понедельник, 15 декабря 2014 г.

მკვდრების აღდგომა და დედამიწის გადავსება



  ტიპიური სიტუაცია: ვშლით ბიბლიას, ვკითხულობთ ფსალმუნის 37:29-ს ან მათეს 5:5-ს, მსმენელი კი გვეკითხება, სად დაეტევა ყველა ამ ჩვენ, თითქოსდა, შედარებით არცთუ დიდ პლანეტაზე? იგივე კითხვა ისმის ასევე მაშინაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღვთის დანაპირებზე, აღადგინოს მილიარდობით გარდაცვლილი სამოთხისებურ დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28,29; საქმეები 24:15).

  რა თქმა უნდა, ღმერთს, რომელმაც ადამიანებს მითითება მისცა «ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა», თავიდანვე ესმოდა, რომ მარადიული სიცოცხლის პირობებში ადამიანები დროთაგანმავლობაში გაავსებდნენ მის მიერ შექმნილ პლანეტას (დაბადება 1:27,28). მიუხედავად ამისა, ბიბლია გვატყობინებს, რომ ღმერთს «[დედამიწა] ტყუილაუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა» (ესაია 45:18; ფსალმუნი 115:16). თუ როგორ მოაგვაროს ე.წ. დედამიწის გადავსების პრობლემა, ღმერთმა მშვენივრად იცის. რა თქმა უნდა, შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენები კაცობრიობის თანდათანობითი განსახლების შესახებ სხვადასხვა სიცოცხლისათვის ვარგის პლანეტებზე ან კიდევ სხვა და სხვა თეორიები წამოვაყენოთ. წიგნში «მსჯელობა წმინდა წერილის საფუძველზე» ნათქვამია: «ადამიანს ღმერთმა მისცა გამრავლების უნარი. როდესაც მისი განზრახვა განხორციელდება, ღმერთს შეუძლია შეაჩეროს გამრავლების პროცესი დედამიწაზე» (განყოფილება «დედამიწა»). ბოლოს და ბოლოს მოცემულ საკითხს ნათელი მოეფინება, ცნობილი ბიბლიური პრინციპის შესაბამისად: «ყველაფერს თავისი დრო აქვს» (ეკლესიასტე 3:1-8).

  მიუხედავად ყველაფრისა, აზრად მომივიდა შემეგროვებინა გარკვეული ინფორმაცია, რომლიც შუქს მოჰფენდა ჩვენთვის საინტერესო საკითხს და პასუხს გასცემდა სკეპტიკოსების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად შევძლებთ ჩვენ მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებთან ერთად დასახლებას. და პირველი, რაზეც მინდოდა რომ ყურადღება გამემახვილებინა, ესაა თანამედროვე მდგომარეობა დემოგრაფიულ საკითხებში.



  როდესაც ადამიანს ესმის ფრაზა «დედამიწის 7 მილიარდი მაცხოვრებელი», მის აზროვნებაში წარმოისახება ცოცხალი არსებების წარმოუდგენლად დიდი რიცხვი, რომლებიც ეს-ესაა გადაავსებენ ჩვენს პლანეტას. ასეთი სკეპტიკური მიდგომა განსაკუთრებით ჩვეული შეიძლება მათთვის იყოს, ვინც თავის ცხოვრებას დღიდან დღემდე, ქალაქიდან გაუსვლელად ატარებს მსხვილ მეგაპოლისებში, სადაც გარშემორტყმულია, მუდმივად აქეთ-იქეთ გაფაციცებით მოძრავი ადამიანებითა და ავტომობილებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შენს გარშემო არსებული სამყარო უკვე უკანასკნელ ზღვრამდეა გადავსილი, ადამიამები კი თითქმის ერთმანეთის თავებზე დადიან. როგორც ერთმა კინოგმირმა უპასუხა ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შეთავაზებას, «აქ ისედაც ამდენი ხალხია, და კიდევ მეც რომ დავემატები!»…

  მიუხედავად ყველაფრისა, დედამიწის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ თავის ზედაპირზე განათავსოს ნ-რაოდენობის ადამიანები, რეალური ციფრები სულ განსხვავებულ მდგომარეობაზე საუბრობენ. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, პლანეტაზე დღეს მცხოვრები 7 მილიარდი რომ ერთად შევკრიბოთ, რომლებიც ისე იდგებიან, როგორც ადამიანები დგანან მეტროში პიკის საათის დროს (7,7 ადამ/კვ.მ), მაშინ ყველა მათგანი იოლად დაეტეოდნენ МКАД-ის ტერიტორიაზე (მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა).



  რა თქმა უნდა, არავის სურს მთელი თავისი ცხოვრების ასეთ მარადიულ «საცობში» გატარება. ადამიანებს სჭირდებათ კომფორტი, საკმარისი ტერიტორია პირადი საქმეებისათვის, მუშაობისათვის და გადაადგილებისათვის. სპეციალისტებმა ეს ყოველივეც გაითვალისწინეს. ჯერ კიდევ 2001 წელს ჟურნალმა «გამოიღვიძეთ!» მოიყვანა კვლევის მონაცემები, რომლითაც გააანალიზეს პლანეტისა და კაცობრიობის შესაძლებლობები:

  «რაც არ უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს ეს, დედამიწის მთელი მოსახლეობა თავისუფლად შეიძლება დაეტიოს ამერიკის შტატ ტეხასში»,— იტყობინება ჟურნალი «ვაიტელიტი». მასში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიოს მოსახლეობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამოთვლებით, დაახლოებით ექვს მილიარდ ადამიანს შეადგენს, მაშინ როდესაც ტეხასის შტატი დაახლოებით 680 000 კვადრატულ კილომეტრ ფართს იკავებს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანზე 113 კვადრატულ მეტრზე მეტი მოდის. «5 სულიანი ოჯახის განკარგულებაში 566 კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება. ტეხასშიც კი [რომელიც ცნობილია თავისი გიგანტომანიით] ეს უზარმაზარი სახლის ფართობს შეესაბამება,— წერს «ვაიტელიტი».— ხოლო დედამიწის დარჩენილი ფართობი კი აბსოლუტურად თავისუფალი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, საწარმოო დაწესებულებებისათვის, სასწავლო დაწესებულებებისთვისა და დასვენებისთვისაც კი»(«გამოიღვიძეთ!», 8 სექტემბერი 2001 წ., გვ. 28 (რუს)).

  სხვა მონაცემების თანახმად, ყველა დღეს მცხოვრები ადამიანი სავსებით კომფორტულად შეიძლება მოთავსებულიყვნენ ავსტრალიის ტერიტორიაზე, რომელსაც დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 5% უკავია. ამ დასკვნების დაჯერება რთული სულაც არ არის, საკმარისია მხოლოდ წარმოვიდგინოთ მიწის ის უკიდეგანო სივრცეები, რომლებიც მატარებლით ან ავტომობილით მგზავრობისას იშლება ჩვენს თვალწინ, როდესაც ჩვენ რუსეთის ან ნებისმიერი სხვა მსხვილი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვმგზავრობთ.  



  «დავუშვათ, კარგი, დატევით – დავეტევით, ჭამით რაღას ვჭამთ?» - კითხულობენ ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დღეს ასობით მილიონობით ადამიანი იტანჯება შიმშილითა თუ საჭმლის უკმარისობით. თუმცაღა ამ შემთხვევაშიც, პრობლემა სულაც არ იქმნება თითქოსდა პლანეტის შეზღუდული რესურსებით, არამედ თავად ადამიანის მიერ. უფრო სწორად კი, თანაცხოვრების საერთოსოციალური სფეროსადმი მისი ეგოისტური მიდგომით. დედამიწას იმაზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ადამიანის გამოკვება ძალუძს, ვიდრე დღეს ცხოვრობს მასზე. მიუხედავად ამისა, არასრულყოფილი და ხარბი ადამიანური სისტემა თავიდანვე ისეა აგებული, რათა ადამიანების ძირითადი მასა მოაქციოს ცხოვრების ისეთ პირობებში, რომელიც შეიძლება შევადაროთ ტყვეებისა და მონების მდგომარეობას, რომელთა საკვებით უზრუნველყოფაც მონათმფლობელზეა დამოკიდებული. კომერციული სისტემა დაინტერესებული არაა მოსახლეობის სოციალურ შრეებს შორის საკვები პროდუქტების მიზნობრივად თანაბრი განაწილებით, მისი ადვილად ხელმისაწვდომობითა და სიიაფით. ხშირად მისთვის უფრო მომგებიანია ჩამოწეროს და გაანადგუროს პროდუქტები, ვიდრე შედარებით დაბალ ფასში გაუგზავნოს ის მათ, ვინც ძალიან საჭიროებს მას. რათა არ დაუშვას საკუთარი შემოსავლის საერთო დაწევა. არსებული მონაცემებით, ყოველწლიურად 1 000 000 400 ტონა (1 მილიარდ 400 ტონა) სავსებით საჭმელად ვარგისი პროდუქტები იყრება ნაგავსაყრელებზე.

  იგორ ბელობოროდოვს, რუსეთის დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს, მოჰყავს მრავალთაგან ერთერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უქმნის ადამიანი საკუთარი ხელებით საკუთარ თავს პრობლემებს:
  «სიმინდის მსოფლიო მოსავლის მეოთხედი, რომელიც ერთ-ერთ ძირითად პროდუქტს წარმოადგენს ლათინურ ამერიკაში, ბიოსაწვავის წარმოებისათვის გამოიყენება. მხოლოდ ერთი სპორტული ავტომობილის გასამართავად ერთი ტონა სიმინდია საჭირო. ამ სავსებით არამიზნობრივად გამოყენებული პროდუქტით 370 მილიონი ადამიანის გამოკვება შეიძლებოდა».



  ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ პლანეტას მრავალი მილიარდი ადამიანის გამოკვება შეუძლია. და თუ დღესაც კი, როდესაც მსოფლიო საზოგადოება სავსებით არაგონივრულად იყენებს დედამიწის რესურსებს, არსებული საკვები პროდუქტები სავსებით საკმარისია, იმისათვის რომ თავი აგვერიდებინა შიმშილისათვის, მაშ რაღა უნდა ვთქვათ იმ დროზე როდესაც ღვთის სამეფო იმმართველებს? «იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე», - გვარწმუნებს ბიბლია (ფსალმუნი 72:16).

  (შეადარეთ კანონი 11:14,15; ნეემია 9:21). ფსალმუნი 65:9-13; 67:6; 72:16; 81:16; 85:12; 104:13-15; 107:35-38; 126:5,6; 128:1,2; 132:15; 136:25; 144:13; 145:15,16; 146:7; ესაია 25:6; 30:23,24; 51:14; 65:21,22; ეზეკიელი 34:26,27,29; 36:29,30; იოელი 2:19,22-24,26; ამოსი 9:14,15; ზაქარია 8:12; მალაქია 3:11,12.


  შემდგომი შეკითხვა-შეკამათება: «თუ ღმერთი ყველა მკვდარს აღადგენს ვინც კი კაცობრიობის არსებობის მანძილზე მომკვდარა, მაშინ ჩვენ მართლა ვეღარ დავეტევით პლანეტაზე».

  ეს შეკითხვა სხვა საკითხზე დაფიქრებას გვაიძულებს: რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე მთელი მისი ისტორიის მანძილზე?

  ამ საიდუმლოს ამოხსნით სხვადასხვა მეცნიერები იყვნენ დაკავებულნი. და აბსოლუტურად განსხვავებულ ჯამურ რიცხვებამდე მიდიოდნენ. ასე მაგალითად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა სერგეი კაპიცამ დაასახელა ადამიანთა მთლიანი მოდგმის რიცხვად, წარსულში და დღეს ერთად, 100 მილიარდი ადამიანი (ბმული). მათემატიკისა და ინფორმატიკის ნიდერლანდების ცენტრის სპეციალისტმა სტატისტიკის დარგში პეტერ გრიუნვალდმა
 2008 წელს დაასახელა რიცხვი 107 მილიარდი ადამიანი (ბმული). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების  ეს რაოდენობაც კი არ წარემოადგენს პლანეტისათვის «პრობლემურს», მაინც უნდა ავღნიშნოთ ის, რომ მოხსენიებული მეცნიერები ევოლუციონისტები არიან. შესაბამისად, ისინი თავის თეორიულ დასკვნებს იმ წარმოდგენებზე აფუძნებენ, რომლის თანახმადაც კაცობრიობას ასობით ათასი ან ასობით მილიონი წლის ისტორია აქვს. თუმცა, სხვა მეცნიერების აზრით, დღეს უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, ვიდრე კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში (ბმული).

  ხოლო ჩვენ თუ კაცობრიობის ბიბლიურ ისტორიას ავიღებთ, რომელიც შემოქმედის თვალსაზრისზეა დაფუძნებული, მაშინ ადამიანების არსებობის პერიოდი 6 ათასი წელი არ გვაძლევს საბაბს დავასკვნათ, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის საერთო რიცხვი რაღაც კოლოსალური შეიძლება ყოფილიყო. და შესაბამისად აღმდგარი ადამიანების შედეგად დედამიწის «გადავსებაზე» ფიქრიც აბსილუტურად უსაფუძვლოდ გვევლინება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღმერთი ყველა ადამიანს როდი აღადგენს, არამედ მათ, რომელთათვისაც საჭიროდ ჩათვლის გამოსწორებისათვის მეორე შანსის მიცემას (მათე 10:28; 23:15,33; გამოცხადება 20:14,15; 21:8).  


   თავისი წყალობით იეჰოვა ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით იმ ადამიანებსაც კი მისცემს აღდგომის შესაძლებლობას, ვისაც ამა თუ იმ საპატიო მიზეზების გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა ან ვერ მოასწრო ნათლად ეჩვენებინა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ თავისი დამოკიდებულება. ასეთი ადამიანების აღდგენას ბიბლია «უმართლოების ... აღდგომას» უწოდებს (საქმეები 24:15). 

  მოციქულმა პავლემ ათენში მისი ცნობილი ქადაგების დროს, სადაც თავიდან მან შორეული ქრისტიანობამდელი პერიოდები მოიხსენია, როდესაც «ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ», შემდეგ ნათლად მიუთითა, რომ «ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო» («Бог не вменил нам в вину времена неведения нашего» - Современный перевод) (საქმეები 17:30; შეადარეთ იობი 22:30; იონა 4:11; ზაქარია 14:16; ლუკა 12:47,48; 15:19,22; იოანე 9:41; 15:22; 2 პეტრე 2:21). ამგვარად იეჰოვა ღმერთის სიყვარული და სამართლიანობა საშუალებას მისცემს მრავალ ადამიანს, რომლებიც ადრეულ პერიოდებში ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა მხარეში და არაფერი იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, მისი ძისა და ბიბლიის შესახებ, პატიება მიიღონ ღვთისაგან და ახალი ცხოვრებისთვის და ღვთის შესახებ ჭეშმარიტების მიღებისათვის აღდგნენ. ნებისმიერ შემთხვევაში არა ადამიანი, არამედ მეფე იესო ქრისტე გადაწყვეტს, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ ადამიანთაგან ვინ მიიღებს აღდგომის შესაძლებლობას (იოანე 5:22,27-30; რომაელები 14:9; 2 ტიმოთე 4:1).


  იობი 14:13-15; 19:25; ფსალმუნი 9:17,18; 27:13; 34:22; 49:15; 116:9; იგავები 14:32; ეკლესიასტე 3:15; ესაია 26:19; ეზეკიელი 18:5,9; საქმეები 12:1,2,13; მარკოზი 12:26,27; იოანე 5:25,28,29; 6:39,40,47; 11:23-26; საქმეები 24:15; რომაელები 14:9; 1 კორინთელები 6:14; 15:21,22,26,32; ფილიპელები 3:11; 2 ტიმოთე 4:1; ებრაელები 11:17-19,35; გამოცხადება 20:12-14.

----------------------------------------------------

თარგმნილია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий