суббота, 24 сентября 2016 г.

აუცილებელია "ღმერთის" თაყვანისცემა?



ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია თუ არა თაყვანს ვცემდეთ ვინმეს იმის გამო, რომ მას ბიბლიაში «ღმერთი» ეწოდება? 

არა, იმიტომ რომ ასე ბიბლიაში სრულიად განსხვავებული პიროვნებებია მოხსენიებული:



  • იეჰოვა (დაბადება 2:4)
  • მოსე (გამოსვლა 7:1)
  • იესო ქრისტე (იოანე 1:18, ბერძ. ტექსტში «მხოლოდშობილი ღმერთი»)
  • სატანა (2 კორინთელები 4:4)
  • მსაჯულები (გამოსვლა 22:8, 9, ებრ. ტექსტში «ღმერთები»; ფსალმუნები 82: 1, 6, 7)
  • ანგელოზები (ფსალმუნები 8:5, ებრ. ტექსტში «ღმერთები»)
  • ცრუ ღმერთები (დაბადება 31:30)

რაზე მეტყველებს ეს? ჩვენ თუ ბიბლიაში სადმე ვნახეთ, რომ ვინმეს ღმერთი ეწოდება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს ვიღაც ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი უნდა იყოს. არ შეიძლება ვიღაცის თაყვანისცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბიბლიაში ღმერთი ეწოდება. ეს არასაკმარისი მიზეზია.

ბიბლიურ დროში მცხოვრები მართლები აბსტრაქტულ «ღმერთს» არ ეთაყვანებოდნენ. ისინი კონკრეტულ პიროვნებას – იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. ეს პიროვნება შეიძლება წოდებულიყო ღმერთად, უფლად, შემოქმედად, მამად და ა.შ., მაგრამ არა მხოლოდ ის. მოსეს კანონის მთავარი მცნება ასე ჟღერდა: «მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა» (კანონი 6:4). მოგვიანებით იესომაც დაადასტურა, რომ ესაა პირველი და მთავარი მცნება (მარკოზი 12:29).

ტრინიტარულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ იესო – ღმერთია. კარგი ვთქვათ ღმერთია, და მერე რა? ის ხომ იეჰოვა არ არის. თაყვანისცემის ობიექტი არ განისაზღვრება სიტყვა «ღმერთით». აბა რით განისაზღვრება? მთავარ მცნებას დავაკვირდეთ.

იმავე მიზეზის გამო არაკორექტულია იმის თქმა: «მე ღმერთს ვცემ თაყვანს». ეს იგივეა რომ ვთქვათ, მე თაყვანს ვცემ მამას ან უფალს. დააზუსტეთ, ვინ არის ის? ვისზეა ლაპარაკი? იქნებ, გონიერ კოსმოსზე? ან იქნებ, ღმერთში ფული ან ჯანმრთელობა მესმის? გარკვეული აზრით აბსოლუტურად ყველა ადამიანი ემსახურება რომელიმე ღმერთს (ფილიპელების 3:19-ის სულში: «მათი ღმერთი მათივე მუცელია»). ეს ძალიან მოცულობითი ტერმინია როგორც დღეს, ისე წარსულში.

პიროვნების დასაზუსტებლად ენაში პირადი სახელები არსებობს. ეს მათი კომუნიკატიური ფუნქციაა:

– ნაცნობი იყო ჩემთან.
– კონკრეტულად ვინ?
– პავლე პეტრიაშვილი.
– ა, გასაგებია.

რელიგიური თაყვანისცემა – ესაა განსაზღვრული, კონკრეტული პიროვნების თაყვანისცემა და არა განუსაზღვრელი ეპითეტის განუსაზღვრელი მატარებლისა.
---------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий