воскресенье, 10 марта 2019 г.

დედამიწა "ცეცხლს მიეცემა" თუ...?


ღმერთმა იმისთვის შექმნა დედამიწა, რომ გაანადგუროს?
«ცეცხლს მიეცემა» თუ «გამოაშკარავდება»?
რა გაგებით «იქნებიან გამოაშკარავებულნი»?
"კავშირნი.... დაიშლებიან"
ახალი ცა და ახალი მიწა
«ზეცა და დედამიწა» წარღვნამდე
არა ახალი პლანეტა, არამედ არსებულის გადაქცევა სამოთხედ



ცოტა ხნის წინ, ბაპტისტურ ეკლესიას ჩავუარე, საიდანაც ხალხი გამოდიოდა, როგორც ჩანს, ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ მათგანს კითხვით მივმართე: "თქვენი აზრით, როგორი მომავალი ელის ჩვენს დედამიწას?" პასუხი ასე ჟღერდა: "დედამიწა დაიწვება, ყველა ქრისტიანი კი ღვთის მიერ ზეცაში იქნებიან აყვანილნი". თავისი სიტყვების გასამყარებლად მოსაუბრემ 2 პეტრეს 3:10-ში მოყვანილი სიტყვები მოიშველია – «ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყველა საქმე მისი».

მე მოცემული თარგმანის სიზუსტეზე არ გამიმახვილების ყურადღება, ამ ადამიანის ყურადღება მთაზე ქადაგებისას იესოს მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე გავამახვილე - «ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას» (მათე 5:5). რის შემდეგაც ვკითხე: «შესაძლებელია თუ არა, რომ იესო და პეტრე ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ?»

პასუხად მოსაუბრემ გააჟღერა მოსაზრება, ალბათ, შესაძლოა, ღმერთმა ჩვენი დედამიწა გაანადგუროს, შემდეგ კი სხვა პლანეტა შექმნას, რომელზეც ყველას გადაასახლებს. ჩემის მხრივ, მე შევახსენე, რომ იესო ამ ადგილას ახალს არაფერს ამბობდა, ის უბრალოდ მოკლედ იმეორებდა ფსალმუნების 36:9-11,29-ში (საპატრიარქოს გამოცემა) ჩაწერილ სიტყვებს, საიდანაც ჩანს, რომ საუბარი ზუსტად იმ დედამიწის დამკვიდრებას ეხება, რომელზეც დღეს ვცხოვრობთ (შეადარეთ იგავები 2:21,22).


ამ ადამიანის შემდგომმა რეაქციამ უკიდურესად გამაკვირვა – ის მკვეთრად გაჩერდა, შებრუნდა და უკან წავიდა, თან მომაძახა: «მე აღარ მსურს თქვენთან საუბარი!» 
აი ასე დავშორდით ერთმანეთს…


ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იმის ზუსტი და ნათელი მტკიცებულების ქონის აუცილებლობა, რისიც გწამს. და რატომ გწამს უშუალოდ ასე და არა სხვაგვარად! საკმარისი არ არის უბრალოდ მორწმუნე ადამიანი იყო. საკმარისი არ არის უბრალოდ ბიბლიას ღვთის სიტყვად აღიარებდე. საკმარისი არ არის უბრალოდ კითხულობდე ამ სიტყვას, თუნდაც რეგულარულად. საკმარისი არ არის რომელიმე ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები გქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ შენი შეხედულებები სრულ თანხმობაში იყვნენ ზუსტად იმ ღვთის სიტყვასთან, რომელსაც პატივს სცემ, კითხულობ და, შესაძლოა,  რომლის მიყოლის სურვილიც გაქვს! ამის მაგალითებს წარმოადგენენ ბიბლიური შეხსენებები საქმეების 17:11 და 1 თესალონიკელების 5:21.




ღმერთმა იმისთვის შექმნა დედამიწა, რომ გაანადგუროს?


მართლაც, საპატრიარქოს გამოცემაში ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთის წაკითხვისას, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნას, თითქოს ღმერთმა დედამიწისათვის წინასწარ განსაზღვრა მისი სრული განადგურება. მეორეს მხრივ, ბიბლია გვარწმუნებს: «დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე» (ფსალმუნები 103:5. შეადარეთ ეკლესიასტე 1:4).
ასევე ფსალმუნების სხვა ადგილზეც ნათქვამია, რომ ღმერთმა «დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს» (ფსალმუნები 148:6).

თავისთავად ჩნდება კითხვები:

თუ დედამიწის შექმნის დასრულების შემდეგ «დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო», მაშინ რაში სჭირდება ღმერთს მის მიერვე შექმნილი სრულყოფილი სილამაზის განადგურება? (დაბადება 1:31)

თუ «ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე: არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება», განა შეიძლება გამონაკლისს წარმოადგენდეს ღვთის მიერ შექმნილი დედამიწა? (ეკლესიასტე 3:14).

პირიქით, მის მიერ შექმნილი დედამიწის მიზნის შესახებ ღმერთი შემდეგს ამბობს:


«ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ» (ფსალმუნები 113:24).

«რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი, (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა)» (ესაია 45:18).


თუმცა თუ მაინც წარმოვიდგენთ, თითქოს ღმერთმა მაინც გადაწყვიტა მის მიერ შექმნილი დედამიწის განადგურება, მაშინ გამოდის, რომ ზემოთ მოყვანილი ღვთის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. გამოდის, რომ, თუმცა შემოქმედმა კი განუსაზღვრა დედამიწას, ადამიანთა საცხოვრებელი ყოფილიყო, მაგრამ ამის ხორცშესხმა მან საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა? შესაძლებელია ასეთი რამის დაჯერება?




პირიქით, წმინდა წერილის თანახმად, ღმერთი "მოსპო[ბს] მიწის მომსპობნ[თ]", ანუ მათ, ვინც დედამიწას ზიანს აყენებს (გამოცხადება 11:18). გარდა ამისა, ბიბლია გვპირდება, რომ მთელი დედამიწა უმშვენიერეს სამოთხის ბაღად იქცევა, ისეთად, როგორიც თავდაპირველად იქნა შექმნილი ღვთის მიერ (დაბადება 2:8,9). და ყოველივე ამით სრულფასოვნად შესრულდება შემოქმედის თავდაპირველი მიზანი, რომელიც პირველ ადამიანებს დაჰპირდა, როდესაც ისინი დაასახლა «ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა[თ] და დაეცვა[თ] იგი» (დაბადება 2:15). ასეთი სახით შეასრულებს ღმერთი თავის პირვანდელ ჩანაფიქრს დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ კაცობრიობის დასაბამისას განსაზღვრა:
«ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის ძეა, რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს?» (რიცხვნი 23:19).

მთელ დედამიწასთან დაკავშირებულ ამ ჩანაფიქრს ღმერთი თავისი ძის, მეფე იესო ქრისტეს მეშვეობით განახორციელებს. თანაც, ეს ისევ ის დედამიწა იქნება, რომელზეც დღეს ადამიანები ცხოვრობენ. თუმცა დედამიწა, რომელიც გაწმენდილი იქნება ბოროტებისა და ცოდვის შედეგებისაგან:


«შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან უფალმა ასე თქვა» (ესაია 25:8).

«და შენი ერი ერთიანად მართალი იქნება, საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას, — ყლორტს ჩემი ნერგისას, ჩემი ხელის ქმნილებას, სადიდებლად» (ესაია 60:21).

«და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ თქვენი მამები, და დასახლდებიან მასზე ისინი და მათი შვილები და მათი შვილიშვილები უკუნისამდე; და დავითი [ანუ მეფე-იესო], ჩემი მსახური იქნება მათი მთავარი საუკუნოდ» (ეზეკიელი 37:24-27; შეადარეთ ეზეკიელი 34:24-27).

«მის დღეებში გაიფურჩქნება წმინდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს; და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე» (ფსალმუნები 71:7,8).


ბოლო სიტყვები პირდაპირ ეხმიანება უკვე განხილულ დანაპირებს ფსალმუნების 36:29-დან და მათეს 5:5-დან. იესო, როგორც მეფე, იმმართველებს მთელ დედამიწაზე, რაც მრავალ კურთხევას მოუტანს მართლებს, რომლებიც მისი მმართველობისას შეძლებენ «დედამიწის დამკვიდრებას». 




«ცეცხლს მიეცემა» თუ «გამოაშკარავდება»?



მაგრამ მაინც, ზემოთ მოხსენიებულ პეტრეს მიერ ნათქვამ სიტყვებს რა ვუყოთ იმის შესახებ, რომ «ცეცხლს მიეცემა მიწა და ყველა საქმე მისი»? (2 პეტრე 3:10) საპატრიარქოს თარგმანი, რომლიდანაც იქნა ციტირებული აღნიშნული ფრაზა, სამწუხაროდ, მთლად ზუსტად არ გადმოსცემს ამ ტექსტის მნიშვნელობას. თუ ახალი აღთქმის უძველეს ხელნაწერებში ჩავიხედავთ (მაგალითად, სინას და ვატიკანის კოდექსებში, IV საუკუნე), მაშინ დავინახავთ, რომ ამ ხელნაწერებში დგას ბერძნული სიტყვა "εὑρεθήσεται" (სტრონგის ნომერი 2147), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «ნაპოვნი იქნებიან», «გამოაშკარავდებიან» და არა «ცეცხლს მიეცემიან». (სხვათაშორის, სიტყვა «ევრიკა» ("εύρηκα"), ანუ «ვიპოვე», რომელიც ცნობილი არქიმედეს მიერ ჰიდროსტატიკური კანონის აღმოჩენის წყალობით გახდა, იმავე ფესვიდან მომდინარეობს რომლიდანაც "εὑρεθήσεται").

2 პეტრეს 3:10 სინას კოდექსში:


2 პეტრეს 3:10 ვატიკანის კოდექსში:



მხოლოდ ახალი აღთქმის შედარებით გვიანდელ ხელნაწერებში იწყება სიტყვა "εὑρεθήσεται"(«გამოაშკარავდება») ნაცვლად სხვა სიტყვის - "κατακαήσεται" («დაწვა», სტრონგის ნომერი 2618), გამოჩენა, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნა ზოგიერთი მთარგმნელის მიერ ბიბლიის მათ გამოცემებში. საპატრიარქოს გამოცემამაც ახალი აღთქმის ეს გვიანდელი კორექცია გამოიყენა თავის ტექსტში.  

2 პეტრეს 3:10 ალექსანდრიულ კოდექსში:

საინტერესოა, რომ კიდევ ერთ, იმავე ფესვის სიტყვას "ευρεθηναι" იყენებს პეტრე იმავე მე-3 თავში, ცოტა ქვევით – მე-14 მუხლში. ის ნიშნავს «პოვნას, აღმოჩენას». საპატრიარქოს გამოცემაში ეს სიტყვაც გამოტოვებულია, მაგრამ თუ ამ მუხლს ძველი ხელნაწერების მიხედვით წავიკითხავთ, მაშინ მასში შემდეგი აზრი იქნება:
«ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი აღმოჩნდეთ მის წინაშე» (2 პეტრე 3:14).

 2 პეტრეს 3:14 ალექსანდრიულ კოდექსში:





მოცემული ფრაზის გამოყენების იგივე მაგალითს ვხედავთ, როდესაც ვკითხულობთ იოანეს სახარების 1-ლ თავს, როგორ «პოულობდნენ» იესოს მისი პირველი მოწაფეები (იოანე 1:41,43,45). 

მაშ ასე, პირველწყაროების გამოკვლევა აღგვძრავს, რომ შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: ახალი აღთქმის შედარებით ადრეულ ხელნაწერებში, რომლებშიც 2 პეტრეს 3:10-ს მონაკვეთი გვხვდება, არ გვხვდება სიტყვა «დაიწვებიან». მის ნაცვლად დედამიწასა და მის საქმეებთან მიმართებით გამოყენებულია სიტყვა «გამოაშკარავდება». 

ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, თუ როგორ ჟღერს მოცემული მუხლი ბიბლიის სხვა თარგმანებში:

«…დედამიწა და ყველა მისი საქმეები გამოაშკარავებული იქნება» (Новый русский перевод).
 «…დედამიწა და საქმენი მასზე ნაპოვნი იქნებიან» (Одинцов-Белинский. Буквальный перевод Нового Завета).
«…დედამიწაზე ყველა მიწიერი საქმენი გამოაშკარავდებიან» (Перевод Гелия Вишенчука).
«…გამოაშკარავებული იქნებიან» (New International Version).
«…სააშკარაოზე იქნებიან გამოტანილნი» (English Standard Version).
«…გახსნილნი იქნებიან» (Christian Standard Bible).
«…გახსნილნი იქნებიან» (Holman Christian Standard Bible).
«…სააშკარაოზე იქნებიან გამოტანილნი» (International Standard Version).
«…გამოაშკარავდებიან» (NET Bible).
«…გახსნილნი იქნებიან» (New Heart English Bible).
«…გამოაშკარავებული უნდა იქნან» (Aramaic Bible in Plain English).
«…სააშკარაოზე იქნებიან გამოტანილნი» (GOD'S WORD® Translation).

თუმცა, როგორ გავიგოთ ის, რომ დედამიწა და მისი საქმეები გამოაშკარავებულნი ან აღმოჩენილნი იქნებიან განკითხვის დღეს? რატომ გამოიყენება მათთან მიმართებაში ასეთი გამოთქმა?




რა გაგებით «იქნებიან აღმოჩენილნი»?



ბერძნული სიტყვა "εὑρεθήσεται" ხაზს უსვამს რაიმეს აღმოჩენის ფაქტს (შეადარეთ მათეს 1:18; რომაელები 7:21). «ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ხასიათთან დაკავშირებული მორალური მსჯელობების დროს, გადმოსცემს აღმოჩენის ან გამოაშკარავების იდეას» («ლინგვისტური და ეკზეგეტიკური გასაღები», როჯერსი). 1 პეტრეს 3:10-ში ის მნიშვნელოვან თავისებურებაზე მიუთითებს: უფლის მოსვლა ცოდვილი ქვეყნიერების გასასამართლებლად, გამოავლენს და ყველასათვის თვალნათელს გახდის არსებული სისტემის დანაშაულისა და ღვთის წინაშე მისი ცოდვების მთელ სისავსეს. მისი უწმინდური საქმეები გამოაშკარავდება და წარედგინება მას დანაშაულის სახით, რაც მის მიმართ ღვთის მკაცრი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდება. ზუსტად ამ გაგებითაა ნათქვამი დედამიწასა და მისი საქმეების შესახებ, რომ ისინი «აღმოჩენილნი» («გამოაშკარავებულნი») იქნებიან ღვთის მიერ. 




საგულისხმოა, რომ გამოთქმა "εὑρεθήσεται",  და ასევე სიტყვა "εὑρίσκω"-ს სხვა მორფოლოგიური ფორმები, ფართოდ გამოიყენება ბიბლიის მიერ განსასჯელის დანაშაულის გამოაშკარავებისაკენ მიმართული სასამართლო მოქმედებების აღწერისას (შეადარეთ მათე 26:60; მარკოზი 14:55; ლუკა 6:7; 23:2,4,14,22; იოანე 18:38; 19:4,6; საქმეები 4:21; 13:28; 23:9,29; 24:5,12,20). იგივე სიტყვას ვხვდებით დანიელის 5:27-ში, სადაც მეფე ბელშაცარზე, რომლის მიმართაც ღმერთს სასამართლო განაჩენი გამოაქვს, ნათქვამია: «სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი».

სიტყვის იგივე ფორმები გამოიყენება ასევე სახარებებშიც, როდესაც იესო მომავალში თავის მოსვლაზე და მათი სულიერი მდგომარეობის შეფასებაზე საუბრობს, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ: 

«როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?» (ლუკა 18:8).

ასევე:
«ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას» (მათე 24:46). 

ან:
«რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ» (მარკოზი 13:36. შეადარეთ ლუკა 12:37,38,43).

იმავე გაგებით მოიხსენიებს წმინდა წერილი ამ სიტყვას 1 კორინთელების 4:2-ში, სადაც ხაზი ესმება, რომ ქრისტიანები «ერთგულნი უნდა იქნენ ნაპოვნნი» (ტექსტის პირდაპირი თარგმანი). 1 პეტრეს 2:22-სა და გამოცხადების 14:5-ში, შესაბამისად, იესოსა და მისი ზეციერი თანამოძმეების მიმართ, ბიბლია მსგავს ფრაზეოლოგიურ წყობებს იყენებს იმავე სიტყვის გამოყენებით და მიუთითებს, რომ მათ ბაგეებში «ვერ იქნა ნაპოვნი» ცბიერება (ტექსტის პირდაპირი თარგმანი). (ასევე შეადარეთ 2 პეტრე 3:14; 2იოანე 4).

და პირიქით, ღვთის მიერ ადამიანი შეიძლება «ნაპოვნი» (აღმოჩენილი) იყოს როგორც ორგული და შეწყალებისათვის უღირსი. ზუსტად ამ აზრით გამოიყენება ეს სიტყვა საქმეების 5:39-ში, როდესაც გამალიელი აფრთხილებს სინედრიონის წევრებს, რათა ისინი «ღვთის მოწინააღმდეგეებად არ იქნენ ნაპოვნნი» (ტექსტის პირდაპირი თარგმანი). ასეთივე სახით გამოიყენება მოცემული ფრაზა 1 კორინთელების 15:15; 2 კორინთელების 5:3; 9:4; 12:20; გალატელების 2:17; გამოცხადების 2:2; 3:2; 18:24. 


ჩვენს მიერ განხილული მონაკვეთი 1 პეტრეს 3:10-დან ეხმიანება პრინციპს 1 კორინთელების 3:13-დან, სადაც ვკითხულობთ:
«თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის».

ბიბლია ცეცხლს ხშირად იყენებს  გამოცდის მნიშვნელობით, რომელიც საშუალებას იძლევა ვინმეს ჭეშმარიტი მოტივები და გულის მდგომარეობა დადგინდეს (ფსალმუნები 65:10; იგავები 17:3; ესაია 48:10; იერემია 9:7; მალაქია 3:2,3; გამოცხადება 3:18). მოციქული პეტრეც ამ მნიშვნელობით მოიხსენიებს ცეცხლს (1 პეტრე 1:7; 4:12). ღმერთი, რომლის წინაშეც «ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია», საფუძვლიანად გამოააშკარავებს არსებული სისტემის ნამდვილ სახეს, მის ცოდვებსა და დანაშაულებებს და მას სასამართლოსა და სამართლიან სასჯელს დაუქვემდებარებს (ებრაელები 4:13).
«რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს» (ესაია 26:21).

«ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს» (მათე 10:26).


ზუსტად ამ მიზეზის გამო გადმოსცემს ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი ჩვენს მიერ განხილულ მუხლს 2 პეტრეს 3:10-დან ამ აზრობრივ კონტექსტში:

 «…დედამიწა მისი საქმეებით დამნაშავედ იქნება აღიარებული» (Перевод РБО).
«…დედამიწა ადამიანთა საქმეებთან ერთად სასამართლოს დაექვემდებარება» (Заокский перевод). 
«…სასამართლოს ღირსად იქნებიან აღიარებულნი» (New Living Translation).
«…გამოჩნდება, როგორები არიან» (Contemporary English Version).




"კავშირნი.... დაიშლებიან"



2 პეტრეს 3:10-ში ჩვენ ასევე ვხვდებით მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ «კავშირნი სიმხურვალისგან დაიშლებიან». რა «კავშირებზეა» საუბარი? ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მათში ზოგი ბუნებრივი, სტიქიური ძალები იგულისხმება. თუმცა, ბიბლია ამ სიტყვის განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს. 

ბერძნული სიტყვა «στοιχεια» (სტრონგის №, 4747), რომელიც საპატრიარქოს გამოცემაში წარმოდგენილია როგორც «კავშირნი», პირდაპირი გაგებით ნიშნავს «საფუძვლებს», «ძირითად იდეას», «პრინციპებს». ამავე სიტყვას ვხვდებით ახალი აღთქმის რიგ ადგილებში:


«ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით… ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?» (გალატელები 4:3,9).

«ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით… თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს» (კოლოსელები 2:8,20).

«მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი» (ებრაელები 5:12).

როგორც შეგვეძლო დაგვენახა, ახალი აღთქმის ყველა იმ ადგილას, სადაც სიტყვა «στοιχεια» გამოიყენება, ის დაკავშირებულია არა რომელიმე ბუნებრივ მოვლენებთან, არამედ ძირითადი იდეის გაგებასთან, რომლის თანახმადაც ცხოვრობს ცოდვილი ქვეყნიერება (ებრაელების 5:12-ში იგივე პრინციპი უკვე ბიბლიური სწავლებების საწყისებს შეეხება). რაღა თქმა უნდა, რომ იგივე პრინციპს ირეკლავს ეს სიტყვა 2 პეტრეს3:10,12-შიც და სასამართლოს დღეს ყველა იმ უღვთო და ცოდვილი სწავლებებისა და პრინციპების განადგურებას გულისხმობს, რომლითაც ღვთისაგან გაუცხოებული კაცობრიობა ხელმძღვანელობს. მე-12 მუხლში მათზე ნათქვამია, რომ ისინი «დადნებიან», ანუ გამოააშკარავებენ თავის სრულ უსუსურობას.




ახალი ცა და ახალი დედამიწა



მაშინ ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ მოციქული პეტრეს სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა ახალი ცა და ახალი დედამიწა ჩაიფიქრა? (2 პეტრე 3:13). განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ღვთის ნება მაინც იმაში მდგომარეობს, რომ მოსპოს არსებული დედამიწა და სრულიად ახალი შექმნას? არა, ასეთი მოსაზრება ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. და აი რატომ. 


«ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე» (2 პეტრე 3:13).

ამ სიტყვების წაკითხვისას, როგორც ჩანს, ყველას არ ესმის, რომ მოციქული პეტრე არ ამბობდა რაიმე უჩვეულოსა და ახალს. მან მხოლოდ და მხოლოდ გაიმეორა ესაიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი მოლოდინი, რომელიც მოციქულთა პერიოდამდე რამოდენიმე ასწლეულით ადრე დაიწერა


«რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად» (ესაია 65:17,18; 66:21). 

ესაიამ არა უბრალოდ ჩაიწერა წინასწარმეტყველება მომავალ ახალ ცაზე და ახალ მიწაზე, არამედ მაშინვე წარმოადგინა მისი განმარტება: ახალ ცაში იგულისხმება განახლებული იერუსალიმი და არა პირდაპირი გაგებით ცა; ხოლო ახალ მიწაში – განახლებული ერი და არა პირდაპირი გაგებით ახალი პლანეტა. ამასთანავე გავიხსენოთ, თუ როგორაა აღწერილი ესაიას ამ წინასწარმეტყველების შესრულება სხვა წინასწარმეტყველური წიგნის - გამოცხადების - ბოლო თავებში:


«მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა,  რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან» (გამოცხადება 21:1-3).


როგორც ესაიას შემთხვევაში, ახალი ცისა და ახალი მიწის ხსენების შემდეგ, მოციქული იოანე მაშინვე აზუსტებს, რომ იხილა ახალი ზეციური იერუსალიმი და ასევე ახალი ერი (გამოცხადება 21:10,24). არსებითად, ეს იმის კლასიკური მაგალითია, თუ ბიბლია, წინასწარმეტყველური სახეების გამოყენებით, როგორ განმარტავს საკუთარ თავს. როდესაც გესმის ეს ბიბლიური პრინციპი, არანაირი კითხვები აღარ გრჩება ბიბლიის სხვა მასგავს ადგილებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე.


კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ ბიბლია საკმაოდ ხშირად იყენებს სიტყვა «მიწას» (ქვეყანა - ქართულ თარგმანებში) და მასში გულისხმობს არა თავად პლანეტას, არამედ უშუალოდ მასზე მცხოვრებ ადამიანთა საზოგადოებას. :




(შეადარეთ: დაბადება 6:11,12; მეორე რჯული 32:1; 1 მეფეთა 17:46; 1 ნეშტთა 16:23,31; ფსალმუნები 32:8; 65:1,4; 75:9; 95:1,9; 97:4; 99:1,2; იერემია 6:18,19; 22:29). 

იმავე გამოცხადების წიგნის 13:3,4-ში ჩვენ ვკითხულობთ:


«და განცვიფრდა მთელი (დედამიწა)ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ, და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?»


ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებში «მიწა» (ქვეყანა), შეიძლება იყოს გახრწნილი, გაუკვირდეს, თაყვანი სცეს, იმხიარულოს, იზეიმოს, იმღეროს და ილაპარაკოს, რაშიც, რაღა თქმა უნდა, ადამიანური მასები მოიაზრება. ამასთანავე გამოცხადების 13:3,4-ში საუბარია უშუალოდ უწმინდურ ადამიანურ საზოგადოებაზე, რომლებიც ღვთის ძალაუფლებას უარყოფენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გამოცხადების 20:11-ში ჩვენ ამგვარი უწმინდური არჩევანის საბოლოო შედეგის შესახებ ვკითხულობთ:


«მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი» (შეადარეთ მათეს 24:35).

თუ სიტყვა «მიწაში» ადამიანური საზოგადოება იგულისხმება, მაშინ რა იგულისხმება სიტყვა «ცაში»? ბიბლიაში ცა ხშირად უზენაეს ხელისუფლებას ასიმბოლოებს და გამოიყენება როგორც ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ, ასევე ადამიანური ხელისუფლებების მიმართ (ფსალმუნები 102:19; დანიელი 4:23; იოანე 19:11; გამოცხადება 4:2). მაგალითად, რომაელების 13:1-ში ნათქვამია:


«დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია».

«ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს» (1 პეტრე 2:13).

ამავდროულად წმინდა წერილი გვეუბნება, რომ «მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია» (1 იოანე 5:19, აქ). იგივე აზრს ესმება ხაზი ლუკას 4:6-ში; იოანეს 12:31-ში; 2 კორინთელების 4:4-ში. ესაიას 14:12-14-ში ხატოვნადაა აღწერილი სატანის ლტოლვა იმისაკენ, რომ დიდი ძალაუფლება ჰქონდეს ქვეყნიერებაზე და ზეციდან მართოს ის «უზენაესის» მსგავსად. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, თუ რატომაა ეფესოელების 6:12-ში ნათქვამი, რომ «სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ». სიტყვა «ცისქვეშეთი» ძველ ტექსტში წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით "ἐπουράνιος" (სტრონგის № 2032), რომელიც პირდაპირ ითარგმნება როგორც «ზეციური», «ზეცაში მცხოვრები». ამგვარად, ბიბლია სატანასა და მის დემონებს პირდაპირ ამ ქვეყნიერების «ზეციურ მმართველებს» უწოდებს (შეადარე დანიელი 10:13,20). 

კოლოსელების 2:15-ში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქრისტეს სიკვდილის წყალობით, ღმერთმა «განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოააშკარავა ისინი» (სბს-2013). შემდგომ ქრისტე სრულიად და საბოლოოდ «გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალას», რომლებშიც იგულისხმებიან როგორც ხილული, ასევე ღვთისაგან განდგომილი ქვეყნიერების უხილავი მმართველობის ფორმები (1 კორინთელები 15:24). ღვთის სასამართლოს დღის დადგომამდე, სატანა და მისი დემონები, როგორც უღვთო სისტემის მმართველები, მუდამ შეეცდებიან კაცობრიობის განწყობის მართვას და მასში ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ფორმირებას მოახდენენ, როგორც ამის შესახებ გამოცხადების 16:14-ში ჩაწერილი სიტყვები მეტყველებენ -  


«ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს» (სეადარეთ გამოცხადება 13:2).


წმინდა წერილების ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სიტყვა «ცაში», რომელიც განადგურდება, ბიბლია გულისხმობს არა პირდაპირი გაგებით ცას ან კოსმიურ სფეროს, არამედ მმართველობათა იმ ფორმებს, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის ძალაუფლებას ეწინააღმდეგებიან (შეადარეთ გამოცხადება 12:12). იმის ნაცვლად, რომ შემოქმედის უზენაესი ძალაუფლება აღიაროს, ეს «ზეცა» საკუთარ ძალაუფლებას განავრცობს «მიწაზე» - ადამიანთა დარჩენილ საზოგადოებაზე. მათი დაუმორჩილებლობიდან გამომდინარე ისინი ღვთის მიერ სამუდამოდ იქნებიან განადგურებულნი. 




«ზეცა და დედამიწა» წარღვნამდე



ყურადღება მივაქციოთ მოციქული პეტრეს სიტყვებს მე-3 თავის დასაწყისში:


«რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი» (2 პეტრე 3:5-7).

განკითხვის დღეს «ცისა და მიწის» მოახლოებულ განადგურებაზე საუბრის დაწყებამდე, პეტრე ჯერ იმ ცნობილ მოვლენებს მოიხსენიებს, რომლებმაც წარღვნამდელი ქვეყნიერების განადგურება გამოიწვია. აქ ჩვენ ერთ მნიშვნელოვან დეტალს ვხედავთ: პეტრე ამბობს, რომ «მაშინდელი სამყარო დაიღუპა», რის შემდეგაც «ცას და მიწას» უკვე «ახლანდელად» მოიხსენიებს. ანუ მოციქული ერთმანეთისგან ყოფს წარღვნამდელ «ცას და მიწას» და წარღვნის შემდგომ «ცას და მიწას». როგორ უნდა გავიგოთ პეტრეს სიტყვები?

თუ ვიფიქრებთ, რომ წარღვნისას პირდაპირი გაგებით «ცა და მიწა» განადგურდა, მაშინ რეალურად როგორ მოხდა ეს ყველაფერი? რაღა თქმა უნდა, რომ პირდაპირი გაგებით მიწა არ განადგურებულა. ნამდვილი ცაც ხელუხლებელი დარჩა. არც პლანეტები და ვარსკვლავები, არც მზე და მთვარე არ განადგურებულა. ღვთის სასჯელი მხოლოდ დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებებს შეეხო

პასუხს დაბადების წიგნის მე-6 თავში ვპოულობთ. პირველივე სიტყვებიდან ჩვენს თვალწინ ადამიანთა შორის გამრავლებული უკანონობისა და ძალადობის სურათი იშლება. ამის ძირითადი მიზეზი ადამიანთა საზოგადოებაზე დემონების ზეგავლენა გახდა, რომლის დროსაც ბოროტი ანგელოზები ღიად მოქმედებდნენ წარღვნამდელ მსოფლიოში. შედეგად დედამიწაზე ახალმა არსებებმა იწყეს გამოჩენა – ბუმბერაზებმა (ნეფილიმები, ანუ «წამქცევები»), რომლებიც ადიანთა შორის საკუთარ ძალაუფლებას ძალადობითა და სისასტიკით ამყარებდნენ.

დაბადების 6:11-13-ში ჩვენ ვკითხულობთ:


«წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ».

როგორც ვხედავთ, ბიბლია «გარყვნილ ქვეყანაში» ყველა იმ გონიერ ქმნილებას გულისხმობს, რომლებმაც უწმიდურობისა და უკანონობის გზა აირჩიეს. ღმერთი ამ «ქვეყნის» განადგურების გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა კონტექსტი ნათლად გვიჩვენებს, რომ განადგურებული იქნება არა პირდაპირი გაგებით პლანეტა, არამედ მხოლოდ ცოცხალი არსებები. ზუსტად ამ აზრით განახორციელა ღმერთმა ნოეს დღეებში «ქვეყნის დაღუპვა» (დაბადება 9:11; 7:23; 8:21). ნოეს დღეებში განადგურებული იქნა ასევე იმ ქვეყნიერების სიმბოლური «ზეცაც», რომელიც დემონებისა და მათი ბუმბერაზების ძალაუფლებით იყო წარმოდგენილი (1 პეტრე 3:19,20; 2 პეტრე 2:4,5; იუდა 1:6).

საყურადღებო ისაა, რომ წარღვნის შემდეგ ღმერთი პირობას დებს მეტად აღარ გაანადგუროს ყველაფერი ცოცხალი, როგორც ეს ნოეს დღეებში გააკეთა:
«და თქვა უფალმა [ღმერთმა] თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე; მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და არც მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება» (დაბადება 8:21,22. შეადარეთ ესაია 54:9).


ღვთის მხოლოდ ამ ერთი დანაპირებიდანაც კი ჩანს, რომ მის გეგმებში არ შედის პლანეტის განადგურება როგორც ასეთი. შემოქმედი «აღარ დაწყევლის მიწას» და არ დაღუპავს «ცოცხალ არსებას», ცხოველთა სამყაროს ჩათვლით, როგორც ეს მან წარღვნისას გააკეთა. პირიქით, ფიზიკური დედამიწისათვის მან მარადიული არსებობა გაითვალისწინა. 

ბიბლიის ზემოთმოყვანილი მითითებების საფუძველზე ჩვენ კვლავ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მოციქული პეტრეს სიტყვები «ახალი ცისა და ახალი მიწის» მოლოდინის შესახებ არ გულისხმობს არსებული პლანეტისა და ვარსკვლავების შეცვლას რომელიმე სხვა პლანეტით ან თუნდაც სამყაროთი (2 პეტრე 3:13). რადგან ნახსენები «მაშინდელი სამყაროს» დაღუპვა ნოეს დღეებში არ ნიშნავდა პირდაპირი გაგებით მთელი პლანეტისა და ცის  დაღუპვას. ზუსტად ასევე «ახლანდელი ცისა და მიწის» დაღუპვა გულისხმობს მხოლოდ «უღვთოთა» დაღუპვას (2 პეტრე 3:7). გარკვეული აზრით, ახალი ქვეყნიერება უკვე წარმოდგენილი იქნება «მესამე ცითა და მიწით», ანუ უშუალოდ ღვთის ზეციური მმართველობით (ღვთის სამეფოთი ქრისტეს მეთაურობით) და ღვთის მსახურების ახალი მიწიერი საზოგადოებით, რაზეც მიუთითებდა კიდეც იესო მათეს 5:5-ში (შეადარეთ 2 კორინთელები 12:2-4). 




არა ახალი პლანეტა, არამედ არსებულის გადაქცევა სამოთხედ



განვიხილოთ კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ღვთის ჩანაფიქრს განმარტავს დედამიწასთან დაკავშირებით. თავმდაბალი ადამიანების მომავალ ჯილდოზე საუბრისას ბიბლია განმარტავს, რომ ღვთის ნება მდგომარეობს ზუსტად იმ მიწის გარდაქმნაში და ბოროტებისაგან გაწმენდაში, რომელზეც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოქმედი კი არ გაანადგურებს ჩვენს პლანეტას, არამედ შეცვლის მას. ამასთანავე შეგვიძლია გავიხსენოთ სიტყვები ყველაზე ცნობილი ლოცვიდან «მამაო ჩვენო», სადაც იესო გვასწავლის, რომ ჩვენი იმედი ამგვარად დავამყაროთ:


«მოვიდეს სუფევა (სამეფო) შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც» (მათე 6:10. შეადარეთ ფსალმუნი 84:11,12).


ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები ღვთის სამეფოს მოსვლას იმისათვის უნდა ელოდნენ, რათა მისი დახმარებით დაიწყოს განხორციელება ღვთის ნებამ «ქვეყანაზეც», ისევე, როგორც ის ცაში ხორციელდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. აქ მცირედი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ დედამიწა განადგურებული უნდა იქნას. რადგან ეს რომ ასე მომხდარიყო, მაშინ იესოს სიტყვები აზრს დაკარგავდა! ასე რომ დედამიწა ღვთის მიერ თავიდანვე  იმისათვის შეიქმნა, რომ კაცობრიობას მასზე მარადიულად და მშვენივრად ეცხოვრა. და ღვთის ეს ჩანაფიქრი შეუძლებელია შეუსრულებელი დარჩეს!


«რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა)» (ესაია 45:18).

ზემოთ განხილული ნოეს მაგალითი ამის მტკიცებულებას წარმოადგენს. «და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც», - გაგვაფრთხილა იესომ. ნოე და მისი ოჯახი ღმერთმა კიდობანს შეაფარა, ყველა ღვთის ურჩი კი დასასჯელად იქნენ დატოვებულნი. შედეგად ნოე გადარჩა ღვთის მიერ ცოდვილების დასჯისას და ისევ იგივე მიწაზე დარჩა, თუმცა უკვე ბოროტი ადამიანებისაგან გაწმენდილზე. ზუსტად ასეთივე პრინციპით გადაარჩენს ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს სასამართლოს დღეს, «მცირე ხანს შეაფარე[ბს]..., ვიდრე რისხვა გადაივლიდეს» (ესაია 26:20,21).

მაგალითად, ეზეკიელის 39:8-16-ში ბიბლია წინასწარმეტყველურად აღწერს დედამიწის განწმენდის პროცესს ღვთის მიერ უწმინდური სისტემის განადგურების შემდეგ. ამ პროცესში, რომელიც არაერთი წელი გაგრძელდება, მონაწილეობას არმაგედონში გადარჩენილი ღვთის მიწიერი მსახურები მიიღებენ. «განწმენდენ ქვეყანას», - ამბობს ბიბლია (ეზეკიელი 39:12,16; შეადარეთ მეორე რჯული 32:43).




ბიბლიის ქვემოთ მოყვანილი მრავალრიცხოვანი სიტყვები ნათლად მოწმობენ დედამიწის იმ ცვლილებებზე, რომლებიც ღვთის სამეფოს მოსიყვარულე მზრუნველობით განხორციელდება. თანაც, შენიშნეთ, თითოეული ეს მტკიცებულება ეხება არა რომელიმე სხვა პლანეტას, არამედ ზუსტად იმას, რომელზეც დღეს ერთად ვცხოვრობთ. ღმერთი გარდაქმნის როგორც მას, ასევე ყველას ვინც მასზე იცხოვრებს!

 მომსპარი დედამიწის სამოთხის ბაღად გადაქცევა! (შეადარეთ მეორე რჯული 11:10-15). ფსალმუნები 64:9-13; 103:5,30; 106:35-38; ესაია 35:1,2,6,7; 41:18-20; 55:13; 61:4; ეზეკიელი 34:26-29; იოელი 2:23; ამოსი 9:14,15; მალაქია 3:11,12).

  მშვიდობა და უსაფრთხოება! ფსალმუნები 45:9-11; 71:7,8; 143:13-15; ესაია 11:9; 16:4,5; 29:20,21; 32:16-18; 33:6,18,19; 66:5,8; ეზეკიელი 28:26; 34:27-29; ოსია 2:18; ამოსი 9:15; მიქა 4:4; სოფონია 3:12,13; გამოცხადება 21:4.

  მშვიდობიანი თანაცხოვრება ცხოველებთან! ესაია 11:6-9; 35:9; 65:25; ეზეკიელი 34:25,28; ოსია 2:18.

  საკვების სიუხვე! (შეადარეთ მეორე რჯული 11:14,15; ნეემია 9:21). ფსალმუნები 64:9-13; 66:7; 71:16; 80:17; 84:13; 103:13-16; 106:35-38; 125:5,6; 127:1,2; 131:15; 135:25; 143:13; 144:15,16; 145:7; ესაია 25:6; 30:23,24; 51:14; 65:21,22; ეზეკიელი 34:26,27,29; 36:29,30; იოელი 2:19,22-24,26; ამოსი 9:14,15; ზაქარია 8:12; მალაქია 3:11,12.

  შესანიშნავი სახლები! იგავები 14:11; ესაია 65:21-23; ეზეკიელი 28:26.

  სრულყოფილი ჯანმრთელობა! (შეადარეთ ნეემია 9:21). 4მეფეები 5:1-3,14,15; ფსალმუნები 102:3; 127:3,4; 143:12; 145:8; იგავები 11:28; ესაია 32:3,4; 33:24; 35:5,6; მათე 11:5,6; 15:30,31; გამოცხადება 21:4.

  ახალგაზრდობისა და ძალების დაბრუნება! იობი 33:25; ფსალმუნები 102:4,5; ესაია 65:20.

  მარადიული სიცოცხლე და სიკვდილის არარსებობა! იობი 33:24,25; ფსალმუნები 21:27; 26:13; 36:3,27-29; 102:3,4; 114:8; 117:17; იგავები 10:25; 12:28; ესაია 25:8; 65:22; ოსია 13:14; იოანე 3:16; 10:10,28; 17:2; რომაელები 6:23; 1კორინთელები 15:26; 1ტიმოთე 6:12; ტიტე 1:2; 3:7; 1იოანე 2:25; 5:11; გამოცხადება 20:14; 21:4.

  მკვდრების აღდგომა ახალი ცხოვრებისათვის! იობი 14:13-15; 19:25; ფსალმუნები 9:19; 26:13; 33:23; 48:16; 114:8; 115:6; იგავები 14:32; ეკლესიასტე 3:15; ესაია 26:19; ეზეკიელი 18:5,9; დანიელი 12:1,2,13; მარკოზი 12:26,27; იოანე 5:25,28,29; 6:39,40,47; 11:23-26; საქმეები 24:15; რომაელები 14:9; 1კორინთელები 6:14; 15:21,22,26,32; ფილიპელები 3:11; 2ტიმოთე 4:1; ებრაელები 11:17-19,35; გამოცხადება 20:12-14.




P.S.  ბიბლია საუბრობს ორ განსხვავებულ დანიშნულებაზე, რომლებიც ღმერთმა თავის მსახურებს მისცა. მაგალითად, ქრისტიანთა ერთ ჯგუფზე ნათქვამია, რომ მათ უშუალოდ ზეციური ცხოვრება ელით და თანაც მარადიული. ისინი უფალთან ერთად იქნებია ზეცაში და არა დედამიწაზე (იოანე 12:32; 14:2,3; 17:24; 2 კორინთელები 4:14; 5:1,2,8; ეფესოელები 2:5,6; ფილიპელები 3:20; კოლოსელები 1:5; 1 თესალობიკელები 4:17; ებრაელები 3:1; გამოცხადება 3:21).

დანარჩენ ერთგულ მსახურებზე კი წმინდა წერილი ამბობს, რომ ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმუნები 36:9,11,22,29; იგავები 2:21,22; ესაია 60:21; ეზეკიელი 39:8-16; მათე 5:5). 


თუმცაღა, ღვთის მსახურებისათვის ორი განსხვავებული დანიშნულების არსებობა რაღაც უცნაურს არ წარმოადგენს. ბიბლიის თანახმად, ამაში ღვთის განზრახვა გამოვლინდა, რათა «ყოველივე ზეციურისა და მიწიერისათვის თავი მოეყარა ქრისტეში» (ეფესოელები 1:10). ყოველივე ამით, როგორც უფლის მიწიერი მსახურები, ისე ისინი, ვისაც ის ღირსად ჩათვლის, რომ ქრისტესთან ერთად სამმართველოდ მოუწოდოს ზეცაში, განახორციელებენ ღვთის განზრახვას დედამიწის უმშვენიერეს სამოთხედ გადასაქცევად. და თქვენ როგორი იმედი გაქვთ?

----------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий