суббота, 7 августа 2021 г.

წმინდა წერილის მტკიცებულებები გარდაცვლილთა უგონო მდგომარეობის შესახებ






წმინდა წერილის ადგილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სული შეიძლება მოკვდეს (მოკვდავია)

რიცხვნი 15:31 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001) რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა.
რიცხვნი 23:10 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.
მეორე რჯული 20:16 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
მეორე რჯული 27:25 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი) წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
იესო ნავეს ძე 2:13,14 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001) და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი, ძმანი ჩემანი და დანი ჩემნი. და ყოველივე, რაცა არს მათი, და იჴსენით სული ჩემი სიკუდილისაგან. და ჰრქუეს მას კაცთა მათ: სული ჩუენი თქუენ წილ იყავნ სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: რაჟამს მიგცეს თქუენ უფალმან ქალაქი ესე, ყავთ ჩემთჳს წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.
მსაჯული 5:18 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001) ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს.

მსაჯული 16:30ა (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს.
იოაბი 36:14 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
ფსალმუნები 32:19 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
ფსალმუნები 55:13 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.

ფსალმუნები 65:9 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.

ფსალმუნები 114:8 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
ესაია 53:12 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა.
იერემია 38:20 (მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, იხილეთ ასევე: სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) და ჰრქუა იერემია: არა გაგცენ შენ. და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი.
ეზეკიელი 13:19 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
ეზეკიელი 18:4,20 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013) აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს... ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
მათე 10:28 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.
მარკოზი 3:4 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.
იოანე 12:25 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001) ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
საქმეები 3:23 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.
იაკობი 5:20 (საპატრიარქოს გამოცემა, იხილეთ ასევე: მცხეთური ხელნაწერი-გ.მთაწმინდელი, სბს-სტოკჰოლმი 2001, სბს-2013, ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015) იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას.




წმინდა წერილის მტკიცებულებები გარდაცვლილთა უგონო მდგომარეობის შესახებ


იობი 3:11 რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე? 13 ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით! 16 რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს! 17 ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ; 18 იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით; იობი 17:16 ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში. ფსალმუნები 6:5 რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას? ფსალმუნები 12:4 მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ; ფსალმუნები29: 9 `რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? ფსალმუნები 113:25 მკვდრები არ აქებენ უფალს და არც ვინმე სამარეში ჩასული; ფსალმუნები145: 2 ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. 3 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. 4 ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. ეკლესიასტე 9: 5 რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა, 6 წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება. 10 რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ. ესაია 26: 19 გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას. ესაია 38: 18 რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი. 19 ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს. იერემია 51: 39 როცა გახურდებიან, ლხინს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ სამუდამო ძალით, რომ აღარ გაიღვიძონ, ამბობს უფალი. 57 დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი. დანიელი 12: 2 მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის. 13 შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს. იოანე 11: 11 ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. 13 მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. 14 მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა; საქმეები 7: 60 მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა.

(ა. კოლოსოვი)




Комментариев нет:

Отправить комментарий