понедельник, 5 января 2015 г.

რწმენაზე აგებული ბიზნესი




უნდა ემსახურებოდეს თუ არა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კომერციულ მიზნებს?

შეუძლია თუ არა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაადგინოს ან გააკონტროლოს ადამიანების მიერ შეწირული თანხების რაოდენობა?

შეუძლიათ თუ არა მწყემსებს, საკუთარი მდიდრული ცხოვრების მოწყობა სხვა ქრისტიანების მიერ შეწირული თანხების ხარჯზე?

(მიქა 3:11; მათე 6:19-21; 10:8; 2 კორინთელები 9:7; ეფესოელები 4:28; 1 თესალონიკელები 2:9; 4:11,12; 2 თესალონიკელები 3:7-12; 1 ტიმოთე 6:5; იაკობი 2:1-4; 5:1-3; გამოცხადება 18:3,7).


ჭეშმარიტება «უსასყიდლოდ» თუ ფულის სანაცვლოდ?
შესაწირავის ბიბლიური პრინციპი
ინდულგენცია
მეათედი
საეკლესიო ბიზნესი
კეთილდღეობის სასიხარულო ცნობა
მწყემსები რომლებიც მდიდრდებიან
იეჰოვას მოწმეების მაგალითი






                   ჭეშმარიტება «უსასყიდლოდ» თუ ფულის სანაცვლოდ?



  «ჰეი, მწყურვალნო, მოდით წყალთან! უფულოებო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ! მოდით, უსასყიდლოდ და უფასოდ აიღეთ ღვინო და რძე» (ესაია 55:1).



  თქვენ თუ გახსოვთ ეს სიტყვები? ღმერთი, ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს იწვევს, მისგან მიიღონ სასურველი. თანაც, სრულიად უფასოდ. მისი ძე იესო, როდესაც ადამიანების ყურადღებას რწმენის გადამრჩენ ძალაზე ამახვილებდა, ანალოგიურ შედარებებს იყენებდა (მათე 26:27-29; იოანე 4:13,14; 7:37-39; გამოცხადება 7:16,17; 22:1,2). ღვთივშთაგონებული წერილების ბოლოს ბიბლია კვლავ მოგვიწოდებს:

  «სული და პატარძალი ამბობენ: «მოდი!» მომსმენმაც თქვას: «მოდი!» მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17).

  შეამჩნიეთ თუ არა, რომ უფალი, როდესაც ადამიანს გადამრჩენ ჭეშმარიტებას სთავაზობს, მასზე არანაირი საფასურის იარლიყს არ ჰკიდებს? მართლაც «იესო ქრისტეს მეშვეობით მრავალს უხვად მიეცა ღვთის წყალობა და წყალობასთან ერთად მისი უსასყიდლო ძღვენი» (რომაელები 5:15). განა არ გვახარებს ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე ასეთი სიკეთე? ნუთუ ჩვენ ოდესმე შევძლებდით ჭეშმარიტების შეცნობის უფლების ფულით ყიდვას?

  ნამდვილ ქრისტიანს ყოველთვის ემახსოვრება, რომ ღვთიური ჭეშმარიტება – იეჰოვას საკუთრებაა, რადგან «ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის» (იაკობი 1:17). ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთი, როდესაც ადამიანებს თავის ჭეშმარიტებას უმხელს და ანდობს, საფუძვლიანად მოელის, რომ ისინი მას სწორად გამოიყენებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთი ადამიანისაგან არავითარ ფულად თანხებს არ ითხოვს იმისათვის, რომ მან მისი გაცნობა და მისი სიტყვის მიღება შეძლოს, შეუძლია თავად ამ ადამიანს, რომ ღვთიური ჭეშმარიტება თავისი შემოსავლის ან გამდიდრების წყაროდ აქციოს? არა. იესომ თქვა: «უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით» (მათე 10:8). ხოლო როდესაც ერთხელ ვინმე სიმონმა მოინდომა წმინდა სულის მოქმედებით სარგებლობის უფლების ყიდვა, რადგან მისი პირადი მიზნებისათვის გამოყენება სურდა, მან მოციქული პეტრესაგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო: «ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან მოინდომე, ფულით დაუფლებოდი ღვთის უსასყიდლო ძღვენს… გულწრფელი არა ხარ ღვთის წინაშე» (საქმეები 8:18-24).

  არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ქრისტიანებს არავითარი უფლება არ აქვთ ღვთის წინაშე, მისი ჭეშმარიტების ხარჯზე მდიდრდებოდნენ ან ქრისტიანული მსახურება ერთგვარ სავაჭრო დახლად აქციონ, სადაც თავის სამსახურებრივ ქმედებებს საფასურებსა და ანგარიშებს დაადებენ. სახარების მკითხველს, უეჭველად, ახსოვს იმის შესახებ, თუ როგორ გამოყარა ღვთის ძემ ორჯერ ვაჭრები იერუსალიმის ტაძრიდან, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ღვთის კანონის სპეკულაციებზე აწყობდნენ (იოანე 2:13-17; მათე 21:12,13). დღეს თუ შეიცვალა უფლის დამოკიდებულება მსგავსი ქმედებების მიმართ? ბიბლია გვარწმუნებს: «იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად» (ებრაელები 13:8). ეს კი ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ჩვენს დღეებშიც არა ნაკლები მოშურნეობით ადევნებს თვალყურს იმას, რომ ყოველი, ვისაც მისი მიმდევარი ჰქვია, არ უშვებდეს საკუთარი გულის ფულისადმი სიყვარულით წაბილწვას და ღვთისადმი მსახურება არ გადააქციოს ფულის შოვნის საშუალებად, პირადად  თავისთვის ან მთელი ეკლესიისათვის.

  ღვთის სიტყვა წინდახედულად მოუწოდებს ქრისტიანებს გაექცნენ «ფულის სიყვარულს», რომელიც «ყოველგვარი ბოროტების ფესვს» წარმოადგენს. «ღვთის ადამიანი» უნდა «გაექცეს ამ ყოველივეს» (1 ტიმოთე 6:9-11; ებრაელები 13:5). ზუსტად ამიტომ ღვთის ჭეშმარიტი მსახურები არ უნდა ჰგავდნენ «ფულის მოყვარულ ფარისევლებს», იმიტომ რომ ის, ვინც ღმერთს ფულის სანაცვლოდ ემსახურება, სულიერი ბანკროტია (ლუკა 16:14).

  არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ როგორც თავად იესო, ასევე მისი მოციქულები არასოდეს აქცევდნენ ღვთიურ ჭეშმარიტებას შემოსავლის წყაროდ. ყოველ მათგანს იმის ძლიერი რწმენა გააჩნდა, რომ ღმერთი შეძლებდა მათი პირადი საჭიროებებისათვის და ახალგაზრდა ეკლესიის მოთხოვნილებებისათვის ზრუნვას (მათე 6:25-34; მარკოზი 6:7-9). იესოს მოწაფეები იერუსალიმში თავისი კრების იმ წევრებს ეხმარებოდნენ, ვისაც მატერიალურად უჭირდა, «ისინი ყიდდნენ თავიანთ საკუთრებასა და ქონებას და ყველას საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ» (საქმეები 2:44,45). როგორც II საუკუნის შუა პერიოდში იუსტინე წამებული წერდა, «ჩვენს შორის მდიდრები ღარიბებს ეხმარებიან. [...] და შეძლებულები, სურვილისამებრ, ყოველი იმდენს გასცემს რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს» («პირველი აპოლოგია).

  ადრეული ქრისტიანები არ დადიოდნენ ხალხთა მასებში ფულადი გადასახადის გამოსათხოვად იმ ცნობის სანაცვლოდ, რომლის გადაცემაც მათ ღმერთმა დაავალა. ა.ჯ. დიკენსი წიგნში «ინგლისური რეფორმაცია» აღნიშნავს: «იესო ქრისტე და მოციქულები, რომლებიც ნამდვილად უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მკვეთრად განსხვავდებოდნენ ეკლესიის უზარმაზარი საკანონმდებლო და იძულებითი აპარატისაგან, მისი აურაცხელი სიმდიდრისა და გვიანი შუასაუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის მდიდრული არქიტექტურისაგან» («The English Reformation»).

  თუმცა, მიუხედავად ღვთის სიტყვის ასეთი ნათელი მითითებებისა, ეკლესიებმა დროთა განმავლობაში თავი დაანებეს ქრისტიანობის მოკრძალებულობისა და უანგარობის პრინციპის მიყოლას. თანდათანობით მათ გარემოში ისეთმა ნაკვთებმა დაიწყეს გამოვლინება, რომლებიც დამახასიათებელია არა იმდენად ქრისტიანული, რამდენადაც კომერციული სფეროებისათვის, რაცაა აშკარა გამდიდრების სურვილი. ახლადშობილი "საეკლესიო ბიზნესის" ბრუნვები საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო დიდ მაშტაბებს იღებდა.

  ალბათ, არ არსებობს იმის განმარტების განსაკუთრებული აუცილებლობა, რომ რელიგიები, რომლებსაც როგორც წესი «ტრადიციულებად» მოიხსენიებენ, და რომლებიც თავისი არსით და ისტორიული მაჩვენებლებით ოდითგანვე იმპერიულ, სახელმწიფო რელიგიებს წარმოადგენდნენ, ასწლეულების განმავლობაში უზარმაზარი სიმდიდრითა და ფუფუნებით განადიდებდნენ საკუთარ თავს. როგორც ჩანს, ასეთი ეკლესიების დევიზად იქცა მოწოდება: «თუ ჩახრჩობაა - ფუფუნებაში ჩახრჩობა იყოს!».

  არ არსებობს იმის მტკიცების აუცილებლობა, რომ მსგავს კონფესიებში კომერციული საფუძველი ასევე წარმოადგენს ორგანიზებულ სისტემას. ჩვეულებრივი ადამიანები უკვე დიდი ხანია შეეჩვივნენ, რომ ფულის გადახდა უწევთ (თანაც ხშირად არც თუ მცირედის) ასეთი რელიგიების მიერ დაწესებული, თუმცა ხშირად უცნაური და უბრალოდ უსარგებლო, წეს-ჩვეულებებისა და საეკლესიო მსახურების სანაცვლოდ. ყველა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ასეთ ეკლესიებში, აუცილებლად ნახავდა გასაყიდად გამოფენილ რელიგიურ ნივთებს, მათზე ჩამოკიდებული საფასურებით. სანთლები, ჯვრები, გამოსახულებები, ლოცვის წიგნები… ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შეძენა თუ გინდა – საფულე გახსენი! ასე ეწყობა საეკლესიო ბიზნესი.

  თუმცა, ე.წ. «ტრადიციულ» რელიგიებს, ღვთისადმი რწმენისაგან მატერიალური სარგებლის ამოღების საკითხში დიდად არ ჩამორჩებიან ასევე «ევანგელურ-პროტესტანტული» ტიპის ეკლესიები. მეათედების რეგულარული გადახდები, თემებში ფულადი მოსაკრებელის უსინდისო აგროვება, მრევლისაგან ფულის გამოთხოვა, რელიგიური ატრიბუტიკისა და ლიტერატურის ყიდვა-გაყიდვის პრაქტიკა, მწყემსებისა და გამოჩენილი მქადაგებლების გამდიდრება… ყოველივე ეს უკვე დიდი ხანია რაც ასეთი "ქრისტიანობის" განუყოფელ ნაწილად იქცა.



შესაწირავის ბიბლიური პრინციპი



  თანამედროვე საეკლესიო მწყემსებისაგან განსხვავებით პირველ ქრისტიანებს არ სურდათ ღვთის წინაშე საკუთარი მდგომარეობის შებღალვა, ბინძურ შემოსავალზე ხარბი პრეტენზიებით. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქრისტიანული კრება უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგალითად, დაახლოებით 55 წელს იუდეაში ქრისტიანთა გაღატაკებული კრების დახმარების აუცილებლობა გახდა საჭირო. ამ მიზეზით მოციქულმა პავლემ თავის წერილში მოუწოდა ქრისტიანებს, რომლებიც ევროპაში და მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, გამოხმაურებოდნენ თანაქრისტიანთა ამ საჭიროებებს (1 კორინთელები 16:1-3). მაგრამ დაადგინა თუ არა მან რაიმე კონკრეტული ფულადი თანხა ან ადამიანის შემოსავლიდან რაიმე განსაზღვრული პროცენტი, რომელიც მას შესაწირავის სახით უნდა გადაეხადა? არავითარ შემთხვევაში. პავლე წერდა: «ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს» (1 კორინთელები 16:2). ქრისტიანს წინასწარ შეეძლო მოფიქრება, თუ რამდენის შეწირვა შეეძლო, და ასეთი სახით გაეწია მისი მხრიდან შესაძლებელი და პირადად მის მიერ არჩეული მატერიალური დახმარება. მოციქული ამას შემდეგი სიტყვებით ადასტურებდა: «თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოთ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს» (2 კორინთელები 9:7). შედარებით გვიანდელი და ხარბი რელიგიური ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით, პავლეს არ სურდა ფულადი სახსრების «გამოძალვით» დაკავებულიყო ან «დიდი ხარჯებით დაემძიმებინა» თავისი თანამორწმუნეები, ამიტომ იგი არ ადგენდა შემოწირულობებზე «ტარიფებს» (2 კორინთელები 9:5; 1 თესალონიკელები 2:9). 

  წმინდა წერილი შესაბამის მითითებებს იძლევა, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შესაწირავების საკითხში სწორი მაგალითის მიყოლაში. მაგალითად, ბიბლიის ერთ მუხლში ჩვენ ვკითხულობთ, რომ «აიღო იეჰოიადა მღვდელმა ყუთი, თავსახური გაუხვრიტა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, იეჰოვას სახლში შემოსასვლელის მარჯვნივ». ამ ყუთში ყრიდნენ «იეჰოვას სახლში მიტანილ ფულს» (2 მეფეები 12:9,10; 2 მატიანე 24:8-11).

  ხოლო რაც შეეხება ახალაღთქმისეულ დროს, აქ განსაკუთრებით საყურადღებო თავად იესოსა და მისი მოციქულების მაგალითია, რომელთაც სპეციალური «ყულაბა» ჰქონდათ ფულის ჩასაყრელად (იოანე 12:6; 13:29). სრულიად ნათელია, რომ იესო არ იყო დაკავებული მასთან მიმავალი ხალხისაგან ფულის გამოთხოვით. ის მთლიანად ღვთის წყალობაზე და ხელმძღვანელობაზე იყო მინდობილი და თავდაბლურად იღებდა ნებაყოფლობით შესაწირავებს, რომლებსაც ხალხი სწირავდა. თანაც, ის თავად ასწავლიდა მსმენელებს, რომ მათ მოწყალება გაუხმაურებლად უნდა გაეცათ, ძალდატანების გარეშე, ისე, რომ «შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა» (მათე 6:2-4). 

  იესოს მიერ მოცემული ეს პრინციპი, აბსოლუტურად უარყოფს შესაწირავების სახით ფულადი თანხების დადგენის ეკლესიისათვის ჩვეულ პრაქტიკას, ასევე მრევლისაგან ფულის გამოთხოვას, როდესაც რიგებში სპეციალურ თასს ჩამოატარებენ, რომელზეც ადამიანი დანარჩენი დამსწრეების თვალწინ დებს თავის ფინანსებს. მითუმეტეს აბსოლუტურად უადგილო ჩანს რიგ ეკლესიებში არსებული ტრადიცია, ხმამაღლა ამოიკითხონ მათი სახელები, რომელთაც განსაკუთრებით მსხვილი თანხები შესწირეს, რაც ეკლესიის დანარჩენ წევრებს გამოარჩევს, როგორც «არასაკმარისად გულუხვებს» და მათ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ყოველ ასეთ შემთხვევაში ადამიანი, არსებითად, თავისი მწყემსის მიერ იძულებული ხდება თავისი პირადი ფული დატოვოს ეკლესიაში, ანუ «ნაძალადევად» იქცევა (2 კორინთელები 9:7).  


  იესოს მიერ მოცემული ბიბლიური მაგალითის მტკიცებულებას, ცნობილი ქრისტიანი მოღვაწის, ტერტულიანეს სიტყვები წარმოადგენს, რომელიც მან II საუკუნის ბოლოს თქვა: «ჩვენ თუ რაიმე ყულაბის მსგავსი გვაქვს კიდეც, ის დამსახურებულთა წოდების გამოცხადების სანაცვლოდ როდი ივსება, თითქოსდა რელიგია იჯარით იყოს დატვირთული. ჩვენ ყულაბაში თვის ყოველ პირველ დღეს ან ვისაც როცა უნდა, თუ საერთოდ უნდა და თუ საერთოდ შესაძლებლობა აქვს, მცირე შესაწირავს აკეთებს, ისე რომ ამას არავინ აიძულებს, არამედ ყველა ნებაყოფლობით სწირავს» («აპოლოგია», თავი XXXIX, 5). გასაგებია, რომ ქრისტიანები ასეთ მაგალითს უნდა მიჰყოლოდნენ უსიტყვოდ; მათ არ უნდა დაემახინჯებინათ იესოს მითითება საკუთარი ცოდვილი მიდრეკილებებისა და «უსამართლოდ მოხვეჭის» სურვილების სასარგებლოდ  (იერემია 6:13).

  «ჩვენს შორის მდიდრები ღარიბებს ეხმარებიან. [...] და შეძლებულები, სურვილისამებრ, თითოეული იმდენს სწირავს რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს» - წერდა იუსტინე წამებული («პირველი აპოლოგია», ახ.წ. დაახ. 150 წელი).

  «(იუდეველები) მას [ღმერთს] თავისი [ქონების] მეათედს უძღვნიდნენ; ისინი კი ვინც თავისუფლება მიიღეს მთელ თავის ქონებას უფლის მიზნებისთვის განსაზღვრავენ... ისე როგორც ღარიბმა ქვრივმა ჩაყარა მთელი თავისი ქონება უფლის საგანძურში» (ირინეოს ლიონელი «ერესების წინააღმდეგ», ახ.წ. დაახ. 180 წელი).



ინდულგენცია



  ბიბლიური თვალსაზრისით გაუნათლებელ ხალხზე ფულის შოვნის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მაგალითს, წარმოადგენს საეკლესიო სამღვდელოების მიერ ინდულგენციების გაყიდვა, რომელსაც ასწლეულების პრაქტიკა გააჩნია. ეს სახელი შუა საუკუნეებში ერქვა დოკუმენტს, რომელიც ეძლეოდა ადამიანს, ეკლესიის მიერ მასზე დაკისრებული სასჯელის მიტევების ნიშნად.  XI საუკუნიდან მოყოლებული ინდულგენციამ პაპის სიგელის სახე მიიღო, რომელიც მსურველებზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყიდებოდა. როგორც მღვდელმსახურები ამტკიცებდნენ, ასეთი სიგელის ქონა მფლობელს ყოველგვარი ცოდვის მიტევების საშუალებას აძლევდა – როგორც ადრე ჩადენილის, ისე ამჟამინდელის, XIII საუკუნიდან მოყოლებული კი მღვდელმსახურები მომავალი ცოდვების მიტევების გარანტიასაც კი იძლეოდნენ.

  დროთა განმავლობაში ინდულგენციებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ძალების მიწერაც კი დაიწყეს, რომ თითქოსდა მისი გამოყენება გარდაცვლილი ადამიანების სულების გამოსასყიდადაც კი შეიძლებოდა. 1563 წელს ტრიდენტის საეკლესიო კრებამ ინდულგენციების გაყიდვა საეკლესიო დოგმატად გამოაცხადა და ბრძანა ანათემას გადაეცათ ისინი, ვინც ამ ახალწამოწყებას ეწინააღმდეგებოდა. მთელი რიგი ასწლეულების განმავლობაში ინდულგენციების გაყიდვა საეკლესიო ხაზინის საკმაოდ სოლიდურ გამდიდრებას უწყობდა ხელს. ამგვარი პრაქტიკა, არსებითად, გამოსყიდვის აუცილებლობას ანაცვლებდა, რომლის შესაძლებლობაც იესო ქრისტემ მოგვცა თავისი სიკვდილის მეშვეობით. და, მართლაც, რა საჭიროა ღვთის ძისადმი რწმენის ქონა, როდესაც საკმარისია შესაბამის ფასად შეიძინო საჭირო დოკუმენტი, მასთან ერთად კი ხსნა, და მარადიული სიცოცხლე, და თვით ღვთის სამეფოც კი? კომერციული მოგების სურვილით დაბრმავებულმა მღვდელმსახურებმა დაივიწყეს ღვთის სიტყვა, და ის რომ «მათთვის [ხალხისთვის] უსასყიდლო ძღვენია, რომ მისმა წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით» (რომაელები 3:24-26). «ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია» (ეფესოელები 2:8).


  ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ ინდულგენციებით ვაჭრობა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის დამახასიათებელი რამ იყო. თუმცა ეს ასე არ არის. მსგავსი პრაქტიკა ასევე აღმოსავლეთ ბერძნულ ეკლესიაშიც ყვაოდა. როგორც თავის სტატიაში სერგეი გოვორუნი აღნიშნავს, «ეს მართლაც ინდულგენციები იყო - სიგელები, რომელიც ცოდვებისაგან ათავისუფლებდა, რომლის მიღებაც ნებისმიერს შეეძლო, ხშირად განსაზღვრული ფულადი თანხის სანაცვლოდ. ნებართვა, რომელიც ამ სიგელებით იყიდებოდა, ქრ. იანარასის თანახმად, არ იყო დაკავშირებული არც ერთგულის აღსარების საიდუმლოებაში მონაწილეობასთან და არც ევქარისტიის საიდუმლოებაში მონაწილეობასთან». აღმოსავლეთ ეკლესიაში ამ არაბიბლიური წეს-ჩვეულების აღწერისას, ავტორი აღნიშნავს: 
  «ინდულგენციების გაცემის პრაქტიკა, რომელიც თავიდან არაოფიციალურად არსებობდა, ოფიციალურად 1727 წელს კონსტანტინეპოლის კრებაზე დამტკიცდა… მაგალითად, დოკუმენტის მე-13 პუნქტში ნათქვამია: "ცოდვების დატოვების ძალაუფლება, რომელსაც, თუ წერილობით იყიდება, ქრისტეს აღმოსავლური ეკლესია "უფლებამოსილების სიგელებად" მოიხსენიებს (sygchorochartia), ლათინოსები კი - "ინდულგენციებად" (intulgentzas),.. ქრისტეს მიერ გაიცემა წმინდა ეკლესიაში. ეს უფლებამოსილების სიგელები ეკლესიის ოთხი უწმინდესი პატრიარქის მიერ გაიცემა: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის"».

  თავის სტატიას ავტორი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: «იმაზე თუ რამდენად ფესვგადგმული იყო ეს პრაქტიკა, ის ფაქტი მეტყველებს, რომ "უფლებამოსილების სიგელები" საბერძნეთში მეოცე საუკუნის შუა რიცხვებამდე არსებობდა» («ინდულგენციები ბერძნული ეკლესიის ისტორიაში»).


  რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმე შეეწინააღმდეგოს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წარსულიდან აღებული მაგალითებია, თანაც ამასთანავე მხოლოდ განსაზღვრული რელიგიებისთვის დამახასიათებელი. და ეს მართლაც ასეა. თუმცა, არავინ დაობს იმაზე, რომ დღეს ინდულგენციების პრაქტიკა აღარ არსებობს. მაგრამ მოცემულ თავში მხოლოდ წარსული დღეების საქმეებზე როდია საუბარი. კარგია, თუ ზოგიერთი რელიგია თავის დამოკიდებულებას ცვლის არასწორი ტრადიციების მიმართ. მაგრამ ნუთუ დღეს იგივე ეკლესიები არ აგრძელებენ კომერციული მოგების პოლიტიკის გატარებას, მათ მიერ აწყობილი საეკლესიო ყიდვა-გაყიდვის პროცესით, რომელიც მათსავე კედლებში მიმდინარეობს? განა ინდულგენციების გაყიდვის პრაქტიკასთან ერთად მათ რელიგიურ წეს-ჩვეულებებზე დადებული კომერციული ტარიფებიც გააუქმეს (ნათლობა, ქორწინება და ა.შ.) ან მრავალრიცხოვანი რელიგიური ატრიბუტიკის გაყიდვას თუ დაანებეს თავი? საკმარისია სულ მცირე ხნით შევიდეთ მსგავს ე.წ. «ტრადიციულ» ეკლესიაში, რომ სამწუხარო პასუხი მივიღოთ ამ კითხვებზე.



«მეათედი»



  ეკლესიის კომერციალიზაცია დღეს არა მხოლოდ ე.წ. «ძირითადი» ან «ტრადიციული» რელიგიებისთვისაა დამახასიათებელი. მრავალრიცხოვანი პროტესტანტული კონფესიები ავლენენ მატერიალიზმისა და კომერციული მოგებისადმი სწრაფვის მსგავს სულს, რისთვისაც აბსოლუტურად არაბიბლიურ ტრადიციებს იყენებენ. და აქ სათანადო იქნება ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ წეს-ჩვეულებაზე, რომელიც იესოს სწავლებას ეწინააღმდეგება – მეათედის გადახდა. დღეს მეათედის აკრეფა საეკლესიო თემების სულ უფრო მეტ რაოდენობაში იკიდებს ფეხს, მათშიც კი, სადაც ადრე სრულიად საფუძვლიანად ამბობდნენ მასზე უარს. ასეთ ეკლესიებში დადგენილი წესის თანახმად, თემის წევრისაგან მოელიან, რომ ის შესაწირავის სახით რეგულარულად შეიტანს თავისი შემოსავლის მეათედს. ამ თანხის განსაზღვრული ნაწილი ეკლესიის ხელმძღვანელი პერსონალის ხელფასებზე მიდის. გასაგებია, რომ იმ თანხის ოდენობა, რომელიც ადგილობრივი მწყემსის ჯიბეში აღმოჩნდება, პირდაპირ კავშირშია მისი ეკლესიის მრევლის რაოდენობასთან.

მაგრამ გამართლებულია თუ არა ბიბლიური თვალსაზრისით ქრისტიანებისაგან მეათედის მოკრების მსგავსი პრაქტიკა? არა.

  საჭიროა გვახსოვდეს, რომ მეათედის პრინციპი ძველაღთქმისეულ დროში იქნა შემოღებული, მაგრამ ის არ ეხება ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების პერიოდს. ღვთის მითითების თანახმად, რომელიც მოსეს მეშვეობით მისცა, ძველი ისრაელიანი ვალდებული იყო მეათედი ლევიანთა ტომისათვის მიეცა, რომლებიც მღვდლებად მსახურობდნენ კარავში, მოგვიანებით კი - იერუსალიმის ტაძარში (რიცხვები 18:21,24,31; ნეემია 12:44). ამ შენაწირის მოხმარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ «ლევის ძეებს» (ებრაელები 7:5). თანაც, მეათედი გადახდილი უნდა ყოფილიყო არა ფულის სახით, არამედ წარმოადგენდა ხორბლისა და ხილის მოსავლის მეათედ ნაწილსა და ფარის ნამატის მეათედ ნაწილს (ლევიანები 27:30-32; რიცხვები 18:8-14; 2 მატიანე 31:5; ნეემია 13:5,12; ეზეკიელი 44:28-30). 

  გარდა ამისა, გაჭირვებულთა დასახმარებლად, ისრაელიანები რამოდენიმე წელიწადში ერთხელ დამატებით წლიურ მეათედს გამოყოფდნენ. ის ჩვეულებრივ მაშინ გამოიყენებოდა, როდესაც ერი რელიგიურ დღესასწაულებზე იკრიბებოდა. ამის წყალობით «ხიზნებს, უმამო ბავშვებს და ქვრივებსაც» ეძლეოდათ ჭამისა და გაძღომის საშუალება (კანონი 14:28, 29). 

  ქრისტიანული წერილებიდან ვხედავთ, რომ იესოს სასმხვერპლო სიკვდილმა ახ.წ. 33 წელს «გააუქმა» კანონი თავისი «მცნებით - მიიღონ მეათედი», ანუ არსებითად «წაშალა» ის (ეფესოელები 2:13-15; ებრაელები 7:5, 18; კოლოსელები 2:13, 14). შეიძლება თუ არა ეხლა იმის თქმა, რომ მეათედის გადახდა მაინც შენარჩუნებული და გადაღებული უნდა იქნას ქრისტიანული კრების მიერ? არა. სავსებით გასაგები მიზეზების გამო:

1)    ღვთიური კანონის თანახმად მეათედი კონკრეტულად ძველი ისრაელებისათვის იყო განკუთვნილი, თანაც, მხოლოდ მათთვის, ვინც ლევის შტოს მიეკუთვნებოდა და იერუსალიმის ტაძარში მსახურობდა. 
2)    მისი გადახდა ხდებოდა არა ფულის სახით, არამედ საჭმელი პროდუქტების სახით.
3)    ქრისტიანულ წერილებში ღმერთს მეათედის გადახდის მითითება არ მოუცია.

  მაშ რატომ იქცა ე.წ. «ქრისტიანულ» ეკლესიებში, ეკლესიის წევრებისაგან მეათედის აღება ასე გავრცელებულ მოვლენად? რატომ იღებენ ამ არაქრისტიანულ პრაქტიკას ის კონფესიებიც კი, ვინც ადრე უარყოფდა მას? შესაძლოა, ამ კითხვებზე პასუხად «კათოლიკურ ენციკლოპედიაში» გაკეთებული კომენტარი გამოდგეს. მასში შემდეგია ნათქვამი: «ეკლესიის გაფართოებისა და მისი სხვადასხვა დაწესებულების გაჩენის გამო, საჭირო გახდა კანონების დადგენა, რომლებიც სასულიეროთა შესაბამისი და სტაბილური კმაყოფის გარანტიას მისცემდა. მეათედების გადახდის პრაქტიკა მოსეს კანონიდან იქნა გადმოღებული... ყველაზე ადრეული კონკრეტული დადგენილება, რომელიც მოცემულ საკითხს ეხებოდა, სავარაუდოდ, იმ ეპისკოპოსების წერილში გვხვდება, რომლებიც 567 წელს შეიკრიბნენ ტვიროსში, და 585 წლის მაკონიის კრების [კანონებში]».

  მაშ ასე, ასეთი არაქრისტიანული წამოწყების მიზეზი გახდა რელიგიური ხელმძღვანელების ბანალური ეგოისტური სურვილი, რომ საკუთარი თავი უზრუნველეყოთ «შესაბამისი და სტაბილური კმაყოფით»! განა ეკლესიის ლიდერების მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯი უფლის სიტყვებიდან აშკარა გადახვევა არ არის «უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით»? (მათე 10:8).




  მაგრამ, სამწუხაროდ, ფუჭი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ იესოს ეს სიტყვები რამენაირად მაინც ეხება ეკლესიის ასეთ საქმოსნებს. პირიქით, ისინი აქტიურად ეძებენ იმის შესაძლებლობას, რომ მეათედების აკრება რაც შეიძლება საგულდაგულო და ეფექტურ საქმედ აქციონ. აი, მაგალითად, რას გვამცნობენ ერთ-ერთ პროტესტანტულ საიტზე:        «დღეს აშშ-ს ადგილობრივმა ეკლესიაბმა თავის მრევლს ახალი ალტერნატივა შესთავაზეს: მეათედების საკრედიტო ბარათების მეშვეობით გადახდა. მეათედის ამ სახით გადახდის მსურველებმა ეკლესიას უნდა მიაწოდონ საკუთარი საკრედიტო ბარათების ან საბანკო ანგარიშების ნომრები და მიუთითონ, რა თანხა და რამდენად ხშირად უნდათ რომ გადარიცხონ. ზოგიერთი ადგილობრივი სამლოცველო სახლი უკვე თითქმის 5 წელია რაც ელექტრონულ მეათედებს იყენებს და ეკლესიების სულ უფრო მეტი ფინ-ინსპექტორები ფიქრობენ მსგავს ალტერნატივაზე. ამ პრაქტიკამ ყველა დენომინაციური საზღვარი გადალახა. შესაწირავების ასეთი პრაქტიკა ასევე დანერგა წმინდა მაიკლის კათოლიკურმა ეკლესიამ ბედფორდში, ებრაულმა კონგრეგაციამ სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ფორტ ბორტში, და ასევე დენომინაციათაშორისმა ეკლესიამ არლინგტონში».

  როგორ რეაგირებენ ასეთ სიახლეებზე თავად რელიგიური ლიდერები? წერილში ნათქვამია, რომ «ისინი უპირობოდ ადასტურებენ ელექტრონული შემოწირულობების უპირატესობას: ეს შემოწირულობების მდგრად ნაკადს წარმოადგენს, რომელზეც ეკლესიის ბიუჯეტია დაფუძნებული». „ეს უწყვეტი შემოსავალია, რაც ძალიან მომგებიანია ჩვენთვის“ - თქვა ქრისტიანული უნივერსიტეტის დირექტორმა დონ ხოუკმა.

  წერილის თანახმად, «გრანბურში არსებული ბაპტისტური ეკლესიის ფინანსური ოპერაციების დირექტორმა ლეიტონ ხესელგროუვიმ თქვა, რომ, თუმცა ეკლესიის წევრებს ჯერ კიდებ 1998 წელს შესთავაზეს შემოწირულობების საბანკო ანგარიშების მეშვეობით გაღება, ასე მხოლოდ 30 ოჯახი იქცევა ეკლესიის 600 ოჯახიდან. „მე ვფიქრობ, რომ 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ ეს შეიცვლება“, - თქვა ხესელგროუვმა, რომელიც ელექტრონულ შემოწირულობებზე მუშაობს. „ახალი თაობა უფრო ელექტრონული გადარიცხვებისკენაა მიდრეკილი, და ზუსტად ამ ასაკობრივ ჯგუფზე გავაკეთებთ დიდ აქცენტს“» («ელექტრონული მეათედები ეკლესიაში?». «პასტორ.რუ». 20.12.2002 წ.).

  გარდა ამისა, ზოგიერთი მსმენელის აშკარა მოტყუებაზეც კი მიდის, როდესაც ცდილობს მეათედს ისეთი სახე მისცეს, თითქოს ღმერთი მას ადამიანებისაგან მოელის, და მხოლოდ მისი გადახდის შემთხვევაში აკურთხებს ის ამ ადამიანს. მაგალითად, ერთმა ცნობილმა პროტესტანტმა მოღვაწე ქალბატონმა იმის მაგალითი მოიყვანა, თუ მის მისიაში ერთ ქალს, რომელიც მდიდრული ქურქით იმოსებოდა, როგორ ჰქონდა ჩვეულება ეთქვა: «მე ვეუბნები ყველა ღარიბს, რომ, თუ ისინი მიჰყვებიან იესოს და გადაიხდიან მეათედს, მათაც ექნებათ ქურქები». თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, უნდა მოველოდეთ, რომ ყველა პროტესტანტი ქურქით და ძვირფასი მანქანებით უნდა დადიოდეს. მაგრამ ასეა კი ეს? ნუთუ ტყუილი არაა მსგავსი სიტყვები, თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც წესი, ეკლესიაში მიმსვლელთა უმეტესობა – არცთუ მთლად შეძლებული ხალხია?   
                                       


საეკლესიო ბიზნესი



  მიზეზთაგან ერთ-ერთი, რის გამოც ეკლესიები თავის რელიგიას ბიზნესის ნაირსახეობად აქცევენ, ესაა ადამიანებში მათი პოპულარობის დაცემა. აქედან გამომდინარეობს მრევლის რიცხვის პროგრესული კლება და, ამის შედეგად, ეკლესიის ხაზინაში შემოსავლების კლება. და რაღა თქმა უნდა თავად მღვდელმსახურებიც ასეთ სიტუაციაში გაცილებით ნაკლებს იდებენ საკუთარ ჯიბეში, ვიდრე მათ სურთ რომ ჩაიდონ. როდესაც ამ პრობლემას შეეჯახნენ, აშშ-ს ეკლესიებმა ბიზნესებს მოკიდეს ხელი, რათა როგორმე მაინც გადაეხადათ გადასახადები. როგორც მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით «ოჯახური ქრისტიანული ცენტრის» (მიუნსტერი, ინდიანას შტატი) პასტორმა სტივენ მანზიმ აღნიშნა, «ყველა აქტიურ ეკლესიას იგივე მოელის».

  «უოლ-სტრიტ ჯორნელის» თანახმად, სხვადასხვა საეკლესიო ბიზნესი არსებობს, დაწყებული ეკლესიის ვესტიბულში ყავისა და ფუნთუშების გაყიდვით და ეკლესიის ტერასებზე რესტორნების მოწყობით დამთავრებული. მაგალითად, ერთმა ეკლესიამ ჯეკსონვილში (ფლორიდის შტატი) პირდაპირ თავისი ტაძრის გვერდზევე გახსნა დიდი სავაჭრო ცენტრი. ცენტრში მუშაობს ტურისტული სააგენტო, სილამაზის სალონი და რესტორანი. ეკლესიის დამფუძნებელმა, ეპისკოპოსმა ვონ მაკლოხლინმა შემდეგი რამ თქვა: «იესოს სურს, რონ ჩვენ მივიღოთ მისგან მომდინარე წყალობა და გარკვეული სარგებელი ვნახოთ მისგან». ამასთანავე მან დაამატა, რომ 2000 წელს საეკლესიო ბიზნესმა 2 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

  ცნობილი ამერიკელი მქადაგებლის დერეკ პრინსის სიტყვების თანახმად, თანამედროვე ეკლესიები მატერიალიზმის ძალაუფლებაში არიან მომწყვდეულნი. იესოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომლებიც ლუკას 17:26-30-შია მოყვანილი, ის ხაზს უსვამს ნოესა და ლოტის დღეების წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას ჩვენი დროისათვის, როდესაც ადამიანები «ყიდულობდნენ და ყიდდნენ». მქადაგებელი წერს: «თუმცა ამ საქმეთაგან არცერთი წარმოადგენს ცოდვას. მაშინ რა წარმოადგენს პრობლემას? პრობლემა მატერიალიზმშია. იმ დროს ადამიანები იმდენად იყვნენ ჩაფლულნი თავის ქვეყნიურ საზრუნავში, რომ ვერც კი აცნობიერებდნენ იმას, რომ მათი ცხოვრების ქვეყნიური წესი მათზე ღვთის სასჯელებს მომართავდა. ამიტომაც დაატყდათ ეს სასჯელები მოულოდნელად». შემდეგ, პრინსი აღიარებს: «იგივეს თქმა შეიძლება მრავალი მათგანის შესახებ ვისაც ქრისტიანული მრწამსი აქვს ამერიკაში. ღვთის ბოლო სასამართლო, რომელიც ქრისტეს მოსვლის ნიშანი იქნება, მრავალს მოულოდნელად დაატყდება თავს» («სასამართლო ღვთის სახლიდან უნდა დაიწყოს»). 


  თავის მხრივ გაზეთ «რეპუბლიკა»-ს ეკონომიკურ დანართში აღნიშნულია, რომ იტალიის ეკონომიკის მრავალთაგან ერთერთ სექტორს, რომელსაც შემოსავალი მოაქვს, და, შესაძლოა, ერთადერთია, რომელიც ვარდნის დაძლევის საშუალებას იძლევა, - ესაა ბიზნესი, «რომელიც ეკლესიის ეგიდით იმართება». მაგალითად, რელიგიური საქონლის მეექვსე ბაზრობის განმავლობაში, რომელიც ქალაქ პომპეუსში იმართებოდა, 1400 კომპანიის კაპიტალის ბრუნვამ, რომელიც საკუთარ პროდუქციას აწარმოებენ და ჰყიდიან, «გამოთვლების თანახმად, 400 მილიარდი ლირა შეადგინა [240 მილიონი აშშ დოლარი], ხოლო ეს გაყიდვების მოცულობის წლიური მოგების 15 პროცენტია». გარდა ამისა, რელიგიურმა მომლოცველობამ, რომელმაც 1993 წელს დაახლოებით 35 მილიონი ტურისტი მოიზიდა იტალიის სხვადასხვა «სიწმინდეების» სანახავად, თითქმის ათჯერ მეტი შემოსავალი მოიტანა. სტატიაში ნათქვამია, რომ «ეკლესიის მიერ "კურთხეული" კომერციული საქმიანობა, სულ უფრო წინ მიიწევს. და იტალიურმა კათოლიკურმა იერარქიამ, ეპისკოპოსების საბჭომ და ეპარქიამ უკვე დიდი ხანია მშვენივრად იცის ამის შესახებ, და ვერ ვიტყვით, რომ ისინი ამით უკმაყოფილოები არიან». საეკლესიო იერარქიამ ორგანიზება გაუკეთა და დააფინანსა კიდეც კონფერენციები (რომლებზეც გამოჩენილი საეკლესიო პირები ესწრებოდნენ), რომლებიც იმას ეძღვნებიდა, თუ როგორ უნდა უხელმძღვანელონ ასეთ პროცესებს.

  «ქრისტიანული» ატრიბუტიკით ვაჭრობა ეკლესიის საქმოსნებისთვის უზარმაზარ კომერციულ შესაძლებლობებს ხსნის. კიდევ რისი შედარება შეიძლება ადამიანის შინაგან რელიგიურობასთან? მრავალი თუ თავისი რწმენის გულისთვის სიცოცხლის გასაღებადაა მზად, განა რთული იქნება მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ფულის გაღება ნივთისათვის, რომელსაც ისინი თავისი რწმენის სიმბოლოდ აღიქვავენ? და მითუმეტეს, როდესაც საუბარია ასეთი ატრიბუტების განსაკუთრებული ძალებისადმი მათ რწმენაზე! ამას მშვენივრად აცნობიერებენ «ქრისტიანული» კომერსანტები, რომლებიც ამგვარ ადამიანურ ფსიქოლოგიაზე აგებენ თავის ბიზნესს. როგორც თავის გაზეთში ფლორენს ბიული წერს, დღეს მოწოდებები «ქრისტიანული» ყიდვა-გაყიდვის სფეროდან სულ უფრო დახვეწილი და შოკისმომგვრელი გახდა. "ნაკურთხი" ტილოები, "ნაკურთხი" ნაჭერი, "ნაკურთხი" პალმის ტოტები, "ნაკურთხი" გასაღებები, "ნაკურთხი" მდოგვის მარცვლები, ბრინჯი სხვისთვის გასაგზავნად, რათა ისიც "აკურთხოს". ხანდახან ამას თან მოყვება აბრეშუმის ნაჭრები, რომელშიც შეგიძლიათ გაახვიოთ წერილი თქვენი პრობლემების სიით და გაგზავნოთ, რათა მათთვის ილოცონ» («ცდომილებას მრავალი სახე აქვს»). აი იმ შემოთავაზებების არასრული სია, რომლებსაც მორწმუნე ადამიანები იღებენ, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ამ საგნების ყიდვის შემთხვევაში უფალი აუცილებლად აკურთხებს მათ.



კეთილდღეობის სასიხარულო ცნობა



  შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ «ქრისტიანული» ეკლესიების მრევლიდან რომელიმეს არასოდეს ჰქონდეს გაგებული ე.წ. «კეთილდღეობის სასიხარულო ცნობის» შესახებ. ეს მოძრაობა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალებს დედამიწის მრავალ რეგიონში. ეს რომელიმე ცალკეული კონფესიაა არაა. არა. ე.წ. «ქრისტიანობამ» შექმნა ქვეყნიური მსოფლმხედველობა, რომლის პროპაგანდასაც აბსოლუტურად განსხვავებული ეკლესიების წარმომადგენლები ახდენენ და რომელიც მიმართულია ე.წ. «ქრისტიანული» რელიგიის წევრების მატერიალური სიმდიდრისა და მაღალი მდგომარეობის მიღწევისკენ! ამ მოვლენას ასევე შეიძლება ეწოდოს «აღორძინების მოძრაობა» ან «წარმატების სასიხარულო ცნობა».

  ეკლესიებში ძალიან მრავალი ადამიანი გაება უკვე სატანის ასეთ ხაფანგში. ისინი თავისი ლიდერების მიერ შეუმჩნევლად იყვნენ მიჩვეულნი არაბიბლიურ აზროვნებას, რომლის აზრიც ამ სიტყვებში იმალება: «ღმერთს სურს, რომ შენ მდიდარი გახდე! ირწმუნე ამის და შენ გახდები მდიდარი!» მაგრამ ამისათვის ადამიანმა ჯერ თავისი ფული უნდა მისცეს ღმერთს (ანუ, პასტორს) და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იმ სიმდიდრის იმედი ჰქონდეს, რომელიც ეს-ესაა ზეციდან თავზე დაემხობა. 

  აი რას ამბობს მსგავს მოვლენაზე წიგნის «ცდომილებას მრავალი სახე აქვს» ავტორი, ფლორენს ბიული:
  «ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც აღორძინებასთანაა დაკავშირებული, მდგომარეობს "რწმენის ნაბოძვარის" ან "დათესილი თესლის" ასმაგად ანაზღაურების დაპირებაში. მრავალი წლის წინ მე და ჩემი ქმარი გადავეყარეთ ასეთი სახის პროპაგანდას. ჩვენ ასობით მილს გავდიოდით იმისათვის, რომ განკურნების მსახურებას დავსწრებოდით, სადაც ათასობით ხალხი იკრიბებოდა. ერთერთ კრებაზე ადამიანებს სთხოვდნენ პირობა დაედოთ, რომ ერთი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერდნენ ამ ორგანიზაციას. ვინც ასეთ დაპირებას დებდა მზადზოფნით ეძლეოდა გარანტია, რომ უფალი უზრუნველყოფდა ფულით არა მხოლოდ დანაპირების შესასრულებლად, არამედ კიდეც გაუორმაგებდა თანხას… საკმარისი რწმენაც თუ არ ჰქონდა ვინმეს, წამყვანი შემდეგი სიტყვებით გვარწმუნებდა: "შესაძლოა, თქვენში არ არის რწმენა. მაგრამ მე თქვენს სახელს შევიტან იმ ადამიანთა სიაში, ვისთვისაც მე რეგულარულად ვლოცულობ. მე ყოველდღე ვილოცებ პირადად თქვენთვის. მე მჯერა, რომ ღმერთი დააკმაყოფილებს ყველა თქვენ საჭიროებებს და გაკურთხებთ თქვენ იმით, რომ გაგიორმაგებთ თქვენს მიერ შემოწირულ თანხას. მე ჩემს რწმენას გამოვიყენებ..."».

  დღეს ფულით გაუმაძღარი პასტორების მსგავსი განაცხადები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო ავტორი გვაფრთხილებს: «ვალდებულია კი ღმერთი მატერიალური სიმდიდრით რომ დაგაჯილდოვოთ? დაგვპირდა კი ის სიმდიდრის მოცემას? "წარმატების სასიხარულო ცნობის" მქადაგებლები გეტყვიან: "დიახ! ის დაგვპირდა და დღესაც გვპირდება! ადამიანს მხოლოდ რწმენის უკმარისობა უშლის ხელს. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, თუ ირწმუნებთ ამას". ზუსტად ასე ეგება ხაფანგი… მრავალი "წინასწარმეტყველი" იყენებს მატერიალური სიმდიდრის დაპირებებს, როგორც ქრისტესკენ მოქცევის საშუალებას. ისინი სიმდიდრეს ყველა ქრისტიანის უმთავრეს უფლებად თვლიან. მაგრამ ნუთუ იესო სიმდიდრეს იყენებდა თავისი მიმდევრების, კაცებისა და ქალების მოსაზიდად? საგანძურს ზეცაში - კი, სიმდიდრეს დედამიწაზე – არა».


  კი, მაგრამ «წარმატების სასიხარულო ცნობის» გამოჩენილ მოღვაწეებს არ სურთ საგანძური ზეცაში. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობებია, დღევანდელი, ქვეყნიური… მათ გულებს დოლარების ანგარიშები და ადამიანთა მხრიდან განდიდება ათბობს, რომელიც თავისი მისამართით ესმით. მათი სურვილი მდიდრული სახლები და უძვირფასესი ავტომობილებია. და ისინი არც კი მალავენ ამას. მაგალითად, ერთერთი ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლის, დიმიტრი შელუდკოს, ამ თემისადმი მიძღვნილ სტატიაში, სათაურით «სასიხარულო ცნობა და კეთილდღეობა», მოყვანილია მსოფლიოში ცნობილი პროტესტანტი ლიდერების ფრაზები, რომლებიც მოძრაობა «ქრისტიანული გამდიდრების» მიმდევრები არიან. მოვიყვან ამ ფრაზებს ამ ნაშრომში.

  კენეტ ხეიგინი: "მემგონი ზოგიერთ ადამიანს ისეთი წარმოდგენა შეექმნა, რომ, თუ ღვთის მორწმუნე ადამიანი ღარიბულად ცხოვრობს და არავითარ ქონებას არ ფლობს, ეს თავმდაბლობისა და ღვთის კეთილგანწყობის ნიშანია. მათ მიაჩნიათ, რომ ცხოვრებაში გახვრეტილი შლაპით, გაცვეთილი ფეხსაცმელებითა და შარვლით უნდა დააბიჯებდე. და მხოლოდ ასე შევძლებთ რაიმეს მიღწევას. კი მაგრამ იესოს ხომ ეს არ უთქვამს... აბრაამის კურთხევა სამგზის კურთხევა იყო. პირველი დაპირება, რომელიც აბრაამს მიეცა ის იყო, რომ ღმერთი მას მდიდარს გახდიდა".

იონგი ჩო: "მე მიმაჩნია, რომ ღვთის ნება იმაში მდგომარეობს, რათა ჩვენ გვქონდეს სულიერი, ფიზიკური და ფინანსური კეთილდღეობა".

რ. მეკოლი: "რაც შემეხება მე, ვიცი, რომ ღმერთმა მე რწმენის ცნობა ამ ხალხისთვის მომცა, და ამ ცნობის ნაწილს ბიბლიური კეთილდღეობა წარმოადგენს. არაერთხელ მიკითხავს უფლისთვის: "შეიძლება თუ არა ეს კეთილდღეობის ნაწილი რომ გამოვტოვო და მხოლოდ დანარჩენის შესახებ ვიქადაგო". მაგრამ უფალი ყოველთვის მიბრძანებდა ყველაფერი მექადაგა და ყველა სიტყვა მესწავლებინა და განსაკუთრებით კი ის, რასაც ბიბლია კეთილდღეობაზე ამბობს. მე არ მგონია, რომ იესო ღარიბი იყო.... ალბათ, ასევე არც პირველი მოციქულები იყვნენ ღარიბები...".

გლორია კოუპლენდი: "ერთ დოლარს იძლევით სახარებისათვის, თქვენ კი უკვე 100 დოლარი გეკუთვნით. თქვენ იძლევით 10 დოლარს, ამის სანაცვლოდ კი საჩუქრად 1000 დოლარს იღებთ. თქვენ იძლევით 1000 დოლარს და ამისათვის 100 ათასს იღებთ. მე მესმის, რომ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გამრავლება, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ეს კიდევ ერთხელ რომ აგიხსნათ დაზუსტებით.... თუ თვითმფრინავს შესწირავთ, უკან ამ თვითმფრინავის საფასურს ასმაგად მიიღებთ. ავტომანქანას გაიღებთ, იმდენ ავტომობილს მიიღებთ, რამდენიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგჭირდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ის, რაც მარკოზის სახარების 10,30-შია ნათქვამი - კარგი ბიზნესია".

ნორმან ვინსენტ პილი: "იყო დრო, როდესაც მე მცდარად ვფიქრობდი, რომ რწმენისა და კეთილდღეობის გაერთიანება შეუძლებელია. მე მიმაჩნდა, რომ რელიგიას კავშირი არ უნდა ჰქონოდა ბიზნესის საქმეებთან, არამედ მხოლოდ მორალური, ეთიკური და სოციალური პრობლემებით უნდა შემოიფარგლებოდეს. მაგრამ დღეს-დღეისათვის დიდი ხანია რაც ვაღიარე, რომ ასეთი თვალსაზრისი ზღუდავს ღვთის ძალას და ადამიანის განვითარებას"…

  და ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც მსოფლიოში არიან აღიარებულნი, და რომლის სიტყვებსაც სრულიად ენდობა ათასობით მორწმუნე ადამიანი! რისი სწავლა შეუძლიათ მათ თავისი მრევლისათვის? თავდაბლობისა და იმისათვის მზადყოფნისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ადგილი შეიძლება ჰქონდეს მატერიალურ სიდუხჭირეს და ქონების დაკარგვას აბსოლუტურად სხვადასხვა მიზეზების გამო? (შეადარეთ ებრაელები 10:34). იმის სურვილისა, რომ სულიერი სიმდიდრე და ღვთისაგან მომდინარე მომავალი ჯილდო, წუთიერ ფულად მოგებაზე მაღლა დააყენონ? არანაირად. კონცეფცია სასაცილოდ მარტივია – «შენ ჯილდო დღესვე გჭირდება! და ამ ჯილდოს ფული წარმოადგენს! მისკენ ილტვოდე!!!»




  ერთერთ პროტესტანტ მქადაგებელს, რომელსაც არ სურდა «კეთილდღეობის სასიხარულო ცნობის» ტენდენციასთან შეგუება, ამ მოძრაობის ლიდერების ასეთი შეფასება ეკუთვნის: «ისინი აბრმავებენ მორწმუნეებს, მათ ქრისტიანების ყურადღება გადააქვთ იმის აუცილებლობიდან, რომ ჩამოიცილონ თავისი ცხოვრებიდან ყოველგვარი ცოდვა და არ დაემსგავსონ ამ ქვეყნიერებას.... მათ თავად გაუსინჯეს გემო წარმატებას და კეთილდღეობას, ეხლა კი მრევლს წამლავენ ისეთივე წაბილწული სასიხარულო ცნობით. ზოგიერთი მათგანი დიდი სიამოვნებით ჩაანაცვლებდა სიტყვა "განწმენდას" სიტყვა "გამდიდრებით"».  

  მაგრამ, სამწუხაროდ, ეს «ქრისტიანული» ლიდერები არც კი ფიქრობენ თავისი მსმენელების, ღმერთთან მიმართებაში აშკარად მომხმარებლური შეხედულების სწავლების შეწყვეტას. უფრო მეტიც, ისინი უფრო უარესს უწყობენ ხელს – უსირცხვილოდ მოუწოდებენ მათ ღმერთს მატერიალური სიმდიდრე მოსთხოვონ!

  ასეთი სასწაული ცდომილებების ფაქტების შესახებ წერს სტივენ გიბსონი, ავტორი ნაშრომისა «კეთილდღეობის სასიხარულო ცნობის ღმერთები». მასში მას მოჰყავს ასეთი ეკლესიების რიგი მსოფლიო ლიდერების გამონათქვამები, რომლებიც ასეთ არაბიბლიურ, ქვეყნიურ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, ავტორი ახდენს სიტყვების ციტირებას, რომელიც წარმოთქვა კენეტ ხეიგინმა: «მე მივხვდი, რომ ლოცვის ყველაზე ეფექტური მეთოდი - საკუთარ უფლებებზე დაჟინებით დგომაა. მე ასე ვლოცულობ: "მე უფლება მაქვს მოვითხოვო. მე მოვითხოვ» [კენეტ ხეილიგი. The Believer's Authority (Tulsa. OK: Kenneth Hagin Ministries, 1984). 22].

  ამ მიზეზის გამო სტივენ გიბსონი სავსებით გონივრულ შეკითხვას სვავს: «გვაქვს თუ არა იმის უფლება ღმერთი ვაიძულოთ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას არ სურს? თუ ღვთის ნების თანახმად ვლოცულობთ, რა აზრი აქვს ღვთისაგან ჩვენი უფლებების შესრულების მოთხოვნას? მთელი ეს იდეა ადამიანის ღმერთზე უპირატესობას უჭერს მხარს».

  ხოლო აი რას აცხადებს, გიბსონის თანახმად, სხვა, არანაკლებად სახელოვანი «ქრისტიანი» მქადაგებელი ბენი ხინი: «არასოდეს, არასოდეს მიმართოთ უფალს სიტყვებით: "თუ შენი ნებაა..." არ მისცეთ ასეთ რწმენის დამანგრეველ სიტყვებს უფლება, რომ თქვენი ბაგეებიდან გამოვიდნენ. როდესაც ლოცულობთ: "თუ შენი ნებაა, უფალო", რწმენა დაგენგრევათ. ეჭვების ტალღები ამოვარდებიან და თქვენს არსებობას წალეკავენ. თავი დაიცავით ისეთი სიტყვებისაგან, რომელთაც შეუძლიათ თქვენი რწმენის მოტაცება და თქვენი გულგატეხილობაში ჩაგდება» [ბენი ხინი. Rise and Be Healed (Orlando. FL: Celebration Publishers, 1991). 47-48].

  ავტორი კვლავ გამოხატავს თავის გაოცებას: «ეს ნიშნავს, რომ მორწმუნემ არ უნდა ილოცოს ლოცვის სიტყვებით "მამაო ჩვენო", "იყოს ნება შენი". არამედ, ამის სანაცვლოდ, ადამიანმა, იმაზე დაუფიქრებლად, რაში მდგომარეობს ღვთის ნება, უნდა დაუშვას, რომ მისი საკუთარი ნება აღსრულდება. ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ხინისა და იესოს ლოცვების მაგალითებს შორის, რადგან იესო ლოცულობს: "იყოს შენი ნება და არა ჩემი"».

  «ფრედერიკ პრაისის თანახმად, - აგრძელებს გიბსონი, - ლოცვა "იყოს ნება შენი" ისე ჟღერს, როგორც თავმდაბლობა, სინამდვილეში კი ეს სისულელეა» [ფრედერიკ პრაისი. "Ever Increasing Faith" program on TBN (16 November, 1990].

  მხოლოდ წარმოიდგინეთ, თუ რას ქადაგებენ ევანგელიზმის ეს «მნათობები»! მათ სურთ, რომ დაცემული ადამიანი კარნახობდეს თავის პირობებს უზენაეს ღმერთს! მათ სურთ კანონმდებელი ცოდვილების ლაქიად აქციონ, რომელიც ყოველთვის ეკითხება მათ: «რას ინებებთ?» როგორც დოქტორმა ა. ტოუზერმა აღნიშნა, «როგორც ჩანს, ქრისტიანები იდეური დამუშავებისა და "ტვინის გამორეცხვის" პროცესებს გადიან", ამიტომ ჩვენთვის იოლი და ადვილი გახდა რწმენის სიმბოლოების გაგება, რომლებიც ღმერთს აიძულებენ ჩვენი მსახური გახდეს იმის ნაცვლად, რომ თავად ვიყოთ მისი მონები». მაგრამ ნორმალურია კი ეს ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის? შეუძლია თუ არა მართლა ღვთის ერთგულ ადამიანს, საკუთარი თავი შემოქმედზე მაღლა დააყენოს?

  სხვათა შორის, ძალზედ საინტერესო დასკვნა გააკეთა ფლორენს ბიულიმ: «უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც "წარმატების სასიხარულო ცნობასთანაა" დაკავშირებული, იმაში მდგომარეობს, რომ ის - დასავლური აზროვნების პროდუქტია, რომელიც დასავლური იდეოლოგიისაკენ და კულტურისაკენაა მიმართული. სცადეთ ამის მსოფლიოს სხვა კუთხეში გამოყენება, და აღმოჩნდება, რომ აყვავებისა და წარმატების სატყუარა - უბრალოდ აბსურდია… კითხვა იბადება, იმ წინასწარმეტყველებს, რომლებიც იმაზე ლაპარაკობენ, რომ ღმერთს თქვენი გამდიდრება უნდა, ეს ცნობა იქ რატომ არ მიაქვთ, სადაც ის უფრო მეტადაა საჭირო? მილიონობით ადამიანებისაგან განსხვავებით ის ადამიანები, ვისაც ეს წინასწარმეტყველები მიმართავენ, ისედაც მეტად მდიდრები არიან».

  და მართლაც, როგორ მუშაობს «წარმატების სასიხარულო ცნობა» მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში? იქაც ხომ მრავალი ადამიანი უსმენს პროტესტანტ ლიდერებს. ამიტომ ლოგიკურად უნდა მოველოდეთ, რომ აფრიკული, სამხრეთ-ამერიკული და აზიური ეკლესიების მრევლმა უკვე დიდი ხანია რაც თავი დააღწიეს სიღარიბეს, უსახლკარობას და მსგავს სატანჯველს. და ისინიც ქურქებით და «მერსედესებით» დადიან. მაგრამ ასეა სინამდვილეში?

  სამწუხაროდ, «წარმატების სასიხარულო ცნობას» (უფრო ზუსტად კი, მასზე აგებულ ბიზნესს) თავისი შედეგების მოტანა მხოლოდ იქ შეუძლია, სადაც მრევლს მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ფული აქვს, რომლითაც შემდეგ საეკლესიო ხაზინის და, რაღა თქმა უნდა, გამოჩენილი ლიდერების ჯიბეების შევსება იქნება შესაძლებელი
  

  მე მესმის, რომ ჩვენს გიჟურ ეპოქაში მრავალი ადამიანის ნახვა შეიძლება სულელური საჯარო მოხსენებებით. მაგრამ მე დღემდე არ შემიძლია გავაცნობიერო, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს «წამყვანი პროტესტანტი მქადაგებლები» ერქვათ! მე არ მესმის, ათწლეულების განმავლობაში როგორ იღებს მათ იმ ხალხთა მასები აღფრთოვანებით, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ! რომელ ბიბლიურ საფუძველზე ბეჭდავენ და ამრავლებენ ასობით «ქრისტიანული» ტიპოგრაფიები ამ ლიდერების მორიგ სულელურ გამონათქვამებს, ხოლო «ქრისტიანული» ტელე- და რადიო არხები შოუებს აწყობენ მათი მონაწილეობით! თუმცა, აქ გასაგები სხვა რამაა – მსგავსი ლიდერები მსგავსი იდეებით ძალიან მოთხოვნადნი არიან ე.წ. «ქრისტიანულ» მასებში. როგორც ჩანს, ისინი მათ ძალიან სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში მათ უბრალოდ არ გაუწევდნენ პოპულარიზაციას…

  დასკვნა, რომელსაც ფლორენს ბიული აკეთებს, არასახარბიელოა: «წარმატებისა და აყვავების დოქტრინაში ძალიან ძნელია სიცრუის დანახვა… რაც უფრო მეტად ვერთვებით ამ სისულელეში, მით უფრო მეტად ვემსგავსებით განებივრებულ ბავშვებს. თუ ყველაფერს ვიღებთ რაც კი გვსურს, ჩვენ ნაკლებ სავარაუდოა ღვთის ჯარისკაცები გავხდეთ. ჩვენ შეიძლება ოქროს ღილებიან და ლამპასებიან მუნდირში გამოვეწყოთ, მაგრამ ჩვენგან ისეთივე ჯარისკაცი დადგება, როგორიც ექვსი წლის ბავშვისაგან, რომელმაც მამის ჩექმები ჩაიცვა და ხის პისტოლრტით შეიარაღდა».  

  ამ განყოფილების დასკვნით ნაწილში, თავს უფლებას მივცემ ის ჯამური დასკვნები მოვიყვანო, რომლებსაც სტატიის «კეთილდღეობის სასიხარულო ცნობის» ავტორი დიმიტრი შელუდკო აკეთებს:

«1. "კეთილდღეობის სასიხარულო ცნობის" მქადაგებლები არ აკეთებენ განსხვავებას ძველი აღთქმის პერიოდში ისრაელი ერისთვის დაპირებულ, უპირატესად მატერიალურ კეთილდღეობასა და სულიერ კურთხევებს შორის, უპირატესად არამატერიალურ, რომელიც ახალაღთქმისეული ეკლესიისთვისაა დაპირებული.
2. "კეთილდღეობის სასიხარულო ცნობის" ქადაგება მხარს უჭერს და ამაგრებს მრავალ ქრისტიანს მათ ქვეყნიურ, მიწიერ რწმენაში. ისინი იგნორირებას უკეთებენ ახალაღთქმისეულ ნათელ სწავლებებს, მოწაფეობასთან დაკავშირებულ მაგალითებს, საკუთარი თავის უარყოფას, ცხოვრების მოკრძალებულ და მომთხოვნ წესს.
3. "კეთილდღეობის სასიხარულო ცნობა" ქრისტიანობისადმი ნდობას ანგრევს და იმ ძალას ართმევს მას, რომელიც განსაკუთრებით დევნების, სიღარიბისა და ტანჯვის დროს ვლინდება ხოლმე და რომელიც აუცილებელია სულიერი გადარჩენისათვის.
4. არამდგრადი ქრისტიანები, რომლებსაც დაავადებების, სიღატაკის და დევნების გადატანა უწევთ, ასეთმა არაბიბლიური სწავლების მქადაგებლებმა შეიძლება სულიერ კრიზისში და იმედგაცრუებაში ჩააგდონ, მათში აღძრან ეჭვები ჩვენს მიმართ ღვთის სიყვარულსა და მზრუნველობასთან დაკავშირებით.
5. მსგავსი სწავლებები ბოლო დღეების ლაოდიკიური ხასიათის ქრისტიანობას უწყობს ხელს და თავისი მატერიალური დაპირებებით საკუთარ მრევლს კეთილი ცნობის რეალურ არსს ართმევს».



მწყემსები რომლებიც მდიდრდებიან



  «ქრისტიანთა რწმენის ღირსება ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით იმის გამო დაზარალდა, რომ ცნობილი ევანგელისტი ქრისტიანები (ძირითადად ეკლესიის ლიდერები) ფუფუნებაში ცხოვრობენ, რაც ნაწილობრივ ან მთლიანად შემოწირულობების გაკეთებისაკენ მოწოდებების წყალობით ფინანსდება. ეს სულიერი მოღვაწეები ხშირად ეხვევიან ფინანსურ სკანდალებში, ან კიდევ ამორალური ისტორიების გამო, რომლებშიც ისინი ხვდებიან, მათი სახელები პრესის სენსაციურ სათაურებში ხვდება» - ასეთი სიტყვებით იწყება სტატია «სასიხარულო ცნობა და კეთილდღეობა» (დიმიტრი შელუდკო). შემდგომ მასში მოყვანილია სიტყვები, რომლებიც ლეონხარდ რეივენხილს ეკუთვნის: «თუმცა ამერიკულ ფულის ბანკნოტებზე კი წერია: "ჩვენ ვენდობით ღმერთს", მაგრამ სინამდვილეში ვის სწამს მისი? მასზე არიან თუ არა მინდობილი რადიო- და ტელე მქადაგებლები იმაში, რომ ის თავად იზრუნებს მათ მოთხოვნილებებზე? თუ დიახ, მაშინ ისინი არ დაიწყებდნენ მისი სახელის ხსენებას ცინიკური ქვეყნიერების წინაშე მაშინ, როდესაც ცრემლიანი ორგია-თხოვნის დროს მოწყალებას ითხოვენ» [L. Ravenhill "Erweckung nach dem Herzen Gottes"].

  თითქმის იგივეს იმეორებს სტივენ გიბსონი. თავის ნაშრომში «აღორძინების სასიხარულო ცნობის ღმერთები» მას მოჰყავს ცნობილი ევანგელისტი მქადაგებლის, ბენი ხინის ხმამაღალი განაცხადი, რომელიც ყოველგვარი მორიდების გარეშე ამბობს: «მე არ მჭირდება ოქრო სადღაც იქ ზეცაში. მე ის აქ მჭირდება» [ბენი ხინი. "Ргаisе-а-Тhоn" program on TBN (2 April 1991)].

  რამდენად წარმატებულია ეს გამოჩენილი «ქრისტიანი» ამ გზაზე? გიბსონი წერს: «ხინმა მიიღო ის რაც სურდა. ის და მოძრაობის სხვა ლიდერები დიდ ფუფუნებაში ცხოვრობენ, რადგან ვაჭრობენ სასიხარულო ცნობით იმის შესახებ, რომ ადამიანები გამდიდრდებიან, თუ შესაწირავებს გააკეთებენ ამ მსახურებისათვის. იაკობის 4:3-ში ჩვენ მათ შესახებ ვკითხულობთ, რომლებმაც პასუხი ვერ მიიღეს საკუთარ ლოცვებზე, იმიტომ რომ ქვეყნიერება უყვარდათ და თავისი სურვილების შესრულებას ითხოვდნენ. და მაინც, ეს ადამიანები ცდილობენ მსმენელების ყურადღება მიიქციონ ქვეყნიერებისა და მატერიალური ნივთებისადმი სიყვარულით. ისინი აცხადებენ, რომ რწმენა აკმაყოფილებს ამ სურვილებს და სიმდიდრე მოაქვს. მათ სწამთ, რომ იესო მდიდარი იყო და თავის მიმდევრებს სიმდიდრეს ჰპირდება. ფრედერიკ პრაისმა თქვა: "აი ამიტომ ვატარებ როლს-როისს. მე იესოს კვალდაკვალ დავდივარ"» [ფრედერიკ პრაისი "Ever Increasing Faith" program on TBN (9 December, 1990)]».

  რთულია არ დაეთანხმო დასკვნებს, რომლებსაც თავის ნაშრომში სტივენ გიბსონი აკეთებს. ის კითხვას სვავს: «სად არიან [ბიბლიური] გმირები, რომლებიც რწმენის საშუალებით იმ გზით მდიდრდებოდნენ, რომელსაც კოუპლენდი, ხეიგინი და ხინი გვთავაზობენ? ვინ არიან ისინი, ვისთვისაც რწმენით მიღებულია უპირატესი? ასეთი მაგალითები არ არსებობს. ამის სანაცვლოდ, ბიბლია მოიხსენიებს დემასს, რომელმაც მსახურება მიატოვა ქვეყნიერების სიტყვარულის გამო (2 ტიმოთე 4:10). რატომ არ აუხსნა პავლემ დემასს, რომ გამდიდრებისკენ მიმავალი გზა - ეს მსახურებაა? ნუთუ თავად პავლეს არ ესმოდა ეს? ელისემ რატომ არ აიღო გასამრჯელო ნაამანის განკურნებისთვის? თანამედროვე მკურნალები არ ერიდებიან გასამრჯელოს, პირიქით, მათ სურთ, რომ ავადმყოფისათვის ლოცვას თან გულუხვი შემოწირულობები სდევდეს. როდესაც გეხაზმა, ელისეს მსახურმა, ფარულად სთხოვა ნაამანს ფულის ნაწილის მიცემა, იგი დაწყევლილი იქნა და კეთრი შეეყარა მატერიალიზმის გამო (2 მეფეები 5). გეხაზს ისრაელის წინასწარმეტყველად ამზადებდნენ. მაგრამ ფულისადმი მისმა სიყვარულმა ხელი შეუშალა მას ასეთი მსახურების შესრულების შესაძლებლობაში».

  ავტორი წერს: «ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ვერავინ ხდება მდიდარი, ხარბი რწმენის პრინციპის გამოყენებით, გარდა ერეტიკოსებისა, რომლებიც ყიდიან მას. მათ წიგნებს და კასეტებს მთელ მსოფლიოში ჰყიდიან, და ამ პროდუქციას მოწყურებული მომხმარებლებისაგან შემოწირულობების სახით მილიონობით დოლარი მისდით. მაგრამ მსმენელები არ მდიდრდებიან, და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ წარმოუდგენელ ისტორიებს და რწმენის სასწაულებს, რომლებზეც ეს მოძღვრები საუბრობენ… ის ფაქტი, რომ სიმდიდრეს მხოლოდ ამ დოქტრინის გამყიდველები აღწევენ, გვიჩვენებს, რომ მათი მსახურება - მხოლოდ ბიზნესია რელიგიური ელფერით» («აღორძინების სასიხარულო ცნობის ღმერთები». თავი 2).


  საქვეყნოდ ცნობილი პასტორების მაგალითი, ბუნებრივია, "ქრისტიანული" ეკლესიების ადგილობრივი თემების ლიდერებსაც გადაეცემა. და მათაც უჩნდებათ სურვილი ხელი მოითბონ ასე წარმატებით აწყობილ ბიზნესზე, რომელიც ფსევდობიბლიური ნიღაბის უკან იმალება. ზემოთ უკვე მოხსენიებული დიმიტრი შელუდკო პირად შემთხვევას იხსენებს: «როდესაც მე ბიბლიურ სკოლაში ვსწავლობდი, … [შემდეგ მოყვანილია ქალაქისა და ადგილობრივი პასტორის სახელები], როდესაც გავდიოდით თემას "ფული - ეკლესიის ეკონომიკური სისხლი", პასტორს შეკითხვა დაუსვეს: "გვითხარით, პასტორი მდიდარი უნდა იყოს თუ არა?". პასტორმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თუ ღარიბი იქნება, როგორ შეძლებს აყვავებაზე ქადაგების წაკითხვას?".

  მართლად, სავსებით საჩვენებელი შემთხვევაა. სამწუხაროდ, ასეთი ანტიბიბლიური პოზიცია, ეკლესიების მრავალი რიგითი წევრებისაგან ისე აღიქმება როგორც ერთგვარი გარდაუვალობა. ისინი უკვე მიეჩვივნენ, რომ მათი ლიდერები განსაკუთრებით არ იწუხებენ თავს თავმდაბლობით სათემო შემოწირულობების განკარგვისას. თუმცა, არსებობენ ისინიც, ვისაც არ სურს მსგავსი ქმედებების უყურადღებოდ დატოვება. როგორც ფლორენს ბიული წერს, «მე ყოველთვის ჟრუანტელი მივლის, როდესაც ეკლესიის ხელმძღვანელი, რომელიც ფუფუნებაში და სიუხვეში ცხოვრობს, იმაზე საუბრობს, რომ ასეთი წარმატებით ისინი ღმერთმა დააჯილდოვა მათი ცხოვრებისა და შრომის სანაცვლოდ!».

  დიმიტრი შელუდკო კი თავის სტატიაში აღნიშნავს: «იესომ თავის მოწაფეებს დაავალა წასულიყვნენ და სასიხარულო ცნობა ექადაგათ ყველა ქმნილებისათვის. იქადაგო, ეს ნიშნავს, რაღაც მისცე, ადამიანებს გადარჩენის შესახებ ცნობა მისცე. სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანები საკუთარ თავს მეფეებად მიიჩნევენ, რომლებიც მსოფლიოს მთელ საგანძურს უნდა ფლობდნენ და ცხვრები უნდა პარსონ და ატყავონ».


  ნუთუ თანამედროვე «ქრისტიანულ» ლიდერებს, რომლებიც მომენტალური გამდიდრების სურვილით არიან დაბრმავებულნი, ავიწყდებათ ბიბლიური გაფრთხილება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა უნდა წარმოადგენდეს ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ნამდვილ განძს და ამავდროულად თუ რისკენ არ უნდა მიმართოს მან თავისი გული? და საერთოდ სხვაგვარად როგორ შეიძლება სწორად აღიქვა ღვთის სიტყვაში მოყვანილი სიტყვები ჭეშმარიტი განძის შესახებ, რომელსაც შემოქმედი სთავაზობს ადამიანებს?

«ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც» (მათე 6:24).  

«კურთხეული იყოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რადგან გვაკურთხა ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში ქრისტესთან ერთობაში» (ეფესოელები 1:3).

«დღემდე მშიერ-მწყურვალნი ვართ, ღარიბულად გვაცვია, ნაცემნი და უსახლკარონი ვართ» (1 კორინთელები 4:11).

«…მყიდველნი – როგორც არამქონენი, ქვეყნიერებით მოსარგებლენი - როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი, რადგან ცვალებადია ეს ქვეყნიერება» (1 კორინთელები 7:30,31).

«ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ. ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს. რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს» (1 ტიმოთე 6:7-10).

«იტირეთ, მდიდრებო, და იღრიალეთ იმ უბედურებათა გამო, თავს რომ დაგატყდებათ! სიმდიდრე დაგილპათ და ტანსაცმელი ჩრჩილმა შეგიჭამათ. ოქრო და ვერცხლი დაგიჟანგდათ. ეს ჟანგი დაამოწმებს თქვენ წინააღმდეგ და ხორცს შემოგაჭამთ. ის, რაც ბოლო დღეებში დააგროვეთ, ცეცხლივით არის… დედამიწაზე ფუფუნრბაში ცხოვრობდით და განცხრომას ეძლეოდით. დაკვლის დღეს დაისუქეთ გულები» (იაკობი 5:1-3,5).

  ნუთუ ბიბლია არ გვაფრთხილებს ისეთ ადამიანებზე «ვისაც გონება გარყვნილი აქვს, ხოლო ჭეშმარიტება - წართმეული, და ჰგონიათ, რომ ღვთისადმი ერთგულებით რამეს მოიხვეჭენ»? (1 ტიმოთე 6:5).

  განა იესოს მოციქულებმა, რომლებიც ცნობილი არიან უფლის მიმართ ძლიერი რწმენითა და მისადმი მსახურებაში თავდადებით, მადლობის ნიშნად მიიღეს მისგან აურაცხელი სიმდიდრე? პასუხს თავად პეტრე გვცემს, როდესაც ამბობს: «ვერცხლი და ოქრო არა მაქვს» (საქმეები 3:6). და განა წარსულის ერთგული ღვთის მსახურები დაჯილდოვებული იყვნენ უზრუნველი დროსტარებით? არა, ისინი მრავალ განსაცდელსა და გასაჭირს განიცდიდნენ, როდესაც «ცხვრისა და თხის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ, რადგან გაჭირვებასა და შევიწროვებაში იყვნენ და სასტიკ მოპყრობას იტანდნენ…დადიოდნენ უკაცრიელ ადგილებში, მთებში, გამოქვაბულებსა და დედამიწის ხევებში» (ებრაელები 11:32-38). 

  მოციქული პავლეც საუბრობს საკუთარ თავზე და თავის თანამშრომლებზე უფლის საქმეში: «რატომ ვართ საფრთხეში ყოველ საათს? ყოველდღე სიკვდილს ვუყურებ თვალებში.» (1 კორინთელები 15:30,31). მასვე ეკუთვნის გამონათქვამი, რომ ის არც თუ იშვიათად ატარებდა ცხოვრებას «შრომასა და ჯაფაში, ხშირად უძილო ღამეებში, შიმშილსა და წყურვილში, ბევრჯერ უჭმელობაში, სიცივესა და სიშიშვლეში» (2 კორინთელები 11:26,27). როგორც თავის წიგნში, «ქრისტიანობის გზებით», ერლ ე. კერნსი აღნიშნავს, «პავლეს არ სურდა ტვირთად დასწოლოდა განვითარებად ეკლესიებს და ამიტომ, როდესაც ახალ რაიონებში იწყებდა ქადაგებას, ცდილობდა თავისი შრომით ეშოვა ფული, მაგალითად, როდესაც კორინთელებს გადასცემდა სასიხარულო ცნობას, კარვებს ამზადებდა (საქმეები 18:1-4; შეადარე 1 თესალონიკელები 2:9). მისი პირადი მაგალითი აჩვენებდა, რომ ეკლესიასაც თავად უნდა უზრუნველეყო საკუთარი თავი» (მოსკოვი. «პროტესტანტი». გვ.46).
  მაშ რა გამოდის, ღვთის ერთგული მსხურების ყველა ეს გასაჭირი მათი «სუსტი რწმენისა» და ჭეშმარიტებაში «არამდგრადობის» შედეგი იყო? ამის თქმით, ჩვენ სრულ სულიერ სიბრმავეს გამოვავლენთ! სრულიად ნათელია, რომ ღმერთი თავის მსახურებს მათი რწმენის სანაცვლოდ არანაირად არ ჰპირდება პირადი თუ ეკონომიკური ხასიათის პრობლემებისაგან სასწაულებრივ დაცვას. «ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს» (1 პეტრე 2:21).    

  თუმცა, როგორც შელუდკო აღიარებს, «ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თანამედროვე მქადაგებლები ბიბლიას "თავდაყირა" კითხულობენ, ანუ იმას, რასაც ქრისტე და მოციქულები ნაგავს უწოდებენ, თანამედროვე მქადაგებლები - განძს ეძახიან, იმას რასაც მოწაფეები გაურბოდნენ და რაზეც უარს ამბობდნენ - თანამედროვე მქადაგებლები უპირატესობას და ღვთის კურთხევას ეძახიან».

  რას ვიზავთ, ყველა თავად აკეთებს საკუთარ არჩევანს ღვთის წინაშე. და ყველა თავად აგებს პასუხს საკუთარი არჩევანისათვის.



იეჰოვას მოწმეების მაგალითი



  იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულები არიან, რომ სინამდვილეში ისინი კი არ არიან მდიდარნი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ისინი, ვინც ბევრს გასცემს სხვების საკეთილდღეოდ, პირველ რიგში კი - ღვთისათვის. ამიტომ ისინი მზად არიან ღმერთში მდიდრდებოდნენ და არა «თავისთვის აგროვონ» (ლუკა 12:21). ვფიქრობ, სათანადო იქნებოდა მოგვეყვანა ფრაგმენტი წიგნიდან «ღვთის სამეფოს მაუწყებლები», სადაც ახსნილია, ეძებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები პირად სარგებელს ღვთისადმი თავის თეოკრატიულ მსახურებაში: 
  '
«ხელმძრვანელი საბჭოს არცერთ წევრს, იურიდიული გაერთიანებების არცერთ თანამშრომელსა და ორგანიზაციის არცერთ წარმომადგენელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობიდან არანაირი მოგება არ აქვს.

  ჩარლზ რასელის შესახებ, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო საზოგადოება "საგუშაგო კოშკის" პრეზიდენტი, ერთ-ერთი მისი თანამოაზრე წერდა: «რომ დაენახა, შეესაბამებოდა თუ არა მის მიერ აღებული კურსი წმინდა წერილებს, ეჩვენებინა თავისი გულწრფელობა და დარწმუნებულიყო უფლის კეთილგანწყობაში, ის შემდეგნაირად მოიქცა: 1) მთელი ცხოვრება თავის რწმენას მიუძღვნა; 2) მთელი ქონება უფლის საქმის წინ წასაწევად გამოიყენა; 3) შეხვედრებზე აკრძალა ფულის შეგროვება; 4) გადაწყვიტა, რომ მისი ქონების ამოწურვის შემდეგ მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავებით გააგრძელებდა საქმეს».

  ნაცვლად იმისა, რომ ძმა რასელს რელიგიური საქმიანობა გამდიდრებისთვის გამოეყენებინა, მან მთელი თავისი სახსრები უფლის საქმეს მოახმარა. მისი სიკვდილის შემდეგ "საგუშაგო კოშკში" ეწერა: «მან თავისი ქონება დახარჯა იმ საქმისათვის, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. პირადი ხარჯებისთვის ის ყოველთვე მხოლოდ 11 ამერიკულ დოლარს იღებდა. სიკვდილის შემდეგ რასელის სახელზე არანაირი ქონება არ დარჩენილა».

  მათ შესახებ, ვინც ორგანიზაციის საქმეს გაუძღვებოდა, ძმა რასელმა ანდერძში დაწერა: «რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩემი აზრით, გონივრული იქნება, თუ არ გადაუხვევთ ორგანიზაციის მიერ აღებულ კურსს - არავინ არ უნდა მიიღოს ხელფასი. მათ, ვინც ორგანიზაციას ემსახურება ამა თუ იმ სახით, მიეცეს გარკვეული თანხა პირადი საჭიროებებისთვის». ისინი, ვინც იმსახურებდნენ ბეთელებში, ოფისებში, სტამბებში ან ორგანიზაციის მიმომსვლელ წარმომადგენლებად, უზრუნველყოფილი იქნებოდნენ საკვებით, თავშესაფრით და მცირე თანხით, რაც მხოლოდ პირველადი საჭიროებებისათვის იქნებოდა საკმარისი და არა ქონების დაგროვებისთვის». ეს დღემდე ასეა.

  ისინი, ვინც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში სპეციალურ სრული დროით მსახურებას იწყებენ, ხელმძღვანელი საბჭოსა და სხვა ყველა ბეთელის ოჯახის წევრის მსგავსად სიღარიბის აღთქმას დებენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება უღიმღამო და ყოველგვარ კომფორტს მოკლებულია. ყველა სპეციალური სრული დროით მსახური, რა დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს, უზრუნველყოფილია საკვებით, საცხოვრებელით და მცირე თანხით პირადი საჭიროებისთვის.

  ამგვარად, ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დახმარებით ხორციელდება. მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, როგორც ჭეშმარიტი სულიერი საძმოს წევრები, არა იძულებით, არამედ სიხარულით იყენებენ თავიანთ შესაძლებლობლებს, რათა შეასრულონ დიდებული ზეციერი მამის, იეჰოვას მიერ დაკისრებული საქმე».



  საკუთარი ქრისტიანული ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხებში, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ მთელი სიზუსტით მიჰყვნენ ბიბლიურ მაგალითს. ამაში დარწმუნება ნებისმიერ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც მოცემულ ასპექტზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილებას გადაწყვეტს. იესოსა და მისი მოწაფეების მსგავსად იეჰოვას მოწმეების მათი ქრისტიანული შეხვედრების ადგილებში ცპეციალურ ყუთს დგავენ შემოწირულობებისთვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებაყოფლობითი შესაწირავის გაკეთება, უშუალოდ ამ ყუთების საშუალებით. თანაც, პირდაპირი გაგებით მართლა – ნებაყოფლობითი. ეს კი ნიშნავს, რომ იმისაგან განსხვავებით, რაც ე.წ. «ქრისტიანული» ეკლესიების უმრავლესობაში ხდება, იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დამსწრეებს არ მოუწოდებენ რამოდენიმეჯერ მომხსენებლები, რომ კვლავ მოიმარჯვონ თავიანთი საფულეები და კვლავ გაიღონ რამოდემინე კუპიურა შემოწირულობის სახით. ადამიანის ცხვირ წინ არ დაიჭერენ კალათას ან ტომსიკას, იმისათვის რომ მან საკუთარი ფული ჩაყაროს შიგ. შეხვედრაზე მოსულს თუ რომელიმე ბიბლიური პუბლიკაციის შეძენა მოუნდება, მას არ დაუსახელებენ იმის საფასურს, თუ რამდენის გაღება მოუწევს მის შესაძენად, არამედ უფასოდ მისცემენ. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ასეთ ადამიანს სურვილი გაუჩნდება რომ მადლობის ნიშნად გარკვეული ფულადი თანხა გაიღოს შესაწირავის სახით, ამის გაკეთება მას საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია შესაწირავების ყუთის გამოყენებით, და არავინ გააკონტროლებს იმას, თუ კონკრეტულად რამდენი შესწირა მან.


  იეჰოვას მოწმეებში შემოწირულობებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ნდობას, პასუხისმგებელი ძმების მიერ კრებებში რეგულარულად გაკეთებული ფინასური ანგარიშები იწვევს. ყოველთვიურად კრებაში ცხადდება იმის სრული ანგარიში, თუ რა ფულადი თანხა შემოვიდა თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით, რამდენი იქნა დახარჯული და კონკრეტულად რაზე იქნა დახარჯული, და ასევე ცხადდება ის თანხა, რომელიც მოცემული კრების ანგარიშზეა დარჩენილი. ამგვარად, კრების ნებისმიერ წევრს აქვს საშუალება წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება მის მიერ შეწირული თანხა. უნდა აღინიშნოს, რომ შემოწირულობებიდან არცერთი ლარი არ დაიხარჯება არასოდეს პასუხისმგებელი ძმების პირადი საჭიროებებისათვის!


  აქ შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა: განა შესაძლებელია, რომ ქრისტიანულმა საზოგადოებამ მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავებით იარსებოს თანამედროვე მსოფლიოში, რომელსაც კომერცია და მატერიალიზმი მართავს? ეკლესიათა უმრავლესობაში ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, რადგან ფულის გამოთხოვისა და რელიგიური ატრიბუტიკის გაყიდვის გარეშე მათი შემდგომი არსებობა შეუძლებელი ხდება. მაგრამ იეჰოვას მოწმეების შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. რატომ? იმიტომ რომ მათ იმის მტკიცე რწმენა აქვთ, რომ იესოსა და მისი მოწაფეების მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანებისათვის გამოსაყენებლად აბსოლუტურად რეალურია, და ასევე იმისაც, რომ ღვთის სულს არანაირად არ გაუჭირდება იმ მსახურების მხარდაჭერა, რომლებიც მის ხელმძღვანელობას არიან მინდობილნი და ამიტომ არ აქცევენ ქრისტიანობას ბიზნესად! მაგალითად, ჟურნალ «საგუშაგო კოშკის» უკვე მეორე ნომერში (იეჰოვას მოწმეების ძირითადი ბეჭდური გამოცემა), რომელიც 1879 წლის აგვისტოში გამოვიდა, გამომცემლებმა მიუთითეს: «ჩვენ გვწამს, რომ „სიონის საგუშაგო კოშკის“ გამოცემას იეჰოვა უჭერს მხარს, და ამიტომ ჩვენ არასოდეს არც შევეხვეწებით და არც ვთხოვთ ხალხს დახმარებას. თუ სიტყვების მთქმელი: „ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“ - არ ვუზრუნველგყოფს აუცილებელი სახსრებით, ჩვენ მივხვდებით, რომ დროა ჟურნალის გამოცემა შევწყვიტოთ».

  ჟურნალის დამფუძნებელი ჩარლზ ტეიზ რასელი არ აპირებდა ამ საკითხში ეკლესიების სამწუხარო მაგალითის მიბაძვას. ის წერდა: «ჩვენი აზრით, ფული, რომელიც ყოველგვარი სახის მათხოვრობითაა მიღებული, რომელსაც უფლის სახელით აწარმოებენ, საზიზღრობა და მიუღებელია მისთვის და ღვთის კურთხებას არც შემომწირველს მოუტანს და არც იმ საქმეს, რომლისთვისაც ის გამოითხოვეს».

  ამ ჟურნალის ერთ-ერთ მომდევნო ნომერში შემდეგი აზრი იყო გახმოვანებული: «იმას, ვინც ამბობს: „რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი, რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა. არ წამოვიყვან შენი სახლიდან ხარს, არც შენი ფარეხებიდან - ვაცებს, რადგან ჩემის ტყის ყველა გარეული ცხოველი და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე“ (ფსალმუნები 49:12, 9, 10), ძალუძს თავისი დიდებული საქმის მხარდაჭერა, ამ ქვეყნიერებისაგან და თავისი შვილებისაგან სახსრების გამოუთხოვრად. ასევე ის არ აიძულებს საკუთარ შვილებს, რომ მსხვერპლი გაიღონ მისადმი მსახურების სანაცვლოდ, და ის არაფერს მიიღებს მათგან, გარდა სიხარულითა და ნებაყოფლობით გაღებულისა» (სექტემბერი 1886 წელი, გვ.6).

  დღეს კი იეჰოვას მოწმეები ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ წიგნებსა და სხვა პუბლიკაციებს მსოფლიოს 239 ქვეყანაში ავრცელებენ. «საგუშაგო კოშკი» თავდაპირველად მხოლოდ ერთ ენაზე გამოდიოდა ტირაჟით 6 ათასი ეგზემპლარი თვეში. მას შემდეგ ჟურნალი იქცა გამოცემად, რომელიც მრავალმილიონიანი ტირაჟებით გამოდის მსოფლიოს უამრავ ენაზე.

  წიგნში «იეჰოვას მოწმეები. ღვთის სამეფოს მაუწყებლები» ამასთან დაკავშირებით ნათქვამია:   
  «იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში არასდროს იბეჭდება თხოვნა ფულადი შესაწირავების შესახებ. მსგავსად იქცევიან ისინი თავიანთ შეხვედრებზეც. მათ კრებებზე და კონგრესებზე ვერასდროს გაიგონებთ ფულის შეგროვების შესახებ მოწოდებებს. ისინი შესაწირავების ასაგროვებლად არ ჩამოატარებენ ხოლმე თებშებს, არ არიგებენ კონვერთებს და არც წერილობით სთხოვენ კრების წევრებს, რომ შესაწირავები გაიღონ. კრების ბიუჯეტის შესავსებად ისინი არასდროს თამაშობენ ბინგოს ან ლატარიას. ჯერ კიდევ 1894 წელს, როდესაც საზოგადოება "საგუშაგო კოშკმა" მიმომსვლელი მომხსენებლების გაგზავნა დაიწყო, გამოქვეყნდა განცხადება: «დაე, ყველამ გაიგოს, რომ ეს ორგანიზაცია არც ორგანიზებას უწევს და არც იწონებს ფულის შეგროვებას ან სხვა სახით მის თხოვნას». ამგვარად, იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიის დასაწყისშივე კრების შეხვედრებზე მათ მოსაწვევ ბარათებზე ეწერა: «დასწრება უფასოა და ფულის შეგროვება არ ხდება»» (გვ. 340).


  მაშ ასე, ნუთუ იეჰოვას მოწმეების ეს მაგალითი მათი გულწრფელობისა და ნამდვილი ქრისტიანული რწმენის მაჩვენებელი არ არის? განა ასეთივე სულით ატ გამოირჩეოდა იესო ქრისტე, რომელიც მინდობილი იყო «არა ცვალებად სიმდიდრეზე, არამედ ღმერთზე, რომელიც უხვად გვაძლევს» ყოველივე აუცილებელს მისადმი მსახურებისათვის?

  მაგრამ ამავდროულად, განა არ ზარალდება მრავალი ეკლესია, რომლებიც მხოლოდ უწოდებენ თავს «ქრისტიანულს», ისეთი განწყობის არქონით, რომელსაც იესო ავლენდა და რომელიც ასე ახასიათებთ დღეს იეჰოვას მოწმეებს? მართლაც, ღვთის განსაზღვრების თანახმად, ისინი «სავაჭრო სახლებად» გადაიქცნენ! (იოანე 2:13-17; მათე 21:12,13).


  ერთხელ ვიღაცამ თქვა, რომ ფული - კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი. მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, და, მითუმეტეს, სხვებს ასწავლის, რას ნიშნავს ქრისტიანად ყოფნა, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ეს. როგორც ფაქტიური სოლი ყოფს მასალას ორ ნაწილად, ასევე ცთუნების სოლს შეუძლია ადამიანის გულის გაყოფა. გაყოფილ გულს კი არ ძალუძს სულიერ პრიორიტეტებზე კონცენტრირება. ის, თუ კონკრეტული რელიგია როგორ მიყვება ასეთ გაფრთხილებას, მრავალ საკითხში განსაზღვრავს მის ჭეშმარიტებას ღვთის წინაშე.


  ქრისტიანული ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეები, სულიერი სიმდიდრისადმი თავისი დამოკიდებულებით, რომელიც მატერიალურზე მაღლა დგას, ამტკიცებს, რომ სურს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური საქმეებითაც მიბაძოს იესოს და სამეფოს ინტერესები დააყენოს ყველაზე წინ. და ეს ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში მისი ჭეშმარიტების კიდევ ერთ ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს. 


****************************************************************************************
P.S.

დოკუმენტური ფილმი "მარჯო"




ნაწილობრივ დოკუმენტური, ნაწილობრივ სიცრუის გამოაშკარავებელი, ეს ფილმი აღწერს ყოფილი პოპულარული ევანგელისტის მარჯო გორტნერის ცხოვრებას, რომელიც თავის შემოსავლიან შოუზე და «რელიგიურ ბიზნესზე» ყვება, რომელსაც «ტელეევანგელიზმამდე» დიდი ხმით ადრე ჰქონდა ადგილი. 



--------------------------------------

თარგმნილია: sergeiivanov.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий