пятница, 31 мая 2019 г.

როგორი მომავალი ელით "უკონფესიოებს"?



დღეისათვის ძალიან დიდი რაოდენობით ქრისტიანული მიმართულება არსებობს, თუმცა ასევე სულ უფრო ხშირად შეიძლება "უკონფესიოების", ანუ მათი ნახვა, ვინც ქრისტიანთა არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ზოგი თუ საკუთარი საძმოთი ამაყობს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ის, ვთქვათ, ბაპტისტი, ადვენტისტი, ან იეჰოვას მოწმეა, და ისინი ბევრნი არიან მრავალ ქვეყანაში, მაშინ "უკონფესიოებიც" არანაკლებ ამაყობენ იმით, რომ არავის არ მიეკუთვნებიან. ისინი ამაყად უწოდებენ საკუთარ თავს "თავისუფალ ქრისტიანებს", "დამოუკიდებლებს", ზოგიერთებმა კი გაცილებით გამორჩეული და ამაღლებული სახელი მოიფიქრეს - "თავისუფლად მფრინავი". 

понедельник, 20 мая 2019 г.

ღვთისმშობლის კულტი წმინდა წერილების შუქში



შინაარსი 

1. წარმოადგენს თუ არა მარიამი ღვთისმშობელს? 
2. წარმოადგენს თუ არა მარიამი მარად ქალწულს? 
3. ჰყავდა თუ არა მარიამს შვილები ქრისტეს გარდა? 
4. წარმოადგენს თუ არა მარიამი უცოდველს? 
5. წარმოადგენს თუ არა მარიამი ზეციურ ქომაგს? 
6. წარმოადგენს თუ არა მარიამი ცათა დედოფალს, ცისა და დედამიწის გამგებელს? 
7. წყაროები, რომლებზეც ამყარებენ მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები თქმულებას ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ.
8. ნამდვილი მარიამი და მისი განსხვავებები მართლმადიდებლურ - კათოლიკური ღვთისმშობლისაგან. 
9. რა უნდა ვისწავლოთ ბიბლიური მონათხრობიდან ნამდვილი მარიამის, იესო ქრისტეს დედის შესახებ?  
10. დასკვნის სანაცვლოდ - ღვთისმშობლის კულტის წარმართული წარმომავლობა (რუსულად)

воскресенье, 5 мая 2019 г.

მონანიების დღე



მე არ ავღნიშნავ გამარჯვების დღეს (საბჭოთა კავშირის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს). დარწმუნებული ვარ, ეხლა ვიღაცამ წარბები ერთად შეჰყარა და დაიღრინა: «უმადურო! პაპები შენთვის სისხლს ღვრიდნენ, შენ კი…» მე კი, ჩემი ფრონტგამოვლილი პაპა მახსოვს, რომელსაც არ უყვარდა ომზე საუბარი. მაშინაც კი, როდესაც 9 მაისს სკოლაში მიიპატიჟეს, რათა მოსწავლეებისათვის საკუთარი მოგონებების შესახებ ეამბო, მან კატეგორიული უარი თქვა. არაფრის გახსენება არ უნდოდა.