воскресенье, 23 июля 2023 г.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის საძირკველი



 

 

  «ბევრი პირქუში და გაღიზიანებული მოაზროვნე არსებობს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხარობენ, როდესაც იქ პოულობენ ბოროტებას, სადაც ის არ არის».

 

 

  ერთი მოაზროვნე ადამიანის ეს სიტყვები საკმაოდ კარგად ერგება მათ აღწერილობას, ვინც საკუთარ თავს იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგეებს უწოდებენ. ამ ტიპის ადამიანები მართლაც წარმოუდგენელ აქტიურობას ავლენენ იმ «არგუმენტების» ძიებაში, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ფართოდ ცნობილი ამ ქრისტიანების დისკრედიტაციისკენ მიმართავენ. მსგავსი კრიტიკოსების ფანტაზიას ხშირად საზღვრები არ აქვს! ამის გამო ხომ არ ვხვდებით მათ მსჯელობებში უამრავ უკიდურესობებსთუმცა, უკიდურესობებში რომ არ გადავვარდეთ, როგორც მინიმუმ, საზღვრების დანახვა გვჭირდება, თუმცა მთლიანად კრიტიკისკენ მიმართული კრიტიკოსებისთვის, როგორც ჩანს, მათი დანახვა რთულია. შედეგად სულაც არ არის გასაკვირი, რომ მსგავსი კრიტიკოსების შემოტევები, გადამოწმებისას, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ ხმაურის, უსაზღვრო ემოციებისა და ბიბლიური მუხლებისა და გაგებების საშინლად ზედაპირული აპელირების სიმბიოზი აღმოჩნდება ხოლმე

 

  ასე რომ, იეჰოვას მოწმეების მიერ შესრულებული თაყვანისმცემლობის საკითხთან დაკავშირებითაც, შესაბამისი სურათის დანახვაა შესაძლებელი. მაინც როგორ სურთ ასეთ მოწინააღმდეგეებს უცხო მსმენელების იმაში დარწმუნება, რომ ამ ქრისტიანებს არაფერი აქვთ საერთო ღვთისადმი მსახურების ღვთისმოსაწონ ფორმასთან! და აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, თუ როგორი «არგუმენტებით» შეიძლება სარგებლობა მსგავსი მიზნების მისაღწევად საქმეში მიდის ბიბლიური კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებიც, მოწმეების «ცხოვრებიდან აღმაშფოთებელი შემთხვევები» რომლებიც გრძნობებს ეხება და რომელთა რეალობის გადამოწმებაც შეუძლებელია; და ასევე მსგავს საკითხებში აშკარად მიკერძოებული «სექტათმცოდნეების» დასკვნები, რომლებიც ცნობილნი არიან .. «ტრადიციულ» რელიგიებთან თავისი კავშირებით; და, რაღა თქმა უნდა, თვითონ მსგავსი ოპუსების ავტორთა მკაფიო ტირადები. გათვლა ძალიან პრიმიტიულია. ადამიანი მსგავს გუბეში გადაეშვება და უნებურად მივა დასკვნამდე: «რა ქრისტიანები ესენი არიან, ეს იეჰოვას მოწმეები?». თანაც ეს მაშინ, როდესაც ადამიანი მათ არც კი იცნობს, და ბიბლია, შესაძლოა, მხოლოდ მაღაზიის თაროზე აქვს ნანახი…    

 

  მაგრამ, განა მხოლოდ უცხო ადამიანებზეა გათვლილი ასეთი ფსიქოლოგიური თავდასხმა? სამწუხაროდ, არა. მოწინააღმდეგეებისთვის გაცილებით უფრო სასურველი ის მსხვერპლია, რომელსაც უკვე მოქმედი იეჰოვას მოწმეების რიგიდან ჩაიგდებენ ხელში! (მათე 23:13-15). ო, რა სასიხარულო იქნებოდა, თუ ასეთივე კრიტიკოსი თვითონ ქრისტიანი გახდებოდა! ასეთ შემთხვევაში გამოყენებული «არგუმენტებიც» გაძლიერებულ ქმედებას შეიძენდა და «მამხილებელი» კამპანიის სანდოობის სტატუსის აწევაც გახდებოდა შესაძლებელი... სამწუხაროდ, დროდადრო ასეთი რამეც ხდება. თუმცა ეხლა იმ მიზეზების განხილვას არ დავიწყებთ, რომელთა გამოც ქრისტიანული კრების რომელიმე წევრი, მოულოდნელად «ბარიკადების მეორე მხარეს» აღმოჩნდება. პრინციპში, ასეთი მიზეზები საკმაოდ ცნობილია და მათ განხილვაზე შეჩერებას აზრი არ აქვს. როგორც მინიმუმ, ამ სტატიაში

 

  თუმცა ვფიქრობ, რომ ზედმეტი არ იქნებოდა ზემოთ გაჟღერებული შეკითხვის დაწვრულებით განხილვა, რომელიც იმაში დარწმუნების საშუალებას გვაძლევს, არიან თუ არა იეჰოვას მოწმეები ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები. ხოლო, თუ დიახ, მაშინ, რის საფუძველზე შეიძლება ამის მტკიცება?

 

  რა თქმა უნდა, აქ შეიძლება მოგვეყვანა საკმაოდ ცნობილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ იეჰოვა თვითონ აკურთხებს ამ ქრისტიანებს, როდესაც თავის მოწმეებს გაუმხილა ჭეშმარიტი გაგებები მრავალ თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან დაკავშირებითაც რელიგიების უმრავლესობა დღემდე სიბნელეში დაიარება (იოანე 8:32). მაგალითად, ის, რომ ღმერთი თითოეული ადამიანისთვის პერსონალურ და უცვლელ ბედს არ წერს; რომ ადამიანებს უბედურებებით არ სჯის; რომ არ არსებობს უკვდავი სული და ის ცეცხლოვან ჯოჯოხეთში არ იტანჯება; რომ დედამიწა არ განადგურდება არმაგედონში, არამედ მშვენიერ ბაღს დაემსგავსება

  ან შეიძლებოდა იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ გამოარჩევს იეჰოვას მოწმეებს მათი მსახურების «ნაყოფი» სხვა «ქრისტიანული» რელიგიების ფონზე (მათე 7:15-20). ბიბლიის მიერ განსაზღვრულ ასეთ «ნაყოფებს», რომლებიც მათ იესოს ჭეშმარიტ მოწაფეებად წარმოაჩენს, მიეკუთვნება იეჰოვას მოწმეების პოზიცია არ იყვნენ «ამ ქვეყნიერების ნაწილი», მონაწილეობა არ მიიღონ ომებში და პოლიტიკაში, უარი თქვან რელიგიით გამდიდრებაზე, მსოფლიო მაშტაბით აწარმოონ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და მრავალი სხვა (მათე 24:14; იოანე 17:14-16). და ეს ყველაფერი, ყოველეჭვგარეშე, სწორი იქნებოდა. მოსწონთ ეს კრიტიკოსებს თუ არა, ამ რეალიების უარყოფა მათ არ შეუძლიათ.

 

  თუმცა მე მინდა რომ განსახილველ საკითხს ცოტა სხვა მხრიდან მივუდგე. მოწინააღმდეგეები თუ ზოგიერთი მოწმისათვის იმის მოხვევას ცდილობენ თავზე, რომ ღვთისადმი მსახურების ეს ფორმა მცდარს წარმოადგენს, მაშინ განა სწორი არ იქნება იმაში გავერკვეთ, თუ, კერძოდ, რა წარმოადგენს რწმენის ჭეშმარიტების ყველაზე მთავარ ფაქტორს? მოდი დავფიქრდეთ: რაზე უნდა იყოს აგებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა? რა უნდა წარმოადგენდეს მის უმთავრეს საძირკველს, რომელზეც ასეთი თაყვანისმცემლობის მთელი დანარჩენი შენობაა დაშენებული? რადგან აშკარაა, რომ როგორი ღვთისმოსაწონიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით რომელიმე რელიგია, მისი საძირკველი თუ ბიბლიის მიერ დადგენილ ნიმუშს არ შეესაბამება, მაშინ არავითარ მის ჭეშმარიტებაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს.

 

  მაგალითად, კრიშნას ცნობიერების საზოგადოების სწავლების მიმდევრები არა მხოლოდ ომებში არ მონაწილეობენ, არამედ საკვების სახით მკვდარი ცხოველების მიღებისაც კი ეშინიათ! თითქოს და, მეტი ნამდვილი რელიგიური ლმობიერების მაგალითი რა გინდა?

  ან, ისლამი რომ ავიღოთ. მისი წარმომადგენლები იმდენად მონდომებით ამჟღავნებენ რელიგიურ გულმოდგინებას, რომ მათი რელიგიის მიერ დადგენილი წეს-ჩვეულებების დაცვა ლამის ავტომატიზმამდე აქვთ მიყვანილი. ამ მხრივ მრავალ «ქრისტიანს», როგორც ჩანს, მუსლიმებამდე ძალიან ბევრი უკლიათ.    

 

  აქ შეიძლება ასეთ შეპასუხებას ველოდოთ: რელიგიის ყველა ეს ფორმა ქრისტიანული არ არის! ის საძირკველი, რომელზეც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უნდა დაშენდეს, იესო ქრისტეა. და ამაზე არც ვიდავებ. მაგალითად, ეფესოელების მიმართ მიწერილ წერილში ჩვენ ვკითხულობთ: «[თქვენ ხართ] დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, რომლის ქვაკუთხედიც თავად ქრისტე იესოა» (ეფესოელები 2:20). მართლაც, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ქვაკუთხედს ღვთის ძე წარმოადგენს, რომლის გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენაც ადამიანს გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, განა დღეს არსებული ათასობით რელიგია, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანულს» უწოდებს, იგივეს არ ამტკიცებს? არცერთი მათგანი არ ივიწყებს საკუთარ ქადაგებებში იესოს სახელის გამოყენებას და ბიბლიის შესაბამისი მუხლების ამოკითხვას. ანუ გამოდის, რომ - ყველა მათგანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ? ეს ცოტა არ იყოს აბსურდულად ჟღერს. ანუ, თავისთავად იესოსადმი რწმენა, თუნდაც ის გულწრფელი იყოს, სულაც არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ ეკლესიას ღმერთი ჭეშმარიტ ეკლესიად აღიარებს. გავიხსენოთ, ამასთან დაკავშირებით თვითონ იესომ რა თქვა:

  «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?! მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“» (მათე 7:21-23).   

 

  იესოს ეს სიტყვები საკმაოდ ნათლად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ უბრალოდ იესოსადმი, როგორც უფლისა და ღვთის ძისადმი რწმენა, გამრავლებული გამოჩენილ და ერთი შეხედვით სასიკეთო საქმეებზე, სულაც არ შეიძლება იმის საფუძველს წარმოადგენდეს, რომ განსაზღვრული ეკლესია თავად ქრისტეს მიერ მიიჩნეოდეს ჭეშმარიტად ქრისტიანულად (შეადარეთ იაკობი 2:19). იესოს სიტყვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ის თაყვანისმცემლობის მსგავს ფორმებს «უკანონობის მოქმედებად» მიიჩნევს და ამიტომ «არასოდეს იცნობდა» მათ. და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია, იესო მიუთითებს, რომ ისეთი რელიგიები, რომლებიც საკუთარ თავს მის მოწაფეებს უწოდებდნენ, «ბევრი» იქნებოდა!

 

  მაშინ რა არის ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი? თუ, უბრალოდ იესოსადმი რწმენა არა, მაშინ რა უნდა იყოს უფლის მიერ რელიგიის მოწონების ძირითადი ფაქტორი?

  მანამ, სანამ ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას გავცემთ პასუხს, ალბათ, კარგი იქნებოდა ის დაგვედგინა, თუ რა იგულისხმება გაგება «ღვთის თაყვანისცემაში».

 

  განსაზღვრების თანახმად, ღვთის თაყვანისცემა (რელიგია) ნიშნავს «ადამიანის რწმენის გამოვლენას ზეადამიანური ძალისადმი და იმ ძალის თაყვანისცემას, რომელიც შემოქმედად და სამყაროს მმართველად მიიჩნევა».

  ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში (ახალ აღთქმაში) სიტყვა «სარწმუნოება» («რელიგია») არაერთხელაა წარმოდგენილი ბერძნული სიტყვით «ტრესკეა». ცნობარში «A Greek-English Lexicon of the New Testament» ეს სიტყვა განისაზღვრება როგორც «ღვთის თაყვანისცემა, რელიგია, განსაკუთრებით, როდესაც ის გამოიხატება როგორც რელიგიური მსახურება ან კულტი». ეს სიტყვა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსაწერად, ასევე ცრუ რელიგიასთან მიმართებითაც (საქმეები 26:5; კოლოსელები 2:18; იაკობი 1:26,27).

 

  ბიბლიაში გაგება «თაყვანისცემა» მჭიდროდაა დაკავშირებული ღვთისადმი «მსახურებასთან». მაგალითადებრაული ეკვივალენტი «ავოდა» შეიძლება ითარგმნოს სიტყვებით «მსახურება» ან «თაყვანისცემა». (შეადარეთ გამოსვლა 3:12 და 10:26).

 

  ამგვარად, ფრაზა «ღვთის თაყვანისცემა» მიუთითებს მსახურებაზე, რომელიც სამყაროს მმართველისკენაა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რელიგია ასრულებს მსახურებას თავისი ღვთაების პატივსაცემად, მხოლოდ ის თაყვანისცემა შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობად, რომელიც ჭეშმარიტ შემოქმედს განადიდებს. აქედან რთული არაა იმის გაგება, რომ ჭეშმარიტი რელიგიის უმთავრეს საძირკველს ღმერთის პიროვნება წარმოადგენს. ნამდვილი ღმერთის, რომელსაც მისი წმინდა სიტყვა ბიბლია გვაცნობს. ესაა ყველაზე მთავარი! წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვთისადმი რომელ სწორ თაყვანისცემაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუ ეს თაყვანისცემა ღმერთის გვერდის ავლითაა მიმართული? ამაზე თვითონ ბიბლიაც მიუთითებს: «ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს» (1 კორინთელები 10:20). და კიდევ: «მაშინ, როცა ღმერთს არ იცნობდით, მათი მონები იყავით, ვინც სინამდვილეში ღმერთები არ არიან» (გალატელები 4:8).

 

  მანამ, სანამ რომელიმე ღვთისმოსავი ადამიანი მორწმუნე ადამიანების განსაზღვრულ ჯგუფში გაწევრიანებას ისურვებს, რათა დიდება მიაგოს შემოქმედს, თავდაპირველად ის საფუძვლიანად უნდა დარწმუნდეს ჭეშმარიტი ღმერთის პიროვნებაში, რათა ის იმ უამრავ ფსევდოღვთაებებში არ აერიოს, რომლებსაც მილიონობით ადამიანები ეთაყვანებიან. ადამიანმა უნდა იცოდეს და ესმოდეს, ვის ემსახურება. ბიბლიის საშუალებით იმის გაგების შემდეგ, თუ ვინ არის ჭეშმარიტი შემოქმედი, ასეთი ადამიანის მხრიდან ბრძნული იქნებოდა ქრისტიანების იმ კრებას შეერთებოდა, რომელშიც ზუსტად ამ ჭეშმარიტი ღმერთისადმი თაყვანისცემა სრულდება.

 

  ამ აზრს ეთანხმება იესო ქრისტეს სიტყვებიც, რომელსაც ზემოთ შევეხეთ. როდესაც მან თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს», მაშინვე განმარტა, თუ რატომ არ იქნებოდა მისადმი, როგორც უფლისადმი, გულწრფელი რწმენა საკმარისი ზემოდან მოწონების მისაღებად. მან ასეთი განმარტება გააკეთა: «არამედ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21-23).

 

  იესომ თავის ზეციერ მამაზე მიუთითა! აი, ვის მიმართ უნდა იყოს მიმართული პირველ რიგში მსახურება! ჭეშმარიტი ღმერთის პიროვნების იგნორირებით, ისინი, ვინც თავს იესოს ნამდვილ მიმდევრებად თვლიან, საკუთარ თავს იმის საფუძველს ართმევენ, რომ იესო «იცნობდეს» მათ. რადგან თავად იესო საუბრობს საკუთარი თავის შესახებ როგორც მასზე, ვინც მხოლოდ იმ გზას წარმოადგენს, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთისკენ მიჰყავს, და არა როგორც დანიშნულების ერთგვარ საბოლოო პუნქტზე: «მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა» (იოანე 14:6; 17:3).

 

  იგივე აზრი ნათლად ჩანს ზემოთ უკვე ნახსენებ მუხლში ეფესოელების მე-2 თავიდან. როდესაც პავლემ იმაზე მიუთითა, რომ «საძირკვლის ქვაკუთხედი თავად ქრისტე იესოა», შემდეგ დაამატა: «მასთან ერთობაში მთელი შენობა, ჰარმონიულად შერწყმული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის. მასთან ერთობაში თქვენც შენდებით სამკვიდროდ, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით» (ეფესოელები 2:21,22). იმავე პრინციპის ერთგული მოციქული, ასევე მიუთითებს ღმერთზე, რომლის სულიც მართავს მის წმინდა ტაძარს, რომელიც წარმოდგენილია ღვთის ძის და მისი ერთგული მიმდევრების სახით. და ისევ, ნამდვილი თაყვანისმცემლობა, რომლის სიმბოლოსაც სულიერი ტაძარი წარმოადგენს, ჭეშმარიტ ღმერთზეა კონცენტრირებული!

 

  ასე რომ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის საძირკველს ჭეშმარიტი ღმერთის პიროვნება წარმოადგენს, რომლის გარშემო და რომლის საპატივცემულოდაც უნდა ეგებოდეს ქრისტიანთა მთელი შემდგომი მსახურება! ამის გარეშე შეუძლებელია ღვთის მიერ მოწონებულ რელიგიაზე საუბარი, როგორი ლამაზი, ჰუმანური ან სასარგებლოც არ უნდა ჩანდეს გარშემომყოფი საზოგადოებისთვის. ესაა ყველაზე პირველი ნაბიჯი, და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ყველა დანარჩენი შემადგენელი უკვე მომდევნო ნაბიჯებს წარმოადგენს ღვთის მსახურების გზაზე.

 

  ამასთან დაკავშირებით შეკითხვა ჩნდება: განა მრავალი «ქრისტიანული» ეკლესია ერთი და იგივე ბიბლიას არ კითხულობს? განა ისინი ერთი და იგივე ბიბლიურ ღმერთს არ მიმართავენ ლოცვით? და, შესაბამისად, განა ამიტომ ისინიც ჭეშმარიტ შემოქმედს არ ეთაყვანებიან? არა, არ ეთაყვანებიან!

 

  რატომ კეთდება ასეთი განაცხადი? იმიტომ რომ «ქრისტიანული» რელიგიების ღმერთი იდენტიფიცირებული არ არის, სახელით არ არის განსაზღვრული. მათთან ის ისახელოა, რომელსაც თავისი ბიბლიური სახელი არ გააჩნია. რომელ კონკრეტულ ღმერთს ეთაყვანებიან ასეთი «ქრისტიანები»? წარმართულ ტრიადას? წმინდა სულს? უნიტარებს შორისაც კი უსახელო «მამის» ან იესო ქრისტეს თაყვანისცემა სრულდება.

 

  მაგრამ განა ღმერთთან დაკავშირებულ ასეთ შეხედულებას უჭერს მხარს ბიბლია? ის ჭეშმარიტი შემოქმედისადმი მსგავსი დამოკიდებულების მცდარობას განმარტავს, როდესაც იმაზე მიუთითებს, რომ «არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე, რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“» (1 კორინთელები 8:5. შეადარეთ 2 სამუელი 7:22). განა ასეთივე სახით არ მიმართავენ თავის ღვთაებებს «არაქრისტიანული» რელიგიების წარმომადგენლები? მაშინ რამ შეიძლება დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის გაგებაში ჭეშმარიტი შემოქმედი მილიონობით «ღმერთებისგან» გამორჩეული გახადოს? ასეთ განმსახვავებელ ნიშანს ერებში, როგორც თვითონ წმინდა წერილი მიგვითითებს, ღვთის დიდებული და განუმეორებელი სახელი წარმოადგენს! (ფსალმუნები 99:2,3).

 

  წმინდა წერილი იმის შესახებ საუბრობს, თუ თვითონ როგორ მოიხსენიებს საკუთარ თავს ჭეშმარიტი შემოქმედი: «იეჰოვაა მისი სახელი» (გამოსვლა 15:3). «მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი» - აცხადებს ღმერთი (ესაია 42:8).

 

  როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ღვთის სახელის მიმართ ერთგულ თაყვანისმცემლებს? ბიბლია კვლავ იძლევა პასუხს: «ადექით და განადიდეთ თქვენი ღმერთი იეჰოვა ახლაც და მარადიულადაც! ღმერთო, განადიდონ მათ შენი დიდებული სახელი, რომლისთვის ხოტბის შესასხმელადაც არ არსებობს ჯეროვანი სიტყვა!» (ნეემია 9:5. შეადარეთ 1 მატიანე 16:2). «მთელი გულით გასხამ ხოტბას, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს» (ფსალმუნები 86:12). «მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს» (ფსალმუნები 105:1).  «შენი სადარი არავინაა, იეჰოვა! დიდებული ხარ, დიდებული და ძლევამოსილია შენი სახელი!» (იერემია 10:6).

 

  თვითონ ღვთის თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის მისი სახელის ცოდნა და მასზე დაიმედებაწმინდა წერილი განმარტავს: «შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, იეჰოვა, შენ არასდროს მიატოვებ შენს მაძიებელთ!» (ფსალმუნები 9:10). «იეჰოვას მოველითმის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი» (ფსალმუნები 33:20,21). «შენი სამართლის გზას ვადგავართ, იეჰოვა, შენზე მონდობილები. ჩვენთვის სანუკვარია შენი სახელი და სახსენებელი» (ესაია 26:8).   

 

  ბიბლია გვასწავლის, რომ იეჰოვა ღმერთისადმი ლოცვები მისი სახელის ხსენებით უნდა აღევლინებოდეს. «მთელი სიცოცხლე განგადიდებ, ხელებს აღვაპყრობ და შენს სახელს მოვუხმობ» (ფსალმუნები 63:4). «იეჰოვას სახელს მოვუხმე: «იეჰოვა, მიხსენი!» (ფსალმუნები 116:4). «იეჰოვა, ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს» (ფსალმუნები 3:55).

 

  იეჰოვა გვიჩვენებს, რომ მისი სახელი ემსახურება თითოეული მათგანის გადარჩენას, ვინც მას მიმართავს. «იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს! იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს!» (ფსალმუნები 20:1). «ხალხები შემომერტყნენ გარს, მაგრამ იეჰოვას სახელით მოვიგერიე» (ფსალმუნები 118:10-12). «მომხედე და წყალობა მიყავი, რადგან ასე ექცევი შენი სახელის მოყვარულთ» (ფსალმუნები 119:132). «იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის, სახელშია ჩვენი შველა!» (ფსალმუნები 124:8). «იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მართალი მას აფარებს თავს და დაცულია» (იგავები 18:10). «ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება» (იოელი 2:32).

 

  ყველა დროისა და ყველა ხალხისთვის საკუთარი სახელის მნიშვნელობაზე წინასწარმეტყველური სახით მითითებისას, ღმერთი ამბობს: «იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე. იმ დღეს იეჰოვა იქნება ერთადერთი და მისი სახელიც ერთადერთი იქნება» (ზაქარია 14:9). «იმ დღეს იტყვით: მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ! გააცხადეთ, რომ განდიდებულია მისი სახელი» (ესაია 12:4). «აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში. ყველგან შემომწირავენ მსხვერპლს და აღავლენენ შესაწირავს, წმინდა ძღვენს, ჩემი სახელის პატივსაცემად, რადგან განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (მალაქია 1:11). «ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით, ყოველმა სულდგმულმა ადიდოს მისი წმინდა სახელი სამარადისოდ, მარადიულად!» (ფსალმუნები 145:21). 

 

  ბიბლიის მიერ აღწერილი ღვთის მსახურების ისტორიები გვიჩვენებს, რომ ისინი ყველა დროში იეჰოვა ღმერთის სახელის გარშემო ერთიანდებოდნენ (დაბადება 8:20; 22:14; გამოსვლა 3:15; 2 მატიანე 14:11). ეს ემსახურებოდა მათ დაცვას და ჭეშმარიტი თაყვანისცემის განსაზღვრას მრავალი წარმართული რელიგიისა და კულტის ფონზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ცრუ ღვთაებების პატივისცემას. როდესაც ისრაელი აღთქმულ მიწას დაეუფლა, იეჰოვამ თავის ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართა: «ამიტომ გეშინოდეთ იეჰოვასი და უმწიკვლოდ, ერთგულად ემსახურეთ მას, უარყავით ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და იეჰოვას ემსახურეთ». ამაზე ხალხმა ასეთი სიტყვებით უპასუხა: «როგორ მივატოვებთ იეჰოვას და როგორ ვემსახურებით სხვა ღმერთებს?!… ამიტომ ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი!» (იესო ნავეს ძე 24:14-18). ძველი ღვთის მსახურების იეჰოვა ღმერთისადმი თაყვანისმცემლობის ეს გამორჩეული თვისება იძულებული იყვნენ, წარმართული ღვთაებების თაყვანისმცემლებსა კი ეღიარებინა (2 მეფეები 5:11; ესაია 36:13-20).

 

  ახალი აღთქმის პერიოდში ადრეული ქრისტიანებიც ასევე ღვთის სახელს განადიდებდნენ (გამოცხადება 19:1-6). მათ ახსოვდათ ღვთის ძის მაგალითი, რომელიც მათ ასე ლოცვას ასწავლიდა: «ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი» (მათე 6:9. შეადარეთ ლუკა 1:49). თვითონ იესოც ასევე იქცეოდა, როდესაც მამას მიმართავდა: «მამა, განადიდე შენი სახელი!» (იოანე 12:28). მათ იცოდნენ, რომ ყველა თავის დიდებულ საქმეებს იესო, როგორც თავადვე აღიარებდა, «მამამისის სახელით» აკეთებდა (იოანე 10:25).  

 

  I საუკუნეში ქრისტიანული კრების შექმნისას, იეჰოვა ღმერთმა «მოხედა ... პირველად უცხოტომელებს და... გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ» (საქმეები 15:14). ამიტომ განა შეიძლება რაიმე ეჭვი არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ იესოს მოწაფეებიც ასევე განადიდებდნენ მის მამას და მათ ღმერთს, ბიბლიური მაგალითის თანახმად იეჰოვას წმინდა სახელის განდიდებით? ეს სრულიად აშკარა ჩანს. როგორც თავის წიგნში «ეკლესიის ისტორია» ჯეიმს ნორტი აღნიშნავს «ქრისტიანებს მხოლოდ იეჰოვა ღმერთის სწამდათ» (James B. North. «A History of the Church. From Pentecost to Present»; გვ. 28. მოსკოვი. «Протестант»). 

 

  ასეთივე განაცხადს ვხვდებით ვ.ა. კაბანოვის წიგნში «ტეტრაგრამატონი», სადაც ავტორს ანალოგიური დასკვნები მოჰყავს, რომლებსაც რიგი ბიბლიური კვლევების საფუძველზე აკეთებს. მაგალითად, ციტირება ხდება მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი დ. ბოგოლეპოვის სიტყვებისა პირველი ქრისტიანების მსახურებასთან დაკავშირებით: «სამლოცველო შეკრებების დროს ისინი ტაძარს ინახულებდნენ და სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ იეჰოვასადმი ლოცვებში (ლუკა 24:53)» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი»; გვ.126,127. მოსკოვი. «Библеист». 2007).

 

  ზუსტად ამიტომ არაა გასაკვირი ის ბიბლიური დარიგება, რომელშიც იეჰოვა ღმერთი ქრისტიანებს არწმუნებს, რომ ის არასოდეს აპირებს დაივიწყოს ის «შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ» (ებრაელები 6:10).

 

  იოელ წინასწარმეტყველის სიტყვებს ეხმიანება მოციქული პავლე, როდესაც ამბობს: «ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება» (რომაელები 10:13; იოელი 2:32). რა უნდა მოიფიქროს სკეპტიკოსმა, რათა ქრისტიანის გადარჩენასა და ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვაზე მის მინდობას შორის კავშირის უარყოფა გადაწყვიტოს, რომლის სახელიც ქრისტიანმა უნდა განადიდოს? (ფსალმუნები 91:9). რადგან ჯერ კიდევ სოფონია წინასწარმეტყველი, ღვთიური შთაგონებით მომავალი ღვთის რისხვის დროის აღწერისას, უფლის განზრახვას გადმოსცემდა: «მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და ერთსულოვნად ემსახურონ მასთავმდაბალ და თვინიერ ხალხს დავტოვებ თქვენში და ისინი იეჰოვას სახელს შეაფარებენ თავს» (სოფონია 3:9,12). ღვთის სახელზე დაიმედება, მისი მფლობელის განდიდების გულწრფელი სურვილი, სხვა ადამიანებისთვის ამ ჭეშმარიტების გაცნობისკენ სწრაფვა განა ეს ყველაფერი ღვთის ერთგული ქრისტიანის ცხოვრების ნაწილი არ უნდა იყოს? განა ღვთის ძეც ასე არ იქცეოდა? და ამასვე არ მოელის თვითონ იეჰოვა ღმერთი ყველა მათგანისგან, ვისაც მისი ერთგული მსახური უნდა რომ ერქვას? როგორც მალაქია წერდა «იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი, თითოეული თავის მოძმეს, იეჰოვა კი გულისყურით უსმენდა. სამახსოვრო წიგნი იწერებოდა მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს» (მალაქია 3:16).

 

  სამწუხაროა, მაგრამ ე.წ. «ქრისტიანების» დიდ უმრავლესობას სრულიად არ გააჩნია «მის სახელზე ფიქრის» სურვილი. კი, იეჰოვას სახელის ხილვა ხანდახან საეკლესიო ღვთისმსახურებებისთვის განკუთვნილ საგალობლების წიგნებში შეიძლება. კი, მქადაგებლებმა თავის მოხსენებებში დრო და დრო შეიძლება ახსენონ ღვთის შესაბამისი სახელი. მაგრამეს ყველაფერი ისე გამოიყურება როგორც ერთგვარი დანამატი, თანაც, საკმაოდ არატიპიური, სამების, სულიწმინდის პიროვნებისა და გაღმერთებული იესოს შესახებ ეკლესიების ოფიციალური დოქტრინალური სწავლებების ფონზე. იმის გაცილებით უფრო მეტი საფუძველი არსებობს, რომ ამ დიდებული სახელისადმი უამრავი სხვადასხვა «ქრისტიანების» მხრიდან გარკვეული ზიზღის დასკვნა რომ გავაკეთოთ. სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება აიხსნას ბიბლიური თარგმანების უამრავი რაოდენობის არსებობა, რომლებმაც ყოველგვარი მორიდების გარეშე მოისროლეს თავისი ტექსტებიდან იეჰოვას სახელი, იმის მიუხედავად, რომ ორიგინალურ ტექსტში ის 7 000-ჯერ წერია? თვითონ ეკლესიის წევრები რატომ აღიქვამენ ამ გარემოებას ასეთი გულგრილობით? როგორ უნდა შევაფასოთ ეკლესიის წევრების რეაქცია, რომლებიც საუბარში იეჰოვას სახელის ერთხელ ხსენებისასაც კი, მაშინვე შეკითხვას სვამენ: «თქვენ, შემთხვევით, იეჰოვას მოწმე ხომ არ ხართ?». განა მხოლოდ მოწმეებს უნდა ახასიათებდეთ ღვთის სახელისადმი მოწიწებული დამოკიდებულება?

 

  თუმცა, ამ სიტუაციაში გასაკვირი არაფერია. იეჰოვა ღმერთმა თავის სიტყვაში დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა მათი გამოჩენა, ვინც არ ისურვებდა მისი წმინდა სახელისადმი სათანადო პატივისცემის გამოვლენას. რას ამბობს ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილი?

 

«ღმერთი კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანებს, რათა დაინახოს, ვინ არის გამჭრიახი და ვინ ეძებს იეჰოვასარ უხმობენ იეჰოვას» (ფსალმუნები 53:2,4).

 

«ღმერთო, როდემდე უნდა დაგცინოდეს მტერი?! ნუთუ მუდამ უნდა შეურაცხყოფდეს მტერი შენს სახელს?! ნუ დაივიწყებ, იეჰოვა, როგორ დაგცინის მტერი, როგორ შეურაცხყოფს შენს სახელს უგუნური ხალხი» (ფსალმუნები 74:10,18).

 

«მთელი დღე, გამუდმებით შეურაცხყოფენ ჩემს სახელს» (ესაია 52:5).

 

«არავინ უხმობს შენს სახელს, თავს არ იწუხებენ, რომ ჩაგეჭიდონ» (ესაია 64:7).

 

«ისმინეთ იეჰოვას სიტყვა თქვენ, ვინც თრთით მის სიტყვაზე: „თქვენმა მოძმეებმა, რომლებსაც სძულხართ, რომლებიც თავიდან გიშორებენ ჩემი სახელის გამო, თქვეს, იდიდოსო იეჰოვამ! ის გამოჩნდება და თქვენ გაიხარებთ, ისინი კი შერცხვებიან“» (ესაია 66:5).

 

«უნდათ, თავიანთი სიზმრებით... ჩემს ხალხს ჩემი სახელი დაავიწყონ, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო» (იერემია 23:27).

 

«განვწმენდ ჩემს დიდებულ სახელს, რომელიც ხალხების თვალში შებღალეთ; როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ დასანახავად, გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა» (ეზეკიელი 36:23).

 

«თუ არ მომისმენთ და ზერელედ მოეკიდებით ჩემი სახელის განდიდებას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — დაგწყევლით და კურთხევას წყევლად გიქცევთ. გიქციეთ კიდეც კურთხევა წყევლად, რადგან ჩემს ნათქვამს ზერელედ ეკიდებით» (მალაქია 2:2).

 

«ვიხილე ზღვიდან ამომავალი... მხეცი… გააღო მან პირი ღვთის საგმობად, რათა დაეგმო მისი სახელი, მისი სამყოფელი და ზეცის მკვიდრნიც» (გამოცხადება 13:1,6).

 

«იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხისგან, მაგრამ გმობდნენ ღვთის სახელს; არ ინანიებდნენ და ხოტბას არ ასხამდნენ მას, ვისაც ამ სასჯელების დატეხვის უფლებამოსილება აქვს» (გამოცხადება 16:9).

 

  დავფიქრდეთ, განა ასეთ სურათს არ ვადევნებთ დღეს თვალს? განა ასეთივე დაუდევრობით არ ექცევა მრავალი თანამედროვე ეკლესია იეჰოვა ღმერთის წმინდა სახელს? განა ასწავლიან «ქრისტიანი» პასტორები თავის მრევლს უშუალოდ იეჰოვა ღმერთის მისამართით ლოცვას და ამ სახელის ისე განდიდებას, როგორც ყველაზე დიდებულისა და წმინდის? სამწუხაროდ, ამას ვერსად ვერ ვხედავთ! მართლაც, «ქრისტიანულმა» სამყარომ უღალატა იეჰოვა ღმერთს, ასე რომ ისინი შეუძლებელია მისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წარმომადგენლებად ჩაითვალონ!

 

 

  არაერთი წელია რაც იეჰოვას მოწმე ვარ. ამასთანავე, ჯერ კიდევ ჩემი რელიგიური ძიების დროიდან მოყოლებული, მე საკმაოდ გავეცანი ე.წ. «ქრისტიანული» სამყაროს სხვადასხვა კონფესიების ცხოვრებას და სწავლებებს, რადგან გამაჩნია მათ წარმომადგენლებთან პირადი საუბრების და შესაბამის საღვთისმეტყველო პუბლიკაციებთან გაცნობის გამოცდილება. როდესაც დღეს მესმის ფრაზა: «არადა შენ არასწორი არჩევანი გააკეთე. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იეჰოვას მოწმეებთან არ არის. წამოდი მათგან», მე უნებლიე შეკითხვა მიჩნდება კერძოდ, ეს რომ სიმართლე იყოს, მაშინ სად შეიძლება იყოს იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა? ვინ არიან მისი წარმომადგენლები, თუ იეჰოვას მოწმეები არა?

 

  თვითონ ფრაზა «ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა», როგორც ზემოთ უკვე განვიხილეთ, საკუთარ თავში საკმაოდ უბრალო გაგებას მოიაზრებს. «თაყვანისცემა» - ეს სხვა არაფერია, თუ არა მისი მსახურება, ვინც უზენაეს ღმერთად მიიჩნევა. თაყვანისცემა ყოველთვის იყო და ყოველთვის დაკავშირებული იქნება უმთავრესად და უშუალოდ თაყვანისცემის ობიექტთან და არა უბრალოდ ადამიანებთან, რომლებიც მას აღასრულებენ. შესაბამისად, «ჭეშმარიტი» თაყვანისმცემლობა ძირითადი სახით ნიშნავს არა რომელიმე ცნობილი და მრავალი ადამიანის მიერ პატივდებული ღვთაების მსახურებას, არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებას. ის თავის თავს თავისი სიტყვის ბიბლიის მეშვეობით გვიმხელს. და საკუთარ თავს, მილიონობით სხვა «ღმერთებისგან» დისტანცირებით, ისე გვაცნობს, როგორც სახელი იეჰოვას მატარებელს. ზუსტად ეს სახელი იქნა მითითებული ღვთის მიერ თავისი მსახურებისთვის თაყვანისცემისა და გადასარჩენად მოსახმობად (იოელი 2:32; რომაელები 10:13).

 

  სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, ასეთი თავყვანისცემის მნიშვნელოვანი ფაქტორები თეოლოგიური დოქტრინები, რომლებიც ცხოვრების აზრთან დაკავშირებულ შეკითხვებს სცემს პასუხს, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა ან არარსებობასთან, ქვეყნიერებაში ბოროტების არსებობასთან, ადამიანური საზოგადოების მომავალთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ასევე ქრისტიანული კრების შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი მოქმედების წესრიგი ეს ყველაფერი მხოლოდ შემდგომ განსაზღვრებებს წარმოადგენს ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის საკითხში. თუმცა ყველაზე პირველ ადგილზე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, რაც სავსებით ბუნებრივია, თავად ჭეშმარიტი ღმერთის პიროვნება წარმოადგენს, რომლის სახელითა და რომლის სახელის გარშემოც იგება ადამიანთა მსახურება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ამ გარემოებას სრულიად ნათელი სახით თვითონ ბიბლიაც განმარტავს, როდესაც ამბობს, რომ «ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს» (1 კორინთელები 10:20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორი გულწრფელი და ხელგაშლილიც არ უნდა იყოს ადამიანთა მცდელობები, ისინი თუ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვასკენ არაა მიმართული, ეს ყველაფერი ამაო იქნება (1 კორინთელები 10:31). ძველადაც კი, როდესაც უფალი ისრაელიანებს მცნებებს აძლევდა, პირველი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებდა, მისი პიროვნების სახელით გამოკვეთა იყო: «მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთიარ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა» (გამოსვლა 20:2,3).

 

  მაშ ასე, წარმოვიდგენ, რომ იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას მოწმეებს შორის არ უნდა ვეძებო. მაშინ სად? კათოლიკებთან? მართლმადიდებლებთან? თუ პროტესტანტებთან? ნუთუ სადმე მათ შორის შევძლებ იმის უპირობო რწმენის პოვნას, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაა და არა რაღაც სამება? იქნებ, ისინი ლოცვებს პირადად იეჰოვა ღმერთის მიმართ აღავლენენ და არა სულიწმინდის, იესოს, უსახელო «უფლის» ან «ღმერთის», ქალწული მარიამის ან რომელიმე კანონიზირებული «წმინდანის» მიმართ? ან იქნებ მათ ღვთისმსახურებებზე იეჰოვას, როგორც ღვთის ერთადერთი სახელის განწმენდას და განდიდებას ასწავლიან? ვერაფერ ამის მსგავსს ვერ ვნახავ და ვერ მოვისმენ მათთან!

 

  მაშინაც კი, როცა მეუბნებიან, რომ ეს «ქრისტიანებიც» აღიარებენ იეჰოვას სახელს და მის წინააღმდეგ არაფერი აქვთ, სინამდვილეში მათი «აღიარება» მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს. იმის თქმა, რომ იეჰოვა ეს მხოლოდ «ღვთის სახელებიდან ერთერთია» ან «როგორც გინდა, ღმერთს ისე მიმართე გინდაც იეჰოვათი», ეს თვითონ იეჰოვა ღმერთის ცნობილი ბიბლიური მითითებებისადმი სრული დაუდევრობით მიდგომას ნიშნავს მისი დიდებული სახელის განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებით. ასეთი დამოკიდებულება იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც ძველად ღვთისგან განდგომილმა ისრაელიანებმა იეჰოვა უწოდეს ჩამოსხმულ კერპს და «იეჰოვას დღესასწაული» აღნიშნეს. თუმცა თვითონ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისით ისინი «ბილწად» მოიქცნენ, რადგან თავისი საქციელით ამ წმინდა სახელის ნამდვილი მფლობელის მიმართ აშკარა უპატივცემულობა გამოავლინეს! (გამოსვლა 32:1-10; შეადარეთ მალაქია 2:11,12). სხვა შემთხვევაში ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა არ ისურვეს სხვა ერების მოსაზრებების გათვალისწინება, რომლებმაც მათ დახმარება შესთავაზეს იეჰოვას ტაძრის აღდგენაში, და საკუთარი მოსაზრება იმით ახსნეს, რომ ვითომ ისინიც «თქვენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და მას ვწირავთ მსხვერპლს». იუდეველებს მშვენივრად ესმოდათ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა არანაირად არ თვლიდა მათ თავის ნამდვილ თაყვანისმცემლებად და არც მათ მსხვერპლს იღებდა (ეზრა 4:1-3).

 

  რომელიმე არსებულ რელიგიებთან და კონფესიებთან მიმართებით პირადად მე არანაირი ილუზიები არ მრჩება. არცერთი მათგანი არაა ჩაჭიდებული ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის იმ პირვანდელ პრინციპს, რომლის მოლოდინიც უნდა არსებობდეს ღვთის ნამდვილი მსახურების მხრიდან. სახეზეა ამ ეკლესიებისა და კონფესიების მხრიდან იეჰოვას სახელის განწმენდისა და გადასარჩენად მისი მოხმობის სურვილის სრული არარსებობა. ასეა თუ ისე, მსგავსი «ქრისტიანები» თავისთვის რელიგიის ისეთ ფორმას ირჩევენ, რომელიც რაც შეიძლება მეტად დააშორებს მათ როგორც იეჰოვას მოწმეებს, ასევე იმ ღმერთის თაყვანისცემას, რომელიც იეჰოვას სახელს ატარებს.

 

  იგივეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც იეჰოვას მოწმეებისგან განდგომის გზა აირჩია. რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთმა პირებმა განაცხადონ, რომ იეჰოვას დღემდე თავის ღმერთად მიიჩნევენ და მისი მსახურების სურვილიც აქვთ. თუმცა ასეა კი ეს? და საკმარისია თუ არა ბიბლიის თვალსაზრისით რომელიმე ადამიანისთვის უბრალოდ იეჰოვაზე, როგორც თავის უფალზე ლაპარაკი, რათა მის მიერ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად ჩაითვალოს? არანაირად.

 

  როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ იეჰოვას ღმერთად აღიარება საკმარისი სულაც არ არის. მაგალითად, სამარიელები, რომლებსაც წმინდა წერილის ხუთწიგნეული ჰქონდათ და ისეთ რელიგიას იზიარებდნენ, რომელიც იუდაურთან ახლოს იყო, სრულიად არ მიიჩნეოდნენ მხოლოდ ამის საფუძველზე იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებად. როგორც მათ შესახებ იესომ თქვა «თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა» (იოანე 4:22). იეჰოვა, როგორც ბიბლია გვიჩვენებს, გარკვეულ პირობებს აყენებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც შეიძლება ადამიანი მის მსახურად იქნას აღიარებული. რა პირობებზეა საუბარი?

 

  უფლის მიერ მითითებულ მნიშვნელოვან ფაქტორს, თავის ერზე მსოფლიო მოწმის როლის დაკისრება წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვას თაყვანისმცემლებს უბრალოდ კი არ უნდა სწამდეთ მისი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის, არამედ ასევე ყველა არსებული ერისთვის მის მოწმეებად უნდა მსახურობდნენ, და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ იეჰოვაა ღმერთი.

 

  ეს მნიშვნელოვანი მომენტი ესაიას წიგნშია გაჩვენები. მაგალითად, იეჰოვა დედამიწაზე მცხოვრებ ერებს მოუწოდებს: «ერთ ადგილას შეიკრიბოს ყველა ერი, ერთად შეიკრიბონ ხალხები»! (ესაია 43:8,9). მრავალი ცრუ რელიგიებისა და მათი «ღმერთების» ფონზე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უნდა დადგენილიყო, და «ყველა ერს[და] ხალხს» უნდა გაეგო ამის შესახებ.

 

  ამის გათვალისწინებით, ღმერთი ისრაელს მიმართავს და ამბობს: «თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, …ჩემი მსახური, რომელიც ამოვირჩიეჩემამდე არ უარსებია ღმერთს და არც ჩემ შემდეგ იარსებებს. მე, მე ვარ იეჰოვა და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი. მე ვაუწყებდი, ვიხსნიდი და ვაცხადებდი, როცა თქვენ შორის არ იყო სხვა ღმერთი. ასე რომ, თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ». შემდეგ იეჰოვა ისრაელს აღწერს, როგორც «ხალხ[ს], რომელიც ჩემთვის შევქმენი ჩემი დიდების გამცხადებლად» (ესაია 43:10-12,21). 

 

  იეჰოვა კვლავ ისრაელზე მიუთითებს სიტყვებით: «თქვენ ხართ ჩემი მოწმეები-მეთქი?! განა არსებობს ღმერთი ჩემ გარდა?! არა, არ არსებობს სხვა კლდე; მე არავინ მეგულება!… გახსოვდეს ეს, იაკობ, და შენ, ისრაელო, რადგან ჩემი მსახური ხარ! მე შეგქმენი, ჩემი მსახური ხარ, არ დაგივიწყებ, ისრაელო!» (ესაია 44:8,21).

 

  ამიტომ არავითარ გაუგებრობას არ იწვევს ის, თუ რატომ თქვა დავითმა ასე დარწმუნებით: «ზოგი ეტლებზე ამყარებს იმედს, ზოგი — ცხენებზე, ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული» (ფსალმუნები 20:7). იეჰოვაზე, როგორც ჭეშმარიტ შემოქმედზე დამოწმება, ღვთის ერის ვალდებულებას წარმოადგენდა (ფსალმუნები 22:30,31). იეჰოვას ერთგულ მსახურებს ბიბლიაში «მოწმეთა დიდი ლაშქარიც» კი ეწოდებათ (ებრაელები 12:1).

 

  სხვა ერებისა და რელიგიების წინაშე იეჰოვას მოწმის როლი იმდენად აშკარა იყო ისრაელისთვის, რომ ღმერთმა ისინი ისე აღწერა, როგორც «ვინც ჩემი სახელით იწოდება, ვინც ჩემი დიდებისთვის გავაჩინე, გამოვსახე და შევქმენი» (ესაია 43:7). ამ სიტყვებით ღმერთმა აჩვენა, რომ მის მოწმეებს გარკვეული სახით მისი სახელი ეწოდებათ. იგივეა აზრია ასახული კანონის (მეორე რჯული) 28:10-ში: «გაიგებს დედამიწის ყველა ხალხი, რომ იეჰოვას სახელით იწოდებით, და შეეშინდებათ თქვენი» (შეადარეთ 2 მატიანე 7:14; ესაია 63:19).

 

  მისადმი თაყვანისცემასა და მისი სახელის განდიდებას შორის ასეთივე უშუალო კავშირს უსვამდა ხაზს იეჰოვა, როდესაც ძველ იერუსალიმზე საუბრობდა: «იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად». ამიტომ, მეფე სოლომონი ტაძრის მიძღვნის დროს აღძრული იყო იეჰოვასადმი ლოცვაში მისადმი ღრმა პატივისცემა გამოევლინა: «რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე» (2 ნეშტთა 6:6,33).

 

  და იმ დროსაც კი, როდესაც ღვთის ხალხი იეჰოვას ზურგს აქცევდა, ღმერთი მას მაინც თავის ერად მიიჩნევდა. ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ ღმერთი უყურადღებოდ ტოვებდა მის ცოდვილ ცხოვრების წესს. პირიქით, იეჰოვა შეაგონებდა და სჯიდა კიდეც მას იმისათვის, რათა მას მოენანიებინა და თავისი უწმინდური გზები მიეტოვებინა. თუმცა ამავდროულად იეჰოვა არასოდეს ამბობდა იმას, რომ ის ამ ერს თავის საკუთრებად აღარ მიიჩნევდა. იეჰოვა არ ეპყრობოდა თავის იმ მსახურებს, რომლებსაც მისი მოწმეობის უფლება და პასუხისმგებლობა დააკისრა, როგორც თავისთვის რაღაც უცხოს და უმნიშვნელოს. ღვთის ხალხი კვლავაც იეჰოვას სახელს ატარებდა.

 

  ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ იმ პერიოდებში, როდესაც ისრაელი ცოდვაში ვარდებოდა, იეჰოვა სულაც არ ეუბნებოდა ცალკეულ პირებს, რომლებიც მისადმი ერთგულებას ინარჩუნებდნენ, რომ მათ ეს ხალხი და ეს მიწა დაეტოვებინათ და ერთგვარი სხვა საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ, სადაც ისინი მისი თაყვანისმცემლობის აღსრულებას შეძლებდნენ. იეჰოვა არ იწონებდა იერუსალიმისგან და მისი ტაძრისგან განცალკევებული რაიმე ახალი და დამოუკიდებელი თაყვანისმცემლობის შექმნას, არამედ მოუწოდებდა, რომ რწმენის სიწმინდე შეენარჩუნებინათ, მიუხედავად იმისა, რომ სხვები ცოდვაში იყვნენ ჩაცვენილი (1 მეფეები 19:18). მაგალითად, იმ მომენტშიც კი, როდესაც ღმერთმა სოლომონის დასჯის ნიშნად ისრაელის ორ სამეფოდ გაყოფა დაუშვა ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად მას არანაირად არ შეუცვლია მანამდე  დადგენილი ის პრინციპები, რომელიც მისი თაყვანისცემის ერთიანობას შეეხებოდა (1 მეფეები 11:29-39). თორმეტივე ტომის წარმომადგენელი ისრაელიანები კვლავაც იერუსალიმში უნდა ჩასულიყვნენ იეჰოვასთვის თაყვანსაცემად, იმ მითითების თანახმად, რომელიც მან მოსეს მეშვეობით მისცა (კანონი 12:4-7; 1მეფეები 8:29; 11:32). ამავდროულად, როდესაც ჩრდილოეთ სამეფოს მმართველმა, იერობოამმა, იეჰოვასადმი დამოუკიდებელი თაყვანისცემის შექმნა სცადა და «დააწესა დღესასწაული, იმის მსგავსი, იუდაში რომ იყო», თავად იეჰოვას თვალში ეს ღვთის ნების აშკარა დარღვევად და მისგან აშკარა გადახვევად იქცა, - «ასე გაეხვია ცოდვაში ხალხი»! (1 მეფეები 12:26-33).   

 

  რატომ ავლენდა იეჰოვა ასეთ მოთმინებას? ღმერთი აგრძელებდა ამ ერის ხელმძღვანელობას, რომელიც ხშირად აქცევდა მას ზურგს, და  მას კვლავ თავის საკუთრებად მიიჩნევდა, თავისი დიდებული სახელის განსადიდებლად (ესაია 43:25; 48:9-11; იერემია 14:7,21; ეზეკიელი 20:9; 36:20-23; დანიელი 9:19). როგორც თვითონ წმინდა წერილი გვარწმუნებს «არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან იეჰოვამ მოისურვა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით» (1 სამუელი 12:22. შეადარეთ 2 სამუელი 7:23; ფსალმუნები 25:11; 31:3; 79:9; 115:1; 143:11). 

 

  ისრაელს ნათლად უნდა გაეცნობიერებინა, რომ მისი არსებობა და ზემოდან მომდინარე კურთხევა პირდაპირ იყო დამოკიდებული იეჰოვას წმინდა სახელის პატივისცემასა და წარმართების წინაშე მის განდიდებასთან. წინასწარმეტყველი ზაქარიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: «მე, იეჰოვა, აღვაზევებ მათ და ივლიან ჩემი სახელით» (ზაქარია 10:12). ისრაელის შემყურე ყველა ერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს ღვთის ერი მორჩილად მიჰყვებოდა იეჰოვას გზებს და ჭეშმარიტ ღმერთად მხოლოდ იეჰოვას აღიარებდა!

 

  დედამიწაზე მოსული იესოც ასევე ჭეშმარიტი ღვთის მოწმედ მსახურობდა. იეჰოვამ წინასწარმეტყველური სახით მის შესახებ თქვა: «აი, მოწმედ მივეცი იგი ერებს, წინამძღოლად და მეთაურად დავუყენე ხალხებს. აი, მოუხმობ ხალხს, რომელსაც არ იცნობ, და შენკენ გამოიქცევიან ხალხიდან ისინი, ვინც არ გიცნობენ, იეჰოვას, შენი ღვთის, ისრაელის წმინდის გულისთვის, რადგან ის განგადიდებს» (ესაია 55:4,5). «ადგება ის და დამწყემსავს იეჰოვას ძალით, თავისი ღვთის, იეჰოვას, სახელის სიდიადით» (მიქა 5:4). მოგვიანებით იესომ თვითონ თქვა საკუთარ თავზე: «მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაში, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა» (იოანე 18:37. შეადარეთ გამოცხადება 1:5; 3:14).

 

  იესოს მაგალითის მიხედვით ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვას მოწმეებად მსახურობდნენ ასევე პირველი ქრისტიანებიც (გამოცხადება 12:11). მაგალითად, ბიბლია ამის შესახებ საუბრობს, როდესაც პავლეზე (საქმეები 22:12-15) და სტეფანეზე მიუთითებს (საქმეები 22:20). ბიბლიური მითითების თანახმად, იეჰოვას სახელის განდიდება ყოველთვის ღვთის ჭეშმარიტი მსახურების საქმე იქნება (გამოცხადება 14:1; 22:4).

 

  წმინდა წერილი იმის გაგებაში გვეხმარება, რომ იეჰოვა ღმერთის მსახურები ყველა დროში დედამიწაზე მისი წარმომადგენლები და მისი დიდებისა და უზენაესობის მოწმეები იყვნენ. სრულიად დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას შესახებ დამოწმება მათ ვალდებულებას წარმოადგენდა. მათ არ შეეძლოთ «უბრალოდ რწმენა ჰქონოდათ» იეჰოვას მიმართ და საკუთარი რწმენა საიდუმლოდ შეენახათ. ღვთის მსახურები, ასე თუ ისე, წარმართებს აჩვენებდნენ, რომ მათი რწმენა მკაცრად მონოთეისტური იყო, მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას თაყვანისცემისკენ იყო მიმართული და ნებისმიერი სხვა ღმერთების არსებობას უარყოფდა. მთელი წმინდა წერილი სავსე იყო იეჰოვას სახელით. იუდეველების ყველა დღესასწაულები და ღვთისმსახურება იეჰოვასთან იყო დაკავშირებული, როგორც ჭეშმარიტ ღმერთთან. მათი ლოცვები მხოლოდ იეჰოვა ღმერთისკენ იყო მიმართული. იუდაური წესი «ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა» არავითარ შანსს არ უტოვებდა რომელიმე უცხო ღვთაებას, რის შესახებ საუბარსაც თავად ღვთის მსახურებიც არ ერიდებოდნენ. და არც წარმართებს სჭირდებოდათ იმის ამოცნობა, თუ რომელ ღმერთს ემსახურებოდა ისრაელი. სხვა ერებს მშვენივრად ესმოდათ, რომ ისრაელის ღმერთი იეჰოვა იყო (ესაია 36:13-15,18-20). ასე რომ ეს გარემოება მშვენიერ მტკიცებულებას წარმოადგენდა წარმართებისთვის ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვას შესახებ. ამ მხრივ ისრაელი იეჰოვას მოწმე იყო (ესაია 43:10-12,21).    

 

  თუმცა შეკითხვა დავსვათ: განა ჩვენს დროშიც არ უნდა ხორციელდებოდეს ყველა ერში ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვას შესახებ ასეთი დამოწმება? რა თქმა უნდა! (რომაელები 15:4). ძალიან უცნაური იქნებოდა, დღევანდელი დრო რომ რაიმე გამონაკლისი აღმოჩენილიყო ამ გაგებით. პირიქით, ღვთის ჩანაფიქრის თანახმად, მისმა ერმა მთელ მსოფლიოში უნდა განადიდოს ღვთის სახელი, და მის გარშემო გაერთიანდეს, «ისინი იეჰოვას სახელს შეაფარებენ თავს» (სოფონია 3:9,12; იერემია 16:19-21). «აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში. ყველგან შემომწირავენ მსხვერპლს და აღავლენენ შესაწირავს, წმინდა ძღვენს, ჩემი სახელის პატივსაცემად, რადგან განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (მალაქია 1:11).

  ასე რომ სატანის დამარცხებაც კი ღვთის განზრახვის შესრულება იქნება იეჰოვას სახელის განწმენდასთან დაკავშირებით (ფსალმუნები 79:6; ესაია 59:19; ეზეკიელი 36:23; ზაქარია 14:9. შეადარეთ გამოსვლა 9:16; იესო ნავეს ძე 9:9; ფსალმუნები 106:8). მაგრამ მაშინ რომელი თანამედროვე რელიგიური გაერთიანება ილტვის იეჰოვას შესახებ დამოწმების პასუხისმგებლობის აღებისკენ, თანაც მთელი მსოფლიოს მაშტაბით? და, თუ კიდევ უფრო ზუსტად ვიტყვით, კერძოდ, რომელ ქრისტიანებთან ასოცირდება თვითონ ხალხისთვის ამ ქვეყნიერებაში ფრაზა «იეჰოვა ღმერთი»? განა ე.წ. «ქრისტიანული» სამყაროს ეკლესიებთან? არა, რა თქმა უნდა, რადგან მათ ის აზრიც კი სზარავთ, რომ იეჰოვას სახელი წმინდაჰყონ.

 

  მაშინ, იქნებ, ღვთის ასეთ თაყვანისმცემლებს განდგომილები წარმოადგენენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ჯერ კიდევ სწამთ იეჰოვასი და მისი მსახურება სურთ? თუმცა აქ ყველაფერი კიდევ უფრო უიმედოდაა! განდგომილების მხრიდან იეჰოვას რაიმე სახით «მსახურებაზე» საუბარი, თანაც მსოფლიო მაშტაბით, სრულიად ზედმეტია. პირველ რიგში, იმიტომ რომ თვითონ განდგომილები არ წარმოადგენენ ორგანიზებულ საძმოს, რომელიც საკუთარ მიზნად იეჰოვას სახელის საყოველთაო განწმენდას და მის შესახებ დამოწმებას დაისახავდა. და მეორე, პრაქტიკულად ყველა მათი მცდელობა იმისკენაა მიმართული, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი თავის ყოფილ თანამორწმუნეებს იეჰოვას მოწმეებს მათ, რომლებიც მათგან განსხვავებით, სხვათა შორის, ღვთის სახელის დიდებას აცხადებენ. სრულიად აშკარაა, რომ ვისაც სასიხარულო ცნობის გაცხადების სული არ აქვს, არამედ «კამათის სურვილითაა შეპყრობილი» და ამაში პოულობს სიამოვნებას, სურვილის მიუხედავად შეუძლებელია ისე იქნას აღქმული, როგორც ღვთის ნამდვილი მსახური (1 ტიმოთე 6:3,4). იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აბსურდული წუწუნის ნაცვლად მათთვის კარგი იქნებოდა იმ ბიბლიურ დარიგებაზე დაფიქრებულიყვნენ, რომელიც ღვთის ჭეშმარიტი მსახურებისკენაა მიმართული, და ის გამოსასწორებლად გაითვალისწინონ: «რომლებიც განწმენდენ ჩემს სახელს; განწმენდენ იაკობის წმინდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ. გზასაცდენილნი გონიერებას შეიძენენ და მომჩივანნი ყურად იღებენ დარიგებას» (ესაია 29:23,24).

 

  თუმცა, იეჰოვას სახელის განდიდება, როგორც წმინდა წერილიდან ჩანს, განსაკუთრებული პატივია. ასე რომ იეჰოვა მას ყველას როდი აძლევს (შეადარეთ იერემია 44:26).

 

 

  ამგვარად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის საძირკველს იეჰოვა ღმერთის პიროვნება წარმოადგენს. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მისადმი გაერთიანებულ მსახურებაზე და მისი სახელის განდიდებაზე ეგება. ზუსტად ეს პრინციპი წარმოადგენს ძირითადს ღვთის ნამდვილი მსახურებისა და იესო ქრისტეს მოწაფეების დადგენის საქმეში. ჩვენს დროში ასეთი ქრისტიანები, იეჰოვასადმი თავისი გაერთიანებული მსახურების წყალობით, ყოველეჭვგარეშე, მთელ მსოფლიოში უნდა ჩანდნენ.

 

  ბიბლია კითხვას სვამს: «ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს?!» (გამოცხადება 15:4). და, მართლაც, ვინ? მე არ ვიცი ადამიანების არცერთი რელიგიური გაერთიანება, რომელიც ამ კითხვაზე პასუხის შესაბამისი იქნება ისევე აშკარად, როგორც იეჰოვას მოწმეები. შეძლებენ კრიტიკოსები სხვა ვინმეს დასახელებას, ვინც მოწმეების მსგავსად განადიდებენ იეჰოვა ღმერთის სახელს მთელი მსოფლიოს მაშტაბით? ამ ქრისტიანების რწმენამ იმისა, რომ მხოლოდ იეჰოვა წარმოადგენს ჭეშმარიტ უფალს, და მისი დიდებული სახელის განდიდების ხელის შეწყობის სურვილმა, ისინი აღძრა სახელიც კი ისეთი მიეღოთ, რომელიც ადამიანების ყურადღების აქცენტირებას იეჰოვაზე ახდენს, როგორც მასზე, ვისაც ეკუთვნის თაყვანისცემა! (ესაია 43:10-12).

 

  მაგრამ თუ ვინმეს ჩემი იმაში დარწმუნება სურს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვას მსოფლიო თაყვანიმცემლობას იეჰოვას მოწმეები არ ეწევიან, მაშინ იძულებული ვარ ვუპასუხო: მაჩვენეთ ის ნამდვილი მოწმეები, ვინც ამას უკეთესად, მეტი შთაგონებით აკეთებს, ისინი ვისაც სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები იეჰოვას თაყვანისმცემლებად აღიქვამენ და არა რომელიმე სხვა ღვთაებების, და რომელთა ძალისხმევაც იეჰოვას სახელი ცნობილი გახადონ მთელ თანამედროვე მსოფლიოში, იმაზე მეტად კურთხეულია ღვთისგან, ვიდრე იეჰოვას მოწმეების მცდელობები! მაჩვენეთ ასეთი ხალხი და დეტალებზე შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგრამ არსებობს კი ისეთი მსოფლიო კრება, ისეთი ეკლესია, ორგანიზაცია, რომელიც მიზნად იეჰოვა ღმერთის განდიდებას და მსახურებას ისახავს, რომელსაც თავად იესო ქრისტე ემსახურებოდა და განადიდებდა? (იოანე 4:23; 20:17; გამოცხადება 3:12). კიდევ ვინ ცდილობს იეჰოვას სახელის გაცხადებას და განდიდებას? ვინ მიიჩნევს იეჰოვა ღმერთს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის საძირკვლად და ამას მთელი დედამიწის მაშტაბით აშკარას ხდის?

 

  ვინ, თუ იეჰოვას მოწმეები არა

 

 

  «იმ დღეს იტყვიან: აი, ეს არის ჩვენი ღმერთი! მასზე ვამყარებთ იმედს და ის გვიხსნის. ეს არის იეჰოვა! მასზე ვამყარებთ იმედს; ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ის არის მხსნელი“» (ესაია 25:9).

 

 ------------------------------------------------------------------------------------


ნათარგმნია

სტატიის ავტორი: სერგეი ივანოვი

Комментариев нет:

Отправить комментарий