четверг, 25 июня 2015 г.

წინასწარ განსაზღვრა თუ არა ღმერთმა ჩვენი სიცოცხლის დღეები?




ერთხელ მე უკვე შევეხე წინასწარ განსაზღვრის თემას, როდესაც წიგნ გოდებას 3:37 მუხლს განვიხილავდი. როგორც მე ვწერდი, ეს მონაკვეთი დიდი ხნის განმავლობაში არ ჯდებოდა ღვთის პიროვნების შესახებ ჩემს წარმოდგენაში, რომლიც სრულიად ბიბლიაზეა დაფუძნებული, სანამ უფრო ზუსტ თარგმანებს არ მივმართე. ასეთმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა წინასწარ არ განსაზღვრავს და წინასწარ არ განჭვრეტს აბსოლუტურად ყველა მოვლენას, რაც მსოფლიოში ხდება[1]



გამოყენებული ბიბლიის თარგმანიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება კიდევ შეგხვდეთ რამოდენიმე ადგილი, რომლებიც წინასწარ განსაზღვრის იდეას ატარებს. ერთ-ერთ ასეთ ადგილს სბს-სტოკჰოლმი 2001-ში წარმოადგენს — ფსალმუნების 138:16 [139:16 სხვა თარგმანებში]. როგორც სპეციალისტები აღიარებენ, ეს ძალიან რთულად სათარგმნი ადგილია; ზოგიერთი იმასაც კი ვარაუდობდა, რომ ორიგინალი დამახინჯებული იყო. რაში მდგომარეობს სირთულე? აქ მე დაწვრილებით განვიხილავ ერთ გრამატიკულ ნიუანსს, რომელიც დაგვეხმარება არჩევნის გაკეთებაში ამა თუ იმ თარგმანის სასარგებლოდ. მაგრამ ჯერ სხვადასხვა ვერსიებს გავეცნოთ.

იმ აზრის მიხედვით, რომელსაც ამ მუხლში დებენ, ჩემთვის ხელმისაწვდომი ბიბლიის ყველა ინგლისური თარგმანი შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. შედარებით კონსერვატიული თარგმანები, მათ შორის King James Version, Darby Translation, Wycliffe Bible, Young's Literal Translation, ამ მუხლში არ დებენ ბედისწერის იდეას. და პირიქით, შედარებით თანამედროვე ვერსიები, როგორც წესი, პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერენ აზრს წინასწარი განსაზღვრის შესახებ. [2] მცირე გამონაკლისთა შორისაა — ახალი ქვეყნიერების თარგმანი, რომელიც, მიუხედავად თანამედროვეობისა, მოცემულ შემთხვევაში ტრადიციულ ინგლისურ თარგმანებთან უფრო ახლოსაა. მოდით მისი ქართული თარგმანი, თარგმანს სბს-სტოკჰოლმი 2001 შევადაროთ. ძირითადი განსხვავება იოლი შესამჩნევია:
1. ახალი ქვეყნიერების თარგმანი: «შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაშინ, როცა ჯერ არცერთი მათგანი არ არსებობდა». 
2. სბს-სტოკჰოლმი 2001: «ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არცერთი მათგანი».
სბს-სტოკჰოლმი 2001-ის მკითხველი აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ თითოეული ადამიანის მომავალი ღვთის მიერ ზედმიწევნითაა წინასწარ განსაზღვრული, რაც ნიშნავს, რომ არჩევნის თავისუფლება არ არსებობს და ის ვერასოდეს გადაუხვევს წინასწარ განსაზღვრული გზიდან. ეს იდეა სრულიად ბიბლიურ სწავლებასთან მოდის დაპირისპირებაში. ახალი ქვეყნიერების თარგმანი კი სრულიად განსხვავებულ აზრს გადმოგვცემს — ადამიანის ორგანიზმის ეტაპობრივი განვითარების გეგმის შესახებ, რომელიც უჯრედის ბირთვშია ჩაწერილი და რომელიც მხატვრული ენით «წიგნსაა» შედარებული.

თუ ძველებრაულ მასორეტულ ტექსტს მივმართავთ, მასში არ არის სიტყვა «ნაწილი» (ინგლ. parts ან members), რომელიც ორგანიზმის ნაწილებზე მიუთითებდა. მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, რომ სბს-სტოკჰოლმი 2001 უფრო ზუსტად გადმოსცემს ორიგინალის აზრს, რადგან სიტყვებს არ ამატებს. აზრის აღდგენის გამო ჩამატება — ნებისმიერი თარგმანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ შორის სბს-სტოკჰოლმი 2001-საც, სადაც ასეთი სიტყვები კურსივითაა აკრეფილი. აქ ყურადღება სხვა რამეს უნდა მივაქციოთ: სიტყვების ჩამატება რომ თავიდან აეცილებინათ, სბს-სტოკჰოლმი 2001-ისა და მისი მსგავსი თარგმანების რედაქტორებმა ერთი პატარა სიტყვის აზრი დაამახინჯეს «გადმოცემის გამართულობისათვის».

ეს ებრაული სიტყვაა კულლამ (כֻּלָּ֪ם), რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება (כל და הם) და პირდაპირი გაგებით ნიშნავს «ყველა ისინი». თუ მოთმინება გეყოფათ, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, რომ ბიბლიაში ამ სიტყვის გამოყენების აბსოლუტურად ყველა 80 შემთხვევაში ეს სიტყვა  ეხება ანტეცედენტს, ანუ არსებით სახელს, რომელიც ცოტა ადრე იყო მოხსენიებული თხრობაში. ეს ყველაზე ლოგიკური სიტყვების წყობაა.

მაგრამ ანტეცედენტი წინამდებარე მუხლებში არ არის. კერძოდ, ზუსტად ამაში მდგომარეობს მთელი პრობლემა. ებრაული ტექსტი რომ სიტყვასიტყვით ეთარგმნათ, ის ძალიან არეულად გაიჟღერებდა, როგორც ეს რობერტ იანგის ვერსიიდან ჩანს: «ჩემი ჩამოუყალიბებელი არსება შენმა თვალებმა იხილეს, და შენს წიგნში ყველა ისინი ჩაწერილია, დღეები [როდესაც] ისინი ჩამოყალიბდნენ — და არც ერთი მათგანი». დააკვირდით, რომ სიტყვათაკავშირს «ყველა ისინი» იანგი აკავშირებს არა დღეებთან (პოსტცედენტთან), არამედ რაღაც სხვასთან — თუ კონკრეტულად რასთან, ის არ მკითხაობს, და ამას არც ითხოვს სიტყვასიტყვითი თარგმანი.

აზრობრივმა თარგმანებმა, ბუკვალური თარგმანებისაგან განსხვავებით, აზრები ნათლად და სრულად უნდა გადმოსცენ და მოცემულ შემთხვევაში მათი ავტორები არცთუ იოლი არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ:

1) გამოეტოვათ უხერხული ნაცვალსახელი «ისინი», ისე რომ გამოსულიყო «ყველა [...] დღეები», ან...
2) შეეცვალათ ეს ნაცვალსახელი  ნაგულისხმები ანტეცენდენტით და არ შეეცვალათ სინტაქსისი.

უმრავლესობა პირველი გზით წავიდა, სინტაქსისის წესები დაარღვიეს, მაგრამ სამაგიეროდ ბედისწერის დოქტრინას მხარი დაუჭირეს. მეორე ჯგუფი ჩასანაცვლებლად სხვადასხვა ვარიანტებს წარმოადგენდა,[3] მაგრამ ყველაზე ხშირად ჟღერდა მოსაზრება, რომ «ისინი» — ეს ემბრიონის ნაწილები ან ორგანოები იყო, რომლის შესახებაც მუხლის დასაწყისშია საუბარი.

ამგვარი დეტალებისა და ასევე ფსალმუნის მონტექსტის გათვალისწინებით, სავსებით გონივრული გვეჩვენება დავეთანხმოთ ასეთ ლამაზ და გააზრებულ თარგმანს:
«ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, 
თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.
საოცარია შენი საქმეები
და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა. 
არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები,
როცა დაფარულში შევიქმენი,
როცა დედამიწის სიღრმეებში ვიყავი მოქსოვილი. 
შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი
და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,
როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო,
მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა».
ფსალმუნები 139:14–16, ახალი ქვეყნიერების თარგმანი

________________________

1 რა თქმა უნდა, კონკრეტული ბიბლიური წინასწარმეტყველებების გარდა.
თუმცა, არსებობს რთულად გარჩევადი, მაგრამ არსებითი განსხვავება წინასწარ განსაზღვრასა (გადაწყვიტა — გააკეთა) და წინასწარ განჭვრეტას (შეიტყო — მოხდა) შორის. წინასწარ განჭვრეტა, ანუ მომავლის გაგების შესაძლებლობა მასზე ზემოქმედების მოხდენის გარეშე, შეიძლება შესაძლებელი იყოს მხოლოდ სამყაროს «დეტერმინისტული» მოწყობის პირობებში. დეტერმინიზმი — ესაა სწავლება ყველა მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ ერთი ზუსტად განსაზღვრული შესაძლო მომავალი. ამ სწავლების კონტექსტში ადამიანის თავისუფალი არჩევანი ილუზია და თავისმოტყუებაა, რამდენადაც ჩვენ მიერ მიღებული ყველა «გადაწყვეტილება» ფიზიკური პროცესებითაა განპირობებული, რომლებიც ჩვენი «ნებისაგან» დამოუკიდებლად ხდება (და აუცილებლად მოხდებოდნენ).

2 გარდა მეფე იაკობის ბიბლიის რიგი თანამედროვე რევიზიებისა, ასევე 2006 წლის Easy-to-Read Version გამოცემისა. ხოლო რაც შეეხება სხვა ენებზე უძველეს თარგმანებს, ისეთებს როგორებიცაა სეპტუაგინტა და ვულგატა, ისინი, როგორ წესი, მინიშნებას აკეთებენ წინასწარ განსაზღვრაზე.

3 მაგალითად, უინკლიფმა ივარაუდა, რომ «ყველა ისინი» — ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დროთა განმავლობაში იბადებიან და ღვთის სიმბოლურ «წიგნში» არიან ჩაწერილები.

---------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: bibleapology.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий