воскресенье, 25 января 2015 г.

წმინდანთა კურორტი თუ ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება?




თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?
«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»
არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?
მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?
არ მინდა სწავლა!



თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?



  ერთხელ მშვენიერი აზრი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დროთა განმავლობაში, იმ ადამიანს ვინც ჭეშმარიტება მიიღო, ჩამოუყალიბდეს გაგება, მის ცხოვრებაში ქრისტიანული კრების როლის შესახებ.

  სულ თავიდან, როდესაც ბიბლიას ეს ესაა გავეცანით, მრავალი ჩვენგანი კრებას აღიქვავდა, ძირითადად, როგორც მადლიან და გამამხნევებელ ადგილს, სადაც შეგვეძლო გავქცეოდით დამთრგინველ ცხოვრებისეულ საზრუნავსა და ფიქრებს და გვეპოვა კარგი და სულიერად აღმშენებელი ურთიერთობა და მეგობრები. და კრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რაღა თქმა უნდა, სწორი იყო. ამასვე აღნიშნავს ასევე ბიბლიაც «რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!» (ფსალმუნი 133:1; შეადარეთ ესაია 66:10-14).


  თუმცა, დრო გადიოდა, ჩვენ თავი მივუძღვენით იეჰოვას და, როდესაც სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად ღვთისადმი მსახურების გზა ავირჩიეთ, მის კრებას ყურება დავუწყეთ უკვე არა უბრალოდ როგორც პირადი სულიერი და ემოციური განახლების ადგილს, არამედ პირველ რიგში როგორც შესაძლებლობას ვიყოთ იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაწილი. ღვთის კრება ჩვენთვის შემოქმედისადმი თაყვანისცემის ერთგვარ ხილულ ცენტრად იქცა, და ჩვენ სულ უფრო მეტად გვსურდა მისადმი მსახურებისა და მისი სახელის განდიდების თანამონაწილეები ვყოფილიყავით.
  «მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის. ადიდონ იგი შესაკრებელში და მოხუცებულთა კრებულში აქონ» - მოგვიწოდებს წმინდა წერილი (ფსალმუნი 107:31,32; 22:22-25). 
  და ეს შეხედულება ქრისტიანულ კრებაზე ისევე სწორია, როგორც შეხედულება, ქრისტიანთათვის სულიერი გამხნევებისა და მხარდაჭერის ადგილის შესახებ (მათე 11:28-30).

  თუმცაღა ღვთის კრების როლის შესახებ ჩვენი გაგება ამით როდი შემოიფარგლა. რადგან როდესაც თავისი თანამორწმუნეების გარემოცვაში იმყოფება, ქრისტიანი სულ უფრო ნათლად ითვისებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. მის არსს კარგად ირეკლავს ბიბლიური სხვა ცნობილი მოწოდება:
  «ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას» (ებრაელები 10:24,25). 

  ამ სიტყვებისადმი ყურადღებით მოპყრობა იმის გაგებაში გვეხმარება, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სხვა თანამორწმუნეების მხრიდან მხოლოდ გამხნევების მიღებისკენ კი არ აღძრავს, არამედ, პირიქით, იმისკენ, რომ ქრისტიანი თავად ცდილობდეს «წაახალისოს [სხვები] სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის» და «გაამხნეოს» თავისი კრების წევრები და გაამაგროს მათი რწმენა და დამოკიდებულება ღვთისა და თანამორწმუნეების მიმართ. აქედან გამომდინარეობს, რომ, როდესაც ადამიანი ქრისტიანულ კრებაში იმყოფება, მორჩილად უნდა სწავლობდეს ღვთის ნების შესრულებას, ქრისტიანული კრების სხვა წევრებზე საკუთარი შეხედულების, ღვთიურ შეხედულებასთან შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი აზროვნება ცნობილი ბიბლიური პრინციპის შესაბამისი იქნება: «უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქმეები 20:35). შესაბამისად, თუ «მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე [არ] იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც», ამით ვაჩვენებთ, რომ «ისეთივე აზროვნება [გვაქვს], როგორიც იესო ქრისტეს ჰქონდა» (ფილიპელები 2:4,5).

  ეს შეგვიძლია იალქნიან გემზე მყოფ ადამიანებს შევადაროთ. ზოგი მათგანი – მგზავრი, დამსვენებელი და გარშემომყოფი სილამაზით ტკბობის მოყვარულია. სხვები კი – მეზღვაურები არიან, რომლებიც მუხლჩაუხრელად ადევნებენ თვალს ამ გემის მოძრაობას და მგზავრების კომფორტს უზრუნველყოფენ. შენ თუ ასეთი «იალქნიანი» ორგანიზაციით მიცურავ, რომელთა შორის ხედავ საკუთარ თავს: დროებით მყოფ «მგზავრებს» შორის, რომლებიც მხოლოდ სიამოვნებისა და კომფორტის მიღებაზე არიან კონცენტრირებულნი; თუ ილტვი ეკიპაჟის მუდმივი წევრი გახდე – «მეზღვაური», რომელიც სხვებზე ზრუნავს?


  ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მითითებების შუქში ძნელი არ არის დავასკვნათ: იეჰოვა თავის მიწიერ კრებას იყენებს როგორც სკოლას, ყოველი ცალკე აღებული ქრისტიანის სერიოზული და ღრმა განსწავლისათვის, იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოს და გამოასწოროს ასეთი ადამიანის ინდივიდუალური არასწორი ნაკვთები და მასში ჭეშმარიტად ქრისტიანული თვისებები ჩამოაყალიბოს! და ღვთის ასეთი ქმედებები არ შეიძლება აღფრთოვანებას არ იწვევდეს! რადგან იეჰოვა, არსებითად, ადამიანთან ინდივიდუალურად მუშაობს, და ამავდროულად ერთგვარ ინსტრუმენტად სხვა ქრისტიანების საზოგადოებას იყენებს.


  შეიძლება, ვინმეს ცოტა უცნაურად მოეჩვენოს მოცემული გარემოება. და დარწმუნებული ვარ მას ნამდვილად არ დაეთანხმებიან ის ლიბერალურად განწყობილი პირები, რომლებსაც საკუთარი სულიერი ძმებისაგან და დებისაგან დისტანცირება სჩვევიათ და აცხადებენ, რომ «საჭირო არ არის» ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული პირადი დასწრება. თუმცაღა, ამ უკანასკნელებზე სავსებით ნათლად და არაორაზროვნად ამბობს ღვთის სიტყვა: «განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს, იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის» (იგავი 18:1). და მიუხედავად მსგავსი საწინააღმდეგო აზრებისა ის გარემოება, რომ ღმერთი თავის კრებას თავისი ცალკე აღებული ყოველი მსახურის დასწავლისა და გამოსწორებისათვის იყენებს, აშკარა მხარდაჭერას პოულობს მრავალ ბიბლიურ მაგალითში.


  კარგადაა ცნობილი, რომ წმინდა წერილი იესოს სწავლებას «გზას» უწოდებს, რომელზე დადგომითა და სიარულითაც ადამიანს შეუძლია თავის «სრულყოფილ ზეციერ მამას» დაუახლოვდეს (მათე 5:48; იოანე 14:6). ამ «გზით»,თავისთავად ცხადია, ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა დადიოდეს (საქმეები 9:2; 22:4). თუმცა ქრისტიანობა, საკუთარ თავში, უბრალოდ რელიგიური მრწამსის საკითხს როდი გულისხმობს, არამედ გაცილებით მეტს. ქრისტიანული «გზა» – ესაა ქრისტეს მიბაძვის უნარი, ისწავლო «მიჰყვე მის ნაკვალევს» (1 პეტრე 2:21; იოანე 13:15-17). როგორც იესო აღიარებდა საკუთარი თავის ზეციერი მამისაგან განსწავლის აუცილებლობას, ასევე მისი მოწაფეებიც, მათი სახელის თანახმად, უნდა იქნენ «იესოსგან დასწავლულნი» (იოანე 8:28,29; ეფესოელები 4:20,21). იმიტომაც არიან «მოწაფეები», რომ მთელი სერიოზულობით მოეპყრან ღვთის ძის მოწოდებას «წადით და ისწავლეთ» (მათე 9:13). და მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება იქნას იეჰოვასაგან მოზიდული, რათა დასწავლება მიიღოს იესოსაგან, ვინც ასეთ მოწოდებას მიიღებს (იოანე 6:44,45).

  ასეთ დამსწავლებლურ მეთოდს იყენებდა ღმერთი ყოველთვის თავისი მსახურების მიმართ. საკმარისია იეჰოვას ისეთი ერთგული ადამიანების მაგალითები გავიხსენოთ, როგორც აბრაამი, იოსები, იობი და მოსეა. ყველა მათგანის შემთხვევაში, მანამ სანამ აკურთხებდა, იეჰოვა აუცილებელი წესით ჯერ მათ დასწავლებას ახდენდა შემდგომი გამოცდებით, და მხოლოდ ამის შემდეგ «იღებდნენ დამოწმებას»! (ებრაელები 11:2; კანონი 13:3; იობი 23:10).
  ისრაელის მაგალითი, რომელსაც ღმერთი მიუძრვოდა აღთქმული მიწისაკენ, ამ მხრივ კლასიკურს წარმოადგენს. ისრაელი ერის მიერ იორდანის გადაკვეთამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ხალხს იმ მრავალი გამოცდების მიზანი შეახსენა, რომელსაც ღმერთი უშვებდა მათ მიმართ:
  «გახსოვდეთ მთელი გზა, რომელზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გატარათ უდაბნოში ეს ორმოცი წელი, რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა, გამოეცადეთ და გაეგო, რა გქონდათ გულში, დაიცავდით თუ არა მის მცნებებს. ის თავმდაბლობას გასწავლიდათ, მშივრებს გატარებდათ და მანანას გაჭმევდათ, რაც თქვენთვისაც უცხო იყო და თქვენი მამა-პაპისთვისაც, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით… გულით კარგათ იცით, რომ როგორც კაცი არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი… რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა და გამოეცადეთ, რომ სიკეთე გაეკეთებინა თქვენთვის მომავალში» (კანონი 8:2-5,16).
  ძალიან იოლია იმის გაგება: რომ სინაისთან იეჰოვასადმი მიძღვნისთანავე არ გამხდარა ისრაელი სრულყოფილი. სრულყოფილი მათთვის ღვთისგან მიცემული კანონები და წმინდა სულის მოქმედება იყო (ფსალმუნი 19:7-9; 119:137,138). არასრულყოფილი ისრაელისთვის კი საჭირო იყო მორჩილად «ესწავლათ [ღვთის] სამართლის სამართლიანობა» (ფსალმუნი 119:4-7). მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლებოდა მას დარქმეოდა ღვთის მსახური.


  იეჰოვა ძველთაგანვე ყოველი ცალკე აღებული მსახურის დასასწავლად კრებულებს იყენებდა. ასე, მაგალითად, ნეემიას წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, თუ როგორ ტარდებოდა მსგავსი დასწავლება, როდესაც სპეციალურად დანიშნული მამაკაცები «კანონს განუმარტავდნენ ფეხზე მდგომ ხალხს. ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ წიგნს, ჭეშმარიტი ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ, განმარტავდნენ და ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ».
  რამდენად ხარისხიანი იყო ადამიანებისთვის ღვთის მიერ შეთავაზებული მსგავსი დასწავლება? წმინდა წერილი გვეუბნება: «წავიდა მთელი ხალხი... სამხიარულოდ, რადგან გაიგეს მათთვის გადაცემული სიტყვები» (ნეემია 8:7,8,12). აქედან კარგად ჩანს, რომ იეჰოვასთვის უფრო მნიშვნელოვანი თავისი მსახურების რომელიმე კონკრეტულ ადგილზე ფორმალურად ყოფნა ან სავალდებულო რიტუალების უსიტყვოდ შესრულება კი არ იყო, არამედ ყურადღება მისი იმ კანონის მიმართ, რომელიც საჯაროდ იკითხებოდა ხალხისათვის, და ადამიანის სურვილი დასწავლულიყო ამ კრებულში მოსმენილის საშუალებით.

  აი რატომ შეახსენებს ბიბლია ასე მკაფიოდ ადამიანს, თუ რა უნდა იყოს ღვთისმსახურების შეხვედრაზე მისი დასწრების მთავარი მიზანი:   
  «დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ; გიჯობს მზად იყო მოსასმენად, ვიდრე მსხვერპლი შესწირო სულელებივით, რომლებმაც არ იციან, ცუდს რომ აკეთებენ» (ეკლესიასტე 5:1). რისთვისაა აუცილებელი ღვთის სიტყვის მოსმენა, ამ ბიბლიური მითითებიდან გამომდინარე? იმისათვის რომ ისწავლო მისი ცხოვრებაში გამოყენება, და არა უბრალოდ ერუდიციისა და შიშველი ცოდნის ასამაღლებლად, რადგან მხოლოდ და მხოლოდ «ცოდნა აყოყოჩებს, სიყვარული კი აშენებს» (1 კორინთელები 8:1).
  მსგავს პრინციპს უსვამენ ხაზს ასევე ფლამუნების ავტორებიც: «შენს სიკეთეზე ვფიქრობ, ღმერთო, შენს ტაძარში» (ფსალმუნი 48:9). აზრი აქაც ნათელია: იმყოფებოდე ღვთის კრებულში, რათა იფიქრო და ისწავლო!
  ყოველივე ეს ღვთის ერის რწმენის გაძლიერებას და იეჰოვას ნებისამებრ მათ დასწავლებას მოემსახურებოდა, როგორც ბიბლიაში წერია: «ყველაფერი აღსაშენებლად ხდებოდეს… რათა ყველამ ისწავლოს და ყველა გამხნევდეს» (1 კორინთელები 14:26ბ,31ბ).

  იეჰოვას მიერ გათვალისწინებული წმინდა სულის დამსწავლებლური და გამასრულყოფილებელი მოქმედება ქრისტიანულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, წმინდა წერილების დახმარებით მოქმედებს, რომელიც «ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის» (2 ტიმოთე 3:16,17).
  შეუძლია თუ არა ქრისტიანს თქვას, რომ ღვთიური დასწავლება ბიბლიის გარეშე შეუძლია მიიღოს? სამწუხაროდ, ეს სრული აბსურდია! განა ბიბლია ღმერთისთვის დაიწერა, თითქოსდა მას რაიმეში გაუმჯობესება სჭირდებოდა? პირიქით, ის ღვთის მიერ ადამიანისთვისაა შექმნილი! რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ბიბლია უბრალოდ წიგნების თაროზე კი არ უნდა ჰქონდეს შემოდებული, თუნდაც ეს ყველაზე გამოჩენილი ადგილი იყოს, არამედ «იეჰოვას კანონი ანიჭებ[დე]ს მას სიამოვნებას და  კითხულობ[დე]ს მის კანონს დღედაღამ» (ფსალმუნი 1:2).

  მაგრამ განა ქრისტიანებს მსგავსივე შეხედულება არ უნდა ჰქონდეთ, იეჰოვას მიერ მოცემული ისეთი ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე, როგორიცაა ქრისტიანული კრება, რომელში ყოფნისასაც, ისინი განისწავლებიან იყვნენ «ყურადღებიანები... რათა წაახალისონ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის, …გაამხნეონ ერთმანეთი»? (ებრაელები 10:24,25).
  ვისკენაა, კერძოდ, მიმართული ეს მითითება? როგორც ვხედავთ, არც ესაა ღმერთისკენ მიმართული. პირიქით, ესაა ღვთის მითითება, რომელიც მან ქრისტიანს მისცა! და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იეჰოვა ადამიანის ყურადღების აქცენტირებას იმაზე კი არ ახდენს, რომ ასეთი ქრისტიანის კრებაში ყოფნა გარკვეულ გულის ამაჩუყებელ მდგომარეობას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც განპირობებულია დანარჩენი დამსწრეების მხრიდან ყოველგვარი ყურადღებისა და გამორჩენის ეგოცენტრული მოთხოვნით. პირიქით, როდესაც კრებაში მოდის, თავად ქრისტიანი უნდა იყოს «ყურადღებიანი» სხვების მიმართ, «წაახალისებდეს სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის» და «ამხნევებდეს» თანამორწმუნეებს! და ქრისტიანს ამის სწავლაც სჭირდება. რადგან ასეთი განწყობა ადამიანის სულიერი წინსვლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ღვთის თვალში.


  მაშ ასე, გვესმის თუ არა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანმა გააგრძელოს იმ დასწავლებისა და გამოსწორების მდგომარეობაში დარჩენა, რომელსაც იეჰოვა ღმერთი გვთავაზობს ბიბლიისა და ქრისტიანული კრების მეშვეობით? ვაცნობიერებთ თუ არა, როგორ დაჟინებით ამახვილებს ჩვენს ყურადღებას იეჰოვა, ჩვენი პირადი გამოსწორებისა და გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმ საშუალებების დახმარებით, რომლებიც მან დაადგინა და არა ჩვენ თვითონ? არის თუ არა სადმე ბიბლიაში ფრაზა, რომ ქრისტიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ განისწავლოს და გამოსწორდეს და რომ სულაც არ არის აუცილებელი მისთვის, რომ ამისათვის ბიბლიური პრინციპები ან თანამორწმუნეებთან ერთად შეხვედრებზე დასწრება გამოიყენოს? მოგვცა თუ არა ღმერთმა თანხმობა იმაზე, რომ არასრულყოფილმა ადამიანმა მხოლოდ თავისი არჩეული სწავლის ის მეთოდები აირჩიოს, რომლებიც მისთვის სასიამოვნოა, ხოლო დანარჩენებზე კი უარი თქვას? ამბობს თუ არა იეჰოვა, რომ საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორების საკითხში ქრისტიანს შეუძლია აიღოს «ტაიმ-აუტი», იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის სირთულეებს შეხვდება ასეთი სწავლების პროცესში?        
  სამწუხაროდ, ვერაფერს მზგავს ვერ ვიპოვით ბიბლიაში! და სინამდვილეში, ჩვენ კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ღვთის ნაცვლად, არამედ ის თავად, უზენაესი შემოქმედის უფლებით მიგვითითებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა სახით უნდა მივიღოთ მისგან დასწავლება და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მოყვასისა და მთელი ქრისტიანული კრებისადმი. იმ ადამიანებზე კი, რომლებსაც ღვთის თვალსაზრისისადმი საპირისპირო დამოკიდებულება აქვთ, სხვათა შორის, ძალიან კარგად თქვა მწერალმა ბერნარდ შოუმ: «ვისაც ღმერთი სწამს, ემორჩილება მას, თქვენ კი ის გინდათ, რომ ღმერთი გემორჩილებიდეთ თქვენ». კარგი სიტყვებია, ასე არ არის?


  და აი აქ თავს უფლებას მივცემ კიდევ ერთი ადამიანის გამონათქვამი მოვიყვანო, რომელმაც სავსებით ნათლად აღნიშნა მოყვასის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ერთი კონკრეტული მხარე. «მოყვასი — ესაა ის, ვისი საკუთარ თავზე მეტად სიყვარულიც გვაქვს დავალებული და რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გვაიძულოს გადავუხვიოთ ამ დავალებას» (ამბროზ ბირსი). რაც მართალია, მართალია! ოხ, როგორ ხშირად არ გვაძლევს ზუსტად ეს «მოყვასი» თავშეკავების, თავმდაბლობის, მშვიდობისა და ქრისტიანისათვის სხვა აუცილებელი თვისებების შენარჩუნების საშუალებას! საიდან გამოგვიხტა ასეთი, ეს «მოყვასი»?
  



«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»




  ხუმრობა – იქეთ იყოს, რა თქმა უნდა, თუმცა ზოგისთვის მოყვასთან ურთიერთობის პრობლემა გახდა ქრისტიანული კრებიდან წასვლის მიზეზი. კონფლიქტი, რომელიც გაუგებრობით ან ვინმეს დაუფიქრებელი სიტყვებით იქნა გამოწვეული, იმის სურვილის არ ქონა, რომ თავი «დაიმდაბლო», რათა პირველი შენ მიხვიდე ძმასთან და შექმნილ პრობლემაზე დაელაპარაკო, ან უფრო უარესი, თანამორწმუნეების კრიტიკული შეფასებისაკენ მიდრეკილება – ყოველივე ეს ზოგჯერ ზოგიერთისთვის იმის უცნაური «საფუძველი» ხდება, რომ აღარ დაესწროს ღვთის ხალხის შეხვედრებს.

  მაშ გამოდის, რომ ქრისტიანების ნაკლოვანებების რეალობა და თანამორწმუნეთა მხრიდან შეცდომებისადმი აშკარა მიდრეკილებაც კი, ადამიანის, ღვთის ხალხის შესაკრებელში დასწრების ყოველგვარ აზრს უსმევს ხაზს? ან იქნებ, ასეთი ვითარებები ზოგიერთისთვის იმის საფუძველი აღმოჩნდება, ჩათვალოს, რომ იეჰოვამ საერთოდ უარი თქვა თავის კრებაზე, რადგან მასში მყოფ ადამიანებს შეცდომების დაშვებისკენ აქვთ მიდრეკილება?

  პასუხის ნაცვლად მინდა ასეთი ილუსტრაცია მოვიყვანო.

  სავსებით ჩვეულებრივი სურათი. ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. რამდენ სიხარულს, აღფრთოვანებას და გრძნობების ქარიშხლებს იწვევენ ის საათები რომლებსაც ისინი ერთად ატარებენ! ავიწყდებათ რა ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ახალგაზრდები მოუთმენლად ელიან შემდეგ შეხვედრას, რათა კვლავ განიცადონ ურთიერთობის ეს დიდი სიამოვნება. რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს?…
  ან როგორი აღმაფრთოვანებელია ამ ახალგაზრდებისთვის ქორწინების დღე! რადგან ეხლა ხომ მარადიულად ერთმანეთს ეკუთვნიან ისინი, ხდებიან ერთი ოჯახი და ერთი მთელი. და ეჩვენებათ, რომ მათი მომავალი ცხოვრება უკვე არასოდეს და არაფრით აღარ იქნება დაჩრდილული, რადგან მათ ხომ ასე ძლიერ უყვართ ერთმანეთი!

  …გადის თაფლობის თვე. იწყება ჩვეულებრივი დღეები თავისი მოთხოვნილებებით, საზრუნავებითა და განცდებით. და როგორც ხშირად ხდება, სულ მცირე ხნის წინ არსებული იდილიის სურათი, სულ სხვა სახეს იღებს. ახალგაზრდა მეუღლეები ამჟამად ერთმანეთში აღმოაჩენენ არა მხოლოდ იმ თვისებებს, რომლებიც ასე აღაფრთოვანებდა მათ თავიდან, არამედ იმ თვისებებსაც რომლებიც ამ დრომდე დაფარული იყო (ან, შესაძლოა, თავიდან უბრალოდ არც კი აქცევდნენ მათ ყურადღებას) მათი პიროვნებების ნაკლებად სახარბიელო მხარეებს. თითოეულ მათგანს სულ უფრო ნათლად უწევს თავისი ცხოვრების თანამგზავრის არასრულყოფილ თვისებებთან შეჯახება. ახალგაზრდების გასაკვირად ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ აქვთ არა მხოლოდ საერთო შეხედულებები და გემოვნება გარკვეულ საკითხებში, არამედ ასევე ისიც, რაც მათ გემოვნებებსა და ჩვევებს განასხვავებს. სულ უფრო ნათელი ხდება აღზრდაში, ინტერესების წრეში, ფინანსების მართვისა და საოჯახო საქმეების მიმართ მიდგომაში და დასვენების საკითხებში მათ შორის არსებული სხვაობა. ხანდახან მეუღლეთა შორის კონფლიქტები და დავებიც კი ხდება…
  მაშ ასე, რა მოხდა? ნუთუ მათი გრძნობები ერთმანეთის მიმართ გულწრფელი არ იყო? ნუთუ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა რეალობაში სიყვარულს არ წარმოადგენდა? ან, შესაძლოა, ისინი უბრალოდ ატყუებდნენ ერთმანეთს?

  რა თქმა უნდა, არ ღირს ასეთი საბრალდებო დასკვნების ასე სწრაფად გაკეთება! არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდა შეყვარებულებს შორის სიყვარული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ურთიერთობაში გამოვლინდა არა მხოლოდ თბილი გრძნობები, არამედ განხეთქილებები და დავებიც. სინამდვილეში ასეთი რამ სავსებით ჩვეულებრივ სურათს წარმოადგენს ოჯახებში, სადაც ნამდვილად მთელი გულით უყვართ ადამიანებს ერთმანეთი! მათ შორის ქრისტიანულ ოჯახებშიც. ასეთი სიტუაცია მხოლოდ კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს სიტყვებისა, რომელიც ოდესღაც მოციქულმა პავლემ თქვა მათზე, ვინც ოჯახის შექმნას აპირებდა: «ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ» (1 კორინთელები 7:28). და სამწუხაროდ, ეს ფაქტია!

  და მით უმეტეს, მართლაც სულელური იქნებოდა იმის მტკიცება, რომ მეუღლეებს შორის წარმოქმნილი სირთულეები იმის ერთგვარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ მათმა ქორწინებამ ღვთის, როგორც ქორწინების დამფუძნებლის, მოწონება დაკარგა (დაბადება 1:27,28; 2:21-23; მათე 19:4-6). ქორწინება – წმინდა მოწყობილობაა, რომლის დანიშნულებაც ქორწინებაში მყოფი ადამიანებისათვის ნამდვილი ბედნიერების მოტანაა! თუმცა ყოველი გონიერი ქრისტიანი დამეთანხმება, რომ სხვადასხვა და სავსებით გასაგები მიზეზების გამო, ქრისტიანთა ქორწინებაც კი ვერ იქნება ავტომატურად დაზღვეული გარე და შინაგანი სირთულეების ზეგავლენისაგან…

  თუმცა, რისთვის მოვიყვანეთ ამ ახალგაზრდა წყვილის მაგალითი?

  ჩვენს წინაშე დახატული სურათი შეიძლება იმის გარკვეულ შედარებად გამოგვადგეს, რაც ცალკეული ადამიანის ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობას შეეხება. როდესაც ახალი ადამიანი პირველად მოდის ქრისტიანთა კრებაში, ის მაშინვე ამჩნევს დიდ სხვაობას მათსა და იმ ტიპიურ ატმოსფეროს შორის, რომელიც საერო საზოგადოებაშია გაბატონებული. თბილი გრძნობები, გულწრფელი რწმენა, დაჟინებული სურვილი ისწავლონ ღვთის მცნებები და პრინციპები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი, პრინციპულობა ზნეობრივ საკითხებში… ეს და მრავალი სხვა რამ მაშინვე თვალში ხვდება ახალ მოსულს. რაღა თქმა უნდა, მას სიამოვნებს ასეთ გარემოცვაში ყოფნა. და, უეჭველია, მას სურს რომ გააგრძელოს იმ ღმერთის გაცნობა, ვისი სულიც ეხმარება ამ ქრისტიანებს ასეთ წარმატებებს მიაღწიონ. შედეგად მრავალი ადამიანი თავადაც ქრისტიანული კრების წევრი და იეჰოვას მოწმე ხდება. და ეს ძალიან სასიამოვნოა.
  მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც ახალგაზრდა წყვილის შემთხვევაში, გადის გარკვეული დრო, და ახალი ქრისტიანი იწყებს სხვა თანამორწმუნეების არა მხოლოდ დადებითი თვისებების დანახვას, არამედ ასევე ნაკლოვანებებისაც. როგორც აღმოჩნდება, პრაქტიკულად ყველა მის თანამორწმუნეს ჰქონია მისთვის არასასიამოვნო ჩვევა თუ ქცევის მანერა. ან ზოგჯერ შეიძლება ვინმემ შემთხვევით თქვას რაღაც, რაც შეიძლება მის გრძნობებს შეეხოს. იწყება უთანხმოებები, წარმოიქმნება კონფლიქტები…
  მაშ ახლა როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება? ქრისტიანულ კრებაში – ყველა თვალთმაქცია? ან, იქნებ, საერთოდ არ არიან ესენი ქრისტიანები და ქრისტე არ იცნობს მათ? 

  არა, ამის თქმა არ შეიძლება. თავად ადამიანების არასრულყოფილების ფაქტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ როგორც ნიშანი იმისა, რომ ისინი ღვთისთვის მიუღებლები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იეჰოვასადმი მიძღვნილი ქრისტიანებიც კი, სამწუხაროდ, ხშირად სჩადიან, და კიდევ უფრო სამწუხაროდ, კვლავ ჩაიდენენ გარკვეულ უნებლიე შეცდომებს და უგუნურად მოიქცევიან. უბრალოდ იეჰოვა მათ ამისაგან როდი იცავს. ქრისტიანები კვლავ არასრულყოფილ ადამიანებად რჩებიან!

  ბიბლია ადამიანის ღვთისადმი მიძღვნას, ერთმანეთს შორის მეუღლეების ურთიერთობას ადარებს (ეფესოელები 5:21-33; 1 პეტრე 3:21). როდესაც ადამიანი ღმერთს უძღვნის თავს, ის პირობას დებს, რომ მეტად უკვე აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს, არამედ მხოლოდ მას. ეს გულისხმობს გააზრებულ თავგანწირვას და სურვილს ღვთის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენოს (მათე 6:33).   
  ზუსტად ასევეა მეუღლეების შემთხვევაშიც, რომლებიც ქორწინდებიან, ისინი ერთგულებისა და ერთმანეთისადმი პატივისცემის აღთქმას დებენ. მაგრამ დავფიქრდეთ, განა ამავდროულად მათი ორმხრივი თანხმობა იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი შემდგომი ოჯახური ცხოვრება შავი ღრუბლების გარეშე გაგრძელდება? არანაირად. მსგავსადვე ადამიანის ღვთისადმი მიძღვნაც არ უნდა შეფასდეს ამ ადამიანის მიერ, როგორც აბსოლუტური სულიერი იდილიის გარანტია, სადაც არ იქნება სირთულეები და გამოცდები.

  გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რომ სურვილი მიჰყვეს ქრისტეს გზას, ბუნებრუვად გულისხმობს მრავალრიცხოვან სირთულეებს, რწმენის გამოცდებსა და რთულ ბრძოლას. ბიბლია ამის შესახებ ასე ამბობს: «ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს» (1 პეტრე 2:21). «მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში» (1 პეტრე 5:9). და კიდევ: «ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს» (საქმეები 14:22). და ამის მრავალი მიზეზი არსებობს.

  პირველი, ქრისტიანული სურვილი არ იყოს «ამ ქვეყნიერების ნაწილი» ასეთ ადამიანს უნებლიედ აყენებს იმ ადამიანების ოპოზიციაში, ვინც ბიბლიისადმი გილგრილია, რომელთაც არ შეუძლიათ იწამონ, შეიყვარონ ღმერთი და სურვილი არ აქვთ მისი მცნებების თანახმად იცხოვრონ (იოანე 15:19; 17:16; 1 პეტრე 4:4). ბუნებრივია, რომ გარშემომყოფი საზოგადოების სული ქრისტიანის მიერ ვერ აღიქმება, როგორც რაღაც სასარგებლო და მისთვის აღმშენებლური (იოანე 18:36). როგორც აბრაამი, ქრისტიანებიც «დროებით მცხოვრებლებად» თვლიან საკუთარ თავს ამ უღმერთო ქვეყნიერებაში (ებრაელები 11:13). ზუსტად ამიტომაც არ გვეჩვენება უცნაურად იესოს ერთ-ერთი პირველი გაფრთხილება, რომ მისი მოწაფეები მოძულებულნი იქნებოდნენ ქვეყნიერების მიერ (იოანე 15:18-20).

  მეორე, იყო ქრისტიანი პირველ რიგში ნიშნავს იმუშაო საკუთარ თავზე, რათა ღვთის წმინდა სულს საშუალება მიეცეს ნელ-ნელა კორექტირება და გაუმჯობესება მოახდინოს ადამიანის შინაგანი სულიერი პიროვნებისა. წმინდა წერილი გვიჩვენებს კონტრასტს იმას შორის, თუ რისი დანახვა სურს ადამიანში იეჰოვა ღმერთს და იმას შორის, თუ რეალურად რა მდგომარეობაა ადამიანში მოცემულ მომენტში (გალატელები 5:19-25). ამ მიმართებაში ბიბლია ერთგვარი «სარკის» როლს ასრულებს, რომელიც საკუთარ თავში რეალური სულიერი მდგომარეობის დანახვაში გვეხმარება (იაკობი 1:22-25).

  მაგრამ ესაც როდია ყველაზე სამწუხარო გარემოება. სიტუაცია უფრო მეტად იმით რთულდება, რომ ცოდვა არა მხოლოდ «წარმატებით» აფუჭებს ღვთის მიერ თავდაპირველად ადამიანში ჩადებულ თვისებებს, არამედ ხელსაც უშლის მათ გამოსწორებას. «რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, და ვერ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გინდათ» (გალატელები 5:17; შეადარეთ რომაელები 7:21-25). ამის გათვალისწინებით ჩვენ გაგვიჭირდება იოლი და უდარდელი ცხოვრების იმედი გვქონდეს, თუ ჩვენ ამასთანავე გვინდა, რომ თავს ქრისტეს ერთგულ მოწაფეებად აღვიქვავდეთ, რომლებსაც სურვილი აქვთ სულ უფრო მეტად გაუმჯობესდნენ (ეფესოელები 4:12).

  მესამე, ჩვენში არასრულყოფილების არსებობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არანაკლები არასრულყოფილებაა ასევე სხვა ქრისტიანებშიც. რაც არ უნდა უცნაური იყოს, აი ამ რეალობასთან შეგუება უჭირს ყველაზე მეტად ზოგიერთ ქრისტიანს. ჩვენ ცოდვილობას, რა თქმა უნდა, მშვენივრად აღვიქვავთ ჩვენ თვითონ. და ჩვენ სრულიად ვეთანხმებით იმას, რომ ურწმუნო ადამიანებშიც მრავლადაა ნეგატიური თვისებები. მაგრამ, რამდენად გვეძნელება ხანდახან თანამორწმუნის მხრიდან გამოვლენილი არასრულყოფილების პატიება! განსაკუთრებით, თუ ასეთი არასრულყოფილი ქმედება ჩვენთან მიმართებაში ვლინდება!


  სამწუხაროა, მაგრამ, ამის შესახებ რატომღაც ავიწყდება ზოგიერთ ქრისტიანს, როდესაც ანალოგიურ სიტუაციას აწყდებიან ცხოვრებაში. კიდევ უფრო მძაფრად მსგავსი პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს ასეთი ადამიანის მხრიდან, თავისივე კრების წევრთან მიმართებაში. მაგალითად, დროდადრო შეიძლება გაიგონოთ, თუ მსგავსი ადამიანები როგორ იწყებენ საჯაროდ იმაზე საუბარს, თუ როგორ არიან განაწყენებული საკუთარ თანამორწმუნეზე, ზოგჯერ კი ასეც კი ამბობენ: «თვალები ამეხილა! მე მივხვდი, რომ ჩემს კრებაში სიყვარული არ არის!», ან რაიმე ამის მსგავსს. ხოლო ყოველივე ამის მიზეზს კი, როგორც წესი, წარმოადგენს… არა, სულიერი ძმებისა და დების არასრულყოფილება არა (ეს ისედაც ნათელია), არამედ თავად ასეთი ქრისტიანის მხრიდან იმის აშკარა მიუხვედრელობა, თუ რა მიზნები და რა მოლოდინი აქვს იეჰოვა ღმერთს, ასევე იმ სიბრძნის ჩაუწვდომლობა, რომლითაც ღმერთი თავის ხალხში მოქმედებს. ისეთივე არასრულყოფილ ხალხში, როგორიც თავად ეს ადამიანია.

  ეჭვგარეშეა, იეჰოვას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ «სრულყოფილები, როგორც ჩვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი» (მათე 5:48; ეფესოელები 5:1). ამიტომ არასრულყოფილ ქრისტიანებს ღმერთი სპეციალურ დასწავლებას სთავაზობს - «წმინდების გამოსასწორებლად» (ეფესოელები 4:12; შეადარეთ კანონი 32:46,47; მალაქია 3:3,4; 2 ტიმოთე 3:16,17). მაგრამ განა საბოლოოდ ღმერთმა სასწაულებრივად აქცია ყოველი კრება სრულყოფილი და უცოდველი ადამიანების საზოგადოებად? არავითარ შემთხვევაში. ქრისტიანები კვლავ თავის არასრულყოფილებაზე დამოკიდებულნი რჩებიან. და კიდევ არც თუ მცირე დრო გავა, მანამ, სანამ ისინი მართლა დაიწყებენ ღვთის დიდების არეკვლას (2 კორინთელები 3:18).
  იეჰოვას ასევე არ დაუწყია თავის მსახურთა დასასწავლებლად კრებებში სრულყოფილი ანგელოზების "ჩასახლება", რათა მათ მაგალითი ეჩვენებინათ, თუ რას ნიშნავს იყო სრულყოფილი და თუ როგორ უნდა ილაპარაკო და მოიქცე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

  რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც არასრულყოფილ ადამიანებს, შეიძლება, გვინდოდეს, რომ ჩვენს ქრისტიანულ კრებებში ყველაფერი მართლაც სხვანაირად იყოს: რომ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები პირველიდან უკანასკნელამდე სიბრძნესა და თავმდაბლობას ასხივებდეს, და ხორცშესხმული სრულყოფილი ანგელოზები ზრუნავდნენ ჩვენზე დაუღალავად. იდეალურ გარემოცვაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, უფრო იოლი იქნებოდა. მაგრამ მოემსახურებოდა ასეთი სასიამოვნო ატმოსფერო ჩვენს დასწავლებას და ნაკლოვანებებთან ბრძოლის საქმეში ნამდვილ სარგებელს? და განა შეძლებდა ასეთი ადამიანი «აღქმის უნარის გამოყენებით» სხვა არასრულყოფილ ადამიანებთან სწორად ურთიერთობას?  (ებრაელები 5:14). საეჭვოა.   

  «ცხოვრება - ველოსიპედს ჰგავს. თუ გიჭირს – ფეხზე დგები. როცა არ გიჭირს - ჯდები. ხოლო როცა ჩერდები - ძირს ვარდები».

  შეუძლებელია ქრისტიანული სწავლების დაუსწრებლად მიღება, ისევე როგორც შეუძლებელია მხოლოდ «თეორიულად» გახდე ქრისტიანი. წმინდა წერილი გამუდმებით უსმევს ხაზს იმ ფაქტს, რომ აუცილებელია გულმოდგინე და მუდმივი პრაქტიკული მუშაობა საკუთარ ნაკლოვანებებზე და სხვა ადამიანებთან სწორი დამოკიდებულების განვითარებაზე (მათე 7:13,14; 11:12). და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი სულაც არ უნდა გაშორდეს «ამ ქვეყნიერებას», დანარჩენ ადამიანებთან კონტაქტის სრული გაწყვეტით (იოანე 17:15). პირიქით, ხარისხიანი დასწავლების, რომელსაც იეჰოვა ღმერთი ატარებს, მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს ერთმანეთთან ურთიერთობის პრაქტიკა, არასრულყოფილ ადამიანებთან, რის შედეგადაც ჩვენ გამოვიმუშავებთ და ვხვეწთ ასე აუცილებელ ღვთისმოსაწონ თვისებებს. ამას სავსებით ნათლად უსვამს ხაზს ასევე წმინდა წერილიც, როდესაც ამბობს«რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს» (იგავები 27:17).
  
  ყოველივე ეს ქრისტიანს იმის მიხვედრაში ეხმარება, რომ მისი ღვთის კრებაში ყოფნის ერთ-ერთი მიზანი, სერიოზული ღვთიური დასწავლების მიღებაა. და ასეთი დასწავლების არსი ყველაზე ბუნებრივი სახით გულისხმობს, რომ მის პროცესში ქრისტიანს არაერთხელ (არამედ მრავალჯერაც კი) მოუწევს სირთულეებთან შეჯახება, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც საკუთარი, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების არასრულყოფილების გამოვლინებასთან. და ეს – დასწავლების აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა!

  და ამიტომ ქრისტეს მოწაფე არ უნდა ჩავარდეს რაიმე სახის ემოციურ უკიდურესობებში, როდესაც რაიმე მზგავსს აღმოაჩენს. მაგალითად, ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა თავის მსახურებს მიმართავს: «საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. პირიქით, გიხაროდეთ» (1 პეტრე 4:12,13).
  თუმცაღა, თითქოსდა, რა არის იმაში სასიხარულო, თუ ქრისტიანის ცხოვრებაში სირთულეები და განსაცდელებიც კი წარმოიშობა? და რა არის იმაში კარგი, თუ ადამიანი თავისივე თანამორწმუნეების მხრიდან არასრულყოფილების გამოვლინებას ხვდება? განა ასეთი სიტუაციები იმედგაცრუებასა და გულისტკივილს არ წარმოშობს?

  ამ კითხვაზე პასუხად ბიბლიის შემდეგი სიტყვები გვევლინება: «ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ. მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ… ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა» (იაკობი 1:2-4,12).

  აი თურმე, რა არის უფრო მნიშვნელოვანი ღვთისათვის! არა, იეჰოვა გულუბრყვილო გრძნობებს არ განიცდის, არასრულყოფილი ადამიანის მსგავსად, და არ ფიქრობს, რომ მის ქრისტიანულ კრებაში ყოველ მხრივ განსაკუთრებული ადამიანები უნდა შეიკრიბონ. ის საერთოდ არ მოელის, რომ ქრისტიანები დღევანდელ დღეს სამაგალითოები იქნებიან გადაწყვეტილებების უშეცდომობასა და სიტყვებისა და საქციელის სასწაულებრივ მანერაში. ეს უბრალოდ ბუნებრივად შეუძლებელია, რადგან «ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით» (იაკობი 3:2). წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს არ დასჭირდებოდათ ქრისტეს გამოსასყიდი, რადგან ისენი უკვე უცოდველები იქნებოდნენ! მაგრამ ასეთი რამ შეუძლებელია, იმიტომ რომ «თუ ვამბობთ, რომ უცოდველები ვართ, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში» (1 იოანე 1:8).

  ესე იგი ღვთისათვის, რომელმაც იცის ჩვენი სამწუხარო ცოდვილი მდგომარეობის შესახებ, მნიშვნელოვანია სხვა რამ - ის, თუ რამდენად მონდომებით წარვადგენთ ჩვენს თავს დასასწავლად და ჩვენი არასრულყოფილი პიროვნების გამოსასწორებლად. რამდენათ გულწრფელად გვსურს დავემორჩილოთ წმინდა სულის სასიკეთო ზემოქმედებას, და არ მოვექცეთ «მტრობის, დავის, განრისხების» და მსგავსი «ხორცის საქმეების» იმპულსური ემოციების ქვეშ, ჩვენი სულიერი ძმებისა და დების მიმართ (გალატელები 5:19-21).
  რა თქმა უნდა, ამისათვის სიმტკიცეა საჭირო. და ეს სიმტკიცე გვეხმარება დადებითი შეხედულება გვქონდეს ძმების და იმ რთული გარემოებების მიმართ, რომლებშიც ჩვენ აღმოვჩნდებით ხოლმე. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თანამორწმუნეების შეცდომებისაკენ მიდრეკილების გამო, უნებლიედ წარმოქმნილი დაძაბულობა თუ «სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის - სიმართლეს» (ებრაელები 12:11. შეადარეთ იობი 23:10; 2 კორინთელები 4:16-18). განა ასეთი «მშვიდობიანი ნაყოფი» არ ღირს ყველა ჩვენს იმ მოთმინებად, რომელიც საკუთარი თავის თვითკონტროლის «დასწავლაში» გვეხმარება, როდესაც სხვა ადამიანების არასრულყოფილების გამოვლინებები გვხვდება გულზე?

  თუ ქრისტიანი ამას აცნობიერებს, მაშინ, ეჭვგარეშეა, რომ ის მის გარშემო მყოფი არასრულყოფილი ადამიანების ნაკლოვანებებზე ფოკუსირებას კი არ დაიწყებს, არამედ საკუთარ თავზე მიიღებს ბიბლიურ მოწოდებას: «მაშ, გამართეთ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი, რათა კოჭლმა ფეხი არ იღრძოს და განიკურნოს. ისწრაფეთ, რომ ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ და განიწმინდოთ, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს» (ებრაელები 12:12-14). 
  ხოლო თუ არ მიიღებს, განა შეძლებენ ნეგატიურად განწყობილი ადამიანები ღვთისა და ადამიანების წინაშე სუფთა სინდისით თქმას, რომ მათ «ღმერთმა ასწავლა ერთმანეთის სიყვარული»? (1 თესალონიკელები 4:9). სამწუხაროდ, ასე არ მგონია. მით უმეტეს, რომ ისინი უფლებას აძლევენ ძმების მიმართ რისხვას, რომ მათ გულებში გაიდგას ფესვი. არადა იაკობი ხომ გადაჭრით გვაფრთხილებს ამის შესახებ, როდესაც ამბობს: «იცოდეთ ეს, ჩემო საყვარელო ძმებო. ყოველი კაცი…იყოს... ნელი... რისხვაში, რადგან კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს. ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ის, რაც ზედმეტია, ანუ ბოროტება, და რბილად მიიღეთ სიტყვა, როცა თქვენში ინერგება და რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია» (იაკობი 1:19-21). მოციქული პავლე ამგვარად გვარწმუნებს: «უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება» (2 ტიმოთე 2:24. შეადარეთ იგავები 10:19; 12:18).


  მაშ ასე, კარგი იქნება შევიხსენოთ: ქრისტიანულ კრებაში მთავარია - არა რაღაც მოჩვენებითი სრულყოფილების ფაქტი სხვა ადამიანებში (რომელიც დღეს არცერთ ღვთის მსახურს არ აქვს), არამედ ყოველი ცალკე აღებული ადამიანის მხრიდან საკუთარი თავის გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის მზადყოფნის ნამდვილი სული, იეჰოვა ღმერთის წმინდა სულის დახმარებით. ასეთი განწყობის საკუთარ თავში განვითარება კი შეუძლებელია იმის გარეშე, რომ შენს გარშემო მყოფ არასრულყოფილ ადამიანებს იეჰოვას თვალით უყურო - ანუ არ მისცე მათ შეცდომებსა და გადაცდომებს იმის უფლება, რომ გაიძულონ იმაზე ნაკლებად გიყვარდნენ ისინი, ვიდრე ღმერთს უყვარს. განა უკეთესი არ იქნება, თუ ჩვენი ახლობლებისთვის ისე ვიცხოვრებთ, როგორც ღვთისათვის ვიცხოვრებდით? ამის გააზრება დაგვეხმარება რომ გავუმჯობესდეთ, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები, და ახალი, ღვთის მოსაწონი პიროვნება შევიმოსოთ (ეფესოელები 4:22-24).




არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?


   შეიძლება ვინმემ იკითხოს: «უკაცრავად, მაგრამ განა ღმერთი ჩვენს დასწავლას სხვა ადამიანების არასრულყოფილებისა და ნაკლოვანებების მეშვეობით დაიწყებს? ან იქნებ თვითონ არაა სრულყოფილი ღმერთი? განა ასეთ შემთხვევაში დასწავლების უფრო ამაღლებულ მეთოდებს არ გამოიყენებდა?».
  ამაზე მინდა ვთქვა: ღმერთი ყოველთვის ასე ასწავლიდა და დღესაც ასე აგრძელებს სწავლებას! და ზუსტად იმიტომ, რომ ის სრულყოფილია. და ესე იგი – ბრძენიც! და ზუსტადაც თავისი სიბრძნის წყალობით, იეჰოვა იყენებს სხვა ადამიანებში რეალურად არსებულ არასრულყოფილებასა და ნაკლოვანებებს ჩვენივე პირადი გაუმჯობესებისათვის. როგორც, სხვათა შორის, სხვა ქრისტიანებიც უნდა სწავლობდნენ, ჩვენს მრავალრიცხოვან ნაკლოვანებებთან შეჯახებისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომთმენები უნდა ვიყოთ სხვისი ნაკლოვანებების მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ მათაც უწევთ ჩვენი ნაკლოვანებების მოთმენა.

  და საერთოდ, თავად იესოც კი «ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში» (ებრაელები 4:15). თითქოსდა, ვითომ რისი სწავლება სჭირდებოდა ღვთის ძეს, რომელიც «უხილავი ღვთის ანარეკლია»? (კოლოსელები 1:15). თუმცა ბიბლია აქაც კი განგვიმარტავს, რომ სათანადო დასწავლისა და იმ გამოცდების გარეშე, რომლებიც იესომ დედამიწაზე არასრულყოფილ ადამიანებს შორის ყოფნისას გადაიტანა, ის ვერ შეძლებდა თავისი ჯილდოს ღირსი გამხდარიყო. ეს ფაქტი ბიბლიაში შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული:«თუმცა ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი, რადგან ღმერთმა სწორედ მას უწოდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით» (ებრაელები 5:8-10). იესო სრულყოფილი იყო. მიუხედავად ამისა ერთგულების შენარჩუნება მისთვის იოლი არ იყო! მაგრამ ეს გარემოება მან მზადყოფნით გამოიყენა საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთესად განსასწავლად.

  მაშ ასე, თუ სრულყოფილი იესოსთვისაც კი აუცილებელი იყო დედამიწაზე კიდევ რაიმეს სწავლა, მაშინ ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, როგორ შეგვიძლია საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვესაჭიროება ღვთიური დასწავლება და გამოცდების გავლა, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებენ, თუ როგორ ქრისტიანებს წარმოვადგენთ სინამდვილეში? სამწუხაროა, მაგრამ «მონა თავის ბატონზე დიდი არ არის»! (იოანე 15:20).

  როდესაც ჩვენ არასრულყოფილ ადამიანებთან გვიწევს შეხება, და მით უმეტეს ჩვენს სულიერ ძმებთან, ჩვენ შესაძლებლობა გვიჩნდება დავინახოთ, თუ სინამდვილეში რას განვიცდით ასეთი ადამიანების მიმართ და რამდენად განვითარებულია ჩვენში მოყვასისადმი სიყვარული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია სათანადო დასკვნები გავაკეთოთ და საკუთარ თავში ცვლილებები მოვახდინოთ. ამ ვითარებას იესომ გაუსვა ხაზი, როდესაც თქვა: «დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი, და თუ მოინანიებს, აპატიე. დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანეო, აპატიე» (ლუკა 17:3,4). და ეს ასეა, რადგან ნამდვილი სიყვარული «განაწყენებას არ ითვლის» (1 კორინთელები 13:4-8). ქრისტიანისთვის კი საჭიროა ისწავლოს ასეთი სიყვარული.

  რა თქმა უნდა, ღვთისმოსაწონი თვისებების სწავლა, არასრულყოფილ თანამორმწუნეებთან ურთიერთობაში დადებითი ატმოსფეროს შექმნა, არცთუ იოლია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თავად ბიბლიაც კი ღმერთის მიერ ისეა შედგენილი, რომ მის მიმართ თავისი დამოკიდებულებით ადამიანს შეუძლია აჩვენოს, თუ რამდენად გულწრფელად ენდობა ის მას, როგორც ღვთის სიტყვას, და ენდობა თუ არა ის მას საერთოდ. ამის დასტურად შეიძლება ეს ბიბლიური მოწოდება გამოდგეს: «ჩვენი უფლის მოთმინება კი სხნად მიიჩნიეთ, როგორც ეს ჩვენმა საყვარელმა ძმამ, პავლემ მოგწერათ მისთვის მიცემული სიბრძნით, რაზეც ის თავის ყველა წერილში ლაპარაკობს. მათში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც, წმინდა წერილების სხვა ადგილების მზგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ დასაღუპავად ამახინჯებენ» (2 პეტრე 3:15,16). ღმერთს ხომ არ ვდებთ ბრალს იმაში, რომ მან «შეუფერებელი მწერალი» აირჩია ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უმეტესობისათვის, რის გამოც მათში არის რაღაც, «რაც ძნელი გასაგებია»? არ შეეძლო ღმერთს ყურადღება მიექცია, რომ პავლეს ყოველივე აუცილებელი ძალზე უბრალო ენით დაეწერა, და მაშინ აღარ გამოჩნდებოდნენ «უმეცარნი და არამტკიცენი» მათი «დამახინჯებებით»?

  თუმცა, ღვთის მიმართ მსგავსი პრეტენზიები ადამიანური სისულელისა და იმის სრული გაუგებრობის მაჩვენებელი იქნებოდა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, თავისი განზრახვების შესასრულებლად. და, სხვათა შორის, ზუსტად ამაზეა დაფუძნებული ე.წ. ბიბლიური კრიტიკა. თავად იეჰოვა კი სრულიად საპირისპიროს ამბობს: «შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ და ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები, ყურს მიაბყრობ სიბრძნეს, რომ გული გამჭრიახობისკენ მიმართო, თუ ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს, და გამჭრიახობას მოუხმობ, თუ მას ვერცხლივით მოძებნი და დამალული განძივით მოიძიებ, მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში, და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ, ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს, მისი პირიდან გამოდის ცოდნა და განჭრიახობა, ის მართლებს უნახავს სიბრძნეს» (იგავები 2:1-7).

  დიახ, იეჰოვა ღმერთი თავის სიტყვაში იყენებს იმას «რაც, ძნელი გასაგებია» იმ ადამიანისათვის, რომელიც ბიბლიას არასერიოზულად ან კრიტიკულადაც კი უდგება. მაგრამ სინამდვილეში ღმერთის ასეთი გადაწყვეტილება მის სიბრძნეზე მეტყველებს, რადგან ამ შემთხვევაში ყველა, ვინც წმინდა წერილს იღებს ხელში, თავისი გულის რეალურ მოტივებსა და უზენაესისადმი დამოკიდებულების ჭეშმარიტ მოტივებს ააშკარავებს. გავიხსენოთ, რომ მსგავსად იქცეოდა ღვთის ძეც, რომელმაც თავის მსმენელებს იმაზე მიუთითა, რომ მათ, გადასარჩენად «მისი ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი ესვათ» (იოანე 6:41-59).
  იესოს მოწაფეებისთვის ეს სიტყვებიც ისეთი გამოდგა «რაც, ძნელი გასაგებია». ყველა მათგანს მშვენივრად ესმოდა, რომ ღმერთი კანიბალიზმსაც განსჯის და სისხლის საკვებად მიღებასაც. და ამიტომ იესოს სიტყვები მათთვის სერიოზულ გამოცდად იქცა. ბიბლია სიტუაციას ასე აღწერს: «ამის მოსმენაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: «ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?». იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ამაზე დრტვინავდნენ და უთხრა მათ: «ეს გაბრკოლებთ? მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო? სული აცოცხლებს, ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენს შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ… ამიტომ გითხარით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის ნება». ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას» (იოანე 6:60-66).
  თუმცა იესოს მოწაფეები, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ვერ მიხვდნენ უფლის იმ სიტყვებს აზრს «რომლის მოსმენაც შეუძლებელი იყო», მაინც მიენდვნენ იმას, რომ ღვთის ძემ ეს ტყუილაუბრალოდ კი არ თქვა, არამედ ჰქონდა «მარადიული სიცოცხლის სიტყვები», რომელიც უნდა მიეღოთ (იოანე 6:67-69). 
  ბრძნულად მოიქცა იესო თუ დაუფიქრებლად? რაღა თქმა უნდა, ბრძნულად. და ის, რაც ზოგიერთისთვის დამაბრკოლებელი სიტყვები აღმოჩნდა და უფლის მიტოვებისაკენ უბიძგა, სხვების მიერ გონივრულად იქნა აღქმული «მარადიული სიცოცხლის სიტყვებად», რამაც, იმით რომ აღძრა ისინი უფალთან დარჩენილიყვნენ, ღვთიური მოწონება დაიმსახურა. არსებითად, იესომ თავის მოწაფეებს სერიოზული გაკვეთილი ჩაუტარა, რომელიც მათ წარმატებით შეითვისეს, თუმცა სხვები მან დააბრკოლა.

  თუ გონიერი ქრისტიანი იეჰოვას ასეთი მოქმედების პრინციპს აცნობიერებს, ის არ ჩავარდება ემოციებში მაშინაც კი, როდესაც ვინმეს შეცდომებს ან სრულყოფილი ღმერთის კრებაში, არასრულყოფილებას აღმოაჩენს. ასეთ მომენტებში სრულიად დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ იმაში, რომ ღმერთისთვის ქრისტიანული კრების აბსოლუტურად ყველა წევრის ცხოვრების წესი კარგადაა ცნობილი. აუცილებლობისა და სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ჩაერიოს საქმის ვითარებაში და დროული და სიყვარულიდან გამომდინარე რჩევა მისცეს იმ ადამიანს, ვისი საქციელიც, შესაძლოა, გამოსწორებას საჭიროებს.
  მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სხვების მხრიდან გამოვლენილი მსგავსი ადამიანური ნაკლოვანებები ამავდროულად ყოველი მათგანის რწმენის გამოცდასაც წარმოადგენს, ვისაც ისინი შეეხება. რადგან იესომ თქვა: «ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ» (მათე 7:1). ეს ღვთისაგან მომდინარე ბრძანებაა! და მანამ, სანამ საკუთარი ძმებისთვის ბრალის დადების ცდუნებას დავყვებოდეთ, სჯობს დავფიქრდეთ: თუ ადამიანი ამ ბრძანებას არღვევს და საკუთარ თავზე იღებს მოსამართლის როლს (ანუ მის როლს, ვისაც უფლება აქვს განსაზღვროს ადამიანის მოტივები და განაჩენი გამოუტანოს მას), განა ასეთი გამომწვევი ნაბიჯი მისი გულის მდგომარეობაზე არ იმოქმედებს? განა ასეთი საქციელი იმის მსგავსი არ იქნება, რაც სატანამ მოინდომა? (შეადარეთ დაბადება 3:5; ესაია 14:13,14).
  ჩვენ თუ კვლავ და კვლავ ვიხსენებთ ძმის ადრინდელ შეცდომებს, განა მხედველობიდან არ გვრჩება ის გარემოება, რომ ეს შეცდომები უკვე დიდი ხანია რაც იეჰოვას მიერ მიტევებული იქნა? (რომაელები 4:23-25). ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაკუთრებთ საეჭვო უფლებას, გავასამართლოთ ადამიანი იმ შეცდომებისათვის, რომლებიც იეჰოვამ უკვე აპატია!

  რა თქმა უნდა, იეჰოვა ყურადღების გარეშე არ ტოვებს ქრისტიანების სერიოზულ შეცდომებს. და თავის სიტყვაში მან სპეციალური მითითებები მოგვცა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ სხვა ქრისტიანები შემცოდველს რომელიც არ ინანიებს, რომელიც, «ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია», ან რაიმე სხვა სახის არასწორი ქმედებების ჩადენას აგრძელებს. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს «ასეთებთან ერთად არც კი ჭამონ». ღვთისგან გათვალისწინებულ ამ საკითხში ქრისტიანები «შინაურებს ასამართლებენ», ანუ მათ, ვინც ქრისტიანული კრების ნაწილს წარმოადგენს, და «იშორებენ ბოროტ ადამიანებს» (1 კორინთელები 5:9-13).
  თუმცაღა მსგავსი მძიმე ცოდვები მაინც უფრო გამონაკლისს წარმოადგენს. ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებში ქრისტიანები თანამოწმუნეთა ისეთ შეცდომებს ეჯახებიან, რომლებიც სულაც არ არის განპირობებული მათში «ღვთისმოსაწონი დანაღვლიანების» არარსებობით და გააზრებული ბოროტი ჩანაფიქრით (2 კორინთელები 7:10,11). როგორც წესი, ჩვენს ძმებში, ჩვენ ისევ იმავე არასრულყოფილების შედეგებს ვხედავთ, რომლითაც თავადაც არა ნაკლებ იტანჯებიან. ამიტომ თანამორწმუნეების მიმართ ჩვენმა სიყვარულმა, უნდა აღგვძრას გაგებით მოვეკიდოთ როგორც მათ, ასევე მათ ნაკლოვანებებს. განა ჩვენი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცნობილი «ოქროს წესის» არეკლვა არ იქნებოდა, რომელიც იესომ მოგვცა: «ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი»? (მათე 7:12).


  სხვების ნაკლოვანებებზე ჩვენი რეაქცია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იეჰოვას აჩვენებს, თუ რას წარმოვადგენთ როგორც ქრისტიანები.  ჟან ბატისტ ვიანეს სიტყვების თანახმად, «როგორც კარგ ჯარისკაცს არ ეშინია ბრძოლისა, ასევე არ უნდა ეშინოდეს კარგ ქრისტიანს გამოცდების. ყაზარმაში ყველა ჯარისკაცი მამაცია, და მხოლოდ ბრძოლის ველზე ჩანს სხვაობა მამაცებსა და ლაჩრებს შორის». მსგავსადვე შეიძლება გამოიყენოს ღმერთმა კრებაში ვინმეს დაშვებული შეცდომები, იმის გამოსავლენად, თუ რამდენად გულწრფელად ანვითარებენ მოთმინებასა და ღვთის სამართლიანობისადმი რწმენას დანარჩენი ქრისტიანები, ხოლო, ამასთან ერთად კი, რომელიმეს ასე აუცილებელი თვისებების გამოვლენას ასწავლის. მსგავსი სიტუაციები გვეხმარება იმის გამოვლენაში, მართლა აყენებს თუ არა ქრისტიანი სხვების გრძნობებსა და მოთხოვნილებებს, საკუთარ ემოციებზე მაღლა და ასეთი ადამიანის რეალურ მოტივებს ამჟღავნებს (1 კორინთელები 10:24,33; ფილიპელები 2:3,4).

  თუ ქრისტიანს, რაიმე პირადი მიზეზების გამო, მაინც უჭირს საკუთარი თანამორწმუნის მიმართ გულისწყრომის მოთოკვა, მას მაინც არ უნდა დაავიწყდეს ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ღმერთი სულაც არ დაგვპირებია სიცოცხლეს ტკივილის გარეშე, სიცილს გლოვის გარეშე და მზეს კი წვიმის გარეშე. არამედ ის დაგვპირდა ძალას ყოველი დღისთვის, ნუგეშისცემას ცრემლებისთვის და სინათლეს გზისთვის. და თუ შენ მოყვასის მიმართ რისხვა გახასიათებს, მისი უნებლიე დანაშაულობების გამო, არ დაგავიწყდეს, რომ ზუსტად ამაში მდგომარეობს შენი რწმენის ერთ-ერთი გამოცდა. მაგრამ ყოველი ასეთი გამოცდა - ამადროულად იმის შესაძლებლობაცაა, რომ მიენდო ღმერთს და მოთმინება ისწავლო. ჩვენი მოთმინებით კი გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე ემოციებით. მაგალითად, ჩვენ შევძლებთ წარმატებით აღმოვუჩინოთ დახმარება სხვებს, რითაც შევძლებთ იმის ნათელი მაგალითი ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს თავშეკავება და შემწყნარებლობა გამოავლინო მოყვასის მიმართ. როგორც ერთი მოაზროვნე ამბობდა «ყოველგვარი სიბრძნის სათავე - მოთმინებაა». 

  კიდევ მნიშვნელოვანია თავმდაბლობა და მოკრძალებულობა (მიქა 6:8). ეს თვისებები ცხოვრებისეული რეალიების გაცნობიერებაში და საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობის დანახვაში გვეხმარება. სხვათაშორის, ცხოვრებისეულ რეალიებს მიეკუთვნება ისიც, რომ კრებაში და საერთოდ ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, გამონაკლისის გარეშე ყველა, იყვნენ, არიან და კიდევ დიდი ხანი იქნებიან ისეთი ადამიანები რომლებსაც უამრავი ნაკლოვანება და შეცდომების დაშვების სასწაული «ნიჭი» აქვთ. და ამ ნაკლოვანებებზე ზემოქმედება ჩვენ, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ შეგვიძლია. რაც, სხვათა შორის, ნათლად მეტყველებს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებზე. და ამ ფაქტს ქრისტიანი თავდაბლურად უნდა შეეგუოს.


  ღმერთი იქაა, სადაც თავმდაბალი გულია. რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ღვთის არასრულყოფილ კრებაში კი არაა, არამედ იმ ადამიანის არასრულყოფილ გულშია, რომელიც მხოლოდ არასრულყოფილს ხედავს სხვებში. ხოლო საკუთარ თავში რას ხედავს ასეთი უკმაყოფილო ადამიანი? ხედავს იმის ძალასა და სურვილს, რომ მოყვასი ისეთი უყვარდეს, როგორიც არის? უნდა მას თავისი არასრულყოფილი თანამორწმუნეების ისე შეყვარება, როგორც იესოს უყვარს ისინი?
  ამავდროულად, სჯობს საკუთარი სიამაყე დაკარგო საყვარელი ადამიანებისთვის, ვიდრე საყვარელი ადამიანები დაკარგო შენი სიამაყის გამო. რადგან ღმერთი და ქრისტე ჭეშმარიტად ისე გვიყვარს, რამდენადაც ჭეშმარიტად გვიყვარს ჩვენი მოყვასი. თუმცა, სიყვარულის უარყოფით, ადამიანი მხოლოდ ღმერთს კი არ უარყოფს, არამედ ხმამაღლა იწვევს ეშმაკსაც.

  ამიტომ სინამდვილეში, მსგავს საკითხებში ყველაფერი ძალზედ იოლია. ჭეშმარიტი პრობლემა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სხვების არასრულყოფილებაში კი არა, თავად ასე კრიტიკულად განწყობილ ადამიანშია! მის აზროვნებაში და იმის არ შეძლებაში (ან შეიძლება სურვილის არ ქონაშიც კი) შეიყვაროს ადამიანები არა «ადამიანური», არამედ ქრისტესმიერი სიყვარულით, რომლის სიყვარულიც, არასრულყოფილი ადამიანების მიმართ, სრულყოფილი იყო (მათე 5:43-48; იოანე 13:34). ასეთი უკმაყოფილო ადამიანების დახმარება ან სიამოვნება შეუძლებელია, სანამ ისინი, ბოლოს და ბოლოს, თავად არ მოინდომებენ საკუთარ არზროვნებაში რაიმეს შეცვლას. და იესოს მითითების თანახმად სხვების ისე შეყვარებას, როგორც იესოს უყვარს ისინი!
  


მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?



  კარგი კითხვაა! მართლაც, რა ძნელია ემოციებისა და გულისწყრომის მოთოკვა, როდესაც გრძნობ, რომ შენს მიმართ რომელიმე თანამორწმუნე არაკორექტულად და უსამართლოდ მოიქცა! და სამართლიანობის აღდგენის ასეთი სურვილი სავსებით ბუნებრივია. რადგან თავად ღმერთზეცაა ნათქვამი «იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია» (ფსალმუნები 37:28; ესაია 61:8).

  ეხლა როგორღა მოვიქცეთ?

  იეჰოვამ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ დატოვა საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის გარეშე.

  პირველი, ბიბლია არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ღვთის ერთგულ ქრისტიანებს შორის ურთიერთობებში გართულებები არ მოხდება. საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი შემთხვევა «გაცეცხლებისა», რომელიც სულიერად ისეთ მოწიფულ ქრისტიანებს შორის მოხდა, როგორებიც იყვნენ პავლე და ბარნაბა (საქმეები 15:36-39). როგორც ჩანს მსგავსი უთანხმოებები ახასიათებდათ ასევე ქრისტიან ქალებს, ევოდიასა და სინტიქეს (ფილიპელები 4:2). განა უსიამოვნო შემთხვევას არ ჰქონდა ადგილი, როდესაც «ბერძნულენოვანმა იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები»? (საქმეები 6:1). ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთი ადრეული ქრისტიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევდა «ერთმანეთი ფენებად დაეყოთ», «შეურაცხეყოთ ღარიბი» თანამორწმუნე, რითაც «მიკერძოებას ავლენდნენ», და «ძრახავდნენ ერთმანეთს» (იაკობი 2:4,6,9; 4:11). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იაკობი კითხვას უსვავს მათ: «რა იწვევს თქვენს შორის ომსა და დავას?» (იაკობი 4:1).
  გასაგებია, რომ მოციქულების დროსაც კი შეიძლება რომელიმე ქრისტიანს ჰქონოდა სერიოზული საფუძველი, რომ სხვა თანამორწმუნეების მხრიდან უსამართლო მოპყრობის მსხვერპლად ჩაეთვალა თავი. და ასეთ ქრისტიანს სავსებით შეგვიძლია გავუგოთ.

  და თუ ასეთ სამწუხარო შემთხვევებს ადრეულ ქრისტიანებს შორისაც კი ჰქონდა ადგილი, მაშინ გვაქვს თუ არა რაიმე საფუძველი ვიფიქროთ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია მოხდეს ღვთის თანამედროვე მსახურებს შორის? ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილოები, რომ ეს ვუარყოთ. როგორც აღნიშნულია წიგნში «თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს», რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერაა გამოცემული, «რასაკვირველია, სანამ არასრულყოფილები ვართ, დროდადრო შესაძლოა ჩვენი საქციელით სხვები გავანაწყენოთ. ძმებმაც შეიძლება სხვაგვარად შესცოდონ ჩვენს წინააღმდეგ» (გვ.145). და ესეც სამწუხარო რეალობაა. თუმცა საჭირო არაა ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება ჩვენი თანამორწმუნეების უპატიოსნობის შესახებ. უბრალოდ «ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით» (იაკობი 3:2).

  მაშ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, რომელიმე თანამორწმუნის მხრიდან მსგავსი არასწორი მოქმედების შემთხვევებზე?

  როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული, მსგავს შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი (თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულ ცოდვასთან არ გვაქვს საქმე, რომლის განხილვაც უხუცესების მიერ იქნებოდა საჭირო – კანონი 21:18-20; იაკობი 5:14-16) იქნებოდა მისთვის ნამდვილი ქრისტიანული პატიება, ვინც გაწყენინა. და ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ საუკეთესო მითითებას წარმოადგენს იესოს სიტყვები, მათეს 18:21-35-დან. აქ ქრისტე უბრალოდ კი არ ამბობს, რომ მისმა მოწაფემ უნდა აპატიოს მას ვინც აწყენინა, არამედ ნათლად და სავსებით დამაჯერებლად განმარტავს ამის საფუძვლიან მიზეზებს.

  ვინმესთვის იმგვარად მოქცევა, როგორც იესო გვირჩევს, არცთუ იოლია. რადგან ჩვენი არასრულყოფილი არსება იმის სრულიად საპირისპიროს მოითხოვს, რასაც ჩვენგან უფალი მოელის. ჟურნალ «საგუშაგო კოშკი»-ს 1994 წლის 15 ივლისის ნომერში (რუს) (გვ.21-24) ერთი ძმის სიტყვები იყო მოყვანილი. ის ამბობს:  «მრავალმა ძმამ არ იცის, თუ საჭიროებისას როგორ გამოიყენოს ბიბლიური რჩევები, იმისათვის რომ საკუთარი პრობლემები მოაგვაროს. ხშირად ამ საკითხში ისინი არ მისდევენ იესოს მაგალითს». შემდეგ ის ამატებს: «ზოგიერთმა ძმამ უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს აპატიო. მათ სახეზე გაკვირვების ამოკითხვა შეიძლება, როდესაც მათ უხსნიან, რომ ქრისტიანულ კრებაში მშვიდობის შესანარჩუნებლად პირველი და ყველაზე საუკეთესო ნაბიჯი – ესაა პატიება».

  მაშინაც კი, თუ ჩვენი გრძნობები ისე დუღს, როგორც ქვაბი ღია ცეცხლზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილი ვაჟკაცობა უფრო იმაში კი არ ვლინდება, რომ ჩხუბი წამოვიწყოთ, არამედ იმაში, რომ მისი თავიდან არიდება შეგვეძლოს, ცეცხლის ჩაქრობით. რადგან რისხვა – უძლურების იარაღია. ის კი, ვინც თავზე კონტროლს კარგავს, შემდგომ დიდხანს ვერ პოულობს თავის ადგილს.


  რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის კლასიკურ შეხსენებას წარმოადგენს მოწოდება კოლოსელთა 3:13-დან: «მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს».
  აბსოლუტურად რთული არაა იმის დანახვა, რომ იეჰოვა მოგვიწოდებს ვაპატიოთ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ რეალური საფუძველი გვაქვს დარწმუნებულები ვიყოთ ჩვენს სიმართლეში და მეორე მხარის უსამართლობაში – ანუ როდესაც «მიზეზი გვაქვს»! გამოდის, რომ იეჰოვა ამ შემთხვევაშიც იმას მოელის, რომ მივბაძავთ მას მოვალეების მიმართ გულმოწყალებაში, რადგან მას ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენი სერიოზული დასჯისათვის მიზეზი იპოვოს. როგორც ამის შესახებ იესომ თქვა: «ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე» (ლუკა 6:36).

  მიტევების გარეშე არ არსებობს ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. და ამიტომ, იმისათვის რომ სიყვარულს არ გადავეჩვიოთ, მიტევება უნდა შეგვეძლოს. თანაც მართლა მიტევება. ეს კი მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ წყენის მიტევება არ დაგვავიწყდეს, არამედ შემდეგ თავად წყენის დავიწყებასაც. რადგან, «სიყვარული… თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის» (1 კორინთელები 13:5).


  ამასთანავე იესომ ისიც განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ვინმეს საქციელი ძლიერ ეხება მის გრძნობებს: «თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა» (მათე 18:15).
  შესაბამისად, თანამორწმუნესთან გართულებული ურთიერთობის მოსაგვარებლად, ქრისტიანს სთავაზობენ პირადად დაელაპარაკოს მას ვინც აწყენინა, ამავდროულად შეინარჩუნოს სიყვარულისა და თავშეკავების სული, და არ მიუშვას ემოციები თავის ნებაზე, რომლებიც კიდევ უფრო გაართულებენ სიტუაციას.

  «ორი მოდავიდან ის მეტი დამნაშავეა, ვინც უფრო ჭკვიანია», ამბობდა ფრანგი მწერალი გოეთე. შენ რომელი გინდა რომ იყო: სულელი თუ მაინც უფრო ჭკვიანი? ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ის, ვისაც დამნაშავისათვის სამაგიეროს გადახდა უნდა, არსებითად, მისსავე დონეზე ეცემა. როგორც ცნობილია, ის, ვინც ჩვენ გვაღიზიანებს, გვმართავს. ამიტომ, ქრისტიანს თუ საკუთარი ღირსების შენარჩუნება და ღვთის მოწონების დამსახურება უნდა, ის შეეცდება, რომ რთულ სიტუაციაშიც კი გაუზიაროს თავისი გრძნობები მწყენინებელს ისე, რომ მორალურად კი არ გათელოს, არამედ «შეიძინოს თავისი ძმა» (მათე 18:15). როგორც მონტენმა აღნიშნა «ჭეშმარიტი ღირსება მდინარეს გავს: ის რაც უფრო ღრმაა, მით უფრო ნაკლებად ხმაურობს».

  შემთხვევების დიდ უმეტესობაში, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების საკითხში ბიბლიური პრინციპების გამოყენება, მწყენინებელთან საკუთარი პრეტენზიების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა და «სიყვარულით უამრავ ცოდვას ფარავს» (1 პეტრე 4:8). და განა ეს არ უნდა იყო ჩვენი ჭეშმარიტი მიზანი? რადგან ბიბლია შემდეგი სიტყვებით მოგვიწოდებს: «ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ» (1 კორინთელები 16:14).

  თუმცა…

  თუმცა ქრისტიანის ცხოვრებაში შეიძლება ისეთ გარემოებებსაც ჰქოდეს ადგილი, როდესაც სიტუაცია, რომელიც მას უსამართლო ეჩვენება, სულაც ვერ გვარდება ისეთი სახით, როგორც მას სურს რომ მოგვარებულიყო. თანაც, ასეთი გარემოებების გამო ის შეიძლება საკუთარი უფლებებისა და ქრისტიანულ კრებაში საკუთარი მდგომარეობის რაიმე დარღვევებსაც კი გრძნობდეს, ხოლო ამის პირდაპირი თანამონაწილე მისივე თანამორწმუნე იყოს! მაგალითად, დანიშნული ძმების მიერ გადაწყდა, რომ რომელიღაც ქრისტიანს ჯერ ვერ ექნება კრებისათვის მსახურებაში ზოგიერთი უპირატესობები; ან დას, რომელსაც სრული დროით სურს მსახურება, უხუცესებმა არ აუნთეს მწვანე შუქი. მაგალითები, სინამდვილეში, შეიძლება განხვავებული იყოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გარემოებებით გულნატკენმა ქრისტიანმა შესაძლოა დაუმსახურებლად განაწყენებულად ჩათვალოს თავი, თუ შეურაცხყოფილად არა. დრო გადის, მისგან აღქმული უსამართლობა კი არანაირად არ გვარდება და, როგორც ჩანს, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვარდება. ასეთ შემთხვევაში როგორღა მოვიქცეთ?

  მე შეგნებულად არ მინდა იმ სიტუაციის შეფასება გავაკეთო, რომელიც ასეთი ქრისტიანის მიერ აღიქმება უსამართლოდ. შეიძლება, ის მართლაც სწორი იყოს, ძმებმა კი მის შემთხვევაში ყველა გარემოება ვერ გაითვალისწინეს. შეიძლება, იმ მომენტისთვის კრების პასუხისმგებელ ძმებს მართლაც არ ეყოთ სირძნე და გამჭრიახობა. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სიბრძნის უგულებელყოფა შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტიანული კრების პასუხისმგებელ ძმებზე იეჰოვას მიერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, ხოლო «ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება» (ლუკა 12:48; იაკობი 3:1). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი პასუხისმგებელი ძმა ინდივიდუალურად აგებს პასუხს იეჰოვას წინაშე იმისათვის, თუ როგორ «მწყემსავს ღვთის კრებას, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28).  

  თუმცა ამავდროულად ბიბლია შეგვახსენებს, რომ «ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე» (რომაელები 14:12). ამიტომ ასეთ შემთხვევაში თავად ასეთი ქრისტიანის რექცია უფრო მნიშვნელოვანია, რომელმაც საკუთარი თავი სხვისი საქციელით განაწყენებულად მიიჩნია, მაშინ, როდესაც როგორც მას ეჩვენება, სიტუაცია არანაირად არ გვარდება. როგორ მოიქცევა ის ასეთ შემთხვევაში? შეეცდება რომ ღვთის თვალით შეხედოს სიტუაციას და სათანადო თავშეკავებას გამოავლენს, მის ხელმძღვანელობაზე მინდობით, თუ ემოციების მორევში გადაეშვება და თანამორწმუნეებზე ბრალდებების იარლიყების დაკიდებას დაიწყებს და, ბოლოს და ბოლოს, დატოვებს ღვთის ხალხს?
  მაგრამ, განა მომხდარი არ შეიძლება ადამიანმა ისე აღიქვას, როგორც «ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი», რომლის მიუხედავადაც მაინც «მთელი გულით უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს»? (კოლოსელები 3:13).

  ადამიანისთვის, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, მომხდარი შეიძლება მისი რწმენისა და იეჰოვასადმი მორჩილების ნამდვილ გამოცდად იქცეს. მაგრამ ამავდროულად ასეთი სიტუაცია თამამად შეიძლება განხილული იყოს, როგორც ღვთიური დასწავლების მიღების შესაძლებლობა, სხვა ადამიანის მიერ არასრულყოფილების გამოვლენის ფონზე! (იაკობი 1:2-4,12). და ის, თუ ქრისტიანი რთულ გარემოებებში რამდენად მზადაა შეინარჩუნოს ისეთი ღვთისმოსაწონი თვისებები, როგორიცაა მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, მოთმინება და მშვიდობა, მოცემულ მომენტში იმის ნათელ მაჩვენებელს წარმოადგენს, თუ რამდენად მზადაა ღვთიური დასწავლების მისაღებად და რამდენად მზადაა უფლება არ მისცეს სხვის ნაკლოვანებებს მის ცხოვრებისეულ პოზიციაზე და უკვე არჩეულ ქრისტიანულ პრინციპებზე იქონიოს გავლენა.

  საერთოდ, ცოტა არ იყოს გულუბრყვილო ჩანს ზოგიერთი იმ ადამიანის წარმოდგენა, რომლებიც შემდეგნაირად აზროვნებენ: «ღმერთი თუ სამართლიანია და სურს, რომ მისმა მსახურებმაც ასევე გამოავლინონ სამართლიანობა, მაშინ ღვთის ხალხში არ შეიძლება ადგილი რომ ჰქონდეს უსამართლობის, გაუგებრობის, დაუდევრობისა და შეცდომების დაშვების შემთხვევებს. მაგრამ მე თუ ჩემს კრებაში მსგავს რაღაცეებს ვხვდები, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კრება სულაც არაა ქრისტიანული». ქრისტიანთა საზოგადოებაზე ასეთმა ზედაპირულმა შეხედულებამ, ის ადამიანები, რომლებიც კრებებში ნაკლოვანებების რაიმე გამოვლინებებს შეხვდნენ, დროდადრო შესაძლოა იქამდე მიიყვანოს, რომ გადაწყვიტონ დატოვონ თანამორწმუნეები, ან უარეს შემთხვევაში იეჰოვასა და ბიბლიის მიმართ ნდობა დაკარგონ (იგავები 18:1). მაგრამ ბიბლიური თვალსაზრისით ასეთი შეხედულება განა სწორია? განა წმინდა წერილები შეიცავს ღვთის მსახურების ცხოვრებიდან ისეთ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ «ჰეპი-ენდის» სულითაა გაჟღებთილი? არანაირად.

  განა მოსემ ასე სასურველ აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა არ დაკარგა? (კანონი 33:52). ან იქნებ დავითის ინდივიდუალური ცოდვების გამო არ დაისაჯნენ მისი ახალშობილი ძე და, მოგვიანებით კი - ათასობით იუდეველი (2 სამუელი 12:15-18; 24:1-15)? ან დავითისათვის ასე საყვარელი პიროვნების, იონათანის სიკვდილი როგორ შეიძლება შეფასებულიყო, რომელმაც დავითი ცხებულ მეფედ აღიარა და იმედი ჰქონდა, რომ მეორე კაცი გახდებოდა მის შემდეგ? (1 სამუელი 23:17; 31:2).
  ბიბლიაში მრავალი მსგავსი მაგალითის პოვნა შეიძლება…

  ასე, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, რომელიც იონათანის ძეს, მეფიბოშეთს დაემართა. ეს ადამიანი, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხეიბარი იყო, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მეფე დავითის ერთგული რჩებოდა (2 სამუელი 4:4). მეფე დავითის წინააღმდეგ აბესალომის აჯანყებისასაც კი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა იეჰოვას ცხებული მეფისადმი (2 სამუელი 19:24). მაგრამ მისმა მსახურმა, ციბამ, რთული სიტუაციით ისარგებლა და დავითის წინაშე ჭორები დაუყარა მეფიბოშეთს, რომელმაც, დაიჯერა ეს ჭორები და სიბას მეფიბოშეთის მთელი ქონება მისცა (2 სამუელი 16:1-4).

  შემდგომ მეფიბოშეთმა აუხსნა დავითს საქმის რეალური ვითარება და დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა (2 სამუელი 19:25-28; იგავები 18:17). დავითი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. მაგრამ აღადგინა მან სამართლიანობა იმ დონეზე, რამდენზეც მეფიბოშეთმა დაიმსახურა? მხოლოდ ნაწილობრივ. მეფიბოშეთს თავისი ჭორიკანა მსახურისათვის თავისი ქონების გაყოფა მოუწია (2 სამუელი 19:29,30).

  გრძნობდა თუ არა ეს უდანაშაულო ადამიანი, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ? როგორც ჩანს, კი. და ამისათვის მას საკმარისზე მეტი მიზეზი გააჩნდა. ის შეიძლება აღშფოთებულიყო იმის გამო, თუ ასეთმა ბრძენმა მეფემ, ცხებულმა დავითმა, რატომ გამოიტანა ასე ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილება და რატომ დაუჯერა უსინდისო მატყუარას. მეფიბოშეთს შეიძლება გულს სტკენდა ის, რომ დავითმა კი არ დასაჯა ციბა მისი დანაშაულის გამო, არამედ, პირიქით, მის მიერ მიღებული საჩუქრის ნაწილი დაუტოვა, რომელიც სხვათაშორის, აშკარად უკანონო გზით მოიპოვა. და ბოლოს და ბოლოს, თავად ქონების ნახევრის დაკარგვა, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, უკვე თავისთავად იყო ძლიერი წყენის საფუძვლიანი მიზეზი.

  მაგრამ განა დაიწყო მეფიბოშეთმა მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძლიერ გაპროტესტება და, მისი მიკერძოებაში და მის მიმართ უსამართლო მობყრობაში დადანაშაულება? დაასკვნა თუ არა მან, რომ დავითი აღარ წარმოადგენდა ღვთის ცხებულს და, შესაბამისად, ღვთიურ კურთხევას მოკლებული იყო? დაიწყო თუ არა მან ისრაელიანთა შორის ხმების გავრცელება ამ შემთხვევის შესახებ და დაიწყო თუ არა მომხრეებისა და გულშემატკივრების ძიება? არა, ვერაფერ მსგავსს ვერ ვნახულობთ წმინდა წერილებში! პირიქით, მეფიბოშეთმა სწორი, დადებითი თვალსაზრისი გამოავლინა თავისი გარემოებების მიმართ და კონცენტრირებას პირად წყენებზე კი არ ახდენდა, არამედ ის გაცილებით დიდი კურთხევა ახარებდა, რომელიც მთელ ისრაელს შეეხებოდა – კერძოდ კი, იეჰოვას ცხებული მეფის ტახტზე დაბრუნება! იმ მეფისა, რომელიც პირადად მას, შესაძლოა, უსამართლოდ მოეპყრო და, სხვათა შორის, არც კი გამოუსწორებია მომავალში თავისი შეცდომა… 

  
  აი სხვა მაგალითი. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ზოგიერთი იუდეველი მღვდელი დაშვებული არ იქნა, რომ შეესრულებინა მსახურება. ამის მიზეზი ნეემიას წიგნშია ახსნილი: «ისინი ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს, ამიტომ წაბილწულებად მიიჩნიეს ისინი და მღვდლობის უფლება არ მისცეს. უთხრა მათ თირშათამ, რომ არ ეჭამათ იქიდან, რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა და თუმიმით არ წამოდგებოდა მღვდელი» (ნეემია 7:64,65).

  არც ამ შემთხვევაშია ჩვენთვის ძნელი მათი გრძნობების წარმოდგენა, ვისაც მღვდლად მსახურებაზე უარი უთხრეს. თანაც, წმინდა წერილი სულაც არ იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ ეს ადამიანები რაიმე სახით მაინც იყვნენ იეჰოვას თვალში უღირსები. რადგან მათ, ისევე როგორც მრავალმა მათმა თანამორწმუნე ძმამ, საკუთარი სახლები მიატოვეს დევნილობაში, სადაც დაიბადნენ და ათეულობით წლები იცხოვრეს, არც თუ იოლ გზას დაადგნენ, იმისათვის რომ წინაპრების ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ, რომელიც თვალით არ ენახათ და რომლის მიწებიც სამოცდაათი წლის განმავლობაში არავის დაუმუშავებია. ყოველივე ამის გასაკეთებლად საჭირო იყო იეჰოვას მიმართ ნამდვილი ნდობის, თვითგანწირვისა და დიდი სიმამაცის გამოვლენა.

  მაგრამ ეხლა რაღა? ნუთუ რაღაც წერილობითი მტკიცებულების არარსებობის გამო, ამ მღვდლებს უარის თქმა მოუწევთ იეჰოვასადმი მსახურებაში იმ საპატიო როლზე, რომელზეც მათ საგვარეულო ხაზით გააჩნდათ უფლება? უდავოა, რომ მათ შემთხვევაში ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. და ეს მღვდლები, ბუნებრივია, შეიძლება თავს ისე გრძნობდნენ, რომ სამწუხარო უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ. თუმცა მომხდარი განა უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ხმამაღალი გარჩევები მოეწყოთ და ერის ხელმძღვანელები ბიუროკრატიულ თვითნებობაში დაედანაშაულებინათ? ან იქნებ ეს პასუხისმგებლობიდან ჩამოცილებული მღვდლები თავგამოდებით ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ მათი მსახურების უფლება დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო საგვარეულოთა შესახებ ძველ ხელნაწერებზე, რომელთაც ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ათასი რამ შეიძლება მოსვლოდა? ეჭვგარეშეა, რომ სურვილის შემთხვევაში მღვდლები, რომელთაც პასუხისმგებლობები დაკარგეს, თავის დასაცავად არაერთი არგუმენტის მოყვანას შეეცდებოდნენ. თუმცა ვერაფერს ამის მსგავსს ვერ ვკითხულობთ ჩვენ ბიბლიაში. აი ზუსტად ამიტომ გვეხმარება ეს შემთხვევა, რომელიც აშკარად შემთხვევით როდია ჩაწერილი ღვთის სიტყვაში, იმაში, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება – ღვთის ხალხს შორის, სამწუხაროდ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამწუხარო გაუგებრობებსა და არასასიამოვნო ინციდენტებს. არავინ არ ამბობს, რომ ეს კარგია. მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ამავდროულად მათგან, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მსაგავსი რამ, იეჰოვა მოელის, რომ მომხდარის გამო ისინი არ დაიწყებენ მთლიანად ღვთის კრების წინააღმდეგ აჯანყებას, არამედ მის მიმართ ნდობას გამოავლენენ და ღვთისადმი მსახურებას სხვა დანარჩენ თანამორწმუნეებთან ერთად გააგრძელებენ. ზუსტად ამისათვის აჯილდოვებს მათ იეჰოვა.  

  საინტერესოა, ნეტა ის პიროვნებები როგორ მოიქცეოდნენ ზემოთმოყვანილ ბიბლიურ სიტუაციებში რომ მოხვედრილიყვნენ, რომელთაც დღეს აქვთ ჩვევად გამხდარი საკუთარი კრებებისა და მთლიანად იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის კრიტიკა, რომლებიც მიზანმიმართულად ხედავენ მათში ნაკლოვანებებს ან მიიჩნევენ, რომ მათ დაუმსახურებლად აწყენინეს? რაღაც ნაკლებად მჯერა, რომ მათ, მეფიბოშეთისა და იმ მღვდლების მსგავსად, თავშეკავება და თავდაბლობა ეპოვათ საკუთარ თავში იმისათვის, რომ იმ დროის პასუხისმგებელი მამაკაცების წინააღმდეგ სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და ბუნტი არ მოეწყოთ. ხოლო ეს თუ ასე არაა, მაშინ დღეს რაღატომ არიან ასეთი პიროვნებები მიდრეკილნი, რომ უკმაყოფილება გამოთქვან თანამორწმუნეთა მიმართ? რა არის ეს, ორმაგი სტანდარტი? პათოსური «თეორიული» ქრისტიანობა, რომლის რეალობაში გამოყენებაც შეუძლებელია? თუ იმის სურვილის ბანალური არ ქონა, რომ იეჰოვასგან ისწავლონ ჭეშმარიტად ქრისტიანული თვისებები?
  თუ ადამიანს არ სურს, რომ რთული სიტუაციების დახმარებით განისწავლოს, რომლებიც სხვების ნაკლოვანებებითა და შეცდომებითაა განპირობებული, მაშინ ადრე თუ გვიან მას «ძალა გამოეცლება» (იგავები 24:10). ის ვერ შეძლებს არა მხოლოდ სხვა ადამიანების არასრულყოფილების ფაქტისადმი სწორად მიდგომას, არამედ ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენასაც ასეთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ. ქრისტიანული სიყვარულის გარეშე კი ადამიანი «არარაობაა» (1 კორინთელები 13:1-3). განა ასეთ პირებს არ ეხება გამონათქვამი: «არსებობენ «ქრისტიანები», რომელთაც მთელი გულით უყვართ ყველა, ვინც არ სძულთ»?
  რა თქმა უნდა, მოყვასში ნეგატიურის პოვნა უფრო იოლია, ვიდრე დადებითის. თანაც, სავსებით რეალური ნეგატიურის. თუმცა ადამიანებისადმი ასეთ მიდგომას, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თავად ასეთი კრიტიკოსისთვისაც კი არ მოაქვს სიკეთე. როგორც ჟ. ლაბრუიერმა აღნიშნა «სხვების გაკრიტიკების სიამოვნება, მშვენიერებით ტკბობაში გვიშლის ხელს». ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვების ბრალდებისკენ არიან მიდრეკილი, ძალიან ხშირად აკლიათ შინაგანი სამყარო, სიკეთე და სიხარული, როგორც «სულის ნაყოფის» შემადგენლები (გალატელთა 5:22-24). რაში სჭირდება ადამიანს, რომ შეგნებულად თქვას უარი ღვთის ასეთ საჩუქარზე?

  ბოლოს და ბოლოს, ბიბლია გვარწმუნებს, რომ მოყვასის სიყვარული - ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა! «მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი - ძვლების ლპობა» (იგავები 14:30). და პირიქით: «ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით. თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ. ეს არ არის ზემოდან მომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, ხორციელი და დემონურია. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება» (იაკობი 3:13-16).
  და შენ რას ირჩევ?


  ქრისტიანის იმ შემთხვევებზე საუბრისას, როდესაც მისი გრძნობები დაბრკოლების საფრთხეს განიცდის სხვა თანამორწმუნეების მხრიდან უსიამოვნო ქმედებების გამო, მინდა ერთი რეალური მაგალითი მოვიხსენიო. ის წარმოადგენს ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის ისტორიას, რომელიც თავის ქრისტიანულ ცხოვრებაში სხვა ძმების მხრიდან მისთვის გამაოგნებელ მოპყრობასა და პრაქტიკულად ყველა იმ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების დაუსაბუთებელ დაკარგვას აღწერს, რომელიც მას მანამდე ჰქონდა. ამ ძმის სახელია - ვილი დილი. შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, გამოქვეყნებული იყო ჟურნალ «საგუშაგო კოშკი»-ს 1991 წლის 1 ნოემბრის ნომერში (რუსული), განყოფილებაში ბიოგრაფიები.

  ჯერ კიდევ სიჭაბუკეში დაისახა ვილიმ მიზნად ბეთელში მსახურება, რის შესახებაც მამამისს მოუყვა - რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. შემდგომ მე თავად ამ ძმის სიტყვებს მოვიყვან სტატიიდან:  
  «რატომ გინდა ბეთელში მსახურება?» – მკითხა მამაჩემმა. «იმიტომ რომ მინდა იეჰოვას ვემსახურო», – ვუპასუხე მე. «შვილო, წარმოიდგინე, რომ ბეთელში მიგიღეს, – განაგრძო მან. – აცნობიერებ თუ არა, რომ იქ ძმები ანგელოზები არ არიან? ისინი არასრულყოფილები არიან და შეცდომებს უშვებენ. მე ვშიშობ, რომ ეს შენთვის იქიდან გამოქცევისა და რწმენის დატოვების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. აუცილებლად სათანადოდ იფიქრე ამაზე».
  მე განცვიფრებული ვიყავი მსგავსი რამის მოსმენით, მაგრამ გარემოებების რამოდენიმე დღიანი გადაფასების შემდეგ, მე კვლავ გავიმეორე ჩემი სურვილი, განაცხადი შემევსო ბეთელში მსახურებაზე. «კიდევ ერთხელ მითხარი, რატომ გინდა წასვლა», – მითხრა მან. «იმიტომ რომ მინდა იეჰოვას ვემსახურო», – გავიმეორე მე. «ჩემო შვილო, ეგ არასოდეს დაივიწყო. თუ მიგიწვევენ, გახსოვდეს, რატომ მიდიხარ. თუ რაიმე არასწორს დაინახავ, ძალიან ნუ შეწუხდები. პირადად შენც რომ მოგექცნენ არასწორად, ნუ გამოიქცევი. არასოდეს დაივიწყო, რატომ ხარ ბეთელში – იმიტომ რომ იეჰოვას გინდა ემსახურო! უბრალოდ იზრუნე დავალებულ საქმეზე და მას მიენდე».

  აი, ქრისტიანის ჯანსაღი და ობიექტური თვალსაზრისი ყოველგვარი არასასიამოვნო მომენტების მიმართ, რომლებიც შეიძლება მას თავის სულიერ ძმებთან ურთიერთობისას მოხვდეს თვალში! მასში არ არის გულუბრყვილო ილუზიები და მოლოდინები იმისა, რომ თანამოწმუნეთა თავს ზემოთ აუცილებლად უნდა ციმციმებდეს შარავანდი, და ისინი გადაადგილებას გრაციოზულად მოახდენენ ჰაერში გამოკიდებულები, მიწაზე ფეხის დაუკარებლად. სახეზეა ძმების მიმართ, როგორც აბსოლუტურად ჩვეულებრივი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ, მართლაც მოწიფული დამოკიდებულება, მათი ნაკლოვანებების მიმართ კრიტიკული მიდგომების გარეშე. გონიერ ქრისტიანს ყოველთვის ესმის, რომ ის ადამიანებს კი არ აამებს, არამედ იეჰოვას, და ამიტომ კონცენტრირებას ახდენს ღვთისადმი პირადი მსახურების ხასისხზე და არა სხვების მხრიდან ამ მსახურებაში გამოვლენილ ნაკლოვანებებზე.

  ვილი დილმა ზუსტად ასეთ, იეჰოვასადმი ერთგულ და დანარჩენ ნათამორწმუნეთა მიმართ მიმტევებელ ადამიანად გამოავლინა თავი! მან მრავალი რამის გაკეთება შეძლო ღვთისადმი მსახურებაში, ჯერ თავის კრებაში ეხმარებოდა ძმებს, შემდგომ კი ქრისტიანთა გაცილებით მეტ რაოდენობას. მან დაიწყო სრული დროით მსახურება, შემდგომ გალაადის სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა შვეიცარიაში.
  მალევე ვილიმ პიონერი და გაიცნო სახელად მარტა. შემდგომ სტატიაში ის აგრძელებს: 
  «მე შევატყობინე ბერნის ფილიალს, რომ ვაპირებდი მარტაზე დაქორწინებას და ჩვენ გვსურდა სრული დროით მსახურებაში დარჩენა. როგორი იყო რეაქცია? სხვა არანაირი უპირატესობა, გარდა საერთო პიონერებად მსახურებისა. … მე არ მაძლევდნენ საჯარო მოხსენების წარმოთქმის უფლებას, ჩვენ უფლება არ გვქონდა ბინები მოგვეძებნა კონგრესის დელეგატების დასაბინავებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სარაიონო ზედამხედველმა რეკომენდაცია გაგვიწია ამ საქმისთვის. მრავალი აღარ გვესალმებოდა და ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენთან, როგორც გარიცხულებთან, მიუხედავად იმისა, რომ საერთო პიონერები ვიყავით».
  მართლაც, მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია იმისა, თუ რამდენად გაოგნებული იქნებოდა ეს ერთგული ძმა, რომელიც უსამართლობის ასეთ აშკარა გამოვლინებას შეეჯახა საკუთარი თავისა და თავისი მეუღლის მიმართ თანამორწმუნეთა მხრიდან! წარმოიდგინეთ რა ძლიერ განიცდიდა თავისი ქმრის გამო მისი ცოლი! და მართლაც, განა შეიძლება ქრისტიანული ქორწინება გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ძმა გამოუსადეგარი გამხდაიყო საკუთარი დანიშნულების შესასრულებლად?
  ნეტა როგორ მოიქცნენ ვილი და მარტა ასეთ რთულ, თუ არ ვიტყვით უიმედო, სიტუაციაში? ეჭვი შეეპარათ იმ გზის ჭეშმარიტებაში, რომელიც მათ ოდესღაც აირჩიეს? ომი გამოუცხადეს დამნაშავე თანამორწმუნეებს? ან იქნებ, განდგომილთა შემოკრება სცადეს იმისათვის, რომ თანამგრძნობი ყური ეპოვათ, და მემუარების შედგენას მოჰყვნენ საკუთარ სულიერ ძმებში «სინდისის კრიზისის» შესახებ? არა. ვილის ახსოვდა მამის გონიერი რჩევა: «აცნობიერებ თუ არა, რომ იქ ძმები ანგელოზები არ არიან? ისინი არასრულყოფილები არიან და შეცდომებს უშვებენ. მე ვშიშობ, რომ ეს შენთვის იქიდან გამოქცევისა და რწმენის დატოვების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. აუცილებლად სათანადოდ იფიქრე ამაზე». ვილის უბრალოდ კი არ ახსოვდა ეს რჩევა, არამედ შესაბამისადაც იქცეოდა (შეადარეთ 1 კორინთელები 7:23; გალატელები 2:6).

  იმის სხვა საფუძველი, თუ რატომ არ დაჰყვნენ ვილი და მარტა ემოციებს და უარი არ თქვეს იეჰოვას მოწმეების კრებაში თავის ქრისტიანულ მდგომარეობაზე, იყო ის, რომ მათ საღად ესმოდათ თანაქრისტიანების მხრიდან მათდამი ასე არასასიამოვნო მოპყრობის მიზეზები. ძმა აგრძელებს:
  «მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ქორწინება არ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას, და ამიტომ ჩვენ ვლოცულობდით და იეჰოვაზე ვამყარებდით იმედს. სინამდვილეში, ასეთი მოპყრობა საზოგადოების თვალსაზრისს არ ირეკლავდა. ეს იყო საორგანიზაციო მითითებების არასწორი გამოყენების შედეგი».

  ძნელია არ დაეთანხმო ვილისა და მარტას დასკვნებს. მართლაც ხდება ხოლმე ისე, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ძმა ხანდახან საკუთარ წესებს ადგენს იმ საკითხებში, რომლებიც იეჰოვას მიერ ადამიანებისთვისაა დატოვებული, რათა მათ პირადად მიიღონ გადაწყვეტილება (რომაელების მე-14 თავი). დროდადრო ამან შეიძლება ისეთი სერიოზული გაუგებრობებიც კი გამოიწვიოს, როგორიც ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» აღწერილ შემთხვევაშია. არავინ ამბობს, რომ მსგავს «ადამიანურ მცნებებს» ღმერთი იწონებს (მარკოზი 7:7). პირიქით, იეჰოვას არ სურს, რომ ქრისტიანები თავისი სულიერი ძმებისა და დების «რწმენაზე ბატონობდნენ» (2 კორინთელები 1:24).

  ამასთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში არაერთხელ იბეჭდებოდა სტატიები, სადაც ქრისტიანებს გაფრთხილება ეძლეოდათ, რომ ჩვევად არ ქცეოდათ საკუთარი აზრის გარკვეული კანონის დონეზე დაყენება. მაგალითად, 1992 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში (რუსული) (გვ.12) ეწერა: 
«ქრისტიანებს გულწრფელად სურთ ღვთიური კანონების მიყოლა. მაგრამ ჩვენც კი შეიძლება დავყვეთ მიდრეკილებას დავადგინოთ ურიცხვი დამამძიმებელი წესები. რატომ? პირველი, განსხვავებული გემოვნების გამო ზოგიერთმა შეიძლება მისაღებად ის ჩათვალოს, რაც დანარჩენებს არ უყვართ და თვლიან, რომ ეს ამოღებული უნდა იყოს წესებიდან. ქრისტიანები ასევე სულიერი მოწიფულობისაკენ სვლის სიჩქარითაც განსხვავდებიან». ჟურნალი შეხსენებას გვაძლევს: «ღმერთს ქრისტიანებისთვის ვრცელი წესების სია არ მიუცია, რომლებიც ცხოვრების უმრავლეს ასპექტს შეეხება, თითქოსდა ეს შეიძლება ყოფილიყო მათთვის რწმენაში განსწავლის მეთოდი».

  მსგავსი აზრი ასევე გამოხატულია წიგნში «თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს» (გვ.137): 
«არავინ უნდა მოელოდეს სხვებისგან სრულყოფილებას, არც წვრილმანებზე გაუმახვილოს გამუდმებით ყურადღება და არც ისეთ საკითხებზე ურჩიოს რამე, რომლებთან დაკავშირებითაც ბიბლია პირადი არჩევანის გაკეთების უფლებას იძლევა. აგრეთვე, შესაძლოა, ზოგმა რჩევა მისცეს ვინმეს მომხდარი ფაქტების მხედველობაში მიღების გარეშე, რაზეც შეიძლება ტაქტიანად მიეთითოს».
  იმავე წიგნში ცოტა მოგვიანებით კვლავ ნათქვამია: 
«შეიძლება თანამორწმუნე თავისი საქციელით მხოლოდ შენ კი არა, სხვებსაც სტკენდეს გულს. ნუთუ კარგი არ იქნებოდა მასთან ლაპარაკი? შესაძლოა. თუ კეთილგანწყობით აუხსნიდი მას პრობლემის არსს, შეიძლება ამას კარგი შედეგი გამოეღო. მაგრამ თავდაპირველად საკუთარ თავს შეეკითხე: "ნამდვილად არღვევს ის ბიბლიურ პრინციპს? თუ მხოლოდ იმიტომ ვხედავ პრობლემას, რომ წარმოშობითა და აღზრდით განვსხვავდები მისგან? იფრთხილე, რომ საკუთარი ნორმები არ დაადგინო და შემდეგ მათ საფუძველზე არ განსაჯო ვინმე (იაკობი 4:11, 12). იეჰოვა მიუკერძოებლად იღებს ყველა წარმოშობის ადამიანს და, თუ ისინი სულიერად იზრდებიან, მოთმინებას ავლენს მათ მიმართ» (გვ.147).


  განსაკუთრებით ასეთი საფრთხის შესახებ ორგანიზაცია ქრისტიანული კრების პასუხისმგებელ ძმებს აფრთხილებს. ასეთი გაფრთხილებების თანახმად ძმებმა «თავი უნდა აარიდონ დესპოტური, უცვლელი წესების დადგენას ან საკუთარი პირადი შეხედულებებისა და მოსაზრების კანონად ქცევას. (შეადარეთ დანიელი 6:7–16.) დრო და დრო თავაზიანი შეხსენებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩაცმა და გარეგნობა, შეიძლება მისაღები და დროული იყოს, მაგრამ უცუხესმა შეიძლება თავისი, როგორც გონიერი ადამიანის, რეპუტაცია შელახოს, თუ ის გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს ან ისეთ საკითხში ცდილობს რაიმეს თავზე მოხვევას, რომელიც ძირითადი სახით პირადი გემოვნების საკითხს წარმოადგენს. სინამდვილეში, კრებაში არავინ არ უნდა ცდილობდეს სხვების გაკონტროლებას. (შეადარე 2 კორინთელები 1:24; ფილიპელები 2:12)» («საგუშაგო კოშკი», 1994 წლის 1 აგვისტო, გვ.15-20 (რუსული)). 

  «დღევანდელი ქრისტიანებისთვის კარგი იქნებოდა არ გამოავლინონ ზედმეტი სიმკაცრე და ძალიან არ გაიტაცოს წესებმა, - ასეთი შეხსენებაა მოცემული ჟურნალის სხვა ნომერში, - ძმებმა კი, რომლებსაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ, თავი შეიკავონ იმისაგან, რომ არ გადატვირთონ სხვები ზედმეტი გამოგონილი წესებით» («საგუშაგო კოშკი», 1995 წლის 1 მარტი, გვ.7 (რუსული)).

  ჟურნალის კიდევ ერთ ნომერში ასევე შეიძლება ვნახოთ მითითება იმის შესახებ, რომ 
«იმ პირებმა, რომლებიც დღეს სხვების საქმიანობას ზედამხედველობენ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რათა ისინი არ ტვირთავდნენ მათ არასათანადო ადამიანური წესებით. ამისკენ მიდრეკილება შესაძლოა განსაკუთებით ძლიერ იმ ადამიანს ჰქონდეს, რომელიც საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრია ან საკუთარი თავისაგან ბევრს ითხოვს, და ამიტომ ფიქრობს, რომ სხვებიც ასე უნდა მიუდგნენ საქმეებს. თუმცა, პავლე ქრისტიანებს წერდა: «ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ; არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ» (2 კორინთელები 1:24) შესაბამისი სახით ქრისტიანები არ უნდა მოელოდნენ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ყოველი წვრილმანისთვის წესები ჩამოაყალიბეს. ამის მაგივრად კარგი იქნებოდა უკეთ შეგვემეცნა, თუ რას ამბობს ღვთის სიტყვა და ამით განგვესწავლა ჩვენი სინდისი და ჩვენი აღქმის უნარი (ებრაელები 5:14)» («საგუშაგო კოშკი», 1983 წლის 1 მარტი, «რით ხელმძღვანელობ საკუთარ ცხოვრებაში?» (რუსული)).


  თვითონ ორგანიზაციის რჩევებიც კი არ განიხილება მის მიერაც კი ერთგვარ საკანონმდებლო აქტად. ძმებმა ხშირად გაუსვეს ხაზი იმას, რომ მათი რჩევები ისე უნდა იქნეს აღქმული როგორც რჩევები. მაგალითად, როდესაც რჩევას აძლევს მაუწყებლებს, 
«რომ კრების შეხვედრებზე კარგი იქნებოდა გამუდმებით სხვადასხვა ადგილას დავმჯდარიყავით», რადგან ეს შესაძლებლობას მოგვცემდა სხვა დამსწრეების უკეთ გასაცნობად, ორგანიზაცია მაშინვე ამატებს: «უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წესი არაა, რომ მაინცდამაინც ყველამ ასე უნდა აკეთოს» («საგუშაგო კოშკი», 1994 წლის 15 აგვისტო, გვ.26-29 (რუსული)). 

  «საგუშაგო კოშკი»-ს 1994 წლის 1 ივლისის გამოცემა ამასთან დაკავშირებით ასეთ მითითებას შეიცავს: 
«უხუცესს შეიძლება ისეთი წარმოდგენა შეექმნას, რომ ძმები ყოველგვარ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ, იმისათვის რომ თეოკრატიას მიჰყვნენ. ზოგიერთმა უხუცესებმა ის წესები, რომლებიც დრო და დრო «ერთგული და გონიერი მონისაგან» მოდის, კანონებად აქციეს (მათე 24:45). მაგალითად, ერთხელ გვირჩევდნენ, რომ კრებაში ძმების მალე გასაცნობად, სჯობს თუ ერთი და იგივე ადგილას არ ვიჯდებით სამეფო დარბაზში. ეს პრაქტიკული რჩევა იყო და არა მკაცრად დადგენილი წესი. მაგრამ ზოგიერთი უხუცესი შეიძლება მიდრეკილი იყოს, რომ ეს რჩევა წესად ჩამოაყალიბოს და მიიჩნიოს, რომ ისინი, ვინც მას არ მიჰყვება, თეოკრატიას არ მიჰყვება. თუმცა იმის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუ ესა თუ ის ძმა თუ და რატომ ზის ყოველთვის ერთ განსაზღვრულ ადგილას. უხუცესი თუ სიყვარულით არ ითვალისწინებს მათ, განა ის მიჰყვება თეოკრატიას? თეოკრატიას რომ მივყვეთ, საჭიროა რომ «ყველაფერი სიყვარულით ვაკეთოთ» (1 კორინთელები 16:14) (გვ.27)

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკი»-ს სხვა გამოცემაში (1 სექტემბერი 1996 წ., გვ.19-24 (რუს)) განთავსებული იყო შესანიშნავი სტატია, სათაურით «ცხოვრება ქრისტეს კანონის თანახმად». ძმებმა პირდაპირ აღწერეს შესაბამისი სიტუაცია, რითაც დაგვანახვეს, თუ რამდენად უგუნურებაა ვინმესთვის, რომ საკუთარი აზრი, ან თუნდაც ორგანიზაციის რჩევები, გადააქციოს წესებად, რომლებიც სხვების მხრიდან უსიტყვოდ უნდა იყოს დაცული. სტატიაში, სხვა მრავალთან ერთად, შემდეგი იყო აღნიშნული:
  «ყველა ქრისტიანი უნდა აქცევდეს ყურადღებას იმას, რათა სხვებს დამატებითი ტვირთი არ დააკისრონ იმით, რომ თავს მოახვევენ მათ საკუთარ აზრებს პირადი არჩევნის საკითხებში. დრო და დრო საზოგადოება საგუშაგო კოშკში მოდის წერილები, რომელთა ავტორებიც გვთხოვენ მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდეთ მათ ამა თუ იმ ფილმების, წიგნებისა და სათამაშოების მიმართაც კი. მაგრამ საზოგადოება უფლებამოსილი არ არის, რომ საგულდაგულოდ იკვლიოს მსგავსი საკითხები და მათთან მიმართებაში გადაწყვეტილებები გამოიტანოს. უმეტეს შემთხვევაში ეს საკითხები ადამიანმა პირადად ან ოჯახის თავმა უნდა გადაწყვიტოს, ბიბლიური პრინციპების მიმართ სიყვარულიდან გამომდინარე. სხვები მიდრეკილნი არიან, რომ ორგანიზაციის შემოთავაზებები და სახელმძღვანელო პრინციპები წესებად აქციოს. მაგალითად, 1996 წლის 15 მარტის «საგუშაგო კოშკში» დაბეჭდილი იყო მშვენიერი სტატია, რომელიც უხუცესებს იმისკენ აღძრავდა, რომ რეგულარულად ჩაეტარებინათ კრების წევრების სამწყემსო მონახულებები. იყო ამ სტატიის მიზანი ის, რომ რაიმე სახის წესები დაედგინა? არა. თუმცა ისინი, ვინც სტატიაში გადმოცემული რჩევების გამოყენებას შეძლებენ, უდიდეს სარგებელს მიიღებენ მისგან, ზოგიერთ უხუცესს არ აქვს საშუალება რომ ასე გააკეთოს. მსგავსადვე 1995 წლის 1 აპრილის «საგუშაგო კოშკი»-ს განყოფილებაში «მკითხველთა შეკითხვები» მოცემული იყო გაფრთხილება, რომ ყურადღება არ გადაგვეტანა ნათლობის მნიშვნელობისაგან იმით, რომ უკიდურესობებში გადავვარდნილიყავით და ზეიმი ან სუფრა არ მოგვეწყო. ზოგიერთი ამ გონივრულ რჩევას ზედმეტად გონივრულად მოეპყრო და ისეთი წესიც კი დაადგინეს, რომ ნათლობისას გამამხნევებელი ბარათის გაგზავნა შეუფერებელი იყო!
  ასევე ყურად ვიღოთ შემდეგი რამ: იმისათვის, რომ ჩვენს შორის გამეფებული იყოს «თავისუფლების სრულყოფილი კანონი», ჩვენთვის აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ყველა ქრისტიანს ერთნაირი სინდისი როდი აქვს (იაკობი 1:25). უნდა გავღიზიანდეთ თუ არა, თუ ვინმე ისეთ პირად არჩევანს აკეთებს, რომელიც ბიბლიურ პრინციპებს არ არღვევს? არა. ეს გაუგებრობებს გამოიწვევდა (1 კორინთელები 1:10). როდესაც პავლე გვაფრთხილებდა, რომ არ გაგვესამართლებინა თანაქრისტიანი, მან თქვა: «დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა; ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას» (რომაელები 14:4). ჩვენ თუ ცუდს ვლაპარაკობთ ერთმანეთზე იმის გამო, რისი გადაწყვეტაც თითოეული ქრისტიანის სინდისის საქმეა, ჩვენ ვრისკავთ ღმერთს ვაწყენონოთ (იაკობი 4:10—12)».

  კიდევ ერთ სტატიაში, «გაფრთხილდით საკუთარ თავთან მართლები რომ არ იყოთ!» (15 ოქტომბერი 1995 წ, გვ.29-31 (რუსული)), ადგილობრივი ძმების მიერ ორგანიზაციის რჩევებისაგან მკაცრი კანონების დადგენის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია მოყვანილი:
  «ქრისტიანული კრება უფლებამოსილია იმოქმედოს იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის გაწონასწორებულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს (ებრაელები 13:17). მაგრამ ზოგიერთი ამახინჯებს ამ პრინციპებს ან თავის საკუთარ წესებს უმატებს. ერთ-ერთ ტერიტორიაზე თეოკრატიული სკოლის ყველა მოსწავლისაგან პიჯაკების ჩაცმა და მოხსენების დროს შეკრული პიჯაკით გამოსვლა მოითხოვებოდა. ვინც ამ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა, შემდგომი დავალებით გამოსვლის უფლება ერთმეოდა. იმის სანაცვლოდ რომ მსგავსი მკაცრი წესები დავადგინოთ, განა უფრო გონივრული და ღვთის სიტყვის სულისთვის უფრო შესაბამისი არ იქნებოდა, თუ აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალურად მიეცემა ადამიანს რბილი შეგონება? (იაკობი 3:17)».
  იმავე სტატიაში ასევე აღნიშნული იყო: 
«შეიძლება მშობლები მონდომებით მოეკიდონ  სხვა ადამიანების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ნელნელა დაავიწყდეთ საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებები. ან შეიძლება ისინი ზედმეტად გულმოდგინეები გახდნენ და საკუთარი შვილებისაგან იმაზე მეტი მოითხოვონ, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ (ეფესოელები 6:4; კოლოსელები 3:21). ზოგიერთი ბავშვი, იმის გამო რომ არ შეუძლია ასე დიდი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებას იწყებს. გონიერი მშობელი გაითვალისწინებს საკუთარი ოჯახის შესაძლებლობებს და შესაბამისად მიუდგება მას. (შეადარე დაბადება 33:12—14.)
  გარდა ამისა, გადამეტებული მონდომების გამო შეიძლება დავკარგოთ ტაქტი, თანაგრძნობა და გულისხმიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობაში. ქრისტიანი შეიძლება ძალიან ბევრს შრომობდეს სამეფოს საქმისათვის. მაგრამ ამავდროულად მისმა გადამეტებულმა თავგამოდებამ შეიძლება ადამიანებს გული ატკინოს. პავლემ თქვა: «წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა რომ მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები. მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს» (1 კორინთელები 13:2, 3)».

  ქრისტიანების მხრიდან საკუთარი წესების დადგენის ან ორგანიზაციის რჩევების წესებად გადაქცევის და სხვებისაგან ამ წესების უსიტყვოდ დაცვის მოთხოვნის მსგავსი მაგალითები, შეიძლება ასეთ ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი არასწორი შეხედულებების გამოსწორებაში და, ამავდროულად იმაში, რომ გახდნენ საყრდენი და ნუგეშისმცემელი მათთვის, ვისი გრძნობებიც იქნა შელახული მსგავსი ქმედებებით. 

  თუმცა მეორეს მხრივ უსამართლოდ ნაწყენი ქრისტიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეს გრძნობებს ვინმეს მხრიდან უგუნური ქმედებების გამო და არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღვთის კრების დატოვების შესახებ! რატომ? იმიტომ რომ, პირველი, ის იეჰოვას ემსახურება და არა ადამიანებს; მეორე, მას უნდა ესმოდეს, რომ არასრულყოფილი ადამიანების კრებაში სრულყოფილი ურთიერთობების მოლოდინი შეუძლებელია; და მესამე, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვა შექმნილ სიტუაციას აუცილებლად გამოიყენებს შენი პირადი დასწავლისათვის!  

  «კრებაში ყველანი, მათ შორის უხუცესებიც, არასრულყოფილები არიან, ამიტომ დროდადრო გაუგებრობები და პრობლემები ჩნდება ისევე, როგორც პირველ საუკუნეში მოციქულების დროს ხდებოდა (ფილიპელები 4:2, 3). 
– ვკითხულობთ 2007 წლის 15 აპრილის «საგუშაგო კოშკში». - 
შეიძლება ზედამხედველის ან სხვისი ნათქვამი უხეში, მკაცრი ან ნახევრად სიმართლე მოგვეჩვენოს. ან შესაძლოა ვფიქრობთ, რომ გარკვეულ საკითხში ბიბლიური პრინციპი ირღვევა და მიუხედავად იმისა, რომ უხუცესებმა იციან ამის შესახებ, ისინი ზომებს არ იღებენ სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა შეიძლება უხუცესები აგვარებენ ან მათ უკვე მოაგვარეს ეს საკითხი წმინდა წერილებისა და იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, თუ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, გავიხსენოთ, რომ კორინთის კრებაში, რომელზეც იეჰოვა ზრუნავდა, გარკვეული დროის განმავლობაში სერიოზულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, იეჰოვამ იზრუნა ამ პრობლემის სამართლიანად მოგვარებაზე (1 კორინთელები 5:1, 5, 9—11). შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: "როგორ მოვიქცეოდი, იმ დროს კორინთში რომ მეცხოვრა?"» («დაე განმტკიცდეს კრება!», აბზაცი13).


  რამდენად გამართლებული აღმოჩნდა ვილის ღვთისადმი მინდობა, მისთვის და მისი ცოლისათვის ასეთ რთულ დროს? რამოდენიმე წლის შემდეგ იეჰოვამ ის «გაშლილ ადგილზე გამოიყვანა», თანამორწმუნეების თვალში აღადგინა მისი კეთილი სახელი და უფრო მეტი უპირატესობებით დააჯილდოვა მსახურებაში, ვიდრე წინათ ჰქონდა მას (ფსალმუნი 18:19). ვილი დილი კვლავ სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა შვეიცარიაში. შემდგომ ის კვლავ მიწვეულ იქნა გალაადის სკოლაში კურსის გასავლელად, მასთან ერთად კი მისი მეუღლეც. სკოლის დამთავრების შემდეგ ვილი შვეიცარიის ფილიალის მსახურად დანიშნეს, და მას არაერთხელ ჰქონდა კრებების მონახულების შესაძლებლობა ზონალური ზედამხედველის როლში.

  ვილი თავისი რთული ქრისტიანული ცხოვრების შეჯამებას აკეთებს:
  «რისი გაკეთებაც არ უნდა ეთხოვათ ჩემთვის, მე ყოველთვის იეჰოვას მივმართავდი ხელმძღვანელობისათვის. მიუხედავად ჩემი მრავალი შეცდომებისა და ნაკლოვანებებისა, მე ღრმად მწამს, რომ იეჰოვამ მაპატია ქრისტეს მეშვეობით. მე მინდა განვაგრძო მის მოსაწონად ცხოვრება. და დაე გააგრძელოს მან ჩემი ნაბიჯების წარმართვა, მაშინ როდესაც მე გამუდმებით მივმართავ მას, როგორც „ჩემს ღმერთს, რომელსაც მივენდობი» (ფსალმუნი 91:2)».

  ჩემი აზრით, ამ ძმისა და მისი მეუღლის შემთხვევა ნამდვილი ქრისტიანული სიბრძნისა და საკუთარი თანამორწმუნეების ნაკლოვანებებისადმი გონივრული დამოკიდებულების კარგ მაგალითს წარმოადგენს, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამ ნაკლოვანებების გამო თავს უსამართლოდ შეურაცხყოფილად გრძნობ. და განა იესომაც მსგავსი განსაცდელები არ გადაიტანა, როდესაც მან «სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო»? (ებრაელები 12:2). რამდენჯერ მოუწია მას თავისი მისამართით უსამართლო მობყრობის გადატანა მათი მხრიდან, ვინც ღვთის ერის, ისრაელის ნაწილს წარმოადგენდნენ, და ასევე საკუთარი ნათესავებისა და იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებიც მის მოწაფეებად იწოდებოდნენ! (მათე 11:18,19; მარკოზი 3:21,22; იოანე 6:60-66). თუმცა ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი არ ქცეულა იესოსთვის ცოდვილ კაცობრიობაზე განაწყენების მიზეზად. და მით უმეტეს ვერანაირმა უსამართლო ბრალდებებმა ვერ აიძულა ღვთის ძე, რომ ყველაფერი მიეტოვებინა, განაწყენებულს ხელი ჩაექნია და სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ზეცაში.
  მაშინ ზოგიერთი ქრისტიანი რატომ აძლევს თავის ემოციებს იმის უფლებას, რომ მის გონებას დაეუფლოს და შედეგად კრება დატოვოს? ნუთუ ასეთი ადამიანისათვის მის გარშემო მყოფი ადამიანების არასრულყოფილება, ქრისტიანულ სიყვარულზე უფრო ძლიერია?
  კი, ხანდახან მართლა შეიძლება გაგვიჩნდეს იმის საცდური, რომ მოყვასისაგან რაიმე გვეწყინოს. მით უმეტეს, როდესაც საამისოდ საფუძვლიანი «მიზეზი» არსებობს (კოლოსელები 3:13). მაგრამ ზოგჯერ ხომ ჩვენი არასრულყოფილი საქციელიც შეიძლება, რომ ასეთივე «მიზეზი» აღმოჩნდეს დანარჩენი თანამორწმუნეების გულის გასატეხად. მაშ ეხლა რაღა, ყველა ემოციების ოკეანეში გადავცვივდეთ და ნაწყენებმა კრება დავტოვოთ? კი მაგრამ, მაშინ ხომ თავად კრებიდანაც აღარაფერი დარჩება, რადგან ყველას მოეძებნება მიზეზი, სხვებისთვის ბრალის დასადებად…
  შეუძლებელია რომ სამოთხე მხოლოდ ყვავილებისაგან შედგებოდეს. მსგავსადვე, იმისათვის რომ ღვთის კრებაში ნებისმიერმა ადამიანმა სულიერი სამოთხის ნაწილად იგრძნოს თავი, აუცილებელია თითოეული ქრისტიანი რეგულარულად ესწრებოდეს კრების შეხვედრებს და მხარი დაუჭიროს გარშემომყოფებს.

    იეჰოვას სურს, რომ ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმეს საქციელი წყენას იწვევს ჩვენში, გვესმოდეს, რომ ეს ღვთისა და მოყვასისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარულის გამოცდის მომენტია (ლუკა 10:27). ასეთი სიტუაცია ჩვენთვის იმის კარგი გაკვეთილია, თუ სწორად როგორ ავირეკლოთ გრძნობები არასრულყოფილი ადამიანის მიმართ, თუ ნამდვილად გვინდა «მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა» და სხვებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ (ეფესოელები 5:1). 


  ასეთი შემთხვევა იყო მოყვანილი ჟურნალ «საგუშაგო კოშკი»-ს სხვა გამოცემაში:
  «ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ღვთის ორგანიზაციაში ასეთ ორგულობას აქვს ადგილი. არც იეჰოვა, არც ანგელოზები და არც სულიერი მწყემსები არ დაუშვებენ ქრისტიანულ კრებაში ასეთი ორგული და ბოროტი ადამიანების ყოფნას. და მაინც, თითოეული ჩვენგანი ვხვდებით როგორც საკუთარ, ისე ღვთის სხვა მსახურთა არასრულყოფილებას.
  იეჰოვას ერთი მსახური, გერტრუდი, ახალგაზრდობაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს იმაში, რომ არ შეეფერებოდა სრული დროით მსახურების მოთხოვნებს. როგორ მოიქცა ის? დაიწყო მან დრტვინვა? არა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს, როცა 91 წლის იყო, მან თქვა: «ამ და სხვა შემთხვევებმა მასწავლა, რომ ადამიანთა შეცდომების მიუხედავად იეჰოვა მაინც წარმართავს თავის დიდებულ საქმეს და ამისათვის არასრულყოფილ ადამიანებს იყენებს». როდესაც ღვთის სხვა მსახურთა არასრულყოფილებას ხვდებოდა, გერტრუდი მთელი გულით მიმართავდა იეჰოვას ლოცვით.
  ვინაიდან ყველაზე ერთგული და გულმოდგინე ქრისტიანებიც კი არასრულყოფილები არიან, მოდი ყველაფერი უდრტვინველად გავაკეთოთ, როდესაც შეცდომას უშვებს ის, ვისაც ღვთის ორგანიზაციაში პასუხისმგებლობა აკისრია (ფილიპელები 2:14). სამწუხარო იქნებოდა, თუ პირველი საუკუნის კრების ზოგი წევრის ცუდ საქციელს მივბაძავდით! მოწაფე იუდამ თქვა, რომ იმდროინდელი ცრუმასწავლებლები «არაფრად აგდებდნენ მმართველობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ დიდებით მოსილთ». ისინი «მუდამ ბუზღუნებდნენ [დრტვინავდნენ] და თავიანთ ხვედრს უჩიოდნენ» (იუდა 8, 16). დაე არასოდეს მივბაძოთ ამ მდრტვინავებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ ყოველივე კარგზე, რასაც «ერთგული და გონიერი მონისგან» ვიღებთ. დავაფასოთ ყოველივე კარგი იეჰოვას ორგანიზაციაში და ყველაფერი უდრტვინველად ვაკეთოთ (15 ივლისი 2006 წ, «გახსოვდეთ ყოველივე კარგი, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია», გვ.21),


  მსგავსი გაკვეთილი მიიღო კიდევ ერთმა ქრისტიანმა დამ, რომელმაც თავისი გამოცდილებით თანამორწმუნეთა შეცდომების მიმართ სწორი მიდგომა ისწავლა. თანაც, პასუხისმგებელი ძმების შეცდომების მიმართ. ამ დას გოლდი რომოჩანი ერქვა. ჟურნალ «საგუშაგო კოშკი»-ს 1997 წლის 1 აპრილის (რუსული) ნომერში მისი ბიოგრაფია იყო გამოქვეყნებული. ის შემდეგ ისტორიას გვიყვება:
  «მოხდა შემთხვევა, რომლის გამოც ჯოზეფ რუტერფორდზე, საზოგადოება საგუშაგო კოშკის მაშინდელ პრეზიდენტზე გავბრაზდი. ერთ-ერთ ახალმონათლულ მოწმეს მოეჩვენა, რომ ძმა რუტერფორდმა მის მიმართ უსამართლობა გამოავლინა იმით — რომ არ მოუსმინა მას. მე მომეჩვენა, რომ ძმა რუტერფორდი არ იყო მართალი. კვირას ჩემმა დამ მერიმ და მისმა მეუღლემ, დენ პესტრუიმ, ჩვენს მოსანახულებლად შემოიარეს. სადილის შემდეგ დენმა თქვა: «კრებაზე წასვლის დროა».
  — ჩვენ აღარასოდეს წამოვალთ კრებაზე,— ვუთხარი მე.— ჩვენ განაწყენებულები ვართ ძმა რუტერფორდზე.
  დენმა ხელები ზურგზე დაიწყო, ოთახში გაიარ-გამოიარა და შემდეგ მითხრა: «მაშინ თუ იცნობდი ძმა რუტერფორდს, როცა მოინათლე?»
  — არა, რა თქმა უნდა,— ვუპასუხე მე.— თავადაც იცი რომ: მე რუმინეთში მოვინათლე.
  — რატომ მოინათლე? — შემეკითხა ის.
  — იმიტომ რომ გავიგე, რომ იეჰოვა — ჭეშმარიტი ღმერთია, და სურვილი გამიჩნდა სიცოცხლე მისადმი მსახურებისათვის მიმეძღვნა,— ვუპასუხე მე.
  — არასოდეს დაგავიწყდეს ეს! — მითხრა მან.— მაშ რა გამოდის, ძმა რუტერფორდმა რომ ჭეშმარიტება მიატოვოს, შენც მიატოვებ?
  — არასოდეს, არასოდეს! — წამოვიძახე მე. მისმა სიტყვებმა საღად აზროვნების უნარი დამიბრუნეს, და ვთქვი: «მორჩა კრებაზე მივდივართ». და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი შეჩერება აღარაფერს შეეძლო. როგორი მადლობელი ვიყავი იეჰოვასი იმ გაკვეთილისათვის, რომელიც ჩემი დის მეუღლემ ჩამიტარა!».

  დამეთანხმეთ, სავსებით თვალსაჩინო შემთხვევაა! თანაც, სტატიაში ისიც კი არაა ნათქვამი, რომ რუტერფორდსა და ახალმონათლულ ძმას შორის მომხდარ შემთხვევაში, რუტერფორდი იყო მართალი. შესაძლოა, პირიქითაც კი იყო. მაგრამ აქ საქმე რუტერფორდის ან იმ ძმის მართალ-მტყუვნობაში კი არ იყო, არამედ თავად კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულებაში! სამწუხაროდ, და გილდიმ თავიდან ემოციები ნებაზე მიუშვა, და ძალიან მალე ზუსტად ამ ემოციებმა, რაც სავსებით არაა გასაკვირი, მას უკვე დიდი მოთხოვნილებების კარნახი დაუწყეს: «რადგან ასეა, მაშინ კრება დატოვე!». მაგრამ ფიქრობდა კი ის ამ შემთხვევამდე თუნდაც ერთი დღით ადრე, რომ უკვე ძალიან მალე მას ასეთი ფიქრები შეაწუხებდა? არანაირად.

  აი ასე იოლად შეიძლება, სხვების ნაკლოვანებების არასწორად აღქმის გამო, აღმოჩნდეს ადამიანი გულგატეხილობის ძალაუფლებაში იმის გამო, რასაც ერთი დღით ადრე აფასებდა, როგორც ყველაზე ძვირფასს, რაც კი მას გააჩნდა. გულგატეხილობა – ძალიან სახიფათო რამაა! რა ზუსტად თქვა ერთმა ადამიანმა «ნუ ენდობით გულგატეხილებს. ისინი თითქმის ყოველთვის უძლურები არიან».   
  სამწუხაროდ, ეს ასეა! ქრისტიანი, რომელიც გულგატეხილობაში ვარდება, ძალიან სწრაფად კარგავს თავის სულიერ ძალებს და, პესიმიზმისაკენ და სხვებზე კრიტიკული შეხედულებისაკენ უფრო მიდრეკილი ხდება, ვიდრე ღვთის მიმართ აქტიური ქრისტიანული მსახურებისადმი და თანამოწმუნეების მხარდაჭერისადმი.

  ნუ დაუშვებ მსგავს გრძნობებს შენს გულში! მათ ჯერ არცერთი ადამიანისთვის არ მოუტანიათ ბედნიერება და არ დაუახლოვებიათ ის ღმერთთან! და იმ მომენტებში, როდესაც თავს ვინმეს საქციელით განაწყენებულად გრძნობ, არ დაგავიწყდეს, რომ ზუსტად ამ მომენტში იეჰოვას მიმართ პირადად შენი ერთგულება, მისადმი ნდობა და მოყვასისადმი შენი სიყვარული იცდება. გახსოვდეს, რომ ყოველი გამოცდა შენს ცხოვრებაში – ესაა საფუძველი ღმერთს მისცე შესაძლებლობა «დაასრულოს ჩქვენი მომზადება», რათა, საბოლოოდ, «ნებისმიერი კარგი საქმისთვის... მომზადებული» აღმოჩნდეთ (1 პეტრე 5:10; 2 ტიმოთე 3:17).




არ მინდა სწავლა!




  მართლაც, ზუსტად ესაა იმის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი ქრისტიანულ კრებას ტოვებს. როგორ კეთილხმოვნად ან დამაჯერებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ერთი შეხედვით ასეთი ადამიანების ახსნა-განმარტება, უმეტეს შემთხვევებში ნამდვილი მიზეზი ერთი და იგივეა – ღვთის სწავლებისადმი თავმდაბლურად მორჩილების სურვილის არ ქონა და იმის სურვილის არ ქონა, რომ საკუთარ ნაკლოვანებებს ებრძოლონ (იაკობი 5:6-10). სურვილი არ აქვთ მედგრად დაუდგნენ გამოცდებს, როგორც ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილს (იაკობი 1:2-4). შინაგანად არ ეთანხმებიან იმას, რომ შენ არასრულყოფილ თანამორწმუნეს «სამოცდაჩვიდმეტჯერ» უნდა აპატიო! (მათე 18:21,22).
  ასეთი ადამიანები უფრო მეტად საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე აკეთებენ აქცენტს და არა მოყვასის გრძნობებზე და ღვთის ინტერესებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ, რომ ის, ვინც ზედმეტად აფასებს საკუთარ თავს, ამავდროულად ნაკლებად აფასებს ღმერთს. საკუთარი სურვილების წაქეზება, განზრახვა რომ ნაკლები წინააღმდეგობების გზით იარო, თავდადებისა და თავგანწირვისათვის მზადყოფნის სულის არქონას ნიშნავს (ლუკა 9:23). მაგრამ განა ყველაზე ღვთისმოსაწონი მსხვერპლი - ჩვენ თავად არ ვართ? ჩვენი თავმდაბლობის სული არაა? (1 სამუელი 15:22,23).
  ადამიანი, რომელსაც არ სურს ღვთისაგან განსწავლა და გამოსწორება, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოს საკუთარი თავისათვის ცხოვრობს და არა ღვთისთვის. ხოლო ჩვენ თუ საკუთარი თავისათვის ვცხოვრობთ, მაშინ, ბოლო ჯამში, მოვკვდებით; ხოლო ჩვენ თუ საკუთარი თავისთვის მოვკვდებით – მაშინ ჭეშმარიტი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. როგორც ჩარლზ კოლსონმა თქვა «ღვთის სიყვარული, მისი ნამდვილი სიყვარული - ნიშნავს მისი მცნებების თანახმად იცხოვრო იმისდა მიუხედავად, რა ფასადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს». და მართლაც, ჭეშმარიტი სიყვარული ხომ არასოდეს კითხულობს: "და რა ფასად დამიჯდება ეს?".

  ადამიანს რომელმაც ოდესღაც იეჰოვას მიუძღვნა თავი, უკვე არ შეუძლია თავის ქრისტიანულ მსახურებაში «შვებულების» აღება. და თავად ღვთისადმი მიძღვნის ფაქტიც არ უნდა შეფასდეს, როგორც ერთგვარი ფინიში ცხოვრებისეულ რბოლაში. პირიქით, ეს ქრისტიანული გზის მხოლოდ დასაწყისია (შეადარეთ 2 ტიმოთე 4:6-8). არსებითად, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, თითქოსდა ყოველდღე ღმერთს ვუძღვნიდეთ თავს და არა უბრალოდ ერთხელ ცხოვრებაში. ხოლო ჩვენ თუ იეჰოვას მივუძღვენით თავი, ეს განა ჩვენი პირობებით გავაკეთეთ? ასე, «მე ვემსახურები ღმერთს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში…».

  «კომფორტული ქრისტიანობა» ვეძებოთ საკუთარი თავისთვის? ის თუ კიდეც არსებობს, არა ბიბლიაში! შეუძლებელია იესოს, პერსონალური, მჩატე პენოპლასტით დამზადებული, წამების ბოძით მიჰყვე (მარკოზი 8:34). შეუძლებელია იმის თქმა, რომ შენ «უარყავი საკუთარი თავი», მაშინ როდესაც საკუთარ ნეგატიურ ემოციებს არასრულყოფილ ძმებზე მაღლა დგომის საშუალებას აძლევ, რომელთა შეცდომებსაც საკუთარი სისხლით ფარავს იესო. უაზრობაა ღვთისადმი ლოცვა, თუ მას მხოლოდ საკუთარი გარემოებების შეცვლისა და მოყვასისათვის გონიერების მიცემას სთხოვ და არა საკუთარი თავის გამოსწორებაში დახმარებას. ყველა მზგავს შემთხვევებში ადამიანი აჩვენებს, რომ არ სურს ღვთიური დასწავლების მიღება. მას არ სურს «სწავლა, შეგონება, გამოსწორება» და «სიმართლეში აღზრდა», ყოველივე ის რასაც მისგან შემოქმედი მოელის (2 ტიმოთე 3:16,17).

  ამიტომ როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს იმ ქრისტიანის მიმართ, რომელიც აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს თანამორწმუნეთა შესაკრებელში მისი დასწრების აუცილებლობას, იმიტომ რომ მათ საქციელში და საუბარში სხვადასხვა ნაკლოვანებებს ხედავს? რამდენად სერიოზულად შეიძლება ასეთი დასკვნების აღქმა, იმის გათვალისწინებით, თუ იმავე არასრულყოფილ ადამიანებს თავად იეჰოვა როგორ უყურებს? სამწუხაროა, მაგრამ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მათ კრება არ სჭირდებათ, ყოველივე ამით ცუდ თვალსაზრისს ავლენენ მის მიმართ, ვინც ეს კრება დააფუძნა.

  და თავად ეს «მიზეზებიც», რომელთა გამოც ეს პირები თავის თანამორწმუნეებს სცილდებიან, ხშირად ძალიან უცნაურად გვეჩვენება! დამეთანხმეთ, განა სასაცილო არაა ზოგიერთი ამ ადამიანის განმარტება, რომლებიც აცხადებენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი, მაგალითად, ის იყო, რომ ადგილობრივმა ძმებმა მაშინათვე არ გაასწორეს სამეფო დარბაზზე მრუდედ მიკრული წარწერიანი დაფა? დამიჯერეთ, ეს ერთ-ერთი განაწყენებული ადამიანის რეალური სიტყვებია!
  სხვებისათვის აუტანელი აღმოჩნდა საჯარო მოხსენებების დროს, ზოგიერთი პასუხისმგებელი ძმების გადმოცემის მანერა. რა ვქნა, აი «უინტერესოდ» კითხულობენ ისინი მოხსენებებს! თითქოს ქრისტიანული შეხვედრების უმთავრესი მიზანი დამსწრეთა გართობა უნდა იყოს! (შეადარეთ ეკლესიასტე 5:1). ან იქნებ, როდესაც ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ელაპარაკებოდნენ, მოციქულები ამას ცეკვითა და თამაშით აკეთებდნენ? მათთვის, ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი ფსევდოქრისტიანული მხიარული წარმოდგენებია, ვგონებ, იეჰოვას მოწმეებისათვის კი არ უნდა მოემართათ, არამედ, მაგალითად, ქარიზმატებისთვის ან ახალი ტალღის ევანგელისტური ეკლესიებისათვის, სადაც შორტებიანი და ჭრელა-ჭრულა მაისურებში გამოწყობილი მოდური მქადაგებლები გაართობენ კიდეც, «როკ»-საც უმღერებენ და «ჰიპ-ჰოპ»-საც უცეკვებენ… 
  აი ძმების მიუღებლობის კიდევ ერთი რეალური მიზეზის განმარტება მსგავსი კრიტიკოსის სიტყვებით. მან რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ მაშინ, როდესაც თავად უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, პასუხისმგებელი ძმები, რომლებმაც მას რამოდენიმეჯერ მისცეს რჩევა, მისგან განსხვავებით არ ფლობდნენ ჭეშმარიტად საერო მიღწევებს. «მათ უმაღლესი განათლებაც კი არა აქვთ მიღებული!» - მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა მან.

  და რა, ყოველივე ეს ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ქრისტიანულ კრებაზე უარის თქმის ობიექტური და გამართლებული მიზეზი? ეს ისე ჟღერს, როგორც სისულელე! მით უმეტეს, როდესაც რაიმე ამის მსგავს ისინი ამბობენ, ვინც შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ კრებაში. არადა, თითქოს, ამ გასული წლების განმავლობაში ასეთი ადამიანი უკვე უნდა მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. თუ, რა თქმა უნდა, ის ამ დროის განმავლობაში მართლა ცდილობდა მოყვასის მიმართ იესოს თვალსაზრისის განვითარების სწავლას და არა საკუთარი ინტერესების, სხვების ინტერესებზე მაღლა დაყენებას. მაშ ვიღასთვის იქნა უფლისაგან ეს ბიბლიური პრინციპი მიცემული «ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც»? (ფილიპელები 2:3,4; 1 კორინთელები 10:24).
  ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთ ქრისტიანს ავიწყდება ეს. როგორც პავლემ თქვა დანანებით, «დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ, მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლები». რატომ? იმიტომ რომ ისინი «ყურმძიმენი გახდნენ» და მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავს იმის უფლება მისცენ, რომ მათ გულში ღვთის თვალსაზრისმა შეაღწიოს! (ებრაელები 5:11,12).
  იგივე მოციქული ასევე სხვა გაფრთხილებებსაც იძლევა: «თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად ნუ გამოიყენებთ, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა, რადგან მთელი კანონი ერთ მცნებაში გამოიხატება: «მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს». მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ ამოწყვიტოთ. მე გეუბნებით: იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს» (გალატელები 5:13-16).
  მათზე კი ვინც ღვთის თვალსაზრისს ივიწყებდა, პავლე წერდა: «ვშიშობ, ტყუილაუბრალოდ ხომ არ ვშრომობდი თქვენთვის» (გალატელები 4:11). და მართლაც, როგორც ანდაზაშია ნათქვამი, «სიბრძნე წლებთან ერთად მოდის. მაგრამ ზოგჯერ წლები მარტონი მოდიან...».

  მაქსიმალიზმი – კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც აიძულებს ღვთის ხალხიდან ზოგიერთებს, რომ უკმაყოფილება გამოთქვან თავისი თანამორწმუნეებისა და იმის წინააღმდეგ, თუ როგორ გვარდება საქმეები ქრისტიანულ კრებაში. მაგრამ ვინ არის მაქსიმალისტი? ესაა უკიდურესად მომთხოვნი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს, როდესაც რაიმე სრულყოფილებამდე არაა მიყვანილი. ერთ წიგნში, რომელიც ამ პრობლემას ეძღვნება, შემდეგი შენიშვნაა გაკეთებული: «დიდი განსხვავება არსებობს სრულყოფისაკენ ჯანსაღ სწრაფვასა და მიუღწეველი იდეებისაკენ ავადმყოფურ მიდრეკილებას შორის. ჩვეულებრივ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულყოფილებისაკენ ილტვიან, უყვართ წესრიგი და ორგანიზებულობა, და საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. თუმცა ისინი აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობენ... მაქსიმალისტები კი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობენ... ისინი გადამეტებულად მომთხოვნები არიან» («Perfectionism—What’s Bad About Being Too Good?»).
  როდესაც ქრისტიანს აწუხებს მაქსიმალიზმი და, როგორც ამის პირდაპირი შედეგი, თავისი თანამორწმუნეების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ვერ უმკლავდება, რომელთა არასრულყოფილი სიტყვები და ქმედებები მის მიერ აღიქმება თითქმის როგორც მისი გრძნობების უძლიერეს გამაღიზიანებლად, მაშინ ისღა გვრჩება, რომ ასეთ ადამიანს მთელი გულით მივუსამძიმროთ! მაშინვე ბიბლიის ბრძნული სიტყვები გვახსენდება: «ნუ იქნები მეტისმეტად მართალი და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს. რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?» (ეკლესიასტე 7:16).
  შესანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში არაერთხელ იყო ახსნილი ასეთი აზროვნების საფრთხე, ასევე მოცემული იყო რჩევები, რომელიც მსგავს საზიანო თვისებასთან გამკლავებაშია დამხმარე.
  და მართლაც, მაქსიმალისტი უფრო იმ ფოტოგრაფს გავს, რომელსაც მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში უყვარს გადაღება და თავის შემოქმედებით ხედვაში არავითარ სხვა ფერთა გამას არ აღიარებს. გაგიჩნდებოდათ სურვილი, რომ მუდამ ასეთი ფოტოგრაფის მომსახურებით გესარგებლათ? ნაკლებსავარაუდოა. ზუსტად ასევე მაქსიმალისტი ნებით თუ უნებლიედ ჩამოიცილებს ყველა იმ თანამორწმუნეს, რომელთაც, რაც სავსებით ბუნებრივია, საერთოდ არ სურთ ასეთი ადამიანის მხრიდან მხოლოდ უკიდურესი და არაობიექტური შეხედულებების მოსმენა, და არც თავად სურთ გამუდმებით ასეთი ადამიანის კრიტიკულ თვალსაწიერში ყოფნა…
  ან როგორ შეაფასებდით იმ ადამიანის ობიექტურობას, რომელიც ცოტა ხნის წინ ისეთი უმშვენიერესი ეგზოტიკური ქვეყნიდან დაბრუნდა, რომლებსაც ჩვეულებრივ «სამოთხედ» მოიხსენიებენ ხოლმე, და მას რომ ეთქვა, რომ ყველაზე მთავარი, რაც იქ მას თვალში მოხვდა, ეს იყო ულამაზეს ყვავილებიან გაზონზე დაგდებული კანფეტის ქაღალდი? ან მან რომ განაცხადოს, რომ ყველაფერი, რაც მას დაამახსოვრდა, ესაა ადგილობრივი კერძი, რომელიც ძალიან უმარილო იყო? დაუჯერებდით თუ არა მის საბოლოო დასკვნას, რომ ამ მიზეზების გამო ამ მშვენიერ მხარეში, მან აბსოლუტურად ტყუილაუბრალოდ იმოგზაურა, და იქ მას კარგი არაფერი უნახავს? ვფიქრობ, ესეც ნაკლებსავარაუდოა. თუმცა განა ამ უკმაყოფილო კრიტიკოსივით არ იქცევიან ქრისტიანთაგან ზოგიერთები, რომლებსაც ჩვევაში აქვთ, რომ კრებაში შემჩნეულ ნებისმიერ წვრილმანს გამოეკიდონ?
   და, სხვათა შორის, განა ასევე არ იქცევიან ისინიც, ვინც გამუდმებით უარყოფით შუქში ლაპარაკობენ იეჰოვას მოწმეებზე, რადგან სურთ სხვები დაარწმუნოს, რომ თითქოსდა კარგი ვერაფერი ვერ ნახეს ამ ქრისტიანულ ორგანიზაციაში, და ამიტომ სხვებიც ვერ ნახავენ? გონიერი ადამიანი არ ენდობა უკმაყოფილების მსგავს სიტყვებს მხოლოდ იმის გამო, თუ რამდენად ლამაზადაა შეფუთული მიკერძოებული პირის კრიტიკა. 
  

  ადამიანის მსგავსი კრიტიკული ან მაქსიმალისტური მიდგომა სინამდვილეში მის არასწორ აზროვნებაზე მეტყველებს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს არც წმინდა წერილებთან და არც ელემენტარულ საღ აზრთან. ასეთ ადამიანებს სულ მინდა ვკითხო: რისი დანახვის მოლოდინი გქონდათ კრებაში, რომელიც ღმერთმა სპეციალურად იმისათვის დააფუძნა, რომ მასში ცოდვილი ადამიანები მიეყვანა და იქ მათ გამოსწორებასა და დასწავლებაზე ემუშავა? აბსოლუტურად უცოდველი წმინდანების? კი მაგრამ, ქრისტიანებს რომ რამოდენიმე წელიწადში ასეთებად ქცევა შეეძლოთ, მაშინ მათთვის აუცილებელი აღარ იქნებოდა იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი იმედის ქონა – რადგან ისინი ხომ უკვე უცოდველები იქნებოდნენ! თანაც, ჯერ კიდევ ცოდვილი ადამიანების გარემოცვაში. და შედეგად, ისინი არავითარი დაავადებებით არ დაავადდებოდნენ, არ დაბერდებოდნენ და არ მოკვდებოდნენ – რადგან ისინი ხომ, აბსოლუტურად წმინდანები გახდნენ! მათთვის უკვე 100-პროცენტიანი სამოთხისებური ცხოვრება დაიწყებოდა!
  მაგრამ განა იეჰოვა შეპირდა, დღევანდელ სისტემაში მცხოვრებ თავის მსახურებს, რაიმე ამის მსგავსს? ან იქნებ სადმე ბიბლიაში შეგვიძლია ვიპოვოთ მითითება, რომ პავლეს სიტყვები ქრისტიანზე ცოდვილი სხეულის ბატონობის შესახებ და მის გამუდმებულ ბრძოლაზე «შინაგან კაცთან, რომელსაც სიამოვნებს ღვთის კანონი» ავტომატურად უქმდება, როგორც კი ასეთი ადამიანი ინათლება? (რომაელები 7:14-25). არანაირად! მაგრამ თუ ასეა, მაშინ რატომ უყვართ ასეთ უკმაყოფილო პირებს ძმების თვალში «ბალახის ღერზე» მითითება? იქნებ, იმიტომ, რომ მათ თავად არ სურთ საკუთარ თვალში «მორის» დანახვა? (მათე 7:1-5).  
  როგორც ცნობილია, სხვების საქმეებში სიბრძნის გამოვლენა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ საქმეებში. განა ამის გამო არაა, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქრისტიენების გამოსწორებისა და გაუმჯობესების მცდელობაზე იცინიან, მათ თავის მხრივ კატეგორიულად არ სურთ საკუთარი თავის მიმართ მსგავსი ზომების გატარება? მაშინ რა არის ეს, თუ თვალთმაქცობა არა? რადგან ზუსტად ასეთ სამარცხვინო ადამიანებს აფრთხილებდა იესო: «თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი» (მათე 7:5). 
  
  ყველამ, ვინც ქრისტიანული კრების ნაწილი ხდება, თავისთვის ნათლად უნდა განსაზღვროს, თუ რის დანახვას მოელის ის მასში: ერთგვარი წმინდანების კურორტის, თუ უფრო ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულების? და თუმცა იეჰოვა, ეჭვგარეშეა, რომ ყოველ ადამიანს ვინც მას უახლოვდება სიკეთითა და ფაქიზი სიყვარულით აჯილდოვებს, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ დღეს თავის ხალხთან მიმართებაში ღვთის მთავარ მიზანს «წმინდების გამოსწორება» წარმოადგენს (ეფესოელები 4:12). რადგან იეჰოვას ისეთი დიდებული კურთხევები, როგორიცაა, მაგალითად, მარადიული სიცოცხლე ან გასრულყოფილება, მის მიერ მიცემული არ იქნება მათთვის, რომელთაც ღვთის სიყვარულის ყველა შესაძლო სიკეთით უნდათ მხოლოდ ისარგებლონ და არა მათთვის, ვისაც არ სურს მიზნად დაისახონ თავდამბლურად დაემორჩილონ ღვთიურ დასწავლებას (სოფონია 3:9; ესაია 65:20). ღვთიური დასწავლება – ეს ნებისმიერი ჭეშმარიტი ქრისტიანის აუცილებელი და ბუნებრივი მდგომარეობაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მისი, როგორც ქრისტეს მოწაფის იდენტიფიცირება! (მათე 11:29).  

  ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი პირველ რიგში თავისი განსწავლის ხარისხს მიაქცევს ყურადღებას და არა იმას, თუ რამდენად წარმატებულად გადიან ამავე გზას სხვები. ბოლოს და ბოლოს, მისი თანამორწმუნე თავის გზაზე თუ კიდეც უშვებს მრავალ შეცდომებს, ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი ვიფიქროთ, რომ მისგან არაფერი გამოვა და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანი უიმედოდ შორს დგას იეჰოვასაგან. რადგან თავად ბიბლიაც ხომ ამბობს: «მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება, ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების გამო» (იგავები 24:16).


  ასევე არ იქნებოდა სიბრძნის მაჩვენებელი, სრულყოფილ ქრისტიანთა კრების ძიება, რომელშიც ყველა და ყველაფერი ყოველთვის მხოლოდ უმაღლეს დონეზე იქნება. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია შეიძლება გამოავლინონ ზოგიერთმა პირებმა, რომელთაც ჩვევად აქვთ ერთი კრებიდან მეორე კრებაში «ხეტიალი», იდეალური თანამორწმუნეების პოვნის იმედით, რომელთა მხრიდან ისინი მხოლოდ იმას მოისმენენ და დაინახავენ, რაც მათთვისაა სასიამოვნო და სასურველი. ასეთი პირების მცდელობები ძალიან უცნაურად გამოიყურება, და ისევ იმავე მიზეზის გამო. პირველი, ჩვენ რატომღაც ჯერ არ ვცხოვრობთ ქრისტეს 1000 წლიანი მმართველობის ბოლოს, ეს კი ნიშნავს, არავის არ შეუძლია საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ მან მოასწრო ყოველივე აუცილებლის სწავლა და გასრულყოფილება ყველა თავის სიტყვებში და საქციელში. და მეორე, თუ შენ თავად ხარ არასრულყოფილი და შეცდომებისკენ და არასწორი საქციელისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ გინდა თუ არ გინდა (თანაც ხშირად, სავსებით სამართლიანად) სხვა ადამიანების მხრიდან ხშირად მოისმენ ისეთ რჩევებს, რომლებიც შეიძლება არასასიამოვნოდ და მამხილებლადაც კი მოგეჩვენოს! და ყოველივე ამას ასეთი ადამიანი ვერსად გაექცევა. ეს - რეალობაა! თუ მათი მიღების სურვილი არ აქვს, ადამიანი საკუთარ თავს მრავალ მწარე განცდებს უმზადებს, თანაც იმდენადვე უიმედოს, რამდენადაც გაუმართლებელს. როგორც ერთმა ადამიანმა თქვა «ნუ დაიწყებ სრულყოფილი კრების ძებნას. ის არ არსებობს. და ასეთი რომც არსებობდეს, შენ იქ არ მიგიღებდნენ»…   


  ბიბლია ღვთის ყველა მსახურს მოუწოდებს «ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა» (ფილიპელები 2:5). თავად ღვთის ძე კი, იყო რა «ღვთის ანარეკლი», ზუსტად ირეკლავდა თავისი ზეციერი მამის აზროვნებას (იოანე 14:9; კოლოსელები 2:5; ებრაელები 1:3). ამის საფუძველზე ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ იესოს მაგალითის მიყოლით, «მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა» (ეფესოელები 5:1). სავსებით ბუნებრივია, რომ ამაში ასევე შედის, ჩვენ თანამორწმუნეების მიმართ, სწორი (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთიური) თვალსაზრისი ვისწავლოთ და შევითვისოთ, ანუ მათ მიმართ, ვინც იესომ თავისთან მიიღო.
  ისევე აზროვნებ თუ არა, როგორც იეჰოვა? ისევე უყურებ შენს სულიერ ძმებსა და დებს, როგორც მათ იესო უყურებს?

  ბიბლია, ადამიანების მიმართ ასეთ ღვთიურ თვალსაზრისზე, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. ის ამბობს: «იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან» (2 მატიანე 16:9). აქედან ჩანს, რომ იეჰოვა კონცენტრირებას ახდენს არა ნეგატიურ, არამედ პირველ რიგში, ადამიანის დადებით თვისებებზე, ასეთი ადამიანის მიმართ მხარდაჭერისა და კურთხევების მიცემის საფუძვლის ძიებისას. რატომ?  ბიბლია გვიხსნის: «მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ… დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?! შენთან არის ჭეშმარიტი პატიება» (ფსალმუნები 103:8-14; 130:3,4). და მაშინაც კი, როდესაც ღმერთს ადამიანის დასჯა უწევდა, მას არასოდეს რჩებოდა მხედველობიდან ასევე ის «რაღაც კარგი», რაც იმ ადამიანში იყო (1 მეფეები 14:13; 2 მატიანე 12:12; 19:3).

  მაგრამ, აი სრულიად განსხვავებული მიდგომა. მოდით განვიხილოთ, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს ადამიანების მიმართ, სულ სხვა პიროვნებას. ეს პიროვნება კი – სატანა ეშმაკია. ბიბლიის მონაკვეთი გადმოგვცემს: «ჰკითხა იეჰოვამ სატანას: «საიდან მოდიხარ?» სატანამ მიუგო იეჰოვას: «ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა». იეჰოვამ უთხრა სატანას: «შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას». მიუგო სატანამ იეჰოვას: «მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. აბა გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა» (იობი 1:7-11; 2:2-5).
  იგივე სატანა ეშმაკმა გამოავლინა შესაბამისი კრიტიკული შეხედულება ჯერ კიდევ კაცობრიობის ალიონზე, როდესაც თავად იეჰოვა ღმერთი დაადანაშაულა უპატიოსნობაში და სიცრუეში, რომელიც მან თითქოსდა ადამიანების პირველი წყვილის მიმართ გამოავლინა (დაბადება 3:1-5).
  ვხედავთ თუ არა ადამიანების მიმართ იეჰოვას ღმერთის მიდგომასა და სატანის მიდგომას შორის განსხვავებას? ღმერთი თუ პირველ რიგში ყველაფერში რაიმე დადებითის დანახვას ცდილობს, სატანა, პირიქით, სიამოვნებას ადამიანში (მათშიც კი, ვინც იეჰოვა ღმერთის ერთგულია) მხოლოდ ნეგატიური მხარეების ძებნაში იღებს, რომლებზე ჩაჭიდებისასაც ის შეძლებდა, როგორც მოტივების, ასევე თავად ასეთი ადამიანის პიროვნების გულწრფელობის დამახინჯებას. არა და თავად «მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: «იეჰოვამ შეგრისხოს» (იუდა 9). ასევე «ანგელოზები, თუმცა მათზე [ცოდვილ ადამიანებზე] მეტი ძალა და ძლიერება აქვთ, იეჰოვასადმი პატივისცემის გამო არ სდებენ მათ ბრალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით» (2 პეტრე 2:10-12). და, პირიქით, დემონები, სატანის მიმდევრები, ხარობენ, როდესაც ქრისტიანთა შორის თესავენ «მწარე შურს და შუღლს, …უწესრიგობას და ყველანაირ ბოროტებას» (იაკობი 3:14-16). 

  მაშ ასე, პირადად თქვენ ვის მხარეს ირჩევთ, როდესაც საქმე თქვენს არასრულყოფილ, შეცდომებისაკენ მიდრეკილ ძმებს ეხება? იეჰოვასა და მისი თავმდაბალი ანგელოზების, თუ სატანისა და მისი დემონების? რა თქმა უნდა, იმის თქმა «მე ღმერთის მხარეზე ვარ!» ყველას შეუძლია. მაგრამ, როგორც ცნობილია, რეალური საქმეები სიტყვებზე უკეთ მეტყველებენ (მათე 11:19). თვითონ იეჰოვა კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სიტყვებით გვაფრთხილებს: «ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები თავისი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით. თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ» (იაკობი 3:13). ნურასოდეს დავივიწყებთ ამას, თუ, რა თქმა უნდა, სწორ მხარეზე გვინდა რომ აღმოვჩნდეთ (შეადარეთ მათე 7:21-23).


  ქრისტიანული გზა თუ – დასწავლების ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ღმერთი სთავაზობს ადამიანს, მაშინ იმ შემთხვევებსის მიმართ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როდესაც ღვთის ხალხიდან ზოგიერთები თანამორწმუნეების გარემოში ყოფნას წყვეტენ და კრებას ტოვებენ? როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, როცა ვინმე, მას შემდეგ რაც რამოდენიმეჯერ დაესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, შემდგომ აღარანაირი ინტერესის გამოვლენა აღარ სურს ღვთის სიტყვის უფრო სერიოზული გამოკვლევისათვის? უნდა განიხილებოდეს თუ არა ეს ყოველივე ქრისტიანების მიერ უცნაურ მოვლენად? არანაირად. უფრო მეტიც, ეს ნორმალური მოვლენაა. იმიტომ რომ იგივენაირ ქმედებებს იესო ქრისტეს მიწიერი მსახურებისასაც ჰქონდა ადგილი.

  შესაბამისი სურათის დასანახავად, საკმარისია ხელში სახარება ავიღოთ. იესოსთან უამრავი ადამიანი მიდიოდა, ისინი უსმენდნენ, უკვირდათ, დაავადებებისაგან იკურნებოდნენ, ხანდახან მათთვის მიცემული საკვებით ძღებოდნენ, შემდეგ კი… შემდეგ კი ისინი ისევ საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ. ამასთანავე, იესო არ მისდევდა მათ უკან და არ ეხვეწებოდა: «გთხოვთ, დაბრუნდით!». რატომ?
  იმიტომ რომ, ღვთის ძის მიზანს სულაც არ წარმოადგენდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოქცევა ყველა შესაძლო მეთოდებით (შეადარეთ კანონი 7:7). მისი მიზანი სულ სხვა რამ იყო. როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული, იესო თავისთვის თავმდაბალ მოწაფეებს ეძებდა – მათ, ვისი გულებიც განწყობილი იყო ღვთიური დასწავლების მიღებისკენ (შეადარეთ 2 მეფეები 10:15; ესაია 2:3). ასეთი დასწავლება კი სერიოზულ მოთხოვნებს გულისხმობდა (ლუკა 9:23). ისინი კი, ვინც იმ მომენტისთვის სათანადო სურვილს არ ავლენდნენ ასეთი თავგანწირული მოწაფეობისადმი, არ შეესაბამებოდნენ იესოს მიერ გადმოცემულ შესაბამის მოთხოვნებს.

  ასე მაგალითად, იესო აბსოლუტურად ყველას მოუწოდებდა, რომ მასთან მისულიყვნენ (მათე 11:28). თიმცა ის ყოველთვის ამოწმებდა იმ ადამიანების გულის მოტივებს, ვინც მას უსმენდა (იოანე 2:23-25; შეადარეთ 1 მატიანე 28:9). როდესაც მასთან მისულებს ასწავლიდა, იესო ამბობდა: «მოისმინეთ და ჩასწვდით ნათქვამის აზრს» (მათე 15:10). როგორც წმინდა წერილი გვაუწყებს «ყოველივე ამას იესო მაგალითებით ეუბნებოდა ხალხს, მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ» (მათე 13:1-3,9,34). ყოველივე ამით იმის დანახვის შესაძლებლობა ჩნდებოდა, თუ რამდენად სერიოზულად იყო თითოეულ ადამიანში იმის სურვილი, რომ უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ ქრისტეს სიტყვების აზრს (მათე 13:10-16).

  ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ ჩანდა, როდესაც იესო ამთავრებდა თავის ქადაგებას. «მოწაფეებმა ჰკითხეს მას, რას ნიშნავსო ეს მაგალითი. მან უთხრა: «თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოებები, დანარჩენებს კი მაგალითებით ველაპარაკები, რათა, თუმცა იყურებიან, ვერ დაინახონ და, თუმცა ისმენენ, ვერ მიხვდნენ» (ლუკა 8:9,10). აი ამიტომ მოუწოდა ღვთის ძემ ზოგს, რომ მას გაჰყოლოდა (მარკოზი 1:16-20; 8:34; 10:21; ლუკა 5:27,28; იოანე 1:43), სხვები კი უბრალოდ «სახლებში გაუშვა» (მარკოზი 8:3,9).

  იმავე პრინციპის ერთგული იყო იესო ასევე იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეეძლოთ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ. ის ყოველ ჯერზე სცდიდა, თუ რამდენად გულწრფელი და თავგანწირული იყო მისადმი მათი რწმენა, რითაც აჩვენებდა, რომ მისი მოწაფეობა – მხოლოდ უპირატესობა კი არ იყო, არამედ ასევე სერიოზული პასუხისმგებლობაც, რომელსაც მრავალი სირთუ;ეები სდევდა თან (ლუკა 9:57-62). ზუსტად იესოს ასეთი მიდგომა ანელებდა ასეთი «პოტენციური მოწაფეების» ემოციურ-ზედაპირული სურვილის ცეცხლს, რის გამოც ისინი «დანაღვლიანებულები მიდიოდნენ», როგორც, მაგალითად, ადამიანი, რომელიც დიდ ქონებას ფლობდა (მარკოზი 10:17-23). 

  და არა მხოლოდ ისინი. იესოს ნამდვილი მოწაფეებიც კი გამუდმებით უნდა დასწავლულიყვნენ უფლისაგან და გულის ნამდვილი მოტივები უნდა გამოევლინათ. და მათ, სხვა ადამიანებზე უფრო მეტად, უხდებოდათ იმ ჭეშმარიტებაში იმედგაცრუების გამოცდასთან შეჯახება, რომელიც მათ იესოსგან მიიღეს. ერთხელ ღვთის ძემ ისინი პირდაპირ გამოსცადა, იმისათვის რომ მათი ფარული აზრები გამომჟღავნებულიყო. ბიბლია გვაუწყებს, თუ რა შედეგი მოჰყვა ამას: «ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას» (იოანე 6:60-66). იესომ მოციქულებსაც კი შესთავაზა სერიოზული თვითშემოწმების ჩატარება, რათა დახმარებოდა მათ იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად დიდი იყო მათში მასთან დარჩენის სურვილი (იოანე 6:67-69).

  თუმცა, იესო იგივე პრინციპის გამოყენებას თავის მოციქულებსაც ასწავლიდა, როდესაც მსახურებაში გზავნიდა მათ. მან აუხსნა, ისინი სულაც არ იყვნენ ვალდებულები, რომ ადამიანების მასიურად მოქცევა მოეხდინათ, ანუ რაოდენობრივი მაჩვენებლებისკენ არ უნდა ჰქონოდათ სწრაფვა. პირიქით, მათ ამოცანას წარმოადგენდა «ღირსეულების მოძებნა» (მათე 10:11). მათ შესახებ კი, ვისთვისაც ღვთიური ჭეშმარიტება დაბრკოლებად იქცეოდა, იესომ ასეთი მითითება მისცა: «ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ამოიძირკვება. თავი დაანებეთ მათ» (მათე 15:13,14).

  და ყოველივე ეს იმ სწავლების ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც იესო იმ ადამიანებთან მიმართებით ატარებდა, რომლებიც მასთან მიდიოდნენ, რომლებსაც ის მოსწონდა და აცხადებდნენ, რომ სწამდათ მისი. როგორც სახარებებიდან ჩანს, მხოლოდ ზოგიერთი აღმოჩნდა მართლა ღვთის ძის ერთგული და მხოლოდ მათ აიღეს საკუთარ თავზე მოწაფეობის «უღელი» (მათე 11:28-30). უმრავლესობამ კი გადაწყვითა, რომ ამ უჩვეულო მასწავლებლის მიმართ მათი ემოციური გრძნობები სულაც არ უნდა გულისხმობდეს იმაზე მეტს, ვიდრე მისი სიტყვებითა და შესაძლებლობებით აღფრთოვანებაა. და ისინი უბრალოდ წავიდნენ…     

  ზუსტად ამიტომ ამბობდა იესო: «მოწვეული ბევრია, რწეული კი - ცოტა» (მათე 22:14). თუმცა ის გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანს იწვევდა, იმისათვის რომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება ეჩუქებინა მათთვის, ის მხოლო და მხოლოდ მათ ტოვებდა თავისთან, ვისაც ნამდვილად სურდა ამ ჭეშმარიტების გზაზე დამდგარიყო და მზად იყო საკუთარ თავში ცვლილებები მოეხდინა.

  დღეისთვისაც არაფერი შეცვლილა. როდესაც იეჰოვას მოწმეები საქადაგებლად მიდიან ან თავის ქრისტიანულ შეხვედრებზე იწვევენ ადამიანებს ბიბლიურ ჭეშმარიტებებთან გასაცნობად, ისინიც ყოველთვის ცდილობენ ახსოვდეთ, რომ მათი ამოცანაა - ცხვრების მოძებნაა და არა სხვა ადამიანებისაგან ცხვრების "გამოძერწვა". და თუ შემდგომ ვინმე თავისი ბიბლიური სწავლების შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს, ამ ფაქტში არაფერი განსაკუთრებით მოულოდნელი არ არის. ასევე იყო იესოს დროსაც. ადრე თუ გვიან ყოველი ადამოანი, რომელმაც ღვთის შესახებ ჭეშმარიტება გაიგო, თავისი გულის ნამდვილ მდგომარეობას და ჭეშმარიტ მოტივებს გამოავლენს (მათე 12:35; 13:52). ზოგს თავშეკავების სწავლა ესაჭიროება, ზოგი თავმდაბლობის ნაკლებობას ავლენს, ზოგს ხასიათის ეგოისტური ნაკვთები ახასიათებს… ყველა შემთხვევაში ადამიანი გამოსწორებას საჭიროებს, რომელსაც მხოლოდ ღვთიური დასწავლება გვთავაზობს. შესაძლოა, ასეთმა ადამიანმა ზოგიერთი ნაკლოვანება ძალიან იოლად შეცვალა საკუთარ თავში. მაგრამ შედარებით რთულია მისთვის უფრო ღრმად გამჯდარი, ან როგორც იტყვიან, «გულით სასურველი» ნაკლოვანებების გამოსწორება. ასეთი ნაკლოვანებების გამოსწორება კი გაცილებით რთულია! ზუსტად ასეთ მომენტებში ხდება ნათელი, სურს თუ არა ადამიანს ღვთიური გამოსწორების მიღება. თუ არ სურს, მაშინ ის ბოლოს და ბოლოს ქრისტიანული კრებიდან მიდის. რადგან იმ უნიკალურ დასწავლებას, რომელსაც ღმერთი ატარებს, თავის ძირითად ინსტრუმენთად ბიბლია აქვს. ხოლო, როგორც ცნობილია, «ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს. არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ» (ებრაელები 4:12,13).        


  დასკვნის სახით მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისათვის, რომ სწორი შეხედულება ჰქონდეს ღვთის კრებაზე. ქრისტიანული კრება არანაირად არ გულისხმობს ერთგვარი სრულყოფილი წმინდანების საზოგადოებას, რომელშიც არასოდეს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის გაუგებრობებს, წყენებს, კონფლიქტებს ან სხვაგვარ არასასიამოვნო ინციდენტებს. მანამ, სანამ ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ძალაუფლებაში რჩება, მსგავსი გამოვლინებები კიდევ არაერთხელ შეგვახსენებენ თავს.
  დაუშვებს ქრისტიანი, იმის გამო დაბრკოლდეს, რომ რომელიმე მისი თანამორწმუნე რაიმეში ისე არ იქცევა, როგორც მას მოსწონს? აღმოჩნდება თუ არა მისთვის ასეთი უსიამოვნებები იმის მიზეზი, რომ მთელ კრებაზე განაწყენდეს? აღძრავს თუ არა ეს მას იმისაკენ, რომ ბიბლიურ შეხვედრებზე დასწრება შეწყვიტოს ან საერთოდ უარი რომ თქვას თანამორწმუნე ძმებთან ურთიერთობაზე? ნუ დაგვავიწყდება, რომ მსგავსი სული გამოავლინეს თავის დროზე დემონებმაც, «რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო» (იუდა 6).
  ამის საპირისპიროდ დავითი ღვთისთვის მოსაწონ დადებით აზროვნებას ავლენდა, როცა ამბობდა: «ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს» (ფსალმუნები 27:4).

  დაიწყებს თუ არა ამის გამო ერთგული ქრისტიანი იმ საკითხში დაეჭვებას, იწონებს თუ არა ღმერთი ზოგიერთი პიროვნების ტენდენციას, რომ ღვთის ხალხისაგან განმარტოვდეს? არანაირად. ამასთან დაკავშირებით იეჰოვამ სავსებით კონკრეტულად თქვა: «განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს, იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის» (იგავები 18:1). და, პირიქით, ღმერთი მოგვიწოდებს «ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ» (ებრაელები 10:24,25).

  ბიბლიაში იეჰოვა არსად და არასოდეს არ მოუწოდებდა თავის მსახურებს, რომ ჩამოცილებოდნენ მის ერს, როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ადამიანებისათვის და მთელი კრებისთვისაც კი! ამიტომ ნუ დაუჯერებთ იმ უვარგის ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოგიწოდებენ იმისაკენ, რომ იმის სრულიად საპირისპიროდ მოიქცეთ, რის შესახებაც იეჰოვა ღმერთი გვარწმუნებს ბიბლიაში ქრისტიანულ კრებაში ჩვენს გაერთიანებასთან დაკავშირებით! მსგავსი უვარგისი პიროვნებების შესახებ წმინდა წერილმა წინასწარ გაგვაფრთხილა: «უვარგისი კაცი ბოროტებას თხრის, მისი ბაგეები მწველ ცეცხლსა გავს. კაცი, რომელიც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს; ცილისმწამებელი ახლობლებს აშორებს. მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს და ცუდი გზით წაიყვანს მას. თვალებს რომ ახამხამებს, ხრიკებს აწყობს» (იგავები 16:27-30).
  ასევე მოციქული პავლეც აფრთხილებდა მათ შესახებ, ვინც ქრისტიანების ღვთის კრებიდან ჩამოცილებას ცდილობდა: «ახლა შეგაგონებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ, რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი მუცლებისა, და შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს». იეჰოვას, პირიქით, სურს, რომ «ჩვენი მორჩილება ყველასთვის შესამჩნევი გახდეს» (რომაელები 16:17-19).

  ქრისტიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ თანამორწმუნეთა შეცდომებმა ის ჭეშმარიტებისა და ღვთის ხალხის დატოვებისაკენ აღძრას! რა უფრო მნიშვნელოვანია: სხვების ნაკლოვანებები თუ ღვთის სახელის განწმენდა?
  ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანი სხვების ნაკლოვანებებს იმის უფლებას აძლევს, რომ რწმენა წაართვან მას, მაშინ სავსებით კანონზომიერი შეკითხვა წარმოიშობა: ჰქონდა კი მას რწმენა საერთოდ?
  და საერთოდ, ის, ვინც კარგად იმართლებს თავს და ვირტუოზულად სდებს ბრალს სხვებს, იშვიათად ვარგა რაიმე სხვა საქმისათვის...


  კრება ღვთის მიერ იმისთვისაა ორგანიზებული, რომ მასში მოსულ ადამიანებს თავისი ნება და ბიბლიური ჭეშმარიტებები ასწავლოს. და კრების შეხვედრები ზუსტად ამ ძირითად მიზნებს ემსახურება (შეადარეთ იერემია 7:1,2). ნებისმიერი რთული სიტუაციები, გამოცდები, რომლებსაც ქრისტიანი თავის ცხოვრებაში და თანაქრისტიანებთან ურთიერთობაში ხვდება, ბიბლიური თვალსაზრისით მის მიერ ასევე უნდა აღიქმებოდეს როგორც მისი დასწავლებისა და ქრისტიანული თვისებების დახვეწის შემდგომი ეტაპი (გალატელები 5:16,17,25; იაკობი 1:2-4,12). მათ შესახებ, ვინც ასეთ გონივრულ თვალსაზრისს ავლენს მსგავსი სიტუაციების მიმართ, ბიბლია ამბობს: «ამიტომ დიდად ხარობთ, თუმცა ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდევ სხვადასხვა განსაცდელის გამო, რათა ასე გამონაცადი რწმენა, ბევრად ძვირფასი ოქროზე, რომელიც ცეცხლშია გამობრძმედილი, მაგრამ მაინც ისპობა, ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იყოს იესო ქრისტეს გამოცხადებისას»  (1 პეტრე 1:6,7).

  გვიხარია თუ არა, როდესაც მსგავს გამოცდებს ვხვდებით ცხოვრებაში? ვცდილობთ თუ არა, რომ გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს ჩვენს თანამორწმუნეებზე და მთლიანად მსოფლიო ქრისტიანულ კრებაზე? ან, იქნებ, ჩვენ ყოველი ძმისა და დისაგან გამუდმებით სრულყოფილებას ველით ყოველ სიტყვაში და ქმედებაში, და ამიტომ მიდრეკილი ვართ განვსაჯოთ ისინი იმის გამო, რომ ისინი რატომღაც ვერ ამართლებენ ჩვენს მოლოდინებს? ვფიქრობთ თუ არა ჩვენ, რომ ქრისტიანულ კრებაში ჩვენ არ შეგვაწუხებს არავითარი გაუგებრობები, კონფლიქტები და მსგავსი ასუამოვნო შემთხვევები?
  ყოველ ჩვენგანმა თავად უნდა გასცეს პასუხები ამ შეკითხვებზე. და ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაარკვიოს, თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს მისთვის ქრისტიანული კრება: «წმინდანთა კურორტს», სადაც მას წმინდა უსაქმურობაში ყოფნა სურს, თუ უფრო მეტად «ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება», რომელიც ღვთის მიერ განკუთვნილია «სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად» (2 ტიმოთე 3:16).

  არჩევანი თქვენზეა…

------------------------------------------

თარგმნილია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий