტებმა, რომელთა რაოდენობაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, არ იციან სად წავიდნენ. ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებში, მაგალითად, მრავალი ექიმი და იურისტი წელიწადში $40 - $50 ათასს გამოიმუშავებენ. და ეს მაშინ, როდესაც მიღებული განათლებისათვის ჯერ კიდევ დასაფარი აქვთ $100 - $150 ათასზე მეტი...
  მრავალი კურსდამთავრებული, რომლებმაც ხუთ წელზე მეტი ისწავლეს, ფედერალურმა ხელისუფლებამ და იმ კერძო კომპანიებმა «გადააგდეს», რომლებიც 2004 – 2006 წლებში 
«მომავლის» (ანუ დღევანდელი დღის) ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების რეიტინგებს აქვეყნებდნენ. ხუთი წლის წინ, მაგალითად, ავტოწარმოება თითქმის ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ ითვლებოდა. ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ბანკირებს უღრუბლო ცას ჰპირდებოდნენ. უძრავი ქონების ექსპერტებს კი (არქიტექტორებიდან - გაყიდვების მენეჯერებამდე) საერთოდ ოქროს ფასი ედო. ზემოთ ჩამოთვილილი ბიზნესის თითოეული სფერო, ფსევდოპროგნოზისტების თვალში ფართოვდებოდნენ, მათში ჩნდებოდნენ ახალი ვიწრო სპეციალობები, პერსპექტიული შესაძლებლობები კარიერული ზრდისათვის და გიგანტური შემოსავლებისათვის. 
  კრიზისმა, სამწუხაროდ, მეოცნებე-სტუდენტები რეალობაში დააბრუნა. მაგალითად, 24-წლის ერიკ როსი ილინოისის შტატიდან, რომელმაც ბიზნეს-ანალიტიკოსის სპეციალობა მიიღო შტატის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ჩივის, რომ დამსაქმებლები მის დიპლომზე იცინიან. «ჩემი სპეციალობა მოწყვეტილია ბიზნესის რეალიებს, - აღიარებს როსი. – პოტენციური დამსაქმებლები დიდხანს იკვლევენ ჩემს დიპლომს, შემდეგ კი ერთი და იგივე შეკითხვას მისვამენ: და რისთვის ხარ საჭირო, ყმაწვილო?»
  ხუთი წლის წინ, განათლების სფეროს “სპეციალისტებმა” ძალიან დიდი რაოდენობის ისეთი სპეციალისტები დაშტამპეს, რომელთა გარეშეც დღეს ქვეყანა დისკომფორტს არ განიცდის. ესენი არიან ყველა სახის მრჩევლები, ანალიტიკოსები, დამხმარეები, სტრატეგები, ტაქტიკის სპეციალისტები და ა.შ. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მსხვილი კორპორაციებიც კი არ თანხმდებიან ამ «გენიოსებისათვის» ცალკე კაბინეტების გამოყოფასა და წელიწადში $200 ათასის გადახდას» («რუსკი ბაზარ» №38 (805), «როდესაც განათლება — წყვდიადია...»).

  რუსეთისათვის (და არა მარტო) ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალური რჩება. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ოფიციალური საიტი აღიარებს: «ექსპერტები დარწმუნებულნი არიან - რომ, მხოლოდ ერთეულები იშოვნიან სამსახურს. ძალიან ბევრი დიპლომირებული "იურისტია", პროფესიონალი კი - ერთეული». მაგალითად, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის სიტყვებით, 2011 წლის შემოდგომის მონაცემებით, დედაქალაქში მცხოვრები მილიონი სტუდენტიდან, დასაქმების ცენტრების მეშვეობით სამსახური მხოლოდ და მხოლოდ 60 ათასმა იშოვა. როგორც მოსკოვის სახელმწიფო ინდუსტრიული უნივერსიტეტის პორტალზეა აღნიშნული, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხზე, «მოსახლეობის ამ ჯგუფში უმუშევრობა არ მცირდება».

  მოცემული პრობლემა მრავალი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ჟურნალი «Фьючурист» იტყობინება, ამერიკული შრომის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით, «უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა სულ მცირე მესამედი, ოთხწლიანი სწავლის შემდეგ ვერ შეძლებენ სპეციალობით სამსახურის პოვნას». თანაც, ეს 12 წლის წინანდელი მონაცემებია. დღეისათვის კურსდამთავრებულთა დასაქმების მდგომარეობა კიდე უფრო პრობლემატური გახდა. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ სტატიაში შემდეგ რეალიებს ესმება ხაზი:
  «დღეს დიპლომიანი, ლიცენზიებიანი და სერტიფიკატიანი პროფესიონალების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ შეძლებს სამსახურის შოვნას და ღირსეული ხელფასის მიღებას. ეს ფაქტია... საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობა შეერთებული შტატების ზოგიერთ დასახლებულ პუნქტებში 50% - 55% აღწევს. კვლევის ჯგუფი Twentysomething-ის მონაცემების თანახმად, ათიდან რვა 22-25-წლის კურსდამთავრებული, დედებისა და მამების სახლებში ბრუნდებიან სხვა შტატებში სწავლის დამთავრების შემდეგ. ისინი ვერ შეძლებენ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, იმიტომ რომ ვერ პოულობენ სამსახურს მათი სპეციალობით. დღეს ისინი არავის არ სჭირდება» («რუსკი ბაზარ» №38 (805), «როდესაც განათლება — წყვდიადია...»).

  «ჩვენ შევეცადეთ გამოგვეთვალა, და ჩვენი შეფასებით, ამერიკული უნივერსიტეტების 70%-დან 80%-მდე ვერ ახდენენ დადებითი ეფექტის გენერირებას ინვესტიციიდან განათლებაში. საუკეთესო უნივერსიტეტებთან მიმართებაშიც კი, სადაც ასეთი ეფექტი გარკვეულ წილად შეიმჩნევა, იბადება კითხვა: «რამდენად წარმატებულები იქნებოდნენ მათი სტუდენტები, საერთოდ რომ არ მიეღოთ უმაღლესი განათლება?» ...უმაღლეს განათლებაში საკმაოდ ბევრი უცნაურობებია. და დიდი რეცესია, რომელიც 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, სულ უფრო აშიშვლებს ამ უცნაურობებს. როდესაც მშობლები უზარმაზარ თანხებს დებენ შვილების განათლებაში და შემდეგ ხედავენ, რომ ისინი უნივერსიტეტებიდან ბრუნდებიან, რათა კვლავ მათთან იცხოვრონ, ეს, ასე ვთქვათ, მთლად ის არ არის, რისი იმედიც მშობლებს ჰქონდათ» («Esquire», «სასწავლო განგაში», 22 ნოემბერი 2011 წ.).

  ანალოგიურ სიტუაციას უსვამს ხაზს ასევე ფილიპინური გაზეთი «Manila Bulletin»:
«ჩვენი კოლეჯები და უნივერსიტეტები ყოლწლიურად მილიონობით სპეციალისტებს ამზადებენ, რომლებიც ჯამში უმუშევრები რჩებიან. საქმე იმაშია, რომ მათ მიერ მიღებულ განათლებაზე დღევანდელ შრომის ბაზარზე მოთხოვნილება არ არის». სტატიის თანახმად, ყოფილ კურსდამთავრებულთაგან მრავალი ოფისებში უბრალო დამხმარეებად ან სწრაფი კვების რესტორნებში მუშაობენ. მთავრობა ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მოკლევადიანი კურსები გაიარონ, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული პრაქტიკული ხელობა ან რომელიმე ტექნიკური სპეციალობა ისწავლონ. ამის წყალობით ახალგაზრდებს სამსახურის შოვნის უფრო მეტი შანსი უჩნდებათ.

  როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა იტყობინებოდა, «მრავალ ახალგაზრდას, რომლებმაც პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სასურველი დიპლომი და პოპულარული სპეციალობა მიიღეს, მიაჩნიათ, რომ უკვე მთელი სამყარო ჯიბეში უდევთ. კურსდამთავრებულებს ხშირად აწუხებთ არარეალური ამბიციები და გაბერილი სახელფასო მოლოდინები... დამსაქმებლები ამბობენ, რომ ახალგამომცხვარ კურსდამთავრებულებს მხოლოდ მინიმალური მატერიალური კომპენსაციის იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათი შრომის სანაცვლოდ. და ურჩევენ რომ «სუპერ პირობებს» კი არ დაელოდონ, არამედ არსებულ შემოთავაზებებს დასთანხმდნენ... "გაზვიადებული მოთხოვნები, - ამბობენ ფსიქოლოგები,- ახალგაზრდა უკრაინელებს დასავლეთმა მოახვია თავს". ლამაზი ცხოვრება, ძვირადღირებული ავტომობილები, კაზინო. ახალგაზრდობას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მუქთად მოდის. მაგრამ არსებული კრიზისის პირობებში კარგი, მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა ძალიან ძნელია».



  კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც უმაღლეს განათლებასთანაა დაკავშირებული, სამსახურის მქონეთა უკიდურესად მერყევი მდგომარეობაა, სულ უფრო უარესობისაკენ მიმავალი მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. სულ რამოდენიმე წლის წინ ასეთი განაცხადი ზღაპარივით გაიჟღერებდა. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინანდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეძრა, გამოფხიზლება და შოკი გამოიწვია მილიონობით ადამიანში. მრავალმა თანამშრომელმა ან თავად სამსახური დაკარგა, ან ის მომგებიანი პირობები, რა პირობებშიც ისინი ოდესღაც მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში განთავისუფლებას ზუსტადაც რომ ოფისის თანამშრომლები დაექვემდებარნენ, ეგრეთ წოდებული «თეთრი საყელოები», ისინი, ვისაც ტრადიციულად თავისი თანამდებობისთვის შესაბფერისი დიპლომი გააჩნდა. და ეს არცაა გასაკვირი. თავად დამსაქმებლები აღიარებენ, რომ შემცირების აუცილებლობის შემთხვევაში, შემცირებას პირველ რიგში მენეჯერები და მომსახურე პერსონალი ექვემდებარება, შუა რგოლის თანამშრომლები, რომლებიც ოფისებს ავსებენ, მათი სამსახურებრივი მოვალეობების შეთავსება კი მათ უწევთ, ვინც რჩება. როგორც რეალური პრაქტიკა აჩვენებს, სამსახურის დაკარგვისაგან შედარებით დაცული, თანამშრომლების ზუსტად ის კონტინგენტია, რომელიც უშუალოდ პროდუქციის წარმოებითაა დაკავებული — ე.წ. «ლურჯი საყელოები». და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნებისმიერი კომპანია ხომ უშუალოდ წარმოების წყალობით არსებობს. და ეს პრაქტიკა ანალოგიურია როგორც დასავლეთის ქვეყნებისათვის, ასევე სხვა, მათ შორის ჩვენი, ქვეყნისთვისაც.

  თუ გულწრფელად ვისაუბრებთ, მაშინ რამხელაა იმის შანსი, რომ გუშინდელი სტუდენტი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე მიიღებს მუშაობის შესაძლებლობას, რომელიმე სერიოზულ კომპანიაში, და თანაც სერიოზულ თანამდებობაზე? შანსი მიზერულია! თუ, რა თქმა უნდა, «ეინშტეინი» არ ხარ ან მამაშენის ძმაკაცი არაა სუპერ-კომპანიის გენერალური დირექტორი. გულუბრყვილობა იქნებოდა გვჯეროდეს, რომ მაღალანაზღაურებადი ვაკანტური ადგილები თავისუფალი რჩება გამოუცდელი სტუდენტისა და «ნოუ-ხაუ» იდეისათვის. ზუსტად ამიტომ იკავებენ ყველაზე ხშირად დიპლომიანი კურსადმთავრებულები ოფისის რიგითი თანამშრომლების ადგილებს კომპიუტერიან მაგიდებთან ან "რეცეპციებში". დამსაქმებელი არ ანდობს მათ სერიოზულ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს შესაბამისი სერიოზული ანაზღაურებით.

  გარდა ამისა, ზოგიერთი სტუდენტი ძალიან უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ მის მიერ ნაჩვენები დიპლომი ავტომატურად მოახდენს შესანიშნავ შთაბეჭდილებას დამსაქმებელზე და ის მზადყოფნით შესთავაზებს მას სოლიდურ თანამდებობასა და მაღალ ანაზღაურებას. ნუ ვიფიქრებთ, რომ ბიზნესმენი გუშინდელ სტუდენტზე სულელია. დამსაქმებელმა ყველაზე კარგად იცის, რამდენად გადავსებულია დღეს ბაზარი სამუშაო ადგილის დაკავების მსურველებით და, შესაბამისად, პოტენციური თანამშრომლების ძალიან ფართო არჩევანი არსებობს. მას მშვენივრად ესმის, რომ გუშინდელ სტუდენტს არ აქვს სათანადო გამოცდილება იმ სამუშაოსათვის, რომლის მიღებაც მას სურს. შესაბამისად, კურსდამთავრებულს არც შესაბამისი რეზიუმე აქვს, არც რეკომენდაციები წინა სამსახურებიდან და არც დადებითი გამოხმაურებები მის პროფესიონალურ მიღწევებთან დაკავშირებით. აი რატომ არ აიყვანს დამსაქმებელი პირველ შემხვედრ კურსდამთავრებულს სერიოზულ თანამდებობაზე, არამედ, როგორც წესი, უპირატესობას უკვე გამოცდილების მქონე ადამიანს მიანიჭებს. ბევრ სტუდენტს როდი სურს ცნობილი ფაქტის აღიარება: სტუდენტი და მაღალი ხელფასი — ერთმანეთისაგან შორ-შორს არიან.

  «"მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს ყველაზე ნაკლებად სურთ კურსდამთავრებულებთან საქმის დაჭერა, - აღიარებს ბერნარდ კლარკი, მსხილი ფინანსური კომპანიის დასაქმების განყოფილების უფროსი. – იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დაბალი შემოსავლებით არიან უზრუნველყოფილნი, გვერდით გამოცდილი სპეციალისტების ხილვა სურთ. ეკონომიკური კრახის პერიოდში, დიპლომს აბსოლუტურად არავითარი ფასი არ გააჩნია. ის უბრალოდ ლამაზი ქაღალდია"...
  მაგალითად, 25-წლის ჯეკ კოული ვირჯინიიდან, რომელმაც ბრწყინვალე ტექნიკური განათლება მიიღო, უკვე სამი წელია "უმუშევარი ზის". ის თითქმის ყოველდღე გზავნის რეზიუმეს სხვა და სხვა კომპანიებში, თუმცა მას დარეკვითაც კი არავინ ურეკავს. "რაც უფრო დიდხანს ვრჩები სამსახურის გარეშე, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ სამსახურს ვიშოვი, - ჩივის კოული. – როდესაც დამსაქმებლები ხედავენ, რომ გამოცდილება საერთოდ არ მაქვს, ჩემს რეზიუმეს ნაგვის ყუთში აგდებენ".
აქ უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც ხშირად ახსენებენ თავის კვლევებში ბიზნეს-ფსიქოლოგები. თუ დიპლომის აღებიდან 12 თვის განმავლობაში ვერ მოეწყო ადამიანი სამსახურში, მაშინ მისი დასაქმების შანსები 5-ჯერ იკლებს. ამ დროის განმავლობაში, როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, დიპლომირებული სპეციალისტი სრულიად კარგავს «პროფესიონალურ ფხას». დამსაქმებლებმა, ბუნებრივია, იციან ამის შესახებ. შესაბამისად, ისეთები, როგორც ჯეკ კოულია, განწირულები არიან» («რუსკი ბაზარ» №38 (805), «როდესაც განათლება — წყვდიადია...»).


  ამავდროულად დამსაქმებელთა უმრავლესობა იმდენად დიპლომს როდი აქცევენ ყურადღებას, რამდენადაც სამსახურის მაძიებლის დადებით პირად თვისებებს. ადამიანი თუ პატიოსანია, სერიოზულია, აქტიურია, გააჩნია ცხოვრებისეული პრინციპები და მიზნები, მზად არის ისწავლოს და უფრო დახვეწოს პროფესიული ცოდნა, მაშინ ეს თვისებები გაცილებით უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობენ, ვიდრე უმაღლესის სასწავლებლის ფორმალური ქაღალდი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე წინა სამსახურებიდან დადებითი რეკომენდაციების არსებობა, თანაც მნიშვნელობა არ აქვს "დიპლომიან" თანამდებობაზე გსურთ მუშაობა თუ არა. მაგალითად, თუ ახალგაზრდამ გარკვეული დროის განმავლობაში უბრალო სარეკლამო აგენტად ან კონსულტანტად იმუშავა და ამასთანავე უფროსობის თვალში კარგი რეპუტაცია დაიმსახურა, ასეთმა ჩვევებმა და რეკომენდაციებმა შესაძლოა უფრო მეტი ნდობა დაიმსახუროს დამსაქმებლის თვალში, ვიდრე ყოფილი სტუდენტის დიპლომმა, რომელსაც კლიენტებთან ურთიერთობის, მათთან საქმიანი ხელშეკრულებებისა და პროდუქციის ან კომპანიის მომსახურების ეფექტურად წარმოჩინების არავითარი რეალური გამოცდილება არ აქვს. კარგადაა ცნობილი, რომ პროფესიონალიზმის საძირკველს ფორმალური ატესტატი კი არ ქმნის, არამედ დავალებული საქმისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება.

  «ჰარვარდში ან დიუკის უნივერსიტეტში სწავლა ავტომატიურად არ იძლევა საუკეთესო სამსახურისა და მაღალი ხელფასის გარანტიას... კომპანიებმა ცოტა რამ თუ იციან ახალგაზრდა პრეტენდენტების შესახებ. ბრწყინვალე დიპლომმა, რა თქმა უნდა, შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს. თუმცა ყველაზე მთავარი დამსაქმებლებისთვის — ესაა ჩვევები და შესაძლებლობები» (ჟურნალი «ნიუსუიკი» 1 ნოემბერი 1999 წელი).

  «თუმცა დღეს მომუშავეთაგან იმაზე უფრო მაღალი კვალიფიკაცია მოითხოვება, ვიდრე წინათ... სამსახურში მიღების ძირითად მოთხოვნილებას წარმოადგენს არა  საუნივერსიტეტო განათლება, არამედ საშუალო სკოლაში მიღებული ჩვევები: კითხვის, მათემატიკისა და მართლწერის ცოდნა მეცხრე კლასის დონეზე... ახალგაზრდებისათვის აუცილებელი არაა უნივერსიტეტებში სწავლა იმისათვის, რომ კარგი სამსახური იპოვონ, ამისათვის უბრალოდ საშუალო სკოლის პროგრამის კარგად ცოდნაა საჭირო» (ჟურნალი «ამერიკული განათლება», 2004 წლის გაზაფხული).



  რა თქმა უნდა, არსებობენ პროფესიული მიმართულებები, სადაც უმაღლესი განათლების გარეშე ვერაფერს გახდებით. მაგალითად, სამედიცინო, პედაგოგიური, სამშენებლო, საინჟინრო, სამეცნიერო მიმართულებების ფართო წრე... თუმცა, აქაც არსებობს ზემოთაღნიშნული პრობლემები დასაქმებასა და შრომის ღირსეულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებლებს ერთი თავისებურება ახასიათებთ, რის გამოც შემდგომ თავად სტუდენტებიც ჩივიან. ესაა მოწყვეტილობა და მიღებული ცოდნის მოძველებული დონე სამსახურში რეალურ მოთხობნილებებთან შედარებით.

  «უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობაში, სწავლება ძალიან მოწყვეტილია რეალურ სამყაროს — ანუ იმას, რასთან შეჯახებაც მოუწევთ სტუდენტებს სამუშაო ოდგილებზე» - იუწყება ჟურნალი «ტაიმი» (24 იანვარი 2005 წელი).

  აი ამიტომ აღიარებენ ხოლმე გუშინდელი სტუდენტები, რომ ახალ სამუშაო ადგილზე მათ ხშირად უწევთ ასეთი სიტყვების მოსმენა: «დაივიწყეთ, რასაც ინსტიტუტში გასწავლიდნენ და თავიდან დაიწყეთ სწავლა». მაგრამ როდესაც ზურგს უკან გაქვს მოტოვებული ოთხი-ხუთი წელი, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში გაატარე, ასეთი სიტყვები გარკვეულ გაურკვევლობასა და კითხვებს  ბადებს შენს მიერ მიღებული განათლების ჭეშმარიტ დონესთან დაკავშირებით.

  სტატიაში, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო ინდუსტრიული უნივერსიტეტის პორტალზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ რუსეთის იმ სასწავლო დაწესებულებების უმეტესობა, რომლებიც უმაღლეს განათლებას სთავაზობენ, არანაირად «არ უწყობენ ხელს ჩვენს ქვეყანაში განათლების ხარისხის აქტიურ ამაღლებას... ხშირად იმის აუცილებლობაც კი შეიმჩნევა, რომ დიპლომის მიღების შემდეგ ხელახლა სწავლაა საჭირო. შეკითხვა ისმის, რა სარგებელი მოაქვს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა დიდ რაოდენობას, თუ ისინი დამატებითი განათლების გარეშე ვერ შეძლებენ საკუთარ სპეციალობაზე მუშაობის დაწყებას» («უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა რაოდენობა»).

  ასეთი არასასიამოვნო სიტუაციის ერთ-ერთ მიზეზს უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობისა და თავად პროფესორ-მასწავლებლების პროფესიონალური დონის  საეჭვო სტატუსი წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ოფიციალური საიტი იტყობინებოდა, რომ რუსეთის მთავრობა, ქვეყანაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის აუცილებლობის წინაშე დგას და, შესაბამისად, საეჭვო სასწავლო დაწესებულებებისათვის ლიცენზიების ჩამორთმევის წინაშე. რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა, იური ჩაიკამ, ამასთან დაკავშირებით იურიდიული უმაღლესი განათლების მაგალითზე აღნიშნა:
«იურიდიული ფაკულტეტები თითქმის ყველგან იხსნება. როგორც პატარა კერძო, ისე ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებსაც არ ჰყავთ კვალიფიცირებული მასწავლებლები, საკმარისი რაოდენობის სასწავლო შენობები, ბიბლიოთეკები. არსებითად - ესაა არა განათლება, არამედ ფულის შოვნის საშუალება... გასულ წელს იურიდიული უმაღლესი სასწავლებლის ყოველი მეორე კურსდამთავრებული უმუშევარი დარჩა. ეს ქვეყანაში იურიდიული განათლების ხარისხის დაწევაზე მეტყველებს».

  ანდრეი ფურსენკომ, რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, იმავე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: «ლიცენზირების მოთხოვნები უფრო გართულდება, რათა შესაბამისი დიპლომების გაცემა მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლოთ, რომლებშიც განათლების სათანადო ხარისხია უზრუნველყოფილი».

  სოციოლოგი ლუბოვ ბორუსიაკი, რუსეთში განათლების საერთო მდგომარეობის შეფასებისას, როგორც "გარდაუვალ რეაქციას" აფასებს «დიდი რაოდენობით უმაღლესი სასწავლებლების გამოჩენას, რომლებიც არა თუ არაფერს არ ასწავლიან, არამედ ასწავლიან ფანატიზმის გარეშე – რაიმეს და როგორმე. ესენი არ არიან უმაღლესი სასწავლებლები ტრადიციული გაგებით, არამედ ისინი უფრო სკოლის გაგრძელებაა – ასწავლიან ცოტა უკეთ წერას, ცოტა მეტად კარგად მოქცევას და არჩეული პროფესიის შესახებ რაიმეს მოსმენის საშუალებას აძლევენ. თუ ყველა უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებისაგან სერიოზულ ცოდნას მოითხოვს, მაშინ არავითარი საყოველთაო უმაღლესი განათლება, რა თქმა უნდა, არ იარსებებს. ახალგაზრდობა კი მასიურად მიილტვის მისი მიღებისაკენ, ოღონდ, დიდწილად, არა განათლების მიღებისაკენ, არამედ დიპლომის. ზუსტად ამისკენაა მიმართული სისტემაც – დიპლომებს ისე ბეჭდავენ, როგორც საფოსტო მარკებს. ამას «დრაივთან» და «ახალ ინტელექტუალურ პოზიციებთან» არავითარი კავშირი არ აქვს. სამაგიეროდ ახალ სოციალურ პრობლემებს იწვევს – ამ «ინტელექტუალ-უსწავლელებს» ახალი სტატუსის შესაბამის პოზიციებზე და შემოსავლებზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ ამისათვის არც ცოდნა აქვთ საკმარისი და არც უნარი. ადამიანების ახალ პოპულაციას ხომ არ ვქმნით – ადამიანები დიპლომით, ოღონდ ცოდნის გარეშე; მაღალი მოთხოვნილებებით, მაგრამ მათი რეალიზაციის შეუძლებლობით? საყოველთაო უმაღლესი განათლების მქონე საზოგადოება, შეუსრულებელი იმედების საზოგადოებად ხომ არ იქცევა? ამგვარი განათლების მიღებით ის უკვე იქცა ტყუილის საზოგადოებად» («ეხო მოსკვი», «საყოველთაო უმაღლესი განათლება: ტყუილისა და შეუსრულებელი იმედების საზოგადოება?»).

  რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ საიტზე, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, თანამედროვე უმაღლესი სასწავლებლების კიდევ ერთ პრობლემაზეც მახვილდება ყურადღება — პედაგოგიურ კოლექტივში კორუფციის პრობლემაზე. «სულ რაღაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლო განაჩენებით 164 "საუნივერსიტეტო" საქმე დასრულდა. განათლების სამინისტროში იძულებულნი არიან აღიარონ: რომ არსებობენ პატიოსანი მასწავლებლები და პრინციპული სტუდენტები, მაგრამ ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ქრთამს არ იღებენ, რუსეთში, სამწუხაროს არ არსებობენ» («რატომ უჯდებათ სტუდენტებსა და მათ მშობლებს უმაღლესი სასწავლებლები ასე ძვირი?»).


  ნიშნავს თუ არა ყოველივე ზემოთთქმული იმას, რომ ახალგაზრდებისათვის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ არავითარ აუცილებლობს არ წარმოადგენს სწავლის გაგრძელება? და რა ვუყოთ მოთხოვნილებადი პროფესიის მიღების ჩვენს დროში აქტუალურ მოთხოვნილებას, რომელიც ახალგაზრდას საშუალებას აძლევს საკმარის დონეზე უზრუნველყოს საკუთარი თავი და ახლობლები? (1 ტიმოთე 5:8). რა თქმა უნდა, აუცილებელი პროფესიის შეძენა საჭირო და სწორი საქმეა, და აზალგაზრდა, რომელიც შესაბამისი განათლების მიღებას წყვეტს, გონივრულად იქცევა. თუმცა, აუცილებელი არაა ოთხი ან ხუთი წლისა და მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების დახარჯვა იმისათვის, რომ ისეთი პროფესიის დიპლომი ავიღოთ, რა პროფესიითაც არასოდეს (ვერასოდეს) ვიმუშავებთ. არსებობს სხვა, შედარებით უფრო რეალური და გონივრული შესაძლებლობები ამ საკითხის მოსაგვარებლად. დღეს უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლებელია მოკლე კურსების გავლა, რომლისთვისაც საჭირო არ არის დიდი ფინანსური თანხები და დროის დახარჯვა მათ დასამთავრებლადе.

  «მოვალე-კურსდამთავრებულებს გამანადგურებელი დარტყმა 2008-2011 წლებში გახსნილმა კერძო სკოლებმა და ონლაინ-კურსებმა მიაყენეს. კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მიმართულების სწრაფად დაჭერით, მათ თავის სტუდენტებს უფრო სწრაფი, უფრო იაფი და უფრო ეფექტური სწავლების კურსი შესთავაზეს... ინტერნეტში, მაგალითად, შეხვდებით უამრავ რეალურ ისტორიას იმის შესახებ, თუ ონლაინ-კურსდამთავრებული სტუდენტები როგორ იტოვებენ საკმაოდ უკან ბრაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს» («რუსკი ბაზარი» №38 (805), «როდესაც განათლება — წყვდიადია...»).


  დღეს-დღეობით სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდებიან ის პროფესიები, რომლებიც უმაღლესი განათლების ქონას არ საჭიროებენ. გაზეთში «იუ-ეს-ეი თუდეი» ნათქვამია, რომ «უახლოეს ათწლეულებში მომუშავეთა 70 პროცენტს დასჭირდება, ალბათ უფრო, არა უნივერსიტეტის დიპლომი, არამედ საშუალო პროფესიულ-ტექნიკური განათლების ატესტატი». მსგავსი სასწავლო დაწესებულებები სთავაზობენ მოკლევადიან სწავლებას საქმისწარმოების, ავტომობილებისა და კომპიუტერების რემონტის, საზეინკლო და საპარიკმახერო საქმისა და კიდევ სხვა მრავალი მიმართულებით.

  «პროფესიული სასწავლებლები... სულ უფრო პოპულარულები ხდებიან. 1996-დან 2000 წლამდე მათში მოსწავლეთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა... ამავდროულად ძვირადღირებული დიპლომები, რომელთა მისაღებადაც ამდენი დრო იხარჯება, ასე გაუფასურებული არასოდეს ყოფილა» (ჟურნალი «ტაიმი» 24 იანვარი 2005 წელი).

  «ფინეთის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროებს ძალიან სჭირდება მუშაკები, რომლებსაც პროფესიული მომზადება აქვთ გავლილი; მაგალითად, დურგლები, სანტექნიკები, შემდუღებლები, კალატოზები, მექანიკოსები, მემანქანეები და მედდები. რატომ? ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა უმაღლესი განათლების მიღებას, აღნიშნავს ფინეთში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი (Helsingin Sanomat). «აბსურდულია მთელი მოსახლეობის ექიმებად, ხელოვნების მუშაკებად და მეცნიერებად ქცევა, — აღნიშნავს ჰეიკი როპონენი, ფინეთის საცალო ვაჭრობის ფედერაციის წარმომადგენელი - პროფესიული მომზადების მიღება ბევრად უნდა ფასობდეს"» («გამოიღვიძეთ!», ივლისი 2006 წ., გვ. 29).

  «დღეს შრომის ბაზარზე [უკრაინის] დიდი მოთხოვნილებით სარგებლობენ არა ოფისის მუშაკები, არამედ ტექნიკური და ხელობის სპეციალისტები: ინჟინრები, ელექტრიკოსები, ზეინკლები. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი პროფესიონალი უნდა იყოს» (უკრაინული სტუდენტური საიტი უმაღლეს განათლებასა და სტუდენტურ ცხოვრებაზე).


  იმის შესახებ საუბარი, რომ საშუალო ტექნიკურ განათლებას თითქოსდა არ შეუძლია ადამიანისათვის საკმარისი ან მაღალი ცხოვრებისეული პირობების შექმნის საშუალების მიცემა, ამ საკითხში სრულ გაურკვევლობაზე მეტყველებს. თანამედროვე საზოგადოებაში ყოველთვის მაღალია ამგვარი მიმართულებების მქონე პროფესიონალების მომსახურებაზე მოთხოვნილება. თანაც, როგორც რეალური პრაქტიკა აჩვენებს, ამგვარ მომსახურებებზე მოთხოვნილება და ფასები ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი არ იკლებს. ადამიანებისათვის ყოველთვის აქტუალურია, რომ სწრაფად მოაგვარონ პრობლემები ელექტროობასთან, სანტექნიკასთან, ბინის, ავტომობილის ან საოჯახო ტექნიკის რემონტთან დაკავშირებით. თანაც, შესაბამისი მოთხოვნების სია საკმაოდ დიდია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილი "თეთრი საყელოების" უმრავლესობამ, კვალიფიკაცია ზუსტად საშუალო-პროფესიული მიმართულებით მოახდინა. ასეთი პროფესიები უფრო მეტად მოთხოვნადია როგორც მოქმედ კომპანიებში, ასევე კერძო მომსახურების ბაზარზე. და მათი უმრავლესობა, ვინც კრიზისის დროს პრესტიჟული სამსახური დაკარგა და შესაბამისი ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში, არა მხოლოდ მატერიალურად შეძლეს საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენა, არამედ ასევე, გახდნენ რა ახალშეძენილ პროფესიებში პროფესიონალები, ახალი წარმატებული კარიერა დაიწყეს შესაბამის კომპანიებში.

  გარდა ამისა, მათი უმრავლესობა, ვინც პროფესიონალიზმი შეიძინა რომელიმე მიმართულებით, ან თუნდაც ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით, შემდეგ ეტაპზე გადასვლა შესძლეს და შექმნეს საკუთარი ფირმები, აიყვანეს დამატებითი თანამშრომლები ან საოჯახო ბიზნესი გააკეთეს. შენთვის საინტერესო მიმართულების არჩევისათვის დღეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია: სამშენებლოდან — მომსახურების სფერომდე, წარმომადგელობითიდან — განათლების მიცემამდე. მოკლევადიანი კურსების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ან გუშინდელი უმუშევრები ხსნიან საყოფაცხოვრებო მომსახურების საკუთარ ბიუროებს, სახელოსნოებს, სადილერო წარმომადგენლობებს, კოსმეტიკურ სალონებს დამატებითი მოსამზადებელი კურსებით და სხვა მრავალს. საკუთარ თავზე მუშაობით, და არა «ვინმე სხვაზე», შენ შესაძლებლობა გაქვს თავი იგრძნო უფრო დაცულად და დამოუკიდებლად, თანაც ამავდროულად არ გეშინოდეს არც კრიზისული დარტყმების და არც სამსახურიდან დათხოვნის. შენ ხარ როგორც საკუთარი თავის, ისე საკუთარი დროის ბატონ-პატრონი. და, რაც ყველაზე მთავარია, შენ იცი, რომ ფლობ ისეთ პროფესიას, რომელიც დამოკიდებულია არა ოფისში მჯდომ უცნობ ძიაზე, არამედ საკუთარ თავზე და ხელებზე. პროფესიას, რომლითაც შეგიძლია დაკავდე როგორც სხვა კომპანიაში მოწყობით, ისე საკუთარი სახლის ბაზაზე. იმ პროფესიისაგან განსხვავებით რომელსაც უმაღლესი განათლება სჭირდება, რომლის მისაღებადაც რამოდენიმე წელიწადი და არანაკლები ფინანსური სახსრები უნდა დახარჯო, და რომლის მეშვეობითაც შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანები ეწყობიან სამსახურებში, საშუალო-პროფესიული განათლების მიღებას გაცილებით ნაკლები დრო და ფინანსები სჭირდება, ხოლო ასეთი პროფესიის წარმატებით გამოყენების ალბათობა გაცილებით დიდია.

  ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წარმოადგენენ იმის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რის გამოც ურჩევს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ქრისტიანებს, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ განათლებისა და პროფესიის არჩევის საკითხში. უმაღლესი განათლება, მიუხედავად მისი პოპულარულობისა, ძალიან ხშირად ვერ ამართლებს მასზე დამყარებულ იმედებს, მასზე დახარჯულ დროსა და ფინანსებს. გარდა ამისა, მრავალი ახალგაზრდისათვის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების გადაწყვეტილება, რაც არ უნდა უცნაური იყოს, განპირობებულია იმით, რომ მათ უბრალოდ ბანალურად არ სურთ საკუთარი ცხოვრების მიზნებზე სერიოზული დაფიქრება. ამ თავისებურებას ხაზი, ზემოთ მოხსენიებულმა სპეციალისტმა, პიტერ ტილმაც გაუსვა:

  «მე არ მსურს ვინმეს რჩევები მივცე. მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც უკვე დაამთავრეს სკოლა და ინსტიტუტში აბარებენ ან აპირებენ იქ ჩაბარებას, ძალიან სასარგებლო იქნებოდა იმაზე დაფიქრება, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს განათლების ტელეოლოგია — რაში მდგომარეობს მისი მიზანი და საით მივყავართ მას... პარადოქსულია, მაგრამ განათლება დღეს საკუთარ მომავალზე ფიქრისაგან გაქცევის მეთოდად იქცა: იმის ნაცვლად, რომ მართლაც დაფიქრდე და გადაწყვეტილება მიიღო, შენ უბრალოდ უმაღლეს სასწავლებელში მიდიხარ და ამ ფიქრებს შემდეგისთვის სწევ» («Esquire», «სასწავლო განგაში», 22 ნოემბერი 2011 წ.).


  ამავდროულად იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის პუბლიკაციებში საკმაოდ ხშირად ურჩევენ საიმედო და მოთხოვნადი პროფესიების შეძენას, რომელიც როგორც საკუთარი თავის, ასევე ოჯახის უზრუნველყოფაში დაეხმარება ადამიანს, საშუალო-პროფესიული სასწავლო დაწესებულებების წყალობით.

  «უმაღლესი განათლება კარგი სამსახურის გარანტიას არ იძლევა. ამიტომ, წარმოებაში, პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებაში ან ინსტიტუტებთან არსებულ მოკლევადიან კურსებზე სწავლების შემდეგ, რასაც ნაკლები დრო და ძალა მიაქვს, მრავალი ისეთ პროფესიას იძენს, რომელზეც მოთხოვნილება არსებობს» (ჩვენი სამეფო მსახურება, აპრილი 1999 წ. «როგორ განვკარგო ჩემი ცხოვრება?»[რუს.]).
საგულისხმოა, რომ მოციქულ პავლეს ისეთი განათლება ჰქონდა, რომელიც ჩვენს დროში საუნივერსიტეტოს გაუტოლდებოდა. თუმცა ებრაულ საზოგადოებაში საპატიოდ ითვლებოდა, როდესაც ახალგაზრდები რომელიმე ხელობას სწავლობდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალში უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავდნენ. როგორც ჩანს, ახალგაზრდობაში პავლე კარვების კეთებას სწავლობდა. თავის დროზე მიღებული ზუსტად ეს პროფესია ეხმარებოდა მას საკუთარი თავის უზრუნველყოფაში, როდესაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლად მსახურობდა. როგორც ცხოვრებისეული პრაქტიკა და სპეციალისტების მოსაზრებები გვიჩვენებენ, პროფესიული განათლების არჩევისადმი ამგვარი მიდგომა ბრძნულსა და რეალისტურს წარმოადგენს.      


უმაღლესი განათლების წყალქვეშა ქვები:
   
   ფარული საფრთხეები ქრისტიანისათვის


  იმის შემდეგი მიზეზები, თუ რატომაა საჭირო გამჭრიახები ვიყოთ უმაღესი განათლების არჩევის საკითხში, კარგად ჩანს იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებიდან მოყვანილ შემდეგ ციტატებში:

  «მაგრამ, რა შეიძლება ითქვას უნივერსიტეტში ან სხვა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში განათლენის მიღებაზე? ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ასეთი განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მრავალმა, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას ესწრაფოდა, საბოლოო ჯამში გონება ქრისტიანისათვის საზიანო, ქვეყნიური სიბრძნით აივსო. ასეთ განათლებას ეწირება ახალგაზრდობის ის ძვირფასი წლები, რაც შეიძლებოდა ადამიანს საუკეთესოდ გამოეყენებინა იეჰოვას მსახურებაში (ეკლესიასტე 12:1). ალბათ გასაკვირი არაა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მრავალი იღებს უმაღლეს განათლებას, ღვთისადმი რწმენა ისე განელდა, როგორც არასდროს. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანი ამ ქვეყნიერების საგანმანათლებლო სისტემას მიიჩნევდეს წარმატებისა და უსაფრთხოების საწინდრად, ის იეჰოვა ღმერთს ენდობა (იგავები 3:5)» («საგუშაგო კოშკი», 15 აპრილი 2008 წ., გვ. 4).

«როგორია შესაძლო ნაკლოვანებები? მაგალითად, პროგრამაში ისეთი სწავლებების არსებობა, რომელმაც შეიძლება ღვთისა და ბიბლიისადმი რწმენა შეგვირყიოს. პავლე ქრისტიანებს ურჩევდა მორიდებოდნენ «უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში» და «ფუჭ ცდუნებებს, რომლებიც ეთანხმება... ქვეყნიერების პრინციპებს» (1 ტიმოთე 6:20, 21; კოლოსელები 2:8). ეჭვგარეშეა, რომ განათლების ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება ქრისტიანის რწმენას ავნოს. ის, ვინც დამატებითი განათლების მიღებაზე ფიქრობს, ეს უნდა გაითვალისწინოს» («გამოიღვიძეთ!», 8 მარტი 1998 წ., გვ. 20,21[რუს.]).

  «რამოდენიმე წლის წინ ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს, რომელიც შორეული აღმოსავლეთის ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობს, შესაძლებლობა მიეცა საზღვარგარეთ წასულიყო განათლების მისაღებად. თუმცა მას უკვე ჰქონდა კარგი ქვეყნიური განათლება და კარგად ანაზღაურებადი სამსახური, მას მიაჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი და საკუთარი ცხოვრებისეული მდგომარეობის გაუმჯობესება სურდა. თანაქრისტიანები ცდილობდნენ მასთან ერთად განეხილათ ეს საკითხი ჩვენს მიერ მოყვანილი ბიბლიური პუნქტების თანახმად, მაგრამ ის შეუვალი იყო და საკუთარი გეგმების განხორციელებას აგრძელებდა. თუმცა თავიდან ის ცდილობდა საკუთარ რწმენას ჩასჭიდებოდა, მაგრამ თანდათანობით მან დაკარგა მადლიერება ბიბლიური ჭეშმარიტებისათვის და მას ეჭვები გაუჩნდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მან სრულიად დაკარგა რწმენა და ამტკიცებდა, რომ აგნოსტიკოსი იყო. მართალია, ქვეყნიური უმაღლესი განათლების წყალობით მიღებულმა შედარებით მაღალმა მდგომარეობამ მას გარკვეული კმაყოფილება მოუტანა, მაგრამ საკუთარი დროებითი დიდების სანაცვლოდ მას ძალიან დიდი საფასურის გადახდა მიუწია – რწმენის გემის მსხვრევა და მარადიული სიცოცხლის დაკარგვის საშიშროება! (1 ტიმოთე 1:19)» («საგუშაგო კოშკი», 15 აგვისტო 1992 წ., გვ. 28,29 [რუს.]).

  დამეთანხმეთ, მოყვანილ საფრთხეებს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ გამოგონილს. უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები, სასკოლო პროგრამებზე მატადაა გამიზნული სტუდენტებში ფილოსოფიური და ათეისტური შეხედულებების ჩამოყალიბებისაკენ. განათლების საინსტიტუტო სისტემას ყველაზე ნაკლებად აქვს მიზნად დასახული, იესოს მიერ საფუძველჩაყრილი ქრისტიანული პრნციპების დაცვა. რაღაც ძალიან კონტრასტულად გამოიყურებიან ქრისტეს სწავლებები და ფილოსოფიურ-სეკულარული სწავლებები, რომლებიც სასწავლებლების კათედრებიდან ისმის. და ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არ ექნებოდა ადგილი ქრისტიანების რწმენის განელების ან მისი სრული ნგრევის შემთხვევებს.

  აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტენდენცია ჯერ კიდევ რევოლუციამდელ დროში შეიმჩნეოდა. ფიოდორ დოსტოევსკი ათეიზმს «უმაღლესი განათლების დაავადებას» უწოდებდა. 1890-ანი წლების რუსეთის სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების სტატისტიკის თანახმად, «რწმენის წინააღმდეგ დამნაშავეთა» შორის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა პროცენტი ორჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი დანაშაულისათვის გასამართლებულებს შორის (რელიგიური დანაშაულები რუსეთში // უფლებების მაცნე. – 1899. – no 4). რით შეიძლებოდა ეს ახსნილიყო? იმით, რომ ადამიანთა საზოგადოება XIX საუკუნის ბოლოს, შეხედულებების ღრმა კორექტირებას განიცდიდა ახალმოდური ფილოსოფოსების ზეგავლენით, რომელთა მსჯელობებშიც ღვთისადმი რწმენა ადგილს ჰუმანიზმს უთმობდა. ლუდვიგ ფეიერბახი, კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფრეიდი, ფრიდრიხ ნიცშე და სხვა მოაზროვნეები საკუთარ მსჯელობებში ეყრდნობოდნენ არა ბიბლიას, არამედ ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას. დღეს ფილოსოფიური იდეები ასევე უყალიბებენ სტუდენტებს ღვთისაგან დამოუკიდებელ შეხედულებებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფ სამყაროზე. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს ქრისტიანის სულიერი მდგომარეობისათვის.

  ამავდროულად ბიბლია გვაფრთხილებს, რომ «ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს ...არ ვიყოთ აყოლილნი», «რათა [ჩვენი] რწმენა ადამიანთა სიბრძნეზე კი არ [იყოს] დაფუძნებული, არამედ ღვთის ძალაზე» (2 პეტრე 1:16; 1 კორინთელები 2:5).

  «არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით, რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ» (1 კორინთელები 2:13).

  «რათა აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუით... ნურავინ შეგაცდენთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ყოველივე ზემოხსენებულისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩობის ძეებს» (ეფესოელები 4:14; 5:6).

  «ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ დამაჯერებელი მტკიცებებით.... ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანტა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს» (კოლოსელები 2:4,8).

  «ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა, უცხო სწავლება, რადგან კარგია, წყალობით განიმტკიცოთ გული და არა საჭმელებით, რაც არაფერს რგებს მათზე გადაყოლილებს» (ებრაელები 13:9).

  შეიძლება თუ არა, რომ ქრისტიანულმა ორგანიზაციამ ყურადღების გარეშე დატოვოს როგორც რწმენის ზემოთ მოხსენიებული რეალური საფრთხეები, ისე ამასთან დაკავშირებული ბიბლიური ცნობილი გაფრთხილებები? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში დროდადრო იწერება შესაბამისი აზრები ქრისტიანებისათვის უმაღლესი განათლების საკითხში დახმარების მიზნით, რათა ისინი გონიერები და სულიერად ჯანმრთელები დარჩნენ. ქრისტიანები არა მხოლოდ განსაზღვრულ უპირატესობებს უნდა ხედავდნენ, არამედ ასევე უმაღლესი განათლების ფარულ საფრთხეებსაც. ამგვარი პოზიცია ნამდვილად გონივრულს წარმოადგენს.

  თუმცა, იმ ქრისტიანს რომელიც უმაღლეს სასწავლებელში გადაწყვეტს სწავლას, არა მხოლოდ ფილოსოფიის ზეგავლენასთან მოუწევს შეჯახება.

  «არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - გარემო. უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში ცუდი ატმოსფეროა შექმნილი. ალკოჰოლი, უზნეობა, თაღლითობა, დამცირება იქ არსებულ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. განვიხილოთ ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღების პრობლემა. ჟურნალ «ნიუ-საიენტისტში» ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების უნივერსიტეტების სტუდენტთა «დაახლოებით 44 პროცენტი ორ კვირაში ერთხელ მაინც დათრობამდე სვავს». მსგავსი პრობლემა ავსტრალიაში, ბრიტანეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებშიც შეინიშნება. რაც შეეხება სქესობრივ უზნეობას, ჟურნალ «ნიუსუიკის» თანახმად, დღეს სტუდენტებში სრულიად მიღებულია «ნებისმიერ შემხვედრთან სქესობრივი ურთიერთობა, რის შემდეგაც პარტნიორებს ერთმანეთთან ურთიერთობის გაგრძელების არანაირი სურვილი არა აქვთ». გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სტუდენტთა 60-80 პროცენტი ასეთ ცხოვრებას ეწევა. «თუ გინდა, ნორმალურ სტუდენტად ითვლებოდე, ასეთ ცხოვრებას უნდა ეწეოდე»,— ამბობს ერთი მკვლევარი (1 კორინთელები 5:11; 6:9, 10).
  ცუდი გარემოს გარდა, სტუდენტები პრობლემებს საშინაო დავალების მომზადებისა და გამოცდების დროსაც ხვდებიან. ცხადია, სტუდენტებმა გამოცდები რომ ჩააბარონ, უნდა ისწავლონ და საშინაო დავალებები მოამზადონ. ამასთანავე, ზოგი სტუდენტი იძულებულია ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს. ეს კი მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს. დარჩებათ მათ დრო და ძალები სულიერი საქმეებისთვის? როცა უამრავი საქმე იჩენს თავს, რა გადაიწევს უკანა პლანზე? კვლავაც პირველ ადგილზე იქნება სამეფოს ინტერესები? (მათე 6:33). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: «კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია» (ეფესოელები 5:15, 16). რა სამწუხაროა, რომ ზოგმა რწმენა უარყო, რადგან დრო და ენერგია ინსტიტუტს შესწირა ან სხვების არაბიბლიური ქცევები გადაიღო.
  რასაკვირველია, უზნეობა, ცუდი ყოფაქცევა და ცუდი ზეგავლენა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ახალგაზრდა ამ ყველაფერს განათლების ნაწილად მიიჩნევს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. გონივრული იქნება, რომ ქრისტიანმა მშობელმა შეგნებულად უბიძგოს შვილს, ოთხი წელი, ან შესაძლოა მეტიც, ასეთ გარემოში დაჰყოს? (იგავები 22:3; 2 ტიმოთე 2:22). როგორი კარგი განათლებაც უნდა მიიღოს შვილმა, ღირს რისკზე წასვლა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას სწავლობენ სტუდენტები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია? (ფილიპელები 1:10; 1 თესალონიკელები 5:21). მშობლებმა სერიოზულად უნდა იფიქრონ ამ კითხვებზე და ლოცვით აწონ-დაწონონ ისინი. ასევე მხედველობაში უნდა მიიღონ საშიშროება, რომელიც არსებობს შვილების სხვა ქალაქში ან ქვეყანაში განათლების მისაღებად გაგაზავნისას» («საგუშაგო კოშკი», 1 ოქტომბერი 2005 წ., «მშობლებო, როგორი მომავალი გსურთ შვილებისთვის?»). 

  მართლაც, სამწუხაროდ იშვიათი როდია ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვა ქალაქში გადასულმა ახალგაზრდა ქრისტიანებმა, რომლებიც მშობლების მეთვალყურეობისა და ქრისტიანულ კრებასთან აღმშენებელი ურთიერთობის გარეშე დარჩნენ, საბოლოოდ კაპიტულაცია გამოაცხადეს ქვეყნიური თანატოლების ზეგავლენის გამო და მათი ცხოვრების წესი და აზროვნება გადმოიღეს. ამ პრობლემას ვერანაირად ვერ ვუწოდებთ გამოგონილს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით სავსებით საფუძვლიანი ჩანს ის გაფრთხილებები, რომლებიც დროდადრო იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში იბეჭდება, სადაც ქრისტიანებს მოუწოდებენ, რომ შვიდჯერ დაფიქრდნენ, სანამ შესაბამის ნაბიჯს გადადგავენ.


  უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ, კიდევ ერთ პრობლემას, საკითხის ფინანსური მხარე წარმოადგენს.

  «უმეტეს ადგილას განათლების მიღება საკმაოდ ძვირია და გადასახადი დღითი დღე იზრდება. «ნიუ-იორკ ტაიმზში» აღნიშნული იყო: «უწინ თვლიდნენ, რომ უმაღლესი განათლების მიღებით ადამიანს შესაძლებლობების ფართო კარი ეხსნებოდა. დღეს კი ის უფსკრულს ქმნის მდიდრებსა და ღარიბებს შორის». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი უმაღლესი განათლება სწრაფად ხდება მდიდართა და გავლენიანთა "საკუთრება". მდიდარ მშობლებს სურთ, რომ მათმა შვილებმა მიიღონ უმაღლესი განათლება, რათა ისინი მდიდრები და გავლენიანები გახდნენ. უნდა დაუსახოს ქრისტიანმა მშობელმა შვილს ასეთი მიზანი? (ფილიპელები 3:7, 8; იაკობი 4:4). [] ზოგი მშობელი მძიმედ შრომობს რომ ფული დაზოგოს და მომავალში შვილებს უმაღლესი განათლება მიაღებინოს. სხვები ამის გამო ვალებსაც კი იღებენ. მაგრამ ის, თუ რა ფასად დაუჯდება ოჯახს ასეთი გადაწყვეტილება, მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება» («საგუშაგო კოშკი», 1 ოქტომბერი 2005 წ., «მშობლებო, როგორი მომავალი გსურთ შვილებისთვის?»).

  უმაღლესი განათლების მიღების გამო, რომელიც, შესაძლოა, არასოდეს არ გამოგადგეს, ფინანსურ კაბალაში აღმოჩენა, ძალიან სასიამოვნო როდია. მით უმეტეს, რომ, სამთავრობო მონაცემების თანახმად, სტუდენტთა მხოლოდ ერთი მეოთხედი იღებს დიპლომს ექვსი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც მათი უმრავლესობა სწავლის დამთავრებამდე ვარდებიან უმაღლესი სასწავლებლებიდან. უმაღლესი განათლების მიღებისათვის მსხვილი თანხის დახარჯვა ან მისი კრედიტით აღება, თანაც ამავდროულად სწავლისათვის ცხოვრების რამოდენიმე წლის დათმობა და ამავდროულად უმაღლესი სასწავლებლიდან დროზე ადრე გამოვარდნა... სამწუხაროა, მაგრამ დღეს ასეთი სურათი გამონაკლისს არ წარმოადგენს.


  ყოველივე ზემოთ გაჟღერებულის გათვალისწინებით, იეჰოვას მმოწმეების ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს გააფრთხილოს ის ქრისტიანები, რომლებმაც არჩევანი უმაღლესი განათლების სასარგებლოდ გააკეთეს, არსებული საფრთხეების შესახებ და მათ ყურადღებას იმ გაფრთხილებებზე ამახვილებს, რომლებიც ამასთან დაკავშირებით ბიბლიაშია მოცემული. საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, თავად ქრისტიანმა უნდა მიიღოს. მაგრამ გაცილებით უკეთესია, როდესაც ის ბიბლიის ხელმძღვანელობას მიჰყვება, რითაც შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავის ცხოვრებაში მრავალ სერიოზულ პრობლემას აარიდოს თავი (შეადარეთ ლუკა 14:28-32). 




უმაღლესი განათლების წყალქვეშა ქვები:
შინაგანი მოტივები



  «დამატებითი განათლების მიღებისაკენ სწრაფვაში კიდევ იმიტომ იმალება საფრთხე, რომ, ცოდნის მიღების შემდეგ, ადამიანი შეიძლება გაამაყდეს და პატივმოყვარე გახდეს (1 კორინთელები 8:1). ზოგს იმიტომ სურს განათლების მიღება, რომ პატივმოყვრული მიზნები აქვს და ცოდნისაკენ ნამდვილმა მიდრეკილებამაც კი ადამიანი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ ადამიანი ამპარტავანი და ამაყი გახდეს. ეს კი ღმერთს არ მოსწონს (იგავები 8:13).
  განვიხილოთ ფარისეველების მაგალითი. ამ ცნობილი სექტის წევრები ამაყობდნენ საკუთარი ერუდიციითა და ეგრეთ წოდებული სამართლიანობით. ისინი კარგად ერკვეოდნენ რაბინულ ტრადიციებში და უბრალო, ნაკლებად განათლებუ ადამიანებს, ზემოდან დასცქეროდნენ და მათ გაუნათლებლებად და დაწყევლილებადაც კი მიიჩნევდნენ (იოანე 7:49). ამასთანავე მათ ფულიც უყვარდათ (ლუკა 16:14). მათი მაგალითი — იმის მტკიცებულებაა, რომ, თუ განათლებას არასწორი მოტივებით იღებს, ადამიანი შეიძლება გაამაყდეს ან ვერცხლის მოყვარული გახდეს. ამიტომ, იმაზე ფიქრისას, თუ რა სახის და რა ზომის განათლება მივიღოთ, ქრისტიანისათვის კარგი იქნებოდა კითხვა დაესვა საკუთარი თავისათვის: როგორია ჩემი მოტივები?» («გამოიღვიძეთ!», 8 მარტი 1998 წ., გვ. 20,21 [რუს.]).

  «თუ იმაზე მეტი ქვეყნიური განათლების მიღება გსურს, რასაც კანონი მოითხოვს, კარგი იქნებოდა შენს მიზნებზე დაფიქრებულიყავი. ეს იმიტომ ხომ არ გინდა, რომ გამოჩენილი ადგილი დაიკავო და გამდიდრდე? (იერემია 45:5; 1 ტიმოთე 6:17). ან იქნებ შენი მიზანია — რომ დამატებითი განათლებით ისარგებლო, რათა უფრო მეტი ემსახურო იეჰოვას? ლიდიამ, გოგონამ, რომელმაც დამატებითი განათლების მიღება გადაწყვიტა, სულიერი მიზნებისადმი საკუთარი მიზანსწრაფულობა გამოხატა, ის ამბობს: «როდესაც უმაღლესი განათლების მიღებისაკენ ისწრაფვიან, ზოგი საკუთარ თავს მატერიალისტური მიდრეკილებების განვითარების უფლებას აძლევს და ამის გამო ღმერთი რჩებათ მხედველობიდან. პირადად ჩემთვის, ღმერთთან ურთიერთობა — ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა». როგორი საქებარი პოზიცია და როგორი მაგალითია ჩვენთვის!» («საგუშაგო კოშკი», 1 დეკემბერი 1996 წ., გვ. 18,19 [რუს.]).

  როგორც მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ქრისტიანებს არ უკრძალავს უმაღლესი განათლების მიღებას, თუმცა მიუხედავად ამისა შეახსენებს მათ, რომ აუცილებელია სწორი მოტივების ქონა ამ განათლების მისაღებად. რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი იესოს მოწაფეებისათვის? იმიტომ რომ თანამედროვე სისტემა ადამიანს პატივმოყვარეობისა და დიდების განვითარებისაკენ აღძრავს, საკუთარი მდგომარეობით სხვების წინაშე სიამაყისაკენ. ამ თავისებურებას ხაზი გაუსვა უკრაინელმა ფსიქოლოგმა ანდრეი კუზმენკომ: «ჩვენთან ხელოვნურად ხდება ოფისის მუშაკების, საოფისე კულტურის კულტივირება. სახელოსნო სპეციალობები დღეს მოდაში არ არის, ისინი არ არიან აქტუალური და არავის არ სჭირდება. ახალგაზრდისათვის სამარცხვინოა მეგობრებს უთხრას, რომ ის ზეინკლად ან მეეზოვედ მუშაობს. მისთვის გაცილებით რესპექტაბელური და პრესტიჟულია თუ იტყვის, «მე ოფისში ვმუშაობ». პიჯაკი ეცვას და ფანტასტიურად გამოიყურებოდეს».

  დღევანდელი ქვეყნიერება ფასეულობების საკუთარ სისტემას უკეთებს პროპაგანდას, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ღვთის ფასეულობების სისტემას ეწინააღმდეგება. ადამიანებისათვის ის უფრო კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ როგორი ქრისტიანი ხარ, არამედ ის, თუ როგორი ავტომობილი გყავს, სად მუშაობ, რამდენს შოულობ... ასევე უმაღლესი განათლებაც ხშირად ისე გამოიყენება, როგორც სოციალური სტატუსის მაჩვენებელი. ხშირად ამ მიზნით ადამიანები ცდილობენ მიიღონ არა ერთი, არამედ ორი და უფრო მეტი უმაღლესი განათლება. თუმცა, თუ ქრისტიანსაც მსგავსი აზროვნება გააჩნია და უმაღლესი განათლების მიღებას მიზნად სხვა ადამიანების თვალში უფრო ფასეულად გამოჩენა უდევს, მაშინ როგორ შეძლებს ის იოანე მოციქულის სიტყვების შესაბამისი იყოს?

  «ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს. ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია - ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი - მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება» (1 იოანე 2:15-17).

  თავის დროზე იესომაც მოგვცა გაფრთხილება: «იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული» (ლუკა 12:15; მათე 6:19-21).

  იესომ ამ პრობლემის სერიოზულობაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ახალგაზრდა მდიდარ ადამიანს იმაზე უარის თქმა შესთავაზა, რაც მას გააჩნდა, რათა მარადიული სიცოცხლე მიეღო. და თუმცა ის ადამიანი ღრმად მორწმუნე იყო, მისი გული იმდენად იყო მაღალი მდგომარეობითა და სიმდიდრისაკენ სწრაფვით მოცული, რომ ის მზად არ აღმოჩნდა იესოს შეთავაზების მისაღებად. ამის მსგავსად დღესაც შეიძლება ქრისტიანმა უარი თქვას ღვთის სულიერ კურთხევებზე, მაღალი მდგომარეობის მიღების სანაცვლოდ და ამით ღვთისადმი უმადურობა გამოავლინოს. იმ ქრისტიანებზე, ვისი გონებაც ამგვარმა ტენდენციამ მოიცვა, იაკობი წერდა:

  «თქვენ კი ამაყობთ თავდაჯერებული კვეხნით. ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა» (იაკობი 4:16).

  რთული პრინციპი მოციქულმა პავლემაც გაახმოვანა, როდესაც მიუთითა, რომ «ცოდნა აყოყოჩებს» (1 კორინთელები 8:1).

  თავად უმაღლესი განათლება ცოდვას არ წარმოადგენს. მაგრამ მისი მიღების მსურველ ქრისტიანს უნდა ესმოდეს, რომ მისი შეძენის სურვილმა ის ამპარტავნობისაკენ არ უნდა აღძრას. ჩვენ ამ ქვეყნიერებაში ისე ვცხოვრობთ, როგორც «დროებით მცხოვრებნი» და პირველ რიგში სულიერი მიზნებისაკენ ვილტვით (ებრაელები 11:13). ჩვენ არ ვეძებთ ჩვენთვის «დიდ რამეს» (იერემის 45:5). ასევე იესოც გვაფრთხილებდა, რომ არ გვეძია საკუთარი თავის დიდება (იოანე 7:18). ამის გათვალისწინებით, საკმაოდ აქტუალური ჩანს მოციქული პავლეს დარიგება:

  «მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში მცხოვრებ მდიდრებს, რომ ქედმაღლები არ იყვნენ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს, და აკეთონ სიკეთე, გამდიდრდნენ კარგი საქმეებით, იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები» (1 ტიმოთე 6:17,18).

  «ქედმაღლურად კი ნუ იფიქრებთ, არამედ იმას მიჰყევით, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია" (რომაელები 12:16).

  «თავს ნურავინ მოიტყუებს: ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში ბრძენია, უგუნური გახდეს, რათა დაბრძენდეს, რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის» (1 კორინთელები 3:18,19).

  «ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად» (ფილიპელები 3:2).

  თუ ქრისტიანს სრულებით ესმის ეს, მისი ცხოვრებისეული პრიორიტეტები კი სულიერ საკითხებზეა კონცენტრირებული და არა უფრო პრესტიჟული სოციალური სტატუსის მოპოვებაზე, მაშინ არავითარი კითხვა არ წამოიჭრება მის მიერ უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

  «მშობლებთან მოთათბირების შემდეგ, შენ, შესაძლოა, გადაწყვიტო, რომ სწავლის გაგრძელებაა საჭირო — იმ მინიმუმზე მეტის, რომელსაც კანონი მოითხოვს. შეიძლება, ეს დამატებითი განათლება ისეთი სამსახურის პოვნაში დაგეხმაროს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თავის შენახვის საშუალებას მოგცემს, არამედ ასევე იმდენი დროსა და ძალას, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო სამეფოს საქმეში (მათე 6:33). ზოგიერთები, ვინც დამატებითი განათლების მიღებისაკენ ისწრაფვიან, სრული დროით მსახურობენ, თუმცა ამავდროულად სწავლასაც აგრძელებენ. ავიღოთ, მაგალითად, ნადია და მარინა — ორი ახალგაზრდა გოგონა მოსკოვიდან, რუსეთი. ორივე მათგანი 1994 წლის აპრილში მოინათლა და დამხმარე პიონერებად დაიწყეს მსახურება. სკოლის დამთავრებიდან მალევე ისინი ორთვიან საბუღალტრო კურსებზე ჩაეწერნენ. 1995 წლის მაისში გოგონები საერთო პიონერებად მსახურებას შეუდგნენ, თანაც საბუღალტრო კურსებზე ფრიადოსნები იყვნენ. გარდა ამისა, სწავლის პარალელურად, ორივე ერთად ყოველკვირეულად საშუალოდ 14 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. გოგონები იმედოვნებენ, რომ საბუღალტრო განათლება მათ შესაფერისი სამსახურის შოვნაში დაეხმარება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ თავიც ირჩინონ და პიონერული მსახურებაც გააგრძელონ» («საგუშაგო კოშკი», 1 დეკემბერი 1996 წ., გვ. 18,19 [რუს.]).

  ამგვარად, კიდევ ერთი მიზეზის განხილვის შემდეგ, რომლის შესახებაც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია აფრთხილებს უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს, ჩვენ შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით ამ გაფრთხილებების სრულ საფუძვლიანობაში. ქრისტიანისათვის არ არსებობს უმაღლეს განათლებაზე აკრძალვა, მაგრამ არსებობს სწორი მოტივების ქონის აუცილებლობა, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. უმაღლესი განათლებისადმი ასეთი მიდგომა აბსოლუტურად გონივრული და ბიბლიურად დასაბუთებულია.



უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გამო თეოკრატიული უპირატესობების დაკარგვა?


  კრიტიკოსების მხრიდან შესაძლებელია ბრალდების მოსმენა იმის თაობაზე, რომ, თითქოსდა თუ ქრისტიანი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში უმაღლესი განათლების მიღებისაკენ მიილტვის, მაშინ ის არა მხოლოდ ვერასოდეს ვერ მიიღებს თავის კრებაში სამსახურებრივ დანიშნულებებს, არამედ პირიქით, თუ ასეთი დანიშნულებები გააჩნია, დაკარგავს მათ. რამდენად შეეფერება სიმართლეს ამგვარი განაცხადი?

  ამ საკითხში ჩვენ ვხედავთ ნახევრად სიმართლის მაგალითს, რომელიც რეალურ სურათს ამახინჯებს. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში არ არსებობს ქრისტიანის მიერ უმაღლესი განათლების მიღებაზე რაიმე აკრძალვა. ამიტომ ათასობით იეჰოვას მოწმე იღებს ამ განათლებას და ამასთანავე კარგი რეპუტაციით სარგებლობენ საკუთარ კრებებში. სულ სხვა საქმეა, ის მოტივები, რომლის გამოც ქრისტიანს უმაღლესი განათლების მიღება სურს. ამ შემთხვევაში კრებაში დანიშნულ მამაკაცებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. თუ შენ მომსახურის ან უხუცესის მოვალეობებს ასრულებ, მაშინ შენ უნდა გესმოდეს, რომ შენგან განსაკუთრებული დონით მოელიან, რომ «ყველაფერში კარგი საქმეების მაგალითი [აჩვენო]» (ტიტე 2:7). ბიბლია ამასთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს:

  «ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ...საღად მოაზროვნე, ...გონიერი, ...არ უნდა იყოს... ფულის მოყვარული, ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ» (1 ტიმოთე 3:2-4).

  «თუ არის ვინმე ბრალდაუდებელი, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, რომლებიც არც ურჩები არიან და არც აღვირახსნილობაში ბრალდადებულები. ზედამხედველი, როგორც ღვთის მიერ დაყენებული მმართველი, ბრალდაუდებელი უნდა იყოს. არ უნდა იყოს თავნება, ...არამედ საღად მოაზროვნე, მართალი, ერთგული, თავშეკავებული, მისი სწავლების უნარს რაც შეეხება, სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული, რათა შეეძლოს როგორც ჯანსაღი სწავლებით დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება» (ტიტე 1:6-9).

  როგორც მოცემული ბიბლიური დარიგებებიდან ვხედავთ, ქრისტიანის მიერ თეოკრატიული მოვალეობების შესრულებაზე მოქმედებს როგორც თავად ქრისტიანის ცხოვრების წესი, ასევე  მისი ოჯახის ცხოვრების წესიც. ამაზე, რა თქმა უნდა, ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებაც მოქმედებს, როგორიც უმაღლესი განათლების მიღების არჩევანია. ამის მიზეზები დაწვრილებით იყო განხილული მაღლა. თუ თავად ქრისტიანი ამ მიზნისათვის სხვა ქალაქში გადადის საცხოვრებლად, მაშინ, თავისთავად, ის ვეღარ შეძლებს მომსახურედ ან უხუცესად მსახურების გაგრძელებას დანიშნულებისამებრ, იმიტომ, რომ მისი დანიშნულება მხოლოდ მის კრებას ეხება. სულ სხვა საქმეა, თუ განათლების მიღება სხვაგან გადასვლას არ საჭიროებს და ქრისტიანი იმავე კრებაში აგრძელებს მსახურებას. მაგრამ აქ უკვე სხვა საკითხები წამოიწევა: რა მიზეზით სურს ქრისტიანს უმაღლესი განათლების მიღება? იმისათვის, რომ სათანადო დონეზე შეძლოს საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებებზე ზრუნვა, თუ იმისათვის, რომ უმაღლესი განათლება მის სოციალურ პრესტიჟს აამაღლებს ადამიანებში? თუ ქრისტიანს უკვე დღეს გააჩნია ღირსეული სამსახური და საცხოვრებელი პირობები, მაშინ როგორია მისი რეალური მოტივები, რამოდენიმე წელიწადი დაუთმოს დამატებითი უმაღლესი განათლების მიღებას? უკეთებს თუ არა რეკლამირებას უმაღლეს განათლებას თანამორწმუნეთა შორის? გამოთვალა თუ არა მან საკუთარი რეალური შესაძლებლობები, რათა ისევე როგორც აქამდე შეძლოს კრებაში მწყემსის მოვალეობის შესრულება? ასეთი განათლება ხელის შემშლელი ხომ არ აღმოჩნდება მსახურებაში, კრების შეხვედრებზე დასწრებაში, ქრისტიანებთან თანამშრომლობაში? მისი არჩევნის გამო, საკუთარ ოჯახზე სულიერი ზრუნვის მოვალეობის საქმე ხომ არ იზარალებს? უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამო ვალებში გადავარდნა ხომ არ მოუწევს? ყოველივე ეს ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებსაც, რა თქმა უნდა, პირდაპირი შეხება შეიძლება ჰქონდეთ ქრისტიანის მიერ თეოკრატიული პასუხისმგებლობის შესრულების საქმესთან.

  ანალოგიური კითხვები წამოიჭრება ასევე იმ შემთხვევებშიც, როდესაც უმაღლესი განათლების მიღების გადაწყვეტილებას იღებს არა თავად ქრისტიანი, არამედ მისი მორწმუნე ოჯახის წევრი. 1 ტიმოთედან და ტიტედან, ზემოთმოყვანილი ბიბლიური მითითებების თანახმად, იმაზე თუ რამდენად შეესაბამება ქრისტიანი ტეოკრატიულ დანიშნულებებს, პირდაპირ მოქმედებს მისი ოჯახის წევრების სულიერი მდგომარეობა. და თუ ქმარი და მამა მონაწილეობას არ იღებს იმაში, თუ როგორ ცხოვრებისეულ არჩევანს აკეთებენ მისი ახლობლები, მაშინ განა შეიძლება სიტყვის თავისუფლება ჰქონდეს მას, კრების დასწავლების საქმეში? შეძლებენ თანამორწმუნეები ასეთ გარემოებაში, რომ ის სათანადოდ აღიქვან, როგორც პასუხისმგებელი ძმა? ნაკლებად სავარაუდოა. ალბათ უფრო, მისი მხრიდან არც თუ მთლად სამაგალითო ქმედებების დანახვის გამო, კრების წევრები შეიძლება ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ, რომ უგულებელყონ ბიბლიური პრინციპები არა მარტო ამ საკითხში, არამედ სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც.

  ამ სიტუაციას სავსებით შეეხება იესოს გაფრთხილება გამდიდრებისაკენ უზომოდ სწრაფვის შესახებ:

  «არიან ეკლებში დათესილებიც, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა. მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა და სხვა ყველაფრის სურვილი იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება» (მარკოზი 4:18,19).

  ამ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, არ უნდა იბადებოდეს გაუგებრობები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უყენებენ დანიშნულ ძმებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს. ისინი ყველაფერში სამაგალითონი უნდა იყვნენ. მაგრამ თუ მათი არჩევანი, კერძოდ, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით, აუცილებელი ცხოვრებისეული პირობებით კი არაა განპირობებული, არამედ მდგომარეობისაკენ და სიხარბისაკენ სწრაფვით, და ამასთანავე მწყემსთა უკვე არსებული პასუხისმგებლობების უგულებელყოფას იწვევს, მაშინ ალბათ შეუძლებელია სუფთა სინდისით იმაზე საუბარი, რომ ასეთი ქრისტიანი თავის დანიშნულებას შეესაბამება.


რას ამბობს ბიბლია?



  ჩვენ განვიხილეთ ის ძირითადი კითხვები, რომლებიც იმ ქრისტიანებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს, რომლებიც არჩევნის წინაშე დგანან: უმაღლესი განათლება მიიღონ თუ პროფესიული განათლება. უდავოდ, ეს კითხვები სავსებით აქტუალურია, რადგან რეალური პრაქტიკა იმაზე მოწმობს, რომ «პერსპექტივის» თავდაპირველი მოლოდინები, ყველაზე ხშირად იმედგაცრუებით, სპეციალობის მიღების შემდეგ სასურველი სამსახურის არარსებობით, სწავლისათვის აღებული საგრძნობი ვალებით ან ქრისტიანული რწმენის ნგრევითაც კი მთავრდება. ყოველივე ეს, სამწუხაროდ, მწარე სიმართლეა. ჩვენს უკიდურესად არასტაბილურ დროში, არავის და არასოდეს არ ძალუძს სტუდენტისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ ის, მას შემდეგ რაც განათლებაზე წლებსა და მსხვილ თანხებს დაკარგავს, აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანახარჯებს მომავალი წარმატებული კარიერითა და  შესანიშნავი ხელფასით.

  ამ გარემოებების გათვალისწინებით, განა წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის პოზიცია რამე უცნაურს, როდესაც ქრისტიანებს ამგვარი «წყალქვეშა ქვების» შესახებ აფრთხილებს? მოწინააღმდეგეები ამ თემით სპეკულირებას ცდილობენ, ფაქტების დამახინჯებით და სიტუაციის ისე ჩვენებით, თითქოს ორგანიზაციისთვის საერთოდ მიუღებელია უმაღლესი განათლება და განიკითხავს ყველა მათგანს, ვინც ამგვარი განათლების მიღების გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, როგორც შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, რეალური სურათი სრულიად საპირისპიროა. ორგანიზაციის მიზანია არა აკრძალოს, არამედ მოუყვეს იმის შესახებ, თუ რა სდევს ხშირად ასეთ განათლებას. ამის მთავარი მიზეზი — ქრისტიანების დახმარების სურვილია, რომ თავის დააღწიონ ხაფანგებს, რომლებიც მათი რწმენისათვის სახიფათოს წარმოადგენს და ასევე, თავს აირიდონ ემოციური და ფინანსური სახის სერიოზული პრობლემები. არსებითად, ორგანიზაცია უმაღლესი განათლების იმ მხარეებს ხდის ფარდას, რომლთა აღიარებაც თავად უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებიც სტუდენტური ელექტორატის გაფართოვებით პირდაპირ არიან დაინტერესებული, არანაირად არ არის ხელსაყრელი.

  და აქ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: ეწინააღმდეგება თუ არა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ამსეთი პოზიცია ბიბლიის თვალსაზრისს და პირველ რიგში, ქრისტიანულ წერილებს?იქნებ, ის მოციქულები და იესოს მოწაფეები, რომელთაც ღმერთმა ბიბლიის ამ ნაწილის დაწერა შთააგონა, მოუწოდებდნენ ქრისტიანებს მნიშვნელოვანი ქვეყნიური განათლების მიღებისაკენ ან თუნდაც მას ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლების გვერდით აყენებდნენ? თუ ასეა, მაშინ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის დამოკიდებულება უმაღლესი განათლების მიმართ, უთუოდ, მცდარი და ღვთის თვალსაზრისის საპირისპიროა. მაგრამ თუ ახალი აღთქმა სრულიად საპირისპირო თვალსაზრიის უჭერს მხარს, მაშინ ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები გაბედულად შეგვიძლია წავუყენოთ თავად კრიტიკოსებს!

  კარგით, მოდი ეს საკითხი ბიბლიური სწავლების შუქში განვიხილოთ.

  არსებითად, ახალი აღთქმის დასაწყისშივე ხვდება მკითხველი მითითებას ბიბლიური განათლებისა და ღვთისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენების შესახებ. იესომ ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თავის სამთო ქადაგებაში.

«ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ» (მათე 6:31—33).

შეიძლება იესოს ბრალი დავდოთ იმაში, რომ მისი მოწოდება «უპირველესად» ღვთის სამეფოს ინტერესები ვეძებოთ და არა ცხოვრებისეული კომფორტი, ადამიანის "ნორმალური სოციალური სტატუსისათვის" საფრთხეს წარმოადგენს? არა. მაგრამ მსგავსი ბრალდებები რატომღაც იეჰოვას მოწმეების მისამართით ისმის, მაშინ როდესაც ისინი უბრალოდ იმეორებენ იესოს მოწოდებას.

  «და ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისათვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს» (მათე 19:29).

  «თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს» (ლუკა 9:23; 14:26,27).

  და ისევ, იესო არაორაზროვნად აყენებს ქრისტიანული ცხოვრების პრიორიტეტებს ოჯახურზე, ცხოვრებისეულსა და საქმიან ურთიერთობებზე მაღლა. ის ისეთ ფრაზებსაც კი იყენებს, როგორებიცაა «დატოვა» და «უარყოს»... დასდებენ კრიტიკოსები ბრალს ქრისტეს ასეთი მოწოდებებისათვის? არა. მაგრამ რატომღაც როდესაც იეჰოვას მოწმეები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ღვთის მსახურებაზე კონცენტრირება კარიერაზე მნიშვნელოვანია, მათ მაშინვე ბრალად სდებენ უმაღლესი განათლებისადმი «ზიზღს». განა უცნაური არაა?

  «მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის. ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე» (ფილიპელები 3:7,8).
განა «უგუნურებას» ვუწოდებთ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს, რომელიც, თავისი დროის საუნივერსიტეტო განათლებას, რომელიც მას ჰქონდა მიღებული, სხვა ცხოვრებისეულ დამსახურებებთან ერთად «წაგებასა» და «ნაგავს» უწოდებს? არა, არ ვუწოდებთ. მაგრამ როდესაც იეჰოვას მოწმეები ამბობენ პავლეს სიტყვების მსგავს რამეს, კრიტიკოსები მათ მაშინვე «უგუნურებად» მოიხსენიებენ! კვლავ ორმაგი სტანდარტების მაგალითია?

  ღვთივშთაგონებულ სხვა წერილში პავლე წერდა: «ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის» (1 კორინთელები 3:19).

  პავლე მთელ «ქვეყნიერების სიბრძნეს» აერთიანებს და მას «ღვთისთვის უგუნურებას» უწოდებს. თუ ასეა, მაშინ მოციქულის მიერ მოხსენიებულ «ქვეყნიერების სიბრძნეში», ბუნებრივია, ის სიბრძნეც შედის, რასაც მსოფლიოში «უმაღლეს განათლებას» უწოდებენ. ნუთუ პავლემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთ რამეს ამბობდა? «რა თქმა უნდა, არა» - იტყვიან კრიტიკოსები. მაშინ შეცდომას უშვებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები, როდესაც იმავეს ამბობენ, რაც მოციქულმა თქვა? «რა თქმა უნდა, კი» - იტყვიან იგივე კრიტიკოსები. მაშინ ნათელი ხდება, რომ პრობლემა მოციქულ პავლეს ან იეჰოვას მოწმეებს კი არ ჰქონიათ. პრობლემა კრიტიკოსებს აქვთ.

  საინტერესოა, რომ მოციქულების ეპოქის პირველ ქრისტიანებს შორის, არსებული ცნობების თანახმად, ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, ვისაც თავისი დროის განსაკუთრებული განათლებით შეეძლო ეტრაბახა. მოციქული პავლე პირდაპირ ამაზე მიუთითებს, როდესაც წერს:

  «თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი: ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი, ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად. ღმერთმა ისინი ამოირჩია, ვინც ქვეყნიერებაში მდაბიოები, დამცირებულები და არარსებულები არიან, რათა ბოლო მოუღოს არსებულებს» (1 კორინთელები 1:26-28).

  რა მიზნით წერს პავლე ამ სიტყვებს? იმაზე წუხს, რომ მისი თანამორწმუნეები თავისი დროის უმაღლესი განათლების მიღებისაკენ არ მიილტვიან? ან იქნებ, მათ დარწმუნებას ცდილობს, რომ უფრო «ხორციელად ბრძენნი» ან უფრო «განათლებულები» გახდნენ? თუმცა მოციქული აქვე წერს:
«სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა ღმერთმა უგუნურებად არ აქცია ქვეყნიერების სიბრძნე? ...რადგან ღვთის "უგუნურება" ადამიანებზე ბრძენია და ღვთის "სისუსტე" - ადამიანებზე ძლიერი» (1 კორინთელები 1:20,25).

  სრულიად ნათელია, რომ პავლე ქრისტიანულ პრიორიტეტებს  იმ «სიბრძნეზე» გაცილებით მაღლა აყენებს, რომელიც ქვეყნიერებაში ფასობს. «ხორციელი სიბრძნე» და «დიდგვაროვნობა», მოციქულის სიტყვებით, ხშირად «ღვთის წინაშე კვეხნას» შეიძლებოდა მიწერილიყო (1 კორინთელები 1:29). მაშ განა, დაიწყებენ კრიტიკოსები პავლესათვის ბრალის დადებას იმაში, რომ ის «უვიცობისა და გაუნათლებლობისაკენ» მოუწოდებდა? არა, არ დაიწყებენ. მაგრამ სამაგიეროდ დიდი მონდომებით დასდებენ ამაში ბრალს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მთელი სერიოზულობით მიმართავენ საკუთარ ყურადღებას პავლეს მიერ ნათქვამი ამ სიტყვებისაკენ.

  მოდით კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანოთ იესოს მოციქულების სახით. მათზე ნათქვამია, რომ ისინი «უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ» (საქმეები 4:13). ნიშნავდა ეს იმას, რომ მოციქულები სინამდვილეში გაუნათლებლები ან უვიცები იყვნენ? არანაირად. ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მათ იერუსალიმის უმაღლეს სკოლებში არ მიუღიათ განათლება. ამავდროულად, განა რამენაირად მაინც ამცირებს ეს გარემოება მოციქულებს ჩვენს თვალში? არანაირად. მაგრამ თუ იეჰოვას მოწმე იტყვის, რომ მან უმაღლეს განათლებას ქრისტიანული მსახურება არჩია, მაშინ მას კრიტიკოსები მაშინვე ბრალს დასდებენ, რომ ის «ზომბირებულია» და «საღად აზროვნება არ შეუძლია». ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ორმაგი სტანდარტების მაგალითს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგეები ხშირად იყენებენ.

  როდესაც ბიბლია იმის შესახებ მოგვითხრობს, რომ მოციქულები ღვთიური ჭეშმარიტებისა და ღვთისადმი მსახურების გამო თავის მომგებიან საქმეებს ტოვებდნენ და ღვთის სიტყვის მქადაგებლები ხდებოდნენ, მაშინ კრიტიკოსებში ეს არავითარ პრეტენზიებს არ იწვევს (მათე 4:18—22; 9:9). მაგრამ თუ რომელიმე იეჰოვას მოწმე მოციქულების მაგალითის მიყოლით ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს, მას მაშინვე «ფანატიზმში» სდებენ ბრალს.

  რადგან ვერ ბედავენ, რომ ბიბლიას, ქრისტესა და მის მოციქულებს დასდონ ღიად ბრალი იმაში, რომ ისინი სულიერ განათლებას საერო განათლებაზე გაცილებით მაღლა აყენებდნენ, კრიტიკოსები სრული მზადყოფნით მიმართავენ ამ ბრალდებებს იეჰოვას მოწმეების მისამართით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიურ მითითებებს მიჰყვებიან. თუმცა, ეს ილეთი კარგადაა ცნობილი. აი ამიტომ აღარ იღებენ თავად იეჰოვას მოწმეები მსგავს ბრალდებებს სერიოზულად. უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული, სხვა და სხვა აქტუალური საკითხების შეხსენებითა და ამავდროულად ქვეყნიურ ფილოსოფიაზე მაღლა ბიბლიური ჭეშმარიტებების დაყენებით, იეჰოვას მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის ცნობილ პრინციპებს მიჰყვებიან და არანაირად არ იგონებენ რაიმე სახის საკუთარ იდეებს. როდესაც კრიტიკოსები ქრისტიანებს ამაში სდებენ ბრალს, ამით ისინი ბიბლიური დარიგებებისადმი საკუთარ ფარულ უთანხმოებას ააშკარავებენ.

  სხვათა შორის, ბოლო არგუმენტის სახით, შეიძლება გამოიყენონ მოსაზრება იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლება ადამიანს გონებრივ განვითარებაში და ერუდიციის გაფართოვებაში ეხმარება. ამაზე არავინ არ დავობს. უდაოდ, იეჰოვას, როგორც ყოვლისმცოდნე ღმერთს, სურს, რომ მისი მსახურები განათლებული და განვითარებული ადამიანები იყვნენ (1 სამუელი 2:3; იგავები 1:5, 22). მაგრამ ის ამასთანავე მოგვიწოდებს «შევინარჩუნოთ სიბრძნე და ჭკუა» (იგავები 3:21). იგივე შეეხება დამატებითი განათლების არჩევის საკითხსაც. როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორი განათლება მიიღოს, ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს, «რა უფრო მნიშვნელოვანია» (ფილიპელები 1:9, 10). თანამედროვე ქრისტიანები ბრძნულად იქცევიან, თუ განათლებას საღად უყურებენ, არ მიაწერენ მას გამოგონილ მნიშვნელობებს და იგნორირებას არ უკეთებენ რეალურ ნაკლოვენაბებსა და ხარჯებს, რომლებიც მის მიღებასთანაა დაკავშირებული.

  ამასთანავე, რეალობა გვკარნახობს, რომ, თუ საქმე მართლა ერუდიციის ამაღლებაზე და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე დგას, მაშინ ამ ამოცანის მისაღწევად, უნივერსიტეტების აუდიტორიებში მრავალწლიანი ჯდომა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტილებას. ჩვენს დროში, როდესაც ინფორმაციაზე წვდომა პრაქტიკულად რამოდენიმე წამის საქმედ იქცა, საერთოდ უცნაურია იმის მოსმენა, რომ თითქოსდა მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით შეიძლება გაცილებით განვითარებულ ადამიანად ჩამოყალიბება. ამისათვის საკმაოდ დიდი თანხების გადახდა, მშობლიური სახლის დატოვება და საკუთარი სიცოცხლის წლების დახარჯვა, ნაკლებად წარმოადგენს ცოდნის მიღების საუკეთესო გზას. დღეს იმის მრავალი მაგალითი არსებობს, როდესაც ადამიანები, რომლებიც თვითგანათლებით არიან დაკავებული, ერუდიციის, პროფესიონალიზმისა და ცოდნის ფლობის დონით, დიპლომის მფლობელებზე გაცილებით მაღლა დგანან. საქმე, არსებითად, საკუთარი თავის ფლობასა და ორგანიზებულობაში მდგომარეობს.

  «კარგი და საინტერესო საქმე ტვინს არანაკლებ ანვითარებს. ამას ნებისმიერი ინტელექტუალური ძალისხმევა აკეთებს. ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის იპოვის, თუ რა ისწავლოს ცხოვრებისაგან. აქ, უფრო, სწავლის სურვილი თამაშობს მთავარ როლს და არა ის, თუ სად სწავლობ. უკვე ხუთი წელია მუშაობთ და ყველაფერი იცით? არსებობს ვიკიპედია, პროფესიული ფორუმები, ჭკვიანური წიგნები და საკითხავი მასალა. თვითგანათლება — ძალიან საინტერესოა და რთული არაა» («თანამედროვე განათლების 10 მითი»).

   ასე რომ ზემოთ გახმოვანებული მტკიცებულება გონებრივი განვითარების შესახებ ნაკლებად ჟღერს გულწრფელად და მართებულად. ეს, უფრო ალბათ, იმ ქრისტიანებისათვის «ფანატიზმისა» და «უვიცობის» მიწერის მორიგი მცდელობაა, რომლებსაც გონივრული განსჯის უნარი აქვთ, მაშინ როდესაც თავად ბრალმდებლები უფრო მეტად ხვდებიან ამ ბრალდებების ქვეშ...


  როდესაც განათლების ფასეულობებზე მსჯელობენ, ქრისტიანებს ახსოვთ უდაო ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ «მასში [იესოში] საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი» (კოლოსელები 2:3). ვერავითარი «ადამიანური ადათ-წესები» და «ქვეყნიერების პრინციპები» ვერ გახდიან ადამიანს იმაზე მეტად განათლებულს, ვიდრე ქრისტესაგან მომდინარე განათლება, «რადგან მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე» (კოლოსელები 2:8,9). ღვთაებრივი განათლების მნიშვნელობასა და უპირატესობას თავად იესოც ნათლად აღიარებდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც რაბინულ მასწავლებლებს ანცვიფრებდა წმინდა წერილების სფეროში საკუთარი ცოდნით, იესო, ამასთანავე, არ ეძებდა იმის შესაძლებლობას, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა თავისი დროის უმაღლესი განათლება მიეღო (ლუკა 2:40-50). თუმცა იმის მცირედი ეჭვიც კი არ არსებობს, რომ სურვილის შემთხვევაში მას იოლად შეეძლო ამ მიზნის მიღწევა. ის მას არ დასჭირვებია არც პროფესიის მისაღებად, რომელიც მის ცხოვრებას უზრუნველყოფდა, არც გააზრებული და გაჯერებული ცხოვრებისათვის და არც კარგი რეპუტაციის შესაქმნელად ღვთისა და ადამიანების თვალში. და იესოს საუბრები, რომელიც იმ «ხალხს განაცვიფრებდა», რომლებიც ხედავდნენ, რომ «ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები», აგებული იყო არა ქვეყნიერების სიბრძნეზე, არამედ ღვთის სიტყვაზე (მათე 7:28,29). განა ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება იესოზე, როგორც გაუნათლებელ და წარუმატებელ ადამიანზე, რომელსაც განათლების სფეროში ადამიანური რეგალიები და პროფესორის სტატუსი აკლდა? არა, პირიქით, იესომ თქვა: «თქვენ დაბლიდან ხართ, მე - მაღლიდან» (იოანე 8:23). არსებითად, ზუსტადაც რომ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული მისი განათლება იყო მართლა უმაღლესი! მაშინ, როდესაც ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებულ განათლებას მხოლოდ უმდაბლესისი სტატუსზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია...

  ამასთან დაკავშირებით ძალიან სამაგალითოა სიტყვები ღვთის სიტყვის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც გამოთქვა XX საუკუნის პირველი ნახევრის მეცნიერმა და უნივერსიტეტის პედაგოგმა უილიამ ლაიონ ფელპსმა:
  «ნებისმიერს, ვინც ღრმად იცის ბიბლია, ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს განათლებული. ვერაფერი: ვერც ყველაზე დიდი ერუდიცია, ვერც ყველაზე ბრწყინვალე განათლება — ვერ შეძლებენ... ამ ცოდნის ჩანაცვლებას. […]ჩვენი იდეებისა და ცოდნისთვის, ჩვენი ფილოსოფიის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნებისა და ჩვენი იდეალებისათვის, ჩვენ ბიბლიას უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ, ვიდრე ერთად აღებულ ყველა დანარჩენ წიგნს... დარწმუნებული ვარ, რომ საუნივერსიტეტო განათლების გარეშე ბიბლიის ცოდნა უფრო ფასეულია, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლება ბიბლიის ცოდნის გარეშე».

  როგორც ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა აღიარა, «ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი სამართალს ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში. მაგრამ ის, რაც მე მას შემდეგ გავიგე, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გაცილებით უსწრებდა იმ ცოდნას, რომელიც უნივერსიტეტში მივიღე. იქ მე მეცადინეობა მასწავლეს; ბიბლიამ კი ცხოვრება მასწავლა» («საგუშაგო კოშკი», 15 სექტემბერი 1994 წ., გვ. 27 [რუს.]).


დასკვნა


  წინამდებარე სტატიაში ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ უმაღლესი განათლებისადმი იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულების საკითხი. მიუხედავად მოწინააღმდეგეების მხრიდან არსებული სურვილისა, რომ ამ საკითხს ორგანიზაციის მხრიდან ქრისტიანებისათვის უმაღლესი განათლების აკრძალვის ელფერი მისცენ, მოყვანილი ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ. რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს, ისევე როგორც ადრე, მრავალი იეჰოვას მოწმე, უნივერსიტეტებშიც აბარებენ, უმაღლეს განათლებასაც იღებენ და ამასთანავე კარგი რეპუტაციითაც სარგებლობენ კრებებში.

  ამასთანავე იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, მიჰყვება რა ბიბლიურ პრინციპებს, იმ სერიოზულ პრობლემებსაც ახმოვანებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებასთანაა დაკავშირებული. ეს არანაირად არ მეტყველებს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ გამოგონილ რაღაც აკრძალვაზე, რომელსაც თითქოსდა იეჰოვას მოწმეებთან აქვს ადგილი. ზუსტად ისევე, როგორც ტელევიზორის ყურებასთან, ალკოჰოლის გამოყენებასა და ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებული გაფრთხილებები არ გულისხმობს ამ საკითხებში რაიმე სახის აკრძალვას, არამედ უბრალოდ ქრისტიანებს მოუწოდებენ, რომ გონივრულად მიუდგნენ ამ საკითხებს. როგორც ბიბლიაც გვაფრთხილებს, «ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები» (1 კორინთელები 6:12). ზუსტად ამავე პრინციპს მისდევს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

  ის, თუ რამდენად საფუძვლიანია უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები, მკითხველს შეეძლო წინამდებარე სტატიიდან გაეგო. ამასთანავე შესაძლებელი იყო იმაში დავრწმუნებულიყავით, რომ მოყვანილი სირთულეები რაიმე გამოგონილს კი არ წარმოადგენს, არამედ მათ მიერაც კია აღიარებული, ვისაც არავითარი შეხება არ აქვთ იეჰოვას მოწმეებთან. მანამ, სანამ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ქრისტიანი უნდა აცნობიერებდეს ზოგიერთ სერიოზულ გარემოებებს. უნივერსიტეტში სწავლება არც თუ მცირე ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება ვალებში გადავარდეს ან მთლიანად თავით გადაეშვას მუშაობაში. ეს თავის მხრივ ქრისტიანის სულიერ მდგომარებაზე შეიძლება აისახოს. რეალურად გააჩნია თუ არა ასეთ ქრისტიანს იმის გონივრული შესაძლებლობები, რომ უნივერსიტეტშიც ისწავლოს და საკუთარი სულიერი ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს? იესოს სიტყვებს ხომ არ გვახსენებს ეს?

  «რომელიმე თქვენგმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს, და ყველამ, ვინც დაინახავს, მასხრად აიგდოს. იტყვიან, ამ კაცმა მშენებლობა დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო» (ლუკა 14:28-30).

  უნივერსიტეტში სასწავლებლად თუ სხვა ქალაქში გადასვლაა საჭირო, ოჯახისგან და თანამორწმუნეებისაგან ასეთი მოწყვეტა ნეგატიურად ხომ არ აისახება მოზარდზე? აცნობიერებენ თუ არა თავად ახალგაზრდა და მისი მშობლები იმ ქვეყნიური თანატოლების «ცუდი საზოგადოების» საფრთხეს, რომლებთან ერთადაც მოუწევს ქრისტიან ახალგაზრდას რამოდენიმე წლის განმავლობაში სწავლა და ცხოვრება? (1 კორინთელები 15:33). უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, გათვალისწინებულია თუ არა ისეთი საგნების სწავლება, სადაც სტუდენტებს  ისეთ იდეებს ასწავლიან, რომლებიც შეუთავსებელია ქრისტიანულ შეხედულებებთან? მზადაა თუ არა ქრისტიანი სწავლის სერიოზული დატვირთვისათვის და ეს მისი ქრისტიანული მსახურებისათვის შემაფერხებელი ხომ არ აღმოჩნდება?

  გარდა ამისა, იმ ქრისტიანს, რომელსაც უმაღლესი განათლების მიღება სურს, ნამდვილად გააჩნია თუ არა სწორი შეხედულება მის ცხოვრებაში უნივერსიტეტის დიპლომის როლზე? დარწმუნებულია თუ არა იგი, რომ ის წლები და ძალები, რომელსაც ამ მიზნისათვის დახარჯავს, მართლაც გაამართლებენ მის მოლოდინებს? ესმის თუ არა მას, რომ იმ სტუდენტების უმრავლესობამ, რომლებმაც უნივერსიტეტი დაამთავრეს, საბოლოოდ მაინც ვეს შეძლეს სასურველი პროფესით სამსახურისა და სასურველი ხელფასის მიღება? თუ მთავარ მიზეზს, რის გამოც ქრისტიანი უმაღლესი განათლებისაკენ ისწრაფვის, მისი და მისი ოჯახის სათანადო მატერიალურად უზრუნველყოფაზე ფიქრი წარმოადგენს, მაშინ იცის თუ არა მან, რომ საიმედო პროფესიის მიღება და ღირსეული შემოსავლის ქონა მას საშუალო სპეციალური განათლებითაც შეუძლია, რომელიც დღეისათვის ძალიან მოთხოვნადია და, ამასთანავე, გაცილებით ნაკლებ დროსა და ფინანსურ ხარჯებს საჭიროებს?

  უმაღლესი განათლების აუცილებლად მიღების სურვილში, ხომ არ იმალება მაღალი სოციალური მდგომარეობისაკენ და მათი მხრიდან პატივისცემის მოპოვებისაკენ სწრაფვა, ვინც ადამიანების, მათი ქონებით შეფასებასაა მიჩვეული? ასეთ შემთხვევაში პირველ ადგილს ადამიანური პატივმოყვარეობა და სიამაყე ხომ არ იკავებს? თუ ასეა, მაშინ რამდენად შეთავსებადია ასეთი მოტივები ქრისტიანულ თავმდაბლობასთან და სურვილთან «წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით»? (1 ტიმოთე 2:2).

  ყველა ამ და მსგავს კითხვებს წინამდებარე სტატიაში უკვე შევეხეთ. ზუსტად ამავე სერიოზულ საკითხებს ექცევა ყურადღება იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციაბში, როდესაც საუბარი დამატებითი განათლების მიღებას ეხება. როგორც შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, მოცემული საკითხები პირდაპირ ეხება ქრისტიანულ ცხოვრებას და ძალიან უცნაური იქნებოდა, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას ყურადღების გარეშე რომ დაეტოვებინა ისინი. მიიღოს თუ არა უმაღლესი განათლება, გადაწყვეტილებას საბოლოოდ თავად ქრისტიანი იღებს. ზოგმა ყველა «პლიუსისა» და «მინუსის» აწონ-დაწინვა შესძლო და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელი იყო მათთვის. მათ შეძლეს უნივერსიტეტში განათლების მიღება ისე, რომ სანაცვლოდ მსხვერპლად არ გაუღიათ საკუთარი ქრისტიანული მსახურება და სუფთა სინდისი ღვთის წინაშე. თანაც ასეთი ქრისტიანების რიცხვი ძალიან დიდია. მაგრამ საუბედუროდ სამწუხარო მაგალითებიც არსებობს, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებების აქტუალურობას. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ბრძნულად და გონივრულად იქცევა, როდესაც, თუმცა არ უკრძალავს ქრისტიანებს უმაღლესი განათლების მიღებას, მაგრამ არც იმ საფრთხეებისა და სერიოზული სირთულეების შესახებ ავიწყდება შეხსენებების მიცემა, რომლებიც ამ არჩევანთანაა დაკავშირებული.

დოკუმენტური ფილმი "სპილოს ძვლის კოშკი" (უმაღლესი განათლების პრობლემები აშშ-ში)

-----------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

1 комментарий:

  1. ძალიან დამაჯერებელია მადლობთ

    ОтветитьУдалить