понедельник, 5 сентября 2016 г.

ყველა ერთისათვის

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის! (ალექსანდრე დიუმა) 

მრავალ ადამიანს, ვინც ეს-ესაა ბიბლიის გაცნობას იწყებს, ადრე თუ გვიან კანონზომიერი შეკითხვა უჩნდება: რატომ უნდა იტანჯებოდეს კაცობრიობა ორი ადამიანის შეცოდების გამო, თანაც, თითქოსდა, უმნიშვნელო ცოდვის გამო? 

იმის გასაგებად, თუ რატომ იტანჯებიან ადამიანები ორი ადამიანის შეცოდების გამო, შეგვიძლია შემდეგი სიტუაცია წარმოვიდგინოთ. 

ძალიან მდიდარ და გავლენიან ადამიანს ჰყავს ვაჟი. მაგრამ ვაჟი ჭირვეული და თავნება იყო, ერთხელაც მან მამას უღალატა და საცხოვრებლად შორეულ ადგილებში გადაიკარგა, ცოლიც თან გაიყოლა. მათ იქ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები შეეძინათ, რომლებიც მოკლებულები იყვნენ ყველა იმ სიკეთეებს, რომელთა მიცემაც მდიდარ ბაბუას შეეძლო მათთვის. ეხლა კი ისინი იძულებულნი არიან სიღატაკეში იცხოვრონ, აუარებელი პრობლემებითა და ასე შემდეგ. 

ვინ არის დამნაშავე შექმნილ სიტუაციაში? პასუხი ნათელია.






მაგრამ კანონზომიერი შეკითხვა იბადება: ხომ შეიძლება, რომ ბაბუამ უბრალოდ აიღოს და შვილიშვილებს მისცეს ფული, პირადად მათ ხომ არავითარი უთანხმოება არ მოსვლიათ მასთან, ხომ მხოლოდ მათ მამას მოუვიდა? 
აქ პასუხი შემდეგ შეკითხვაში იმალება: მართლა უმნიშვნელო იყო ცოდვა? 
საქმეც ზუსტად იმაშია, რომ საკითხი უმნიშვნელო კი არა, პრინციპული იყო. რას წარმოადგენდა ის კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, რომლიდანაც ადამმა და ევამ შეჭამეს?

ხე წარმოადგენდა ღვთის უფლებას გადაეწყვიტა, თუ რა უნდა ყოფილიყო ადამიანების ცხოვრებაში სიკეთე და რა ბოროტება. როდესაც ადამიანები გამრავლდებოდნენ, ზნეობრივი საკითხები სოკოებივით გაიზრდებოდნენ და ყველას თავისი პირადი აზრი ექნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სადამდე მიგვიყვანდა ის, ღმერთი თუ თითოეულს მისცემდა იმის გადაწყვეტის უფლებას, თუ რა არის კარგი და რა ცუდი? 
ეს ზუსტად იქამდე მიგვიყვანდა, რაც დღეს გაგვაჩნია. აბა როგორ მოგწონთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ეგოისტური მსოფლიო? მოგწონთ? 
ღმერთმა, ამ ხის დარგვითა და სიკვდილის შიშით მისი ნაყოფის გასინჯვის აკრძალვით, არსებითად მომავლის საძირკველი ჩაყარა: მხოლოდ მას უნდა გადაეწყვიტა, როგორც ყველაფრის შემოქმედს, რა იყო კარგი და რა ცუდი. ჰქონდა თუ არა ღმერთს ამის უფლება? 
მოდით ერთი ჩვეულებრივი ოჯახი წარმოვიდგინოთ. ვინ უნდა წყვეტდეს იჯახში, როგორ უნდა მოიქცნენ, რა პრინციპებით იცხოვრონ — მამა თუ შვილები?
სრულიად ნათელია, რომ მამა უნდა წყვეტდეს ამ საკითხებს, იმიტომ რომ ის თავის შვილებზე ბევრად უფრო ჭკვიანი და გამოცდილია, და ნებისმიერ შემთხვევაში ძალაუფლება ერთის ხელში უნდა იყოს. 
ცუდი ძალაუფლებაც კი სჯობია კარგ ანარქიას. 
ამ შემთხვევაში მაგალითისათვის შორს წასვლა არაა საჭირო, ისტორიაში ისინი მრავლადაა, ანარქია - ესაა ქაოსი და განუკითხაობა, რომელიც ადრე თუ გვიან ან საბოლოოდ ანგრევს საზოგადოებას, ან ჩნდება ის, ვინც ძლიერი მკლავით ამყარებს წესრიგს.

ამ საკითხთან დაკავშირებული კიდევ ერთი თეზისი ასე ჟღერს: ცოდვას უცოდინრობის გამო სჩადიან, ამიტომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც ბოროტების შესახებ ცოდნა დამალა. 
ეს ასე არაა, რადგან ყველაზე სერიოზულ ცოდვებს ზუსტადაც რომ გააზრებულად სჩადიან: 
როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.  (1კორინთელები 6:9,10) 
ამ ცოდვებიდან რომელს სჩადიან უცოდინრობის გამო? რიტორიკული შეკითხვაა. 
უცოდინრობის გამო შესცოდა ადამმა?
აი რას ამბობს წმინდა წერილი: 
თანაც ადამი კი არ შეცდა, ქალი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. (1ტიმოთე 2:14) 
რატომაა ასე ნათქვამი? ყველაფერი ძალზე იოლია: როდესაც გველის ნიღბის ქვეშ დამალული სატანა ევას ელაპარაკებოდა, ადამი მის გვერდით არ იყო. როდესაც აკრძალულ ხილს ჭამდა — არც მაშინ იყო მის გვერდით. მაგრამ შემდეგ რა მოხდა? 
შემდეგ ევა ადამთან მივიდა და იმის შესახებ მოუყვა, რაც გააკეთა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. 
ადამი არჩევნის წინაშე დადგა: ევასთვის ეღალატა თუ ღმერთისთვის. ადამი უკვე დიდი ხანია რაც დედამიწაზე ცხოვრობდა და, ბუნებრივია, სულელი არ იყო, არანაირად არ იყო სულელი. მას ესმოდა, რომ თუ ის არ შეჭამდა იმ ნაყოფს, რომელიც მას ევამ მიუტანა, მაშინ ღმერთი ევას სიკვდილით დასჯიდა, ის კი თავის ცოლს დაკარგავდა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. 
ხოლო თუ ნაყოფს შეჭამდა, მაშინ მის ბედს გაიზიარებდა და მასთან ერთად მოკვდებოდა. თითქოსდა, როგორი კეთილშობილური საქციელია! 
მაგრამ არა, ჩვენ ის გვავიწყდება, რომ ამ ადამიანებს შემდგომ ჩვენ უნდა შევძენოდით! ესმოდა თუ არა ადამს, თუ რა დღეში აგდებდა თავის შთამომავლებს? უეჭველია. და ზუსტად აი ეს იყო ნამდვილი დანაშაული. ამგვარად ადამმა თავის შემოქმედსა და ცოლს შორის მოსიყვარულე შემოქმედი კი არ აირჩია, არამედ ქალი, რომელმაც ის საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.
შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ ღმერთი მათ მაშინათვე დასჯიდა სიკვდილით და ყველაფერი უცბათვე დასრულდებოდა. მაგრამ ზუსტად ეს სურდა სატანას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ღვთის ჩანაფიქრი არ შესრულდებოდა:
აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: "ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე". (დაბადება 1:28) 
ამიტომ ღმერთმა ამ ადამიანებს დედამიწაზე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრების და შვილების გაჩენის საშუალება მისცა, რათა მისი ჩანაფიქრი შესრულდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი ადამიანები დაიხოცნენ, თანაც სამუდამოდ... 
რატომ არ დასაჯა ღმერთმა ადამი და ევა სიკვდილით და ახალი ადამიანები არ შექმნა? ეს არის კიდევ ერთი შეკითხვაა, რომელიც ამომწურავ პასუხს საჭიროებს.
---------------------------------------------------
ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий