суббота, 17 октября 2015 г.

მამაო ჩვენო



ლოცვა «მამაო ჩვენო» (მათე 6:9–13) – ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია ბიბლიაში. წარმოუდგენლად ტევადი და ლაკონური, თანაც ამავდროულად ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანს უყრის თავს. ისაა როგორც რწმენის სიმბოლო, ასევე სიცოცხლის აზრი, ასევე ყველა მცნება და ასევე ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის აღწერა – ყველაფერ იმის კვინტესენცია, რაც ქრისტიანობაში არსებობს. თუ იოანეს 3:16-ს მინიატურულ სახარებას უწოდებენ, მაშინ ლოცვა «მამაო ჩვენო» – ეს მთელი მინიატურული ბიბლიაა.


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი

იესო უმთავრესით იწყებს – ღვთის სახელის განწმენდით. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობის, დედამიწისა და მთელი სამყაროს დღის განრიგში. ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი გადარჩენა ან ცალკეული ადამიანის კეთილდღეობა. ღვთის სახელს საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფენ, მასთან ერთად კი ასევე იმ პიროვნებას, რომელიც ამ სახელის უკან დგას. ეს კოლოსალურ ნეგატიურ განლენას ახდენს მთელ ქმნილებაზე. გავიხსენოთ ეზეკიელი: «განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს, რომელიც შებღალეთ მათ შორის; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ თვალწინ… იცოდეთ, რომ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.» (36:23, 32).

მოვიდეს სუფევა (სამეფო) შენი

ბიბლიის მთავარი, ფუნდამენტალური სწავლება, რომლითაც ის დაბადებიდან გამოცხადებამდეა განმსჭვალული. ღვთის სამეფო – ეს ზუსტად ისაა, ლოცვის წინა სიტყვებს რომ შეასრულებს, და ამიტომაა ის მისი ლოგიკური გაგრძელება. სამეფო საბოლოოდ განწმენდს ღვთის სახელს და ბოლოს მიუღებს ყველაფერს (და ყველას), ვინც ამ სახელს შეურაცხყოფს. ყველა ეპოქის წმინდები ელოდნენ ამ სამეფოს, და იესოც კანონზომიერად იხსენიებს მას ლოცვის პირველ სიტყვებში. სამეფო მისი სწავლების ძირითადი თემა იყო, როგორც ის სხვა ადგილას განმარტავს: «სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი» (ლუკა 4:43).

იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც

ღვთის ნება ცაში უკვე სრულდება, მიწის მიმართ კი ჯერ ცოტა პრობლემები არსებობს. ზუსტად ამ სიტუაციას შეცვლის სამეფო, რომელიც წინა წინადადებაში იყო ნახსენები. როდესაც ღვთის ნება დედამიწაზეც დაიწყებს შესრულებას, ისევე როგორც ცაში, მაშინ ღვთის სახელი საბოლოოდ განიწმინდება, და კაცობრიობის ყველა გასაჭირიც წარსულს ჩაბარდება. ლოცვა დედამიწაზე ღვთის ნების შესრულების შესახებ – ესაა უნივერსალური ლოცვა, არქილოცვა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ყველა შესაძლო პრობლემებს. შეგვიძლია არ ვილოცოთ რაიმე პირად პრობლემებზე – საკმარისია ღვთის ნების შესრულებაზე ვილოცოთ დედამიწაზე და ჩვენ უკვე იმაზეც ნალოცი გვაქვს, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის ამის შესახებ გაიგებს. რადგან ზუსტად ღვთის ნების დეფიციტია – კაცობრიობის ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, ჩვენ თუ ამის შესახებ ვლოცულობთ, ჩვენ თავადაც არ შეგვიძლია ამ ნების იგნორირება ჩვენი ცხოვრებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ლოცვა თვალთმაქცური იქნება. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია სუფთა სინდისით ამგვარი ლოცვის წარმოთქმა, თუ ღვთის ნება თავად ჩვენს პირად ცხოვრებას განსაზღვრავს.

პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს

მხოლოდ მეოთხე პუნქტიდან იწყება პირადი ხასიათის თხოვნები – ლოცვა ძალიან არაეგოისტურია, როგორიც უნდა იყოს ასევე ქრისტიანის ცხოვრებაც. აქ იესო ზუსტად გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვილოცოთ სწორად მატერიალურ მოთხოვნილებებზე. პური ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებს ასიმბოლოებს, ეს «კარაქიანი პური» არაა. დიახ, ჩვენ გვჭირდება პური, ჩვენ ასე ვართ შექმნილები, და მისი თხოვნა სირცხვილი არაა. მაგრამ ჩვენ პურის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძირითადი მოთხოვნილებების გარდა არაფერი არ გვჭირდება. ფუფუნებამ შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს. ზუსტად ასევე ლოცულობს იგავის ავტორიც: « ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი,რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“ ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო და ჩემი ღვთის სახელი არ შეურაცხვყო» (იგავები 30:8, 9). თანაც პური გვჭირდება მხოლოდ «დღეს» საკმარისი – ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს გეგმებში ძალიან შორს გავიქცეთ, იმიტომ რომ ასე ჩვენ შიძლება ისეთ რამეებზე დავიწყოთ წუხილი, რაც ჩვენს მდგომარეობასა და შესაძლებლობებს მიღმაა, რაზეც ქრისტე იმავე თავში ცოტა ქვემოთ გვაფრთხილებს: «მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი» (მათე 6:34).

მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა

ღმერთთან რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ჩვენ მისი პატიება გვჭირდება, მაგრამ იესო ამ აზრს ძალიან საინტერესოდ გამოხატავს – ის ხაზს უსვამს, რომ ჩვენც უნდა ვაპატიოთ სხვებს. ეს თავად ლოცვით იგულისხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფლება არ გვექნება ღმერთს პატიება ვთხოვოთ. იესო ძალიან აუკვიატებლად აკავშირებს ღვთის მიტევებას იმასთან, თუ როგორ ვპატიობთ ჩვენ თავად. ეს, თავის მხრივ, განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას მოყვასთან: დიდსულოვნება, მოთმინება, სიყვარული. ჩვენ თუ არ გვიყვარს და არ ვპატიობთ მოყვასს, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ღვთის პატიებისა და სიყვარულის იმედი – ამგვარად ლოცვა ცხოვრების სახელმძღვანელო ხდება.

ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან

ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი რწმენა უზომო პრობლემებსა და გამოცდებს დაექვემდებაროს და ამიტომ ვთხოვთ ამის შესახებ. იესო ბოროტსაც მოიხსენიებს – სატანას, რომელიც თუ ყველა არა, კაცობრიობის უმრავლესი პრობლემის უკან დგას. ის მას ყველაზე ბოლოს მოიხსენიებს, მაგრამ მაინც მოიხსენიებს, რითაც გვიჩვენებს, რომ ამ ბოროტის ძალის უგულებელყოფა სახიფათოა. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ ვთხოულობთ მისგან დაცვას – არამედ ჩვენ მისგან «ხსნა» გვინდა, მტკიცედ უარი ვთქვათ ყოველივე იმისაგან, რაც მასთანაა დაკავშირებული, მისი ზეგავლენისაგან, მისი სულისაგან და მისი ფასეულობებისაგან. ისევე როგორც მიტევების შემთხვევაში, მოცემული პუნქტიც მოქმედებას გულისხმობს: არათანმიმდევრულია ვილოცოთ ბოროტისაგან ხსნაზე და ამავდროულად სიამოვნებას ვპოვებდეთ მის საქმეებში. 

კერძოდ, სულ ეს იყო. რა არის კიდევ მნიშვნელოვანი, რაც აქ არაა ნახსენები? ლოცვა «მამაო ჩვენო» – ეს ბიბლიის მარგალიტია, მასშია ჭეშმარიტების მთელი უბრალოება და სილამაზე. იფიქრეთ ამ ლოცვაზე თავისუფალ დროს.

-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ლოცვა სარკესავითაა

აზრები იესო ქრისტეზე აბზაცის ფორმატში

Комментариев нет:

Отправить комментарий