пятница, 20 августа 2021 г.

თუ იეჰოვას მოწმეები მართლები არიან...


ჩვეულებისამებრ, პავლე სინაგოგაში შევიდა და სამ შაბათს მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე...  საქმეები 17:2

წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობა, ჩემი აზრით, ჭეშმარიტების დადგენისა და დაცვის ლამის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. მსჯელობა გვეხმარება სიმართლის - ნახევრადსიმართლისაგან და სიცრუისაგან გარჩევაში და იმ უამრავ მოსაზრებებსა და ჰიპოტეზებში ორიენტირებაში, რომლებიც ჩვენს გარშემო არსებობს. დღეს კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმავე წმინდა წერილის სიტყვების თანახმად:  "...უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე; აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია..." (1 იოანე 2:18) ანტი, არაა წინააღმდეგ, როგორც მრავალი ფიქრობს. ანტი, ესაა ნაცვლად. როცა ვინმე ან რამეა წინააღმდეგ, მაშინ ადვილია წინააღმდეგობის გაწევა და ერთგულების შენარჩუნება. იმიტომ რომ როდესაც ვიღაც წინააღმდეგია, ეს აშკარა და გასაგებია. ჩვენ გარკვეულ პოზიციას ვიკავებთ, მას კი, ვინც სანგარში ზის მეორე მხარეს, სურს თავისი მოგვახვიოს თავს, ჩვენი კი განგვდევნოს. ჩვენთვის გასაგებია რა და ვისგან უნდა დავიცვათ. ხოლო როდესაც არის ნაცვლად, ამან შეიძლება გამოუცდელები დააბნიოს. ეს ისე გამოიყურება, როგორც იმ სანგარში, ჩვენს პირისპირ რომ არის, იგივენაირი ფორმა რომ ჩაეცვათ, იგივე დროშა აეფრიალებინათ და იგივე ლოზუნგების ძახილი დაეწყოთ, როგორც ჩვენს მხარეს. და როგორ უნდა გავერკვეთ ამ გაუგებრობაში, როდესაც ყველაფერი ერთნაირი გეჩვენება, თუმცა ყველაფერი სრულიად განსხვავებული უნდა იყოს? განსხვავებული კი იმიტომ უნდა იყოს, რომ ერთმანეთში დაუნდობელი დავა მიდის. წმინდა წერილი გვირჩევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში: ესაია 8:20: ...კანონსა და მოწმობას მიმართეთ!...


ზუსტად მათ მივმართავთ. პავლეს მაგალითის თანახმად ვიმსჯელოთ და პასუხები გავცეთ ინტერნეტში ჩემს მიერ ნაპოვნი მოკლე სტატიის რამოდენიმე აზრს. მისი ავტორი გახლავთ ანდრეი ვიაჩესლავის-ძე კურაევი. მის სრულ ნაშრომს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ (რუს.)

______________________________  
  თუ "იეჰოვას მოწმეები" მართლები არიან, მაშინ არ არსებობს იმაზე საზიზღარი რელიგია, ვიდრე სახარებისეული რელიგიაა. რადგან ქრისტიანობა ამბობს: "ღმერთი სიყვარულია". ის კი, ვინც გოლგოთაზე მოკვდა, თურმე ღმერთი სულაც არ არის. მაშ რა გამოდის? ქრისტე თუ ღმერთი არ იყო, მაშინ ის ზეციერი "მამა", რომელსაც იესო ეხვეწება ტანჯვის სასმისის აცილებას, თურმე ამხანაგ ჟდანოვზე უკეთესი არ ყოფილა, რომელიც ლენინგრადის მაცხოვრებლებს მოუწოდებდა ვაჟკაცურად აეტანათ ბლოკადის სირთულეები და მოთმინებით აღექვათ ბარათებზე გაცემის შემცირება - თუმცა თვითონ არც სიცივეს განიცდიდა და არც შიმშილს. უცნაურია ღმერთი, რომელიც მოითხოვს, რომ მას სიყვარული უწოდონ, თუმცა მისთვის მიუღებელია სიყვარულისადმი უმაღლესი მსახურება, და მას სხვას ავალებს - ქრისტეს.


საზიზღარია ის რელიგია რომელიც იმის მტკიცებას მოჰყვება, რომ იესო ღმერთი არ არის. ამ რელიგიის ღმერთი კი იმიტომაა უცნაური, რომ მოითხოვს მასზე ისე იფიქრონ როგორც სიყვარულზე, ხოლო სიყვარულის უზენაეს გამოვლინებას, სხვებისთვის სიკვდილს, მიუხედავად ყველაფრისა ახორციელებს არა პირადად, არამედ თავის ძეს ავალებს. ამ თეზისს თან ახლავს განმარტებითი ილუსტრაცია ამხანაგი ჟდანოვის ცხოვრებიდან, რომელიც ერთის მხრივ თვალთმაქცურად მოუწოდებდა ლენინგრადის მკვიდრთ, რომ მოეთმინათ შიმშილი და გაჭირვება, მეორეს მხრივ კი პირადად ბლოკადის საშინელებებიდან არცერთს არ განიცდიდა. ამხანაგი ჟდანოვი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური და ცბიერი პერსონაჟია.
ჟდანოვი, როგორც მივხვდით, ამ შედარებაში წარმოადგენს ღმერთს, რომელსაც "გაჭირვებისას" თვითონ არაფერი უჭირს, ხოლო გაჭირვებული ლენინგრადის მცხოვრებლები, ყველა ერთად, ესაა ტანჯული იესო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მაგალითში იესოც თვალთმაქცად უნდა მიიჩნევდეს ღმერთს იმიტომ, რომ ის ვინც საკუთარი თავი სიყვარულად გამოაცხადა, სიყვარულის გამო ტანჯვა იმას განაცდევინა, ვისაც მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ იესო, ტანჯვა-წამებას იძულებით განიცდის და არა საკუთარი ნებით.
იმედი მაქვს სწორად გავიგე ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენმა თანდაყოლილმა სამართლიანობის გრძნობამ უნდა მიგვიყვანოს უცილობელ დასკვნამდე. ღმერთი თუ სიყვარულია, ის არასოდეს გაგზავნის სასკივდილოდ თავის ნათესავებს, არამედ წავა და თვითონ მოკვდება. მით უმეტეს უნდა მოკვდეს ღმერთი, თუ მისი პირიდან გამუდმებით ისმის საკუთარი თავის განდიდებისა და აბსოლუტური განსაკუთრებულობის სიტყვები. ეს დასკვნა, როგორც ასეთი, სრულიად ჯდება საერთო საკაცობრიო ეთიკურ ნორმებში. ამიტომ აუცილებლად ჰპოვებს გამოხმაურებას მრავალი მკითხველის მხრიდან. თუმცა არის ერთი მაგრამ. რადგან ავტორი იეჰოვას მოწმეების მოსაზრებით ოპონირებს, მაშინ ექსპერიმენტის სისუფთავისა და იმავე სამართლიანობის გამო რომლისკენაც ავტორი მოგვიწოდებს, ჩვენ მათ მოსაზრებებსაც განვიხილავთ. რადგან თოთოეული ჩვენგანი არაერთხელ დარწმუნებულა სოლომონის იგავის სიტყვების ჭეშმარიტებაში:  ...სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალია, სანამ არ მოვა მისი მოძმე და ამხილებს მას.  (იგავები 18:17)


მაშ ვინ-ვინ გაგზავნა ამ არეულ ისტორიაში? და ვინ წარმოადგენს ამის გამო ღმერთს?
ამ შეკითხვებს თუ წმინდა წერილს დავუსვავთ, ასეთი პასუხების მიღებას შევძლებთ. შეკითხვაზე ვინ ვინ გაგზავნა, ღვთის სიტყვა ასეთ პასუხს იძლევა: 

იოანე 3:16: ...ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა...
ჩემი აზრით წმინდა წერილის ეს ადგილი ზემოთ წამოჭრილ ყველა შეკითხვას პასუხობს. ღმერთი, რომელიც სიყვარულის ღმერთია, მთელი კაცობრიობისადმი საკუთარ სიყვარულს იმით ავლენს, რომ გაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც კი ნებისმიერ მშობელს გააჩნია, საკუთარი საყვარელი ძე.
ეს ადგილი ასევე წერტილს სვავს იმ საკითხშიც, თუ ვინ არის იესო, ღმერთი თუ მისი ძე. იესო თუ ღვთის მიერაა გამოგზავნილი, მაშინ ის შეუძლებელია უკვე ღმერთი იყოს. ყოველი შემთხვევისთვის ავღნიშნოთ, რომ ღმერთმა ძე გაგზავნა და არა სხვა ღმერთი.


სამართლიანად მოიქცა თუ არა ღმერთი, როდესაც მოავლინა არა "საკუთარი თავი", არამედ საკუთარი ძე?

პირველი, როგორ ვუპასუხოთ ამ შეკითხვას იმ აშკარა და უკვე მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ღმერთმა ძე გამოგზავნა? რადგან იმის მტკიცება, რომ ეს უსამართლობაა, ეჭვქვეშ აყენებს ღვთის სიყვარულს და ადგენს სამართლიანობის ნორმებს, რომლითაც ღმერთს უნდა ეხელმძღვანელა. დავფიქრდეთ ამაზე. ადამიანები ჰკარნახობენ ღმერთს და არა ღმერთი ადამიანებს, თუ რა არის სამართლიანობა. თუმცა დროა ამაზე შევჩერდეთ. აზრის ამ მხრივ განვითარებით, ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ ღვთის სამართლიანობას და ბრალს ვდებთ მას ჩვენი საკუთარი საერთო საკაცობრიო სიმართლით. ამას კი ღმერთის უსამართლობაში დადანაშაულებისაკენ მივყავართ.

მეორე, თუ ღვთის შესახებ მაინც ისე ვფიქრობთ როგორც სამართლიან ღმერთზე, ეს ასევე უნდა აისახებოდეს იმაზეც, თუ რას მივიჩნევთ სამართლიანად და რას უსამართლოდ. ღვთის შესახებ მისი სიტყვა ამბობს:

კანონი (მეორე რჯული) 32:4: ...სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი.
ამის საფუძველზე, შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, რომ ყველაფერი რასაც ღმერთი აკეთებს სამართლიანია, თუმცა არსებობს საკითხები ღვთის სამართლიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ გვესმის, ამ საკითხის გაგების ჩვენი შეზღუდული ჰორიზონტის გამო. ასე იყო ყველა დროს. აი მაგალითად, პირველ საუკუნეში მოციქული პავლე აჟღერებს იგივე აზრს ღვთის შესახებ:
რომაელები 10:2—3: ...ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს.
ამ დახურული წრიდან გამოსავალიც ასევე წმინდა წერილებშია მოცემული.  კიდევ ერთხელ ვნახოთ რომაელების წერილი. მას სურს, რომ ღვთისადმი მოშურნეობა საფუძვლიანი ცოდნით აღჭურვოს. ჩვენ თუ ის გვაქვს, მაშინ არანაირი კონფლიქტი არ იარსებებს ჩვენი და ღვთის სამართლიანობის საფუძველზე.

მაშ ასე, წმინდა წერილი არაორაზროვნად პასუხობს შეკითხვას, ვინ გამოგზავნა ძე და ვის (რას) წარმოადგენს იესო.

იოანე 3:17: ...ღმერთმა... გამოგზავნა თავისი ძე...
______________________________
ვის მიმართ უფრო მეტად მადლიერი უნდა ვიყო? იმ ბრძანებების გამცემი ოფიცრის, რომელმაც საკუთარი უსაფრთხო საკომანდო პუნქტიდან მისცა უფლება სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, თუ კონკრეტული ჯარისკაცის, რომელმაც, საკუთარი სიცოცხლით გარისკა და ტერორისტებს გამოგლიჯა ჩემი თავი ხელიდან?
დარწმუნებული ვარ, რომ ზემოთ ნათქვამმა უკვე გასცა პასუხი ამ შეკითხვას.
თავად მაგალითი კი, გენერლისა და ჯარისკაცის შესახებ, ჩვენს მაინც კარგ სამსახურს გაგვიწევს.
არმია წარმოადგენს ერთიან სტრუქტურას. თუ ომი იწყება, მაშინ არსებობს წინა ხაზი, ზურგი და შტაბი. გენერალი თუ არ იქნება, მაშინ ჯარისკაცი არ მოვა და არ გადაგარჩენს. ზუსტადაც რომ შტაბებში იგეგმება დახსნის ოპერაციები. გენერალიც და ის ჯარისკაციც, რომელსაც გენერალი ბრძანებას აძლევს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გადარჩენის ოპერაციაში. გენერალი იმით, რომ გადარჩენის ოპერაცია დაგეგმა და ორგანიზება გაუწია. ჯარისკაცი კი იმით, რომ გენერლის ბრძანებას დაემორჩილა და მამაცურად შეასრულა.
ვის წარმოადგენენ ღმერთი და მისი ძე ამ მაგალითში?

იოანე 4:34: ...იესომ უთხრა მათ: «ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო... 

______________________________  

თუ ქრისტე - ღმერთი არ არის, არამედ სულ რაღაც "მოძღვარი" ან "წინასწარმეტყველი", ასეთ შემთხვევაში იესო ღვთისთვის მსხვერპლშესაწირ ცხოველზე მეტს როდი წარმოადგენს, რომლის სისხლიც ადამიანებმა რატომღაც იმისათვის უნდა დაღვარონ, რათა საკუთარი თავის მიმართ მოწყალე დამოკიდებულება გამოიწვიონ მისი მხრიდან, რომლის ყოვლისმხედველი თვალების წინაშეც იქნა დაღვრილი სამსხვერპლო კრავის სისხლი. თუ ქრისტე - ღმერთი არ არის, მაშინ არ არსებობს მსოფლიოში წიგნი, რომელიც უფრო მეტად შეურაცხყოფდეს ზნეობრივ გრძნობას. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში და გემრიელად სცოდავდნენ - ღმერთი კი ბრაზობდა მათზე. საბოლოოდ, ადამიანებმა ჩაიდინეს ყველაზე საშინელი რამ, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ - მათ დედამიწაზე ერთადერთი ნათელი და სუფთა ადამიანი მოკლეს. და ამ დანაშაულის შესახებ ქრისტეს მოციქულებმა რატომღაც განაცხადეს, რომ ქრისტეს მკვლელობის შემდეგ ღმერთი ადამიანებზე მეტად აღარ ბრაზობდა, და რომ ჩვენი ცოდვები იესოს სისხლით ჩამოირეცხა...


ცოტა გაუგებარია რა კავშირშია ეს არგუმენტი იმ თეზისთან, რომ იესო ღმერთია?
დავუშვათ, რომ იესო ღმერთია. განა ღმერთის მკვლელობა გაცილებით საშინელი საქციელი არ იქნება? განა ასეთივე სულელური არ იქნება იმის თქმა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მთავარი მკვლელობით, ღმერთის მკვლელობით, კაცობრიობა საბოლოოდ ცოდვების პატიებას ღებულობს?
აბა დაფიქრდით, ადამიანის მკვლელობის შემთხვევაში, ცოდვების მიტევება არ უნდა მოხდეს, ხოლო ღმერთის მკვლელობის შემთხვევაში ყველა ცოდვა ნაპატიები უნდა იქნას?
და წმინდა წერილის თანახმად, ვინ უნდა მომკვდარიყო ადამიანთა ცოდვებისთვის? განა მეორე ადამი არა, რომელიც ქრისტეა? თუ დავუშვებთ, რომ იესო ღმერთია, მაშინ ეს თანაბარზომიერად უნდა გავრცელდეს ადამზეც.

1 კორინთელები 15:45: ...«პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული». უკანასკნელი ადამი კი - მაცოცხლებელი სული...

______________________________  

იეგოვისტებისთვის ქრისტე წარმოადგენს მხოლოდ ერთგვარ არსებას, რომელიც სხვების ცოდვებისათვის იტანჯება და სხვა ორი მხრის მიერ იმისათვის გამოიყენება, რათა ურთიერთშორის დამოკიდებულება გაარკვიონ. ღმერთი იმიტომ ურისხდება ადამიანებს, რომ მათ მისი მცნებები დაარღვიეს. ძველი აღთქმის ადამიანები ცხოველს კლავენ - და ღვთის რისხვა ცხრება. გამოდის, რომ ადამიანებისადმი საკუთარი დამოკიდებულების შესაცვლელად, ღმერთს ახალ აღთქმაშიც სჭირდება, რომ მათ რომელიმე ხორცშესხმული ანგელოზის მოკვლის უფლება მისცეს. "იეჰოვას მოწმეების" ღმერთმა ჯვარი ქმნილებას აზიდვინა მხრებით. იმ ქრისტიანების ღმერთმა კი, რომლებსაც სამების სწამთ, თავადვე ატარა ჯვარი საკუთარი მხრებით. 

მესიის შესახებ უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ ის სხვების ცოდვებისთვის დაიტანჯებოდა.

ესაია 53:5: ...ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა, ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა. დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა, და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა...
ესაია 53:10—11:  ...იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა. მან დაასნეულა იგი. თუ მის სულს დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავად გაიღებ, ღმერთო, ის დაინახავს თავის შთამომავალს, გაიხანგრძლივებს დღეებს და მის ხელში წარმატებას მიაღწევს ყველაფერი, რაც იეჰოვას ახარებს. თავისი სულის გასაჭირის გამო დაკმაყოფილდება იმით, რასაც დაინახავს. მართალი, ჩემი მსახური, თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალ ადამიანს და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.

______________________________  

 ამგვარად, "იეჰოვას მოწმეების" ლოგიკით, ქრისტემ საკუთარი გმირული საქციელით საფრთხის წინაშე დააყენა მონოთეიზმის მთელი არსი. ის იმდენად აღიბეჭდა ადამიანების მეხსიერებაში, რომ საკუთარი თავით იეჰოვა დაჩრდილა. და მართლაც ბუნებრივია ის, რომ იეჰოვას სახელი დავიწყებული იქნა გადარჩენილი ადამიანების მიერ. შეუძლებელია ღმერთს ეს წინასწარ არ განეჭვრიტა. მაშ რატომ შესთავაზა ადამიანების ხსნის ისეთი მეთოდი, რომელმაც ადამიანები უცილობლად ჩააგდო არა-ღმერთის, ანუ - წარმართობის ძალაუფლებაში? ღმერთი ყოველთვის ისე ძლიერ ცდილობდა, რომ ისრაელს არ დაეწყო თავისი გმირების, მოძღვრების (მოსეს სამარხის ადგილმდებარეობა დაფარული იქნა ერისაგან) და თავისი სიწმინდეების (სპილენძის გველის განადგურება) თაყვანისცემა. და უცბათ - ასეთი შეცდომა...


წმინდა წერილის მკითხველთათვის კარგადაა ცნობილი ის შემთხვევა, რომელიც იეჰოვას ხალხს გადახდა უდაბნოში. აი ისიც:

რიცხვები 21:8—9: უთხრა იეჰოვამ მოსეს: «გააკეთე შხამიანი გველის გამოსახულება და ბოძზე დაამაგრე. მას უნდა შეხედოს ყველამ, ვისაც გველი უკბენს, და ცოცხალი დარჩება». მაშინვე გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და ბოძზე დაამაგრა. ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა, ცოცხალი რჩებოდა...
იესომ ეს გველი გამოიყენა, როდესაც იმაზე მიუთითა, რომ მასსა და სპილენძის გველს შორის რიგი წინასწარმეტყველური პარალელები არსებობდა.
იოანე 3:14—15: როგორც მოსემ აამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძეც, რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.
გველი ესაა იეჰოვას მითითების თანახმად აღმართული ხსნის სიმბოლო, რომელიც ისრაელებს მიეცა. აუქმებდა თუ არა სასწაულებრივი სპილენძის გველი იეჰოვასადმი თაყვანისცემას? ეჭვქვეშ აყენებდა თუ არა მონოთეიზმის არსს იმით, რომ პრეტენზია ჰქონდა მისთვის ისევე ეცათ თაყვანი როგორც ღმერთისთვის? შექმნა თუ არა იეჰოვამ ისეთი კონკურენტი, რომლის გამოც მისი სახელი დავიწყებული იქნებოდა? ზოგიერთმა ასე იფიქრა. ბიბლია გვატყობინებს:
  2 მეფეები 18:4: მან (ხიზკიამ) მოსპო მაღლობები, დალეწა წმინდა სვეტები, მოჭრა წმინდა ბოძი და დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან იმ დღემდე ისრაელის ძეები მსხვერპლს უბოლებდნენ მას და სპილენძის გველის კერპს უწოდებდნენ...  

მოდით ეს იესოზე გადავიტანოთ, რომელიც საკუთარ თავს სპილენძის გველს ადარებს. იეჰოვამ პირველ საუკუნეში, ისევე როგორც იმ ძველ დროში, ხსნის საშუალება მოგვცა - იესო. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვამ შეცდომა დაუშვა და ხალხი იმის ცდუნების წინაშე დააყენა, რომ მისთვის ზურგი ექციათ და მისი ძისკენ შებრუნებულიყვნენ? აშკარად არა.

______________________________  

თუ "იეჰოვას მოწმეები" მართლები არიან, მაშინ მე მათ შემიძლია მივულოცო განსაცვიფრებელი აღმოჩენა: თურმე, მსოფლიოში ერთერთი პირველი ათეისტი... მოციქული პავლე ყოფილა. ზუსტად მან თქვა ერთხელ: "რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა" (1 კორ. 2, 2). თუ ქრისტე - ღმერთი არ არის, მაშინ პავლე, რომელმაც თქვა, რომ მას არაფრის და არავის ცოდნა არ უნდოდა, ქრისტეს გარდა, ამით იმის შესახებაც განაცხადა, რომ მას ღმერთის ცოდნაც არ უნდოდა. ქრისტემ საკუთარი ჯვრით დაჩრდილა ზეცა. ასეთ შემთხვევაში ქრისტემ კი არ გამოაჩინა მამამისი, არამედ დამალა ის.


მართლა უარყო თუ არა პავლემ ღმერთი ქრისტეს გამო?
ამისათვის მოდით პავლეს სიტყვების კონტექსტი განვიხილოთ და იმის გაგება ვცადოთ, თუ რისი თქმა უნდოდა მას ამ სიტყვებით.

 1 კორინთელები 2:1—5:  მეც, როცა თქვენთან მოვედი, ძმებო, ღვთის წმინდა საიდუმლოს საუწყებლად მოვედი, მაგრამ არა მაღალფარდოვანი ლაპარაკითა და სიბრძნის ფრქვევით, რადგან გადავწყვიტე, თქვენთან ყოფნისას არაფერი მცოდნოდა, გარდა იესო ქრისტესი, ისიც ბოძზე გაკრულისა. მოვედი თქვენთან სისუსტით, შიშითა და კანკალით. დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ გელაპარაკებოდით და გიქადაგებდით, არამედ ყველაფერს სულითა და ძლიერებით გიცხადებდით, რათა თქვენი რწმენა ადამიანთა სიბრძნეზე კი არ ყოფილიყო დაფუძნებული, არამედ ღვთის ძალაზე. 
პავლეს სურდა, რომ მის მიერ გადაცემული ცნობა არ ყოფილიყო აგებული ორატორული ხელოვნების, ფილოსოფიის ან ბრძნული სიტყვათაწყობის მწვერვალებზე. კორინთელებისადმი გადასაცემ საკუთარ ცნობას, ის მხოლოდ ქრისტეზე აგებდა, ანუ მის ცხოვრებაზე და ისეთ არაპოპულარულ თემაზე, როგორიც ძელზე სიკვდილით დასჯა იყო.

   ______________________________  

თუ ქრისტეში არ ვაღიარებთ "დიდ ღვთისმოსაობის საიდუმლოს: [რომ] ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3, 16), მაშინ მოციქულთა მიერ ქრისტეს შესახებ ქადაგება დახვეწილი ათეისტური პროპაგანდა გამოდის. 
ავტორი აშკარად არ იცნობს ახალი აღთქმის ტექსტოლოგიას.
შესანიშნავ და ფუნდამენტალურ ნაშრომში "ახალი აღთქმის ტექსტოლოგია [რუს.]", რომელიც ამ სფეროს ერთერთ უდიდეს სპეციალისტს, ბრიუს მეცგერს ეკუთვნის, თავში სახელწოდებით "შეცდომების წარმოქმნის მიზეზები ახალი აღთქმის ტექსტის გადაცემისას", ქვესათაურში სახელწოდებით "უნებლიე ჩანაცვლებები, შეცდომები, რომლებიც არასწორი მხედველობითი აღქმის მიზეზით გაჩნდა", ჩვენი ადგილის შესახებ შემდეგ აზრს წავიკითხავთ:

"მწერლისთვის, რომელიც ასტიგმატიზმით იტანჯებოდა, ძალიან რთული იყო ერთმანეთის მსგავსი ბერძნული ასოების ერთმანეთისგან გარჩევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ წინა გადამწერმა არასაკმარისად აკურატულად შეასრულა თავისი სამუშაო. ამგვარად, უნციალურ დამწერლობაში ხშირად ირეოდნენ ერთმანეთში სიგმა (რომელიც ჩვეულებრივ ისე გამოისახებოდა, როგორც სიგმა-"ნახევარმთვარე"), ეფსილონი, ტეტა და ომიკრონი (С, е, Q, О). მაგალითად, საქმეების 20:35-ში, სამი მინუსკულური ხელნაწერი (614, 1611 და 2138) გვაძლევს kopiwnta Idei - ნაცვლად kopiwntaV dei, — ეს არის შეცდომა, რომელიც სათავეს უნციალური წინამორბედისგან იღებს, რომელიც უწყვეტი (გადაბმული) დამწერლობითაა შესრულებული (scripta continua). 1 ტიმოთეს 3:16 ადრეულ ხელნაწერებში იკითხება როგორც ОС ("ის ვინც"), მაშინ როდესაც მრავალ გვიან ხელნაწერში — вС (ჩვეული შემოკლება სიტყვისთვის qeoV , "ღმერთი").  
თვითონ მეცგერი, ყველაფერთან ერთად იყო ისეთი პროექტების მონაწილე, როგორებიცაა "Revised Standard Version" და "Novum Testamentum Graece, Nestle-Aland" რომლებშიც თანმიმდევრულადაა ხორცშესხმული ახალი აღთქმის ტექსტის მეცნიერული კვლევები.
 Ὃς ἐφανερώθη ἐν σαρκί   (Novum Testamentum Graece, Nestle-Aland 27)
He was manifested in the flesh, (1Ti 3:16 RSV) 
ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსულენოვანი მკვლევარებისთვის ცნობილი არ არის ტექსტის სამეცნიერო კვლევები და კრიტიკა. მაგალითად ჩვენ რუსულ ენაზე გვაქვს რიგი თარგმანები, რომლებიც ახალი აღთქმის საუკეთესო კრიტიკულ ტექსტებს ეყრდნობიან.
Он, Кто явлен был во плоти, (Кассиан)
во плоти был Он явлен,  (Кулаков)
ამგვარად, ჩვენს წინაშეა იმის მაგალითი, თუ როგორ იქცა ბიბლიის გადამწერის შეცდომა იმის მტკიცებულებად, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცში. საბედნიეროდ, ტექსტში ეს შეცდომა აღმოაჩინეს და გაასწორეს. ამიტომ განა ღვთისმეტყველების ის შეცდომაც არ უნდა შესწორდეს, რომელიც ბიბლიური გამოცხადების დამახინჯებას იწვევს?!.


 ______________________________

თუ ქრისტე - არა ღმერთი, არამედ მხოლოდ "წარგზავნილია", "მოძღვარია", მხოლოდ ადამიანია, თუ მამა და ძე ერთი და იგივე არ არის, მაშინ ჩვენს წინაშე ათეისტური ქადაგებაა. ღმერთი არც მომავალში გვიხსნის და არც ეხლა. ხსნა მხოლოდ ადამიან იესოშია. თუმცა მოციქულები აშკარად არ არიან ათეისტები. მათ შემოქმედის სწამთ. და მათ მშვენივრად ესმით, რომ "რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მათე 16, 26). თუ ხსნა ღმერთშია და ხსნა მხოლოდ ქრისტეშია - რწმენის ამ ორი გაგების ერთმანეთთან შეთანხმება მხოლოდ სამების სწავლების მეშვეობით შეიძლება. 
ათეიზმი ანუ უღმერთობა, ღვთის იდეის შეგნებული უარყოფაა, ღმერთზე ან ღმერთებზე უარის თქმა. ათეიზმი ისეთი ახალგაზრდაც არ არის, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. ანტიკური ხანა სავსეა ისეთი ადამიანებისა თუ სკოლების მაგალითებით, როლებიც ღმერთს უარყოფდნენ.  წმინდა წერილიც კი საუბრობს სულელებზე, რომლებიც შემოქმედს უარყოფენ:  ...უგუნური გულში ამბობს: «არ არსებობს იეჰოვა».... (ფსალმუნები 14:1) იმ დრომდე, სანამ ევოლუციის დარვინისტული თეორია, შემოქმედების შესახებ ბიბლიურ ცნობაზე გაიმარჯვებდა, ტერმინი ათეისტი აშკარად გამოხატულ ნეგატიურ ხასიათს ატარებდა. ამ ტერმინით უღმერთოებს მოიხსენიებდნენ. ტერმინ ათეისტს ხშირად იყენებდნენ დებატებში როგორც წარმართები ქრისტიანთა წინააღმდეგ, ასევე ქრისტიანები წარმართების წინააღმდეგ.

ისტორიკოსი კენეტ ლატურეტი, ადრეული ქრისტიანების შესახებ წერდა:

«ბრალდებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. იმის გამო, რომ ქრისტიანებმა წარმართულ რიტუალებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, მათ ათეისტებს ეძახოდნენ. ისინი ბევრ ისეთ რამეს არიდებდნენ თავს, რითაც საზოგადოება ცხოვრობდა — წარმართულ დღესასწაულებს, საჯარო მხიარულობებს... და მათ დასცინოდნენ, როგორც კაცთმოძულეებს. [...] მიიჩნეოდა, რომ მამაკაცები და ქალები ღამ-ღამობით ხვდებოდნენ ერთმანეთს... და აღვირახსნილ სქესობრივ ურთიერთობებში შედიოდნენ ერთმანეთთან. [...] იმის გამო, რომ [ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო] მხოლოდ ქრისტიანთა წრეში აღინიშნებოდა, ხმები გავრცელდა, რომ ქრისტიანები დროდადრო ჩვილებს სწირავდნენ მსხვერპლად, მის სისხლს სვამდნენ და მის ხორცს ჭამდნენ».
თუ ისტორია მართლა მეორდება, მაშინ ჩვენს წინაშეა იმ ძველი დროის ატმოსფეროს ხელახლა შექმნის მაგალითი, როდესაც წმინდა წერილის მონოთეიზმის საფუძველზე წარმოქმნილმა ქრისტიანობამ, წარმართულ მსოფლიოში საკუთარ ეკლიან გზაზე დაიწყო სვლა. გასაგებია, რომ მხოლოდ ერთი ღმერთის აღიარებით, ქრისტიანები პოლითეიზმსა და წარმართობის სხვა ფორმებს უარყოფდნენ, იმ ხალხში გამეფებული წარმართობის, რომელთან შეხებაც გამუდმებით უწევდათ. ხოლო წარმართობისათვის ჩვეული ღმერთების, ქალღმერთების, ნახევრადღმერთებისა და დემონების უარყოფა, აუცილებლად იწვევდა იმ დასკვნას, რომ ქრისტიანები ათეისტები იყვნენ.
იმას, რომ მოციქულები ათეისტები არ იყვნენ, დამტკიცებაც არ სჭირდება. ეს აშკარა ფაქტია. ასევე 
ისიც ფაქტს წარმოადგენს, რომ მოციქულები ღმერთ-სამებას არ იცნობდნენ. ღმერთად ისინი იმ ღმერთს მიიჩნევდნენ, რომელსაც უფალი იესო ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა. ამიტომ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მოციქულთა რწმენას იზიარებენ, იმ გაგებით არიან ათეისტები, რომ უარყოფენ სხვა ღმერთებს, და ამით განადიდებენ იმ ღმერთს, რომელსაც უფალი იესო ემსახურებოდა - იეჰოვას.
2 კორინთელები 1:3: ...დიდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ღმერთსა და მამას,...


ამ პატარა ზომის მასალის გამოკვლევით, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ცდილობს ავტორი გრძნობებით აპელირებას, საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამ მეთოდს, თავისთავად აქვს არსებობის უფლება. და განსაზღვრულ კონტექსტებში სასურველიც კია. მაგალითად, ვის დატოვებს გულგრილს გოგონას ისტორია, რომელიც ავტობუსში გვერდით გვიჯდება და იმის შესახებ გვიყვება ისტორიას, თუ როგორ აკლდება რამოდენიმე ლარი მისი შვილის გადასარჩენად საჭირო ოპერაციისთვის. ჩვენ გრძნობები გვხელმძღვანელობენ და ყველაზე გულწრფელი მოტივებით, ვაკეთებთ ან ვაძლევთ იმას, რაც ამ ქალბატონს სურს.  თუმცა როგორი გაოგნებულები ვრჩებით მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენს წინაშე სინამდვილეში აფერისტი ან ლოთია, ავადმყოფ ბიჭუნას კი არც არასოდეს უარსებია.


მეორედ მხრივ ავტორი, საკუთარი განაცხადების დამტკიცებას წმინდა წერილით ცდილობს. თუმცა როგორც დავინახეთ, ბიბლიური ციტატები ან უადგილო იყო ან კონტექსტიდან ამოვარდნილი.

განსაკუთრებულ ყურადღებას ის ფაქტი იქცევს, რომ იესოზე მსჯელობისას, თუნდაც მამასთან ერთობაში მყოფის შესახებ, ავტორი მათ სამებად აცხადებს. ეს ზუსტად იმას გავს, მოხერხებული სათითეებით "ჟონგლიორი", სათითეების გადაადგლებით, პუბლიკის დაბნევას რომ ცდილობს. და ახერხებს კიდეც. თითქოსდა სათითეებიდან თვალიც კი არ მოგვიშორებია, თუმცა შედეგი ყოველთვის ერთნაირია. ჩვენს სტატიაშიც ზუსტად ასევეა. ავტორი თითქოს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ იესო ღმერთია და ამის დასამტკიცებლად მთელი ურემი და კიდევ ერთი ურიკა მტკიცებულებები მოჰყავს, თუმცა ბოლოს, ჯადოსნური ფაკირის მსგავსად სრულიად სხვა ღმერთ-სამებას წარადგენს, რომლის შესახებაც არცერთი არგუმენტი არ ყოფილა მოყვანილი.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მინდა ავტორის სიტყვების პერეფრაზირება მოვახდინო და კითხვა დავსვა, არა: "თუ იეჰოვას მოწმეები მართლები არიან",  არამედ "თუ ბიბლია მართალია,..." რომელსაც იეჰოვას მოწმეები ენდობიან.
თუ იეჰოვას მოწმეები, ბიბლიის საკუთარ გაგებაში მართლები არიან, მაშინ იესოს მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლი ამაო არ იქნება.
 ...ღმერთმა სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე... 1 იოანე 4:9
და პირიქით. მისცემს თუ არა მარადიული სიცოცხლის უფლება იეჰოვა მათ, ვინც საკუთარ თავს ქრისტეს ართმევს იმით, რომ მას ღვთის ძის ნაცვლად - თავად ღმერთად აცხადებს?

დასკვნითი სიტყვის ნაცვლად, საკუთარ თავს ქალაქი ბერეას სინაგოგის წევრთა კეთილშობილური ჩვევების შესახებ შეახსენე, რომლებმაც კარგი მაგალითი დაგვიტოვეს. 

..იქაურები თესალონიკელებზე მონდომებულები იყვნენ, რადგან მთელი გულით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო... (საქმეები 17:11) 

(ჯოშუა ლუგანსკი)
-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий